ინფორმაცია

Qwellynaria

Qwellynaria / ქველინარია

ჯგუფი გურმანებისთვის!

კულინარიული რეცეპტების გვერდი

საიტი: http://www.qwelly.com/group/qwellynaria
ადგილი: Qwelly
წევრები: 191
უკანასკნელი აქტიურობა: თებერვალი 11

ფორუმი

მახალტო ანუ ლობიო აჭარულად, ისვრიმის წვენში

ავტორი ლაშა, იანვარი 23, 2022. 0 გამოხმაურება

      მართალია ფესვები შორეულ ამერიკაში აქვს, ოკეანის გადაღმა, მაგრამ მას შემდეგ რა საქართვლოში შემოვიდა და ქართულ კულტურაში დამკვიდრდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხშირად მომზადებული პროდუქტია. რეგიონებმაც კი საკუთარი ხელი დაატყვეს და გაამდიდრეს. ამჯერად აჭარიდან მოწოდებული რეცეპტი უნდა წარმოგიდგინოთ.შემადგენლობა:ლობიო - 1 კგნიგოზი - 100-150 გნიორი - 2-3 კბილიქინძი - 50 გისრიმის წვენი გემოვნებითწიწაკა და მარილი გემოვნებითმომზადება:      ჭყინტი, მწვანე ლობიო გადაარჩიეთ, მოაცილეთ თავი და ბოლო, დატეხეთ, გარეცხეთ, ჩაყარეთ მდუღარე წყალში და მოხარშეთ. შემდეგ გადავწურეთ, მაგრამ თავად ლობიო არ გაწუროთ ხელით.      ხორცსაკეპში გაატარეთ ნიგოზი, ნიორი, ახალი ქინძი, შეურიეთ ისრიმის (უმწიფარი ყურძნის) წვენი, წიწაკა და მარილი. გამზადებული საკაზმი დაამატეთ ლობიოს და ხის კოვზით კარგად ჩაჭყლიტეთ.გაგრძელება

ტეგები: მალხატო, სამარხო, ლობიო, კერძე, აჭარული

პიცა ჰარმონია

ავტორი ლაშა, იანვარი 1, 2022. 0 გამოხმაურება

      გადატვირთული საახალწლო დღეები შემდეგ, რამე მსუბუქი და სასიამოვნო აუცილებლად მოგინდებათ. თხელ-თხელ ცომზე, მსუბუქად მოლაგებული ბოსტნეული ამის გარანტია. სახელწოდების არ იყოს, ნამდვილად ჰარმონიულად დაამშვენებს თქვენს ნაახალწლევ განწყობას.შემადგენლობა:პიცის სოუსი - გემოვნებით მაიონეზი – 200 გრ.სოკო - 200 გრ.პომიდორი - 2 ცალიმწვანე ბულგარული წიწაკა - 1 ცალიზეთისხილი - 50 გრ.მდოგვი - გემოვნებითცომისთვის:ფქვილი - 350 გრ.საფუარი - 2 ჩ.კ.წყალი - 200 მლ.ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ.მარილი - 1 მწიკვიშაქარი - 1 მწიკვიპიცის სოუსისთვის:პომიდვრის სოუსი - 400 გრ.ტომატი - 170 გრ.დაფქული ორეგანო - 1 ს.კ.დაქუცმაცებული ნიორი - 1/2 ჩ.კ.დაფქული წიწაკა - 1 ჩ.კ.მომზადება:      ფქვილი გაცერით, დაამატეთ საფუარი, მარილი და შაქარი. ჩაასხით წყალი, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კარგად მოზილეთ. მოათავსეთ ცომი ჯამში, გადააფარეთ თბილი ქსოვილი და დატოვეთ 1 საათით. როცა ცომი ამოვა, კიდევ ერთხელ კარგად მოზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში.      მოამზადეთ პიცის სოუსი: მოათავსეთ სოუსის ინგრედიენტები თასში და კარგად აურიეთ.      გააბრტყელეთ ცომი წრის ფორმაზე, წაუსვით პიცის სოუსი, მაიონეზი, დააწყეთ სოკო, კუბებად დაჭრილი პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ზეთისხილი, მოასხით მდოგვი და მოათავსეთ ღუმელში გამოსაცხობად.გაგრძელება

ტეგები: რეცეპტი, პიცა, ხორციელი, ბოსტნეული, Qwellynaria

ბოზბაში

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ოქტომბერი 18, 2021. 1 გამოხმაურება

      წლების წინ, როდესაც ქველინარიამ ერთპიროვნულად დაუჯერა კნეინა დარეჯანს და ჩიხირთმა დაასახელა გამარჯვებულ კერძად საუკუნოვან ჭიდილში. არავინ დაეკითხა ბოზბაშის მოყვარულ ლუარსაბს. თანასწოროპის პრინციპიდან გაომდინარე, გთავაზობთ, ჭეშმარიტად ბოზბაჟური გემოთებით სავსე რეცეპტს:შემადგენლობა:ბატკნის ხორცი - 500 გრ.ცხვრის დუმა - 50 გრ.ბრინჯი - 1 ს.კ.ხახვი - 2 თავიქინძი - 1 კონაოხრახუში - ნახევარი კონამარილი და პილპილი - გემოვნებითმომზადება:      ბატკნის ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით მოსახარშად.      დუღილის დროს ბულიონი მოვაფეთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაკეპილი დუმა, დანაყილი ბრინჯი და ადუღეთ ხორცის მოხარშვამდე.      მიღებულ მასას დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, წვრილად დაჭრილი მწვანილი, კარგად მოურიეთ და გააჩერეთ ცეცხლზე 5 წუთით.      P.S. ამბობენ, რომ ტრადიციული, აზერბაიჯანული ბოზბაში თეთრი ბარდით და კარტოფილით მზადდება, ამიტომ ვიდრე ბოლომდე მოიხარშება, კარტოფილს და მოხარშულ ბარდას უმატებენ, ზოგჯერ ტომატსაც.გაგრძელება

ტეგები: ბატკანი, Qwellynaria, რეცეპტი, ხორციელი, წვნიანი

პიცა „ბელისიმო“

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, სექტემბერი 9, 2021. 1 გამოხმაურება

      ფრანგული საუზმე თუ კრუასანით ნაყრდება, იტალიური საუზმე პიცით იწყება. ქართველები, რომლებსაც იტალია უყვართ და ეთანაკულტურზიარებიან, პიცის დიდი სიყვარულით გამოირჩევიან. ბელისსიმო ერთ-ერთი ხშირად გადაკეთებადი პიცაა თანამედროვე სამყაროში, მაგრამ აქტუალობას და პატივისცემას არ კარგავს.შემადგენლობა:პიცის სოუსი - გემოვნებითღორის ხორცი – 300 გრ.მაიონეზი - 200 გრ.ხახვი - 1 თავიმწვანე ბულგარული წიწაკა - 1 ცალიჩილი - 1 ცალიზეთისხილი - 50 გრ.წითელი ღვინო - 50 გრ.ცომისთვის:ფქვილი - 350 გრ.საფუარი - 2 ჩ.კ.წყალი - 200 მლ.ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ.მარილი - 1 მწიკვიშაქარი - 1 მწიკვიპიცის სოუსისთვის:პომიდვრის სოუსი - 400 გრ.ტომატი - 170 გრ.დაფქული ორეგანო - 1 ს.კ.დაქუცმაცებული ნიორი - 1/2 ჩ.კ.დაფქული წიწაკა - 1 ჩ.კ.მომზადება:      გაცერით ფქვილი, დაამატეთ საფუარი, მარილი და შაქარი. ჩაასხით წყალი, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კარგად მოზილეთ. ცომი მოათავსეთ ჯამში, გადააფარეთ თბილი ქსოვილი და დადგით. დაელოდეთ 1 საათი. როცა ცომი ამოვა, კიდევ ერთხელ კარგად მოზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში.      პიცის სოუსის მარტივი მომზადება: მოათავსეთ სოუსის ინგრედიენტები თასში და კარგად აურიეთ, ყველა ერთად..      წვრილად დაჭრილი ღორის ხორცი მობრაწეთ ტაფაზე, მოაყარეთ მარილი, დაასხით ღვინო და იქამდე შუშეთ, სანამ არ დაშრება ღვინო.      გააბრტყელეთ ცომი წრის ფორმაზე, წაუსვით პიცის სოუსი, მოაყარეთ მომზადებული ხორცი, მოასხით მაიონეზი და მოათავსეთ ღუმელში გამოსაცხობად. მზა პიცა გააფორმოთ რგოლებად დაჭრილი ხახვით, ბულგარული წიწაკით, ჩილით და ზეთისხილით. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ მდოგვი.გაგრძელება

ტეგები: რეცეპტი, პიცა, ხორციელი, ბოსტნეული, Qwellynaria

პიცა ჰავაი

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ივნ. 6, 2021. 5 გამოხმაურება

      ჩანს ცხელი ზაფხული იქნება. თუ ფრენებმა ხელი შეგვიწყო იქნებ ჰავაიზეც ამოვყოთ თავი?! იქ ჩასულებს კი ადგილობრივი პიცა რომ არ გაგვიკვირდეს, ჯობს, წასვლამდე თბილისშივე დააგემოვნოთ ქველინარიის სუპერჰავაური რეცეპტით.შემადგენლობა:ყველი – 300 გრ.ძეხვი - 200 გრ.ანანასი - 1 ცალიმწვანე ბულგარული წიწაკა - 1 ცალიცომისთვის:ფქვილი - 350 გრ.საფუარი - 2 ჩ.კ.წყალი - 200 მლ.ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ.მარილი - 1 მწიკვიშაქარი - 1 მწიკვიმომზადება:      გაცერით ფქვილი, დაამატეთ საფუარი, შაქარი და მარილი. ჩაასხით წყალი, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კარგად მოზილეთ. მოათავსეთ ცომი ჯამში, გადააფარეთ თბილი ქსოვილი და დატოვეთ 1 საათით. როდესაც ცომი ამოვა, კიდევ ერთხელ კარგად მოზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში.      გააბრტყელეთ ცომი წრის ფორმაზე, მოაყარეთ ყველი, დააწყეთ კუბებად დაჭრილი ანანასი, ძეხვი, სიგრძეზე დაჭრილი ბულგარული წიწაკა და მოათავსეთ ღუმელში გამოსაცხობად.გაგრძელება

ტეგები: ხორციელი, ანანასი, ძეხვი, რეცეპტი, პიცა

ღანძილი

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, ნოე. 22, 2020. 2 გამოხმაურება

      ღანძილის კულინარიული ისტორია შუა საუკუნეებიდან იწყება ევროპის კონტინენტზე (განსაკუთრებით სამხრეთშია ბალკანეთის ნახ. კუნძულზე და მცირე აზიაში) და გაცილებით ძველია მისი რომაული სახელწოდება - ალიუმ ურსინუმ, რაც გარეულ ნიორად ითარგმნება. ნიორივით გემო აქვს, თუმცა შედარებით რბილი. ღანძილის მარინადი ნაბახუსევის ერთ-ერთი იშვიათი და ნაკლებ დაფასებული მკურნალია, ასევე შეუდარებლად გემრიელია ლობიოსთან და ასე პოპულარულ შემწვარ კარტოფილთან. ვისაც ნიორი უყვარს, მაგრამ მისი მკვეთრი არომატი აშინებს, ღაძილი ნამდვილად გაახარებს.შემადგენლობა:ღანძილი - 0.5 კგ,ქინძი - 50 გრ.ზეთი - 2 ს/კ.ძმარი და მარილი გემოვნებითმომზადება:      მნიშვნელოვანია, რომ შეარჩიოთ კარგი, ქორფა ღანძილი. შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ მეტი თეთრი ძირი-ფესვი ჰქონდა, ვიდრე ფოთლები, რადგან ღერები უფრო გემრიელი ხდება. გაარჩიეთ, გარეცხეთ ცივ წყალში და მოხარშეთ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში. როცა მოიხარშება, გადაწურეთ საწურზე და რამდენჯერმე გაავლეთ ცივი წყალი. შემდეგ კი გადაიტანეთ ჯამში და ცივ წყალში დატოვეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ, გაწურეთ და შეაზავეთ ახალი ქინძით, მარილით, ღვინი ძმრითა და ზეთით.გაგრძელება

ტეგები: კულინარია, რეცეპტი, Qwellynaria, სამარხვო, მცენარეული

კომენტარების დაფა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwellynaria_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (189)

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters