ინფორმაცია

Qwellynaria

Qwellynaria / ქველინარია

ჯგუფი გურმანებისთვის!

კულინარიული რეცეპტების გვერდი

საიტი: http://www.qwelly.com/group/qwellynaria
ადგილი: Qwelly
წევრები: 192
უკანასკნელი აქტიურობა: ნოე. 22

ფორუმი

ღანძილი

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, ნოე. 22. 2 გამოხმაურება

      ღანძილის კულინარიული ისტორია შუა საუკუნეებიდან იწყება ევროპის კონტინენტზე (განსაკუთრებით სამხრეთშია ბალკანეთის ნახ. კუნძულზე და მცირე აზიაში) და გაცილებით ძველია მისი რომაული სახელწოდება - ალიუმ ურსინუმ, რაც გარეულ ნიორად ითარგმნება. ნიორივით გემო აქვს, თუმცა შედარებით რბილი. ღანძილის მარინადი ნაბახუსევის ერთ-ერთი იშვიათი და ნაკლებ დაფასებული მკურნალია, ასევე შეუდარებლად გემრიელია ლობიოსთან და ასე პოპულარულ შემწვარ კარტოფილთან. ვისაც ნიორი უყვარს, მაგრამ მისი მკვეთრი არომატი აშინებს, ღაძილი ნამდვილად გაახარებს.შემადგენლობა:ღანძილი - 0.5 კგ,ქინძი - 50 გრ.ზეთი - 2 ს/კ.ძმარი და მარილი გემოვნებითმომზადება:      მნიშვნელოვანია, რომ შეარჩიოთ კარგი, ქორფა ღანძილი. შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ მეტი თეთრი ძირი-ფესვი ჰქონდა, ვიდრე ფოთლები, რადგან ღერები უფრო გემრიელი ხდება. გაარჩიეთ, გარეცხეთ ცივ წყალში და მოხარშეთ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში. როცა მოიხარშება, გადაწურეთ საწურზე და რამდენჯერმე გაავლეთ ცივი წყალი. შემდეგ კი გადაიტანეთ ჯამში და ცივ წყალში დატოვეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ, გაწურეთ და შეაზავეთ ახალი ქინძით, მარილით, ღვინი ძმრითა და ზეთით.გაგრძელება

ტეგები: კულინარია, რეცეპტი, Qwellynaria, სამარხვო, მცენარეული

ტარხუნის ღვეზელი

ავტორი Tamila Moshiashvili. ბოლოს გამოეხმაურა: jaba, ნოე. 5. 1 გამოხმაურება

      თქვენი გამკვირვებია გურმანებო, ტარხუნის ღვეზელის ტრადიციული კლასიკური რეცეპტი როგორ არ დადეთ? ყველა კერძის კომენტარებში, სულ ჩაქაფულზე საუბრობთ და ტარხუნის ღვეზელი რამ დაგავიწყათ? მწვანილთა დედოფალია ტარხუნა, მისი ღვეზელი კი საუკეთესოა თავის კატეგორიაში.შემადგენლობა:ბრინჯი - 200 გ.ტარხუნა - 2 კონაახალი ხახვიმარილი, შავი პილპილიპურის ფქვილი - 1-1,5 კგ.საფუარიმომზადება:შიგთავსი: ტარხუნა და მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით და სულ ოდნავ მოთუშეთ, არ დაუკარგოთ ტარხუნას გემო. გადაურიეთ წინასწარ მოხარშული ბრინჯში, დაუმატეთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.ცომი: 2 ჩაის კოვზი მარილი, 1,5 ჩაის კოვზი შაქარი, 1 სუფრის კოვზი საფუარი, 0,5 ჭიქა ზეთი აურიეთ ნახევარ ლიტრ თბილ წყალში, ჩააყარეთ პურის ფქვილი, მოზილეთ ფაფუკი ცომი და 1-2 საათი თბილ ადგილას დადგით.      ცომი მოაგუნდავეთ, გააბრტყელეთ, ჩაუდეთ ტარხუნის გული და გამოაცხვეთ.      გემრიელად მიირთვით!P.S. ფოტოზე ტარხუნის ღვეზელ დამატებული აქვს მოხარშული კვერცხიც, რომელი ვარიაციაც ძალიან პოპულარულია სწრაფი კვების ობიექტებში, თუმცა მის გარეშე ტარხუნის ღვეზელი ნამდვილი კლასიკაა.გაგრძელება

ტეგები: რეცეპტი, მწვანილი, ტარხუნა, ღვეზელი, Qwellynaria

პიცა - ქართველი შეფი

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, აგვ. 12. 1 გამოხმაურება

      ყველა შეფმზარეული აუცილებლად ეუფლება პიცის მომზადების ხელოვნებას. ერთი შეხედვით დიდი ვერაფერი კერძია, მაგრამ საკმარისია ცომი ცოტა რბილი გამოგივიდეს, ან ღუმელში 1 წუთით მეტ ხანს დააყოვნოთ, რომ პიცა შეუმდგარი იქნება. არსებობს შეფების პიცა, რომლის რეცეპტსაც გთავაზობთ ქვემოთ.შემადგენლობა:პიცის სოუსი - გემოვნებითსულგუნი - 100 გრ. (სასურველია აბაშის)ლორი - 150 გრ. (სასურველია ამბროლაურის)სიმინდის მარცვლები - 100 გრ.ქინძი – გასაფორმებლადცომისთვის:ფქვილი - 500 გრ.მარგარინი - 150 გრ.მაწონი - 250 მლ.სოდა - 1/2 ჩ.კ.მარილი - 1 მწიკვიპიცის სოუსისთვის:პომიდვრის სოუსი - 400 გრ.ტომატი - 170 გრ.დაფქული ორეგანო - 1 ს.კ.დაქუცმაცებული ნიორი - 1/2 ჩ.კ.დაფქული წიწაკა - 1 ჩ.კ.მომზადება:მოზილეთ ცომი: ხელით შეაზილეთ ერთმანეთს დარბილებული მარგარინი და ფქვილი. დაუმატეთ მაწონში გახსნილი სოდა და კარგად მოზილეთ (ცომი უნდა გამოვიდეს მაგარი).პიცის სოუსი: მოათავსეთ სოუსის ინგრედიენტები თასში და კარგად აურიოთ.გააბრტყელეთ ცომი წრის ფორმაზე, წაუსვით პიცის სოუსი და დააწყეთ ინგრედიენტები შემდეგი მიმდევრობით: სულგუნი, ლორი, სიმინდის მარცვლები. მოათავსეთ ღუმელში გამოსაცხობად.მზა პიცა გააფორმეთ წვრილად დაჭრილი ქინძით.გაგრძელება

ტეგები: ხორციელი, ყველიერი, ლორი, რეცეპტი, სულგუნი

ბროწეულის ტორტი

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, აგვ. 4. 4 გამოხმაურება

      ბროწეული მხოლოდ მწვადის გასაფორმებლად ანდა ცოცხალი წვენის მოსამზადებლად როდი გამოდგენა? ჰო - ატლას-ათასის ამბავიც მახსოვს. მაგრამ დღეს ბროწეულის უგემრიელესი და უჯანმრთელესი ტორტი უნდა შემოგთავაზოთ.შემადგენლობა: ბისკვიტისთვის:კვერცხი - 10 ცალიშაქარი - 10 ს.კ.ფქვილი - 12 ს.კ.კრემისთვის:რძე - 500 მლ.შაქარი - 200 გრ.ფქვილი - 40 გრ.კვერცხის გული - 4 ცალივანილი - 1 შეკვრაკარაქი - 100 გრ.სიროფისთვის:ბროწეულის წვენი - 1 ლ.შაქარი - 1 ჭიქაბროწეული – გასაფორმებლადმომზადება:ბისკვიტი: მოათავსეთ თასში კვერცხის ცილა და ათქვიფეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი და ვთქვიფეთ სანამ არ მიიღებთ მყარ მასას. შემდეგ დაუმატეთ კვერცხის გული, ათქვიფეთ, ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი, მოათავსეთ საცხობ ფორმაში და გამოაცხეთ.ბროწეულის სიროფის მომზადება: მოათავსეთ თასში 500 მლ. ბროწეულის წვენი, დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე შესქელებამდე (თან განუწყვეტლივ ურიეთ).კრემი: გააკეთეთ გოგლი-მოგლი კვერცხის გულით და შაქრით, დაუმატეთ ვანილი, რძე, ფქვილი, კარგად აურიეთ და დადგით ნელ-ცეცხლზე მომზადებამდე (თან განუწყვეტლივ ურიეთ). დარბილებული კარაქი ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ მოხარშული კრემი (ცივი), ბროწეულის სიროფი და თქვიფეთ 10-15 წუთი.ბისკვიტი გაჭერით ოთხ ტოლ ნაწილად და ფენები დანამეთ ბროწეულის წვენით.წაუსვით პირველ ფენას კრემი, დაადეთ მეორე ფენა, ისევ წაუსვით კრემი, დაადეთ მესამე ფენა და ასე დასრულებამდე. ტორტი გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით.გაგრძელება

ტეგები: ტკბილეული, ტორტი, რეცეპტი, ბროწეული, დესერტი

პიცა ცხელი ძაღლი იგივე ჰოთ-დოგი

ავტორი ლაშა, ივლ. 19. 0 გამოხმაურება

      წინასწარი განწყობა რომ უარყოფითი არ იყოს, შესავალშივე გეტყვით - ფორმა სახელის შესაბამისი არ აქვს - ორ ფუნთუშას შორის მოქცეული პიცა არ არის, ნამდვილი პიცაა განსხვავებული იგრედიენტებით.შემადგენლობა:სოსისი „ივერია“ – 300 გრ.ყველი - 200 გრ.პომიდორი - 2 ცალიხახვი - 1 თავიმდოგვი - გემოვნებითცომისთვის:ფქვილი - 350 გრ.საფუარი - 2 ჩ.კ.წყალი - 200 მლ.ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ.მარილი - 1 მწიკვიშაქარი - 1 მწიკვიპიცის სოუსისთვის:პომიდვრის სოუსი - 400 გრ.ტომატი - 170 გრ.დაფქული ორეგანო - 1 ს.კ.დაქუცმაცებული ნიორი - ნახევარი ჩ.კ.დაფქული წიწაკა - 1 ჩ.კ.მომზადება:      გაცერით ფქვილი, დაამატეთ საფუარი, მარილი და შაქარი. დაასხით წყალი, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კარგად მოზილეთ. მოათავსეთ ცომი ჯამში, გადააფარეთ თბილი ქსოვილი და დატოვეთ 1 საათით. როცა ცომი ამოვა, კიდევ ერთხელ კარგად ჩაზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში.      პიცის სოუსის მომზადება უმარტივესია. უბრალოდ აიღეთ და სოუსის ინგრედიენტები მოათავსეთ თასში და კარგად აურიეთ.      გააბრტყელეთ ცომი წრის ფორმაზე, გვერდებზე შემოუწყეთ სოსისი წრეწირზე და გადაახვიეთ ცომში. შუაგულში წაუსვით პიცის სოუსი, მოაყარეთ ყველი (უხდება ჩედარი), რგოლებად დაჭრილი სოსისი, პომიდორი, ხახვი, მოასხით მდოგვი და მოათავსეთ ღუმელში გამოსაცხობად.გაგრძელება

ტეგები: Qwellynaria, რეცეპტი, ხორციელი, სოსისი, პიცა

ჭინჭრის ხინკალი

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: თამარი, ივლ. 5. 1 გამოხმაურება

      მართალია ფოტოზე ისევე მადისაღმძვრელად გამოიყურება, როგორც ქალაქური ანდა მთიულური ვარიანტი, მაგრამ როგორც დამგემოვნებლები იტყვიან, ხინკალი უნდა იყოს ხორცისო! არ გეგონოთ, ბოლო რეცეპტების კვალობაზე, ვეგეტარიანელობას ვქადაგებდე, მაგრამ დღეს ხინკლის ერთ-ერთი პოპულარული ვერსია უნდა შემოგთავაზოთ - ჭინჭრის შეჭამანდების ქება კი ძველთაგან ისედაც ყველას კარგად გვსმენია.შემადგენლობაცომისთვის:პურის ფქვილი - 1 კგ.მარილი - ნახევარი ჩ.კ.კვერცხი - 1 ცალიშიგთავსი:ჭინჭარი - 500 გრ.ხახვი - 2 თავიქინძი - 1 კონაკამა - 2 ძირიგატარებული ნიგოზი - 1 ჩ.ჭ.ნიორი - 2 კბილიმარილი და პილპილი - გემოვნებითმომზადების წესი:      მოამზადეთ ჭინჭრის გულსართი - კარგად გარეცხილი, გასუფთავებული და გადარჩეული ჭინჭარი მოხარშეთ და შეკაზმეთ შიგთავსის ყველა იგრენდიენტით.      ხინკლის მაგარი ცომი - თასში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ წყალი (ნელ-თბილი), კვერცხი, მარილი, მოზილეთ მაგარი ცომი და გაყავით 2-3 ნაწილად. ერთი გუნდა გააბრტყელეთ 0.5 სმ სისქის წრედ და ამოჭერით მრგვალი ფორმები ხინკლის ცომის ამოსაჭრელით.      ამოჭრილი ცომი გააბრტყელოთ, შუაში ჩადეთ 1 სუფრის კოვზი ჭინჭრის გულსართი და შემოვუკეცეთ ნაპირები.      ამის შემდეგ, მოხარშეთ ხინკალი სტანდარტულად - აადუღეთ წყალი, დაუმატეთ 1 ს.კ. მარილი, სათითაოდ ჩაყარეთ ხინკალი და ადუღეთ 5-6 წუთი. ხარშვის დროს ქვაბი შეანჯღრიეთ, რათა არ მიიკრას ხინკალი. 5-10 წუთი ხარშვის შემდეგ ხინკალი ამოიღეთ ლანგარზე. მიირთვით ცხელი.გაგრძელება

ტეგები: რეცეპტი, ჭინჭარი, ვეგეტარიანული, ხინკალი, Qwellynaria

კომენტარების დაფა

თათია: ივლისი 15, 2013||4:17pm

აუ რა გემრიელობაააა :))) ჩვენც რომ დავდოთ პოსტები ხომ შეიძლება ? :* :)

თა _ მო: ივლისი 15, 2013||8:51pm

dzalian sachiro ramea es jgufiii :D gamomadgeba ::))))

ino: ივლისი 17, 2013||2:19am

მცდელობა მქონდა არა1ხელ.. ბულკი გამეკეთებინა )) სულ პეჩენია გამომდის...)))

გოგონა ყვავილის სახელით: სექტემბერი 24, 2013||2:02pm

ვაა, ეს რა კარგი ჯგუფია ! გამიხარდა )) 

მარი: ნოემბერი 8, 2013||10:38pm

სწორედ საჩემოო და გემრიელი ჯგუფიი :d :D <3

salome: ნოემბერი 17, 2013||2:16am

ჯგუფი ნამდვილად კაია და არაფერი დაეწუნება, გემოც კაი აქ ^_^
მაგრამ მე ერთ რამეს ვაპროტესტებ!!! სულ გოგოების პოსტები რომაა, ბიჭები რატომ არ აქტიურობენ? :D ნუ რამდენიმე საცოდავ მცდელობას თუ არ ჩავთლით:D 

salome: ნოემბერი 17, 2013||2:39am

ჰაჰ სულ თევზებიიიი )))) სამწუხაროდ რც თევზებთან დაკავშიებით მიყვარს ეს არის თევზაობა (გაშვების პერსპექტივით) =)))

Kakha: ნოემბერი 17, 2013||2:44am

დრო იყო, რომ მეც ვიყავი მეთევზე! (ლოპოტას ტბაზე თუ რაიმე ხმა იყო ეს ჩემი დინამიტების ხმა იყო) :D მართალია ასე თევზაობა არის აკრძალული მაგრამ აბა ანკესით თეოვზაობა რაღა უბედურებააა,საათობით ელოდო როდის იპოვი სამი საუკუნის ჩექმას :D:D

salome: ნოემბერი 17, 2013||2:51am

ვაიმეე რა სისასტიკეა :( :( მაგას აქვს მუღამი, საათი რო ელოდები და ბოლოსდაბოლოს რო წამოეგება ანკესზე  ;) :D
მოთმინების უნარი კაი რამეა ისე ^_^ :D

Kakha: დეკემბერი 16, 2013||10:42pm

Giorgi Chekurishvili  სხვა არაფერი არ გაფიქრდება ჰო? ქველინარიას უნდა გადახედო თორე ლობიანის და კარტოფილის მეტი არაფერი არ გახსენდება :D :D  

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwellynaria_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (192)

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Each of the NBA gaming fans have been excited for the launch

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2020.
საათი: 5:44am 0 კომენტარი



Each of the NBA gaming fans have been excited for the launch of the next generation of NBA 2k series. The makers had the pre-order of the game had begun on …

გაგრძელება

Graphic Tee Shirts: What You Need to Understand

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2020.
საათი: 4:38am 0 კომენტარი





Graphic t shirts come with that intricate and unique graphic design popular among teenagers and young older people nowadays. This kind of t shirt usually has screens imprinted at the front side part but there are also other t-shirts which have designs located at the side, at the back or maybe at the masturbator sleeves. Graphic t t shirts have been keeping in the fashion industry for years however they were extremely famous throughout the past due 1990s and early 2000 as more and…

გაგრძელება

ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდება!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2020.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ზამთრის სუსხში გაზის ფასი გაეზრდა იურიდიულ პირებს, გარდა პურის მწარმოებლებისა. სავალალო ანონსია. პური არ გაძვირდება აპრილამდე და მერე ვნახოთო. ოპოზიციამ, ვადამდელი არჩევნებია ჩვენი ერთადერთი სასაუბრო თემაო და მეორე მხრივ, პოლიტიკოსების სასამართლო საქმეებს აპროტესტებენ. ვაქცინას ველოდებით ორ-სამ კვირაში, იქამდე კი ვითვლით კოვიდიანებს - 143376 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 121621, გარდაცვლილი - 1342, კარანტინში - 1980. რაც შეეხება…

გაგრძელება

სასესხო დოკუმენტები - შესაძლებლობები და პრობლემები

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2020.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

When Notary Signing Agents go to the signing table, they bring countless pages of documents, and borrowers often have questions about them. But there is fine line between what an NSA can and cannot say, and Servicenummer often gets phone calls asking relating to this.

Whilst you may explain loan documents, you are never permitted to make clear how loan documents will affect borrowers. Yet how can you define "explain, " and how do you know when you have crossed the line?

Why…

გაგრძელება

Qwelly World

free counters