რომის კათოლიკური ეკლესიის ძირითადი ერეტიკული დოგმატები და სწავლებები

1) რომის პაპის პრიმატი – ცრუსწავლება იმის შესახებ, რომ:
ა) პეტრე მოციქული მადლით აღმატებული იყო დანარჩენ მოციქულებზე და რომ მისი ამ მადლით აღმატებულობის მემკვიდრეა პაპი.
ბ) რომის პაპი ქრისტეს მსოფლიო ეკლესიის თავია - Caput universalis ecclesiae, მისით ეპისკოპოსებენ ეპისკოპოსები და პატრიარქები. რომ რომის პაპი არის უდიდესი პონტიფიკუსი - Pontifex Maximus, ღმერთსა და ადამიანებს შორის დამაკავშირებელი ხიდი, ამ ქვეყანაზე ქრისტეს მემკვიდრე და მოადგილე - Vicarius Christi.
გ) რომის პაპი "ex cathedra" (კათედრიდან - ამბიონიდან) საღვთისმეტყველო სწავლების გადმოცემისას ყოვლად უცდომელია და არ ექვემდებარება კრიტიკასა და ეჭვს, არ საჭიროებს ეკლესიის თანხმობასა და დასტურს (მათი რწმენით ქრისტე ეძლევათ ორ საიდუმლოში: პირველი - ზიარების პურსა და ღვინოში ხორცისა და სისხლის სახით, და მეორე - პაპის საიდუმლოში უცდომელობის სახით).


2) ფილიოკვე – ცრუსწავლება ყოვლადწმიდა სამების მესამე ჰიპოსტასის, სულიწმიდის მამისა და ძისაგან გამომავლობის შესახებ:
ა) მრწამსში უმატებენ ტერმინ «ფილი ოკვე»-ს (ამბობენ: ვისაც უნდა დაუმატოს ვისაც არ უნდა ნუ დაუმატებს, მთავარია ფილიოკვეს დოგმატი გწამდეს).
ბ) ტერმინი - გამოვალს «ძისაგან» მიაჩნიათ იდენტური ტერმინისა - გამოვალს «ძის მიერ».


3) დოგმატების განვითარება – ცრუსწავლება, რომლის მიხედვითაც:
ა) ეკლესიაში ხდება ახალი დოგმატების წვდომა და აღმოჩენა.
ბ) დღევანდელმა ღვთისმეტყველებმა გაცილებით მეტი იციან (და უკეთ წვდებიან მოძღვრებას) ვიდრე ადრეული წმიდა მამები (მაგ.: წმ. ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და სხვა).


4) განსაწმედელი – ცრუსწავლება იმის შესახებ, რომ თითქოს, სულიერ სამყაროში, ჯოჯოხეთსა და სასუფევლის გარდა არსებობს მესამე ადგილი – განსაწმედელი, სადაც ხვდებან ცოდვების შეუნანებელი კათოლიკები.


5) ინდულგენცია – ცრუსწავლება წმიდანების, მათი ცხონებისთვის აუცილებელზე მეტი, დამსახურებების არსებობის შესახებ, რომლებსაც რომის პაპი ურიგებს მისი კურთხევების აღმასრულებელ ადამიანებს. მათ სწამთ რომ რომის პაპისგან მიღებული ინდულგენცია ათავისუფლებთ ცოდვის გამო ადამინაზე მოწევნული შედეგებისგან - სასჯელისგან.


6) ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვა – ცრუსწავლება იმის შესახებ, რომ ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი ჩასახვიდანვე ღვთის მიერ გათავისუფლებული იყო პირვექმნილი ცოდვისგან:
ა) რომ დედა ღვთისა ბუნებით თანაზიარი არ იყო ადამისეული ცოდვისა;
ბ) ყოვლადწმიდა ქალწულის გარდაცვალება, იყო არათუ ადამისეული ცოდვის შედეგი, არამედ თანამონაწილეობა ქრისტეს მიერ კაცობრიობის ცოდვების მტვირთველობასა და გამოსყიდვაში.


7) თეისტური ევოლიციონიზმი – ცრუსწავლება იმის შესახებ, რომ ღმერთმა ჯერ შექმნა ცოცხალი უჯრედი, შემდეგ თანდატანობით წარმართა მისი განვითარება მარტივი არსებებიდან რთულ არსებებამდე, ბოლოს გამოიარჩია მაიმუნთა ისეთი სახეობა, რომელიც ფიზიკური და ტვინის განვითარებით სჯობნითა სხვა პრიმატებს და მას მისცა უკვდავი სული და გახადა ადამიანი.  

 

       მესმის, რომ ძაან შემოკლებულად არის აქ მოყვანილი ლათინთა ცრუსწავლებების ახსნა, ამიტომ გთხოვთ შენიშვნები დაურთოთ, რომელი საკითხის შესახებ გნებავთ, რომ მოგაწოდოთ უფრო ვცლად ახსნა განმარტება.

ტეგები: Qwelly, ეკლესია, კათოლიკური, კათოლიციზმი, სექტოლოგია, სწავლებები

ნახვა: 1840

გამოხმაურებები!

________________

[33] - გიორგი მთაწმიდელი, ცხორებაჲ..., გვ. 178.

[34] - იქვე.

[35] - იქვე, გვ. 178-179.

[36] - გიორგი მთაწმიდელი, ცხორებაჲ..., გვ. 179. და ეს პრაქტიკა არის დაცული საქართველოს ეკლესიაში, რომელიც არასოდეს მიდრეკილა „მარცხლ, გინა მარჯულ“.

[37] - იქვე, გვ. 179-180.

[38] - ელგუჯა ხინთიბიძე, ქართველი წმინდა მამის აზრი..., გვ. 22-23; მისივე, ქართული აგიოგრაფიული ტექსტის..., გვ. 310-323.

[39] - ივანე ჯავახიშვილი, ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა, წიგნი I, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V-XVIII სს.), თბ., 1916 წ., გვ. 91; მარიამ ლორთქიფანიძე, „ცხორებაჲ იოვანესი და ეფთჳმესი“ გიორგი მთაწმიდელის და „ცხორებაჲ გიორგი მთაწმიდელისაჲ“ გიორგი მცირის, როგორც საისტორიო წყარო, თსუ შრომები, ტ. 246 (ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია), თბ., 1984 წ., გვ. 167-168.

[40] - ამ ლაკონური პასუხით გამოწვეული უკმარობის განცდის ერთგვარი ანაზთაურება შეიძლება მოვახდინოთ ანტიოქიელ პატრიარქებთან გიორგი ათონელის საუბრებით. როდესაც მათ „მრავალსახედ“ იმსჯელეს „სარწმუნოებისათჳს მართლისა და კანონთათჳს საეკლესიოთა“ (გიორგი მცირე, ცხორებაჲ..., გვ. 148) და როდესაც „ვითარცა მდინარე დაუწყვედელად ესრეთ დიოდეს სიტყვანი წმიდათა წერილთანი პირით მისით“ (იქვე, გვ. 154). დანამდვილებით ვიცით, რომ ეს საუბრები უწინარეს ყოვლისა მართალ სარწმუნოებასა და საეკლესიო კანონებს შეეხებოდა. რადგან ქართველებზე გადაკიდებული ბერძენი ბერების ერთ ნაწილს არაკანონიკურად მიაჩნდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და საერთოდაც ეჭვქვეშ აყენებდნენ ჩვენი წინაპრების მართლმადიდებლობას („არა უწყით, რაჲ არს სარწმუნოებაჲ მათიო“). სწორედ წმიდა გიორგი ათონელს მიუძღვის დიდი წვლილი ამ ცილისწამების უკურღვევაში. და რანაირად შეძლებდა იგი ამას, თუკი თავად მოიკოჭლებდა მართლმადიდებლობაში და ლათინთაკენ იყო მიდრეკილი? წყაროდან ხომ ჩანს, რომ მის სარწმუნოებრივ შეხედულებებს კარგად იცნობდა ანტილათინი საეკლეისო მოღვაწე პეტრე პატიარქი და მის იურისდიქციაში მყოფ მიტროპოლიტებსა და ეპისკოპოსებთან ერთად აღიარებდა მის ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას.

[41] - გიორგი მცირე, ცხორება..., გვ. 179-180.

[42] - ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები, ნაწილი I, კიმენი, I, კ. კეკელიძის რედაქციით, ტფ., 1918 წ., გვ. XLII, 98; მცირე სჯულისკანონი, გვ. 18.

[43] - ნანა მრევლიშვილი, გრიგოლ ნოსელის „გრიგოლ საკვირველმოქმედის ცხოვრების“ ქართული რედაქციები, თბ., 2001 წ., გვ. 47.

[44] - დიდი სჯულისკანონი, ე. გაბიძაშვილის, ე. გიუნაშვილის, მ. დოლაქიძისა და გ. ნინუას გამოცემა, თბ., 1975 წ., გვ. 266, 359. აღსანიშნავია, რომ არსენ იყალთოელი მოცემულ ტერმინს იშვიათად გადმოსცემს განსხვავებული ფორმითაც - „მრწამსი სარწმუნოებისაჲ“ (იქვე, გვ. 260).

[45] - მოცემულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მივმართეთ პროფესორ ედიშერ ჭელიძეს და გავაცანით არსენ იყალთოელის რედაქციის სჯულისკანონზე ჩვენი დაკვირვების შედეგები (კერძოდ, თუ რა სახით გადმოიცემოდა ძველ ქართულში ტერმინი „სიმბოლო სარწმუნოებისა“). განსაკუთრებული მადლიერების გრძნობით გვინდა აღვნიშნოთ ის დიდი გულისხმიერება, რომელიც ბატონმა ედიშერმა გამოიჩინა. მან სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა და დაგვეხმარა კიდეც, რათა საჭირო მასალა სხვა ძეგლებშიც დაგვეძებნა.

[46] - იხ. კონსტანტინეპოლის II მსოფლიო კრების I განწესება (დიდი სჯულისკანონი, გვ. 261) და მისი განმარტება (Правила Православной Церкви с толкованиями Никодима епископа Далматинско-Истрийского, изд. Свято-Тройцкой Сергиевой Лавры, т. 1, 1996 г., стр. 237-247); ეფესოს III მსოფლიო კრების VII განწესება (დიდი სჯულისკანინი, გვ. 266) და მისი განმარტება (Правила Православной Церкви с толкованиями..., т. 1, стр. 303-305); ტრულის კრების I განწესება (დიდი სჯულისკანონი, გვ. 369-371) და მისი განმარტება (Правила Святых Вселенских Соборов с толкованиями, М., 1877 г., стр. 270-281); კართაგენის საეკლესიო კრების I და II განწესებები (დიდი სჯულისკანონი, გვ. 292-293) და მათი განმარტება (Правила Святых Поместных Соборов с толкованиями, М., 1880 г., стр. 370-371).

[47] - როგორც ჩანს, აქ ნერსეს კათალიკოსის მიერ შედგენილი „სომხური ეკლესიის სარწმუნოების გარდამოცემის“ მსგავსი დოგმატური თხზულება იგულისხმება. იხ. И. Троицкий, Изложение веры Церкви Армянския начертанное Нерсесом, Католикосом Армянским, по требованию Боголюбивого государя греков Мануила, С-Пб.,1875.

[48] - ალ. ალექსიძე, ქართულ ენაზე მოღწეული ანტილათინური პოლემიკური თხზულება (ევსტრატი ნიკიელის ტრაქტატი), თსუ შრომები, 162, თბ., 1975 წ., გვ. 117; ეკლესიათა განყოფის საბოლოო აქტი, გაზ. „მადლი“, 18 სექტემბერი, 1997 წ., #8-9(123-124), გვ. 8.

[49] - ეკლესიათა განყოფის საბოლოო აქტი, გვ. 8; Воейков Н.Н., Церковь, Русь и Рим, гл. III: Разрыв Рима с Православием. ელ. ვერსია: http://antipapism. narod.ru/CRR/CRR_13.htm ; Лебедев А. П., Смуты в византийской иерархии и общее ее состояние в IX, X и XI вв. ელ. ვერსია: http://www.portalcredo. ru/site/?act=lib&id=366

[50] - პეტრე პატრიარქმა „ყოველი ცხორებაჲ თჳსი მას (გიორგი ათონელს - გ.მ.) შეჰვედრა. და მას ჰკითხავნ გულის-სიტყუათა თჳსთა და ყოველთავე საეკლესიოთა საქმეთა. და რაჟამს-იგი პატრიაქი მრავალთა მწუხარებათა და ურვათაგან შეპყრობილ იყო,... (გიორგი ათონელმა - გ.მ.) სიტყჳთა ნუგეშინის-ცემისაჲთა და სწავლითა სულიერითა ყოველი მწუხარებაჲ და გლოვაჲ მისი განაქარვა“. თავის მხრივ პეტრე პატრიარქიც „სიყუარულითა და სარწმუნოებითა აღსავსე“ იყო გიორგი ათონელის მიმართ (გიორგი მცირე, ცხორებაჲ..., გვ. 148-149). მართალია პეტრე პატრიარქის მაგივრად გიორგი ათონელის ცხოვრების ამ ადგილას მოიხსენიება პატრიარქი იოანე, მაგრამ ეს ხელნაწერში არსებული უბრალო გრაფიკული შეცდომის ბრალია (კ. კეკელიძე, ძველი ქართული მწერლობის ისტორია, I, თბ., 1951 წ., გვ. 193).

[51] - ალ. ალექსიძე, ხს. შრომა, გვ. 115.

[52] - Огицкий Д., Козлов М., Православие и Западное Христианство, М., 1999 г., стр. 38-39. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს წმიდა ფოტი დიდი, ან სხვა მართლმადიდებელი საეკლესიო მოღვაწენი, სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ სადავო საწესჩვეულებო საკითხებს. მაგალითად გამოდგება იგივე ფოტი პატრიარქის ცნობილი „მრგულივმოსავლელი ეპისტოლე“, რომელშიც იგი განსაკუთრებულ შეუწყნარებლობას იჩენს დასავლური საწესჩვეულებო პრაქტიკისადმი (იხ. Окружное послание Фотия, Патриарха Константинопольского, к Восточным Архиерейским Престолам. ელ. ვერსია: http://www.krotov.org/acts/09/fotiy2,html ; მ. პაპაშვილი, ხს. წიგნი...).

[53] - წმიდა ბასილი დიდის I განწესების მიხედვით, ეკლესიასთან დოგმატური უთანხმოება (ლათინების შემთხვევაში ფილიოკვე) რის ერესი, ხოლო კანონიკური საწესჩვეულებო დარღვევები - სქიზმა (იხ. დიდი სჯულისკანონი, გვ. 472-475).

[54] - „საქართველო X-XI საუკუნეებში არ იზიარებდა საბერძნეთის რიგორისტულ და კონსერვატიულ-რიტუალურ შეხედულებებს რომაელთა ეკლესიის შესახებ“ - აღნიშნა კორნელი კეკელიძემ გიორგი ათონელის ცხოვრების მოცემულ მონაკვეთზე დაყრდნობით (იხ. კ. კეკელიძე, ნაწყვეტი ქართული აგიოგრაფიის ისტორიიდან, ეტიუდები, 5, თბ., 1967 წ., გვ. 139).

[55] - ე. ხინთიბიძე, ქართ. აგიოგრ. ტექსტის... თარგმანი, გვ. 314.

[56] - ალ. ალექსიძე, ხს. შრომა, გვ. 116, 118-119.

[57] - სამწუხაროდ, უცნობია, თუ კერძოდ რომელ ანტილათინ მოღვაწეს ეკუთვნის იგი. ტექსტის შესწავლამ გამოაჩინა მხოლოდ ის, რომ ტრაქტატის მოცემული მონაკვეთი ევსტრატი ნიკიელის თხზულებათაგან ნამდვილად არ მომდინარეობს (იქვე, გვ. 118).

[58] - აქ იგულისხმება ძველი აღთქმის რჯული.

[59] - ირაკლი დუმბაძე, გიორგი მთაწმიდელის ცხოვრების ერთი ეპიზოდის განმარტებისათვის, ჟურ. „ბურჯი ეროვნებისა“, 2000 წ., #8-9, გვ. 16-17.

[60] - რაც უბრალოდ „არა სარწმუნო არს“, აღნიშნულია იმავე პოლემიკურ ტრაქტატში (ი. დუმბაძე, ხს. სტატია, გვ. 17). და საერთოდ, IX საუკუნემდე დასავლეთის ეკლესიისთვის უბრალოდ უცხო იყო ხმიადების გამოყენების წესი (გვანცა კოპლატაძე, გრიგოლ რუხაძე, ლათინთა საკითხი გიორგი მთაწმიდელის „ცხოვრებაში“, ჰაგიოგრაფიის ღვთისმეტყველება, გაზეთი „მადლი“, 1 ივლისი, 1997 წ., #6-7(121-122), გვ. 15).

[61] - „опресноки же считал (в его письме к Доминику Граденскому) делом терпимым, хотя и несогласным с преданием“ (Воейков Н.Н., Церковь, Русь и Рим, гл. III, ელ. ვერსია: http://anti-papism.narod.ru/CRR/CRR_13.htm ).

[62] - ბრძანებს, რომ იგი წმიდა საეკლესიო კრებებმა განაწესეს... (გიორგი მცირე, ცხორებაჲ..., გვ. 179).

[63] - ეკლესიათა განყოფის საბოლოო აქტი, გვ. 8.

[64] - „ჩვენ და თქვენ მფუვანითა პურითა ვწირავთ“... (გიორგი მცირე, ცხორებაჲ..., გვ. 179).

[65] - ეკლესიათა განყოფის საბოლოო აქტი, გვ. 8. პაპისტების ანალოგიური შეხედულებების შესახებ იხ. Огицкий Д.,Козлов М., ხს. წიგნი, გვ. 50-52.

[66] - „სრული ბერძენი ხარ“ - მიუგო მას პეტრე პატრიარქმა (გიორგი მცირე, ცხორებაჲ..., გვ. 151). „აქ სიტყვა ბერძენის>> ქვეშ იგულისხმება არა ეთნიკური ბერძენი, არამედ სარწმუნოებით ბერძენი, ე.ი. სრული მართლმადიდებელი, მართლმადიდებლური ორიენტაციის აღმსარებელი და დამცველი“ (მეუფე ანანია ჯაფარიძე, საქართველოს ეკლესიის სამოციქულო მემკვიდრეობის დასაცავად, გაგრძელება წერილისა „პასუხი კათოლიკური პოზიციის უნებლიე ქომაგებს“, გაზეთი „მადლი“, სექტემბერი, 1998 წ., #12-13(138-139), გვ. 12.

[67] - კერძოდ 1084 წელს.

[68] - აკაკი შანიძე, ქართველთა მონასტერი ბულგარეთში და მისი ტიპიკონი (ტიპიკონის ქართული რედაქცია), თბ., 1971 წ., გვ. 109. დიდი სქიზმის ეპოქაში შედგენილ ამ მნიშვნელოვან ძეგლში კიდევ არის სხვა პირდაპირი ცნობა ქართველთა და ბერძენთა ერთმორწმუნეობის შესახებ: „ჭეშმარიტსა და მართლმადიდებელსა ქრისტეანეთა სარწმუნოებასა ქართველთასა, რომელი-იგი სწორად აქუს და განუყოფელად მტკიცესა თანა სარწმუნოებასა და აღსარებასა ჭეშმარიტთა ბერძენთა ნათესავისასა“ (იქვე, გვ. 68; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოცემა, 3, თბ., 1970 წ., გვ. 42, 85-86).

[69] - „კნინ-ღა და უმრავლესნი მოწაფენი იყვნეს მისნი“ (გიორგი მცირე, ცხორებაჲ..., გვ. 176).

[70] - სხვათა შორის, მათი ცდომილებების მიუხედავად, პეტრე პატრიარქიც ძმებად მიიჩნევს რომაელებს: „эти латиняне, в конце концов, являются нашими братями, несмотря на всю их грубость, невежество и пристрастие к собственному мнению, что иногда сводит их с прямой дороги“ (Воейков Н.Н., 25 Церковь, Русь и Рим, гл. III, ელ. ვერსია: http://anti-papism.narod.ru/CRR/ CRR_13.htm

[71] - XVI საუკუნეში აღმოაჩინა ვატიკანის ბიბლიოთეკარმა ბარონიუსმა მიხეილ კერუსარიოსის წერილი და კარდინალ ჰუმბერტის მიერ აღწერილი ისტორია (გ. კოპლატაძე, გრ. რუხაძე, ხს. წერილი, გვ. 15).

[72] - საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიხმოთ თვით პატრიარქ მიხეილ კერულარიოსის მიერ მოწვეული საეკლესიო კრების დეკრეტი, რომელშიც ხაზგასმით აღინიშნა, რომ კარდინალი ჰუმბერტი და მისი თანმხლები პირები თვითმარქვია ელჩები იყვნენ და პაპის სახელით მოტანილი ნაყალბევი წერილები მათ მიერვე იყო შეთხზული (იქვე).

[73] - იქვე.

[74] - Православная Энциклопедия, т. 2, М., 2001 г., стр. 276; Огицкий Д., Козлов М., ხს. წიგნი, გვ. 79; ი. დუმბაძე, ხს. წერილი, გვ. 19.

[75] - შეთანხმების მცდელობებს ადგილი ჰქონდა 1062, 1072, 1113, 1170 წლებში (ალ. ალექსიძე, ხს. შრომა, გვ. 115).

[76] - გიორგი მცირე, ცხორებაჲ..., გვ. 178.

[77] - ე. კოჭლამაზაშვილი, ა. ღამბაშიძე, ხს. შრომა, გვ. 155.

[78] - იქვე.

[79] - იქვე, გვ. 161.

[80] - იქვე.

[81] - ნ. პაპუაშვილი, ხს. წერილი, გვ. 5.

[82] - მანანა ანდრიაძე, ქართველი კათოლიკები - ჭეშმარიტად ქართული ბუნების მატარებელნი და მაღალი ეროვნული ტრადიციების მიმდევარნი, გაზეთი „საბა“, მაისი, 2001 წ., #5, გვ. 10-11.

[83] - რაც შეეხება უშუალოდ წმიდა ათანასეს აღსარების XX მუხლში არსებულ პრობლემატურ გამონათქვამს, მისი ობიექტური გააზრებისთვის ორიოდე სიტყვით შევეხოთ სხვა არანაკლებ პრობლემატურ ტერმინს, რომელიც ასევე გვხვდება წმიდა ათანასეს შემოქმედებაში. მხედველობაში გვაქვს ტერმინი „მსგავსი“. როგორც ცნობილია, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მიღებულ ტერმინ „ერთარსს“ (რომ ძე არის მამის ერთარსი), ნახევრადარიანელები უპირისპირებდნენ ტერმინ „მსგავსს“ (იხ. მაია რაფავა, ქართული დოგმატიკის ისტორიიდან, კრებული „მრავალთავი“, II, 1973 წ., გვ. 121). ამის გამო IV საუკუნეში, ტერმინი „მსგავსი“ არიანობის დევიზად ითვლებოდა და ქრისტიანების მხრიდან სასტიკ წინააღმდეგობას ხვდებოდა მისი არიანული გაგების გამო (იქვე, გვ. 122-123). მიუხედავად ამისა, არიოზისა და მისი მიმდევრების დიდი წინააღმდგომი წმიდა ათანასე ალექსანდრიელი, სხვა ცნობილ მართლმადიდებელ მოღვაწეებთან ერთად, ასევე იყენებდა თეოლოგიურ ტერმინ „მსგავსს“ (იქვე). მაგრამ, რაღა თქმა უნდა, მას არიანული გაგებით არ ხმარობდა. ამიტომ, რამდეანდაც უმართებულო იქნებოდა წმიდა ათანასეს გამოცხადება არიოზის ერესის მიმდევრად მის მიერ ტერმინ „მსგავსის“ გამოყენების გამო, ამდენადვე უმართებულო იქნება მისი მიჩნევა ფილიოკვეს შესახებ პაპისტური სწავლების მქადაგებლად, მის აღსარებაში გამომკრთალი ორაზროვანი გამონათქვამის გამო.

[84] - თხზულებას ჰქვია: „აღსარება და უწყება და სასწაული მართლისა სარწმუნოებისა და წმიდათა კრებათათჳს, რომელთა დაამტკიცეს მართალი სარწმუნოება, რომელი ესე ჯერ-არს ყოველთა ქრისტეანეთათჳს, რომელნი კეთილად და გამოწლილვით მეცნიერ იყუნენ, წმიდა ფოტი პატრიარხის აღწერილი“ (იხ. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლექცია, ტ. 1, ნაკვ. 4, თბ., 1985 წ, გვ. 114-115; კ. კეკელიძე, ძველი ქართული მწერლობის ისტორია, ტ. 1, თბ., 1951 წ., გვ. 202). აღსანიშნავია, რომ ეს ძეგლი ჩამოჰგავს ფოტი დიდის სიტყვისგებას რომის პაპ ნიკოლოზ I-სადმი. იხ. მისი ეპისტოლე, V თავი.

[85] - Огицкий Д., Козлов М., ხს. წიგნი, გვ. 40; ანტონ კარტაშევი, ეკლესიათა ერთობა ისტორიის გადმოსახედიდან, კრებული „ეკლესიის საზღვრები (მართლმადიდებელი ეკლესია და ეკუმენური მოძრაობა“, თბ., 2000 წ., გვ. 37.

[86] - კ. კეკელიძე, ძვ. ქართ. მწერლობის ისტორია, ტ. 1, გვ. 201-202. გიორგისეულ რედაქციაში ვხვდებით ტერმინ „თანაარსს“ („თანაარსი მამისა“). შემდეგში, მრწამსის გიორგი ათონელისეულ რედაქციაშიც შეიტანეს შესწორება. აზრის უფრო ზედმიწევნითი გადმოცემის მიზნით ჩაიწერა „ერთარსი მამისა“.

[87] - ქართ. ხელნაწ. აღწერილობა (A კოლექც.), ტ. 1, ნაკვ. 4, გვ. 77.

[88] - იხ. მრწამსის VIII მუხლი.

[89] - წმიდა ათანასეს სიმბოლოს, მის უძველეს და უმნიშვნელოვანეს ნუსხებში ეწოდება „აღსარებაჲ წმიდისა და უბიწოჲსა ქრისტეანეთა სარწმუნოებისაჲ“... [A-584] და „აღსარებაჲ წმიდისა და მართლისა და უბიწოჲსა ქრისტეანეთა სარწმუნოებისაჲ“... [Jer-151] (იხ. ე. კოჭლამაზაშვილი, ა. ღამბაშიძე, ხს. შრომა, გვ. 155-156). ჩვენ ხაზგასმით გამოვყავით ის სიტყვები, რომლებიც ცხადყოფენ, რომ გიორგი ათონელის ანდერძში ნამდვილად შემოკლებული სახით არის დამოწმებული წმიდა ათანასეს თხზულების სათაური. პატივცემულმა მკვლევრებმა არ გაითვალისწინეს, რომ ძველი ქართულის პუნქტუაციაში სასვენი ნიშანი ბრჭყალები („“) არ სრსებობდა, რითაც ხდება დამოწმებული ციტატისა თუ სათაურის გამოყოფა ძირითადი ტექსტიდან. ამის არგათვალისწინების გამო მათ ვერ შეამჩნიეს მამა გიორგის ანდერძში დამწმებული წმიდა ათანასეს სიმბოლოს სათაური და სწორედ ეს სიტყვები მიიჩნიეს გიორგი ათონელის მიერ მაინცდამაინც ფილიოკვეს დადებით შეფასებად.

[90] - ქართ. ხელნაწ. აღწერილობა (A კოლექც.), ტ. 1, ნაკვ. 4, გვ. 64.

[91] - გიორგი მცირე, ცხორებაჲ..., გვ. 146.

[92] - ნ. პაპუაშვილი, ხს, წერილი, გვ. 5.

[93] - ცნობილია, რომ მას, წმიდა ექვთიმესგან განსხვავებით, ნაკლებად ახასიათებდა კლება და მატება (კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, 1, თბ., 1960 წ., გვ. 223; ელგუჯა ხინთიბიძე, ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიისათვის, თბ., 1982 წ., გვ. 114).

[94] - იხ. Святейшего патриарха Григория (Кипрского), «О тайноводстве Св. Духа» და «Самая сильная апология против нападок на его свиток », «Христианское Чтение», 1889, т. II, с. 545-570.



Hommo Peccator_მ თქვა:

გ) რომის პაპი "ex cathedra" (კათედრიდან - ამბიონიდან) საღვთისმეტყველო სწავლების გადმოცემისას ყოვლად უცდომელია და არ ექვემდებარება კრიტიკასა და ეჭვს, არ საჭიროებს მსოფლიო ეკლესიის თანხმობასა და დასტურს (მათი თქმით ქრისტე ეძლევათ ორ საიდუმლოში: პირველი, ზიარების პურსა და ღვინოში - ხორცისა და სისხლის სახით; და მეორე, პაპის საიდუმლოში - უცდომელობის სახით).


შეცდომა: არა ყოველ ქადაგებაში, არამედ როდესაც ეკლესია მსჯელობს ახლად წამოჭრილ პრობლემაზე და კრების აზრი იყოფა ორად. სწორედ აქ მოუხმობენ ეკლესიის პირველ ეპისკოპოსს - პაპს და შეავედრებენ უფალს მოსცეს თავის ეკლესიას ჭეშმარიტება მისგან. :))

უკაცრავად და სად წერია რომ პაპი "ყოველ ქადაგებაში" უცდომელია? განა მინიშნებული არ არის, რომ კათოლიკეთა რწმენით: როდესაც პაპი "ex cathedra" ქადაგებს (გადმოსცემს საღვთისმეტყველო სწავლებას)  მაშინაა უცდომელი?!  

აი თქვენ კი ან ეშმაკობთ და განზრახ უშვებთ შეცდომას, ან თვითონ იგონებთ, თავს იტყუებთ და შეცდომაში შეგყავთ მკითხველი როდესაც წერთ, რომ კათოლიკური რწმენით პაპი უცთომელია: "როდესაც ეკლესია მსჯელობს ახლად წამოჭრილ პრობლემაზე და კრების აზრი იყოფა ორად. სწორედ აქ მოუხმობენ ეკლესიის პირველ ეპისკოპოსს - პაპს". რითაც წარუმატებლად შეეცადეთ რომ რომის კათოლიკური ეკლესიის დოგმატ "ex cathedra"-სთვის მათლმადიდებელთაგან რამდენადმე შემოუდავებელი განსაზღვრება მოგეძებათ.

დოგმატი "ex cathedra" რომის კათოლიკურ ეკლესიაში დაადგინეს ვატიკანის ე.წ. 20-ე მსოფლიო კრებაზე1869-70 წ. თუ გავეცნობით ამ კრების "ex cathedra"-ს განსზაღვრებას და შევადარებთ თქვენეულ განსაზღვრებას, აშკარა გახდება თქვენეული განსაზღვრების დამახინჯებულობა.

მომყავს ამონარიდი კათოლიკური საითიდან:

Вот, как говорит о безошибочности папы Ватиканский собор 1869-70 г. (20-ый Вселенский) в главе IV своих деяний, озаглавленной "О безошибочном учительстве Римскаго Первосвященника":

"мы учим и определяем

Следует признать догматом Божественного откровения, что: когда Римский Первосвященник говорит ex cathedra, т.е., исполняя служение пастыря и учителя всех христиан, своею верховною апостольскою властью определяет учение в области веры и нравовобязательное для всей Церкви: тогда в силу Божией помощи, обещанной ему в лице блаженного Петра, он обладает той безошибочностью, которой Божественный Искупитель хотел, чтобы Его Церковь была одарена в определениях, касающихся учения о вере и нравственности.

Поэтому, такие, исходящие от Римского епископа, определения непреложны сами по себе, а не в силу согласия Церкви.

Если же кто-либо дерзнет сему определению Нашему противоречить, от чего да сохранит Господь, то да будет анафема."   

კათოლიკე მკვლევარი, აკეთებს რა ვატიკანის კრების ამ დადგენილების მოკლე ანალიზს, დასძენს:

Применяет папа свой дар в полной независимости от кого бы то ни было: тот, кто должен утверждать в вере других, не может получать от них же таковое утверждение.

Отсюда следует, что определение папы, чтобы быть обязательной истиной, не нуждается в признании Вселенским или иным собором, или верующими. Его определения, говорит Ватиканский текст, "непреложны сами по себе (ex sese), а не в силу согласия Церкви".

Когда определение выносится папою совместно с другими епископами, то безошибочность зиждется прежде всего и главным образом на папе, а на остальных епископах - лишь по соучастию с ним.

Епископы, как судьи веры, могут до папского решения разсуждать о подлежащем опредлению догмате, выясняя его обоснование на Св. Писании и Св. Предании. Они могут так же поступать и после того, что папа дал свое решение, дабы свободною волею присоединиться к нему. Так поступили напр., отцы III-го, IV-го и VI-го Вс. соборов.

Подобно учительскому сонму епископов, и обычная вселенская проповедь Церкви безошибочна, поскольку она согласна с учением папы."

საღამო მშვიდობისა ღირსო მამაო :))

შესაძლოა თქვენთვის "სექტანტის" გულწრფელობა წარმოუდგენელი რამ არის, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ ბოლომდე გულწრფელი ვარ იმაში რასაც ახლა ვამბობ: ეს იყო მესამე ჯერი რაც ამ ტექსტის წაკითხვა მომიწია. გულწრფელად მოველოდი იმას, რომ ერთი წლის შემდეგ გავიგებდი ამ ტექსტს და დავიჭერდი რაიმე ლოგიკურს (მაჭარაშვილის განმარტებას ვგულისხმობ) მაგრამ შედეგი ნული. რა ცილისწამებადაც მიმაჩნდა ეს "განმარტება" იმავე ცილისწამებად მიმაჩნია. მე ამ ტექსტში უფრო ვხედავ "მელას რაც ესიზმბებოდაო იგი ელანდებოდაო"-პრინციპს. არც კი ვიცი საიდან დავიწყო და სად დავამთავრო იმდენად "დომხალია" არაადექვატური არგუმენტებისგან შექმნილი და მკითხველს სულაც ავიწყდება არსებითი დეტალები წმ. მამა გიორგის მონოლოგებში. აქვე ვიტყვი იმას, რომ არ ვაპირებ დისკუსიაში ჩაბმას ბატონი გიორგი მაჭარაშვილის ტექსტის მოტანის შემდეგ. უბრალოდ ნათელს მოვფენ რამდენიმე ჩემს მიერ ნახსენებ საკითხს და აქ გავჩერდები:

მე ძალიან კარგად ვიცი როგორც აღიქვავს პეტრეს როლს დღევანდელი აღმოსავლეთის ეკლესია. თუმცა მამა გიორგი ნათლად მოიხსენიებს მას, როგორც მოციქულთა თავს :) 

ასევე ნათლად ამბობს, რომ ლათინებს თავიდანვე არ მიუღიათ არანაირი განწვალება, არც მიდრეკილან განსხვავებით ბიზანტიელებისაგან(ეს ის დროა, როდესაც "ფილიოკვე" უკვე დამატებულია მთლიანად დასავლეთის ეკლესიაში). ის უფუარი პურით ძღვენის შეწირვას იკონომიის სახით კი არ უშვებს არამედ უძველეს წესად განაცხადებს და ამის თანასწორ და სიმბოლოებით აღსავსე წესად აცხადებს აღმოსავლურ წესს. 

ბოლო ფრაზა "და არარაჲ არს ამას შინა განყოფილებაჲ, ოდენ სარწმუნოებაჲ მართალი იყოს" ნამდვილად დამაბნეველია ამაში არაფერია განსხვავება თუ სარწმუნოება მართალიაო (თუნდაც მრწამსი) მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ თავადვე ამბობს ცოტათი ადრე ერთგზის იცნეს ღმერთი და აღარც მიდრეკილან და აღარც წვალება შემოსულა მათ შორისო? ამს რომ არ ამბობდეს მაშინ ნამდვილად ორ აზროვანი ნათქვამი იქნებოდა და დავაც შესაძლებელი გახდებოდა. მაგრამ, ამ ბაზაზე წმ. მამა გიორგი თავად ამოწმებს რომაელთა სიმართლეს რწმენაში :))

ხოლო ჰრომთა ვინაჲთგან ერთგზის იცნეს ღმერთი, არღარა ოდეს მიდრეკილ არიან და არცა ოდეს წვალებაჲ შემოსრულ არს მათ შორის, და ვითარცა იგი მაშინ თავმან მოციქულთამან პეტრე შეწირა უსისხლოჲ იგი მსხუერპლი და უმეტესადღა, ვითარცა თჳთ თავადმან უფალმან მისცა მოწაფეთა ღამესა მას სერობისასა, ეგრეთ აღასრულებენ იგინი. და არარაჲ არს ამას შინა განყოფილებაჲ, ოდენ სარწმუნოებაჲ მართალი იყოს”.

დეკანოზი იაკობი_მ თქვა:



Hommo Peccator_მ თქვა:

ძალიან საინტერესოა, რომ თქვენს მიერ ნაციტირები წმ. გიორგი მთაწმინდელი. პეტრეს მოციქულთა თავობასაც აღიარებს, არც ფილიოკვე ესახება პრობლემად, არც მღვდელთა ცელებატი და არც სხვა მრავალი ტრადიციის მრავალფეროვნებით გამოწვეული "განსხვავება"

 

ნათქვამია: "მელას რაც ესიზმბებოდაო იგი ელანდებოდაო", და კიდევ "კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო"

თქვენ კარგად იცით რომ წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია სხვა მნიშვნელობას დებს წმიდა პეტრე მოციქულის მოციქულთა თავად აღიარებაში და რომის კათოლიკური ეკლესია სხვა მნიშვნელობას, მაგრამ იხტიბარს არ იტეხთ "ცდა ხომ ბედის მონახევრეა" ვინძლო ვინმე დაეჭვოთ, და ცილს სწამებთ წმიდანს პაპიზმისა და "ფილიოკვეს" აღმსარებლობაში.

მიმაჩნია რომ მოცემულ ბრალდებებზე დამაკმაყოფილებელი პასუხი აქვს გაცემული ბატონ გიორგი მაჭარაშვილს სტატიაში: "წმიდა გიორგი ათონელი და კათოლიციზმი"

 

II. გამოიჩინა თუ არა გიორგი ათონელმა შემწყნარებლობა კათოლიციზმისადმი იმპერატორ კონსტანტინე დუკას წინაშე წარდგომისას -

რა თქმა უნდა არა.

ბიზანტიის იმპერატორისა და ღირსი მამის შეხვედრა და საუბარი გადმოცემულია მამა გიორგის ცხოვრების ოცდამეხუთე თავში. თავდაპირველად იმპერატორმა მას ჰკითხა „შჯულისათჳს მართლმადიდებელთაჲსა“ (ანუ ბერძენთა და ქართველთა ერთმორწმუნეობის შესახებ): „თუ არს რაჲ განყოფილებაჲ სარწმუნოებისა თქუენისაჲ სრულსა მას და უცთომელსა სარწმუნოებასა ბერძენთასა თანა?“ [33] პასუხად გიორგი ათონელმა „ღმრთივ-ბრწყინვალედ წარმოთქუა სარწმუნოებაჲ მართალი ჩუენ ქართველთა ნათესავისაჲ“ (რითაც დაამოწმა ქართველთა და ბერძენთა ერთმორწმუნეობა) და დასძინა: „ესე არს სარწმუნოებაჲ მართალი ნათესავისა ჩუენისაჲ. და რაჟამს ერთგზის გჳცნობიეს, არღარა მიდრეკილ ვართ მარცხლ, გინა მარჯულ“ [34].

პასუხით კმაყოფილმა იმპერატორმა ღმერთს მადლი შესწირა და შემდეგ იმის განმარტება ითხოვა, თუ რატომ განსხვავდებოდა რომაელთა ევქარისტიის პრაქტიკა საბერძნეთისა და საქართველოს ადგილობრივ ეკლესიებში არსებული წესისაგან: „მაუწყე, ვითარ არს ესე, რომელ ჩვენ და თქუენ მფუანითა ვწირავთ და ზედაშესა წყალსა ვურთავთ, ხოლო ჰრომნი ჴმეადითა და ურწყოჲთა წირვენ“ [35]. გიორგი ათონელმა შემდეგი სიტყვებით დაასაბუთა მართლმადიდებელ აღმოსავლეთში არსებული საევქარისტიო პრაქტიკის კანონიკურობა: „ვინაჲთგან ბერძენთა შორის მრავალი წვალებაჲ შემოვიდა“, ამ ერესების წინააღმდეგ მოწვეულმა წმიდა საეკლესიო კრებებმა გამოწვლილვით გამოარკვიეს და განაწესეს ევქარისტიის აღსრულება მფუვანი მარილიანი პურით „წინააღდგომად წვალებისა უშჯულოჲსა აპოლინარისსა“ და წყალდართული ღვინით „ვითარცა იტყჳს იოვანე ოქროპირი“ [36]. შემდეგ კი განმარტა, თუ რა მოსაზრების გამო არ მისდევდნენ რომაელნი ამ პრაქტიკას: „ჰრომთა, ვინაჲთგან ერთგზის იცნეს ღმერთი, არღარა ოდეს მიდრეკილ არიან და არცა ოდეს წვალებაჲ შემოსრულ არს მათ შორის. და ვითარცა-იგი მაშინ თავმან მოციქულთამან პეტრე შეწირა უსისხლოჲ იგი მსხუერპლი და, უმეტესად-ღა, ვითარცა თჳთ თავადმან უფალმან მისცა მოწაფეთა ღამესა მას სერობისასა, ეგრეთ აღასრულებენ იგინი და არარაჲ არს ამას შინა განყოფილებაჲ, ოდენ სარწმუნოებაჲ მართალი იყოს“. ბოლოს, იმპერატორმა ქალკედონის წმიდა მსოფლიო კრების უარმყოფელი სომხების შესახებაც ჰკითხა („თუ აქუს რაჲ ნაწილი ქრისტეანეთა თანა?“). ხოლო გიორგი ათონელმა მიუგო: „ბროტსა სარწმუნოებასა სახელიცა ნუ ედებინ“ [37].

გიორგი ათონელის ცხოვრების ამ მონაკვეთმა ძველთაგანვე მიიქცია განსაკუთრებული ყურადღება. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ XIII საუკუნეში ითარგმნა იგი ლათინურად [38]. ამ პასაჟს იმთავითვე უკირკიტებდნენ მკვლევრები და სწორედ აქ ხედავდნენ კათოლიციზმისადმი ღირსი მამის შემწყნარებლურ დამოკიდებულებას, რასაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით.

უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი გარემოება - მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ათონელის ცხოვრება მეტად სანდო საისტორიო წყაროს წარმოადგენს [39], იგი სრულყოფილად მაინც ვერ წარმოაჩენს გიორგი ათონელის დამოკიდებულებას კათოლიციზმისადმი. რომაულ პაპიზმთან დაკავშირებული საკამათო საკითხები ხომ იმდენად ღრმა განხილვას საჭიროებდა (და საჭიროებს), რომ ღირსი მამის ლაკონური პასუხები უბრალოდ ვერ გადმოსცემს მის პოზიციას მთელი სისავსით [40]. სწორედ ამის გამო მოხდა, რომ მისი სარწმუნოებრივი შეხედულებები მცდარად იქნა გაგებული ცალკეულ მეცნიერთა მიერ. მართალია, კონსტანტინე დუკიწს ღირსი მამისთვის განხეთქილების დოგმატური მიზეზის შესახებ არ უკითხავს (მან მხოლოდ საკამათო ლიტურგიკული პრაქტიკის განმარტება ითხვა), მაგრამ გიორგი ათონელმა ფილიოკვეს თაობაზეც მიუგო. ეს შეუმჩნეველი დარჩათ პატივცემულ მკვლევრებს. მან ცალსახად აღნიშნა რომაელთა შორის გავრცელებული მრწამსისეული სიახლის უმართებულობის შესახებ. ეს ჩანს მისი სიტყვებიდან: „ოდენ სარწმუნოებაჲ მართალი იყოს“ [41]. რადგან სარწმუნოების სიმბოლოს გამომხატველი ყველაზე გავრცელებული თეოლოგიური ტერმინი იმ ეპოქის საქართველოში სწორედ „სარწმუნოებაჲ“ იყო. მაგალითად, ასეთი შინაარსობრივი დატვირთვით ტერმინ „სარწმუნოებას“ ხმარობდა წმიდა ექვთიმე ათონელი [42], თვითონ წმიდა გიორგი ათონელი [43], წმიდა არსენ იყალთოელი [44] და მათ კვალობაზე გიორგი მცირეც თავისი თხზულების შესაბამის ადგილას ტერმინ „სარწმუნოებას“ ხმარობს სარწმუნოების სიმბოლოს (ანუ მრწამსის) მნიშვნელობით [45].

გიორგი ათონელის ცხოვრების ამგვარი წაკითხვით სავსებით ნათელი ხდება პოზიცია, რომელიც დაიკავა ღირსმა მამამ რომაელებთან მიმართებაში: ევქარისტიის აღსრულებასთან დაკავშირებული საწესჩვეულებო განსხვავებები არ უნდა გააზრებულიყო, როგორც სარწმუნოებრივი გაუცხოება ან ერესი, ოდენ სარწმუნოების სიმბოლო მართალი (ესე იგი ფილიოკვედაურთველი) ყოფილიყო.

აბა სხვა რა უნდა ედოს საფუძვლად მის სიტყვებს არამართალი სარწმუნოების (ანუ მრწამსის) შესახებ, როდესაც ეს სიტყვები წარმოთქმულია რომაელებთან მიმართებაში? სარწმუნოების არამართალ სიმბოლოში უსათუოდ იგულისხმება ნიკეა-კონსტანტინეპოლის მრწამსში ლათინური ჩანართი - ფილიოკვე. რადგან მრწამსში ყოველგვარი ცვლილებებისა და დამატებების შეტანა მსოფლიო და ადგილობრივ წმიდა საეკლესიო კრებათა განწესებებით თავიდანვე იყო აკრძალული და განიხილებოდა, როგორც ერეტიკული განმაახლებლობა, როგორც ერესის ტოლფასი საქციელი [46].

რაკი იმპერატორმა დაინახა, რომ გიორგი ათონელი სარწმუნოებრივი ერთობის დარღვევის რეალურ საფრთხეს მრწამსში შეტანილ ცვლილებაში ხედავდა და არა საწესჩვეულებო განსხვავებებში, ამიტომაც ჰკითხა შემდეგ სომხების შესახებ (რომელთაც მრწამსში ცვლილება არ შეუტანიათ, მაგრამ ევქარისტიას ისინიც წყალდაურთავი ღვინით აღასრულებენ): „თუ აქუს რაჲ ნაწილი ქრისტეანეთა თანა?“ ხოლო ღირსმა მამამ მიუგო, რომ მათ „ბოროტსა სარწმუნოებასა სახელიცა ნუ დებინ“ [47]. ამგვარად, მისი პასუხიდან გამომდინარეობს, რომ მხოლოდ რომაელებთან მიმართებაში მიიჩნევდა იგი უცვალებელ მრწამსს ეკლესიური ერთობის საფუძვლად, ხოლო სომხების შემთხვევაში - არა, რადგან ისინი ეკლესიიდან მრწამსის ხელყოფის გამო კი არ განვარდნენ, არამედ სულ სხვა მიზეზთა გამო.

ასეთია წმიდა გიორგი ათონელის დამოკიდებულება განხეთქილების დოგმატური მხარისადმი, რაც, სამწუხაროდ, პატივცემულმა მკვლევრებმა ვერ დაინახეს, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ მხედველობიდან გამორჩათ თეოლოგიური ტერმინი „სარწმუნოებაჲ და მისი ზუსტი სინონიმური მნიშვნელობა - „სიმბოლო სარწმუნოებისა“, ანუ „მრწამსი“.

სამაგიეროდ, მათ მხედველობიდან არ გამოპარვიათ ის ფაქტი, რომ ევქარისტიის პრაქტიკის შესახებ ლათინთა მოსაზრებები ღირსმა მამამ ისე გადმოსცა, არ შესდგომია მათი მართებულობისა თუ სიმცდარის განხილვას. ეს კი ისე აღიქვეს, თითქოს გიორგი ათონელმა ამით ერთგვარი მხარდაჭერა გამოხატა კათოლიციზმისადმი. რატომღაც პატივცემულმა მკვლევრებმა არ გაითვალისწინეს, რომ მსგავს პოზიციას თვით ბერძენი ანტილათინი საეკლესიო მოღვაწეებიც იკავებდნენ. რის გამოც, განცხადება იმის თაობაზე, თითქოს წმიდა გიორგი ათონელი საბერძნეთის ეკლესიას არ ეთანხმებოდა, უბრალოდ არასწორია.

გიორგი ათონელის მიერ გამოთქმული აზრი („ოდენ სარწმუნოებაჲ მართალი იყოს“ და ევქარისტიის პრაქტიკაში, ანუ საწესჩვეულებო საკითხებში, არსებულ განსხვავებებში „არარაჲ არს... განყოფილებაჲ)“ იმხანად სულაც არ იყო უცხო საბერძნეთის ეკლესიისთვის. საილუსტრაციოდ შეგვიძლია მოვიხმოთ გიორგი ათონელის ახლო მეგობრის პეტრე III ანტიოქიელი პატრიარქის სიტყვები: „თუკი ლათინები ამოიღებენ მრწამსიდან დამატებას, მე აღარ მოვთხოვდი მათ არაფერს, მივიჩნევდი რა უმნიშვნელოდ ყოველივე დანარჩენს“ [48]. ეს სიტყვები იმდენად ახლოს დგას ღირსი მამის მიერ ბიზანტიის იმპერატორისთვის გაცემულ პასუხთან, რომ ერთი პიროვნების მიერ წარმოთქმულად შეიძლებოდა მიეჩნია კაცს, დანამდვილებით რომ არ იყოს ცნობილი მათი ავტორების ვინაობა. ამგვარად, შეუძლებელია, არ დავინახოთ გიორგი ათონელისა და პეტრე პატრიარქის თანამოაზრეობა, რომელიც ცნობილი ანტილათინი საეკლესიო მოღვაწე გახლდათ და დიპტიქშიც არ იხსენიებდა რომის პაპს, ანუ ევქარისტული და ლოცვითი კავშირი არ ჰქონდა ლათინებთან [49]. ხოლო გიორგი ათონელსა და პეტრე პატრიარქს ერთმანეთთან ახლო მეგობრობა აკავშირებდათ [50]. უეჭველია, ამ მეგობრობის საფუძველი მათი სარწმუნოებრივი თანამოაზრეობა იყო.

ჩვენი ვარაუდით, ღირსი გიორგი ათონელისა და პეტრე პატრიარქის ზემოხსენებული მოსაზრება უნდა ემყარებოდეს ბასილი დიდის 109(113)-ე ეპისტოლეს. აღნიშნულ წერილში წმიდა ბასილი დიდი ურჩევს ტარსელ სამღვდელოებას, იმ შემთხვევაში, თუკი ქრისტიანები, რომლებსაც სულიწმიდის შესახებ შეცდომილი სწავლება ეპყრათ, აღიარებდნენ ნიკეის სარწმუნოებას (ანუ მრწამსს), შეეწყნარებინათ ისინი ეკლესიურ ერთობაში იმ იმედით, რომ ეკლესიის წიაღში მყოფნი დროთა განმავლობაში უკეთ შეიმეცნებდნენ ჭეშმარიტებას და გამოსწორდებოდნენ.

გიორგი ათონელის მსგავსი პოზიცია ჰქონდა მქელ პსელოსსაც [51] და თვით ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ანტილათინ საეკლესიო მოღვაწეს წმიდა ფოტი პატრიარქსაც კი. მაგალითად, ცნობილია, რომ მან რომთან ეკლესიური ერთობა აღადგინა, როცა უმთავრესში, - ფილიოკვესთან დაკავშირებით, - მიაღწია მათგან დათმობას, ხოლო საწესჩვეულებო საკითხებზე შეთანხმების მიღწევა სამომავლო საქმედ გადადო [52].

ამგვარად, ვფიქრობთ, დღესავით ნათელია, რომ აზრი, რომელიც გამოსთქვა გიორგი ათონელმა კონსტანტინე დუკას წინაშე წარდგომისას, სრულად შეესაბამება ზემოხსენებული ცნობილი ბერძენი ანტილათინი საეკლესიო მოღვაწეების შეხედულებებს. ისინი იმედოვნებდნენ, რომ საწესჩვეულებო სადავო საკითხების მოგვარებას ეკლესია დროთა განმავლობაში მიაღწევდა, თუკი მრწამსის ხელყოფა არ მოხდებოდა და სარწმუნოებრივი ერთობა არ დაირღვეოდა [53]. ამიტომ იყენებდნენ ისინი ერთგვარი დათმობის ტაქტიკას და საწესჩვეულებო საკითხებზე აღარ ედავებოდნენ ხოლმე პაპისტებს.

ამგვარად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამოცხადება კათოლიციზმის მხარდამჭერად იმის გამო, რომ წმიდა გიორგი ათონელმა ერთგვარი იკონომიური გამონათქვამი იხმარა რომის ოფიციალური ეკლესიის მიმართ და თავი შეიკავა ევქარისტიის პრაქტიკასთან დაკავშირებით დასავლეთში გავრცელებული შეხედულებების დაგმობისაგან, უბრალო გაუგებრობის შედეგია და მეტი არაფერი [54].

რამდენიმე წლის წინ სავსებით სამართლიანად დაისვა საკითხი, დაძებნილიყო წყაროები, რომელთა მიხედვითაც გიორგი ათონელმა გადმოსცა სწავლება რომაელთა ევქარისტიის პრაქტიკის შესახებ [55]. ვფიქრობთ, წამოჭრილ საკითხზე გარკვეულწილად მაინც ვპოვებთ პასუხს ანტილათინურ პოლემიკურ თხზულებაში „თუ ოდეს ჰომნი და ეკლესიაჲ მათი [და] რაჲსათვის საღმრთოთა აღმოსავალისა ეკლესიათაგან განიჭრნენ“. აღნიშნული ძეგლი ცნობილია ევსტრატი ნიკიელი მიტროპოლიტის ტრაქტატის სახელით, მაგრამ სინამდვილეში იგი სხვადასხვა ავტორების თხზულებათა კომპილაციას წარმოადგენს. კერძოდ, მასში თავმოყრილია ფოტი დიდის, ზემოხსენებული პეტრე პატრიარქისა და თეოფილაქტე ბულგარელის თხზულებებიდან გამოკრებილი ადგილები [56]. ხსენებულ ტრაქტატში უცომოთა შესახებაც არის საუბარი [57].

კერძოდ, მასში დაშვებულია, რომ ახლადგაქრისტიანებულ რომაელებს, შესაძლოა, მართლაც მოციქულთაგან მიეღოთ ევქარისტიის ხმიადით აღსრულების მაგალითი, „ვინაითგან დიდი იყო მაშინ ჰრომს შესაკრებელი და სიმრავლე ებრაელთაჲ“. ამიტომ, მათი მოქცევის გაადვილების მიზნით („უძლურებისა მათისა თანა შთამოსვლისათჳს“), რომც დაეშვათ მოციქულებს ევქარისტიის აღსრულება ებრაული პასექის მსგავსი უფუარი ხმიადით, „არაჲვე საკჳრველ არს“-ო.

და იქვე აღნიშნულია, რომ მიუხედავად ამისა, მაინც უმართებულოა პაპისტური ევქარისტიის პრაქტიკა. „ვითარმედ მრავალი მოციქულთა მიერ შემოღებული შეიცვალა მათ მიერვე განძლიერებასა შინა სარწმუნოებისასა და რამეთუ პეტრე წარმართთაგან მოქცეულთა მორწმუნეთა წინადასცუეთდა და ეგრეთ ნათელსცემდა და პავლე ტიმოთეს წინადასცვითა და კათაკუმეველნი ოცდა ათი წლიდანი ნათელს იღებდეს და შაბათი იცვებოდა და მღუდელთმთავარნი ცოლთა ისხმიდეს და შჯულიერთა [58] რათმე წესთა პატივსცემდეს მაშინდელნი მორწმუნენი. გარნა არღა რაჲ ესევითარი მოქალაქობს აწ წმიდასა ეკლესიასა, უსრულესისა მიმართ წარმატებითა“ [59].

აქ ციტირებული უცნობი ავტორისაგან განსხვავებით, გიორგი ათონელი ისე გადმოსცემს უცომოთა შესახებ რომაელთა სწავლებას, არ იწყებს მისი კანონიკურობის განხილვას. ხოლო მისი პასუხის ლაკონურობამ ცალკეულ მკვლევრებზე ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს იგი მხარს უჭერს ხმიადის გამოყენების პრაქტიკას. სინამდვილეში კი, როგორც ციტირებული ანტილათინური ტრაქტატიდან გამოჩნდა, იმის დაშვებით, რომ ამგვარ პრაქტიკას სამოციქულო წარმომავლობა შეიძლება გააჩნდეს [60], თავისთავად სულაც არ ხდება მისი შეწყნარება.

ამ მხრივაც საინტერესოა პეტრე პატრიარქის პოზიცია. იგი პაპისტების ევქარისტიის პრაქტიკას, მართალია, წმიდა საეკლესიო გარდამოცემასთან შეუსაბამო, მაგრამ მოსათმენ ცდომილებად მიიჩნევდა [61].

როგორც ვხედავთ, ამჯერადაც (ხმიადების საკითხშიც) დადასტურდა გიორგი ათონელის თანამოაზრეობა ანტილათინ საეკლესიო მოღვაწე პეტრე ანტიოქიელთან. და მთელი დამაჯერებლობით წარმოჩინდა, რომ მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდა, თითქოს ამ საკითხში იგი რომაელი პაპისტების მომხრე იყო.

სინამდვილეში კი არათუ გიორგი ათონელისა და ბერძენი მამების, არამედ მისი და რომაელი პაპისტების პოზიცია განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. საქმე ის არის, რომ პაპისტური სწავლება ევქარისტიის შესახებ მხოლოდ იმით არ ამოიწურება, რომ ხმიადები მოციქულთაგან მომდინარეობს. ცალკე საკითხია, თუ როგორ აფასებდნენ ისინი საფუვრიანი პურის გამოყენებას. მაგალითად, მართლმადიდებელი აღმოსავლეთის ევქარისტიის პრაქტიკას ლათინები უკიდურესად უარყოფითად აფასებდნენ. საილუსტრაცუიოდ დავიმოწმოთ სიტყვები იმ წერილიდან, რომელიც კარდინალმა ჰუმბერტმა ჩამოიტანა კონსტანტინეპოლში 1054 წელს. მაშინ, როცა წმიდა გიორგი ათონელი ასაბუთებს და იცავს ამ პრაქტიკის კანონიკურობას [62], პაპისტები გადაჭრით ეწინააღმდეგებიან და შეურაცხყოფენ კიდეც მას, როგორც „ხრწნადის“, „შერყვნილი ბუნებისა“ და „წახდენის“ შემცველს [63].

თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საბერძნეთისა და საქართველოს ადგილობრივ ეკლესიებს ნამდვილად საერთო ჰქონდათ ევქარისტიის აღსრულების პრაქტიკა [64], მაშინ ცხადი გახდება, რომ ლათინი პაპისტების ამგვარი შეურაცხმყოფელი კრიტიკა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგაც არის მიმართული. ამას კი გულგრილად ნამდვილად ვერ შეხვდებოდა გიორგი ათონელი, რომელიც ყველგან თავგამოდებით იცავდა საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტს. ვფიქრობთ, ოპონენტები დაგვეთანხმებიან, რომ იგი ნამდვილად არ მიიჩნევდა „შერყვნილი ბუნებისა“ და „წახდენის“ შემცველად არც საბერძნეთის და არც საქართველოს ეკლესიის ბარძიმს, რომლითაც თითონაც აღასრულებდა ევქარისტიის საიდუმლოს და თითონვე იღებდა ზიარებას.

პაპისტების პოზიციითვე, „თუკი დედამიწის ზურგზე რომელიმე ხალხი სიამაყის გამო არ ეთანხმება მას (რომის პაპს - გ.მ.), მაშინ ეს ხალხი ეკლესიად არც უნდა იწოდებოდეს, იგი სრული არარაობაა, ან უკეთ რომ ვთქვათ, ერეტიკოსთა საკრებულო, სქიზმატიკოსთა ბრბო, სატანების სინაგოგაა“ [65]... მაშასადამე, პაპისტების თქმით, რაკი მართლმადიდებელი ქრისტიანები არ ეთანხმებოდნენ რომის პაპს ევქარისტიის აღსრულების პრაქტიკაში (დანარჩენ საკითხებზე რომ აღარაფერი ვთქვათ), ამის გამო, მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის განუყოფელ ნაწილსაც საქართველო წარმოადგენს, ყოფილა „ერეტიკოსთა საკრებულო, სქიზმატიკოსთა ბრბო და სატანების სინაგოგა“.

ასეთი იყო კათოლიციზმის დამოკიდებულება მართლმადიდებელი აღმოსავლეთისადმი დიდი სქიზმის ეპოქაში. აქედან გამომდინარე, განა შეიძლება იმის თქმა, რომ წმიდა გიორგი ათონელი ემიჯნებოდა საბერძნეთის ეკლესიას და კათოლიციზმის მხარეს იდგა? ნუთუ იგი საბერძნეთისა და მისი მშობლიური საქართველოს ეკლესიას „სატანების სინაგოგად“ მიიჩნევდა? მაშ რა რჯიდა მას, რომ ამ „ერეტიკოსთა საკრებულოს“ სამსახურში მდგარიყო, თანაც ისე ერთგულად, რომ „სრული ბერძენის“ სახელიც კი დაიმკვიდრა [66]. ან მისი გარდაცვალებიდან მოკლე დროში [67] როგორღა ჩაიწერებოდა პეტრიწონის ტიპიკონში, რომ ქართველები „ნებითა ღმრთისაჲთა, ჭეშმარიტისა მართლმადიდებლობისა მათისა (ბერძენთა - გ.მ.) მიმდგომნი ვართ და აღმსარებელნი და მოწაფენი მათნი“ [68], თუკი საქართველოს ეკლესიის მნათობი წმიდა გიორგი ათონელი (მთელი ქართველი ერი მისი სულიერი შვილი რომ იყო [69]) საბერძნეთის ეკლესიას ემიჯნებოდა და კათოლიციზმს უჭერდა მხარს? მაშინ ქართველებზე კი არ იტყოდნენ, რომ ბერძნების მართალი სარწმუნოების მოწაფენი არიანო, არამედ ჩვენს წინაპრებს დაუმკვიდრდებოდათ სახელი რომის პაპის მოწაფეებისა და მიმდევრებისა.

სიმართლე ის არის, რომ ქართველები ნამდვილად იყვნენ ბერძენთა მართალი სარწმუნოების სრული თანაზიარნი. და ისიც ფაქტია, რომ ამ სულიერ თანაზიარებას უფრო მეტი სიმტკიცე და უფრო მეტი სისრულე შესძინა სწორედ წმიდა გიორგი ათონელმა, თავად „სრულმა ბერძენმა“ სარწმუნოებით. ამას ცხადყოფს მთელი მისი ცხოვრება და შემოქმედება. აქედან გამომდინარე, ცხადია, იგი სწორედ კათოლიციზმს ემიჯნებოდა. ამასთან ერთად არ უარყოფდა იმას, რომ ისტორიულ წარსულში საბერძნეთში არაერთხელ ჰქონდა ადგილი ერესების მოძალებას, მაგრამ, პაპისტებისაგან განსხვავებით, აწმყოში ნამდვილად არ მიიჩნევდა საბერძნეთის ეკლესიას „ერეტიკოსთა საკრებულოდ“ და „სქიზმატიკოსთა ბრბოდ“.

დაბოლოს, გიორგი მცირის თხზულების მოცემულ მონაკვეთზე მსჯელობა გვსურს დავასრულოთ პასუხით კითხვაზე - რით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, 1054 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგაც გიორგი ათონელი აღიარებს რომის ოფიციალური ეკლესიის მადლმოსილებას და არ მოიხსენიებს მას ერეტიკულ საკრებულოდ? [70]

ვფიქრობთ, ამ ყველაფერს ძალზედ მარტივი ახსნა აქვს. საქმე იმაშია, რომ მხოლოდ XVI საუკუნიდან მიიჩნევა 1054 წელი ეკლესიათა განყოფის თარიღად [71]. მანამდე კი (და თვით გიორგი ათონელის მოღვაწეობის დროსაც) კარდინალ ჰუმბერტისა და მისი თანმხლები ლეგატების საქციელი მართლმადიდებელ აღმოსავლეთში განიხილებოდა, როგორც თვითმარქვია ელჩების ავანტიურა და მეტი არაფერი [72]. რაც შეეხება რომის ეკლესიის ცნობიერების გამომხატველ ლეგიტიმურ საკრებო განჩინებას, რითაც მოხდა მართლმადიდებელთა შეჩვენება ფილიოკვეს უარყოფის გამო, ამას გიორგი ათონელის გარდაცვალებიდან გარკვეული დროის შემდეგ ჰქონდა ადგილი. მხედველობაში გვაქვს ქ. ბარში 1098 წელს შემდგარი კრება [73]. და საერთოდ, მართლმადიდებელთა აზრით, რომის საბოლოო განვარდნა ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის საზღვრებიდან ჯვაროსნული ლაშქრობების დროს მოხდა. ხოლო 1054 წლის ანათემები შეუქცევადი განყოფის მხოლოდ ფორმალური მიზეზი იყო [74].

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ ეპოქაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო მისწრაფება შეთანხმებისაკენ75. გიორგი ათონელმაც ამიტომ გამოავლინა დამთმობი დამოკიდებულება რომაელების მიმართ, რომ მაშინ „ჟამიცა მარჯუე იყო და დაწყნარებული“ [76]. ესე იგი ჩანდა საშუალება იმისა, რომ უმთავრესი სადავო საითხები მოგვარდებოდა და მშვიდობა აღდგებოდა ეკლესიაში. იყო იმედი იმისა, რომ როგორც უწინ მოხერხდა ფოტი პატრიარქის დროს წარმოქმნილი დაპირისპირების დაძლევა და როგორც საბერძნეთში ხდებოდა ხოლმე მოძალებული ერესებისგან გათავისუფლება, ასევე მოახერხებდა რომიც პაპისმიზგან თავის დაღწევას.

სწორედ ამ მიზნით, გიორგი ათონელი წმიდა ფოტი დიდის მიბაძვით, მისი პირადი მეგობრის პეტრე პატრიარქის მსგავსად, ირჩევს ტაქტიკური დათმობის პოზიციას. ეს გამოიხატება შემდეგში: 1) თავს იკავებს რომაელთა საწესჩვეულებო საკითხების განხილვისაგან; 2) განადიდებს რომის ეკლესიის ღირსეულ წარსულს, რითაც მოუწოდებს დასავლელ ქრისტიანებს უერთგულონ ეკლესიური ერთობის იმ საფუძველს, რომელიც თავიდან არსებობდა, უარი თქვან განმაახლებლობაზე და 3) დასკვნის სახით - „ოდენ სარწმუნოებაჲ მართალი იყოს“, ანუ შეუვალობას იჩენს სარწმუნოების დოგმატურ საკითხებში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სულაც არ ნიშნავს კათოლიციზმის შეწყნარებას.

III. გამოიჩინა თუ არა გიორგი ათონელმა ფილიოკვესადმი შემწყნარებლობა წმიდა ათანასე დიდის სიმბოლოს თარგმნისას -

რა თქმა უნდა, არა.

წმიდა ათანასე ალექსანდრიელის აღსარების XX მუხლი გიორგი ათონელისეულ თარგმანში ასე იკითხება: „სულიწმიდაჲ - მამისაგან და ძისა; არა შექმნით, არცა დაბადებით, არცა შობით, არამედ გამოსლვით“ [77]. ხოლო თხზულებაზე დართულ ანდერთად იგი ბრძანებს: „ესე მართლისა სარწმუნოებისა აღსარებაჲ ჰრომთა წიგნისაგან გადმოვწერე. ვინ აღმოიკითხო, ლოცვა ყავთ გლახაკისა გიორგისათჳს, რომელმან ესე ვთარგმნე“ [78].

წმიდა ათანასეს თხზულებაში არსებული ამ ფრაზისა და მასზე დართული ღირსი მამის ანდერძის გამო, რამდენიმე წლის წინ ჩვენს სამეცნიერო საზოგადოებაში გაკეთდა ძალზედ თამამი და ნაჩქარევი განცხადებები იმის თაობაზე, რომ ფილიოკვეს გამო ატეხილი კამათი წმიდა გიორგი ათონელს „უსაფუძვლოდ მიაჩნდა“ [79], რომ „საბუთი, რომელიც მოწმობს გიორგი მთაწმიდელის შემწყნარებლობას რომის ეკლესიის აღმსარებლობის მიმართ, - ესაა ათანასე ალექსანდრიელის სიმბოლო (მასში დაცული დასავლური პნევმატოლოგიური ფორმულით)“ [80]; რომ გიორგი ათონელი საერთოდ არ მიიჩნევდა ფილიოკვეს დოგმატურ ცდომილებად [81]. და, პირდაპირ გამოაცხადეს იგი კათოლიკედ [82] (აღარ დასჯერდნენ იმას, რომ დღემდე მას უბრალოდ კათოლიციზმისადმი „სიმპათიებით გამსჭვალულ“ მართლმადიდებელ ქრისტიანად წარმოაჩენდნენ) [83].

ამგვარ ნაჩქარევ დასკვნებს არ გააკეთებდნენ პატივცემული მკვლევრები, თუკი მხედველობიდან არ გამორჩებოდათ, თუ როგორ დაიცვა გიორგი ათონელმა, ბიზანტიის იმპერატორის წინაშე წარდგომისას, მრწამსის უცვალებლობის წესი. მათ არც იმით შეუწუხებიათ თავი, რომ გიორგი ათონელის სხვა დოგმატურ თარგმანებთან ერთობლიობაში განეხილათ წმიდა ათანასეს სიმბოლო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ გიორგი ათონელის მიერ არის ქართულად გადმოღებული უდიდესი ანტილათინი საეკლესიო მოღვაწის, წმიდა ფოტი დიდის სიმბოლოც [84] (რასაც ნამდვილად არ გააკეთებდა კათოლიციზმის სათნომყოფელი კაცი და ლათინების მიერ მრავალგზის ანათემირებული [85] მართლმადიდებელი პატრიარქის სარწმუნოების აღსარებას არ თარგმნიდა).

ამავე დროს, სწორედ წმიდა გიორგი ათონელმა მოგვცა ნიკეა-კონსტანტინეპოლის მრწამსის საბოლოოდ ჩამოყალიბებული ქართული რედაქცია [86], რომელიც დღესაც არის აღსარებული საქართველოს ეკლესიაში და იგი ნამდვილად არის ფილიოკვედაურთველი. ხოლო თავის ერთ-ერთ ანდერძში მას დიდებულად აქვს აღნიშნული, რომ ყოვლადწმიდა სამება „გურწმენა და აღვიარებთ და გუჱუწყა ჭეშმარიტებაჲ მისი მართლმადიდებლობით ხარებისაებრ“ [87]. როგორც ცნობილია, „მართლმადიდებლობით ხარებისაებრ“ სამების რწმენა აღნიშნავს რწმენას იმისა, რომ სულიწმიდა გამოვალს მამისაგან [88].

ეს ყველაფერი რომ გაეთვალისწინებინათ პატივცემულ მკვლევრებს, დარწმუნებული ვართ, მათივე მეცნიერული კეთილსინდისიერება არ მისცემდა მათ იმის საშუალებას, რომ წმიდა გიორგი ათონელი კათოლიკედ გამოეცხადებინათ. ამავე დროს, ნებსით თუ უნებლიედ, მათ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვეს - საერთოდ მცდარად გაიგეს იმ ანდერძის შინაარსი, რომელსაც გიორგი ათონელი დაურთავს წმიდა ათანასეს სიმბოლოს.

ღირსი მამის ანდერძი, რომლის ტექსტი სრულად გვაქვს ზევით მოყვანილი, მიზნად ისახავს ორ რამეს - პირველი: მკითხველს დაუსახელოს წყარო, საიდანაც მოხდა წმიდა ათანასეს „მართლისა სარწმუნოების აღსარების“ ქართულად თარგმნა (როგორც ჩანს, ესაა ბერძნულენოვანი „ჰრომთა წიგნი“) და მეორე: წყაროს დასახელების კვალობაზე მიუთითოს, რომ პასუხისმგებლობა მისი ტექსტის სისწორის შესახებ სწორედ ამ „ჰრომთა წიგნის“ შემდგენელს (თუ შემდგენლებს) ეკისრება.

თავის უაღრესად მოკლე ანდერძში ღირსი გიორგი ათონელი ნამდვილად არ ისახავს მიზნად, რაიმე სახის შეფასება მისცეს მის მიერ ნათარგმნ ძეგლში არსებულ ბუნდოვან გამონათქვამს. და, შეიძლება ითქვას, იგი შეგნებულად იკავებს კიდეც თავს ყოველგვარი აზრის გამოთქმისგან.

ასეთ ვითარებაში პატივცემულმა მკვლევრებმა როგორღაც მოახერხეს და ღირსი მამის ანდერძი ისე წაიკითხეს, თითქოს გიორგი ათონელი აზრსაც გამოთქვამდეს და პირდაპირ იწონებდეს კიდეც დასავლურ პნევმატოლოგიურ ფორმულას.

კერძოდ, მათ ჩათვალეს, რომ გიორგი ათონელის ანდერძში შემკლებული სახით დამოწმებული წმიდა ათანასეს თხზულების სათაური („მართლისა სარწმუნოებისა აღსარებაჲ“ [89]) თურმე ყოფილა ღირსი მამის მხრიდან მაინცდამაინც დასავლური პნევმატოლოგიური ფორმულის მხარდასაჭერად გაკეთებული განცხადება.

სინამდვილეში, საქმე სულ სხვაგვარად არის. მაშინ, როცა გიორგი ათონელმა „ფრიადითა გამოწულილვითა და გამოძიებითა“ [90] ქართული საეკლესიო წიგნები „ბერძულსა შეაწამნა და ყოვლისა ნაკლულევანებისაგან განასრულნა და სიტყუადუხჭირობისა და ვერაგობისაგან განაშუენა“ [91], ასეთ დროს, მას წმიდა ათანასეს სიმბოლოს ტექსტი ბერძნულ დედანთან „შეუწამებელი“ დარჩა. ამის შესახებ აქვს კიდეც აღნიშნული თავის ანდერძში, რომ იგი „ჰრომთა წიგნიდან“ გადმოიღო.

წმიდა ათანასეს აღსარების ბერძნულთან „შეუწამებლად“ გადმოღების ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ ხელთა გვაქვს ამ დოგმატური ძეგლის ქართული თარგმანის პირველადი რედაქცია. რომ იგი ნამდვილად წარმოადგენს „შავად შესრულებულ“ პირველად თარგმანს, რომლის შემდგომი რედაქტირება (ბერძნულ ნუსხებთან შეწამება - კრიტიკული ტექსტის დადგენა) თვითონ გიორგი ათონელმა, როგორც ჩანს, ვეღარ მოახერხა. შესაძლოა, იმის გამო, რომ მას ამ თხზულების შესაწამებელ-შესადარებელ ბერძნულ დედნებზე უბრალოდ ვერც კი მიუწვდებოდა ხელი (XIII საუკუნეზე უადრესი ბერძნული ნუსხები მოცემული ძეგლისა ხომ უბრალოდ არ მოიპოვება [92]).

საერთოდ, საეკლესიო-მთარგმნელობითი მოღვაწეობის ხასიათი გვაფიქრებინებს, რომ ეს მართლაც ასეა. ისევე, როგორც თვითონ გიორგი ათონელს (და არა მხოლოდ მას) უხდებოდა მისი წინამორბედი ქართველი წიგნიერი მოღვაწეების მიერ უწინ ქართულად გადმოღებული ტექსტების ბერძნულთან შეწამება-რედაქტირება, სწორედ ასევე მოხდა გიორგი ათონელის მოცემულ თარგმანთან დაკავშირებით. წმიდა ათანასეს „მართლისა სარწმუნოებისა აღსარებაჲ“ საქართველოს ეკლესიაში დამკვიდრდა სათანადო შესწორებით. იგი დასაწყისში აქვს დართული ქართულ დავითნს.

გიორგი ათონელის, როგორც მართლმადიდებელი საეკლესიო მოღვაწის, სახელს არანაირად არ შეიძლება მიადგეს ჩრდილი იმ ფაქტის გამო, რომ მან უცვლელი სახით გადმოიღო „ჰრომთა წიგნიდან“ წმიდა ათანასეს სიმბოლოს პრობლემური ადგილი [93]. პირიქით, ამით მან კარგი საქმე გააკეთა, რადგან მისი მომდევნო თაობების მთარგმნელ-რედაქტორებს საშუალება მისცა დანამდვილებით სცოდნოდათ, წმიდა ათანასეს „მართლისა სარწმუნოებისა აღსარების“ რომელ რედაქციაზე მიუწვდებოდა მას ხელი, ანუ რომელი ტექსტი იყო წარმოდგენილი მის მიერ მითითებულ „ჰრომთა წიგნში“.

დაბოლოს, იმის შესახებ, რომ წმიდა ათანასეს სიმბოლოში არსებული ორაზროვანი გამონათქვამი მართლმადიდებელ აღმოსავლეთში სულაც არ მიაჩნდათ დასავლურ პნევმატოლოგიურ ფორმულად, ნათლად ჩანს გრიგოლ კვიპრელის თხზულებებიდან. როგორც ცნობილია, პატრიარქი გრიგოლი ათანასე დიდისა და სხვა მამების მსგავს გამონათქვამებს განმარტავს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციიდან [94]. ასე რომ, სანამ იმას იტყოდნენ, ათანასეს სიმბოლოს თარგმნით გიორგი ათონელმა კათოლიკურ დოგმატს დაუჭირაო მხარი, ჯერ ის უნდა გამოერკვიათ, არის კი საერთოდ კათოლიკური დოგმატი წმიდა ათანასეს სიმბოლოში? - გრიგოლ კვიპრელის თხზულებები ნათლად წარმოაჩენენ, რომ არა."



Hommo Peccator_მ თქვა:

საღამო მშვიდობისა ღირსო მამაო :))

შესაძლოა თქვენთვის "სექტანტის" გულწრფელობა წარმოუდგენელი რამ არის, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ ბოლომდე გულწრფელი ვარ იმაში რასაც ახლა ვამბობ: ეს იყო მესამე ჯერი რაც ამ ტექსტის წაკითხვა მომიწია. გულწრფელად მოველოდი იმას, რომ ერთი წლის შემდეგ გავიგებდი ამ ტექსტს და დავიჭერდი რაიმე ლოგიკურს (მაჭარაშვილის განმარტებას ვგულისხმობ) მაგრამ შედეგი ნული. რა ცილისწამებადაც მიმაჩნდა ეს "განმარტება" იმავე ცილისწამებად მიმაჩნია. მე ამ ტექსტში უფრო ვხედავ "მელას რაც ესიზმბებოდაო იგი ელანდებოდაო"-პრინციპს. არც კი ვიცი საიდან დავიწყო და სად დავამთავრო იმდენად "დომხალია" არაადექვატური არგუმენტებისგან შექმნილი და მკითხველს სულაც ავიწყდება არსებითი დეტალები წმ. მამა გიორგის მონოლოგებში. აქვე ვიტყვი იმას, რომ არ ვაპირებ დისკუსიაში ჩაბმას ბატონი გიორგი მაჭარაშვილის ტექსტის მოტანის შემდეგ. უბრალოდ ნათელს მოვფენ რამდენიმე ჩემს მიერ ნახსენებ საკითხს და აქ გავჩერდები:

მე ძალიან კარგად ვიცი როგორც აღიქვავს პეტრეს როლს დღევანდელი აღმოსავლეთის ეკლესია. თუმცა მამა გიორგი ნათლად მოიხსენიებს მას, როგორც მოციქულთა თავს :) 

ასევე ნათლად ამბობს, რომ ლათინებს თავიდანვე არ მიუღიათ არანაირი განწვალება, არც მიდრეკილან განსხვავებით ბიზანტიელებისაგან(ეს ის დროა, როდესაც "ფილიოკვე" უკვე დამატებულია მთლიანად დასავლეთის ეკლესიაში). ის უფუარი პურით ძღვენის შეწირვას იკონომიის სახით კი არ უშვებს არამედ უძველეს წესად განაცხადებს და ამის თანასწორ და სიმბოლოებით აღსავსე წესად აცხადებს აღმოსავლურ წესს. 

ბოლო ფრაზა "და არარაჲ არს ამას შინა განყოფილებაჲ, ოდენ სარწმუნოებაჲ მართალი იყოს" ნამდვილად დამაბნეველია ამაში არაფერია განსხვავება თუ სარწმუნოება მართალიაო (თუნდაც მრწამსი) მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ თავადვე ამბობს ცოტათი ადრე ერთგზის იცნეს ღმერთი და აღარც მიდრეკილან და აღარც წვალება შემოსულა მათ შორისო? ამს რომ არ ამბობდეს მაშინ ნამდვილად ორ აზროვანი ნათქვამი იქნებოდა და დავაც შესაძლებელი გახდებოდა. მაგრამ, ამ ბაზაზე წმ. მამა გიორგი თავად ამოწმებს რომაელთა სიმართლეს რწმენაში :))

ხოლო ჰრომთა ვინაჲთგან ერთგზის იცნეს ღმერთი, არღარა ოდეს მიდრეკილ არიან და არცა ოდეს წვალებაჲ შემოსრულ არს მათ შორის, და ვითარცა იგი მაშინ თავმან მოციქულთამან პეტრე შეწირა უსისხლოჲ იგი მსხუერპლი და უმეტესადღა, ვითარცა თჳთ თავადმან უფალმან მისცა მოწაფეთა ღამესა მას სერობისასა, ეგრეთ აღასრულებენ იგინი. და არარაჲ არს ამას შინა განყოფილებაჲ, ოდენ სარწმუნოებაჲ მართალი იყოს”.

პატივცემულო წიგნიერო პეკატორე, მიმართვა "ღირსო მამაო" მღვდელმონოზონს შეესაბამება, დეკანოზს რა შეესაბამება არ დავწერ, უმჯობესია მომიხსენო დეკანოზ იაკობად, ასე უფრო ნათელი იქნება სიგულწრფელე შენგან პატივით მოხსენებისა. 

წმიდა პეტრე მოციქულს აღიქვამენ ლათინები (სხვათშორის კორნილიუს ასისთავს მსგავსად - საქმე 10:24-26), მართლმადიდებლები კი ვაღიარებთ მის პატივით უპირატესობას (და არა თუ მადლით), როგორც პირველისა თანასწორთა შორის. ასე კიდეც მოიხსენია იგი მართლმადიდებელმა წმიდანმა გიორგი ათონელმა, შენ კიდევ "ძალაზე ხარ" არა გინდათუ არა მადლით უპირატესად მოიხსენაო, ფრთხილად ძალა არ დაგადგეს - მიკერძოებულობაში არ განტკიცდე. ხომ გაგიგია ანთქვამი: "ნუ იქნები პაპაზე უფრო მეტი კათოლიკე" ჰოდა, ნუ დაგვიწყებ რწმუნებას მართლმადიდებელ ეკლესიას და წმიდა გიორგი ათონელს წმიდა პეტრე მოციქულის მოციქულთათავობა ასე ესმოდა და არა ესო. ვისი წმიდანია ეს ჭეშმარიტად წმიდა ადამიანი გიორგი ათონელი?! რომის კათოლიკებისა თუ მართლმადიდებლებისა?! რატომ არ შერაცხა კათოლიკურმა ეკლესიამ და პაპა წმიდანად?! რითი ჩამოუვარდებოდა რომელიმე მათგანს ზნეობრივ სიწმიდეში თუ არ აღემატებოდა. რატომ აკი აქ თვენი აზრით კათოლიციზმის დოგმატებს აღმსარებლობს - ნუ იყოფინ! ჰოდა გეყოთ "ბლეფი", სინამდვილეში თავს იტყუებთ!

ვწუხვარ, მაგრამ არ მიკვირს, რომ თქვენთვის მაჭარაშვილის სტატია "დომხალია". ვიმედოვნებ დეკანოზ ლევან მათეშვილის მარტივი სტილით დაწერილი სტატიიდან  მაინც შეძლებთ აზრის გამოტანას (გამუქება და ხაზგასმა ყველგან ჩვენეულია):

"ბიზანტიის იმპერატორისა და ღირსი მამის შეხვედრა და საუბარი გადმოცემულია მამა გიორგის ცხოვრების ოცდამეხუთე თავში. თავდაპირველად, იმპერატორმა მას ჰკითხა „შჯულისათჳს მართლმადიდებელთაჲსა“ (ანუ ბერძენთა და ქართველთა ერთმორწმუნეობის შესახებ): „თუ არს რაჲ განყოფილებაჲ სარწმუნოებისა თქუენისაჲ სრულსა მას და უცთომელსა სარწმუნოებასა ბერძენთასა თანა?“ [32] პასუხად გიორგი ათონელმა „ღმრთივ-ბრწყინვალედ წარმოთქუა სარწმუნოებაჲ მართალი ჩუენ ქართველთა ნათესავისაჲ“ (რითაც დაამოწმა ქართველთა და ბერძენთა ერთმორწმუნეობა) და დასძინა: „ესე არს სარწმუნოებაჲ მართალი ნათესავისა ჩუენისაჲ. და რაჟამს ერთგზის გჳცნობიეს, არღარა მიდრეკილ ვართ მარცხლ, გინა მარჯულ“ [33].
პასუხით კმაყოფილმა იმპერატორმა ღმერთს მადლი შესწირა და შემდეგ იმის განმარტება ითხოვა, თუ რატომ განსხვავდებოდა რომაელთა ევქარისტიის პრაქტიკა საბერძნეთისა და საქართველოს ადგილობრივ ეკლესიებში არსებული წესისაგან: „მაუწყე, ვითარ არს ესე, რომელ ჩვენ და თქუენ მფუანითა ვწირავთ და ზედაშესა წყალსა ვურთავთ, ხოლო ჰრომნი ჴმეადითა და ურწყოჲთა წირვენ“ [34]. გიორგი ათონელმა შემდეგი სიტყვებით დაასაბუთა მართლმადიდებელ აღმოსავლეთში არსებული საევქარისტიო პრაქტიკის კანონიკურობა: „ვინაჲთგან ბერძენთა შორის მრავალი წვალებაჲ შემოვიდა“, ამ ერესების წინააღმდეგ მოწვეულმა წმიდა საეკლესიო კრებებმა გამოწვლილვით გამოარკვიეს და განაწესეს ევქარისტიის აღსრულება მფუვანი მარილიანი პურით „წინააღდგომად წვალებისა უშჯულოჲსა აპოლინარისსა“ და წყალდართული ღვინით „ვითარცა იტყჳს იოვანე ოქროპირი“ [35]. შემდეგ კი განმარტა, თუ რა მოსაზრების გამო არ მისდევდნენ რომაელნი ამ პრაქტიკას: „ჰრომთა, ვინაჲთგან ერთგზის იცნეს ღმერთი, არღარა ოდეს მიდრეკილ არიან და არცა ოდეს წვალებაჲ შემოსრულ არს მათ შორის. და ვითარცა-იგი მაშინ თავმან მოციქულთამან პეტრე შეწირა უსისხლოჲ იგი მსხუერპლი და, უმეტესად-ღა, ვითარცა თჳთ თავადმან უფალმან მისცა მოწაფეთა ღამესა მას სერობისასა, ეგრეთ აღასრულებენ იგინი და არარაჲ არს ამას შინა განყოფილებაჲ, ოდენ სარწმუნოებაჲ მართალი იყოს“. ბოლოს, იმპერატორმა ქალკედონის წმიდა მსოფლიო კრების უარმყოფელი სომხების შესახებაც ჰკითხა („თუ აქუს რაჲ ნაწილი ქრისტეანეთა თანა?“). ხოლო გიორგი ათონელმა მიუგო: „ბოროტსა სარწმუნოებასა სახელიცა ნუ ედებინ“ [36].
გიორგი ათონელის ცხოვრების ამ მონაკვეთმა ძველთაგანვე მიიქცია განსაკუთრებული ყურადღება. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ XIII საუკუნეში ითარგმნა იგი ლათინურად [37]. ამ პასაჟს იმთავითვე უკირკიტებდნენ მკვლევრები და სწორედ აქ ხედავდნენ კათოლიციზმისადმი ღირსი მამის შემწყნარებლურ დამოკიდებულებას, რასაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით.
უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი გარემოება - მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ათონელის ცხოვრება მეტად სანდო საისტორიო წყაროს წარმოადგენს [38], იგი სრულყოფილად მაინც ვერ წარმოაჩენს გიორგი ათონელის დამოკიდებულებას კათოლიციზმისადმი. რომაულ პაპიზმთან დაკავშირებული საკამათო საკითხები ხომ იმდენად ღრმა განხილვას საჭიროებდა (და საჭიროებს), რომ ღირსი მამის ლაკონური პასუხები უბრალოდ ვერ გადმოსცემს მის პოზიციას მთელი სისავსით [39]. სწორედ ამის გამო მოხდა, რომ მისი სარწმუნოებრივი შეხედულებები მცდარად იქნა გაგებული ცალკეულ მეცნიერთა მიერ. მართალია, კონსტანტინე დუკას ღირსი მამისთვის განხეთქილების დოგმატური მიზეზის შესახებ არ უკითხავს (მან მხოლოდ საკამათო ლიტურგიკული პრაქტიკის განმარტება ითხოვა), მაგრამ გიორგი ათონელმა ფილიოკვეს თაობაზეც მიუგო. ეს შეუმჩნეველი დარჩათ პატივცემულ მკვლევრებს. მან ცალსახად აღნიშნა რომაელთა შორის გავრცელებული მრწამსისეული სიახლის უმართებულობის შესახებ. ეს ჩანს მისი სიტყვებიდან: „ოდენ სარწმუნოებაჲ მართალი იყოს [40]. რადგან სარწმუნოების სიმბოლოს გამომხატველი ყველაზე გავრცელებული თეოლოგიური ტერმინი იმ ეპოქის საქართველოში სწორედ „სარწმუნოებაჲ“ იყო. მაგალითად, ასეთი შინაარსობრივი დატვირთვით ტერმინ „სარწმუნოებას“ ხმარობდა წმიდა ექვთიმე ათონელი [41], თვითონ წმიდა გიორგი ათონელი [42], წმიდა არსენ იყალთოელი [43] და მათ კვალობაზე გიორგი მცირეც თავისი თხზულების შესაბამის ადგილას ტერმინ „სარწმუნოებას“ ხმარობს სარწმუნოების სიმბოლოს (ანუ მრწამსის) მნიშვნელობით [44].
გიორგი ათონელის ცხოვრების ამგვარი წაკითხვით სავსებით ნათელი ხდება პოზიცია, რომელიც დაიკავა ღირსმა მამამ რომაელებთან მიმართებაში: ევქარისტიის აღსრულებასთან დაკავშირებული საწესჩვეულებო განსხვავებები არ უნდა გააზრებულიყო, როგორც სარწმუნოებრივი გაუცხოება ან ერესი, ოდენ სარწმუნოების სიმბოლო მართალი (ესე იგი ფილიოკვედაურთველი) ყოფილიყო.
აბა სხვა რა უნდა ედოს საფუძვლად მის სიტყვებს არამართალი სარწმუნოების (ანუ მრწამსის) შესახებ, როდესაც ეს სიტყვები წარმოთქმულია რომაელებთან მიმართებაში? სარწმუნოების არამართალ სიმბოლოში უსათუოდ იგულისხმება ნიკეა-კონსტანტინეპოლის მრწამსში ლათინური ჩანართი - ფილიოკვე. რადგან [საბოლოოდ მიღებულ, ნიკეა კონსტანტინოპოლის - დ.ი.] მრწამსში ყოველგვარი ცვლილებებისა და დამატებების შეტანა მსოფლიო და ადგილობრივ წმიდა საეკლესიო კრებათა განწესებებით თავიდანვე იყო აკრძალული და განიხილებოდა, როგორც ერეტიკული განმაახლებლობა, როგორც ერესის ტოლფასი საქციელი [45].
რაკი იმპერატორმა დაინახა, რომ გიორგი ათონელი სარწმუნოებრივი ერთობის დარღვევის რეალურ საფრთხეს მრწამსში შეტანილ ცვლილებაში ხედავდა და არა საწესჩვეულებო განსხვავებებში, ამიტომაც ჰკითხა შემდეგ სომხების შესახებ (რომელთაც მრწამსში ცვლილება არ შეუტანიათ, მაგრამ ევქარისტიას ისინიც წყალდაურთავი ღვინით აღასრულებენ): „თუ აქუს რაჲ ნაწილი ქრისტეანეთა თანა?“ ხოლო ღირსმა მამამ მიუგო, რომ მათ „ბოროტსა სარწმუნოებასა სახელიცა ნუ დებინ“ [46]. ამგვარად, მისი პასუხიდან გამომდინარეობს, რომ მხოლოდ რომაელებთან მიმართებაში მიიჩნევდა იგი უცვალებელ მრწამსს ეკლესიური ერთობის საფუძვლად, ხოლო სომხების შემთხვევაში - არა, რადგან ისინი ეკლესიიდან მრწამსის ხელყოფის გამო კი არ განვარდნენ, არამედ სულ სხვა მიზეზთა გამო.
ასეთია წმიდა გიორგი ათონელის დამოკიდებულება განხეთქილების დოგმატური მხარისადმი, რაც, სამწუხაროდ, პატივცემულმა მკვლევრებმა ვერ დაინახეს, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ მხედველობიდან გამორჩათ თეოლოგიური ტერმინი „სარწმუნოებაჲ და მისი ზუსტი სინონიმური მნიშვნელობა - „სიმბოლო სარწმუნოებისა“, ანუ „მრწამსი“.
სამაგიეროდ, მათ მხედველობიდან არ გამოპარვიათ ის ფაქტი, რომ ევქარისტიის პრაქტიკის შესახებ ლათინთა მოსაზრებები ღირსმა მამამ ისე გადმოსცა, არ შესდგომია მათი მართებულობისა თუ სიმცდარის განხილვას. ეს კი ისე აღიქვეს, თითქოს გიორგი ათონელმა ამით ერთგვარი მხარდაჭერა გამოხატა კათოლიციზმისადმი. რატომღაც, პატივცემულმა მკვლევრებმა არ გაითვალისწინეს, რომ მსგავს პოზიციას თვით ბერძენი ანტილათინი საეკლესიო მოღვაწეებიც იკავებდნენ. რის გამოც, განცხადება იმის თაობაზე, თითქოს წმიდა გიორგი ათონელი საბერძნეთის ეკლესიას არ ეთანხმებოდა, უბრალოდ არასწორია.
გიორგი ათონელის მიერ გამოთქმული აზრი („ოდენ სარწმუნოებაჲ მართალი იყოს“ და ევქარისტიის პრაქტიკაში, ანუ საწესჩვეულებო საკითხებში, არსებულ განსხვავებებში „არარაჲ არს... განყოფილებაჲ)“ იმხანად სულაც არ იყო უცხო საბერძნეთის ეკლესიისთვის. საილუსტრაციოდ შეგვიძლია მოვიხმოთ გიორგი ათონელის ახლო მეგობრის პეტრე III ანტიოქიელი პატრიარქის სიტყვები: „თუკი ლათინები ამოიღებენ მრწამსიდან დამატებას, მე აღარ მოვთხოვდი მათ არაფერს, მივიჩნევდი რა უმნიშვნელოდ ყოველივე დანარჩენს“ [47]. ეს სიტყვები იმდენად ახლოს დგას ღირსი მამის მიერ ბიზანტიის იმპერატორისთვის გაცემულ პასუხთან, რომ ერთი პიროვნების მიერ წარმოთქმულად შეიძლებოდა მიეჩნია კაცს, დანამდვილებით რომ არ იყოს ცნობილი მათი ავტორების ვინაობა. ამგვარად, შეუძლებელია, არ დავინახოთ გიორგი ათონელისა და პეტრე პატრიარქის თანამოაზრეობა, რომელიც ცნობილი ანტილათინი საეკლესიო მოღვაწე გახლდათ და დიპტიქშიც არ იხსენიებდა რომის პაპს, ანუ ევქარისტული და ლოცვითი კავშირი არ ჰქონდა ლათინებთან [48]. ხოლო გიორგი ათონელსა და პეტრე პატრიარქს ერთმანეთთან ახლო მეგობრობა აკავშირებდათ [49]. უეჭველია, ამ მეგობრობის საფუძველი მათი სარწმუნოებრივი თანამოაზრეობა იყო.
გიორგი ათონელის მსგავსი პოზიცია ჰქონდა მიქაელ პსელოსსაც [50] და თვით ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ანტილათინ საეკლესიო მოღვაწეს წმიდა ფოტი პატრიარქსაც კი. მაგალითად, ცნობილია, რომ მან რომთან ეკლესიური ერთობა აღადგინა, როცა უმთავრესში, - ფილიოკვესთან დაკავშირებით, - მიაღწია მათგან დათმობას, ხოლო საწესჩვეულებო საკითხებზე შეთანხმების მიღწევა სამომავლო საქმედ გადადო [51].
ამგვარად, ვფიქრობთ, დღესავით ნათელია, რომ აზრი, რომელიც გამოსთქვა გიორგი ათონელმა კონსტანტინე დუკას წინაშე წარდგომისას, სრულად შეესაბამება ზემოხსენებული ცნობილი ბერძენი ანტილათინი საეკლესიო მოღვაწეების შეხედულებებს. ისინი იმედოვნებდნენ, რომ საწესჩვეულებო სადავო საკითხების მოგვარებას ეკლესია დროთა განმავლობაში მიაღწევდა, თუკი მრწამსის ხელყოფა არ მოხდებოდა და სარწმუნოებრივი ერთობა არ დაირღვეოდა [52]. ამიტომ იყენებდნენ ისინი ერთგვარი დათმობის ტაქტიკას და საწესჩვეულებო საკითხებზე აღარ ედავებოდნენ ხოლმე ლათინებს."

______________

32. გიორგი მთაწმიდელი, ცხორებაჲ..., გვ. 178.
33. იქვე.
34. იქვე, გვ. 178-179.
35. გიორგი მთაწმიდელი, ცხორებაჲ..., გვ. 179. და ეს პრაქტიკა არის დაცული საქართველოს ეკლესიაში, რომელიც არასოდეს მიდრეკილა „მარცხლ, გინა მარჯულ“.
36. იქვე, გვ. 179-180.
37. ელგუჯა ხინთიბიძე, ქართველი წმინდა მამის აზრი..., გვ.22-23; მისივე, ქართული აგიოგრაფიული ტექსტის..., გვ. 310-323.
38. ივანე ჯავახიშვილი, ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა, წიგნი I, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V-XVIII სს.), თბ.,1916 წ., გვ. 91; მარიამ ლორთქიფანიძე, „ცხორებაჲ იოვანესი და ეფთჳმესი“ გიორგი მთაწმიდელის და „ცხორებაჲ გიორგი მთაწმიდელისაჲ“ გიორგი მცირის, როგორც საისტორიო წყარო, თსუ შრომები, ტ. 246 (ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია), თბ., 1984 წ., გვ. 167-168.
39. ამ ლაკონური პასუხით გამოწვეული უკმარობის განცდის ერთგვარი ანაზთაურება შეიძლება მოვახდინოთ ანტიოქიელ პატრიარქებთან გიორგი ათონელის საუბრებით. როდესაც მათ „მრავალსახედ“ იმსჯელეს „სარწმუნოებისათჳს მართლისა და კანონთათჳს საეკლესიოთა“ (გიორგი მცირე, ცხორებაჲ..., გვ. 148) და როდესაც „ვითარცა მდინარე დაუწყვედელად ესრეთ დიოდეს სიტყვანი წმიდათა წერილთანი პირით მისით“ (იქვე, გვ. 154). დანამდვილებით ვიცით, რომ ეს საუბრები უწინარეს ყოვლისა მართალ სარწმუნოებასა და საეკლესიო კანონებს შეეხებოდა. რადგან ქართველებზე გადაკიდებული ბერძენი ბერების ერთ ნაწილს არაკანონიკურად მიაჩნდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და საერთოდაც ეჭვქვეშ აყენებდნენ ჩვენი წინაპრების მართლმადიდებლობას („არა უწყით, რაჲ არს სარწმუნოებაჲ მათიო“). სწორედ წმიდა გიორგი ათონელს მიუძღვის დიდი წვლილი ამ ცილისწამების უკურღვევაში. და რანაირად შეძლებდა იგი ამას, თუკი თავად მოიკოჭლებდა მართლმადიდებლობაში და ლათინთაკენ იყო მიდრეკილი? წყაროდან ხომ ჩანს, რომ მის სარწმუნოებრივ შეხედულებებს კარგად იცნობდა ანტილათინი საეკლეისო მოღვაწე პეტრე პატიარქი და მის იურისდიქციაში მყოფ მიტროპოლიტებსა და ეპისკოპოსებთან ერთად აღიარებდა მის ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას.
40. გიორგი მცირე, ცხორება..., გვ. 179-180.
41. ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები, ნაწილი I, კიმენი, I, კ. კეკელიძის რედაქციით, ტფ., 1918 წ., გვ. XLII, 98; მცირე სჯულისკანონი, გვ.18.
42. ნანა მრევლიშვილი, გრიგოლ ნოსელის „გრიგოლ საკვირველმოქმედის ცხოვრების“ ქართული რედაქციები, თბ., 2001 წ., გვ. 47.
43. დიდი სჯულისკანონი, ე. გაბიძაშვილის, ე. გიუნაშვილის, მ. დოლაქიძისა და გ. ნინუას გამოცემა, თბ., 1975 წ., გვ. 266, 359. აღსანიშნავია, რომ არსენ იყალთოელი მოცემულ ტერმინს იშვიათად გადმოსცემს განსხვავებული ფორმითაც - „მრწამსი სარწმუნოებისაჲ“ (იქვე, გვ. 260).
44. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მივმართეთ პროფესორ ედიშერ ჭელიძეს და გავაცანით არსენ იყალთოელის რედაქციის სჯულისკანონზე ჩვენი დაკვირვების შედეგები (კერძოდ, თუ რა სახით გადმოიცემოდა ძველ ქართულში ტერმინი „სიმბოლო სარწმუნოებისა“). განსაკუთრებული მადლიერების გრძნობით გვინდა აღვნიშნოთ ის დიდი გულისხმიერება, რომელიც ბატონმა ედიშერმა გამოიჩინა. მან სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა და დაგვეხმარა კიდეც, რათა საჭირო მასალა სხვა ძეგლებშიც დაგვეძებნა.
45. იხ. კონსტანტინეპოლის II მსოფლიო კრების I განწესება (დიდი სჯულისკანონი, გვ. 261) და მისი განმარტება (Правила Православной Церкви с толкованиями Никодима епископа Далматинско-Истрийского, изд. Свято-Тройцкой Сергиевой Лавры, т. 1, 1996 г., стр. 237-247); ეფესოს III მსოფლიო კრების VII განწესება (დიდი სჯულისკანონი, გვ. 266) და მისი განმარტება (Правила Православной Церкви с толкованиями..., т. 1, стр. 303-305); ტრულის კრების I განწესება (დიდი სჯულისკანონი, გვ. 369-371) და მისი განმარტება (Правила Святых Вселенских Соборов с толкованиями, М., 1877 г., стр. 270-281); კართაგენის საეკლესიო კრების I და II განწესებები (დიდი სჯულისკანონი, გვ. 292-293) და მათი განმარტება (Правила Святых Поместных Соборов с толкованиями, М., 1880 г., стр. 370-371).
46. როგორც ჩანს, აქ ნერსეს კათალიკოსის მიერ შედგენილი „სომხური ეკლესიის სარწმუნოების გარდამოცემის“ მსგავსი დოგმატური თხზულება იგულისხმება. იხ. И. Троицкий, Изложение веры Церкви Армянския начертанное Нерсесом, Католикосом Армянским, по требованию Боголюбивого государя греков Мануила, С-Пб.,1875.
47. ალ. ალექსიძე, ქართულ ენაზე მოღწეული ანტილათინური პოლემიკური თხზულება (ევსტრატი ნიკიელის ტრაქტატი), თსუ შრომები, 162, თბ., 1975 წ., გვ. 117; ეკლესიათა განყოფის საბოლოო აქტი, გაზ. „მადლი“, 18 სექტემბერი, 1997 წ., #8-9(123-124), გვ. 8.
48. ეკლესიათა განყოფის საბოლოო აქტი, გვ. 8; Воейков Н.Н., Церковь, Русь и Рим, гл. III: Разрыв Рима с Православием. ელ. ვერსია: http://antipapism. narod.ru/CRR/CRR_13.htm ; Лебедев А. П., Смуты в византийской иерархии и общее ее состояние в IX, X и XI вв. ელ. ვერსია: http://www.portalcredo. ru/site/?act=lib&id=366
49. პეტრე პატრიარქმა „ყოველი ცხორებაჲ თჳსი მას (გიორგი ათონელს - გ.მ.) შეჰვედრა. და მას ჰკითხავნ გულის-სიტყუათა თჳსთა და ყოველთავე საეკლესიოთა საქმეთა. და რაჟამს-იგი პატრიაქი მრავალთა მწუხარებათა და ურვათაგან შეპყრობილ იყო,... (გიორგი ათონელმა - გ.მ.) სიტყჳთა ნუგეშინის-ცემისაჲთა და სწავლითა სულიერითა ყოველი მწუხარებაჲ და გლოვაჲ მისი განაქარვა“. თავის მხრივ, პეტრე პატრიარქიც „სიყუარულითა და სარწმუნოებითა აღსავსე“ იყო გიორგი ათონელის მიმართ (გიორგი მცირე, ცხორებაჲ..., გვ. 148-149). მართალია პეტრე პატრიარქის მაგივრად გიორგი ათონელის ცხოვრების ამ ადგილას მოიხსენიება პატრიარქი იოანე, მაგრამ ეს ხელნაწერში არსებული უბრალო გრაფიკული შეცდომის ბრალია (კ. კეკელიძე, ძველი ქართული მწერლობის ისტორია, I, თბ., 1951 წ., გვ. 193).
50. ალ. ალექსიძე, ხს. შრომა, გვ. 115.
51. Огицкий Д., Козлов М., Православие и Западное Христианство, М., 1999 г., стр. 38-39. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს წმიდა ფოტი დიდი, ან სხვა მართლმადიდებელი საეკლესიო მოღვაწენი, სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ სადავო საწესჩვეულებო საკითხებს. მაგალითად გამოდგება იგივე ფოტი პატრიარქის ცნობილი „მრგულივმოსავლელი ეპისტოლე“, რომელშიც იგი განსაკუთრებულ შეუწყნარებლობას იჩენს დასავლური საწესჩვეულებო პრაქტიკისადმი (იხ. Окружное послание Фотия, Патриарха Константинопольского, к Восточным Архиерейским Престолам. ელ. ვერსია: http://www.krotov.org/acts/09/fotiy2,html%20;%20მ.%20პაპაშვილი,%20ხ...).
52. წმიდა ბასილი დიდის I განწესების მიხედვით, ეკლესიასთან დოგმატური უთანხმოება (ლათინების შემთხვევაში ფილიოკვე) არის ერესი, ხოლო კანონიკური საწესჩვეულებო დარღვევები - სქიზმა (იხ. დიდი სჯულისკანონი, გვ. 472-475).



Hommo Peccator_მ თქვა:

შესაძლოა თქვენთვის "სექტანტის" გულწრფელობა წარმოუდგენელი რამ არის, 

ნათელია რომ ტერმინი სექტანტი თქვენ ბრჭყალებში ჩასვით იმიტომ, რომ საკუთარ თავს არ მიიჩნევთ სექტანტად. კი მაგრამ მე რატომ მომაწერთ, თითქოს მე თქვენ სექტანტად გთვლიდეთ?!

ცილს ნუ მწამებ და თავს ნუ ისაწყლებთ! მე თქვენთვის სექტანტი არსად და არასდროს მიწნოდებია!

მერე რა რომ ჯგუფს სექტოლოგია ქვია, ჯგუფის ინფორმაციაში იმთავითვე გრკვევით წერია რომ აქ ხდება: "სექტების და ერესების მხილება". ამ ფორუმს კი ქვია "ლათინთა იგივე რომის კათოლიკური ეკლესიის ძირითადი ერეტიკული სწავლებები". თუ თქვენ ეს დაგამშვიდებს, ვაღიარებ რომ არასდროს მიფიქრია და არსად არასოდეს დამიწერია რომ ლათინები არიან სექტანტები.

შეფარული ბრალდების (თითქოს მე კათოლიკებს სექტანტებად ვთვლი) საპასუხოდ ცხადად ვაფიქსირებ, რომ მათლმადიდებლელი წმიდანების სწავლებით რომის კათოლიკური ეკლესიის მოძღვრება გახდა ერესებით დასნებოვნებული - მოწამლული. ხოლო რომის კათოლიკური ეკლესიი რწმენის მქონე ადამიანები ერეტიკოსები.

ერესებით დამახინჯებული სარწმუნოებრივი ხედვის მქონეთ, გულწრფელად სწამთ, მაგრამ რაც გულწრფელად სწამთ როგორც ჭეშმარიტება ის მართლა ჭეშმარიტება უნდა იყოს. ადამიანებს შეუძლიათ გულწრფელად სწამდეთ სიცრუის, შეხედეთ თუნდაც იგივე სექტანტებს, როგორი გულწრფელობით ემსახურებიან ეშმაკისეულ მტკნარ ტყუილებს.  

ერეტიკოსებთან არ შეიძლება დაუშვებელია ერთობლივი ლოცვა, საეკლესიო მსახურებებში მათი მოხსნიება.

ერეტიკოსებთან ერთად შეიძლება: ჩვენი საერთო სამშობლოს დასაცავად ჯარში მსახურება, მუშაობა საკუთარი ოჯახების, ქვეყნისა და ქალაქს აღმშენებლობისათვის, კეთილ ნათესაობა, მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი არ ეწევიან ჩვენს მიმართ პროზელიტიზმს.

ანუ, თუ კი ერეტიკული რწმენის მქონე ადამიანი თავს გვახვევს თავის ერეტიკულ შეხედულებებს და ჩვენგან მიცემული გაფრთხილების მიუხედავად არ შეწყვეტს ამის კეთებას, მაშინ ხორციელი ნათესავიც რომ იყოს უნდა განვიშოროთ ან განვშორდეთ მას, პურიც კი არ უნდა ვჭამოთ მასთან ერთად: „ყოველივე რომელი გარდაჰხდებოდის და არა ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ღმერთი არა არს, ხოლო რომელი ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ძეცა და მამაჲცა არს. რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღურებაჲ არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახლთა თქუენთა და „გიხაროდენ“ ნუ ეტყვით მას. რამეთუ რომელმან ჰრქუას მას „გიხაროდენ“, ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა“ (2 იოან. 9-11). "მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თჳთ დაშჯილ" (ტიტე 3:10-11).

გულს მომეფონა რაღა მომკლავს აწი. არა არა მე მაპატიეთ განმარტება ამ გვერდისა მხოლოდ ახლა წავიკითხე ცილისწამების სურვილი სულაც არა მქონია

არც ის მაღელვებს სექტად განიხილავთ თუ ერეტიკოსად... მე ვიცი ჩემი ეკლესიი ღირსება და ა.შ. აღარ მინდა ამაზე.

მის წინა კომენტარში კი ისეთი საოცარი აზრები განავითარეთ ნამდვილად ვერ ვიცი რა ვთქვა. არ მინდა საუბარი აგრესიაში გადაიზარდოს. მგონი რომ არ შეგვშვენის ქრისტიანებს ამ გვარი ლაპარაკი (ხომ გაგიგია ანთქვამი: "ნუ იქნები პაპაზე უფრო მეტი კათოლიკე" ჰოდა, ნუ დაგვიწყებ რწმუნებას მართლმადიდებელ ეკლესიას და წმიდა გიორგი ათონელს წმიდა პეტრე მოციქულის მოციქულთათავობა ასე ესმოდა და არა ესო. ვისი წმიდანია ეს ჭეშმარიტად წმიდა ადამიანი გიორგი ათონელი?! რომის კათოლიკებისა თუ მართლმადიდებლებისა?! რატომ არ შერაცხა კათოლიკურმა ეკლესიამ და პაპა წმიდანად?! რითი ჩამოუვარდებოდა რომელიმე მათგანს ზნეობრივ სიწმიდეში თუ არ აღემატებოდა. რატომ აკი აქ თვენი აზრით კათოლიციზმის დოგმატებს აღმსარებლობს - ნუ იყოფინ! ჰოდა გეყოთ "ბლეფი", სინამდვილეში თავს იტყუებთ!)


ერთადერთს დავამატებს. შესაძლოა გადავაზედმეტე პეტრეს პირველობაზე საუბრისას მაგრამ ის მუდამ ცხადზე ცხადად დარჩება, რომ ნებისმიერი სპეკულაცია წმ. გიორგის სიტყვებისა თითქოს ის რაიმეში ადანაშაულებს რომის ეკლესიას, ისეთივე გადაზედმეტება იქნება როგორც ჩემი. 

გულწრფელი სურვილი მქონდა ჯანსაღი კამათისა, თუმცა მსგავსი კომენტარების მკითხველი ვშიშობ მეც ვერ მოვერიდები უსაფუძვლო ბრალდებებს და ჯობს ვუსმინო ჩემი ეკლესიის ლანძღვას :))

მშვიდობით დარჩით ყოვლადპატიოსანო მამაო (მგონი ტერმინოლოგიური შეცდომა გამოვასწორე)

დეკანოზი იაკობი_მ თქვა:



Hommo Peccator_მ თქვა:

შესაძლოა თქვენთვის "სექტანტის" გულწრფელობა წარმოუდგენელი რამ არის, 

ნათელია რომ ტერმინი სექტანტი თქვენ ბრჭყალებში ჩასვით იმიტომ, რომ საკუთარ თავს არ მიიჩნევთ სექტანტად. კი მაგრამ მე რატომ მომაწერთ, თითქოს მე თქვენ სექტანტად გთვლიდეთ?!

ცილს ნუ მწამებ და თავს ნუ ისაწყლებთ! მე თქვენთვის სექტანტი არსად და არასდროს მიწნოდებია!

მერე რა რომ ჯგუფს სექტოლოგია ქვია, ჯგუფის ინფორმაციაში იმთავითვე გრკვევით წერია რომ აქ ხდება: "სექტების და ერესების მხილება". ამ ფორუმს კი ქვია "ლათინთა იგივე რომის კათოლიკური ეკლესიის ძირითადი ერეტიკული სწავლებები". თუ თქვენ ეს დაგამშვიდებს, ვაღიარებ რომ არასდროს მიფიქრია და არსად არასოდეს დამიწერია რომ ლათინები არიან სექტანტები.

შეფარული ბრალდების (თითქოს მე კათოლიკებს სექტანტებად ვთვლი) საპასუხოდ ცხადად ვაფიქსირებ, რომ მათლმადიდებლელი წმიდანების სწავლებით რომის კათოლიკური ეკლესიის მოძღვრება გახდა ერესებით დასნებოვნებული - მოწამლული. ხოლო რომის კათოლიკური ეკლესიი რწმენის მქონე ადამიანები ერეტიკოსები.

ერესებით დამახინჯებული სარწმუნოებრივი ხედვის მქონეთ, გულწრფელად სწამთ, მაგრამ რაც გულწრფელად სწამთ როგორც ჭეშმარიტება ის მართლა ჭეშმარიტება უნდა იყოს. ადამიანებს შეუძლიათ გულწრფელად სწამდეთ სიცრუის, შეხედეთ თუნდაც იგივე სექტანტებს, როგორი გულწრფელობით ემსახურებიან ეშმაკისეულ მტკნარ ტყუილებს.  

ერეტიკოსებთან არ შეიძლება დაუშვებელია ერთობლივი ლოცვა, საეკლესიო მსახურებებში მათი მოხსნიება.

ერეტიკოსებთან ერთად შეიძლება: ჩვენი საერთო სამშობლოს დასაცავად ჯარში მსახურება, მუშაობა საკუთარი ოჯახების, ქვეყნისა და ქალაქს აღმშენებლობისათვის, კეთილ ნათესაობა, მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი არ ეწევიან ჩვენს მიმართ პროზელიტიზმს.

ანუ, თუ კი ერეტიკული რწმენის მქონე ადამიანი თავს გვახვევს თავის ერეტიკულ შეხედულებებს და ჩვენგან მიცემული გაფრთხილების მიუხედავად არ შეწყვეტს ამის კეთებას, მაშინ ხორციელი ნათესავიც რომ იყოს უნდა განვიშოროთ ან განვშორდეთ მას, პურიც კი არ უნდა ვჭამოთ მასთან ერთად: „ყოველივე რომელი გარდაჰხდებოდის და არა ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ღმერთი არა არს, ხოლო რომელი ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ძეცა და მამაჲცა არს. რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღურებაჲ არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახლთა თქუენთა და „გიხაროდენ“ ნუ ეტყვით მას. რამეთუ რომელმან ჰრქუას მას „გიხაროდენ“, ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა“ (2 იოან. 9-11). "მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თჳთ დაშჯილ" (ტიტე 3:10-11).

Hommo Peccator_მ თქვა:

გულს მომეფონა რაღა მომკლავს აწი. არა არა მე მაპატიეთ განმარტება ამ გვერდისა მხოლოდ ახლა წავიკითხე ცილისწამების სურვილი სულაც არა მქონია

არც ის მაღელვებს სექტად განიხილავთ თუ ერეტიკოსად... მე ვიცი ჩემი ეკლესიი ღირსება და ა.შ. აღარ მინდა ამაზე.

მის წინა კომენტარში კი ისეთი საოცარი აზრები განავითარეთ ნამდვილად ვერ ვიცი რა ვთქვა. არ მინდა საუბარი აგრესიაში გადაიზარდოს. მგონი რომ არ შეგვშვენის ქრისტიანებს ამ გვარი ლაპარაკი (ხომ გაგიგია ანთქვამი: "ნუ იქნები პაპაზე უფრო მეტი კათოლიკე" ჰოდა, ნუ დაგვიწყებ რწმუნებას მართლმადიდებელ ეკლესიას და წმიდა გიორგი ათონელს წმიდა პეტრე მოციქულის მოციქულთათავობა ასე ესმოდა და არა ესო. ვისი წმიდანია ეს ჭეშმარიტად წმიდა ადამიანი გიორგი ათონელი?! რომის კათოლიკებისა თუ მართლმადიდებლებისა?! რატომ არ შერაცხა კათოლიკურმა ეკლესიამ და პაპა წმიდანად?! რითი ჩამოუვარდებოდა რომელიმე მათგანს ზნეობრივ სიწმიდეში თუ არ აღემატებოდა. რატომ აკი აქ თვენი აზრით კათოლიციზმის დოგმატებს აღმსარებლობს - ნუ იყოფინ! ჰოდა გეყოთ "ბლეფი", სინამდვილეში თავს იტყუებთ!)


ერთადერთს დავამატებს. შესაძლოა გადავაზედმეტე პეტრეს პირველობაზე საუბრისას მაგრამ ის მუდამ ცხადზე ცხადად დარჩება, რომ ნებისმიერი სპეკულაცია წმ. გიორგის სიტყვებისა თითქოს ის რაიმეში ადანაშაულებს რომის ეკლესიას, ისეთივე გადაზედმეტება იქნება როგორც ჩემი. 

გულწრფელი სურვილი მქონდა ჯანსაღი კამათისა, თუმცა მსგავსი კომენტარების მკითხველი ვშიშობ მეც ვერ მოვერიდები უსაფუძვლო ბრალდებებს და ჯობს ვუსმინო ჩემი ეკლესიის ლანძღვას :))

მშვიდობით დარჩით ყოვლადპატიოსანო მამაო (მგონი ტერმინოლოგიური შეცდომა გამოვასწორე)

მტკიცებისთვის დასარწმუნებლად და საკამათოთ არ გწერ, კამათის შესახებ ჩემს აზრს გიზიარებ: მე არ მჯერა ჯანსაღი კამათის, კამათი ისეთი არაჯანსაღი რამეა ჯანსაღი რომ იყოს ჯანსაღმა (უვნებო, წმიდა) ადამიანებმა უნდა იკამათონ, ისინი კიდე არ კამათობენ, ე.ი. კამათი ჯანსაღი ვერ იქნება. შესაძლოა რაღაც სოფისტიკის მსგავსი წინადადება გამომივიდა მაგრამ მე მასში ლოგიკას ვხედავ.

არ გინამიოკებ, ჩემს დაკვირვებას გადმოვცემ: ვფიქრობ, რომ როგორც კი ვინმე (მე თუ სხვა) მოინდომებს ვინმეს (სხვას თუ მე) 1) რელიგიურ გადაბირებას, საკუთარი რელიგიური შეხედულებების მისთვის თავს მოხვევას, ანდა 2) შეეცდება ორმხრივი სარწმუნოებრივ კომპრომისის გზით რელიგიურ ერთობას დაიწყება კამათი, დაპირისპირება და ომიც კი. უბედურება დარტიალდება რელიგიურად კი ყველა მაინც თავთავის აზრზე დარჩება. რისი თქმა მინდა, ჩემი აზრით საკუთარი რელიგიური შეხედულებების სხვისთვის თავს მოხვევა უპირობოდ ეშმაკისეული შთაგონებაა რა ამაღლებული მიზნებითაც არ უნდა იყოს შენიღბული. - მაშ რისთვის გწერ თუ არ მიგანიშნებ ჩვენს საუბარზე, იმისთვის ვწერ ამას, რომ მოვიაზროთ რომ ერთმანეთზე გდაბრირებითი ხედვის და ეთმანეთთან ფსებდო კომპრომისული ერთობის ხედვის გარდა არსებობს მესამე ხედვა რომელიც თავს არ ახვევს არგუმენტებს საკუთარი პოზიციის უფრო მართებულობისა ან არგუმენტებს ურთუერთ კომპრომისულ ეთობაზე წმოსვლისა, ამ ხედვას ქვია ტოლერანტობა რომელიც ჩემი აზრით ეფუძნება სამ პრინციპს:

1) პატივსცემ ადამიანს (ეს არ გამორიცხავს უმსგავსობის მხილებას, მაგრამ ისე რომ არ მოიჩულო და კეთილმოსურნე დარჩე) რა რელიგიის მიმდევარიც არ უნდა იყოს ის

2) ყველა ადამიანს რომელი რელიგიის მიმდევარიც არ უნდა იყოს ის აქვს უფლება სწამდეს და ჭეშმარიტებად მიაჩნდეს ის ვინც (ან რაც) მას სწამს და არ სწამდეს სიცრუედ მიაჩნდეს ის რაც მას არ სწამს.

3) არავის აქვს უფლება სხვას თავს მოახვიოს ის რაც იმას არ სწამს. 

მაგალითისთვის:

1) საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პატივსვცემ პიროვნებას, რომელიც არის რასელისტი, და მიუღებელად მიმაჩნია ადამიანისადმი მისი რასელისტობის გამო უსამართლოდ მოქცევა 

2) მე მწამს, რომ მართლმადიდებლობა სამოციქულო რწმენაა, ხოლო რასელისტობა სექტანტობაა და სიღმისეული დაცემა წარწყმედაში. მრევლთან ქადაგებისას ან საუბრისას მე ვაფიქსირებ რომ ეკლესია რასელისტებს თვლის სექტად.  მე თუ ვინმე შემეკითხება თუნდაც რასელისტი მე რასელისტობა რად მიმაჩნია მაქვს უფლება და ვარ ვალდებული კიდეც ვთქვა და დავამოწმო სიმართლე რომ ისინი არიან სექტა და ცრუმოძღვრება.

3) მაგრამ მე არა მაქვს არანაირი უფლება რასელისტი გავაჩერო ქუჩაში ან შევიდე მათ საკრებულოში იმის სათქმელად რომ მათი მოძღვრება არის სექტა და სულის წარმწყმედელობა. 

მიმაჩნია, რომ იგივე კანონები ეხებათ რასელისტებსაც, და თუ თავიანთი სარწმუნოებრივი სწავლების გადმოცემისას ამას არ იცავენ ისინი უნამუსოდ (ბუნებითი რჯულის საწინააღმდეგოდ) იქცევიან და სამართლიანა სასამარლოში მათზე როგორ ადამიანის უფლებების დამრღვევევზე ჩივილი.

იგივეს ვამბობ იმ მართლმადიდებელებზეც რომლებიც ამ პრინციბებს არღვევენ.  

ამ მსჯელობაში თუ არ წამოგყვებით არ მიწყენთ ვგონებ. მე სულ სხვა რამეზე გავამახვილე ყურადღება 

(ხომ გაგიგია ანთქვამი: "ნუ იქნები პაპაზე უფრო მეტი კათოლიკე" ჰოდა, ნუ დაგვიწყებ რწმუნებას მართლმადიდებელ ეკლესიას და წმიდა გიორგი ათონელს წმიდა პეტრე მოციქულის მოციქულთათავობა ასე ესმოდა და არა ესო. ვისი წმიდანია ეს ჭეშმარიტად წმიდა ადამიანი გიორგი ათონელი?! რომის კათოლიკებისა თუ მართლმადიდებლებისა?! რატომ არ შერაცხა კათოლიკურმა ეკლესიამ და პაპა წმიდანად?! რითი ჩამოუვარდებოდა რომელიმე მათგანს ზნეობრივ სიწმიდეში თუ არ აღემატებოდა. რატომ აკი აქ თვენი აზრით კათოლიციზმის დოგმატებს აღმსარებლობს - ნუ იყოფინ! ჰოდა გეყოთ "ბლეფი", სინამდვილეში თავს იტყუებთ!)


საუბარი ამ ამონარიდზე მაქვს. თუ ყოველდღიურობაში ამგვარად საუბრობთ კეთილი, მაგრამ ის მაინც გაითვალისწინეთ რომ გიორგი მთაწმინდელი იმთავითვე წმინდანია რომის კათოლიკე ეკლესიისათვის და არც ერთი "პაპას" დასტური ამისათვის საჭირო არაა :)) 

ყურადღებას აღარ გავამახვილებ სხვა არასასიამოვნო გამონათქვამებზე (ბლეფი და ა.შ.) აი ამიტომ გადავწყვიტე შემეწყვიტა თქვენთან საუბარი :)) კარგად ბრძანდებოდეთ 

დეკანოზი იაკობი_მ თქვა:

Hommo Peccator_მ თქვა:

გულს მომეფონა რაღა მომკლავს აწი. არა არა მე მაპატიეთ განმარტება ამ გვერდისა მხოლოდ ახლა წავიკითხე ცილისწამების სურვილი სულაც არა მქონია

არც ის მაღელვებს სექტად განიხილავთ თუ ერეტიკოსად... მე ვიცი ჩემი ეკლესიი ღირსება და ა.შ. აღარ მინდა ამაზე.

მის წინა კომენტარში კი ისეთი საოცარი აზრები განავითარეთ ნამდვილად ვერ ვიცი რა ვთქვა. არ მინდა საუბარი აგრესიაში გადაიზარდოს. მგონი რომ არ შეგვშვენის ქრისტიანებს ამ გვარი ლაპარაკი (ხომ გაგიგია ანთქვამი: "ნუ იქნები პაპაზე უფრო მეტი კათოლიკე" ჰოდა, ნუ დაგვიწყებ რწმუნებას მართლმადიდებელ ეკლესიას და წმიდა გიორგი ათონელს წმიდა პეტრე მოციქულის მოციქულთათავობა ასე ესმოდა და არა ესო. ვისი წმიდანია ეს ჭეშმარიტად წმიდა ადამიანი გიორგი ათონელი?! რომის კათოლიკებისა თუ მართლმადიდებლებისა?! რატომ არ შერაცხა კათოლიკურმა ეკლესიამ და პაპა წმიდანად?! რითი ჩამოუვარდებოდა რომელიმე მათგანს ზნეობრივ სიწმიდეში თუ არ აღემატებოდა. რატომ აკი აქ თვენი აზრით კათოლიციზმის დოგმატებს აღმსარებლობს - ნუ იყოფინ! ჰოდა გეყოთ "ბლეფი", სინამდვილეში თავს იტყუებთ!)


ერთადერთს დავამატებს. შესაძლოა გადავაზედმეტე პეტრეს პირველობაზე საუბრისას მაგრამ ის მუდამ ცხადზე ცხადად დარჩება, რომ ნებისმიერი სპეკულაცია წმ. გიორგის სიტყვებისა თითქოს ის რაიმეში ადანაშაულებს რომის ეკლესიას, ისეთივე გადაზედმეტება იქნება როგორც ჩემი. 

გულწრფელი სურვილი მქონდა ჯანსაღი კამათისა, თუმცა მსგავსი კომენტარების მკითხველი ვშიშობ მეც ვერ მოვერიდები უსაფუძვლო ბრალდებებს და ჯობს ვუსმინო ჩემი ეკლესიის ლანძღვას :))

მშვიდობით დარჩით ყოვლადპატიოსანო მამაო (მგონი ტერმინოლოგიური შეცდომა გამოვასწორე)

მტკიცებისთვის დასარწმუნებლად და საკამათოთ არ გწერ, კამათის შესახებ ჩემს აზრს გიზიარებ: მე არ მჯერა ჯანსაღი კამათის, კამათი ისეთი არაჯანსაღი რამეა ჯანსაღი რომ იყოს ჯანსაღმა (უვნებო, წმიდა) ადამიანებმა უნდა იკამათონ, ისინი კიდე არ კამათობენ, ე.ი. კამათი ჯანსაღი ვერ იქნება. შესაძლოა რაღაც სოფისტიკის მსგავსი წინადადება გამომივიდა მაგრამ მე მასში ლოგიკას ვხედავ.

არ გინამიოკებ, ჩემს დაკვირვებას გადმოვცემ: ვფიქრობ, რომ როგორც კი ვინმე (მე თუ სხვა) მოინდომებს ვინმეს (სხვას თუ მე) 1) რელიგიურ გადაბირებას, საკუთარი რელიგიური შეხედულებების მისთვის თავს მოხვევას, ანდა 2) შეეცდება ორმხრივი სარწმუნოებრივ კომპრომისის გზით რელიგიურ ერთობას დაიწყება კამათი, დაპირისპირება და ომიც კი. უბედურება დარტიალდება რელიგიურად კი ყველა მაინც თავთავის აზრზე დარჩება. რისი თქმა მინდა, ჩემი აზრით საკუთარი რელიგიური შეხედულებების სხვისთვის თავს მოხვევა უპირობოდ ეშმაკისეული შთაგონებაა რა ამაღლებული მიზნებითაც არ უნდა იყოს შენიღბული. - მაშ რისთვის გწერ თუ არ მიგანიშნებ ჩვენს საუბარზე, იმისთვის ვწერ ამას, რომ მოვიაზროთ რომ ერთმანეთზე გდაბრირებითი ხედვის და ეთმანეთთან ფსებდო კომპრომისული ერთობის ხედვის გარდა არსებობს მესამე ხედვა რომელიც თავს არ ახვევს არგუმენტებს საკუთარი პოზიციის უფრო მართებულობისა ან არგუმენტებს ურთუერთ კომპრომისულ ეთობაზე წმოსვლისა, ამ ხედვას ქვია ტოლერანტობა რომელიც ჩემი აზრით ეფუძნება სამ პრინციპს:

1) პატივსცემ ადამიანს (ეს არ გამორიცხავს უმსგავსობის მხილებას, მაგრამ ისე რომ არ მოიჩულო და კეთილმოსურნე დარჩე) რა რელიგიის მიმდევარიც არ უნდა იყოს ის

2) ყველა ადამიანს რომელი რელიგიის მიმდევარიც არ უნდა იყოს ის აქვს უფლება სწამდეს და ჭეშმარიტებად მიაჩნდეს ის ვინც (ან რაც) მას სწამს და არ სწამდეს სიცრუედ მიაჩნდეს ის რაც მას არ სწამს.

3) არავის აქვს უფლება სხვას თავს მოახვიოს ის რაც იმას არ სწამს. 

მაგალითისთვის:

1) საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პატივსვცემ პიროვნებას, რომელიც არის რასელისტი, და მიუღებელად მიმაჩნია ადამიანისადმი მისი რასელისტობის გამო უსამართლოდ მოქცევა 

2) მე მწამს, რომ მართლმადიდებლობა სამოციქულო რწმენაა, ხოლო რასელისტობა სექტანტობაა და სიღმისეული დაცემა წარწყმედაში. მრევლთან ქადაგებისას ან საუბრისას მე ვაფიქსირებ რომ ეკლესია რასელისტებს თვლის სექტად.  მე თუ ვინმე შემეკითხება თუნდაც რასელისტი მე რასელისტობა რად მიმაჩნია მაქვს უფლება და ვარ ვალდებული კიდეც ვთქვა და დავამოწმო სიმართლე რომ ისინი არიან სექტა და ცრუმოძღვრება.

3) მაგრამ მე არა მაქვს არანაირი უფლება რასელისტი გავაჩერო ქუჩაში ან შევიდე მათ საკრებულოში იმის სათქმელად რომ მათი მოძღვრება არის სექტა და სულის წარმწყმედელობა. 

მიმაჩნია, რომ იგივე კანონები ეხებათ რასელისტებსაც, და თუ თავიანთი სარწმუნოებრივი სწავლების გადმოცემისას ამას არ იცავენ ისინი უნამუსოდ (ბუნებითი რჯულის საწინააღმდეგოდ) იქცევიან და სამართლიანა სასამარლოში მათზე როგორ ადამიანის უფლებების დამრღვევევზე ჩივილი.

იგივეს ვამბობ იმ მართლმადიდებელებზეც რომლებიც ამ პრინციბებს არღვევენ.  



Hommo Peccator_მ თქვა:

ამ მსჯელობაში თუ არ წამოგყვებით არ მიწყენთ ვგონებ. მე სულ სხვა რამეზე გავამახვილე ყურადღება 

(ხომ გაგიგია ანთქვამი: "ნუ იქნები პაპაზე უფრო მეტი კათოლიკე" ჰოდა, ნუ დაგვიწყებ რწმუნებას მართლმადიდებელ ეკლესიას და წმიდა გიორგი ათონელს წმიდა პეტრე მოციქულის მოციქულთათავობა ასე ესმოდა და არა ესო. ვისი წმიდანია ეს ჭეშმარიტად წმიდა ადამიანი გიორგი ათონელი?! რომის კათოლიკებისა თუ მართლმადიდებლებისა?! რატომ არ შერაცხა კათოლიკურმა ეკლესიამ და პაპა წმიდანად?! რითი ჩამოუვარდებოდა რომელიმე მათგანს ზნეობრივ სიწმიდეში თუ არ აღემატებოდა. რატომ აკი აქ თვენი აზრით კათოლიციზმის დოგმატებს აღმსარებლობს - ნუ იყოფინ! ჰოდა გეყოთ "ბლეფი", სინამდვილეში თავს იტყუებთ!)


საუბარი ამ ამონარიდზე მაქვს. თუ ყოველდღიურობაში ამგვარად საუბრობთ კეთილი, მაგრამ ის მაინც გაითვალისწინეთ რომ გიორგი მთაწმინდელი იმთავითვე წმინდანია რომის კათოლიკე ეკლესიისათვის და არც ერთი "პაპას" დასტური ამისათვის საჭირო არაა :)) 

ყურადღებას აღარ გავამახვილებ სხვა არასასიამოვნო გამონათქვამებზე (ბლეფი და ა.შ.) აი ამიტომ გადავწყვიტე შემეწყვიტა თქვენთან საუბარი :)) კარგად ბრძანდებოდეთ 

კათოლიკური ეკლესიის საეკლესიო კალენდარში წმიდა გიორგი ათონელის მოხსენიებასთან დაკავშირებით, შესაძლოა შემეშალა, ინტერნეტში რამოდენიმე რომის კათოლიკე წმიდანთა ჩამონათვალში ვერ ვნახე იგი (თუნდაც ამ ოფიციალურ კათოლუკურ გვერდზე http://saints.katolik.ru , ეგ თვენი პრობლემაა თუ არ იცით თვენი წმიდანები). მაგრამ ფაქტია რომ ეს არსობრივად არაფერს ცვლის, თუნდაც იგივე წმიდანთა კანონიზაციის საკითხთან დაკავშირებით, წმიდა გიორგი ათონელზე არანაკლები მოღვაწენი: წმიდა ეფრემ მცირე და არსენ იყალთოელი (+1127) კათოლიკური ეკლესიის მიერ წმიდანებად შერაცხილნი არიან? ამჯერადაც მეშლება?! 

რას ნიშნავს "იმთავითვე წმინდანია"? დააკონკრეტე როდის შერაცხეს კათოლიკებმა იგი წმიდანად და რომელ დღეს იხსენიებს რუსულენოვანი კათოლიკური კალენდარი მას?  

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters