ჩახლართული დეტექტივების კითხვა თუ ყურება, სასიამოვნოა იმდენად, რამდენადაც ყველა მკითხველ-მაყურებელ-მსმენელი ცდილობს აჯობოს დეტექტივს და იქამდე დაასახელოს მკვლელი, ვიდრე ამას შერლოკი, მეგრე, პუარო, ნერო ვულფი ან სულაც კოლუმბო და ბოსტონ ბლეიქი გააკეთებდნენ. სწორედ ამიტომ გავაგრძელებ წინა პოსტის გამოძებას და ამჯერად შეკითხვა ასეთია:

ვინ არის მკვლელი?

პასუხები უნდა იყოს არგუმენტირებული! 

ტეგები: Qwelly, დეტექტივი, მკვლელობა, რა_სად_როდის, ფაქტები

ნახვა: 326

გამოხმაურებები!

შეიძლება მე დეტექტივის "სული" არ მაქვს ამიტომ არასდროს არ მიცდია გამოვიცნო ვინ იქნება ქილერი წინასწარ :D უფრო ჩახლართვის ლეველები მაინტერესებდა ვიდრე ქილერები :D

და თუ არ ვცდები ავტორიც ამას "აწვებოდა ან აწვება" და მის გონებას ხიბლავს ჩახლართვა, და მიწაზე "ეშვება" როცა ხელი ვინმეს უნდა შეაწმინდოს და დაამთავროს "გენიალური" ნაწარმოები :D :D 

სრულიად ვეთანხმები კომენტარს - უფრო მნიშვნელოვანი მოტივის და პროცესის დადგენაა, ვიდრე მკვლელის იდენტიფიცირება. დეტექტივშიც ხომ მთავარი კითხვაა, „როგორ?“ და არა „ვინ?“ )). 

მაგრამ ამ ფოტოსიუჟეტში, ჩანს უკვე - დანითაა მკვდარი. ახლა საინტერესოა, რომელმა ჩაიდინა ეს, რას ამბობს დედუქცია?  

ვფიქრობ მეორეა, მეოთხე ვერ იქნებოდა რადგან ერთ ადგილიანი მაგიდაა :D

როგორც ჩანს სწორი პასუხი გავეცი :D 

ნუ მეორეს გარდა ყველა ორადგილიანია, მაგრამ დანა მაგიდაზე ყველას უდევს მეორეს გარდა.

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ძვირი წამლები ვადის გარეშე, არჩევნები აფხაზეთში და შოთაძე გენპროკურორად

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 16, 2020.
საათი: 7:10pm 1 კომენტარი

      როდესაც NDI კვლევას აქვეყნებს, მაშინვე დღის მთავარი ამბავი სწორედ კვლევის შედეგები ხდება, კვლევის პროცესის, კითხვარის, შერჩევის და მთელი წინარე პროცესის გამოუკვლეველად. დღესაც ასე იყო - შედეგების განხილვას, მოწონება-დაწუნებას დაეთმო მთელი დღე. ასევე დღის მთავარი თემა იყო აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, შოთაძის სავარაუდო დაბრუნება პროკურატურაში - გენერალურ პროკურორად, ასევე სერგეენკოს მინისტრობისას მედიკამენტების ვადაგასულობის…

გაგრძელება

ადამიანის უფლებებზე მორიგი შენიშვნები, უსაქმური შენობა, სემეკის ტარიფოლოგია და გადამდგარი რუსეთი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 15, 2020.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

      ზამთარი კუდის ქნევას თავს არ ანებებს და ამ შუა ღამისას წვიმა-თოვლი წამოაყარა, ალბათ ნალექი იქნება, მაგრამ სითბო შენარჩუნდება - თოვლს არავინ ელის. ამას გარდა, ქვეყანაში მთავარი თემა, ამჯერად, მორიგი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა-რეკომენდაციებია - ადამიანის უფლებები. დღის მეორე თემა, პარლამენტარების თავშეყრის ქუთაისურ შენობას ეხებოდა, ასევე რუსეთის გადამდგარ მთავრობასა და სემეკის ტარიფებს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 15…

გაგრძელება

ცხოველების მეტრო - უცნაური მგზავრები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: იანვარი 12, 2020.
საათი: 10:47pm 4 კომენტარი

      მთლად ორუელის ცნობილი ნაწარმოების წარმოდგენა არ გამოუვიდა ავტორს, მაგრამ „ცხოველების მეტრო“ კი შექმნა. ჩვენი დღევანდელი ავტორი, სურეალისტური ნახატების შემოქმედი მეთიუ გრაბელსკი (Matthew Grabelsky) გახლავთ. მისი ცნობილი კოლექცია „მგზავრები“ ევროპის და ამერიკის არაერთ ცნობილ გალერეში გამოიფინა და დიდი წარმატებით დღემდე არ კარგავს აქტუალობას და ინტერესს. როგორც თავად ამბობს - სურეალისტური ნახატების შექმნა, ყოველდღურმა მგზავობამ…

გაგრძელება

მოლაპარაკებები აფხაზეთში, ომთანმყოფი აღმოსავლეთი და გაცეცხლებული კონტინენტი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 10, 2020.
საათი: 8:00pm 1 კომენტარი

      ახალი ათწლეულის მეორე სამუშაო კვირა მიიწურა და ქვეყანაში, დღის მთავარი თემა ოკუპირებული ტერიტორიების ბედ-იღბალია. ამჯერად, არა მათი შემოერთების ან დაბრუნების საკითხი, არამედ ტერიტორიებზე არსებული ე.წ. მთავრობების შიდა საქმეები (რომლებში ჩახედვის მცდელობაზეც კი უარს გვეუბნებიან). ცხადია ანაკლიის პროექტი აქტუალურ თემებში ბრუნდება და საზღვარგარეთიდან ცხელი ომისა და ცეცხლოვანი კუნძულ-კონტინენტის მოუშუშებელი პრობლემები…

გაგრძელება

Qwelly World

free counters