Stollen - გერმანული საშობაო ნამცხვარი

მსოფლიო კულინარიაში Stollen პუდრმოყრილ ხილის ნამცხვარს ჰქვია და მას საკმაოდ დიდი ისტორიაც გააჩნია... როგორც საშობაო ნამცხვარი კი პირველად 1545 წელს მოამზადეს გერმანიაში...

თავდაპირველად მას ძალზე მწირი შემადგენლობა ჰქონდა და მხოლოდ ფქვილით, შვრიითა და წყლით ამზადებდნენ...

დროთა განმავლობაში კი ეს სიაც გაიზარდა და საბოლოოდ უგემრიელესი ნამცხვარი მივიღეთ მრავალფეროვანი ინგრედიენტებით...

შემადგენლობა:

  1. 2 დიდი კვერცხი
  2. მწიკვი მარილი
  3. 200 გ. შაქარი
  4. 1 პაკეტი ვანილის შაქარი
  5. 250 გ. ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი
  6. 250 გ. უცხიმო ხაჭო
  7. 50 გ. კურაგა
  8. 50 გ. ქიშმიში
  9. 100 გ. თხილი 
  10. 100 გ. ნიგოზი 
  11. 50 გ. ნუში 
  12. 500 გ. ფქვილი 
  13. 1 პაკეტი გამაფხვიერებელი ფხვნილი 
  14. 100 გ. შაქრის პუდრა
  15. 25 გ. დათლილი ფასტუღის თხილი (ფისტაშკა) 
  16. საცხობი ქაღალდი 
  17. ტყვიის ქაღალდი (ფოლგა)

 

მომზადება:

  • კვერცხი, მარილი, შაქარი და ვანილის შაქარი კარგად გათქვიფეთ, დაუმატეთ 125გ. კარაქი და ხაჭო, ასევე თხილი, კაკალი, ნუში.
  • ცალკე ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი ფხვნილი და დაამატეთ მომზადებულ მასას.
  • სწრაფად მოზილეთ ცომი, ჩადეთ ფორმაში და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში, აცხვეთ საშუალოზე დაბალ ტემპერატურაზე.
  • როდესაც გამოცხვება, ზემოდან მოასხით 125გ. კარაქი და მოაყარეთ ბლომად შაქრის პუდრა.
  • გაგრილებული ნამცხვარი შეახვიეთ ტყვიის ქაღალდში და მხოლოდ 2-3 დღის შემდეგ გახსენით, მოაყარეთ დაფქული ფასტუღის თხილი და მიირთვით.

ტეგები: cake, qwelly, qwellynaria, recipe, stollen, გერმანული, ნამცხვარი, რეცეპტი, ტკბილეული

ნახვა: 510

გამოხმაურებები!

რა კარგი რამე ჩანს :))) მაგრამ ეს 2-3 დღე რა უბედურებაა :'( :(( ამდენი ხანი რა მომათმენინებს :(( :D :D :D

მოთმინებითა შენითაა ;დდ დავაგემოვნებდი დიდი სიამოვნებით )))

აუჰ, ახლა დიდი სიამოვნებით მივირთმევდი ყავასთან ერთად :( 

კარგი იქნებოდაა ;ხ ჩაიზეც წავა :D

საჩემოა :D თან მოკლე სიაა შემადგენლობის :)

ესეც მერსედესია, რამხელა აწყობას საჭიროებს :D 

მერსედესი საუკუნეებს უძლებს, შტოლენი კი რამდენიმე წამს მხოლოდ :DD

ლაშა_მ თქვა:

ესეც მერსედესია, რამხელა აწყობას საჭიროებს :D 

რა გემრიელობაა ♥♥

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სწავლის დასაწყისი და განათლების ეროვნულობა, პატრიოტიზმი „ანტირუსული“ ძახილით

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2019.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

      სექტემბერის მთელი ხიბლი სწორედ დღევანდელ დღეს გადმოიღვარა - სწავლა დაიწყო და ათეთრებული, აბავშვებული, ამხიარულებული და გაოცებული ქალაქი მშვენიერი სანახავი იყო. დღის ამბავიც სწორედ, განათლების და…

გაგრძელება

ველური ბუნების ფოტოისტორია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 15, 2019.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

      უკვე 5 წელია, რაც ბუნების ისტორიის მუზეუმი, ლონდონში, ყოველწლიურად მართავს „წლის ველური ბუნების ფოტოგრაფიის“ კონკურსს. კონკურსისთვის, მთელი მსოფლიოდან იგზავნება ფოტოები - 100 ქვეყნის, 50 000…

გაგრძელება

ხაზარაძის 12 მეგობარი, სამართლის მცოდნე მოსამართლეები, სპიკერი კონფერენციაზე და მოჩხუბარი დეპუტატი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 12, 2019.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

      დღეეები უფრო საინტერესოდ ვითარდება პოლიტიკურ სარბიელზე, ვიდრე ამას ჩვეულნი ვართ ახალზაფხულგამოვლილზე. ცხადია, დასვენებულები უფრო აქტიურებიც არიან, მაგრამ ... ერთი სიტყვით, ხაზარაძემ ლელოს გატანა…

გაგრძელება

მზის  დაბადება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 11, 2019.
საათი: 2:00pm 1 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ტბორში ვიბანავე, მზეს ვეფიცხებოდი. რა საამურია მზის სხივები, მათბობენ, მეალერსებიან, მზე მათ უხვად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters