მეხსიერების თეორიები

 

   1.      ორი თეორიული საკითხი.   მეხსიერების ცალკე მოვლენების თავისებურებათა გასაგებად და მათი ერთიან მთლიან ცნებაში გასაერთიანებლად, მეხსიერების ფსიქოლოგიაში ყოველთვის  გრძნობდნენ  აუცილებლობას, ემპირიული კვლევის გვერდით განმაზოგადებელი თეორიული მუშაობაც ეწარმოებინათ

   მეხსიერების ფაქტიური მასალა განსაკუთრებით ორ საკითხს აყენებს, რომელსაც მეხსიერების  ცნებისათვის ძირითადი თეორიული მნიშვნელობა აქვს და რომლის პასუხიც შეიძლება მხოლოდ ჰიპოთეტური ხასიათის იყოს, ერთი საკითხი მეხსიერების ფაქტების ერთ რიგს ეხება, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ  ყოველი შთაბეჭდილება აღქმის მომენტიდან რეპროდუქციის  მომენტამდე რაღაცაირად ისე იახება რომ მთელი ამ დროის  განმავლობაში მისი სრულიად არაფერი ჩანს: მას ფარული არსებობის ხანა ანუ ე.წ. ლამენტური ხანა აქვს და აი საკითხი სწორედ ამას ეხება: როგორ რა სახით განაგრძობს შთაბეჭდილება ამ ფარული პერიოდის განმავლობაში არსებობას? რომ იგი უეჭველად განაგრძობს არსებობას, ეს სადაოდ არ ითვლება, იმიტომ რომ უამისოდ რეპროდუქციის მომენტში მისი გაჩენა სრულიად გაუგებარი იქნებოდა.

   მეორე საკითხი ისე ზოგადი  ხასიათის არ არის, როგორც პირველი: იგი შედარებით განვიტარებული, ფსიქიკური მეხსიერების ფორმებს ეხება, მას შემდეგი უეჭველი გარემოება აქვს მხედველობაში როდესაც მნენური წარმოდგენის რეპროდუქცია ხდება, როდესაც  რასმე ვცნობილობთ, რასმე ვიხსენებთ ან ვიგონებთ, შინაგანი რწმენა გვაქვს, რომ ჩვენ არ ვცდებით, რომ ჩვენი მოგონება სწორედ იმას ეხება რასაც უნდა შეხებოდა თავისი განვიტარების უმაღლეს საფეხურზე ეს შინაგანი რწმენა გაშლილი  მსჯელობის სახით იჩენს თავს, ის რაც ახლა მოგონების საგანს შეადგენს, სწორედ ისაა, რაც  წინათ მქონდა აღქმული, მოკლედ როდესაც რასმე ვისხენებთ, ჩვეულებრივ კიდეც განვიცდით ამას ე.ი. მეხსიერების ობიექტური მოქმედების შემთხვევაში ჩვენ მისი მუშაობის როგორც სწორედ მეხსიერების მუშაობის განცდადც გვაქვს: მეხსიერებას  მეხსიერებად განვიცდით

   ბუნებრივად იბადება საკითხი რა უდევს ამას საფუძვლად? როგორ ხდება რომ რეპროდუცირებული წარმოდგენის საგანს  ე.ი. რაც ახლა გამახსენდა,ჩემი წარსული აღქმის საგანთან ვაიგივებ? როგორ ხეხდება ეს იდენტიფიკაცია? რა უდევს საფუძვლად ამ შინაგან რწმენას, რომელსაც ამ იდენტიფიკაციის განცდის  შემთხვევაში აქვს ადგილი?ყოველი მეტად თუ ნაკლბად დამაკმაყოფილებელი მოხსიერების თეორია ორივე ამ საკითხს უნდა უწევდეს ანგარიშს, მაგრამ ისე, რომ პასუხი ორივე საკითხისათვის ერთიდაიმავე პრინციპიდან გამომდინარეობდეს. 

   2)კვალის თეორია  არსებული თეორიებიდან უძველესი და ყველაზე უფრო გავრცელებული თეორია  არსებითად  კვალის თეორიაა მისი ძირითად დებულება ასეთია: შთაბეჭდილება - ოღონდ „კვალის“ სახით, რომელსაც იგი ტოვებს - მთელი ლატენტური პერიოდის განმავლობაში განაგრძობს არტსებობას: რეპროდუქციის მომენტში ამ აქამდე დაფარული „კვალის“ გამოვლენის მეტი არაფერი ხდება.

   ეს „კვალი“ სხვადასხვა მკვლევარს სხვადასხვანაირად აქვს წარმოდგენილი. ზოგისათვის იგი გაკაფულ გზებს წარმოადგენს, ზოგისათვის აღგზნებულობის აწევას განსაზღვრული მიმართულებით, ზოგისათვის ფიზიკო-ქიმიკურ ცვლილებას, ზოგისათვის  კიდევ არაცნობიერ წარმოდგენას (ჰერბარტი, ფროიდი) მაგრამ პრინციპული მნიშვნელობა აზრთა ამ სხვადასხვაობას არა აქვს. ძირითადში აქ სრული შეთანხმებულობაა : გამღიზიანებელი მოქმედებს - ჩნდება აღქმა შემდეგ იგი ქრება, მაგრამ მაინც რჩება კვალის სახით, ფარულად, სათანადო პირობებში იგი ხელახლა თვალსაჩინო ხდება და მაშინ გახსენების თუ მოგონების შესახებ ვლაპარაკობთ.

   მიუხედავად იმისა რომ ეს თეორია პირველი შეხედვით ძლიერ დამარწმუნებელი ჩანს მისი მიღება სრულიად შეუძლებელია იგი საფუძვლიანად ეწინააღმდეგება ყველა იმ შედეგს, რომელიც თანამედროვე ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მტკიცე მონაპოვარს შეადგენს, ჩვენ ზემოდ საკმაოდ დავრწმუნდით რომ რეპროდუქტირებული წარმოდგენა, მოდონება, არავითარ შემთხვევაში პირველადი პეროცესის აღქმის აუცილებელ ანარეკლს ან პირს არ წარმოადგენს; პირველადი პროცესის პროდუქტის უცვლელი შენახვის შესახებ შესახებ ლაპარაკი სრულიად შეუძლებელია მაშასადამე კვალის თეორია ამ სახით მიუღებელია.

გეშტალტთეორიის წარმომადგენელთა ცდა კვალის თაორიის გადახალისებისა და ამ სახით მისი გადარჩენისა, საქმეს მაინც ვერ შველის, კელერი და კოფკა „კვალთა“ დინამიკის მათი ავტონომიური ცვალების შესახებ  ლაპარაკობენ, თანახმად განსაზღვრულ მთლიან დინამიკურ კანონზომიერებათა თანახმად გეშტალტიზაციის იმავე კანონზომიერებათა, რომელნიც აღქმაში იჩნენენ თავს, მაგრამ მიუხედავად კოფკას ცდისა რომელსაც მე_ს ცნობიერებაც კი კვალთა განსაზღვრულ კომპლექსებზე დაჰყავს და მაშასადამე მას კვალთა უერთიერთ ზემოქმედების პროცესის მონაწილედ ხდის, კვალთა თეორია ამ ახალი რედაქციითაც წმინდა მექანისტურ კონცეფციად რჩება.

   უშუალობის თეორია რომელიც აქტიური პიროვნების ცნების  მე_ს ცნებას - არსებიტად სრულიად ზედმეტად ხდის კვალის განახლებულ თეორიაში თავის მკაფიო გამოხატულებას იძლევა: კვალი კვალზე მოქმედებს და ასე მიმდინარეობს ყველა ის უმნიშვნელოვანესი ფსიქიკური პროცესები, რომელნიც წარმოდგენათა უერთიერთობის ბაზაზე აიგებიან, სუბიექტი მე არსებიტად სრულიად განზე რჩება, მართალია ისაა რომ იხსენებს ისაა რომ მოქმედებს მაგრამ ის მაინც მხოლოდ სარბიელია, მხოლოდ არეა სადაც გახსენებისა და მოქმედების პროცესები მიმდინარეობს - თავისთავად უიმისოდ სრულიად ავტონომიურად.

   ცხადია ასეთი კონცეფცია დამაკმაყოფილებელი არაა, მეხსიერების ფაქტების განვიტარება, რომელიც ზემოთაა მოცემული მკვეთრად ეწინააღმდეგება ასეთ კონცეფციას, ავტონომიურის სპონტანური მნენური პროცესების შესახებ ადამიანის  შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ პირობითად შეგვიძია ვილაპარაკოთ: ადამიანისათვის მეხსიერების მაღალი ფორმებია სპეციფიკური და აქ გადამწყვეტი როლი სწორედ აქტიური პიროვნების ნებელობას აქვს.

   3) მიულერის თეორია როგორ ხდება რომ მოგონების საგანს იმადვე ვთვლი, რაც ერთხელ უკვე ყოფილა ჩვენი განცდის საგნად? რა უდევს საფუძვლად ამ რწმენას? „კვალის“ ცნება ამ საკითხზე თავისთავად არავითარ პასუხს არ იძლევა და ამ თეორიის მომხრეები იძულებეულნი ხდებიან ამ საკითხისათვის სპეციალური თეორიები შეიმუშაონ.

გ.ე. მიულერი ამ საკითხის გადაჭრას ექსპერიმენტალურად ცდილობს, იგი ფიქრობს რომ მოგონების განსაზღვრული „კრიტერიუმები“ არსებობს რომელნიც საფუძვლად ედებიან ჩვენს რწმენას რომ ჩვენი მეხსიერება არ ცდება, ეს კრიტერიუმები შემდეგი  აღმოჩნდა: 1) როდესაც მოგონების აქტის დროს ერთიდაიგივე წარმოდგენის მეტი ტავში სხვა არფერი მოდის ეს საფუძვლად  ედება ჩვენს რწმენას, რომ მოგონება სწორია. 2) მეორე კრიტერიუმია წარმოდგენის რეპროდუქციის სისწრაფე: უკონკურენტოდ სწრაფად გაგონდება  - მაშ ისაა, რაც უნდა ყოფილიყო. 3) მესამე კრიტერიუმი წარმოდგენის სიცხოველეა და მკაფიობა. 4) დიდ როლს თამაშობს აგრეთვე წარმოდგენის სავსეობა: გაგონდება მასთან დაკავშირებული მომენტებიც.

   მიულერს ძალიან საყურადღებო ექსპერიმენტული მასალა აქვს დაგორვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ წარმოდგენის ამ თვისებებს მართლა აქვთ მნიშვნელობა ჩვენი მოგონების კონსოლიდაციის პროცესში, ამიტომ მათი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, მაგრამ არსებობს ისეთი გამოკვლევებიც რომელიც ყოველთვის  ანალოგიურ შედეგბს არ იძლევა, არის შემთხვევები რომ რეპროდუქცირებულ წარმოდგენას აღნიშნული თვისებები არ აქვს, მაგრამ მოგონების სისწორეში ჩვენ მაინც სრულიად დარწმუნებულნი ვართ, გარდა ამისა არსებობს საბუთები, როგორიც მიულერის თეორიის მიხედვით მოგოენების კრიტერიუმად ითვლება, მეორადი წარმოშობის უნდა იყვნენ და არა პირველადის  ე.ი. მოგონების სისწორეში დარწმუნებულობას წინ როდი უნდა უსწრებდნენ, არამედ  თან უნდა ახლდნენ, ყოველ შემთხვევაში, ცნობილია დაკვირვებები რომლის მიხედვითაც წარმოადგენის ზოგიერთი ისეთი თვისება როგორიც აქ მოგონების კრიტერიუმად არის ცნობილი, მაგ: სიცხოველე და მკაფიობა, მხოლოდ მას შემდეგ ჩნდება რაც წარმოდგენის ბუნება გამორკვეულია.

   განსაკუთრებით საეჭვო მომენტი მიულერის ამ თეორიაში ისაა, რომ მისთვის ყველაფერს წარმოდგენათა მექანიკა სწყვეტს, წარმოდგენები მიდიან და მოდიან, ისინი ასეთი თუ ისეთი თვისების მატარებლები არიან და ყველაფერი ამ თვისებაზეა დამოკიებული, სუბიექტი არსად ჩანს - თავის დარწმუნებულობაში თუ დაურწმუნებლობაში თვითონ არავიტარ მონაწილეობას არ ღებულობს, ყველაფერი წარმოდგენათა ავტონომიურ მსვლელობაზეა დამოკიდებული.

   4) ასოციაციის თეორია.  მიულერის თეორია არსებითად ასოციაციის თეორიის გამოყენების თავისებურს კერძო შემთხვევას წარმოადგენს, საზოგადოდ  ეს თეორია ყოველთვის  დიდი როლს თამაშობდა და ჩვენთვის საკმარისი იქნება თუ მისი განხილვით დავკმაყოფილდებითანახმად ასოციაციის თეორიისა, ესა თუ ის წარმოდგენა იმ ნიშნით იცნობა მოგონების წარმოსადგენად, რომ იგი რაიმე ცნობილ წარმოდგენას აღვიძებს. მაგ: ლემანი  თავის ცდისპირებს სხვადასხვა სუნის ცნობას ავალებდა, აღმოჩნდა რომ სწორი ცნობის შემთხვევაში, როგორც წესი, სუნის წარმოდგენა ან მისი სახელის წარმოდგენას იწვევდა ცნობიერებაში ან რაიმე სხცა წარმოდგენას და ცნობას ეს ედო საფუძვლად, დასკვნა ასეთი იყო: ამა თუ იმ წარმოდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში  ვცნობთ მოგონების წარმოდგენად  მხოლოდ იმ შემთხვევაში გვაქვს გრძნობა, რომ ჩვენი მოგონება სწორია თუ რომ იგი რაიმე სხვა წარმოდგენებს იწვევს ასოციაციურად.

    ამთეორიის წინააღმდეგ ასეთი მოსაზრებაა ცნობილი: ვთქვათ რომ მოგონების წარმოდგენამ მართლა რაიმე  ნაცნობი წარმოდგენა, მაგ: სახელის წარმოდგენა გამოიწვია საიდან შეუძლია სახელის წარმოდგენას გაგვითვალისწინოს, რომ რეპროდუცირებული წარმოდგენა ნაცნობია, სანამ თვითონ ის არ გვიცვნია, როგორც გარკვეული შინაარსის სახელის წარმოდგენა? მასაც ხომ ცნობა უნდა? ხომ უნდა გვქონდეს შინაგანი რწმენა აქაც რომ ეს სიტყვა ახლა რომ მომაგონდა, სწორედ ამის სახელია და არა ბგერატა უბრალო გროვა!

   გარდა ამისა როგორც კლინიკური დაკვირვებებიდან ისე ექსპერიმენტული გამოკვლევებიდან ცნობილია რომ შესაძლოა ადამიანს რეპროდუქცია  დაცული ქონდეს, მას რეპროდუცირებული წარმოდგენები უჩნდებოდეს, მაგრამ იგი სრულიად არ განიცდიდეს რომ ამ შემთხვევაში რეპროდუქციასთან აქვს საქმე: მას ეს წარმოდგენა მოგონებად კი არა, სრულიად ახალ წარმოდგენად მიაჩნდეს,  კლაპარედის  დაკვირვებით, ერთ ავადმყოფ ქალს რომელიც უკვე 15 წელი იწვა საავადმყოფოში, მისი რწმენით სრულიად არაფერი ახსოვდა წარსულიდან, ნამდვილად კი მას წარმოდგენები უჩნდებოდა რომელნიც ძველი განცდების უეჭველ რეპროდუქციას იძლეოდნენ, თუმცა თვითონ ავადმყოფს სრულიად ახალ წარმოდგენებად ეჩვენებდონენ.

   5) განწყობის თეორია მეხსიერების პრობლემის გადაწყვეტა მექანისტურ პოზიციებზე შეუძლებელია, უშუალობის დოგმას აქაც უნდა დავანებოთ თავი და პრობლემის გადაწყვეტის ცდისას განსაკუთრებული ყურადღება პიროვნების როლის გამორკვევას მივაქციოთ, სამწუხაროდ უნდა ითქვას რომ კვლევა ამ მიმართულებით შორს არაა წასული და ჩვენ დღეს-დღეისობით მხოლოდ ჰიპოთეზების ამარა ვართ, რომელთა ნიადაგზეც კვლევის გაშლა ჯერ კიდევ მომავლის საქმეა.

რა უდევს საფუძვლად მეხსიერებას ამაზე ჩვენ ზემოდაც გვქონდა ლაპარაკი, ჩვენც ვიცით რომ აღქმის შემთხვევაში პიროვნების გარკვეული განწყობა უჩნდება და აღქმა ამ უკანასკნელის ნიადაგზე აიგება. განწყობა თვითონ ცნობიერების რაიმე შინაარსის სახით არ გვეძლევა, იგი სუბიექტის  როგორც მთლიანი არსების მოდუსია, იგი სუბიექტის გარკვეულობა ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში ამიტომ შესაძლებელია ცნობიერების შინაარსი რომელიც გარკვეული განწყობის ნიადაგზე აღმოცენდა, მოისპოს  გაქრეს მაგრამ განწყობამ მაინც განაგრძოს არსებობა, მაშასადამე შესაძლოა აღქმა ცნობიერებაში აღარ იყოს  ე.ი.  ჩვენ გარკვეულ საგანს აღარ  ვხედავთ, მაგრამ  მისი შესატყვისი განწყობა მაინც შეგვრჩეს, ეს იმას ნიშნავს რომ წარსული განცდები „კვალის“ თუ არაცნობიერი წარმოდგენების სახით კი ა განაგრძობენ მეხსიერების ლატენტურ პერიოდში არსებობას არამედ განწყობის სახით.

   მაგრამ განა ეს არსებიტად იგივე არ არი? განა აქ იგივე  კვალის ანუ ინერციის თეორია ძალაში არ რჩება?  განა აქ იმის მეტია რამე ნათქვამი რომ თითქოს  ე.წ. „კვალი“ განწყობის სახით უნდა იქნეს  წარმოდგენილი?

   როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ლატენტურ პერიოდში განწყობა  განაგრძობს არსებობას, უნდა გვახსოვდეს რომ აქ განწყობას არსებობის  შესახებაა ლაპარაკი. მისი არსებობა კი სულ სხვაგვარია, ვიდრე კვალის არსებობა, განწყობა სუბიექტის რაგვარობაა მისი არსებობის მოდუსია, მაშასადამე როდესაც განაგრძობს არსებობას რომ თითონ სუბიექტი როგორც გარკვეული სუბიექტი განაგრძობს არსებობას, რასაკვირველია მეხსიერების ლატენტურ პერიოდში ეს განწყობა აქტუალური სახით არაა წარმოდგენილი, ასეთად იგი მხოლოდ  რეპროდუქციის მომენტში იქცევა მაგრამ ამის მიუხედავად მისი მატარებელი ობიქტრი ხომ ნამდვილად  არსებობს, ე.ი. სუბიექტი რომელიც სავსებით ისეთივე სუბიექტი კი აღარაა, როგორიც მანამდე იყო, სანამ აქტუალური შთაბეჭდილების ზეგავლენით ქვემდებარე განწყობა გაუჩნდებოდა, არამედ სწორედ ამ განწყობის მიხედვით შეცვლილკ სუბიექტია, ასეთი სუბიექტის არსებობა იმას ნიშნავს ომ განწყობა კი არ გამქრალა არამედ მანამ განაგრძობს მისი სახით არსებობას, სანამ ეს სუბიექტი როგორც აგვარად შეცვლილი სუბიექტი განაგრძობს სიცოცხლეს ჩააყენეთ ეხლა ეს სუბიექტი მისი განწყობის შესაფერის პირობებში, განა შესაძლებელი იქნება მან ისევე იმოქმედოს როგორც სხვამ, ვისაც ასეთი განწყობა არასდროს არ ქონია, ანდა თვითონ ის  იმოქმედებდა სანამ ამ განწყობის მიმართულებით შეიცვლებოდა! რასაკვირველია არა, ამ პირობებში იგი როგორც  შესაფერი  განწყობის მქონე სუბიექტი, იმოქმედებს ე.ი. ამ პირობებში მისი განწყობის აქტუალიზაცია მოხდება, მაშასადამე  ჩვენ სრული უფლება გვაქვს განწყობის შესახვის, მისი არსებობის გაგრძელების შესახებ ვილაპარაკოთ მაშინაც როდესაც ეს განწყობა აქტუალური არაა, მაგრამ ეს შესახვა ეს არსებობის გაგრძელება სრულიად  ცალკე განცდათა „კვალის“ არსებობის გაგრძელებას არ გავს: იგი თვითონ სუბიექტის როგორც გარკვეული მიმართულებით შეცვლილის როგორც გარკვეულიი დისპოზიციური შესაძლებლობის პატრონს, არსებობის გაგრძელებას წარმოადგენს.

   თავისთავად იგულისხმება აქ წარსული განცდის ან მისი კვალის უცვლელი სახით ლატენტურ პერიოდში შესახვისა და მისი ამავე სახით განახლების შესახებ ლაპარაკი სრულიად შეუძლებელია, აქ რეპროდუქციის მომენტში რომელიმე კერძო განცდის  „კვალი“ კი არ იღვიძებს, რომ უვლელი სახით მოგვევლინოს, არამედ გარკვეული მიმართულებით განწყობილი სუბიექტი იძლევა რეაქციის - მაშასადამე სუბიექტი ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, სუბიექტი რომელსაც წარსული განწყობა როგორც აწმყოს განწყობათა ამგვარობა აქვს დაცული და არა როგორც უძრავი ცალკე ობიექტი აქვს შემონახული, მოკლედ არა როგორც უძრავი ცალკე ობიექტი აქვს შემონახული მოკლედ ძველი განწყობა აწმყოს განწყობათა რაგვარობაში განაგრძობს არსებობას. ამიტომ გასაგებია რომ მის არსებობას ცალკეული „კვალის“ გინდა „არაცნობიერი წარმოდგენის“ არსებობასთან არაფერი აქვს საერთო.

   6)დარწმუნებულობის საფუძველი.  ძნელი არა ამის შემდეგ მეხსიერების თეორიის მეორე ძირიტადი საკითხზეც გავცეთ პასუხი და ეს გარემოება ახალი უეჭველად მნიშვნელობანი საბუთია რომელიც ჩვენი ჰიპოთეზის სასაგებლოდ ლაპარაკობს, მეხსიერეის ნიადაგზე უნდა წყვეტდეს.

მართლაც საიდანაა რომ მეხსიერების შემთხვევაში რეპროდუცირებულ წარდმოგენას ვცნობილობთ?  საიდანაა რომ ასეთ შემთხვევაში შინაგანად დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს სწორედ ისაა, რაც წინაც გვქონდა ნანახი და განცდილი? რა უდევს საფუძვლად ამ დარწმუნებულობას? ჩვენ რომ წარსული განცდა თვალწინ გვქონოდა და რეპროდუცირებული წარდმოგენა იმასვე რასაც წარსული განცდა ეხებოდა  - წარმოადგენს ის მართლა მოგონებას თუ არა, იმ შემთხვევაში როდესაც ჩემი წარმოდგება ამ ძველ განცდას დაემთხვეოდა, მაშინ უეჭველია მათი შესატყვისობის განცდა მიჩნდებოდა  -  სრული დარწმუნებულობა იმაასი  რომ მართლა მოგონების ფაქტთან მაქვს საქმე, საწინააღმდეგოდ შემთხვევაში რასაკვირველია რეპროდუცირებული წარმოდგენა  კლეპარედის პაციენტის მსგავსად სრულიად ახალ განცდად და არა რეპროდუქციად  მომჩვენებოდა, მაგრამ როგორც ვიცით წარსულის განცდა და მისი მეხსიერებაში რეპროდუქცია თითქმის არასროს არ ემთხვევა ერთმანეთს: ზოგჯერ საკმარისი მსგავსებაც მსგავსებაც კი არ არის მათ შორის და ზოგჯერ  ისიც კი ხდება რომ აბსოლუტურად ახალი წარმოდგენა წარსულის რეპროდუქციად განიცდება როგორც ამას  პარმეზიის ( deja – vu )

მთხვევაში აქვს ადგილი, მაშასადამე წარსულის განცდა რომ თავისი უცვლელი სახით მართლა მქონოდა ხელთ და რეპროდუქციული წარდმოგენა მისთვის შემედარებინა, ალბათ მოგონების განცდა იშვიათად მექნებოდა ხოლო პარამნეზიის მოვლენები  -  არასდროს, როგორც ჩანს, მოგონების განცდისათვის საკმაოდ  ახირებული პირობა ყოფილა საჭირო, იმისათვის რომ მეხსიერებაში აღმოცენებული წარმოდგენა რეპროდუქციად სხნო, იმისათვის რომ მნენური დარწმუნებულობა გაგიჩნდეს საჭირო ყოფილა წარსული განცდა ისე გვქონდეს წინასწარ მოცემული რომ იგი მაინცდამაინც დიდად არ გავდეს თავის ტავს, ხოლო ზოგჯერ სულ სხვა სურატს წარმოადგენდეს ე.ი. საჭირო ყოფილა წარსული განცდა ისე იყოს მოცემული რომ ის წარსული განცდა არ იყოს პარადოქსალურ პირობას გულისხმობს მოგონების განცდის ფაქტი განა შესაძლებელია ასეთი მოთხოვნილების განხორციელება?

   საბედნიეროდ ეს შეუძლებელი არაა, განწყობის ცნება არაჩვეულებრივ ზუსტად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებას. მართლაც  როდესაც სუბიექტი რეპროდუქციას ახდენს როდესაც მას რაიმე აგონდება როგორც ვიცით წარსული მართლა უკვე მანამ დგას მის წინაშე სანამ მოგონების ფაქტი მოხდებოდეს - მაგრამ იმ განცდის ან მისი კვალის სახით კი არა რომელიც მას სინამდვილეში ჰქონდა არამედ შესატყვისი განწყობის სახით: ძველი განცდა როგორც განცდა კი არა როგორც  განწყობა განაგრძობს არსებობას და გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ამას აქვს, რეპროდუქციული წარმოდგენა წარსულში განცდის  წარმოდგენას თუ აღქმას კი არ  უპირისპირდება არამედ განწყობას, მაშასადამე იმ შემთხვევაში როდესაც იგი ამ განწყობას  ეთანხმება  იგი წარსულს ეთანხმება და წარსულის რეპროდუქციას წარმოადგენს, მაგრამ  ისე რომ წარსული განცდის  სარკისებურ ასახავს, მის უცვლელ პირს არ შეადგენს. საკვირველი არაა რომ ამ პირობებში მნენური განცდის მნენური დარწმუნებულობის გრძნობის აღმოსაცენებლად სრულებით საჭიროა არაა რომ რეპროდუქცია ორიგინის სრულ განმეორებას წარმოადგენდეს და შეუძლებელი არაა რომ ეს განცდა ძველისა და ახალი განცდების სრული შეუფერებლობის დროსაც გაჩნდეს როგორც ამას პარაამნეზიის შემთხვევაში აქვს ადგილი.

   ამრიგად დარწმუნებულობის გრძნობა მოგონების განცდა იმიტომ ხდება შესაძლებელი რომ ძველი შთაბეჭდილება არა ცალკეული განცდის და მისი კვალის არამედ განწყობის სახით განაგრძობს არსებობას.

სპეციალურად : www.Qwelly.com _ისათვის

ნახვა: 1191

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters