გსურთ მიირთვათ საკუთარი ხელით დამზადებული უგემრიელესი ხინკალი?! ისეთი, რომელსაც ვერცერთ სახინკლეში ვერ მოგართმევენ. Qwellynaria დაგემხმარებათ ამაში!

qwellynaria | receptebi | qvelinaria | kvelinaria | xinklis momzadeba | qwellynaria eceptebi | ქველინარია | ხინკალი | კულინარია | რეცეპტები | ხინკლის მომზადება | ქველინარია სამზარეულო

შემადგენლობა (30 ცალზე) :

  1. ღორისა და საქონლის ფარში – 500 გ
  2. პურის ფქვილი – 600 გ
  3. წყალი – საჭიროების მიხედვით
  4. ხახვი – 3 ცალი
  5. შავი პიმპილი,მარილი,ძირა ან კვლიავი – გემოვნებით

საჭირო ჭურჭელი:

  1. თასი
  2. ცომის საგლინველა
  3. სამზარეულოს დაფა
  4. დანა
  5. კოვზი
  6. მოზრდილი თავსახურიანი ქვაბი
  7. ლანგარი
  8. ქაფქირი
  9. მოზრდილი თეფში

მომზადება:

  • ხორცის ფარშს ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი და სანელებლები შურიეთ. ფარშს იმდენი წყალი დაასხით, რომ წვენი ოდნავ მოიყენოს.
  • თასში ჩაყარეთ ფქვილი. ნელ-ნელა დაასხით თბილი წყალი და მაგარი, ელასტიკური ცომი მოზილეთ.
  • თასს ჩაის ტილო გადააფარეთ და 30 წუთის შემდეგ ცომი კიდევ ერთხელ გადაზილეთ.
  • ქვაბი ცეცხლზე დადგით, წყალი ჩაასხით 2/3-ზე მდა როცა ადუღდება, მარილი დაუმატეთ.
  • ცომი გააბრტყელეთ 1,5 სმ სისქეზე და 7 სმ დიამეტრის პირის ჭიქით ამოჭერით.
  • ცომის თითოეული გუნდა გააბრტყელეთ ისე, რომ შუაგული უფრო სქელი იყოს, გვერდები კი თხელი.
  • თითოეული ცომის ფენაზე 1 სადილის კოვზი ხორცის ფარში მოათავსეთ.

მოხვევა:

  • ცომს ხელი კიდეში მოჰკიდეთ და მოხვევა დაიწყეთ ისე, რომ თანაბარი ნაოჭები გაუკეთოთ.
  • ხინკალს თავი კარგად მოუკარით და ზედმეტი ცომი მოაცილეთ.
  • მოხვეული ხინკლები ფქვილმოყრილ ლანგარზე ან სამზარეულოს დაფაზე მოათავსეთ.

qwellynaria | receptebi | qvelinaria | kvelinaria | xinklis momzadeba | qwellynaria eceptebi | ქველინარია | ხინკალი | კულინარია | რეცეპტები | ხინკლის მომზადება | ქველინარია სამზარეულო

მოხარშვა:

  • ხინკლები ადუღებულ მარილიან წყალში ჩაყარეთ და ფრთხილად ამოურიეთ. სახურავი დაახურეთ და როდესაც ადუღდება, კიდევ ერთხელ ამოურიეთ.
  • 2-3 ჯერ წამოდუღების შემდეგ, როცა ხინკალი კარგად დაიბერება, განიერ თეფშზე ამოალაგეთ და სურვილისამებრ მოაყარეთ შავი პილპილი.

qwellynaria | receptebi | qvelinaria | kvelinaria | xinklis momzadeba | qwellynaria eceptebi | ქველინარია | ხინკალი | კულინარია | რეცეპტები | ხინკლის მომზადება | ქველინარია სამზარეულო

ქველინარია: გემრიელად მიირთვით!

ტეგები: Qwellynaria, recipe, რეცეპტი, ქართული, ქველინარია, ხინკალი, ხორციელი

ნახვა: 1723

გამოხმაურებები!

თათია უბრალოდ ჩვენი ტრადიციებით ვამაყობ :D

თათია_მ თქვა:

მაგით რისი თქმა გინდა? :P 

Kakha_მ თქვა:

მომზადების ფოტო როგორი მომხიბვლელია:DD

ნაოჭების რაოდენობა პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, შეიძლება 7-8 იყოს :DD

mariam kubaneishvili_მ თქვა:

ეს რამდენ ნაოჭიანი ხინკლის რეცეპტია? :D

ხინკლის მოხვევა ცალკე სპეციალობაა, გერმანიაში სპეციალური პროფესიული კურსებია ხინკლი მომხვევზე 

ოხშივარიც კი ვიგრძენი, მაგრამ არ მინდა ასე დამემართოს - http://www.qwelly.com/video/kuwi

საკუთარი ხელით დამზადებულის მირთმევა ნამდვილად მინდა :D

ეგ მართლაც უკეთესია, როგორც გინდა ისე შეკაზმავ. ))

კახა

საკუთარი ხელით დამზადებულის მირთმევა ნამდვილად მინდა :D

როგორი მონატრება სცოდნია! 

დილიდან რომ ასეთ გემრიელობები შეგხვდება :დდ  თან ნახავ განა მიირთმევ ://

მაიკო ფაშიზმია, ნამდვილად )) 

მაიკო:

დილიდან რომ ასეთ გემრიელობები შეგხვდება :დდ  თან ნახავ განა მიირთმევ ://

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 1 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

გველის ტყავი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 9, 2019.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters