2012 წლის 8 სექტემბეერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სენაკის ადგილობრივმა ორგანიზაციამ პარკში მოაწყო ღონისძიება, რომელიც პირველი დახმარების მსოფლიო დღეს ეძღვნებოდა. პირველის დახმარების აქციის ფარგლებში წითელი ჯვრის მოხალისეებმა გაავრცელეს ინფორმაცია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობის შესახაბ. სპეციალური მულაჟებით და სხვადასხვა სიმულაციების მაგალითზე წითელი ჯვრის მოხალისეებმა აჩვენეს დამსწრე საზოგადოებას თუ როგორ ხორციელდება პირველი დახმარების აღმოჩენა. პარკში მოსულმა სტუმრებმა დიდი ინტერესით მიიღეს მონაწიობა აქციაში.

ნახვა: 129

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კორონავირუსი იგივე COVID-19

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 27, 2020.
საათი: 8:29pm 0 კომენტარი

      დავიწყოთ რეკომენდაციებით - ხელ-პირის ხშირი დაბანა - გვახსოვდეს, რომ ხელებს იმიტომ ვიბანთ ხშირად, რადგან ხელის სახეთან მიტანის ჩვევა წუთში ათეულჯერ მაინც ხორციელდება ადამიანის მიერ და ეს ქმნის პრობლემას, ამიტომ ხელებთან ერთად პირიც დავიბანოთ, ქუჩაში ნაცნობებისა და ახლობლების ნახვისას გადაკოცვნისგან თავის შეკავება, ნაკლები კომუნიკაცია საზღვარგეთიდან დაბრუნებულ ადამიანებთან, ნაკლები კომუნიკაცია გარეულ ცხოველებთან (თუმცა, ეს უკანასკნელი…

გაგრძელება

კორონა საქართველოშია, ეკონომიკური ფორუმი და გარჩევა სადილზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 26, 2020.
საათი: 10:00pm 6 კომენტარი

      საღამოს ყველაზე ხმაურიანი ამბავი - ვირუსმა საქართველოშიც შემოაღწია - საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ამის შესახებ სულ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა - ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მინისტრის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა…

გაგრძელება

მოზარდების განაჩენი, ანექსიის დღე, კორონას ახალი ცენტრები და ჩატეხილი მაგიდა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 25, 2020.
საათი: 9:30pm 1 კომენტარი

      ზამთრის კუდის მოქნევა ალბათ მაინც მარტის საქმე იქნება, მაგრამ თებერვლის ბოლოს ჯერ მთებში აიკრძალა მოძრაობა, შემდეგ ბარშიც წვიმამ და თოვლ-ნამქერმა არ დააყოვნა. ალბათ, ასეთი თალხი ეხურა თბილისს 99 წლის უკან. დღის მთავარი თემა იუნკერების გახსენება იყო. ასევე მოლაპარაკებების შეუძლებლობაზე საუბრობდა ოპოზიცია, ხორავას საქმეზე განაჩენიც გამოიტანეს. კორონაც ისევ დაუმარცხებელია და მეტიც, ახალი ეპიცენტრები და კერები ჩნდება მსოფლიოში - ირანი,…

გაგრძელება

საზღვრებს ვირუსი აწესებს, მინისტრი პარლამენტს არ სწყალობს, მარში ტაძრებს იცავს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2020.
საათი: 10:00pm 4 კომენტარი

      ახლა ისეთი ამბავია მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით, რომ ხვალ წვიმა იქნება თუ ელჭექი, აღარავის აინტერესებს. არადა, დღეს გაზაფხულის მშვენიერი დარი იდგა. მსოფლიოს ახლა კორონავირუსი ადარდებს და რაც დრო გადის, უფრო რთული ხდება მისგან თავდაცვა - სამეზობლო იკეტება და ჩვენი ქვეყანაც ამ ჩაკეტილობას შეუერთდა. დღის მთავარი ამბავი იყო მინისტრის პარლამენტში მიუსვლელობაც, აქცია საპატრიარქოსთან და ანას ბაღის მცველები ვარკეთილში.

საქართველოს და…

გაგრძელება

Qwelly World

free counters