საფრანგეთი განთქმულია სასარგებლო და გემრიელი კერძებით. ეროვნული სამზარეულო უმეტესწილად განვითარდა სამეფო კარის მზარეულთა მიერ ქალაქ პარიზში.

      დღეს Qwellynaria წარმოგიდგენთ ფრანგულ, მარტივად მოსამზადებელ, მსუბუქ დესერტს "ბანანის კლაფუტი"-ს, რომლის ჩამოყალიბების ისტორია ქალაქ ლიმოჟიდან მოდის.

Qwelly, Qwellynaria, culinary, recipe, tkbileuli, ბანანი, კლაფუტი, კულინარიული რეცეპტები, ტკბილეული, ფრანგული, ქველინარია

შემადგენლობა:

  • რძე - 500 მლ
  • ფქვილი ½ ჭიქა
  • შაქარი 200გ.
  • კვერცხი 4 ც
  • ლიმნის წვენი 2 ჩ.კ.
  • ბანანი 2ც.
  • კარაქი 100 გ.
  • ვანილი 10 გ.
  • ერთი მწიკვი მარილი

Qwelly, Qwellynaria, culinary, recipe, tkbileuli, ბანანი, კლაფუტი, კულინარიული რეცეპტები, ტკბილეული, ფრანგული, ქველინარია

მომზადება:

  • ადუღებულ ცხელ რძეში გაადნეთ კარაქი.
  • დააცალკევეთ კვერცხი. ერთ ჯამში მოათავსეთ ცილა ხოლო მეორეში გული.
  • ათქვიფეთ კვერცხის გული ნახევარ პორცია შაქართან ერთად და დაამატეთ კარაქიანი რძე, მარილი და ვანილი. ნელ-ნელა შეურიეთ კარგად გაცრილი ფქვილი.
  • ცალკე ჯამში მოთავსებული კვერცხის ცილა ათქვიფეთ დარჩენილ შაქართან ერთად ისე რომ მიიღოთ კარგი ხარისხის ბეზე.
  • მომზადებულ ცომს ნელი მოძრაობით შეურიეთ ბეზე.
  • ბანანი დაჭერით გრძელ ნაჭრებად და ამოავლეთ ლიმნის წვენში.
  • საცხობ ფირფიტას მთელ ზედაპირზე წაუსვით მცირე რაოდენობით ზეთი, დააწყვეთ ბანანის ნაჭრები და დაასხით მომზადებული ცომი.
  • წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ 40 წუთის განმავლობაში.

გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით!

ტეგები: Qwellynaria, ბანანი, დესერტი, ნამცხვარი, ტკბილეული, ფრანგული

ნახვა: 434

გამოხმაურებები!

ალუბლითაც არ უნდა იყოს ცუდი. 

კი, ძალიან კარგია ალუბალიც და მარწყვიც.

ლაშა_მ თქვა:

ალუბლითაც არ უნდა იყოს ცუდი. 

ორიგინალ კლაფუტს პატივი ეცით! მარწყვი და ალუბალი ისეც საკმარისია, თან სეზონურია, ბანანი კი  ოთხივე სეზონში გვემსახურება! :D 

ბანანს დიდ პატივს ვცემთ ამიტომაცაა ორიგინალში. თუმც არც ალუბალი არ უნდა გავანაწყენოთ :D :D

Kakha_მ თქვა:

ორიგინალ კლაფუტს პატივი ეცით! მარწყვი და ალუბალი ისეც საკმარისია, თან სეზონურია, ბანანი კი  ოთხივე სეზონში გვემსახურება! :D 

ახლა ვფიქრობდი და ფეიხოაც კარგი იქნებოდა :D 

დარჩაა რომელიმე ხილი ჩემ კლაფუტს რომ არ მოუხდეეს?! :D :D :D

რამდენიც გინდა, მაგალითად ავოკადო - აი, საერთოდ არ მესმის რატომ არის ეგ ხილი :D 

maiko ratiani_მ თქვა:

დარჩაა რომელიმე ხილი ჩემ კლაფუტს რომ არ მოუხდეეს?! :D :D :D
ავოკადო ნამცხვარში უცნაურია, მითუმეტეს რომ მისი "ხილობა" ცოტა საეჭვოა :D :D

ლაშა_მ თქვა:

რამდენიც გინდა, მაგალითად ავოკადო - აი, საერთოდ არ მესმის რატომ არის ეგ ხილი :D 

maiko ratiani_მ თქვა:

დარჩაა რომელიმე ხილი ჩემ კლაფუტს რომ არ მოუხდეეს?! :D :D :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ბუნდოვანი დეტალები და ფრენების რუკა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 9, 2020.
საათი: 11:19pm 3 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება ავიაფრენების და საზღვრების გახსნა და ახალი ქვეყნები ჩნდებიან ჩვენს ტურისტულ რუკაზე, თუმცა ჯერ არავინ იცი ვინმე ჩამოვა თუ არა. ქვეყნის შიგნით კი ამერიკისგან დასამსახურებელ 15%-ზე დაობენ და ერთმანეთს ეკამათებიან. შაქარაშვილის საქმეზე კი ყოველ დღე ახალი აბდა-უბდა დეტალები ჩნდებიან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 ივლისი, 2020

      კორონას ტურისტული კარანტინი და შეზღუდვა-რეგლამენტები - მარინა…

გაგრძელება

ფეხბურთელის საქმე გაფართოვდა - ახალი ფიგურანტები, აშშ-ს 60 მლნ დოლარი და გახსნილი ფრენა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 8, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ივლისი ისე დაიწყო, ქველინიუსი ვერ დაბრუნდა. საბედნიეროდ, კორონა არაფერ შუაშია და გარკვეული ხარვეზების გამო შეგვიწყდა ნიუსების შეგროვება, მაგრამ დღეიდან ვბრუნდებით მომავლის იმედით. დავიწყოთ ამ კვირის ამბებიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე. შაქარაშვილის საქმე ერთ-ერთ გახმაურებულ საქმედ იქცევა. ბევრი გაურკვევლობისა და დამალული ამბების ან გამოგონილი სიუჟეტების გამო, გამოძიება ძალიან იწელება და რთულდება. დღის მეორე ამბავი ამერიკისგან 60 მლნ-ს დაკარგვის…

გაგრძელება

The second part about the DL shedding boils down

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2020.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The second part about the DL shedding boils down to each snap basically being a coin flip between OL and DL and we notice those awful pitches more because they technically shouldn't be occurring but they sadly do. It wraps around to Madden 20 coins the bad coding and how OL/DL interactions have not been updated in a couple of years. Even the folks working on Madden nfl have confessed that they do not understand how they work because it's code in addition to legacy code and it is sadly…

გაგრძელება

ფეხბურთელის იდუმალი გარდაცვალება და პრემიერის ვრცელი გამოსვლა პარლამენტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 26, 2020.
საათი: 11:00pm 12 კომენტარი

      პრემიერის პარლამენტში მისვლა, ყოველთვის დღის მეისნტრიმული ამბავია და დღესაც ასე იყო - მთელი დღე, ყველა მედიასაშუალება სწორედ პრემიერის გამოსვლის გარშემო საუბრობდა, წერდა და გადმოსცემდა. ამასთანავე, ბოლო დღეების ყველაზე გაურკვეველი და მძიმე საქმე - ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 26 ივნისი, 2020

      კოვიდჯორჯია - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ 19-ით…

გაგრძელება

Qwelly World

free counters