რა არის პროფესიული სტრესი?

სტრესის ცნებაზე ყურადღება განსაკუთრებით ბოლო 20 წლის განმავლობაში გაამახვილეს; სიტყვა სტრესი თითქმის ყოველდღიურად გვესმის, თუმცა მისი ზუსტი დეფინიცია დღემდე არ გვაქვს. დღესდღეობით, პირდაპირი მნიშვნელობით სტრესი ნიშნავს ორგანიზმის ფსიქოფიზიკურ დაძაბულობას, ან კიდევ სტრესის ქვეშ იგულისხმება ადამიანის სხვადასხვა მდგომარეობები, რომლებიც ექსტრემალური სიტუაციების დროს იჩენს თავს. ერთი რამ ყოველთვის ნათელია, სტრესი მთლიანი ორგანიზმის, მისი ყველა ცენტრის დაძაბულობის მდგომარეობაა. სტრესი განიხილება, როგორც გარესამყაროსადმი პიროვნების ბიოლოგიური და ფსიქოფიზიკური რეაქცია.

სტრესორზე (გამღიზიანებელზე) ფიზიოლოგიური რეაქცია სამ სტადიას მოიცავს: განგაშის რეაქციას, წინააღმდეგობის სტადიასა და გამოფიტვის სტადიას. განგაშის რეაქციები სხეულებრივი აღგზნების ხანმოკლე პერიოდებია, რომლებიც სხეულს ენერგიული აქტივობისათვის ამზადებენ. თუ სტრესორი დროშია გახანგრძლივებული, სხეული გადადის წინააღმდეგობის სტადიაზე _ ზომიერი აგზნების მდგომარეობაში. წინააღმდეგობის სტადიის განმავლობაში ორგანიზმს შეუძლია ერთხანს კიდევ აიტანოს და წინააღმდეგობა გაუწიოს გაჭიანურებული სტრესორების დამანგრეველ მოქმედებას, მაგრამ თუ სტრესორი საკმაოდ ხანგრძლივი და ინტენსიურია, ხდება სხეულის რესურსების ამოწურვა და ორგანიზმი გამოფიტვის სტადიაზე გადადის.

სტრესის გამომწვევი ძირითადი წყაროებია:

  • ტრავმა ან კრიზისული სიტუაცია;
  • ახლობლის დაკარგვა;
  • წვრილმანი ყოველდღიური პრობლემები;
  • კონფლიქტები ან არასასურველ ადამიანებთან ურთიერთობა;
  • წინააღმდეგობა, რომელიც არ გვაძლევს დასახული მიზნის მიღწევის საშუალებას;
  • მუდმივი წნეხის ქვეშ ყოფნის შეგრძნება;
  • აუსრულებელი ნატვრა ან საკუთარი თავისთვის წაყენებული მეტად მკაცრი მოთხოვნები;
  • ხმაური;
  • მონოტონური სამუშაო;
  • საკუთარი თავის დადანაშაულება იმაში, რომ რაღაცას ვერ მიაღწიეთ ან შანსი ვერ გამოვიყენეთ;
  • დანაშაულის განცდა იმის გამო, რაშიც, შესაძლოა, ბრალი არც კი მიგვიძღოდეს;
  • დაძაბული სამსახური;
  • ფინანსური სირთულეები;
  • ძლიერ პოზიტიური ემოციები;
  • კამათი განსაკუთრებით ძვირფას ადამიანებთან (სტრესს იწვევს იმის ყურებაც, როგორ კამათობენ ოჯახის წევრები);
  • ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასახლება.

პროფესიული სტრესი

სტრესის ერთ-ერთი ფორმა პროფესიული სტრესია (ფიზიოლოგიური ან ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც პროფესიული საქმიანობით არის გამოწვეული). 1996 წლიდან სამუშაო და ჯანმრთელობა აქტუალური საკითხი გახდა, განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა პროფესიულ სტრესს, სამუშაო გადაწვას, წარუმატებლობას.Fფაქტია, რომ სტრესული გამოვლინებები ხელს უშლის გარემოსთან ადაპტაციის პროცესებს როგორც პიროვნულ, ასევე ორგანიზაციულ დონეზე; ბოლო 10 წლის განმავლობაში ცვლილებები განსაკუთრებით სწრაფად მიმდინარეობს ორგანიზაციაში; მაგალითად, მომაბეზრებელი რეორგანიზაციები, გაერთიანებები, ახალი ტექნოლოგიების შემოტანა და მათი დანერგვა. ამასთან ფიზიკური სამუშაო უფრო გონებრივით შეიცვალა, რაც გაცილებით უფრო სტრესულია. აშკარად იგრძნობა კარგად დახელოვნებული, მცოდნე თანამშრომლების ნაკლებობა, ამიტომ სამუშაო უფრო დატვირთული ხდება. Dდიდი პასუხისმგებლობა დაეკისრათ ე.წ. შუა რგოლის მენეჯერებს და თანამშრომლებს, რომლებიც ორგანიზაციაში იერარქიულად შედარებით დაბალ საფეხურზე დგანან. იზრდება როლური კონფლიქტები და როლური გაურკვევლობა. ეს მუდმივი ცვლილებები განსაკუთრებით პრობლემაა უფროსი თაობის მომუშავეებისთვის.

პროფესიული სტრესის წყაროები

სამუშაო სტრესორები ბევრი და მრავალფეროვანია. ეს სტრესორებია გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, შრომითი უკმაყოფილება, მოსაწყენი ან მონოტონური სამუშაო, ან უბრალოდ სამუშაო, რომელიც ძალიან მარტივი ან ძალიან რთულია და მომუშავის შესაძლებლობებს და უნარებს არ შეესაბამება. ეს ფაქტორბი პირველ რიგში ნეგატიურად აისახება შესრულებული სამუშაოს ხარისხზე.

სტრესის წყარო შეიძლება ორგანიზაციული სტრუქტურა გახდეს:

  • ცენტრალიზაცია, ძალაუფლების დისტანცია;
  • დაწინაურების მცირე შესაძლებლობა, ღარიბი კომუნუკაცია;
  • შესრულებულ სამუშაოზე უკუკავშირის ნაკლებობა ან არქონა;
  • არაადეკვატური ხელფასი;
  • მოუქნელი წესები;
  • სამუშაოს არარეალისტური აღწერა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციული სტრესორი კარიერაა. კვლევების შედეგები უჩვენებს, რომ ადამიანთა დიდი ნაწილისთვის დაწინაურების შესაძლებლობა სამუშაოს მეტად მნიშვნელოვანი მახასიათებელია. სამუშაოს ასევე მნიშვნელოვანი პარამეტრია სტაბილურობა. სამუშაოს დაკარგვის საფრთხე მეტად ძლიერი სტრესორია.

თანამედროვე ტექნოლოგიები შეიძლება ცალკე ფაქტორად განვიხილოთ, რაც ე.წ. "ტექნოსტრესის" მიზეზი ხდება. ტექნოლოგიური ბუმის პირობებში და როცა მასობრივი კომპიუტერიზაცია მიმდინარეობს, საშიშროებაა მომუშავემ დაკარგოს სამსახური რადგან ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილრბა რჩება, რომ კომპიუტერი ბევრად უფრო ღირებული და უნარიანია, ვიდრე ადამიანი. ამდენად, დღესდღეობით კომპიუტერი მნიშვნელოვან საფრთხედაც კი შეიძლება განვიხილოთ.

ახალი ტექნოლოგიები ჯანმრთელობისთვის საშიშია უბრალოდ მათი ხშირი გამოყენების გამო. ხშირია ხანგრძლივი გამოსხივებისგან გამოწვეული ტვალის ტკივილი, წვა, ქავილი, ახლომხედველობა; კომპიუტერთან ხანგრძლივი ჯდომისგან მხრების და ზურგის ტკივილი, ტავის ტკივილი, გაღიზიანებადობა...

F ფაქტია, რომ ძალიან ბევრ ორგანიზაციაში აღჭურვილობა გასაუმჯობესებელი ან საერთოდ შესაცვლელია მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სერიოზულ საფრთხეს უქმნის თანამშრომელთა ჯანმრთელობას. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტექნოლოგიური განვითარების სფეროში წინსვლამ მნიშვნელოვნად გაზარდა შრომითი პროდუქტულობა.

ზოგიერთი სამუშაო განსაკუთრებით სტრესულია, მაგალითად, სამუშაოები, რომლებიც გარკვეულ საფრთხეს უკავშირდება; სამუშაოები დაკავშირებული მომხმარებლის მომსახურებასთან; მონოტონური სამუშაოები და სხვა სამუშაოები, რომლებიც საპასუხისმგებლო, დროში შეზღუდული და გარკვეულწილად დაძაბულია.

"პროფესიული გადაწვა"

ხანგრძლივი პროფესიული სტრესი იწვევს მდგომარეობას, რომელიც ცნობილია, როგორც "ბურნოუტ" ანუ გადაწვა. თანამედროვე მონაცემებით გადაწვა ფიზიკური, ემოციური და გონებრივი გამოფიტვაა, რომელიც 3 კომპონენტისგან შედგება: 1. ემოციური გამოფიტვა _ ემოციური სიცარიელისა და დაღლილობის შეგრძნება; 2. დეპერსონალიზაცია _ საკუთარი შრომისადმი და შრომის სუბიექტებისადმი ცინიკური დამოკიდებულება; 3. პროფესიული უკმაყოფილება _ მომუშავეს უვითარდება საკუთარ პროფესიულ სფეროში არაკომპეტენტურობის შეგრძნება, წარუმატებლობის განცდა. მომუშავეებს ახასიათებთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა _ დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, უძილობა, ნეგატიური დამოკიდებულება სამუშაოს, კოლეგების, კლიენტების მიმართ, აგრესიული განცდები და განზრახვები, უგუნებობა და მასთან დაკავშირებული ემოციები _ ცინიზმი, პესიმიზმი, დეპრესია, დაურწმუნებლობის და უსუსურობის განცდები. პროფესიული გადაწვის დროს მომუშავეები გრძნობენ ენერგიისა და მოტივაციის ნაკლებობას, უიმედობას და სამუშაოს მიტოვების სურვილი აქვთ. მუშაობენ ძალიან ბევრს და დიდხანს, თუმცა დრო არასოდეს არ ჰყოფნით, მათ გამუდმებით აწუხებთ უძილობა და თავის ტკივილები, გრძნობენ ქრონიკულ დაღლილობას.

სტრესის დაძლევის მექანიზმები

მოსაგვარებლად გარკვეულ სტრატეგიებს აყალიბებენ. ეს სტრატეგიები `თავის გართმევას" გულისხმობს. თავის გართმევა არის პრობლემის მოგვარების ფორმა, რაც იმისთვის გამომუშავდება, რომ დაიცვას ინდივიდის კეთილდღეობა ისეთ სიტუაციებში, როდესაც ადამიანმა ზუსტად არ იცის, რა სურს. თავის გართმევაში იგულისხმება ის საშუალებები, რაც სახიფათო სიტუაციების გასაკონტროლებლად გამოიყენება. ზოგჯერ ადამიანის მიერ აღქმული საფრხის შესამცირებლად გამოიყენება თავის გართმევის სტრატეგიები (მაგ: თავდასხმა, პასიურობა ან თავდაცვის მექანიზმები).

აღმოჩენილია თავის გართმევის სხვადასხვა მექანიზმი, რასაც ადამიანები იყენებდნენ სტრესორზე რეაგირებისას. მასში იგულისხმება ისეთი რეაქციები, როგორიცაა: სამსახურში ფუნქციების შეცვლა, სიტუაციის იგნორირებით ან საზოგადოებასთან იშვიათი ურთიერთობით თავის გართმევა, გაბრაზებისა და ტკივილის გრძნობების გამოხატვა, ზომების მიღება, მაგ: პროფესიული დახმარება, თანამშრომლებისთვის საშუალების მიცემა, რომ განიტვირთონ ზედმეტი ენერგიისგან, თანამშრომლებისგან, ოჯახის წევრებისგან და სხვა პირებისგან მხარდაჭერის მოლოდინი. აღმოჩნდა, რომ ძირითად შემთხვევაში მამაკაცები და ქალები იყენებდნენ ერთსა და იმავე მექანიზმებს, მაგრამ შესამჩნევი იყო, რომ ქალები უფრო ხშირად გაურბოდნენ პრობლემებს, ვიდრე მამაკაცები.

კოგნიტური რესტრუქტურირება

კოგნიტური რესტრუქტურირება სტრესის მართვის ერთ-ერთი მექანიზმია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოვლენების ინტერპრეტირების სხვადასხვა საშუალებები არსებობს. მთავარია ვისწავლოთ, რომ მოვლენებს პოზიტიური კუთხით შევხედოთ. ამის გაკეთება კი შემდეგნაირად შეიძლება;

  • ჩვენი ცხოვრების პოზიტიურ მხარეებს უფრო მეტი დრო დავუთმოთ, მოვახდინოთ პოზიტიურ მომენტებზე ხაზის გასმა;
  • ნეგატიურ მოვლენებზე ფიქრს უფრო ნაკლები დრო დავუთმოთ;
  • დავტკბეთ თითოეული მომენტით.

მაგალითად, თუ მსუბუქ ავარიაში მოხვდით, მადლობა თქვით, რომ გადაურჩით უფრო მძიმე შედეგს: შეიძლებოდა მომკვდარიყავით ან სხეულის სერიოზული დაზიანება მიგეღოთ.

სქემაზე გამოსახულ ობიექტებს შორის ზემოქმედებას მხოლოდ აზრები და ქცევა ექვემდებარება, ხოლო გრძნობები იცვლება მათი ცვლილების შედეგად.

კოგნიტური რესტრუქტურირების გამოყენება სიბრაზის, შფოთვის, სევდის დროს შეიძლება. ამ დროს ქვემოთ მოყვანილი სქემით (N1) უნდა იხელმძღვანელოთ:

პირველ გრაფაში ჩამოწერეთ სიტუაციები, რომლებიც თქვენს ნეგატიურ განწყობას იწვევს. განსაზღვრეთ, ამ სიტუაციებში რას გრძნობთ და მეორე გრაფაში ჩაწერეთ. ეს არ არის აზრები, რაც ამ დროს მოგდით თავში. მაგალითად, "მან ჩემი არგუმენტი თანამშრომლების თვალწინ გაანადგურა," არის აზრი, ხოლო გრძნობა ამ შემთხვევაში იქნება სიბრაზე ან ფრუსტრაცია. აქ საუბარია გრძნობებზე, ხოლო აზრები მესამე გრაფაში უნდა ჩამოწეროთ. ზემოხსენებულ მაგალითში აზრები შეიძლება ასევე იყოს: "შესაძლოა ჩემი ანალიზის უნარი კარგი არ იყო," "ვიღაც ჩემზე ცუდად იფიქრებს." ეს არის ე.წ. "ცხელი" აზრები. თუ ჩვენ ზემოქმედებას აზრებზე მოვახდენთ, შევძლებთ შევცვალოთ გრძნობები. მეოთხე პუნქტში ჩამოწერეთ მოვლენები, რომლებიც ამყარებს "ცხელ აზრებს," ხოლო შემდეგ პუნქტში_ მოვლენები, რომლებიც ეწინააღმდეგება მას. მაგალითად, "ჩემი ანალიზი ნამდვილად კარგი იყო და რეალურ მონაცემებს ემყარებოდა." როცა ამ ყველაფრის განსაზღვრას მოახდენთ, მეექვსე პუნქტში მე-4 და მე-5 პუნქტში მოყვანილი აზრები შეაჯამეთ. მაგალითად, "ჩემი ანალიზი კარგი იყო, მაგრამ არა უნაკლო," "ეს მოვლენა გაუგებრობა იყო და ეს ჩემი თანამშრომლების აზრზე გავლენას ვერ მოახდენს." და ბოლოს ანალიზის დასრულების შემდეგ საკუთარ გუნება-განწყობილებას დააკვირდით და გრძნობები ბოლო სვეტში ჩამოწერეთ.

სქემა N1

კითხვა-პასუხი (დებრიფინგი) ექსტრემალური შემთხვევების შემდეგ

სტრესის დაძლევის ერთ-ერთი მექანიზმი ექსტრემალური სიტუაციის შემდეგ კითხვა-პასუხის, ე.წ. დებრიფინგის მეთოდია, რომლის მნიშვნელობასაც პოლიციელის შემთხვევის მაგალითზე განვიხილავთ.

მთელი რიგი ფაქტორები განსაზღვრავს, რამდენად კარგად შეუძლია პოლიციელს ექსტრემალურ შემთხვევებზე თავის გართმევა. ზოგიერთი ამ ფაქტორთაგანი არის თვით შემთხვევის სირთულე, კონტროლის ის ხარისხი, რაც ჰქონდა პოლიციელს ამ სიტუაციაში; ოჯახისა და განყოფილების მხრიდან მხარდაჭერა, ვინმესგან, მაგალითად: ფსიქოლოგისგან პროფესიული მხარდაჭერა, მედიის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, განყოფილების დამოკიდებულება შემთხვევის მიმართ და თვით პოლიციელის პიროვნული თვისებები. ექსტრემალური შემთხვევების შედეგები განსაკუთრებულად მძიმეა და რთულია მათთან გამკლავება.

სროლის ინციდენტის შემდეგ ინტერვენციის მიზანია, მაგალითად, პოლიციელისთვის საშუალების მიცემა, რომ სიტყვიერად გამოხატოს თავისი წუხილი ინციდენტთან დაკავშირებით, თუნდაც არაერთხელ, მაგრამ უსაფრთხო ატმოსფეროში.

ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი ყველაზე ხშირი რეაქცია იმ ექსტრემალურ შემთხვევებზე, რომლის შედეგად ძლიერი სტრესი ჩნდება. ზოგ შემთხვევაში, ადამიანი შეიძლება სამსახურში წამოჭრილი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში უძლური იყოს. მათ შეიძლება დაეუფლოთ დაბნეულობა, შოკი, მარტოობის შეგრძნება და უიმედობა. ზოგს შესაძლოა ჰქონდეს ძილის პრობლემებიც, ხოლო ზოგმა – უარი თქვას სამუშაოზე და მიეძალოს ნარკოტიკებს ან ალკოჰოლს. შემდგომში პოლიციელების სტრესი ოჯახის წევრებზეც გადადის. პოლიციის ხელმძღვანელობამ ეფექტურად უნდა იმოქმედოს ექსტრემალური შემთხვევების შედეგად გაჩენილი სტრესის დასაძლევად იმ მიმართულებებისა და პროცედურების ფორმულირების საშუალებით, რაც დაზარალებულ თანამშრომელს შესაბამის სამსახურს გაუწევს.

ექსტრემალურ შემთხვევებზე ყველაზე ხშირი რეაქციები

  1. მოუსვენრობა, განწყობის ხშირად შეცვლა;
  2. ცუდი კონცენტრაცია და გადაწყვეტილების ძნელად მიღება;
  3. ექსტრემალური შემთხვევის ადგილთან მიახლოებისას ინციდენტის დეტალების გახსენების გამო მღელვარება;
  4. თავის ცუდად გრძნობა ხალხში ყოფნის გამო;
  5. თავის ცუდად გრძნობა მარტო ყოფნის გამო;
  6. უიმედობა და მიტოვებულად ყოფნის შეგრძნება;
  7. ურთიერთობის პრობლემები და პრობლემები ოჯახში;
  8. გაბრაზება;
  9. საკუთარი თავის დამნაშავედ და უძლურად ჩათვლა;
  10. ინციდენტის დეტალების გახსენება, გაელვება გონებაში.

ექსტრემალური შემთხვევის შესახებ კითხვა-პასუხი (დებრიფინგი) ოთხი ეტაპისგან შედგება: (1) განმუხტვა, (2) კითხვა-პასუხი, (3) გარჩევა და (4) გადახედვა. განმუხტვის პროცესი არის მოკლე, დაპირისპირების გარეშე გამართული შეხვედრა დაზარალებულ პოლიციელსა და `განმმუხტველ" პირს შორის. დამხმარე პირი აუხსნის პოლიციელს, რა რეაქციები შეიძლება მოჰყვეს ამ შემთხვევას, ასევე აწვდის ინფორმაციას, როგორ უნდა გადაიტანონ და დაძლიონ თანამშრომლებმა სტრესის უარყოფითი შედეგები. ეს პროცესი უნდა შედგეს მაშინვე ინციდენტის მოხდენის შემდეგ. კითხვა-პასუხის (დებრიფინგის) პროცესი გაფართოებული განმუხტვის პროცესია, მაგრამ ექსტრემალური შემთხვევიდან უფრო დიდი დროის გასვლის შემდეგ იმართება. ორივე შემთხვევაში თანამშრომლებს ასწავლიან, როგორ უნდა მართონ სტრესი და წარმატებებს როგორ უნდა მიაღწიონ გამოჯანმრთელებაში.

საწყისი ორი ეტაპის შემდეგ ექსტრემალური შემთხვევის შესახებ კითხვა-პასუხი (დებრიფინგი) უფრო ოფიციალურ ხასიათს იძენს. მაგ: გარჩევის პროცესს მაშინ აქვს ადგილი, როდესაც თანამშრომლები და ხელმძღვანელები ერთად მუშაობენ, რათა გადახედონ ინციდენტის ყველა ასპექტს. ეს ხდება ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ეს ეტაპი მიზნად ისახავს იმ სირთულეების დაძლევას, რაც ინციდენტთან გამკლავებისას წარმოიშვა და შესაბამისი გზების პოვნას, რომ შემდგომში მსგავსი პრობლემები არ გაჩნდეს. და ბოლოს, გადახედვის ეტაპი დგება მაშინ, როდესაც ხელმძღვანელები იწვევენ საბჭოს ინციდენტის განსახილველად. ეს კი მიზნად ისახავს სწორი ნაბიჯების განსაზღვრას, რაც მომავალში ექსტრემალური შემთხვევების დროს უნდა გადაიდგას.

ქვემოთ მოყვანილია მოკლე გეგმა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა გამოკითხვის ჩატარება:

  1. გაცნობა. ძირითადი წესები დადგენილია, კონფიდენციალურობა დაცულია და მონაწილეებს აგულიანებენ, რომ საუბარი დაიწყონ, თუ მათ აქვთ ამის სურვილი;
  2. ფაქტები. მონაწილეებს სთხოვენ აღწერონ, რა მოხდა ინციდენტის დროს. ეს საშუალებას იძლევა საერთო სურათის შექმნაში;
  3. ფიქრები. მონაწილეები აღწერენ, პირველად რა აზრები მოუვიდათ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. ეს დისკუსია უფრო პირადული ხდება;
  4. ემოციები. მონაწილეები გადმოსცემენ საკუთარ ემოციურ რეაქციებს;
  5. შეფასება. ჩამოყალიბდება და განიხილება ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიმპტომები;
  6. სწავლება ან განათლება. განიხილება სტრესის შემდგომი რეაქციები, სტრესზე რეაგირების გზები და მისი დაძლევის სტრატეგიები;
  7. საკითხის ხელმეორედ განხილვა. მონაწილეები სვამენ შეკითხვებს, ჯგუფის ხელმძღვანელები მოკლედ მიმოიხილავენ, რა მოხდა, ურჩევენ მონაწილეებს, რომ მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჯგუფის სხვა წევრებსაც, თუ ამის სურვილი ექნებათ და ამთავრებენ დებრიფინგს.

სტრესის მართვის სხვა ტექნიკები

ერთი გზა სტრესთან საბრძოლველად არის სამუშაო კმაყოფილების მაქსიმალურად გაზრდა და სამუშაოს გარემოს ხარისხის გაუმჯობესება. ამისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. ერთი მეთოდია ჯგუფის შექმნა, რომელიც დამოუკიდებლად აკეთებს დავალებებს, აქვთ მრავალფეროვანი ამოცანები და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა რაც საერთო ჯამში სამუშაო კმაყოფილებას ზრდის.

ერთ-ერთი მეთოდი სამუშაოს რესტრუქტურიზაციაა, მაგალითად სამუშაოს გამრავალფეროვნება- გამდიდრება, როცა მომუშავეს ერთდროულად უწევს სხვადასხვა დავალების შესრულება. კვლევებით დადასტურებულია, რომ სამუშაოს გამრავალფეროვნება მომუშავეების სამუშაო კმაყოფილებაზე დადებითად მოქმედებს. ასევე მნიშვნელოვანია მომუშავეების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ამის შემდეგ ისინი გაცილებით უფრო პასუხისმგებლობით ეკიდებიან დავალებას, რაც სამუშაო პროდუქტულობასაც ზრდის.

წამახალისებელია ასევე მოქნილი სამუშაო გრაფიკი, რაც განსაკუთრებით დადებითად აისახება მომუშავის ხასიათზე და პროდუქტულობაზე.

კიდევ ერთი დამატებითი გზა სტრესთან გასამკლავებლად არის მომუშავეების ჩართვა სტრესის მართვის პროგრამაში. ეს არის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მოიცავს სტრესთან ბრძოლის სტრატეგიებს, მოსადუნებელ ტექნიკებს, უნარებს, რომლებიც სტრესულ სიტუაციაში წარმატებულად გამოიყენება.

ტეგები: Action, Dependence, Event, Excitement, Fears, Job, Mood, Profession, Psychology, Qwelly, მეტი...Scare, Stress, Tension, აღელვება, განწყობა, დამოკიდებულება, დაძაბულობა, მოვლენა, მოქმედებ, პროფესია, სამსახური, სტრესი, ფსიქოლოგია, შეშინება, შფოთი

ნახვა: 2739

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters