იტალიელებმა მაკარონის ისტორია შექმნეს, მაგრამ მათი მაკარონი მეტწილად პომიდვრით მზადდება (ალბათ, ამიტომაცაა რომ პასტა მაკარონი და პასტა პომიდორი ერევათ ხოლმე ჩვენში). იტალიელები იქით იყვნენ და ქართული ყველი, არანაკლებ გემრიელს და საინტერესოს ხდის მაკარონს. ამიტომ, ჩვენებური ხმელი სულგუნით ანდა გუდის ყველით დამზადებული ქველინარიული რეცეპტი უნდა შემოგთავაზოთ.

შემადგენლობა:

  • მაკარონი, მრგვალი ნიჟარები - 450 გრ.
  • რძე - 1½ ჭიქა
  • ფქვილი - 2 ს/კ
  • გახეხილი ყველი (სასურველია ჩედარი, მონტერეი ჯეკი ან კოლბი, მაგრამ საქართველოში ხმელი სულგუნი ანდა გუდა საუკეთესო ჩანაცველებაა) - 2 ან 3 ჭიქა
  • მარილი - 1 ჩ/კ
  • დაფქვილი მდოგვი - 1/4 ჩ/კ

მომზადება:

      აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ მარილი. მოურიეთ. ჩააყარეთ მაკარონი და განაგრძეთ მორევა (დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში).

      ნახევარი ჭიქა შემთბარი რძე ჩაასხით ჯამში, მოაყარეთ ფქვილი და კარგად აურიეთ.

      დარჩენილი ერთი ჭიქა შემთბარი რძე, ჩაასხით ქვაბში, ზემოდან მოასხით ფქვილისა და რძის ტექსტურა, მოურიეთ, მოაყარეთ ყველი (ეტაპობრივად და თან მოურიეთ, გაადნეთ). მოაყარეთ მარილი. ბოლოს მოაყარეთ მდოგვი და განაგრძეთ მორევა.

      გადაიტანეთ მოხარშული მაკარონი თასში და მოასხით ყველის სოუსი და კარგად ამოურიეთ.

      სურვილისამებრ, ჩეგიძლიათ მოაყაროც სხვადასხვა დაფქვილი მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები: Qwellynaria, მაკარონი, პასტა, რეცეპტი, ყველიერი

ნახვა: 477

გამოხმაურებები!

რძის გარეშე არც წარმომედგინა )) რამეთუ ძველთაგან თქმულა ახალ მაკარონს პიტნა აუცილებლად უნდაო! )

პიტნა საინტერესო დანამატი იქნება. პრინციპში, როგორც რძის სხვა პროდუქტებს, ამ სოუსსაც მოუხდება. აი თავად რძის ჩანაცვლება შეიძლება ნაღებით.

contributorSaid

რძის გარეშე არც წარმომედგინა )) რამეთუ ძველთაგან თქმულა ახალ მაკარონს პიტნა აუცილებლად უნდაო! )

ძალიან გემრიელი იქნება ^^  სამსახურში რომ ვარ ქველინარიაში არუნდა შემოვიდე ხოლმე ((

ასეთი რა სამსახურია, მაიკო, რომ ქველინარიას გიკრძალავს? ((

მაიკო:

ძალიან გემრიელი იქნება ^^  სამსახურში რომ ვარ ქველინარიაში არუნდა შემოვიდე ხოლმე ((

არის ესეთებიც არის დამიჯერეთ )))

ალბათ, დირექტორია შაურმის მოყვარული და ამიტომ გიკრძალავს მაკარონს (( 

მაიკო:

არის ესეთებიც არის დამიჯერეთ )))

მართლაც არ შეიძლება, რომ სამზარეულო იყოს დისკრიმინაციის მსხვერპლი )) 

კახა სამზარეულოა ხომ დისკრიმინაციის მსხვერპლი :დდ 

კი ზუსტად, ასე ვფიქრობ რომ დისკრიმინაციის მსხვერპლია სამზარეულო! )

contributorSaid

კახა სამზარეულოა ხომ დისკრიმინაციის მსხვერპლი :დდ 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფაუნა და კულინარია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 11:08pm 1 კომენტარი

      ფოტომანიპულაციებმა შეიძლება ზებრაც კი შოკოლადივით გემრიელი გახადოს, მელიისგან ტოსტი მოგამზადებინოს და თაგვები ბაბუაწვერასავით გაგაფურცლინოს. ყოველშემთხვევაში, ყველა ეს იდეა რონალდ ონგს (Ronald…

გაგრძელება

უცხო ღიმილი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად…

გაგრძელება

გერმანული მოდელით შეთავაზებული აქციები და ისევ გატაცებული ექიმი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2019.
საათი: 11:03pm 1 კომენტარი

      ნოემბერი და რუსთაველზე აქციები მგონი ისეთ ტრადიციად დამკვიდრდება, მომავალ თაობებს რომ უნდა უთხრან - არ დავივიწყოთ ჩვენი ძირ-ძველი ტრადიციებიო და პერფორმანსებად შეიძლება შემოინახოს ისტორიამ. ფაქტია…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 14, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ერთ მნიშვნელოვნად დღის ყველა თემა ჯერ კიდევ ნიუსების მეინსტრიმია და ჯერ კიდევ აქციების მთავარი მიზეზია - პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა. ახლა პროტესტების დრო დადგა და ისევ კარვები, ისევ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters