ყველზე მდიდრების, მშვიდების, დაცულების და ეროვნულების ქვეყანაში, სალათებიც განსაკუთრებული უყვართ...

      სპეციალურად Qwellynaria-ს მკითხველებისთვის, შვეიცარიიდან რეცეპტი:

qwelly, qwellynaria, recipe, კულინარია, მაიონეზი, სალათა, ტარხუნა, ქათამი, შვეიცარია, ძეხვი

შემადგენლობა:

  1. ტარხუნის ფოთლები – 1 ცალი,
  2. კიტრი საშუალო ზომის - 2 ცალი,
  3. 1 ლიმონის წვენი
  4. მჟავე კიტრი საშუალო ზომის - 2 ცალი
  5. კარბონადი – 400 გრ.
  6. ძეხვი სერველადი – 400 გრ.
  7. საშუალო ზომის მსხალი – 4 ცალი
  8. მოხარშული შებოლილი ქათმის ბარკალი – 400 გრ.
  9. მაიონეზი გემოვნებით.

მომზადება:

ტარხუნა გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით. აურიეთ ტარხუნა, მაიონეზი და ლიმონის წვენი, გააჩერეთ. ვიდრე სხვა ინგრედიენტებს მოამზადებთ, სალათი კარგად იწოვს ტარხუნის გემოს.

კარბონატი, სერველადი და ქათმის ბარკალი დაჭერით 2,5 სმ. თხელ წვრილ ნაჭრებად. ქათმის ბარკალს და სერველადს წინასწარ მოაშორეთ კანი.

კიტრი გათალეთ და დაჭერით ისეთივე ფორმით, როგორითაც ძეხვი და ხორცი.

მსხალი გაჭერით 4 ნაწილად, მოაშორეთ გული და დაჭერით წვრილ მოგრძო ნაჭრებად.

qwelly, qwellynaria, recipe, კულინარია, მაიონეზი, სალათა, ტარხუნა, ქათამი, შვეიცარია, ძეხვი

ყველაფერი აურიეთ, დავუმატოთ მაიონეზი და ტარხუნა, დავახუროთ თავზე და გავაჩეროთ მინიმუმ 2 სთ.

ტეგები: Qwellynaria, კულინარია, მაიონეზი, სალათა, ტარხუნა, ქათამი, შვეიცარია, ძეხვი

ნახვა: 421

გამოხმაურებები!

მსხალი საინტერესო დანამატია მაიონეზიან სალათში 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მოდა კორონას ხანაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 24, 2020.
საათი: 10:59pm 1 კომენტარი

      იტალიური დიზაინი ანტიკური ხანიდან ცნობილი, პოპულარული და დაფასებულია. თანამედროვე სამყაროშიც ბევრი არაფერი შეცვლილა - იტალიური დეფილეები, მოდის კვირეულები, დიზაინერები და მოდელები მსოფლიოს მოდის სტანდარტს ქმნიან. ცნობილი ბრენდები მათ გარშემო ტრიალებს, მაგრამ კორონამ აქაც შეიტანა თავისი კვალი. დეფილე ძალიან განსახვავებულად და დისტანციის სრული დაცვით ჩატარდა - საუბარია მოსკინოს (Moschino) კოვიდ-დეფილეზე. წარმოიდგინეთ ამდენი ახალი…

გაგრძელება

ტერაქტიც საარჩევნოა, კოვიდიც, ავტობუსებიც და ყველაფერი არჩევნებს უტრიალებს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2020.
საათი: 11:28pm 0 კომენტარი

      საარჩევნოდ ტერორისტული ამბავი თუ ასეთ გამოხმაურებებს გამოიწვევდა და ამდენი დღე დარჩებოდა მეინსტრიმში, ბევრი ვერ წარმოიდგენდა ალბათ, მაგრამ ფაქტია ასე მოხდა. კორონა უკვე 1700 კაცს ითვლის ყოველდღიურად, უფრო ჩაშლილი კოვიდ ამბავი ასეთია - დღეის მდგომარეობით დადასტურებული შემთხვევა - 24562, გამოჯანმრთელებული - 9751, გარდაცვლილი - 183, კარანტინში - 4408. ლარის ამბავი - აშშ დოლარის ფასია 3.2202 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23…

გაგრძელება

ტერორისტი სამეგრელოში და არჩევნებამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2020.
საათი: 10:30pm 2 კომენტარი

      რთული და დაძაბული იყო ზუგდიდის ტერორისტული აქტი - საქ. ბანკში შევარდნილმა 4 მილიონი ჩაიდო და წავიდა, მაგრამ ინტერნეტ სივრცეს დიდი ხანია ამდენი არცერთ თემაზე არ უხუმრია რაც გუშინდელმა ტერაქტმა გამოიმუშავა. დღის მთავარია ამბავი დღესაც ეს იყო, კორონა უკვე 1500-ზეა ასული და არჩევნებამდე 10-ზე ნაკლებ დღეში, მხოლოდ ურთიერთბრალდებებია დარჩენილი. ადგილობრივი კორონა რიცხვებში - დადასტურებული შემთხვევა - 22803, გამოჯანმრთელებული - 9401, გარდაცვლილი -…

გაგრძელება

დაკარგული სახეები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 21, 2020.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

      - მე ერთხელ ძალიან მაგრად გამიმართლა...

      ასეთი სიტყვები ანკესივითაა, აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას. აბა, ვინ არ ოცნებობს ასეთ რამეზე? მეც ძალაუნებურად მივუგდე ყური. ვიღაც ჭაღარა მამაკაცი ყვებოდა თავის ამბავს, ხის მერხზე ჩამომჯდარი.

      - აეროპორტში ვიყავი, საქონელს ველოდებოდი. სტიუარდესა მყავდა ერთი შეგულებული. გამოაცხადეს, რეისი იგვიანებსო. მოსაცდელ დარბაზს მივაშურე, იქ მებუფეტესთან მქონდა რაღაც ანგარიშები…

გაგრძელება

Qwelly World

free counters