გაზაფხულის თბილ ამინდებში, სეირნობისგან დაღლილს, მოსასვენებლად სუფთა ჰაერზე ყავა და ნამცხვარი რომ მოგესურვება, ქველინარიას უნდა მიაშურო, რადგან აქ ყოველთვის იპოვი უგემრიელს სამარხვო ნამცხვრის ექსკლუზიურ რეცეპტს (გაზაფხულის დღეების უდიდესი ნაწილი ხომ მარხვას აქვს დათმობილი).

      ერთ-ერთი ასეთი რეცეპტია ბლის მურაბის უგემრიელესი სამარხო ნამცხვარი!

შემადგენლობა:

  • ფქვილი - 4 ჭიქა;
  • შაქარი - 2 ჭიქა;
  • მარგარინი - 100 გრამი (დარბილებული);
  • 1 ჩ/კ სოდა 1 ს/კ ძმრით;
  • ვანილი;
  • მარილი - მწიკვი;
  • ანადუღარი, თბილი წყალი (500 მლ);
  • ზეთი - 2-3 ს/კ.
  • ლიმონის ცედრა.

კრემი (წყალზე დამზადებული კრემი)

  • წყალი - 1 ლ.;
  • შაქარი - 2½ ჭიქა;
  • ფქვილი - 7 ს/კ;
  • ვანილი;
  • მარილი - მწიკვი.
  • მარგარინი.

მომზადება:

ჯამში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი და მოზილეთ ცომი.

გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

მიღებული მასა გაყავით სამ ტოლ ნაწილად (თვალისზომით).

საცხობ, თუნუქის ფირფიტას (ფირფიტას გაცხელება არ სჭირდება) მოუსვით ცხიმი (შესაძლებელია სპრეის გამოყენება) და მოაყარეთ ფქვილი ძალიან თხლად, შესაძლებელია ფქვილის გარეშეც გამოცხობა.

გააპრტყელეთ გუნდა ფირფიტაზევე და შედგით ღუმელში გამოსაცხობად.

როდესაც ფენა შეოქროსფერდება უკვე გამომცხვარია და გამოიღეთ ღუმელიდან. ასე გაიმეორეთ მეორე ფენის შემთხვევაშიც.

რაც შეეხება მესამე ფენას, გაბრტყელების შემდეგ ხინკლის საჭრელის საშუალებით ფენაზევე გააკეთეთ წრეები (ღუმელში შედგმის შემდეგ ცომი ამოფუვდება და შეერთდება, თუმცა დატეხვა გაგიადვილდებათ თუ ასე მოიქცევით. ასევე, გირჩევთ წრეები დააცალ-ცალკევოთ ვიდრე ფენა თბილი იქნება).

კრემი

ფქვილი და შაქარი გახსენით წყალში, დაამატეთ მარილი და ვანილი და მოხარშეთ კრემი;

რომ შეგრილდება შეათქვიფეთ ერთი შეკვრა მარგარინი (სამარხვო).

პირველას ფენას წაუსვით კრემის ნახევარი და მოაყარეთ ლიმონის ცედრა.

შეგიძლიათ მოაწუწოთ ბლის მურაბის სიროფიც (თუ გიყვართ ძალიან ტკბილი ნამცხვრები)

დაადეთ მეორე ფენა და გაიმეორე იგივე.

მესამე ფენა დაანაწევრეთ წრეებად, თითოეულ წრეს გაუკეთეთ კრატერივით ჩაღრმავება, რომ შემდეგ ბლის მურაბა მოთავსდეს იქ.

დააწყვეთ ნამცხვიარზე წრეები, მორთეთ ბლის მურაბით, მოაყარეთ დარჩენილი ფენის ნახვები და ღიობები შეავსეთ კრემით.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები: Qwellynaria, კულინარია, ნამცხვარი, სამარხო, ქველინარია

ნახვა: 1908

გამოხმაურებები!

მე ნიგოზს ან თხილს დავუმატებდი. ნამცხვარსაც უხდება და ბლის მურაბასაც  :))

ფინიკიც მოუხდებ + ცოტა მუშმალაც :DD

კი მაიკო, ბლის მურაბა და ნიგოზი მართლაც შედევრია. წარმოიდგინე, გამოკურკულ ბალში ჩალაგებული ნიგოზი და მერე "დამურაბებული" მაქვს ნაჭამი - ენითგამოუთქმელია :D 

maiko ratiani_მ თქვა:

მე ნიგოზს ან თხილს დავუმატებდი. ნამცხვარსაც უხდება და ბლის მურაბასაც  :))

ვაკო, რას ამბობ, ფინიკი ყოვლად არანამცხვრულ, არამურაბული ხილია :D ქიშმიშად თუ გამოდგება, მაგრამ ისიც რთული გასარჩევი იქნება კურკებისგან :D მუშმალა შეიძლება - წვნიანი მაინც არის :D 

vako_მ თქვა:

ფინიკიც მოუხდებ + ცოტა მუშმალაც :DD

ჰოო მეც ძალიან მიყვარს და გაკეთებაშიც ვეხმარები ხოლმე :D  

ლაშა_მ თქვა:

კი მაიკო, ბლის მურაბა და ნიგოზი მართლაც შედევრია. წარმოიდგინე, გამოკურკულ ბალში ჩალაგებული ნიგოზი და მერე "დამურაბებული" მაქვს ნაჭამი - ენითგამოუთქმელია :D 

maiko ratiani_მ თქვა:

მე ნიგოზს ან თხილს დავუმატებდი. ნამცხვარსაც უხდება და ბლის მურაბასაც  :))

დიდი ქველინარი ის არის ვისაც შეუძლია ფინიკიც კი არანამცხვრული ხილიდან ყველაზე ნამცხვრულ ხილად აქციოს თუნდაც ამისთვის მთელი სანამცხვრო რეცეპტის შეცვლა დასჭირდეს :D თორე ერბოკვერცხის შეწვას რო მარტო კვერცხი უნდა და მაკარონის გაკეთებას მაკარონი ეგენი ყველამ იცის :D

ლამაზია შეჭმა დაგენანება :D

ჩვენი მისიაა, უდანაკარგოდ გადავცეთ მომავალ თაობას ეს რეცეპტი!! :DD

თუ ნიგოზსაც დავამატებთ პირადად მე ვიზრუნებ არ დაიკარგოს! :D 
Kakha_მ თქვა:

ჩვენი მისიაა, უდანაკარგოდ გადავცეთ მომავალ თაობას ეს რეცეპტი!! :DD

სამწუხაროდ თქვენი კომენტარები ეროვნული არქივის განცხადებებს გავს და არა ქველინარის :D 

საბედნიეროდ გვყავს  მთავარი კულინარი, რომლის  კომენტარები ქველინარიის შესაფერისია! :D :D :D 

vako_მ თქვა:

სამწუხაროდ თქვენი კომენტარები ეროვნული არქივის განცხადებებს გავს და არა ქველინარის :D 

რეცეპტები არაა ქველინარიული თორე კომენტარებს კიდე ავიტანდი :DDDDD :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მოდა კორონას ხანაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 24, 2020.
საათი: 10:59pm 1 კომენტარი

      იტალიური დიზაინი ანტიკური ხანიდან ცნობილი, პოპულარული და დაფასებულია. თანამედროვე სამყაროშიც ბევრი არაფერი შეცვლილა - იტალიური დეფილეები, მოდის კვირეულები, დიზაინერები და მოდელები მსოფლიოს მოდის სტანდარტს ქმნიან. ცნობილი ბრენდები მათ გარშემო ტრიალებს, მაგრამ კორონამ აქაც შეიტანა თავისი კვალი. დეფილე ძალიან განსახვავებულად და დისტანციის სრული დაცვით ჩატარდა - საუბარია მოსკინოს (Moschino) კოვიდ-დეფილეზე. წარმოიდგინეთ ამდენი ახალი…

გაგრძელება

ტერაქტიც საარჩევნოა, კოვიდიც, ავტობუსებიც და ყველაფერი არჩევნებს უტრიალებს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2020.
საათი: 11:28pm 0 კომენტარი

      საარჩევნოდ ტერორისტული ამბავი თუ ასეთ გამოხმაურებებს გამოიწვევდა და ამდენი დღე დარჩებოდა მეინსტრიმში, ბევრი ვერ წარმოიდგენდა ალბათ, მაგრამ ფაქტია ასე მოხდა. კორონა უკვე 1700 კაცს ითვლის ყოველდღიურად, უფრო ჩაშლილი კოვიდ ამბავი ასეთია - დღეის მდგომარეობით დადასტურებული შემთხვევა - 24562, გამოჯანმრთელებული - 9751, გარდაცვლილი - 183, კარანტინში - 4408. ლარის ამბავი - აშშ დოლარის ფასია 3.2202 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23…

გაგრძელება

ტერორისტი სამეგრელოში და არჩევნებამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2020.
საათი: 10:30pm 2 კომენტარი

      რთული და დაძაბული იყო ზუგდიდის ტერორისტული აქტი - საქ. ბანკში შევარდნილმა 4 მილიონი ჩაიდო და წავიდა, მაგრამ ინტერნეტ სივრცეს დიდი ხანია ამდენი არცერთ თემაზე არ უხუმრია რაც გუშინდელმა ტერაქტმა გამოიმუშავა. დღის მთავარია ამბავი დღესაც ეს იყო, კორონა უკვე 1500-ზეა ასული და არჩევნებამდე 10-ზე ნაკლებ დღეში, მხოლოდ ურთიერთბრალდებებია დარჩენილი. ადგილობრივი კორონა რიცხვებში - დადასტურებული შემთხვევა - 22803, გამოჯანმრთელებული - 9401, გარდაცვლილი -…

გაგრძელება

დაკარგული სახეები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 21, 2020.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

      - მე ერთხელ ძალიან მაგრად გამიმართლა...

      ასეთი სიტყვები ანკესივითაა, აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას. აბა, ვინ არ ოცნებობს ასეთ რამეზე? მეც ძალაუნებურად მივუგდე ყური. ვიღაც ჭაღარა მამაკაცი ყვებოდა თავის ამბავს, ხის მერხზე ჩამომჯდარი.

      - აეროპორტში ვიყავი, საქონელს ველოდებოდი. სტიუარდესა მყავდა ერთი შეგულებული. გამოაცხადეს, რეისი იგვიანებსო. მოსაცდელ დარბაზს მივაშურე, იქ მებუფეტესთან მქონდა რაღაც ანგარიშები…

გაგრძელება

Qwelly World

free counters