იტალიელების საამაყო და საყვარელი...

უგემრიელესი და უმარტივესი კერძი

 qwellynaria_სგან

სპაგეტი (სოკოთი და პომიდვრით) | qwellynaria | recipe | ქველინარია | კუილინარია | სპაგეტის მომზადება | როგორ მოვამზადოთ სპაგეტი | rogor movamzadot spageti | spagetis momzadeba

შემადგენლობა:

  • სპაგეტი(თუ მარხვაზე ხართ სამარხვო)
  • ქამა სოკო 6ც
  • ხახვი 1ც
  • პომიდორი 4ც
  • ტომატპასტა 2ს/კ
  • ლიმონის წვენი 1ჩ/კ
  • ზეთი
  • მარილი, წიწაკა, ნიორი და მწვანილები გემოვნებით

პროპორციები შეგიძლიათ შეცვალოთ სურვილისამებრ.


მომზადება:

  1. სოკო და ხახვი დაჭერით მსხვილად და მოთუშეთ 5-7 წუთის მანძილზე.
  2. პომიდორი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, ამისთვის პომიდორი გაჭერით შუაზე და შუაგულებითგახეხეთ, ბოლოს პომიდვრის კანები დაგრჩებათ. დაამატეთ სოკოს მასას გახეხილი პომიდორი, ტომატპასტა, მარილი, ლიმონის წვენი, დაფქული წიწაკა, წვრილად დაჭრილი პეტრუშკა და რეჰანი, მოთუშეთ კიდევ 5 წუთი.
  3. შემდეგ, ჩვეულებრივი წესით მოხარშეთ სპაგეტი. გადაწურეთ საწურზე
  4. მზა სპაგეტი ამოიღეთ თეფშებზე და მოასხით ზამოდან სოკოიან-ტომატიანი სოუსი.

ტეგები: qwellynaria, იტალიური, პომიდორი, რეცეპტი, სამარხო, სოკო, სპაგეტი, ქველინარია

ნახვა: 1391

გამოხმაურებები!

ტოსკანელები ამბობენ სიცილიელებზე უკეთესად ჩვენ ვაკეთებთო, და ღვინოც ჩვენ გვაქვსო საუკეთესოო, მაგრამ არ მჯერა ამის :D

ქებას ნახვა ჯობიაო :D აბა გაგვასინჯონ

Kakha_მ თქვა:

ტოსკანელები ამბობენ სიცილიელებზე უკეთესად ჩვენ ვაკეთებთო, და ღვინოც ჩვენ გვაქვსო საუკეთესოო, მაგრამ არ მჯერა ამის :D

იტალიელები ძუნწები არიან, ამას ისიც ადასტურებს რომ მათი სამზარეულოდან ვიცით რაა? მხოლოდ მაკარონი და ეს პიცა :D 

Keti_მ თქვა:

ქებას ნახვა ჯობიაო :D აბა გაგვასინჯონ

Kakha_მ თქვა:

ტოსკანელები ამბობენ სიცილიელებზე უკეთესად ჩვენ ვაკეთებთო, და ღვინოც ჩვენ გვაქვსო საუკეთესოო, მაგრამ არ მჯერა ამის :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კომენდანტის საათამდე გამკაცრებული აკრძალვები, საეკლესიო ამბები და მსოფლიო ვირუსომი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 30, 2020.
საათი: 11:25pm 2 კომენტარი

      კორონანიუსი არის დღის, კვირის, თვის და ისე მიდის საქმე, წლი მთავარი ამბავი. სიახლე რიცხვებში - 100 ინფიცირებული და აქედან 20 გამოჯანმრთელებული, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინფიცირებულთა რიცხვმა 770 K-ს გადააჭარბა, აქტიური შემთხვევები 570 K-ზე მეტი. დღეს ჩვენს ქვეყანასი თითქმის კომენდანტის საათი გამოცხადდა და რიგი შეზღუდვები დაწესდა და აკრძალვები გამკაცრდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 მარტი, 2020

     …

გაგრძელება

სოციალური დისტანცია ალბომებზე

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მარტი 29, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      სოციალური დისტანცია ყველას შეეხო. სამწუხაროა, რომ ძველი პერიოდის ეპიდემიების - გიგანტების მძვინვარები დროს, ხალხის გართობის საშუალებებზე ძალიან ცოტა ვიცით, მაგრამ ახლა ინტერნეტის, ტექნოლოგიების და ფოტოშოპის ხანაში რამდენიმე საინტერესო კოლაჟი გვაქვს. დღეისთვის კი ლოს-ანჯელესში მოღვაწე ჯგუფის, აქტივისტას (Activista) ერთი პროექტი უნდა წარმოგიდგინოთ. 6 ფუტის დისტანცია, ან ჩვენებურად, 2 მეტრიანი დისტანცია ცნობილი ალბომების ქოვერების…

გაგრძელება

უეინ დრედსკი და კორონავირუსი კანადაში

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2020.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Rapper Wayne Dreadski is A Viral Sensation on Spotify in Canada During Coronavirus Outbreak

Truth is Wayne Dreadski’s name echoes Canadian-bon hockey player Wayne Gretzky’s name thanks to which his music has been topping the Canadian charts.

Toronto, Canada (March 26, 2020) - Many know when it comes to the genre of rapping, there’s one name that has been making news for a while. Wayne Dreadski, thanks to his great work, has become…

გაგრძელება

კორონას რიცხვები, მსოფლიო ვირუსული ომიანობა და ერთობლივი ლოცვა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 27, 2020.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      კორონას ამბები, საერთო ლოცვა და დოლარის მაღალი ნიშნული - 3.2896. ნატოს მდივნის პოზიტიური შეფასებები ჩვენი ბრძოლის მეთოდებისა და კერძო ტესტები ან პირბადეები. კარგი ამბავიც არის - ორ კვირაში, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირებულია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 27 მარტი, 2020

      შიდა კორონა - ამ დროის მონაცემებით: საქართველოში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 83 და მათ შორის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters