ROTOLO - იგივე გრაგნილი, ოღონდ პაპირუსის ან პერგამენტის არ გეგონოთ

ეს ლაზანიის გრაგნილებია იტალიიდან, თანაც ძალიან გემრიელი

შემადგენლობა:

  1. 8 ახალი ლაზანიის ფურცელი (15სმ / 6 "x 11სმ / 4.5") 
  2. ½ ჭიქა გახეხილი მოცარელა
  3. ახლად გახეხილი პარმეზანი


გულსართი

  1. 250გრ გაყინული ისპანახი (წინასწარ დაჭრილი) 
  2. 500გრ ricotta
  3. 1 კვერცხი 
  4. ⅓ ჭიქა გახეხილი პარმეზანი
  5. 1 ნივრის კბილი
  6. ¼ ახალი ჯავზი, გახეხილი (ან ⅛ ჩ/კ ჯავზის ფხვნილი) 
  7. ½ ჩ/კ მარილი 
  8. შავი პილპილი


ტომატის სოუსი

  1. 700გრ ტომატ-პასტა, ან ცოცხალი დაჭრილი პომიდორი
  2. 1 ხახვი 
  3. 2 კბილი ნიორი
  4. რამდენიმე რეჰანის ფოთოლი (სურვილისამებრ) 
  5. 2 ს/კ ზეითუნის ზეთი 
  6. 1 ჩ/კ შაქარი 
  7. ½ ჩ/კ მარილი 
  8. შავი პილპილი

მომზადება:

პომიდვრის სოუსი

  • 22 სმ დიამეტრის ჭურჭელში გააცხელეთ ზეთი საშუალო ცეცხლზე, დაამატეთ დაკეპილი ნიორი, 10 წამის შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ ოქროსფერის მიღებამდე, შემდეგ დაამატეთ სოუსის დანარჩენი ინგრედიენტები და ადუღეთ 2 წუთი. 1 ჭიქა სოუსი ამოიღეთ და შეინახეთ ზემოდან მოსასხმელად.

გულსართი

  • გაალღვეთ შპინატი მიკროტალღურ ღუმელში 2 წუთით, ხელით კარგად გაწურეთ და მოათავსეთ ჯამში, დაამატეთ გულსართის ყველა დანარჩენი ინგრედიენტი და ხელით კარგად აურიეთ

  • გულსართი გადაანაწილეთ ლაზანიის ფურცლებზე, გადაახვიეთ, დაჭერით 3 ნაწილად და მოათავსეთ სოუსის ქვაბში 

  • გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთით, შემდეგ მოაყარეთ გახეხილი მოცარელა და კიდევ 10 წუთით დააბრუნეთ ქურაში.

ტეგები: Qwellynaria, იტალიური, ლაზანია, მოცარელა, პომიდორი, რეცეპტი, ყველი

ნახვა: 382

გამოხმაურებები!

რა სიგემრიელეა :)) 

მე ის მახარებს რომ გებჟალიას ნაირი უგემრიელესი არ არის :D :D

ხო აბა მაკარონჩიკები აჯობებენ მეგრელებს?! :D :D

Kakha_მ თქვა:

მე ის მახარებს რომ გებჟალიას ნაირი უგემრიელესი არ არის :D :D

ეს  ნამდვილად გემრიელობა იქნება :))

tamo პრავის მომზადების მერე ეს დესერტად გამოდგება :D 

gogaladze tamo_მ თქვა:

ეს  ნამდვილად გემრიელობა იქნება :))

 BrOll მასე აუგად ნუ იხსენიებ იტალიელებს მაკარონის გარდა მათ შოკოლადი აქვთ გადასარევი :D 

BrOliKa_მ თქვა:

ხო აბა მაკარონჩიკები აჯობებენ მეგრელებს?! :D :D

Kakha_მ თქვა:

მე ის მახარებს რომ გებჟალიას ნაირი უგემრიელესი არ არის :D :D

იმდენი იგრედიენტია, თავგზა აერევა კაცს (( 

სამაგიეროდ რა გემრიელი ჩანს ((

contributorSaid

იმდენი იგრედიენტია, თავგზა აერევა კაცს (( 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მოდა კორონას ხანაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 24, 2020.
საათი: 10:59pm 1 კომენტარი

      იტალიური დიზაინი ანტიკური ხანიდან ცნობილი, პოპულარული და დაფასებულია. თანამედროვე სამყაროშიც ბევრი არაფერი შეცვლილა - იტალიური დეფილეები, მოდის კვირეულები, დიზაინერები და მოდელები მსოფლიოს მოდის სტანდარტს ქმნიან. ცნობილი ბრენდები მათ გარშემო ტრიალებს, მაგრამ კორონამ აქაც შეიტანა თავისი კვალი. დეფილე ძალიან განსახვავებულად და დისტანციის სრული დაცვით ჩატარდა - საუბარია მოსკინოს (Moschino) კოვიდ-დეფილეზე. წარმოიდგინეთ ამდენი ახალი…

გაგრძელება

ტერაქტიც საარჩევნოა, კოვიდიც, ავტობუსებიც და ყველაფერი არჩევნებს უტრიალებს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2020.
საათი: 11:28pm 0 კომენტარი

      საარჩევნოდ ტერორისტული ამბავი თუ ასეთ გამოხმაურებებს გამოიწვევდა და ამდენი დღე დარჩებოდა მეინსტრიმში, ბევრი ვერ წარმოიდგენდა ალბათ, მაგრამ ფაქტია ასე მოხდა. კორონა უკვე 1700 კაცს ითვლის ყოველდღიურად, უფრო ჩაშლილი კოვიდ ამბავი ასეთია - დღეის მდგომარეობით დადასტურებული შემთხვევა - 24562, გამოჯანმრთელებული - 9751, გარდაცვლილი - 183, კარანტინში - 4408. ლარის ამბავი - აშშ დოლარის ფასია 3.2202 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23…

გაგრძელება

ტერორისტი სამეგრელოში და არჩევნებამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2020.
საათი: 10:30pm 2 კომენტარი

      რთული და დაძაბული იყო ზუგდიდის ტერორისტული აქტი - საქ. ბანკში შევარდნილმა 4 მილიონი ჩაიდო და წავიდა, მაგრამ ინტერნეტ სივრცეს დიდი ხანია ამდენი არცერთ თემაზე არ უხუმრია რაც გუშინდელმა ტერაქტმა გამოიმუშავა. დღის მთავარია ამბავი დღესაც ეს იყო, კორონა უკვე 1500-ზეა ასული და არჩევნებამდე 10-ზე ნაკლებ დღეში, მხოლოდ ურთიერთბრალდებებია დარჩენილი. ადგილობრივი კორონა რიცხვებში - დადასტურებული შემთხვევა - 22803, გამოჯანმრთელებული - 9401, გარდაცვლილი -…

გაგრძელება

დაკარგული სახეები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 21, 2020.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

      - მე ერთხელ ძალიან მაგრად გამიმართლა...

      ასეთი სიტყვები ანკესივითაა, აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას. აბა, ვინ არ ოცნებობს ასეთ რამეზე? მეც ძალაუნებურად მივუგდე ყური. ვიღაც ჭაღარა მამაკაცი ყვებოდა თავის ამბავს, ხის მერხზე ჩამომჯდარი.

      - აეროპორტში ვიყავი, საქონელს ველოდებოდი. სტიუარდესა მყავდა ერთი შეგულებული. გამოაცხადეს, რეისი იგვიანებსო. მოსაცდელ დარბაზს მივაშურე, იქ მებუფეტესთან მქონდა რაღაც ანგარიშები…

გაგრძელება

Qwelly World

free counters