ერიკ ერიკსონი ცნობილი დანიელ-გერმანელ-ამერიკელი ფსიქოლოგი და ფსიქოანალიტიკოსი იყო, რომელმაც შექმნა თეორია ადამიანის ფსიქოსოციალური განვითარების ეტაპების შესახებ. მისი შეხედულებით ახალშობილობიდან მოყოლებული არსებობს რვა ეტაპი, რომელსაც ადამიანი გადის ცხოვრების მანძილზე. ყოველ ეტაპზე ადამიანის წინ დგას ახალი გამოწვევები და ახალი ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაა საჭირო. ყოველი ეტაპი დაშენებულია წინა ეტაპის წარმატებულ შესრულებაზე. თუ ეტაპი წარმატებით არ შესრულდა, მაშინ შესაძლებელია წინა ეტაპზე გადაუწყვეტელი პრობლემები მომავალში ხელახლა დადგეს ადამიანის ცხოვრების წინაშე.

  • პირველი ეტაპი: იმედი (hope) – ნდობა - უნდობლობის წინააღმდეგ (გრძელდება დაბადებიდან 12-18 თვემდე)
  • ფსიქოსოციალური კრიზისი: ნდობა vs უნდობლობა (Trust vs. Mistrust)
  • მთავარი შეკითხვა: სანდოა თუ არა ჩემი გარემო?
    წყალობა (ჯილდო): იმედი

ერიკსონის პირველი ეტაპის ცენტრშია ახალშობილის ძირითადი ინსტიქტები, ძირეული მოთხოვნები და საჭიროებები. ახალშობილი დამოკიდებულია მშობლებზე, განსაკუთრებით დედაზე. მისგან იღებს საკვებს, განსაკუთრებულ ნუგეშს, ალერსს და სითბოს. თუ შვილი იღებს მშობლისგან გამუდმებით სითბოს, სიყვარულს და თავს საიმედოდ გრძნობს მასთან, ახალშობილის ხედვა სამყაროსადმი იქნება ნდობით და რწმენით აღსავსე, რადგან ახალშობილი სამყაროს, პირველად მშობლების სახით ეცნობა. თუკი ახალშობილს მოაკლდება მშობლის სითბო და ის ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, მაშინ მას გაუჩნდება სამყაროსადმი უნდობლობის გრძნობა და ვერ მოხდეს ამ ეტაპის წარმატებით შესრულება. ერიკ ერიკსონისს მიხედვით, თუ ახალშობილს ძირითადი მზრუნველი (ხშირ შემთხვევაში დედა) მისცემს საკვებს, კომფორტს და სიყვარულს მაშინ ახალშობილი ისწავლის ნდობას. თუ ჩვილს განუვითარდა უნდობლობა, ის მიიჩნევს, რომ სამყარო არასაიმედოა, არაპროგნოზირებადი და შესაძლოა იყოს საშიში.

  • მეორე ეტაპი: ნდომა,ნებისყოფის ძალა (Will) ავტონომია vs სირცხვილი (მოიცავს 18 თვიდან 3 წლამდე პერიოდს)
  • მთავარი შეკითხვა: შემიძლია თავად გავაკეთო რაიმე თუ ყოველთვის სხვის იმედზე უნდა ვიყო?
    წყალობა: ნდომა.

როდესაც ბავშვი ისწავლის საკუთარი სხეულის შესაძლებლობების კონტროლს, ისინი იწყებენ გარე სამყაროს შესწავლას. ბავშვები ამ ასაკისთვის გამუდმებით იკვლევენ და სწავლობენ გარემოს, ანუ იმას, რაც მათ გარშემოა. ამ დროს სიფრთხილეა საჭირო, რადგან ბავშვმა შეიძლება დააზარალოს საკუთარი თავი, ამიტომ სიფრთხილის ნორმების დაცვა აუცილებელია. ამ ასაკისთვის ბავშვები ავლენენ საკუთარ ინტერესებს მაგ, შეიძლება ბავშვს განსაკუთრებით მოსწონდეს სიმღერა, ცეკვა, ან ხატვა. ბავშვები, რომლებიც ხშირად არიან გარეთ შეიძლება დაინტერესდნენ მცენარეებით ან ცხოველებით. ბავშვები ამ დროს სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების მართვას, კუნთების კოორდინაცია უუმჯობესდებათ, თუ ამ დროისთვის მზრუნველი (მშობელი) წაახალისებს მათ და ბავშვი ისწავლის თავისი თავის მოვლის ძირითად კომპონენტებს, მაგ, ჩაცმა, ჭამა და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ბავშვს უვითარდება დამოუკიდებლობის, ავტონომიურობის განცდა, ის ფიქრობს, რომ მას შეუძლია პრობლემების თვითონ გადაწყვეტა.,მაგრამ თუ მშობელი ბავშვისგან მოითხოვს ძალიან ბევრს, ან ძალიან ცოტას და ყველაფერს თვითონ გააკეთებს, მაშინ ბავშვს უყალიბდება სირცხვილის განცდა და ეჭვი, რომ მას პრობლემების მოგვარება საკუთარი ძალებით არ შეუძლია.

  • მესამე ეტაპი
  • მიზანი: ინიციატივა vs დანაშაული (სკოლამდელი 3-დან -6 წლამდე)
  • ფსიქოსოციალური კრიზისი: ინიციატივა vs დანაშაულის გრძნობა
  • ძირითადი შეკითხვა: "კარგი ვარ თუ ცუდი?"
  • ჯილდო: მიზანი
  • სოციალურ ელემენტებთან კავშირშია: იდეალური პროტოტიპი/როლი

ამ ეტაპისთვის ბავშვის ავტონომიურობას ემატება ინიციატივა. ბავშვები იწყებენ მცირე ამოცანების დაგეგმვას, შესრულებას, სწავლობენ მათ გარშემო არსებული პროფესიების/ხელობების ძირითად ელემენტებს. სწავლობენ და ეცნობიან ფიზიკის ძირითად პრინციპებს. მაგ, ნივთები ძირს ეცემა და არა პირიქით, მრგვალი ნივთები დაგორავენ და ა.შ. სწავლობენ ზონრის შეკვრას, თვლას, საუბარს თავისუფლად. ამ ეტაპზე ბავშვები იწყებენ მოქმედებებს მათი მიზნების შესასრულებლად. დანაშაულის განცდა მათთვის ახალი, გაუგებარი ემოციაა. შეიძლება იგრძნონ თავი დამნაშავედ ისეთი მოვლენების ან რამის გამო, რომელიც ლოგიკურად არ იწვევს დანაშაულის გრძნობას. მათ შეიძლება გაუჩნდეთ დანაშაულის გრძნობა, თუ მათი ინიციატივა ვარ გამოიღებს სასურველ შედეგს.

აპ პერიოდში ბავშვებს ნელ-ნელა უვითარდებათ სამართლიანობის გრძნობა. ამ ასაკში ბავშვი სწავლობს მოირგოს ლიდერის როლი, გამოიჩინოს ინიციატივა მიზნის მისაღწევად.

ბავშვმა ამ ასაკშიც შეიძლება ჩაიდინოს რისკის მატარებელი ქცევები, მაგ, გადაკვეთოს გზჯვარედინი ან ქუჩა მარტომ. ბავშვმა შეიძლება გამოავლინოს აგრესიული ქცევა იმედგაცრუების საპასუხოდ, იმედგაცრუება კი შეიძლება მოჰყვეს მის ნებისმიერ წამოწყებას, რომელსაც ვერ მოყვება სასურველი შედეგი. ზოგჯერ ბავშვები იწყებენ ისეთ საქმეს და ისახავენ ისეთ მიზნებს რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის სხვა ადამიანის ინტერესებთან. კარგია თუ მშობლები შვილებს განუვითარებენ ამ პერიოდისთვის დამოუკიდებლობის და ორგანიზების უნარ-ჩვევებს, მათ ხელი უნდა შეუწყონ ბავშვბის ინიციატივას, მიაჩვიონ რეალისტური გეგმების განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ბავშვის წამოწყებას შეხედავენ, როგორც სისულელეს და აბეზარი არსების საქციელს, მაშინ ბავშვს განუვითარდება დანაშაულის გრძნობა საკუთარი საქციელის და იდეების გამო.

  • მეოთხე ეტაპი
  • კომპეტენტურობა: ინდუსტრიულობა vs ქვემდგომობა (ბავშვობა 6-დან 12 წლამდე)
  • ფსიქოსოციალური კრიზისი: ინდუსტრიულობა vs ქვემდგომობა
  • ძირითადი შეკითხვა: "როგორ შეიძლება ვიყო კარგი"?
  • ჯილდო – კომპეტენტურობა (Competence)
  • საზოგადოებაში უკავშირდება ელემენტით: შრომის განაწილება

ამ დროს ბავშვის მოქმედების ტექნოლოგიები უფრო ვითარდება, მისი პროდუქტიულობა იზრდება საქმესთან მიმართებაში. ამ ეტაპისთვის ბავშვები უფრო შეგნებული ხდებიან, უფრო მეტად აცნობიერებენ სერიოზულ და აბსტრატულ საკითხებს. შეუძლიათ იშრომონ ბევრი, ბეჯითად, იმისთვის, რომ დაიმსახურონ პატივისცემა და იმისთვის, რომ გააკეთონ საკუთარი საქმე კარგად და სწორად. მათ უკვე შეუძლიათ გაინაწილონ, იმუშაონ ერთად და ძირითადი გუნდური მუშაობის პრინციპები დააკმაყოფილონ. ამ პერიოდისთვის იგებენ დროის და სივრცის კონცეფციებს, არიან უფრო ლოგიკური აზროვნებაშიც და ქცევებშიც და უფრო პრაქტიკულები ამოცანების შესრულებისას. უკეთ ესმით მიზეზ-შედეგობრივი კავშირების არსებობის. ეცნობიან კალენდარს, სწავლობენ კომპლექსურ უნარ-ჩვევებს: წერას, კითხვას. უყალიბდებათ გარკვეული მორალური ღირებულებები.

თუკი ბავშვებს ექნებათ წახალისება კარგი საქციელის ჩადენისას, გარვეული უნარ-ჩვევების შეძენისას და გაუმჯობესებისას, მაშინ მათი მოტივაცია გაიზრდება და ისინი უფრო პროდუქტიულები იქნებიან, უფრო ბეჯითად და მეტ დროს დაუთმობენ იმ საქმიანობას, რაც კარგად გამოსდით. მაგ, სწავლა. თუკი ბავშვების ძალისხმევას მოჰყვება უარყოფითი პასუხი, მაგ, თუ ეტყვიან, რომ უნიჭოა, ან არ გამოსდით, ან დასჯილები იქნებიან საკუთარი წარუმატებლობების გამო, ასეთ ბავშვებს უყალიბდებათ ქვემდგომობის განცდა და ფიქრობენ, რომ ისინი არ არიან ინდუსტრიულები, არ შეუძლიათ ეფექტურად საქმის კეთება.

ბავშვებისთვის ასაკის ამ დიაპაზონში ამ დროისთვის ვითარდება სივრცული აღქმები, ეცნობიან ხელოვნების, სპორტის, მეცნიერების სხვადასხვა დარგებს, ავითარებენ იმ შესაძლებლობებს რაც უკეთესი აქვთ. ხოლო თუ მოხდება მათი ხედვის არეალის შეზღუდვა, არ ექნებათ საშუალება გაეცნონ სხვადასხვა პროფესიებს და სახეობებს, მათი მოტივაცია ქვეითდება, თვითშეფასება კი მცირდება და პროდუქტიულობის მხრივ ლეთარგიულები ხდებიან. ასეთი ადამიანები დუნე ცხოვრების სტილს ირჩევენ, ამიტომ აუცილებელია ბავშვის ინტერესების სფეროს განვითარებადა ხელშეწყობა.

  • მეხუთე ეტაპი – ერთგულება: პიროვნების იდენტურობა VS გაურკვევლობა (საკუთარ ადგილთან და როლთან მიმართებაში (გარდატეხის ასაკი 12-18 წელი)
  • ძირითადი შეკითხვა: "ვინ ვარ და საით მივდივარ?"
  • მსგავსი ელემენტი სოციუმში: იდეოლოგია.
  • წყალობა: ერთგულება

ამ ასაკისთვის ბავშვებში იზრდება იმის განცდა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი და ფასულია სხვების აზრი მათ შესახებ. ამ ასაკში ყალიბდება სექსუალური იდენტურობა, რომელიც მოიცავს სექსუალურ ორიენტაციას. ამ ასაკში მოზარდები ხშირად განიცდიან იმედგაცრუებას, აქვთ ერთმანეთში არეული გრძნობების და ემოციების ნაზავი. ამ პერიოდისთვის, ზოგ ბავშვს განსაკუთრებით უყვარს მანქანები, მუსიკა, ზოგი სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებში ერთიანდება. ერიკსონის ხედვით ამ პერიოდისთვის მოზარდების უმეტესობას უჩნდება საკუთარი იდენტურობის განცდა. თუკი მოზარდმა ვერ შეძლო საკუთარი იდენტურობის განსაზღვრა, უვითარდება იდენტურობის კრიზისი.

ამ რვა ეტაპიდან, რომელსაც ადამიანი გადის ცხოვრების გზაზე მეხუთე ეტაპი მნიშვნელოვანია და ერთგვარი გზაჯვარედინის ხასიათს ატარებს.

ცხოვრების ამ ეტაპზე ხდება დიდი ბოლოგიური და ფიზიკური ძვრები ადამიანის ორგანიზმში, ხდება სქესობრივი მომწიფება და ეს ეტაპი ემსგავსება ხიდს ბავშვობიდან დიდობისკენ.

ერიკსონი მიიჩნევდა, რომ ამ პერიოდში მოზარდსა აქვს საკმარისი დრო, რათა მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების და ინტერესების კომბინირება და გააცნობიეროს ვინ არის და რა უნდა. ამ დროისთვის ადამიანი თვითონ ირჩევს საკუთარ იდეოლოგიას და ამიტომ ხშირად ხდება კონფლიქტი მოზარდებს და დიდებს შორის.

ერიკსონი აღნიშნავდა, რომ ზოგჯერ ადამიანებში იდენტურობის პერიოდი გაცილებით იზრდება და არ შემოიფარგლება 12-18 წლით.

  • მეექვსე ეტაპი
  • სიყვარული: ინტიმურობა VS იზოლაცია (ახალგაზრდა ზრდასრულობის ასაკში, 19-40 წელი)
  • ფსიქოლოგიური კრიზისი: ინტიმურობა VS იზოლაცია
  • ძირითადი შეკითხვა: "ვუყვარვარ და ვუნდივარ?" ან, "მე მყავს ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, თუ ვცხოვრობ მარტო?"
  • ჯილდო: სიყვარული
  • მოდელები სოციუმში: კოოპერაციის მოდელი (ხშირად ქორწინება)

ადამიანის ცხოვრების იმ ეტაპის შემდეგ, როცა არკვევს ვინ არის და "საით მიდის" შემდეგ იწყება მისი ინტიმური ცხოვრების გადაწყვეტის პერიოდი, ეს ეტაპი მრავალ ადამიანში 30 წლისთვის უკვე გადაწყვეტილია, ამ დროისთვის ან უკვე უყვარდებათ და ქმნიან ოჯახს ან მარტო რჩებიან. თუმცა პოპულაციის ნაწილი 30 წლის ასაკის შემდგომ გადაწყვეტილი აქვს, ცხოვრებას მარტო გააგრძელებს, თუ თანამგზავრის თანხლებით.

ამ პერიოდისთვის ადამიანები მზად არიან ჩამოაყალიბონ და შეინარჩუნონ ახლო ინტიმური ურთიერთობები, იგრძნონ და შეასრულონ ვალდებულებები სხვების მიმართ. აყალიბებენ რეციპროკულ (თანაზიარ) ურთიერთობებს (მეგობრობის ან ქორწინების სახით).

თუ პიროვნება ვერ აყალიბებს ინტიმურ ურთიერთობას (ხშირად ეს საკუთარი არჩევნით ხდება) ხდება მისი იზოლაციაში მოქცევა.

  • მეშვიდე ეტაპი
  • ზრუნვა: გენერაციულობა vs სტაგნაცია ( შუა ხნის ასაკი 40-65 წლებში)
  • ფსიქოსოციალური კრიზისი: გენერაციულობა vs სტაგნაცია
  • ძირითადი შეკითხვა: "რაიმე ღირებულს შევქმნი?"
  • ჯილდო: ზრუნვა
  • სოციუმში მოდელები: მშობლობა, განათლება, ან სხვა პროდუქტიული სოციალური ჩართულობა.

გენერაციულობა მოიცავს შემდეგი თაობების წარმოქმნას, დახმარებას, მართვას (ნაწილობრივ). სოციალურად ღირებული საქმის შესრულებას.

ამ ასაკისთვის ძირეულ სურვილს და იდეას წარმოადგენს ადამიანმა "აწარმოოს" მომავალი თაობა და დაეხმაროს მათაც გენერაციაში.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის გამოკვეთილად ეგოცენტრული, და მას არ სურს საზოგადოებას მოუტანოს სარგებლობა, უვითარდება სტაგნაციის განცდა.

შუა ხნის ასაკის ცენტრალური ამოცანები:

  • გამოხატოს სიყვარული, მეტად ვიდრე მხოლოდ სექსუალური გამოხატვა;
  • შეინარჩუნოს ჯანსღი ცხოვრების მოდელი;
  • განუვითარდეს საკუთარ წყვილთან (მეუღლესთან) ერთიანობის განცდა;
  • დაეხმაროს ბავშვებს გაზრდაში და აღზარდოს პასუხისმგებლობის გრძნ;ბის მქონე ზრდასრულებად.
  • ცხოვრების მნიშვნელოვან მიზნად დაისახოს ბავშვების გაზრდა/აღზრდა;
  • მიიღოს შვილის მეგობარი/მეუღლე;
  • შექმნას კომფორტული ოჯახი (კერა);
  • იყოს ამაყი, საკუთარი და მეუღლის ცოდნით/პროფესიონალიზმით;
  • გაცვალოს როლები თავის მოხუცებულ მშობლებს (მოუაროს მათ);
  • მიაღწიოს და შეასრულოს მოწიფული სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობები;
  • შეეგუოს შუახნის ასაკის ფიზიკურ ცვლილებებს;
  • გამოიყენოს თავისუფალი დრო კრეატიულად.
  • მერვე ეტაპი
  • სიბრძნე: ეგოს ინტეგრულობა vs სასოწარკვეთილება (ხანდაზმული ასაკი, 65 წელი და მეტი)
  • ფსიქოსოციალური კრიზისი: ეგოს ინტეგრულობა vs სასოწარკვეთილება
  • ძირითადი შეკითხვა: "ვიცხოვრე სრულფასოვანი ცხოვრებით?"
  • ჯილდო: სიბრძნე

როდესაც ადამიანი 65 წლის ასაკს სცილდება, ქვეითდება მისი პრდუქტიულობა და ეს ეტაპი ხშირად პენიაში გასვლის პერიოდს ემთხვევა. ამ დროს ადამიანი ხედავს საკუთარ განვლილ ცხოვრებას და აფასებს მას, ან ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება წარმატებული იყო, ან წარუმატებელი და არაპროდუქტიული. თუ ადამიანმა ვერ შეასრულა ის ძირითადი მიზნები, რაც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იყო, შესაძლოა განუვითარდეს დაუკმაყოფილებლობის და იმედგაცრუების განცდა.

თუ ადამიანი ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება პროდუქტიული, წარმატებული და ბედნიერი იყო, უყალიბდება, ეგოს ინტეგრულობა, ანუ საკუთარ ეგოსთან ექმნება ჰარმონიული ურთიერთობა, როცა ხდება ამ ყველაფრის საპირისპირო ადამიანს მოიცავს იმედგაცრუება.

ერიკ ერიკსონი იყო ფროიდის მოსწავლე, მისი რვა ეტაპიანი ფსიქოსოციალური განვითარების თეორია ნაწილობრივ ესადაგება ფროიდის განვითარების ეტაპებს. პირველი ოთხი ეტაპი შეესაბამება ფროიდის ორალურ, ანალურ, ფალოსურ და ლატენტურ სტადიებს.

მეხუთე ეტაპი, შეესაბამება ფროიდის ფსიქოანალიზის თეორიის გენიტალურ ეტაპს.

ერიკსონი არ შეჩერდა გარდატეხის ასაკის დასასრულთან და მან დინამიური ფსიქოსოციალური განვითარება განიხილა შემდეგ სტადიებშიც. მან ადამიანის ცხოვრების ეტაპები ერთ ციკლში გააერთიანა, სადაც ყველა ეტაპი ურთიერთდამოკიდებულია და ერთი ეტაპის წარმატებით შესრულება წინაპირობაა მომდევნო ეტაპზე წარმატებისა. საბოოოდ კი ადამიანი ცხოვრებისგან იღებს ჯილდოდ სიბრძნეს, ხოლო განვლილი ცხოვრებისგან თვითკმაყოფილების და სრულფასოვნების განცდას.

ტეგები: Qwelly, identity, psychology, social, განვითარება, ერიკ_ერიქსონი, იდენტობა, ფსიქოლოგია

ნახვა: 2108

გამოხმაურებები!

დიდი მადლობა ლაშას :) ახლა ამის სწავლა თქვი შენ :D

ანა მზარელუა მადლობა შენ, მაგრამ სწავლა??? ოოოღონდ ეგ არ იყოს და უამრავს დავპოსტავდი :D 

ანა მზარელუა_მ თქვა:

დიდი მადლობა ლაშას :) ახლა ამის სწავლა თქვი შენ :D

ლაშა ერიქსონი ფიზიკურად არ ვიცოდი როგორი იყო :D:D გმადლობ ფოტოსთვის იმედია დამეხმარება სწავლაში :D

10-მდე ვერა kakha, მაგრამ 8-მდე აქვს დამრგვალებული :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters