პირველად უილიამ ჯემსმა განასხვავა ერთმანეთისგან ,,თვითობის"-ს (Self, Selfbst) ორი ასპექტი. საკუთარი პიროვნება შეიძლება განვიხილოთ, ერთის მხრივ, როგორც 1. სუბიექტი (მე, I, მაგ. მე ვიცანი იგი),  და მეორეს მხრივ, 2. როგორც ობიექტი (Me, მაგ. მან მიცნო მე). ჯემსის მიხედვით, მე-სუბიექტი არის აქტიური, მოქმედი, ცნობიერი, საკუთარი ქცევის წარმმართავი (self as Knower). სწორედ ამ ცნობიერი მე_ს ერთ ერთი მახასათებელი  არის ჩვენი პიროვნული მუდმივობის განცდა. ხოლო მე- ობიექტი არის (Me. Mich)  მე-ს შესამეცნებელი ობიექტი(,, Self as known "). როგორც ვხედავთ, თვითობა თავის თავში ერთდროულად აერთიანებს  როგორც სუბიექტს, ისე ობიექტს. თვითობის ბუნებით ფსიქოლოგიური მეცნიერების ისტორიაში ბევრი ავტორი იყო და არის დაინტერესებული. მოგვყავს ორი განსაზღვრება:

       ფ. ლერში (შრეთა თეორია): პიროვნების სტრუქტურაში გამოიყოფა სასიცოცხლო, ენდოთიმური და ცნობიერი დონეები. თვითობა ენდოთიმური და პიროვნული დონეების გადაკვეთაზე თავსდება. თვითობის არსებობისთვის საჭიროა ენდოთიმური დონის სწრაფვების და განცდების ინტეგრაცია პიროვნების დონის აზროვნებით და ნებით ფუნქციებთან. თუ ადამიანი მხოლოდ ენდოთიმური დონის სწრაფვებით ცხოვრობს, მას

არ გააჩნია პიროვნული თვითობა, ასევე არ გვექნება პიროვნული თვითობა (das personale Selbst) თუ ადამიანი მხოლოდ აზროვნების აბსტრაქტული წესებით და ნების ბრძანებით ცხოვრობს. მხოლოდ იქ, სადაც ორივე ფენა გახსნილია ერთმანეთის მიმართ და ინტეგრაციულად ურთიერთზემოქმედებს, ხდება პიროვნული  თვითობის რეალიზაცია.

კ. იუნგი: თვითობა (Selbst) გულისხმობს არა მარტო ცნობიერ, არამედ არაცნობიერ ფსიქიკურ არსებობასაც. თვითობა არის მთელი პიროვნების ცენტრი, ისევე, როგორც ეგო (მე) არის გონის, ცნობიერის ცენტრი. თვითობა. . .  არის იმ საბედისწერო კომბინაციის სრულყოფილი გამოხატულება, რასაც ინდივიდუალობას ვუწოდებთ.

მე-კონცეფცია

     მე კონცეფცია არის ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახული ცოდნა საკუთარი თავის შესახებ. იგი მოიცავს ცოდნას საკუთარი გარეგნობის, საკუთარი ქცევის მიზნების, მოტივების, ფორმების და მათი განხორციელების შედეგების (წარმატება- წარუმატებლობის) შესახებ. იგი მოიცავს აგრეთვე ცოდნას სოციალური ურთიერთობების (მეგობრების, ოჯახის, კოლეგების და ა.შ.), გარკვეული კატეგორიისადმი მიკუთვნებულობის, შინაგანი პროცესების, გრძნობების და განწყობების შესახებ. ზოგიერთი ავტორი მე- კონცეფციის აღწერით ნაწილს უწოდებს მე-ს ხატს, ხოლო ნაწილს, რომელიც საკუთარ თავთან, ან საკუთარ თვისებებთან  დამოკიდებულებას გამოხატავს  თვითშეფასებას. მე კონცეფცია განსაზღვრავს არა მარტო იმას, თუ რას წარმოადგენს ინდივიდი, არამედ იმასაც, თუ რას ფიქრობს ის საკუთარ თავზე.

     მე-კონცეფციაში მოცემულია დეკლარაციული ცოდნა  საკუთარი პიროვნების როგორც ინდივიდუალური თუ მხოლოდ მისი ინდივიდუალობის განმსაზღვრელი ნიშნების (საკუთარი სახელი, დაბადების წელი და ადგილი, პიროვნული ნიშნები ფსიქიკური პროცესები და განცდები),  ასევე უნივერსალური ნიშნების შესახებაც, რომელიც მსგავსია ერთი და იგივე  კულტურის ყველა წარმომადგენლისთვის (მაგალითად, ადამიანობა, მოქალაქეობა და სხვ). მაგრამ თვითკონცეფციაში პროცედურული ცოდნაც არის მოცემული ქცევის განხორციელების წესების შესახებ თუ-მაშინ პრინციპის საფუძველზე.  ე.ი. ჩვენ არა მხოლოდ დეკლარაციული ცოდნა გვაქვს მომავალი შესაძლო ქცევის შესახებ, არამედ ვიცით კიდეც როგორ მოვიქცეთ. მაგალითად, მე-კონცეფციაში ინტროვერტს შეიძლება ასეთი მოქმედების წესი ჰქონდეს დაფიქსირებული, რომელიც მის ქცევას განსაზღვრავს: თუ ხალხმრავალ საზოგადოებაში ვარ დაპატიჟებული, მაგრამ ჩემი მიზანი მარტო ყოფნაა მაშინ სარწმუნო საბაბს მოვიფიქრებ უარის სათქმელად. მე კონცეფცია ერთგვარი სქემის როლს ასრულებს და გავლენას ახდენს თვითობასთან, საკუთარ პიროვნებასთან  დაკავშირებული ინფორმაციის გადამუშავებაზე. როგორც ყოველი სქემა მე კონცეფცია შედარებით სტაბილურია, მაგრამ არა უცვლელი.        

თვითშეფასება.

          თვითშეფასება საკუთარი პიროვნების, საკუთარი მე-კონცეფციის სუბიექტური შეფასებაა. იგი არის  პიროვნების მიერ თავისი თავის, საკუთარი შესაძლებლობების, თვისებების და სხვა ადამიანთა შორის   ადგილის შეფასება.  ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ჩვენი თავის გასაგებად ორგვარი  მოტივივაცია გვაქვს  გვინდა გავიგოთ, შევიცნოთ ჩვენი თავი და არც გვინდა. ჩვენ გვინდა ჩვენი ნამდვილი სახის დანახვა, და ამავე დროს, ხშიერად გვეშინია, რა დაგვხვდება, რას დავინახავთ. ისინიც კი ვინც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, აკეთებენ ამას, მაგრამ მხოლოდ მანამ, სანამ ძალიან ღრმა ფენებს მიაღწევდნენ, რადგან სიტყვები არ ყოფნით მის აღსაწერად. ერთ-ერთი მიზეზი, რაც იწვევს ამ მერყეობას, არის განსხვავება იმაში, როგორ აღვიქვამთ ჩვენს თავს და როგორ აღვიქვამთ სხვას. ჩვენს სოციალურ გარემოში ჩვენ სხვას აღვიქვამთ, იმის მიხედვით, თუ როგორ გვეძლევიან ისინი ჩვენ. ხშირად ჩვენ „ვმკითხაობთ", იმის სესახებ, თუ რა დევს ამ სოციალური პორტრეტის მიღმა. უმრავლესობა ადამიანებისა ცდილობს უკეთესად მოაჩვენოს სხვას თავი. ჩვენი საკუთარი თავის შეცნობისას კი ცოდნა ნაკლებად არის გაფილტრული, ეს არის ნედლი მასალა ჩვენს შესახებ. ამრიგად, ჩვენ გამუდმებით ვხედავთ სხვების გაფილტრულ სახეს და ვადარებთ ჩვენ ნედლ, გაუფილტრავ, შეუნიღბავ სურვილებს და ცუდ აზრებს. თუ რელიგიურ მეტაფორას გამოვიყენებთ, ჩვენ ბევრი ჩვენი ცოდვის შესახებ ვიცით, მაგრამ სხვას ამას არ ვუმხელთ , მხოლოდ ძალიან ახლობელს შეიძლება გავუმხილოთ. ამრიგად, ჩვეულებრივ, გვიკვირს, რატომ არის ჩვენი ცხოვრება ერთგვარად გამრუდებული, განსხვავებული იმისგან, როგორიც უნდა იყოს. ეს აზრი მოდის არასწორი აღქმიდან, იგია, რომელიც იწვევს შიშს ჩავიხედოთ ჩვენს საკუთარ თავში.  ცნობილი ეგზისტენციალისტი როლო მეი ამბობს, რომ ჩვენ ერთდროულად კარგებიც ვართ და ცუდებიც. თუ მოვინდომებთ და ჩავუღრმავდებით ჩვენ თავს, ჩვენს აზრებს, გრძნობებს, სურვილებს, ქცევას და იმპულსებს კარგად დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ ჩვენში არა მხოლოდ აშკარა მომხვეჭელობას, ქვენა ზრახვებს, მეწვრილმანეობას, რომელიც ადრე დაფარული იყო, არამედ, ჩვენთვის მოულოდნელად, შემოქმედებით უნარს, სიაძლიერეს, სიყვარულის  და თანაგრძნობის უნარს.

    თუ ჩვენ გამოვიმუშავებთ ტოლერანტობის უნარს, თუ უფრო ტოლერანტული ვიქნებით, დადებიტად განვეწყობით საკუთარი თავის მიმართ, მაშინ შევძლებთ გავაკონტროლოთ საკუთარ თავში ჩახედვის შიში და გავნთავისუფლდეთ მისი აღქმით გამოწვეული ამ შინაგანი შფოთვისგან. მე კონცეფცია სამი კომპონენტისგან შედგება კოგნიტური, აფექტური და ნებითი კომპონენტებისგან. ფაქტობრივად, ეს თვითობის დისპოზიციებია, რომელზე დაყრდნობითაც წარმოებს თვითშეფასება. განასხვავებენ ხანმოკლე (მომენტალურ) და ხანგრძლივ თვითშეფასებას. (მათი მიმართება მთელისა და ნაწილის ანალოგიურია). ეს განსხვავება მსგავსია მდგომარეობის და ნიშნის თვითშეფასებას შორის განსხვავებისა. მეორე მეტი სტაბილურობით ხასიათდება, პირველი კი სიტუაციის გარკვეული ასპექტების საფუძველზე სწრაფად იცვლება. გარდა ამისა, ფრენკი და მაროლა გამოჰყოფენ შინაგან და გარეგან თვითშეფასებას. შინაგანი თვითშეფასება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს აკონტროლოს  საკუთარი გარემო, განახორციელოს საკუთარი სურვილები და იცხოვროს საკუთარი მრწამსის მიხედვით. Gგარეგანი თვითშეფასება კი განისაზღვრება იმით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ადამიანს  სხვების შეფასების მიმართ, რამდენად იმსახურებს იგი სხვათა მოწონებას და ყურადღებას.

    თვითშეფასებისთვის ინფორმაცია შემდეგი კოგნიტური დისპოზიციების მეშვეობით ხდება მისაწვდომი: თვითაღქმა, თვითმოგონება, თვითყურადღება, სოციალური ასახვა, სოციალური შედარება. დავახასიათოთ თითოეული მათგანი. თვითაღქმა საკუთარი სხეულის, ფიზიოლოგიური პროცესების და ქცევის შესახებ ინფორმაციის წყაროა, რომლის სიზუსტეზეცაა დამოკიდებული თვითშეფასება და თვითკონცეფციაც. თვითაღქმა არ არის პასიური პროცესი. მასზე, როგორც ჩვეულებრივ აღქმაზე წინასწარი ჰიპოთეზები და მოლოდინები მოქმედებს. ჰიპოთეზა  თვითშეფასების შემთხვევაში თვითკონცეფციიდან , მისი მასქემატიზირებელი ეფექტიდან მომდინარეობს. ანუ აღქმა მიმდინარეობს გარედან შემოსულ ინფორმაციასა და მოლოდინს შორის შედარების ფონზე: ჩვენ მიდრეკილნი ვართ იმისკენ, რომ მუდმივად განვამტკიცოთ ჩვენი საკუთარი ხატი, რადგან ჩვენ საკუთარ თავს აღვიქვამთ უკვე არსებული თვითხატის (მე კონცეფციის) მიხედვით.  ეს თვითობის კონსისტენტობას ემსახურება. თუმცა , რა თქმა უნდა, ილუზიებიც არ არის გამორიცხული, რადგან გვაქვს ტენდენცია, რომ საკუთარი თავი ისე დავინახოთ, როგორიც გვგონია, რომ ვართ. ამ ტენდენციას სოციალურ ფსიქოლოგიაში ეწოდება საკუთარი კონსისტენტობის დამახინჯება (Self conistensy bias).

     თვითმოგონება (თვითგახსენება) მე კონცეფციისთვის რელევანტური ინფორმაციის წყაროა. იგი გულისხმობს წარსულში საკუთარი პიროვნების ქცევებისა და განცდების გახსენებას. წარსული განცდებისა და ქცევების მოგონება შეესაბამება აქტუალურ თვითხატს. ეს ამაღლებს იდენტურობის გრძნობას, ესაა მე-ს უწყვეტობის განცდა, მეს იგივეობა წარსულსა და აწმყოში. ისევე როგორც თვითაღქმა, თვითმოგონებაც მოლოდონებისა და სქემების გავლენას განიცდის. ამიტომ  წარსული გამოცდილება (შთაბეჭდილებები) შეიძლება აწმყოს მოთხოვნების გავლენით აწმყოში თვითობისთვის უფრო ხელსაყრელი სახით წარმოდგეს. ეს საკითხი მეხსიერების ფსიქოლოგიაში ავტობიოგრაფიული მეხსიერების სფეროს უკავშირდება. (იხ. აგრეთვე უზნაძე, ზოგ. ფსიქოლოგია). თვითყურადღება ყურადღების მიმართვა საკუთარი თავისაკენ, საკუთარი პიროვნებისაკენ (მე ხდება ყურდღების ობიექტი). ეს თვითშეფასების პირობაა. სოციალური ასახვა სოციალური ურთიერთქმედებების საფუძველზე მე-ს შესახებ ინფორმაციის მოპოვებაა. ეს არის სხვათა აზრი კონკრეტული პიროვნების შესახებ. ადამიანს აქვს ტენდენცია საკუთარი თავი დაინახოს "სხვის თვალებში", ანუ ისე, როგორც მიაჩნია, რომ ხედავენ და აფასებენ მას სხვები. სოციალურ ასახვაზეც ვრცელდება მე-კონცეფციის მასქემატიზირებელი ეფექტი, ინფორმაციის დამახინჯების ტენდენცია თვითობის კონსისტენტობის გაზრდისთვის. (სხვადასხვა "სარკეებში" ადამიანი ხედავს ერთსა და იგივე ხატს, ანუ  გულისხმობს, რომ სხვებიც ისევე ხედავენ, როგორც თვითონ აღიქვამს საკუთარ თავს. სოციალური შედარება – ინდივიდი საკუთარ თავს აფასებს მხოლოდ გარკვეულ რეპრეზენტულ ჯგუფთან მიმართებაში და არა ობიექტური კრიტერიუმებით. თვითაღქმა, თვითყურადღება, თვითმოგონება, სოციალური აღქმა და სოციალური შედარება ინფორმაციის გადამუშავების პროცესებია, მიმართული მე-ზე, როგორც ობიექტზე, რომელთა საფუძველზეც გროვდება მასალა თვითშეფასებისთვის. ისინი თვითობის კოგნიტური დისპოზიციებია .

თვითშეფასება პიროვნების რამდენიმე დონეს მოიცავს. ონტოგენეტურად ყველაზე დაბალი ფორმა

I. საკუთარი სხეულის შეფასება, ანუ სხეულებრივი თვითგრძნობაა. ეს თვითგრძნობა შეიძლება იყოს სხეულის დიფუზური მდგომარეობის, ან მისი (სხეულის) რომელიმე კონკრეტული უბნის ამსახველი. თვითგრძნობა მრავალფეროვანი გამოხატულებების ფორმით ვლინდება. ეს შეიძლება იყოს სასიამოვნო (მაგალითად სითბოს) ან უსიამოვნო(სიცივე, სისველე), ყინვა ან აუტანელი სიცხე, შიმშილი-წყურვილი, დაღლილობა, მოდუნებულობა, გამოწვეული ძილის მოთხოვნილებით და სვეჟესტი, როგორც სხეულებრივი(ფიზიკური) ძალის მოწოლა და ფიზიკური სისუტის განცდა, როგორც სხეულებრივი დაძაბვა და სხეულებრივი თავისუფლება-მოშვებულობა, მოუსვენრობა და სიმშვიდე-მოსვენებულობა. ტკივილმაც, რომელიც დაავადებით არის გამოწვეული შეიძლება იმოქმედოს სხეულის თვითგრძნობაზე. ეს განვითარების თვალსაზრისით თვითგრძნობის ადრეული ფორმები იმით ხასიათდებიან, რომ მათში ჩვენი სხეულებრივი-ფიზიკური მდგომარეობა ცნობიერებაში ამოდის, როგორც ჩვენი შინაგანი მდგომარეობა. ეს არის ჩვენი სულიერი-სხეულებრივი ერთიანობის ფორმები, ფსიქოსომატური განწყობილებები.

     ანთროპოლოგიური თვალსაზრისით თუ შევხედავთ, მათში განცდა კარგად ავლენს სიცოცხლის პირველადობას, იმას, რაც ადამიანს საერთო აქვს ცხოველთან. აქ სხეულებრივი (ფიზიკური) და სულიერი ცხოვრება  ჯერ არ არის ერთმანეთისგან ონტიურად ურთიერთგამოყოფილი და ერთმანეთზეა გადაბმული. მას ეფუძნება მისგან არსებითად განსხვავებული მაღალი სულიერი და გონითი ცხოვრება. სწორდ ამ სხეულებრივი თვითგრძნობით ვგებულობთ ჩვენ ონტიურ კავშირს სულისას სხეულთან და ჩვენი არსებობის კავშირს ორგანულ ბუნებასთან. სხეულებრივ თვითგრძნობაში განცდისეულად აისახება ნივთიერებათა ცვლის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის და შინაგანი სეკრეციის და სხვა პროცესები, რომლებიც ასე მიზანშეწონილად არის ჩადებული ორგანიზმში, რომელიც თავის თავზე ზრუნავს და თავის ცხოვრებას გარემოსთან კომუნიკაციაში აგებს.

    ამ დონეზეც სხვადასხვა საფეხურები არსებობს, მაგრამ თუ გამოვიყენებთ მედიცინაში გავრცელებულ ცნებას ვიტალური პიროვნების შესახებ, რომელსაც ზემოთჩამოთვლილი პროცესების გარდა  ავტონომიური ნერვული სისტემის პროცესებიც მიეკუთვნება, შეიძლება ვთქვათ, რომ ვიტალური პიროვნება გარკვეულწილად მაინც, სხეულის  ამ სტაციონარულ მდგომარეობებში ,მის განცდებში ასახავს თავის თვითობას. ამ სხეულებრივ თვითგრძნობას, ფსიქოსომატურ განწყობილებებს  ქარაქტეროლოგიური მნიშვნელობაც აქვს. მართლაც არც ისე უმნიშვნელოა ის გარემოება, თუ რომელი ფსიქოსომატური მდგომარეობააისახება ამ ვიტალურ პიროვნებაში:  არის ის მუდმივად დაღლილი თუ ხალისიანი, სხეულის ფიზიკური მდგომარეობის თვალსაზრისით კარგად თუ ცუდად(უსიამოვნოდ) გრძნობს თავს (მაგალითად ქრონიკული შეკრულობის თუ კუჭის ფუნქციის დაქვეითების, საკვების გადაუმუშავებლობის  გამო) და საერთოდ, რამდენად არის მისი ცხოვრება ამ სხეულებრივ თვითგრძნობაზე დამოკიდებული. არიან ადამიანები, რომელთა ცხოვრებისეული განცდები სწორედაც რომ ამ სხეულებრივ განცდებზე დაიყვანება. ეს ეხება როგორც იმათ, ვინც ცხოვრების არსს ფიზიკურ სიამოვნებაში ხედავს, ასევე იმათ, ვინც ავადმყოფობა აიძულებს ამ თვითგრძნობას მიაქციოს ყურადღება. ორივე შემთხვევაში  თვით პიროვნების ხასიათი და მისი ქცევა შესაბამისი იქნება. გოეთე წერს ჰერდერის შესახებ, რომ ჰერდერის მწარე იუმორი, წინააღმდეგობრიობა მის ავადმყოფობას უკავშირდება. ხშირად ჩვენ ანგარიშს არ ვუწევთ და არ ვითვალისწინებთ ავადმყოფობის მდგომარეობით გამოწვეულ მორალურ ზემოქმედებას ადამიანის ხასიათზე და არასწორად  ვმსჯელობთ მის შესახებ, რადგან ყველას ჯანმრთელად ვთვლით და მოვითხოვთ მათგან შესაბამის განცდებსა და ქცევას.

     პიროვნების თვითშეფასების შემდეგი დონე სულიერი ცხოვრების დონეს შეესაბამება. ეს არის ე.წ.

II. განწყობილებები, რომლებსაც თვითგრძნობისაგან უკვე  განსხვავებული ელფერი აქვთ. ისინი სხეულზე ნაკლებად დამოკიდებულნი არიან. სხეულებრივ თვითგრძნობაში სული და სხეული ონტიურად გაუთიშავია ერთმანეთისგან. განწყობილებებში კი უკვე ორგანულობა, სხეულის განცდა უკან იხევს და ადგილს უთმობს განცდებს, სადაც სულიერია წამყვანი, ამდენად, განწყობილებები სხეულებრივი თვითგრძნობის შემდეგი საფეხურია.  ეს განწყობილებებია: შინაგანი  სინათლე და მხიარულება, ერთის მხრივ, და მოწყენილობა, გულდამძიმებულობა და უჟმურობა, მეორეს  მხრივ. პიროვნების თვითშეფასების შედეგი (პროდუქტი) მესამე დონეზე არის საკუთარი სიძლიერის

III. საკუთარ თავში, საკუთარ სიძლიერეში დარწმუნებულობის თვითგრძნობა. ამ მხრივ განასხვავებენ  (ფილიპ ლერშის მიხედვით) თავის თავში, თავის სიძლიერეში  ძლიერ დარწმუნებულებს (სთენიკურ ადამიანებს) და თავის ძალებში დაურწმუნებელ (ასთენიკურ)  ადამიანებს. ეს უკანასკნელი მომავალს შიშით უყურებს, თავის თავის იმედი არ აქვს. მას ეშინია მომავლის. ეს არის გადაუწყვეტელი, შეკავებული  პიროვნება, რომლის ამ თვისებებმა უკიდურეს ზღვარს შეუძლიათ მიაღწიონ. მას არ შეუძლია საკუთარი მიზნის დასახვა, რადგან თავის ცნობიერების ძალასა და შესაძლებლობებში არ არის დარწმუნებული, რომ მიზნის შესატყვის მოთხოვნებს შეასრულებს. ის მზად არის სხვა ინსტანციებიდან წამოსული მოთხოვნები შეასრულოს. საკუთარი ინიციატივის გამოჩენას ურჩევნია დაემორჩილოს  და ბრმად ენდობა კიდეც ავტორიტეტებს და მათ ბრძანებებს. საწინააღმდეგო თვისებებს ავლენს სთენიკური თვითგრძნობის, თავის თავში და ძალებში დარწმუნებული პიროვნება. იგი ინიციატივიანია, გაწონასწორებული, იცის რა უნდა, და ისახავს კიდეც მიზნებს და ასრულებს კიდეც მათ. იგი არის თავისი თავის და  თავისი საქმის ბატონ-პატრონი, და კი არ გაურბის წინააღმდეგობებს, არამედ წინააღმდეგობების დაძლევაში უკეთ გრძნობს თავს. შეიძლება ითქვას, რომ თვითშეფასების ამ ფორმაში (დონეზე) მე-კონცეფციის თვითკონტროლის  ასპექტია წინ წამოწეული. ზოგიერთი ავტორი საკუთარ ძალებში რწმენას თუ დაურწმუნებლობას მიაწერს ვიტალურ ძალას, ტურგორს, რომელიც პირველებს მეორეებზე მეტი აქვთ ბუნებით მომადლებული . თვითშეფასების ცალკე ფორმად გამოიყოფა თვითღირებულების  გრძნობა (თვითპატივისცემა).  თვითშეფასებაში, როგორც ვნახეთ, აფექტური მომენტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თვითშეფასების შედეგი თვითღირებულების განცდაში (Self-esteem) და  თვითკმაყოფილებაში VS თავისი თავით უკმაყოფილებაში ვლინდება. თვითღირებულების განცდას ზოგჯერ თვითპატივისცემასაც უწოდებენ. თვითპატივისცემის აფექტურობა განსაკუთრებით გამოკვეთეს ნეოფროიდელებმა ადლერმა, ჰორნიმ, სელივანმა,  აგრეთვე ეპშტეინმა(1973). თვითპატივისცემის კუპერსმიტისეული (1963) განმარტება: თვითპატივისცემით აღინიშნება საკუთარი თავის შეფასება, რომელიც გამოხატავს მოწონება-არმოწონების ატუტუდს და მიუთითებს იმ ხარისხზე, რომელიც გამოხატავს ადამიანის რწმენას, რომ არის უნარიანი, მნიშვნელოვანი, წარმატებული  და ღირსეული. კულმა გამოჰყო თვითპატივისცემასთან დაკავშირებული გრძნობები:

  • დადებითი- სიამაყე, დარწმუნებულობა, იმედი. . . .
  • უარყოფითი- სირცხვილი, დანაშაული. . . .    

       თვითღირებულების გრძნობას ზოგიერთი ავტორი განიხილავს, როგორც ერთგანზომილებიან კონსტრუქტს. ზოგიერთი  ავტორი აზენდორფი და ვან აკენი) კი გამოჰყოფს თვითშეფასების განსხვავებულ ობიექტებს – ფიზიკურს, ინტელექტუალურს, ემოციურს, სოციალურს და თითოეული ამ სფეროს მიხედვითთვითშეფასებას. ამავე დროს, ზოგადი თვითშეფასება არ არის არც ამ ობიექტების საფუძველზე თვითშეფასებათა ჯამი და არც მათი ინტუიტურად დადგენილი საშუალო.  აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა პიროვნებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი ცალკეული სფეროების სპეციფიკურ თვითშეფასებას  შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს. გრობის მიხედვით ზოგადი თვითშეფასებით მიღებული თვითკმაყოფილების დონე ცხოვრებით კმაყოფილების ინდიკატორადაც გამოდგება. თვითპატივისცემაზე მოქმედი ფაქტორები. პრეტენზიის დონე. წარმატება -წარუმატებლობა პრეტენზიის დონე არის პიროვნების თვითშეფასების სასურველი დონე. იგი პიროვნების მიერ დასახული მიზნების სირთულეზეა დამოკიდებული.  ჩვენი კმაყოფილება საკუტარი თავით და ცხოვრებით განისაზღვრება იმით, თუ როგორ ვაფასებთ ჩვენს შესაძლებლობებს და დანიშნულებას  და იზომება ჩვენი რეალური უნარის დამოკიდებულებით პოტენციურ უნართან. ჯემსი ამ დმოკიდებულებას მარტივი წილადის ფორმით გამოხატავს: როგორც ვხედავთ, მრიცხველი გამოხატავს რეალურ წარმატებას, ხოლო მნიშვნელი _ პრეტენზიას. მრიცხველის გადიდებით ან შემცირებით წილადი იზრდება. ეს ნიშნავს, რომ  პრეტენზიებზე უარის თქმა გვაძლევს ისეთივე სასურველ შემსუბუქებას, როგორც მათი განხორციელება რეალობაში. პრეტენზიის დონის ექსპერიმენტული მეთოდიკა ითვალისწინებს ადამიანის რეაგირებას წარმატება-წარუმატებლობაზე. როდესაც ადამიანი წარმატების შემთხვევაში აიმაღლებს პრეტენზიას, ხოლო მარცხის შემთხვევაში დაიქვეითებს მათ, შეიძლება ვილაპარაკოთ პრეტენზიის ადექვატურ დონეზე. მაგრამ ექსპერიმენტები ხშირად  საპირისპიროს გვიჩვენებენ: დამარცხებული ადამიანი ისახავს კიდევ უფრო რთულ მიზნებს, ხოლო წარმატებული – პირიქით, იქვეითებს თავის პრეტენზიებს, ცდილობს შეინარჩუნოს მოპოვებული წარმატება. თვითშეფასებასა და წარმატება – წარუმატებლობის ცნებებს უკავშირდება, ასევე, ჯულიან როტერის მიერ გამოყოფილი მოლოდინების ორი ჯგუფი, ე.წ. გენერალიზებული მოლოდინები, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია პიროვნებათა შორის განსხვავებებზე მსჯელობა. როტერის მიერ აღმოჩენილი ე.წ. ლოკუსის კონტროლი გამოხატავს იმას, თუ სად ათავსებს პიროვნება თავისი წარმატება-წარუმატებლობის მიზეზს – გარეთ თუ შიგნით. ადამიანები ექსტერნალური ლოკუსით ქცევის შედეგებს მათგან დამოუკიდებელ ძალებსა და ვითარებას მიაწერენ. ინტერნალური ლოკუსის მქონენი კი მოქმედების განმსაზღვრელად საკუთარ თავს მიიჩნვენ და მის შედეგებზე პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე იღებენ. გამოკვლევებით დადგინდა, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ინტერნალები უფრო ადაპტირებული და აქტიურები არიან, ვიდრე გარეშე ზალებსა და ბედს მინდობილი ექსტერნალები. ლოკუსის კონტროლო ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად ყალიბდება.

ნახვა: 977

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters