(გაკვეთილი 2)

სამოციქულო ზეპირი გადმოცემის ჭეშმარიტება

1) ბიბლია გვასწავლის, რომ მოციქულებისგან გადმოცემული წმიდა გადმოცემების აღიარება და დაცვა სავალდებულოა ყველა ქრისტიანისათვის (თუ იგი ქრისტიანია), სამოციქულო გადმოცემების არ აღიარება, არ დაცვა და უარყოფა არის ბიბლიური სწავლების დამახინჯება - უარყოფა და შედეგად იწვევს სხვა ბიბლიური სწავლებების გაუკუღმართებულ გაგებას და უარყოფას:

  • (II თესალონიკელთა 2:15) "ძმებო იდექით და გეპყრათ გადმოცემები  რომლებიც გისწავლიათ ჩვენი სიტყვით თუ წერილით."

ა) "ძმებს" - ქრისტიანებს ევალებათ "იდგნენ" - დაეფუძნონ არ გადაუხვიონ და "ეპრათ" - გამოიყენონ იხელმძღვანელონ "გადმოცემები" რომლებით მათ ისწავლეს "ჩვენი" -  მოციქულების, "სიტყვით" - ზეპირი დამოძღვრით თუ "წერილით" წერილობითად მიწერილი სწავლებით.

ბ) "მები" - ქრისტიანები აღარ იქნებიან, აღარ უწოდებს მათ მოციქული "ძმებს" - ქრისტიანებს, თუკი ისინი აღარ "იდგებიან და ეპრებათ სამოციქულო გადმოცემები".

დ) "იდექით და გეპყრათ გადმოცემები" - აწყმო უწყვეტელი, უდიდესი წინასწარმეტყველური ნიჭის ღვთის შთაგონებით მომავლის ხედვის მქონე პავლე მოციქული არ უდებს დასასრულს ქრისტიანების მიერ სამოციქულო გადმოცემებზე "დგომას" და გადმოცემების "პყრობას", რითაც მცნებას აძლევს იგი ქრისტიანებს რომ ისინი მარად უნდა "იდგნენ" და მარად უნდა "ეპყრათ" სამოციქულო გადმოცემები.

ე) მოციქული არ აკეთებს არანაირ განსხვავებას ზეპირ - "სიტყვით" თუ წერილობით "წერილით" მიღებულ სწავლებებზე დგომასა და მათ პყრობაში იგი ამბობს, რომ ქრისტიანებს თანაბრად უნდა "იდგნენ და ეპყრათ" როგორც ზეპირი ისე წერილითი სამოციქულო გადმოცემები.

ვ) ის რელიგიური ორგანიზაცები, რომელიც ეწინააღმდეგებიან და უარყოფენ ქრისტეს ეკლესიის სარწმუნოებრივი სწავლების წყაროდ, წმიდა წერილთან ერთად ზეპირი სამოციქულო გადმოცემისა აღიარებას ამით ეწინააღმდეგებიან, უარყოფენ მოციქულ პავლეს ბიბლიურ სწავლებას. 

  • (II თესალონიკელთა 3:6) "ჩვენ კი გამცნობთ ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, ჩამოშორდით ყოველ ძმას რომელიც უწესოდ იქცევა და არა გადმოცემებისამებრჩვენგან რომ მიიღეთ."

ა) "ჩვენ" - მოციქულები, "გამცნობთ" - მცნებას გაძლევთ, "ძმანო" - ქრისტიანებო, "ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით" - ჩათვალეთ, რომ ამ მცნებას უფალი გაძლევთ ჩვენს მიერ (ეკლესიის ხელმძღვანელობისთვის ქრისტეს მიერ ჩვენთვის ბოძებული ძალა უფლებით), "ჩამოშორდით" - განეშორეთ, პირიიბრუნეთ, მოიკვეთეთ, ნუ მიიღებთ ქრისტიანად, "ყოველ ძმას" - ნებისმიერ ქრისტიანს, რომელიც "უწესოდ იქცევა" - უპირისპირდება სარწმუნოებრივ განწესებებს, "არა გადმოცემებისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეთ" - უპირიპირდება სამოციქულო სწავლებას - მოციქულთაგა გადმოცემებს, "მიიღეთ" - ისწავლეთ ზეპირად თუ წერილობითად.

ბ) მოციქულ პავლეს იესო ქრისტეს სახელით მოცემული ამ მცნებიდან გამომდინარეობს ის, რომ თუკი მორწმუნე ადამიანი არ აღიარებს და არ ღებულობს სამოციქულო გადმოდემას, სინამდვილეში იგი არ არის ქრისტიანი და არც ქრისტეს ეკლესიის წევრი.

გ) სამოციქულო გადმოცემის ქონა აღიარება არის სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი.

დ) "გადმოცემებისამებრ ჩვენგან რომ მიიღეთ" - ვინც არ აღიარებს სამოციქულო გადმოცემას და არ ცხოვრობს მის შესაბამისად იგი ამით ადასტურებს, რომ ის არ არის მოციქულთა მოწაფე და მემკვიდრე, ამიტომაც მას არ ააქვს, და არც იცის (და არც უნდა, რომ იცოდეს) ის თუ რა გადასცეს მოციქულებმა ეკლესიას.  

  • (Iკორინთელთა 11:2) "ამისათვის გაქებთ თქვენ, ძმანო, რომ ყველაფერში გახსოვართ და ინახავთ მოძღვრებებს, როგორც გადმოგეცით."

  • (IIტიმოთე 2:2) "რაც მოისმინე ჩემგან მრავალი მოწმის თანდასწრებით, გადაეცი სარწმუნო ადამიანებს, რომელთაც უნარი ექნებათ სხვების სწავლებისა."

  • (II ტიმოთე 1:13) "ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს რაც ჩემგან მოისმინე."

  • (I იოანე 2:24) "ამრიგად, რჩებოდეს თქვენში, რაც მოისმინეთ დასაბამიდან; და თუ დარჩებათქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ, თქვენც დარჩებით ძეში და მამაში."

  • (გამოცხადება 3:3) "გაიხსენე, როგორ მიიღე და მოისმინე, დაიცავი და მოინანიე."

  • (კოლასელთა 2:6,7) "როგორც მიიღეთ ქრისტე იესო უფალი, ასევე იარეთ მასში... განმტკიცებულებმა რწმენით, როგორც გისწავლიათ."

  • (რომაელთა 16:17) "მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ნასწავლი გაქვთ, და შეაქციეთ მათ ზურგი."

2) მოციქულთა ზეპირი გადმოცეცმა თანაბრ მნიშვნელოვანია წმიდა წერილისა, და წმიდა წერილის მსგავსად იწოდება ღვთის სიტყვად:

  • (I თესალონიკელთა 2:13) "განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენ, როცა მიიღეთ ჩვენგან მოსმენილი ღვთის სიტყვა მიიღეთ იგი არა როგორც, კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა, როგორც სინამდვილეშია."

  • (საქმე მოციქულთა 20:31) "ფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს." 

  • (II იოანე 1:12) "ბევრი რამ მაქვს თქვენთან მოსაწერი, მაგრამ არა მსურს ქაღალდითა და მელნით, რადგან ვიმედოვნებ თქვენთან მოსვლას და პირისპირ ლაპარაკს, რათა სრული იყოს ჩვენი სიხარული."

  • (III იოანე 1:13,14) "ბევრი რამ მქონდა შენთვის მოსაწერი, მაგრამ არა მსურს მელნითა და კალმით მოგწერო, ვიმედოვნებ, რომ მალე გნახავ, და პირისპირ ვილაპარაკებთ."

3) მოციქულთა ზეპირი გადმოცემა ეწოდება წმ. წერილში ჩაუწერელ მაგრამ  წმ. წერილთან (ე.ი ბიბლიასთან) ერთად ეკლესიაში დაცულ მოციქულთა  მიერ ზეპირად გადმოცემულ მოძღვრებას (ესაა: საღმრთო წერილის ახსნა-განმარტება, სარწმუნოებრივი სიმბოლო, საღმრთო ლიტურგია, საერთოდ ღმრთისმსახურების წესი და პირველი საუკუნეების საეკლესიო ისტორია):

  • (ფილიპელთა 4:9) "რაც ჩემგან ისწავლეთ, მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემგან, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან."

  • (საქმე მოციქულთა 20:31) "იფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს."

  • (II პეტრე 1:20,21) "ესეც იცოდეთ უპირველესად, რომ წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდენ მას."

  • (I კორინთელთა 11:23) "მე მივიღე უფლისაგან, რაც თქვენც გადმოგეცით, რომ უფალმა იესომ... აიღო პური მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: მიიღეთ, ჭამეთ..."

  • (Iკორინთელთა 11:34) "თუ ვინმეს შიოდეს, თავის სახლში ჭამოს, რათა მსჯავრდასადებად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს, როცა მოვალ, მაშინ მოვაგვარებ."

  • (საქმე მოციქულთა 1:2,3) "იმ დღემდე, ვიდრე ამაღლდებოდა, სულიწმიდით მოძღვრავდამოციქულებს, რომლებიც მან ამოირჩია, რომელთაც წარუდგა ცოცხლად თავისი ტანჯვის შემდეგ...ორმოც დღეს ეჩვენებოდა მათ და მოუთხრობდა ღვთის სასუფეველზე."

ტეგები: qwelly, ერესი, მეცნიერება, მსოფლიო_სექტები, მხილება, სექტები, სექტოლოგია

ნახვა: 265

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

შემოდგომაც სრულდება და სუსხიან ზამთარს ველით კოვიდ და პოლიტ სარბიელზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2020.
საათი: 11:16pm 0 კომენტარი

      გიორგობისთვე მიიწურა და მას გაჰყვა შემოდგომის მთელი ბედნიერებაც, ხვავ-ბარაქის დაგროვება მაინცდამაინც არ გამოვიდა წელს, მაგრამ შემოდგომა თავის ფერსა და სუსხს არ დაშურებია. ხვალიდან კარგად აცივდება და ზამთარს ვეღარაფერი შეაკავებს. ამასობაში მეათე მოწვევის პარლამენტი პირველი სხომისთვის ემზადება, ოპოზიცია კი პირველი პროტესტისთვის. კოვიდიც არსად აპირებს წასვლას - 135584 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 113986, გარდაცვლილი - 1267,…

გაგრძელება

ჯინჯერები, წითურები პორტრეტებში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 28, 2020.
საათი: 8:41pm 0 კომენტარი

      ფაქტი, რომ მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 1-2% იბადება წითელი თმით, ამ ადამიანებს განსაკუთრებულს ხდის. ზოგჯერ, ეს განსაკუთრებულობა დადებითად წაადგებათ ხოლმე, ზოგჯერ კი ჩაგვრისა და ბულინგის მსხვერპლნიც გამხდარან. ჩვენი დღევანდელი მასპინძელი ფოტოგრაფია. შესავლიდან გამომდინარე, აღარ გაგიკვირდებათ, თუ დავწერ, რომ წარმოშობით შოტლანდიელია, ანუ იმ ქვეყნიდან არის, სადაც წითური ადამიანები, შეიძლება ითქვას, უმავლესობაშიც არიან - ყველგან იპოვით ერთ წითურს…

გაგრძელება

დარდი პანდემიაზე, ეკონომიკაზე, კარტოგრაფებზე და მოახლოებულ წვიმებზეც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 27, 2020.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      მარხვის დაწყების წინ, პატრიარქმა მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა მისცა საჭიროების შემთხვევაში რძის პროდუქტების მიღებაზე კურთხევა გასცენ. ხვალიდან შეზრუდვების ამოქმედება იწყება, ამიტომ დღევანდელი პარასკევი, რომელსაც შავი პარასკევიც წამოეწია, დედაქალაქის სრული პარალიზების მიზეზი გახდა - ყველა საყიდლებს ეშურებოდა. მომავალი დღეები წვიმიანი იქნებაო, ამბობენ სინოპტიკოსები - 2 დეკემბრამდე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. კოვიდს რაც შეეხება - 123470 დადასტურებული,…

გაგრძელება

ირმის ნახტომი (ზღაპარი - ლეგენდა)

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 27, 2020.
საათი: 3:30pm 0 კომენტარი

      ცის თაღი იძროდა მისი ნაბიჯებიდან, ელვას აკვესებდა ჯიღა თვალებით, ფართოდ განტოტვილი რქებით კი თითქოს მთელ სამყაროს შესდგომოდა დედაბოძად.

      აზავერი მოდისო, დაურბენდა ეს ძახილი ცის ბინადრებს, ისინიც დიდის ამბით მოემზადებოდნენ მის დასახვედრად. ფარშევანგი მაშინვე კუდს გაშლიდა, რათა საზეიმო ელფერი მიეცა სასურველი სტუმრის მობრძანებისთვის. მგელიც უკუდგებოდა, ოღონდ აშკარად გამომწვევი ნაპერწკლები უხტოდნენ თვალებში. გველი განზე გასრიალდებოდა,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters