ინფორმაცია

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგია / Psychology

ჯგუფი შემდგარი და მომავალი ფსიქოლოგებისთვის. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგები ფროიდი, იუნგი, ადლერი, როჯერსი

და სხვები.

საიტი: http://www.qwelly.com
ადგილი: მეცნიერება
წევრები: 557
უკანასკნელი აქტიურობა: ნოე. 30, 2023

ფორუმი

შესავალი ფსიქოლოგიაში

ავტორი magnita. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ივნ. 20, 2021. 2 გამოხმაურება

შესავალი ფსიქოლოგიაში   არსებობს კომუნიკაციის 3 სახე: ვერბალური, არავერბალური და პარავერბალური. პროცენტულად ეფექტური კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები შემდეგნაირად ნაწილდება: 7%-რა სიტყვებს ვიყენებთ, 30%- როგორ ვიყენებთ და 63% მოდის არავერბალურ ნაწილზე, რადგან 70%-ს ადამიანი თვალით აღიქვამს. ეს მონაცემები მიუთითებს არავერბალური ურთიერთობის, ჟესტის, მიმიკის დიდ მნიშვნელობაზე. მისი თავისებურება ისაა, რომ იგი ეყრდნობა არაცნობიერ იმპულსებს და მეტად სანდოა, ვიდრე ურთიერთობის ვერბალური არხები. სხეულის ენის სირთულეს ისიც წარმოადგენს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში და კულტურაში ჟესტები სხვადასხვაგვარად აღიქმება. ამიტომ, როდესაც ბიზნესით, ან სხვა ისეთი საქმიანობით ხართ დაკავებული, რაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ურთიერთობას მოითხოვს, უნდა იცოდეთ რამდენიმე ძირითადი ჩვეულება. მაგალითად:• თვალით კონტაქტი იაპონიაში უხეშობად ითვლება.ისინი უმეტესად დაბლა- ფეხსაცმელზე ან ჰაერში იყურებიან,…გაგრძელება

ტეგები: qwelly, blog, psychology, მეცნიერება, ფსიქოლოგიური მიმდინარეობა

სოციალური ფსიქოლოგია

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, მაისი 15, 2021. 4 გამოხმაურება

რა არის სოციალური ფსიქოლოგია?წიგნიდან: სოციალური ცხოველი      რამდენადაც ვიცით, არისტოტელე იყო პირველი სერიოზული მოაზროვნე, ვინც სოციალური ზეგავლენისა და დარწმუნების რამდენიმე ძირეული პრინციპი ჩამოაყალიბა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მან თქვა, ადამიანი სოციალური ცხოველიაო, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მანამდე ეს არავის შეემჩნია. მეტიც, იმის შანსიცაა, რომ ის არ იყო პირველი ადამინი, ვისაც ამ განაცხადის ჭეშმარიტება გააოცებდა და ამავე დროს, მისი ტრივიალობა და დაუსაბუთებლობა საგონებელში ჩააგდებდა. მართალია, ადამიანები უდავოდ სოციალური ცხოველები არიან, მაგრამ იგივე ითქმის სხვა არსებებზე, ჭიანჭველებითა და ფუტკრებით დაწყებული, მაიმუნებითა და ადამიანის მსგავსი მაიმუნებით დამთავრებული. მაშ, რას ნიშნავს, როცა ვამბობთ, რომ ადამიანები "სოციალური ცხოველები" არიან? მოდით, რამდენიმე კონკრეტულ მაგალითზე შევჩერდეთ:      კოლეჯის სტუდენტი, სახელად სემი, თავის ოთხ ამხანაგთან ერთად, ტელევიზორში პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსვლას უსმენს. სემი მოხიბლული ჩანს. ეს კანდიდატი ოპოზიციურ კანდიდატებზე მეტად მისი…გაგრძელება

ტეგები: სოციალური, ქველი, ფსიქოლოგია, ელიოტ_არონსონი, Qwelly

ქალები უცნაური არსებები არიან

ავტორი ani gelashvili. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, თებერვალი 6, 2021. 10 გამოხმაურება

"ქალები უცნაური არსებები არიან – კაპრიზული, ცვალებადი ხასიათით, თვითონ არ იციან რა უნდათ, მათი საქციელი ყველანაირ ლოგიკასაა მოკლებული" – ეს აზრი საკმაოდ გავრცელებულია კაცობრიობის ძლიერ ნახევარს შორის. აზრი ნაწილობრივ მცდარია. ხანდახან ქალს ბოლომდე არ ესმის რა უნდა, რადგანაც ხელმძღვანელობს უფრო ინტუიციით, მაგრამ მის საქციელსი თავისი შინაგანი ლოგიკა და საკუთარი მოტივაცია აქვს. ქალის ყველაზე დიდი ღირსება – ემოციურობაა. მამაკაცები, რომლებიც შიგადაშიგ იბღვირებიან ქალის ემოციების ამოფრქვევისას, მაინც აფასებენ მშვენიერ სქესს ზუსტად ემოციურობის გამო – ის, რაც მათ აკლიათ. ქალებისთვის დამახასიათებელია ხასიათის ცვალებადობა ( (მამაკაცებისთვის კი აქტივობისა და პასიურობის ცვალებადობა პასირობისკენ გადაწონვით) . ქალის ტემპერამენტი უფრო ხშირად სანგვინიკურია (ქალები ოპტიმისტები, მხიარული, საქმიანი და ცხოვრებისმოყვარული არიან) ან მელანქოლიური (მოწყენილი, პასიური, მოშვებული) . მთლიანობაში ქალებისთვის დამახასიათებელია გრძნობების მძაფრი გამოხატვა, ცოცხალი და მოუსვენარი ხასიათი, ხასიათის ხშირი შეცვლა. სუსტი…გაგრძელება

ტეგები: Qwelly, არსებები, უცნაური, ქალები

ფსიქოლოგია არის, ის რაც არის!

ავტორი ani gelashvili. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, დეკემბერი 11, 2020. 1 გამოხმაურება

       ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ.       მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი-პიროვნება, მისი ქცევის გაგება. ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ან/და "თვითს" (Self) ნიშნავს) და ლოგოს (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს. პირველ ფსიქოლოგიურ ნაშრომად აღიარებულია არისტოტელეს ”სულის შესახებ”, რომელშიც შეძლებისდაგვარადაა განხილული ადამიანის სულიერი სამყაროს კანონზომიერებანი. ფსიქოლოგიური კვლევა თავისთავშივე გულისხმობს ისეთ მეცნიერულ მოთხოვნებს როგორიცაა ფაქტების აღწერა, გამოკვლევა და წინასწარმეტყველება. შესაბამისად, ამ მეცნიერებისათვის დამახასიათებელია კითხვები: რა? როგორ? რატომ? თუ გარკვეულ მეცნიერებათა პრეროგატივის მიღმა ხვდებოდა კითხვა "რატომ?" ეს ფსიქოლოგიისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ადამიანური ქცევის გამოვლინებათა მიღმა იმალება გარკვეული მოტივები-განზრახვები, რომელთა წვდომაც ამ შეკითხვის…გაგრძელება

ტეგები: ფსიქოლოგია, Qwelly, Psychology

სტრესის დონის კვლევა

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, სექტემბერი 7, 2020. 1 გამოხმაურება

სტრესის დონის კვლევა, სტრესის დონისა და სტრესის გამკლავების სტრატეგიების თავისებურებანი ექსტრემალურ სიტუაციაშიქეთევან ასკილაშვილისაქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიანოტაცია      ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში სტრესი გარდაუვალი მოვლენაა. ჩვენ მუდმივად გვიწევს უამრავ სტრესულ სიტუაციასთან შეხვედრა, გამკლავება და ადაპტაცია. თითოეული ადამიანის მთავარ მიზანს წარმოადგენს ცხოვრებით კმაყოფილების განცდა, ამიტომ მნიშვნელოვანია ვისწავლოთ სტრესთან ეფექტურად გამკლავება, რათა თავიდან ავიცილოთ ის გართულებები, რაც ახლავს სტრესული მოვლენის ხანგრძლივი დროით მოქმედებას. თითოეული პიროვნება ინდივიდუალურია და, შესაბამისად, განსხვავებულ მეთოდებს მიმართავს სტრესთან გამკლავებისთვის.      ნაშრომი ეხება სტრესის დონის კვლევას, სტრესის დონისა და სტრესის გამკლავების სტრატეგიების თავისებურებებს ექსტრემალურ სიტუაციაში.      ჩემი კვლევის მიზანს წარმოადგენს სტრესის დონის დადგენა ისეთ კრიზისულ სიტუაციაში, როგორიცაა მასობრივი ჯანმრთელობის პრობლემა, კერძოდ, „COVID-19“-ის პანდემია, რომელმაც მსოფლიო მოიცვა და მილიონობით…გაგრძელება

ტეგები: ფსიქოლოგია, Qwelly, საბაკალავრო, სეუ, ნაშრომები

რას აკეთებენ ლიდერები სინამდვილეში

ავტორი Kakha. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ივლ. 28, 2019. 1 გამოხმაურება

ჯონ პ. კოტერი - რას აკეთებენ ლიდერები სინამდვილეშილიდერობა განსხვავდება მენეჯმენტისგან, მაგრამ იმიტომ არა, ადამიანთა უმრავლესობა რომ ფიქრობს. ლიდერობაში არაფერია მისტიკური. მას არაფერი აქვს საერთო “ქარიზმასთან” ან სხვა ეგზოტიკურ პიროვნულ ნიშნებთან. ეს არ არის რჩეული ადამიანების ხვედრი, ლიდერობა არც სჯობს მენეჯმენტს და არც ანაცვლებს მას.მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ლიდერობა და მენეჯმენტი მოქმედების ორ სხვადასხვა და ურთიერთშემავსებელ სისტემას წარმოადგენს. ორივეს თავისი ფუნქცია და დამახასიათებელი აქტივობათა სისტემა აქვს და რთულს და ცვალებად ბიზნესგარემოში წარმატების მისაღწევად ორივე აუცილებელია.ამერიკული კორპორაციების უმრავლესობას უფრო მართავენ ვიდრე უძღვებიან. მათ თავისივე რესურსის განვითარება სჭირდებათ ლიდერობის გასავარჯიშებლად. წარმატებული კორპორაციები არ ელოდებიან, რომ ლიდერები თვითონ მიაკითხავენ მათ. ისინი აქტიურად ეძებენ პოტენციურ ლიდერში და გამოცდილებას სთავაზობენ, რომელიც მათი პოტენციალის განვითარებას დაეხმარება. მართლაც, გულდასმით შერჩევის, გამოზრდისა და წახალისების…გაგრძელება

ტეგები: მენეჯმენტი, Qwelly, მართვა, თეორია, ლიდერები

ფსიქოანალიზისა და განწყობის თეორიის შედარებითი ანალიზი

ავტორი ლაშა, აპრილი 4, 2019. 0 გამოხმაურება

      საკითხი განწყობის და ფსიქოანალიზის თეორიათა ურთიერთმიმართების შესახებ პრინციპულია პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ორივე არაცნობიერის კონცეფციას წარმოადგენს, ფსიქოლოგია კი სულაც არ არის განებივრებული არაცნობიერზე თეორიული შეხედულებებით. უზნაძისათვის არაცნობიერის პრობლემა იმთავითვე ფუნდამენტური იყო. ამიტომ გასაგებია, რომ ფროიდის თეორიას მან თავიდანვე მიაქცია განსაკუთრებული ყურადღება. ეს ინტერესი ქართული ფსიქოლოგიისათვის ბოლომდე დარჩა დამახასიათებელი. ფსიქოანალიზის პირველ მოხსენიებას უზნაძის 1925 წლის მონოგრაფიაში «ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საფუძველები» ვხვდებით. აქ იგი განხილულია არაცნობიერი ფსიქიკურის იმჟამად არსებული დასაბუთებების კონტექსტში. ფსიქოანალიზის მიერ მოპოვებული ფაქტები მოიხსენიება იმ ფაქტებს შორის, რომლებიც ცნობიერებიდან განდევნილ მოვლენებს შეეხება. ვინაიდან ამ პერიოდში უზნაძე არ სცნობდა არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობას, იგი, ცხადია, ამ ფენომენების ფსიქიკურობასაც უარყოფს. აქ ჯერ კიდევ არ არის მოცემული ფსიქოანალიზის საგანგებო შეფასება; იგი უნდა მოვიაზროთ უზნაძის იმ ზოგად…გაგრძელება

ტეგები: ფსიქოანალიზი, განწყობა, ანალიზი, Qwelly, ფსიქოლოგია

განვითარების პრინციპი და არაცნობიერის პრობლემა

ავტორი ლაშა, მარტი 30, 2019. 0 გამოხმაურება

განვითარების პრინციპი და არაცნობიერის პრობლემა ლ. ვიგოტსკის, ს. რუბინშტეინის, დ. უზნაძისა და ზ. ფროიდის ნაშრომებში      ცნობიერების გაშლილი თეორია გულისხმობს შეხედულებათა სისტემას არაცნობიერ ფსიქიკურზე. ამ თვალსაზრისით ლ. ვიგოტსკის, ს. რუბინშტეინისა და დ. უზნაძის თეორიები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ის, რაც მათ მართლაც აერთიანებს, არის რწმენა ასეთი რეალობის არსებობის შესახებ. მაგრამ როგორია ამ რეალობის ბუნება, როგორია მისი სტრუქტურული და ფუნქციური მახასიათებლები – აი, რა უნდა აჩვენოს არაცნობიერის კონცეფციამ.      ვიგოტსკის თეორია, ჩვენი აზრით, არ შეიცავს რეფლექსირებულ შეხედულებათა სისტემას არაცნობიერი ფსიქურის შესახებ. იგი შეიცავს რამდენიმე ზოგადი ხასიათის დებულებას, რომლებზეც უეჭველად მოაწერდნენ ხელს უზნაძე და რუბინშტეინიც. მაგალითად: «სანამ დავიწყებთ ქვეცნობიერი ფსიქიკური მოვლენების აღწერას და კლასიფიკაციას ... საჭიროა ვიცოდეთ, რითი ვოპერირებთ ამ დროს – რაიმე ფიზიოლოგიურით თუ ფსიქიკურით, აუცილებელია დავამტკიცოთ, რომ არაცნობიერი საზოგადოდ ფსიქიკურ რეალობას მიეკუთვნება.…გაგრძელება

ტეგები: რუბინშტეინი, განვითარება, ვიგოტსკი, ფროიდი, ფსიქოლოგია

კომენტარების დაფა

ელენე: დეკემბერი 13, 2016||11:46pm

გამარჯობა მეგობრებო, გილოცავთ ანდრია პირვეწოდებულის ხსენებას!!!

ელენე: დეკემბერი 13, 2016||11:46pm

ფსიქოლოგებო შეგიძლიათ რამე თემა მირჩიოთ საბაკალავრო ნაშრომისთვის?? :)

nino: მაისი 22, 2018||11:13am

კვლევითი ინტერვიუს კითხვების მომზადების ტექნიკები მაინტერესებს 

შალვა: აპრილი 4, 2020||12:43am
მე ახალი ვარ მაგრამ რაც წავიკითხე გავიგე და მომეწონა ცოტას ვნერვიულობდი ამ გაუგებარ სამყაროზე და ადამიანზე ახლა დავმშვიდდი კარგია ფსიქოლოგია როგორც კუნთებს უნდა ვარჯიში ისე ტვინსაც უნდა გაზრება რა ხდება ჩვენს თავს :დ
ANOUKI: ოქტომბერი 31, 2020||6:14pm
ანუ ვერ გავიგე ბიჭი გიჟდებაო როცა ხელზე ეხებიო და ეგ რამხეივვ გიჟდება ანუ უხარია და გიჟდება თუ ბრაზდება ყვირილს იწყებსსს და გიჟდება¿?

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ ფსიქოლოგია_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (557)

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters