Adler, Rogers, behavioral_therapy, consultation, environment, psychoconsulting, psychological_advice, psychology, qwelly, therapy, ადლერისეული_მიმართულება, არავერბალური_კონტაქტი, ატმოსფერო, ბიჰევიორისტული_თერაპია, გარემო, დრო, ეგზისტენციალური_თერაპია, ვერბალური_კონტაქტი, თეორიები, თერაპიული_ატმოსფერო, კაბინეტი, კლიენტზე_ორიენტირებული_თერაპია, კონსულტაცია, კონსულტაციური_კონტაქტი, რაციონალურ-ემოციური_თერაპია, სივრცე, სტრუქტურირება, ფსიქოანალიტიკა, ფსიქოკონსულტირება, ფსიქოკონსულტირების_თერაპიული_საშუალებები, ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიური_კოსულტაცია, ქველი

VI. ფსიქოკონსულტირების თერაპიული საშუალებები

კონსულტაციური კონტაქტის განმარტება

      კონსულტაციური მეთოდი არის უნიკალური, დინამიკური პროცესი, რომლის დროსაც, ერთი ადამიანი (თერაპევტი) ეხმარება მეორეს (კლიენტს), გამოიყენოს საკუთარი შინაგანი რესურსები პოზიტიური მიმართულებით, საკუთარი პიროვნების განვითარებისა და საზრისიანი ცხოვრების და პოზიტიური პოტენციალის რეალიზებისათვის. კონსულტაციური კონტაქტი არის გრძნობებისა და განწყობების ერთობლიობა, რომელსაც განიცდიან და გამოხატავენ, ერთმანეთის მიმართ, კონსულტაციური კონტაქტის მონაწილენი.

თეორიები კონსულტაციური კონტაქტის შესახებ

  1. ფსიქოანალიტიკური - რომლის თანახმად, კონსულტანტი ინარჩუნებს პირად ანონიმურობას, იმ მიზნით, რომ კლიენტმა თავისუფლად მოახდინოს კონსულტანტზე საკუთარი გრძნობების პროეცირება. ანალიზის დროს ძირითადი ყურადღება ეთმობა, კლიენტის გადატანის რეაქციას, წარმოქმნილი წინააღმდეგობების შემცირებას და ამ გზით უფრო რაციონალური კონტაქტის დამყარებას. კონსულტანტი, კლიენტის მიერ მოწოდებული მასალის (თავისუფალი ასოციაციები, სიზმრები, წაცდენები) ინტერპრეტირებას ახდენს. ამით კონსულტანტი ცდილობს ასწავლოს კლიენტს მისი აწმყო ქცევის წარსულ მოვლენებთან დაკავშირება და მას აწმყოში მისი ქცევის წარსული მოვლენებით ახსნაში ეხმარება.
  2. ადლერიანული მიმართულება - აქცენტი კეთდება პასუხისმგებლობის სწორ განაწილებაზე, კონსულტანტსა და კლიენტს შორის ორმხრივ ნდობასა და პატივისცემაზე, თანაბარი პოზიციებისა და კონსულტირების საერთო მიზნების დამყარებაზე.
  3. ბიჰევიორისტული თერაპია - კონსულტანტი არის აქტიური და დირექტიული მხარე. ის მასწავლებლის, მწვრთნელის როლს ასრულებს თერაპიულ პროცესში, რომლის მიზანს კლიენტის მიერ უფრო ეფექტური ქცევის დასწავლა წარმოადგენს. კლიენტი აქტიურად უნდა ახდენდეს ქცევის ახალი წესების აპრობირებას. პირადი ურთიერთობების ნაცვლად, აქ ყალიბდება სამუშაო ურთიერთობები დასწავლის პროცედურების ჩასატარებლად.
  4. რაციონალურ-ემოციური თერაპია (ა. ელისი) - კონსულტანტი ასრულებს მასწავლებლის როლს, კლიენტი - მოსწავლის. პიროვნულ ურთიერთობებს (მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის) არ ექცევა ყურადღება. ამ დროს ხდება კლიენტის სტიმულირება, რათა იგი საკუთარ პრობლემებს ჩაწვდეს და საკუთარი პრობლემების გაგების საფუძველზე, რაციონალურ შეხედულებებზე დაყრდნობით, საკუთარი ქცევები შეცვალოს.
  5. კლიენტზე ორიენტირებული თერაპია (კ. როჯერსი) - კონსულტაციური კონტაქტი კონსულტაციის არსებით პროცესს წარმოადგენს. განსაკუთრებით ხაზი ესმევა კონსულტანტის მხრიდან სითბოს, სიალალეს, პატივისცემას, ემპათიასა და მხარდაჭერას და ამ განწყობების გადაცემას კლიენტისთვის. კონსულტირების დროს კლიენტის მიერ ათვისებული უნარ-ჩვევები ვრცელდება სხვებთან ურთიერთობებზე.
  6. ეგზისტენციალური თერაპია - კონსულტირების ძირითად ამოცანას წარმოადგენს. კლიენტის ეგზისტენციაში შესვლა(იცხოვრო მისი ცხოვრებით), რაც ეხმარება აუტენტური (ჭეშმარიტი) ურთიერთობების დამყარებას.

      კონსულტანტთან კონსულტირებისას კლიენტი საკუთარ უნიკალურობას აღმოაჩენს ხოლო მათ შორის ურთიერთობა განიხილება როგორც ორ, თანაბარი ფასეულობისა და ღირებულების მქონე, ადამიანურ არსებას შორის ღრმა კომუნიკაციური, აქ და ამჟამად, შეხვედრა და კავშირი. ამგვარი ურთიერთობის დროს იცვლება როგორც კლიენტი, ასევე კონსულტანტი.

კონსულტაციური თერაპიული გარემოს - ატმოსფეროს შექმნა:

      კონსულტაციური ხარისხი დამოკიდებულია 2 ძირითად და მნიშვნელოვან ფაქტორზე:

  1. თერაპიული კლიმატი.
  2. კონსულტანტის ვერბალური და არავერბალური ურთიერთობის დამყარების უნარი

      თერაპიული ატმოსფერო, თავისმხრივ, მოიცავს რამდენიმე, ფიზიკურ და ემოციურად მნიშვნელოვან კომპონენტს.

თერაპიული ატმოსფეროს ფიზიკური კომპონენტები

      ფიზიკურ კომპონენტებში იგულისხმება, კონსულტანტის ადგილის, ანუ კაბინეტის მოწყობილობა. აგრეთვე, კონსულტანტისა და კლიენტის სივრცეში განლაგება (დისტანცია), დროის სტრუქტუირება ანუ თუ როგორ ხდება დროის გამოყენება და განაწილება.

      ა) საკონსულტაციო გარემო - კაბინეტი

      კონფიდენციალური ატმოსფეროს შექმნისა და შენარჩუნების მიზნით კაბინეტში უნდა იყოს მყუდრო გარემო, იგი ხმაურისაგან უნდა იყოს დაცული; ოთახი არ უნდა იყოს ძალიან დიდი; იგი უნდა იყოს მშვიდ ფერებში შეღებილი და კომფორტული; კლიენტს განათება სინათლის სხივი პირდაპირ არ უნდა ხვდებოდეს სახეში; რელაქსაციის მიზნით სასურველია დასაწოლი დივანი და სხვა აუცილებელი აქსესუარები; კლიენტის მიღება ერთსა და იმავე კაბინეტში უნდა მოხდეს.

      ბ) სივრცის და დროისა სტრუქტურირება

საკონსულტაციო სივრცის კონსტრუირება

      კლიენტისა და კონსულტანტის ურთიერთობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, სივრცის კონსტუქტირებაა, რომელსაც ადგილი აქვს პირველივე ვიზიტისას, რადგან ეს, კლიენტის ფსიქოლოგიურ გუნება-განწყობილებაზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას.

      შეხვედრა იწყება გაცნობით. ამ დროს უნდა დავიცვათ გარკვეული ეტიკეტი: უნდა ფეხზე წამოვდგეთ და შუა გზაში შევეგებოთ მას; მოვიპატიჟოთ იგი,თავი გავაცნოთ და ვსთხოვოთ წარმოგვიდგეს; მივსცეთ მას იმის საშუალება რომ თვითონვე აირჩიოს დასაჯდომი ადგილი. იმისათვის, რომ კლიენტმა თავი შეუბოჭავად და თავისუფლად იგრძნოს, კონსულტანტმა უნდა შეასრულოს სტუმართმოყვარე მასპინძლის როლი და მოიქცეს ბუნებრივად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.

      მეორე მნიშვნელოვანი საკითხი დაკავშირებულია, კონსულტაციური სივრცის სტრუქტურირებასთან, ანუ კონსულტანტისა და კლიენტის ერთმანეთისადმი სივრცეში განთავსება განლაგებასთან. თუ ისინი მაგიდის საპირისპირო მხარეს სხედან, მაშინ, ადგილი აქვს სოციალურ დისტანციას. აქ მაგიდა ურთიერთობის ბარიერის როლს ასრულებს. ამიტომ, უმჯობესია, ისინი, მაგიდის ერთ მხარეს ისხდნენ.

      სოციალურ ფსიქოლოგიაში, ადამიანებს შორის დისტანცია, გამოხატავს პირადი სივრცის ფენომენს. იგი იცვლება და დამოკიდებულია ემოციურ დამოკიდებულებაზე საუბრის თემასა და კულტურულ განსხვავებულებებზე. ეს დისტანცია პირდაპირ პროპორციულია ემოციური დამოკიდებულებისა ანუ ერთმანეთისადმი სამპათიის მქონე ადამიანები სივრცეშიც ერთმანეთთან ახლო განლაგდებიან და პირიქით. იმის მიხედვით, თუ რანაირი დამოკიდებულება გვაქვს ადამიანთან ეს სივრცეშიც აისახება. როლო მეი მას სიყვარულის გეომეტრიას უწოდებს. ამ საკითხებს პროქსემიკა შეისწავლის. შეხება ძალიან ახლო, ინტიმურ კავშირს გამოხატავს.

      კონსულტაციის პროცესში არაეროტიული შეხებას დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი წარმოადგენს ურთიერთობის ყველაზე კარგ და ფასეულ კომპონენტს განსაკუთრებით

      იმათთვის, ვინც სოციალურად და ემოციურად ჩამოუყალიბებელია,ახლობლების დაკარგვის შედეგად ფსიქიკური ტრავმით გამოწვეულ კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება და და როდესაც ემოციური მხარდაჭერის დემონსტრირება გვსურს.

დროის სტრუქტურირება

      თერაპიული კლიმატი, გულისხმობს, დროის სტრუქტურირებას. კლიენტთან პირველი შეხვედრისას დახარჯული დრო, არ უნდა აღემატებოდეს მომდევნო შეხვედრების დროს (დაახლოებით, 50 წთ-დან 1 სთ-მდე, თუ ნაკლებია, მაშინ კლიენტი წინასწარ განიცდის და ნერვიულობს, რომ დრო არ ეყოფა). საუბრის ხანგრძლივობა შეიძლება იცვლებოდეს ასაკის მიხედვით. ზოგი თვლის, რომ 4-7 წლის ბავშვთან საუბარი არ შეიძლება 20წთ-ზე მეტად, ხოლო 8-12 წლის ბავშვთან 1 სთ-მდე. სეანსის ხანგრძლივობა განისაზღვრება დასაწყისში. კლიენტმა უნდა იცოდეს, რამდენი ხანი აქვს პრობლემის განსახილველად. თუ კონსულტანტი არ განსაზღვრავს წინასწარ დროის ხანგრძლივობას, პაციენტი ნერვიულობს იმის შესახებ, რომ სეანსი შეიძლება დამთავრდეს ყოველ წუთს. დროის განსაზღვრა შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ხერხით,… შეიძლება მიმართო: "ჩვენ გვაქვს 60 წთ. და მზად ვარ მოგისმინოთ. თქვენ იქიდან უნდა დაიწყოთ, თუ რას ელოდებით ჩემგან, როგორ გინდათ, რომ გამოიყენოთ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა, ჩვენ გვაქვს 1სთ.

      იმისთვის, რომ ჩვენ უფრო კარგად მოვახდინოთ დროის გამოყენება, 40წთ-ის შემდეგ უნდა შევახსენოთ თუ რამდენი დრო დაგრჩათ, რადგან პრობლემების მქონე პაციენტი ცუდად ერკვევა დროის ხანგრძლივობაში. ამიტომ დროის ხანგრძლივობის განსაზღვრა მას აფხიზლებს. აგრეთვე უნდა გაირკვეს კონსულტაციის ხანგრძლივობა. სჯობს, რომ 3-4 შეხვედრაზე წინასწარ კონტრაქტი დაიდოს და 3-4 შეხვედრის შემდეგ გაირკვევა ღირს თუ არა კონსულტაციის გაგრძელება. კონსულტაციის დასაწყისში აუცილებელია განისაზღვროს შეხვედრების სიხშირე. ითვლება, რომ ყველაზე პროდუქტიულია 1-2 შეხვედრა კვირაში.

თერაპიული ატმოსფეროს ემოციური კომპონენტები

      თერაპიული ატმოსფეროს - საკუთრივ, ემოციურ კომპონენტებს განეკუთვნება ორმხრივი ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბება. კონსულტანტის სიალალე და მისი ემპათიის უნარი, პაციენტისადმი უპირობო პატივისცემა და ორმხრივ ნდობაზე აგებული თერაპიული ალიანსის ჩამოყალიბება აუცილებელია თვითექსპლორაციის ხელსაყრელი გარემოს შექმნისათვის.

      თუ პაციენტი თავიდანვე ნდობით არ განიმსჭვალა კონსულტანტის მიმართ, მაშინ კონსულტაცია არაეფექტური და უაზრო იქნება. ორმხრივი ნდობის ჩამოყალიბება ნიშნავს თერაპიული კლიმატის ჩამოყალიბებას, რომელიც დამოკიდებულია კონსულტანტის პიროვნულ თვისებებზე და მის დამოკიდებულებაზე კონსულტაციისადმი. ადამიანმა, რომელმაც კონსულტანტს ან ფსიქოთერაპევტს დახმარებისათვის მიმართა ადვილად მოწყვლადია და შფოთვისა და შიშის გავლენის ქვეშ იმყოფება. როდესაც პაციენტი ენდობა კონსულტანტს და მასთან თავს უსაფრთხოდ გრძნობს, მაშინ ის ადვილად და გაბედულად უზიარებს მას თავის განცდებს, აზრებსა და შიშებს, რასაც სხვებთან ადვილად ვერ ახერხებს.

      თერაპიული ატმოსფეროს ჩამოყალიბებას განაპირობებს:

  1. კონსულტანტის მხრიდან პაციენტისადმი ნამდვილი ინტერესის და მისი დახმარების სურვილის არსებობა. პაციენტები ძალიან კარგად გრძნობენ იმას, თუ როგორ ეპყრობა მათ კონსულტანტი, აინტერესებს თუ არა მას მათი პრობლემები თუ ისინი მისთვის უბრალოდ კვლევის ობიექტებს წარმოადგენენ. არავის სიამოვნებს "დაკვირვების საგანად" ყოფნა.
  2. კონსულტაციის დროს კონსულტანტის მხრიდან ყურადღება ყურადღებიანობა. კონსულტანტის მთელი ყურადღება მიმართული უნდა იყოს პაციენტზე და არა სხვა საქმეებზე (ტელეფონზე საუბარი, კოლეგის შემოსვლა...).
  3. პაციენტისათვის თვითგამოხატვის ოპტიმალურად კარგი პირობების შექმნა. პაციენტის თვითგამოხატვისათვის მაქსიმალური პირობების შექმნა. პაციენტს უნდა მივცეთ თვითგამოხატვის მაქსიმალური შესაძლებლობა, რადგანაც პაციენტი საკუთარი გადაუწყვეტელი, მისთვის მძიმედ ასატანი პრობლემებით მოდის და მათი განხილვის სურვილი ამოძრავებს;
  4. კონსულტანტი "დეტექტივის" როლში არ უნდა მოგვევლინოს. მან უნდა შეაგროვოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც პაციენტის პრობლემას ეხება და რომელიც საჭიროა პრობლემის სრულფასოვანი გაგებისათვის;
  5. კონფიდენციალურობა. პაციენტი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში რომ მის მიერ მონაყალი საიდუმლოდ რჩება. პროფესიული საიდუმლოს შენახვა აუცილებელია. ინფორმაციის გავრცელების საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტისაგან ნებართვის აღება.
  6. კონსულტანტის აუტენტურობა. მან უნდა გამოავლინოს თანაგრძნობა, სიალალე და მეგობრული დამოკიდებულება რათა პაციენტმა თავი უშუალოდ და თავისუფლად იგრძნოს თავი უშუალო ატმოსფეროში თავისუფლად იგრძნოს...
  7. განკითხვას მოკლებული მიდგომა. პაციენტის პრობლემებს უნდა მივუდგეთ განკითხვის გარეშე, კონსულტანტმა კი არ უნდა გაამტყუნოს პაციენტი, არამედ მოუსმინოს და გაუგოს მას.

      კარლ როჯერსმა თუ მაშინ "პრინციპის გამოყენებით ეს პროცესი შეაფასა" შემდეგნაირად:

      თუ მე ალალად და თბილად ვეპყრობი ადამიანს და ვცდილობ მივუდგე მას ინდივიდუალურად და დავაფასო მისი ძალისხმევა, მაშინ:

  1. პაციენტი თვითმყოფადობის იმ ასპექტების რეალიზაციას მოახდენს, რომელსაც ადრე დევნიდა და გაურბოდა;
  2. იგი უფრო ინტეგრირებული გახდება და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრებს.
  3. ის უფრო მიუხლოვდება საკუთარი თავის იდეალს ანუ უფრო დაემსგავსება იმას, როგორიც უნდა რომ გახდეს.
  4. ის გახდება საკუთარ თავში უფრო დაჯერებული და თვითგამოხატვისათვის მეტი საშუალება ექნება;
  5. ის უფრო უნიკალური და თვითაქტუალიზირებული გახდება;
  6. უფრო კარგად გაუგებს სხვებს და უფრო მდგრადი იქნება ცხოვრებისეული სირთულეებისადმი.

      როჯერსმა აგრეთვე (Rogers C. 1961) განსაზღვრა ის კითხვები, რომელიც კონსულტანტმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს.

  1. შემიძლია თუ არა ვიქცე ისეთ ადამიანად, რომ სხვა ადამიანებმა სანდოდ ჩამთვალონ;
  2. შემიძლია თუ არა მკაფიოდ გამოვხატო ჩემი აზრები, რათა ორაზროვანი არ ვიყო;
  3. შემიძლია თუ არა ვიყო თბილი, მზრუნველი, დაინტერესებული და პატივისცემის მქონე;
  4. შემიძლია თუ არა ვიქცე იმდენად ძლიერ პიროვნებად, რომ სხვებისაგან განსხვავებული ვიყო.
  5. შემიძლია თუ არა იმდენად თავდაჯერებული ვიყო, რომ სხვას უფლება მივცე ჩემგან განსხვავებული დარჩეს (ზოგს სურს პაციენტი თავისებურად გადააკეთოს).
  6. შემიძლია თუ არა სრულად ჩავუღრმავდე სხვა ადამიანის გრძნობებსა და პირად მნიშვნელობებსა და საზრისებს და თანავუგრძნო მას.
  7. შემიძლია თუ არა მივიღო სხვა ადამიანი ისეთად, როგორიც ის არის და მივახვედრო მას ეს.
  8. შემიძლია თუ არა იმდენად ფაქიზი ვიყო სხვებისადმი, რომ ჩემი საქციელი არ იქნეს აღქმული როგორც საშიში.
  9. შემიძლია თუ არა გავათავისუფლო სხვები გარეგანი შეფასების საშიშროებისაგან.
  10. შემიძლია თუ არა შევხედო სხვა ადამიანს როგორც განვითარების, სრულყოფის პროცესში მყოფი არსებას და არ შევიზღუდები იგი ჩემი და მისივე გამოცდილებით;

      ორმხრივი ნდობის ატმოსფეროს შექმნისთვის კონსულტანტს, აუცილებელია ჰქონდეს პირველად როჯერსის მიერ გამოყოფილი კონსულტანტის თვისებები (1951) სიალალე, ემპათიის უნარი, უპირობო პატივისცემა ადამიანებისადმი.

კონგრუენტულობა

      კონსულტანტის სიალალე ანუ კონგრუენტულობა - ერთ-ერთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს თერაპიული ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში. კონგრუენტულობის სწავლა შეუძლებელია ყოველ შემთხვევაში ადვილი არ არის. მაგრამ კონსულტანტი უნდა ცდილობდეს სხვა ადამიანის სამყაროში შეღწევას, ისეთნაირად რომ შეღწევის ეს მცდელობა გაგებულ და აღქმულ უნდა იქნას, როგორც მხარდაჭერა და არა, როგორც საშიშროება. ღოჯერსის თანახმად კონგრუენტულობა ნიშნავს ინტერპერსონალურ ურთიერთობაში კონსულტანტის განცდების უშუალო და აუტენტურ გამოხატვას. იგი პროფესიური ფასადური დემონსტრაციის საპირისპიროა ამ დროს საკმარისია კონსულტანტის თავისთავადობა და თვითმყოფადობა.

ემპათია კონსულტირებისას

      ემპათიის პოზიტიური მნიშვნელობა ყველას მიერაა აღიარებული. მის დიდ მნიშვნელობას არც ერთი ორიენტაციის ფსიქოთერაპია და ფსიქოკონსულტირება არ უარყოფს. იგი წარმატებული ფსიქოთერაპიის და ფსიქოკონსულტირების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ის გულისხმობს სხვებთან იდენტიფიცირების ისეთ სახეს, რომლის დროსაც შესაძლებელი ხდება ურთიერთგაგება განსხვავებულ ადამიანებს შორის. ა. ადლერი თვლიდა, რომ ემპათია ჩნდება ორი ადამიანის ურთიერთობისას და კომუნიკაციისას. შეუძლებელია გაუგო მეორე ადამიანს, თუ მასთან არ გაიგივდებით. თუ ჩვენ გვინდა გავიგოთ, საიდან ჩნდება სხვა ადამიანის მსგავსი მოქმედების და გრძნობის უნარი, მაშინ ჩვენ აღმოვაჩენთ თანდაყოლილ სოციალურ გრძნობას. ის კოსმიური ხასიათისაა და ადამიანის ცხოვრების აუცილებელ მახასიათებელს წარმოადგენს.

      იუნგის თანახმად, ამ დროს ხდება შერწყმის პროცესი. ამ პროცესის დროს იცვლება როგორც კონსულტანტი ისე პაციენტიც. იუნგი ამ ფენომენს ალქიმიურ პროცესს ადარებდა. ორი პიროვნების შეხვედრა ორი ქიმიური სუბსტანციის მსგავსია, თუ რეაქცია წარმოიშვება ორივე სუბსტანცია იცვლება. ითვლება, რომ ექიმი ზეგავლენას ახდენს პაციენტზე ეფექტური მკურნალობის ყველა შემთხვევაში მაგრამ ეს ზეგავლენა შესაძლებელია მაშინ, თუ პაციენტიც ზემოქმედებს ამ პროცესზე.

      ემპათია შემდეგი სიტყვებით შეიძლება გამოიხატოს "მომეცი შენი თვალი, რომ შენი თვალით შევხედო სამყაროს"-ეს ემპათია ნიშნავს, რომ კონსულტანტი მგრძნობიარედ და ზუსტად რეაგირებს პაციენტის გრძნობებზე, თითქოს ეს მისი საკუთარი განცდები იყოს. აქ იგულისხმება, კონსულტანტის უნარი თანაუგრძნოს პაციენტს და დროებით მისი ცხოვრებით იცხოვროს. ამ დროს მას უნარი აქვს ჩაწვდეს პაციენტის ცხოვრების სხვადასხვა მოვლენების მნიშვნელობას. სხვის ცხოვრებაში ამგვარი ჩაწვდომა განკითხვისა და შავთეთრი შეფასების გარეშე უნდა მოხდეს.

      როდესაც კონსულტანტი სწორად ამოიცნობს პაციენტის ამა თუ იმ გრძნობას (ბრაზს, შიში, მტრულ განწყობა, შფოთვა, სიხარული) მაშინ პაციენტს საკუთარი თავის მოსმენისა და გაგების უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს. ემპათია ასევე გვეხმარება პაციენტის არასაკმარისი გულახდილობის მიზეზების გარკვევაში და იმ წინააღმდეგობის გაცნობიერებაში, რომელიც გულახდილ გამოხატვას ხელს უშლის, ანუ იმის გარკვევაში, თუ რისი დამალვა უნდა პაციენტს...

      როდესაც სხვის სამყაროში შევდივართ კონსულტანტი უნდა დარჩეს ავტონომიური.

      საშიშროება -რომელზედაც როჯერსი წერდა:

      "თუ მე მართლა ღია ვარ იმისადმი, რომ სხვას გაუგო და მისი თვალებით შევხედო სამყაროს, დავდგე მის პოზიციაზე, მისი სამყარო მივიღო როგორც ჩემი ანუ გავითავისო მაშინ საშიშროებაა ჩემ სამყაროს სხვისი თვალით ვუყურო და ამის შედეგად დავკარგო საკუთარი ხედვა, საკუთარი მე. მეორე უკიდურესობაა, როდესაც შენი თვალით უყურებ სამყაროს და სხვის აზრს არასოდეს ითვალისწინებ"

პაციენტის უპირობო პატივისცემა

      უპირობო პატივისცემაში იგულისხმება უპირობო და განკიცხვის გარეშე პაციენტის პიროვნების სრული მიღება.

      როჯერსი 1957 წელს გვთავაზობდა შემდეგ განმარტებას: "უპირობო, პოზიტიური დამოკიდებულება, ნიშნავს, პაციენტის სუბიექტური (შინაგანი) სამყაროს მიმართ პატივისცემასა და შემწყნარებლობას. ამ დროს თითქოს შენ თვითონ ხარ მისი ნაწილი. პოზიტიური დამოკიდებულება არ აყენებს არცერთ პირობას, მაგალითად როგორიცაა: "შენ მაშინ მომეწონები, როცა ამას ასე და ასე გააკეთებ" და გამორიცხავს ცუდ და კარგ თვისებებად უხეშ დაყოფას. საჭიროა კლიენტის ყველა სოციალური გრძნობის და განწყობის გააზრება და განვითარება დატევა. არამარტო დადებითი – ნორმალური ზრდასსრული, არამედ უარყოფითისაც- შიშისმომგვრელის, არანორმალური და ა.შ. უნდა შევეგუოთ კლიენტის წინააღმდეგობრივ ბუნებას ამგვარ სიტუაციაში ვლინდება კლიენტისადმი ზრუნვა, საკუთარი განწყობების უარყოფა, საკუთარ მოთხოვნილებებზე უარის თქმა. პაციენტზე უნდა ვიზრუნოთ, როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ პიროვნებაზე, რათა მან იცხოვროს, საკუთარი ცხოვრებით. "

      კონსულტანტს მხოლოდ კლიენტის პატივისცემისას შეუძლია იყოს გულახდილი და კონფრონტაციაში შევიდეს მასთან.

      კვლევამ (Lietaer, 1984; Barret-Lennard, 1986) გვიჩვენა, რომ უპირობო, პოზიტიური დამოკიდებულება, ეს რთული მოვლენაა, რომელშიც შეიძლება გამოიყოს რამდენიმე დამოუკიდებელი ფაქტორი. ლიეტარის და ლენარდის (1986) მიხედვით არსებობს ორი არსებითი ფაქტორი: 1. ურთიერთობის დონე; 2. უპირობო დამოკიდებულება; პირველში იგულისხმება, ერთი ადამიანის მეორის მიმართ ემოციური რეაგირების ზოგადი გამოხატულება. მაგ პოზიტიური დამოკიდებულება და ურთეირთობა გულისხმოს მოიცავს სითბოს სიმპათიას ზრუნვას კლიენტის შეფასებას მასზე კონტროლის და მისი მართვის სურვილის გარეშე. თუ ურთერთობის დონე ვლინდება კლიენტისადმი პოზიტიური ან ნეგატიური გრძნობების გამოხატვით მაშინ უპირობო დამოკიდებულების ფაქტორი უნდა ჩაერთოს და პაციენტი უნდა მივიღოთ ისეთად როგორადაც ის გვევლინება კონკრეტულ მოცემულობაში ყოველგვარი "მაგრამ და თუ-ს" გარეშე. ამგვარი უპირობო მიმღებლობა გულისცმობს იმას რომ ჩვენი დამოკიდებულება კლიენტისადმი არ იცვლება და არ არის დამოკიდებული კლიენტის ემოციურ მდგომარეობისა და ქცევაზე.

      ზოგი კრიტიკოსი თვლის, რომ ფსიქოთერაპიიასა და ფსიქოკონსულტირებისას კლიენტისადმი უპირობო პატივისცემა არარეალურია, რადგანაც უპირობო პატივისცემა წინააღმდეგობაში მოდის კონსულტანტის სხვა მოთხოვნებთან. უპირობო პატივისცემაში იგულისხმება პაციენტის სურვილები, აზრებისა და ფანტაზიების მიღება.

თერაპიული ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათი შენარჩუნება არავერბალური ურთიერთობები;

კონსულტაციური კონტაქტის თავისებურებანი - არავერბალური ურთიერთობა

      ურთიერთობისას ადამიანები ერთმანეთს გადასცემენ ინფორმაციას არა მარტო მეტყველებით, არამედ სახის გამომეტყველებით, სხეულის პოზით, ჟესტების ენით და დისტანციის დამყარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა ადამიანებთან ყოფნისას ჩვენ ურთიერთობებს ვერ გავექცევით. ჩვენ უსიტყვოთ გამოვხატავთ ჩვენს გუნებგანწყობას ფიქრებსა და სურვილებს. არავერბალურ ქცევას ნებისმიერი ურთიერთობისას დიდი მნიშვნელობა აქვს. უკიდურესად მნიშვნელოვანია პაციენტმა აღიქვას არავერბალური მესიჯები, რეაგირება მოახდინოს მათზე, ამავე დროს გააცნობიეროს საკუთარი არავერბალური ქცევა.

      აზდა 1984 არავერბალური ურთიერთობები შემდეგ 4 ძირითად მოდალობად დაჰყო:

      1) არავერბალური ქცევა და დროის სტრუქტურირება.

      ა. მოგვიანებული რეაგირება კლიენტის ინფორმაციაზე,

      ბ. პრიორიტეტების დადგენა – დროის რაოდენობა რომელიც გარკვეული თემების განხილვას ეთმობა.

      2) არავერბალური ურთიერთობა სხეულის გამოყენებით.

      ა. თვალების კონტაქტი, აუცილებელია გავითვალისწინოთ თუ რამდენ ხანს უყურებენ პარტნიორები ერთმანეთს და როგორ უყურებენ. თვალის კონტაქტის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ თუ რომელ ობიექტებს უყურებს პარტნიორი, გამომწვევად იყურება იგი თუ სხვადასხვა ობიექტებზე გაურბის მზერა, კონსულტანტის პირდაპირ მზერას გაურბის, თვალებს ხუჭავს ხელებით და სხვა.

      ბ. თვალები თვალების ციმციმი, წარბის აწევა, თვალცრემლიანობა თვალების გაფართოება მიუთითებეს კლიენტის ემოციურ მდგომარეობაზე

      გ. კანი. გაფითრება, გაწითლება გამოხატავს შინაგან მდგომარეობას.

      დ. პოზა. პოზა შეიძლება გამოხატავდეს ფიზიკურ გადაღლას, თავდაცვას ( მაგ.გადაჯვარედინებული ხელები და ფეხები).

      ე. სახის გამომეტყველება. ეს უმთავრესი ხერხია არავერბალური ქცევის გასაგებად. სახეს ურთიერთობის დროს დიდი პოტენციალი აქვს. იგი გამოხატავს ემოციურ მდგომარეობას, ინტერპერსონალურ განწყობას და უკუკავშირს და მეტყველებასთან ერთად წარმოადგენს ინფორმაციის გადაცემის ერთერთი უმთავარეს საშუალებას. დოსტოევსკი აზრით ადამიანის ხასიათს უფრო უკეთ შეიძლება ჩავწვდეთ მისი სიცილით ვიდრე მდორე ფსიქოლოგიური გამოკვლევით."

      ვ. ხელები და ჟესტები. ხელების მოძრაობა და სხეულის სხვა ნაწილების მოძრაობა სიმბოლური ხასიათისაა.

      ზ. სხეულით მანიპულირება ვლინდება საკუთარი ფრჩხილების მოკვნეტით სახსრების ტკაცუნით თმების წიწკვნით.

      თ. მონოტონური ქცევა ხშირად ნერვოტულობის ნიშანია.

      ი. მომთხოვნი სიგნალები. ხელების ტუჩებთან მიტანა სიჩუმის მოთხოვნით თითით მითითება და სხვა

      კ. შეხება. შესაძლებელია იყოს მეგობრული და სექსუალური.

      ბრეისემი და გერსო სხეულის მოძრაობის 4 ტიპს გამოყოფენ:

  1. სიმბოლური, რომელიც სიტყვის მაგივრად იხმარება.
  2. მოძრაობა-დემონსტრაცია რომელიც მეტყველებას მოსდევს, რომლის მიზანს სიტყვით გამოთქმულის ახსნა წარმოადგენს გამაძლიერებელი.
  3. რეგულატორები, რომლებიც დამატებით მნიშვნელობას ძენენ და ავსებენ ვერბალურ ურთიერთობას მაგ. პოზის შეცვლა. თავის დაქნევა
  4. ადაპტორები. სხეულის მოძრაობა, რომელიც გაცნობიერებული მიზანშეწონილება არ გააჩნიათ ცნობიერად მიზანმიმართული არ არის, მაგრამ ხშირად გამოხატავს აზრებსა და ემოციებს მაგ. თუჩების კბენა

      3) არვერბალური ურთიერთობა ხმის საშუალებით.

      ა. ხმის ტონი. მონოტონური, გრძნობას მოკლებული, მკაცრი, ნაზი, დამაჯერებელი, სუსტი, გაუბედავი და ა.შ.

      ბ. მეტყველების ტემპი. ჩქარი, ზომიერი, შენელებული.

      გ. ხმის ინტენსივობა. ძლიერი, ზომიერი, ჩუმი.

      დ. ხმის გამოხატულება. მკაფიო, გაურკვეველი.

      ე. ხმის მოდალურობაში ხშირად ვლინდება ადამიანის დამოკიდებულება იმის მიმართ, რასაც გამოთქვავს.. გულახდილობა ვლინდება მკაფიო ხმაში, ხოლო გამბედავობა-მყარში. ჩუმი არამკაფიო ხმა ხშირად ურთიერთობის არ სურვილს ნიშნავს. ამიტომ ხმის ტონით შეიძლება განვსაზღვროთ ისიც რაზეა საუბარი, თუნდაც სიტყვები ვერ გავიგონოთ. ნერვიულობ ან ემოციური გაურკვევლობა ხშირად ხმის ტონში ვლინდება.

      4) არავერბალური ურთიერთობა და გარემოს სტრუქტურირება.

      ა. დისტანცია. გამოხატავს ჩვენს ემოციურ დამოკიდებულებას ადამიანისადმი. იმისდა მიხედვით თუ რა ურთიერთობა გვინდა ადამიანთან მასთან ისეთ დისტანციას ვიკავებთ;

      ბ. თუ როგორი გარემოა და როგორაა ის დალაგებული. თუ როგორაა გარემო მოწყობილი და ოთახი დალაგებული;

      გ. მართალია ტანსაცმელი ადამიანს არ ქმნის, მაგრამ ტანსაცმლის დეტალები და ჩაცმულობა გამოხატავს მის განწყობებს;

      დ. სივრცეში პოზიცია;

      ურთიერთობის არავერბალური ფაქტორები მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავენ საუბრის ემოციურ განწყობას. როდესაც არავერბალური სიმბოლოები თან ახლავს ჩვენს ვერბალურ გამონათქვამებს, ისინი ხშირად მათ მნიშვნელობას და კონტექტს ცვლიან.

      ე. მაგ.: გთხოვთ შემობრძანდით, შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს იმისდა მიხედვით თუ რას გამოხატავს არავერბალური ქცევა თუ ჩვენ პაციენტს ვხვდებით მას ვუყურებთ სახეში, ვართმევთ ხელს, თბილად და მეგობრულად მივმართავთ ეს სულ სხვაა. აგრეთვე მნივნელობას იძენს კონსულტანტის მეტყველების ელემენტები: ხმის ტონი, ინტერვალი სიტყვებს შორის. აქცენტები, დიქცია, პაუზა, გამეორება, დახველება და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია არავერბალური ქცევა პაციენტის კონსულტირებისას. პირველ რიგში ეს კონსულტანტს აძლევს დამატებით ინფორმაციას პაციენტის გრძნობებისა და აზრების შესახებ. ხშირად სიტყვებით ითქმის ერთი, ხოლო სახის გამომეტყველება, სხეულის პოზა და ხმის ტონი სულ სხვას გამოხატავს.. კონსულტანტმა უნდა მიაქციოს ყურადღება არავერბალურ და ვერბალურ ქცევას შორის შეუსაბამობას და ამით ხელი შეუწყოს პაციენტს გამოხატოს ნამდვილი გრძნობები. კონსულტანტის პაციენტის არვერბალურ ქცევაზე ყურადღების მიქცევა პაციენტის ნდობას ხარისხს ზრდის. კონსულტანტის მიერ არავერბარული გზავნილების კითხვის უნარი კონსულტანტის განსაკუთრებულ ნიჭს, მის მეექვსე გრძნობას მიეწერებაა. არავერბალურ ქცევას უნდა შევხედოთ როგორც პაციენტის გრძნობებისა და მოტივების სამყაროს გასაღებს. მაგრამ პირდაპირი და სწორხაზოვანი ინტერპრეტაცია მიუღებელია, რადგანაც არავერბალური ურთიერთობა ქცევის უფრო ფართო კონტექსტის ერთ-ერთ ასპექტს ნაწილს წარმოადგენს.

      ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია კონსულტანტის არავერბალური ქცევა, რადგან ასეთი ქცევა გამოხატავს კონსულტანტის გრძნობებსა და აზრებს. ზოგიერთ არავერბალურ ქცევას ყველა ჩვენთაგანი ერთნაირად აღიქვამს, რადგან მათ ზოგადი ხასიათი მიიღეს.

      კონსულტანტმა უნდა გააკონტროლოს თავისი არავერბალური საქციელი, რითაც ის ავითარებს კონსულტაციურ კონტაქტს.

      ევანი გამოყოფს ხუთ აუცილებელ პირობას ფიზიკური, ნამდვილი, ორმხრივი კონტაქტისა (ევანი, 1986):

  1. კონტაქტი თვალი თვალში. ფიზიკური პირობები, გარემო საშუალებას უნდა აძლევდეს კონსულტანტს და პაციენტს მთლიანად ხედავდნენ ერთმანეთს. ეს ფიზიკური გარემოება უნდა ეუბნებოდეს პაციენტს მე თქვენთვის მისაწვდომი ვარ, მე არჩევანი გავაკეთე, რომ თქვენთან ვიყო.
  2. ღია პოზა. გადაჯვარედინებული ფეხები და ხელები ხშირად აღიქმება როგორც თავდაცვითი, განურჩეველი და უკან დახევის პოზა და პირიქით, ღია პოზა მიანიშნებს, რომ კონსულტანტი მზად არის მიიღოს ყველაფერი რასაც მას პაციენტი უგზავნის.
  3. დროდადრო შეიძლება მივუახლოვდეთ პაციენტს. მიახლოვება სივრცეში ნიშნავს, რომ მე გეახელი. როდესაც კონსულტანტი პაციენტისკენ იხრება, ამით ეუბნება- მაინტერესებს ყველაფერი რასაც იტყვი.
  4. თვალის კონტაქტის შენარჩუნება. იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ პაციენტისადმი ყურადღებას და დაინტერესებას. თუმცა ეს პირდაპირი თვალი თვალში ყურება არ უნდა იყოს განუწყვეტელი რადგან ის მომაბეზრებელი ხდება პაციენტისათვის და გამომძიებლის მზერას ემსგავსება. მეორეს მხრივ თუ კონსულტანტის თვალები სხვაგანაა და ერთი საგნიდან მეორეზე გადადის და მისი მზერა არ ჩერდება კლიენტზე მაშინ კლიენტს ექმნება შთაბეჭდილება რომ კონსულტანტი გაურბის მასთან კონტაქტს.
  5. კონსულტანტი უნდა იყოს მშვიდი და რელაქსირებული. გარემო უნდა იყოს მშვიდი, რადგანაც პაციენტების უმრავლესობა ღელავს კონსულტირების პერიოდში. კონსულტანტის დაძაბულობა გაზრდის პაციენტის მღელვარებას. კონსულტანტი ბუნებრივად უნდა ფლობდეს თავის სხეულს, თავის არავერბალურ ქცევას, რითაც პაციენტს აჩვენებს თავის ემპათიურ ჩართულობას კონსულტაციის პროცესში.

ვერბალური კომუნიკაცია

      მუხედავად არავერბალური ურთიერთობის დიდი მნიშვნელობისა, უმთავრესი მოვლენები ხდება ვერბალურ დონეზე. ვერბალური ურთიერთობა ხორციელდება კონსულტაციის ძირითადი მეთოდებით.

      პაციენტის მოსმენა. - კონსულტაციის პროცესში, კონსულტანტის ვერბალური აქტივობა უნდა იყოს მინიმალური. იმისთვის, რომ კლიენტმა შეძლოს საკუთარი პრობლემებსა და სიძნელეების გამოხატვაზე ყურადგების მოქცევა. ამიტომ კონსულტანტი უფრო უნდა უსმენდეს, ვიდრე ლაპარაკობდეს. მოსმენის უნარი, ნიშნავს, სხვა ადამიანებით ალალ დაინტერესებას.

      არსებობს ორი ძირითადი ასპექტი:

  1. ნებისმიერი ადამიანი მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სხვა ადამიანთან ურთიერთობის მოთხოვნილებას განიცდის;
  2. სხვების მოსმენისა, მათი მხარდაჭერის და მათთან შეთანხმების ჩვენი მიდრეკილება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გვისმენენ სხვები. შეიძლება ითქვას, ადამიანების ურთიერთობის ხარისხი, დამოკიდებულია, მოსმენის უნარზე.

      ხშირად არის, რომ პაციენტის გამონათქვამი არ შეესაბამება კონსულტანტის განწყობას და ამიტომ, იგი უყურედღებოდ უსმენს პაციენტს. ფართოდ გავრცელებული მანერა, რომელიც კონსულტირების პროცესში იჩენს თავს, მდგომარეობს იმაში, რომ, კონსულტანტი კი არ უსმენს თანამოსაუბრეს, არამედ რეაგირებს მის გამონათქვამზე წინასწარ ფორმულირებული რეპლიკებით, პასუხებით, კითხვებით - ეს მხოლოდ მოჩვენებითი მოსმენაა.

      სოციალური დასწავლის ერთ-ერთი შედეგი არის ის, რომ, ჩვენ გავურბივართ სხვა ადამიანის შესახებ ზედმეტ ინფორმაციას. ეს ხშირად განაპირობებს, რომ კონსულტანტი ეწინააღმდეგება პაციენტის მონათხრობს, რომელიც ეხება ძალიან პირად პრობლემებს და ამ წინააღმდეგობის გამო ნაკლებად უსმენს პაციენტს. ხშირად არის, რომ პაციენტის მიერ მოთხრობილი ამბავი, კონსულტანტში იწვევს უსიამოვნო გრძნობას, შფოთვასა და დაძაბულობას. ამიტომ ეს ხელს უშლის მას ყურადღებით უსმინოს პაციენტს და ამის გამო ხშირად გამორჩება მნიშვნელოვანი დეტალები.

      ხშირად, პაციენტი თავისი წუწუნით, ერთი და იმავე პრობლემის ბევრჯერ გამეორებითა და ჩივილით ( სომატური ჩივილები), სირთულეებს ქმნის და მოსმენის პროცესს ართულებს. მოსმენის დროს ადგილი აქვს უკუკავშირს პაციენტის აზრებსა და გრძნობებზე, რაც აიძულებს პაციენტს უფრო მეტი ილაპარაკოს თავისი პრობლემების შესახებ.

      კოქსის აზრით, როდესაც პაციენტს ყურადღებით ვუსმენთ, იგი თავისი წინადადების ბოლოს წერტილს კი არა, არამედ მძიმეს სვამს, და რაც ბოლოდ გვეჩვენებოდა ახალი უფრო ღრმა აღსარების პრელუდიად იქცევა.. ყველა შემთხვევაში, მოსმენა არის აქტიური პროცესი.

      ბიუჯენტალის მიხედვით, ეს პროცესი ყველა სახის შეგრძნებებს, ინტუიციას, ასახვას და ემპათიას მოიცავს.

      უილიამ ოსიე თავის სტუდენტებს ურჩევდა კარგად მოესმინათ თავისი პაციენტებისათვის, რათა მათგან დიაგნოზი მოესმინათ ("პაციენტი თვითონ გეუბნება დიაგნოზს").

      როჯერსი (1969წ.) წერს - "ცხოვრებაში, ხშირად მოულოდნელად ვაწყდებოდი გადაუწყვეტელ პრობლემებს და ამ დროს განვიცდიდი, თითქოს წრეზე დავდივარ. ზოგჯერ არასრულფასოვნების გრძნობა და უიმედობა მიპყრობდა, და მეგონა რომ ფსიქოზით დაავადდი. ამ დროს, ვფიქრობდი, რომ, ბედნიერი ვიქნებოდი, მენახა ის ხალხი, ვინც მე მომისმენდა და გამიგებდა, ყოველგვარი განკითხვისა და დიაგნოზის დასმის გარეშე. დავრწმუნდი, რომ, ფსიქოლოგიური დისკომფორტის დროს, თუ შენ ვინმე ამგვარად მოგისმენს და არ აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და არ შეეცდება ურთირთობის ჩამოყალიბებას, მაშინ თავს უზომოდ კარგად გრძნობ. დაძაბულობა მომენტალურად ქრება. საშიში განცდები, რომელიც მანამადე თვითბრალდებას, უიმედობასა და არეულობის გრძნობას იწვევდა, ხდება ჩვენი შინაგანი სამყაროს ნაწილი. როდესაც მე მისმენდნენ და ჩემი ესმოდათ, მაშინ მე ახლებურად აღვიქვამდი ჩემ განცდებს, შევძელი წინ წავწეულიყავი. გაოცებას იწვევს, ის, რომ გრძნობები, რომლებიც საშინლად მეჩვენებოდა ასატანი ხდება, როდესაც ვინმე გისმენს და გადაუწყვეტელი პრობლემები წარმოჩინდება სხვა განზომილებაში, უფრო იოლად გადასაწყვეტი ხდება(?). ღრმად ვაფასებ ფაქიზ, ემპათიურ, ყურადღებიან მოსმენას".

მოსმენის ტექნიკა

ემპათიური მოსმენა

      ემპათიური მოსმენა ეს მოსმენის ისეთი სახეა რომლის მიზანია პაციენტის, სხვა ადამაინის თვალსაზრისის და პერსპექტივის გაგება და რომელიც არ ნიშნავს ავტომატურად მის თვალსაზრისის დათანხმებასა და გაზიარებას. ის არ გულისხმობს ემპათიისას იდენტურ მდგომარეობაში გადასვლას ანუ ზუსტად ვიგრძნოთ იგივე რასაც სხვა ადამიანი გრძნობს.

      ეფექტური მოსმენის ხელისშემსლელი ფაქტორები:

  • უყურადღებობა - როდესაც ადგილი აქვს მსმენელის მხრიდან ყურადღების გაფანტვას;
  • მოსმენა ცალი ყურით - მოსაუბრის შეწყვეტა ან ნაწილობრივი მოსმენა მიუხედავად კითხვის გამეორებისა "რა თქვით?"
  • სასურველის მოსმენა – როდესაც მსმენელი საკუთარი პერსპექტივით საკუთარი თვალსაზრისით, ხშირად ტენდენციურად, აფერადებს იმას რასაც ისმენს ანუ იგებს იმას რისი გაგებაც სურს.
  • ჩასაფრებული პოზიციიდან მოსმენა - მოსმენისას პოზიტიურზე გამახვილების ნაცვლად შეტევის განხორციელებისთვის,შესაძლებლობისათვის საბაბის ძებნა
  • დაცვითი პოზიცია როდესაც მსმენელი საშუალებას აძლევს საკუთარ ემოციებს დაბინდოს დანისლოს სიტყვიერად გადმოცემული შეტყობინება
  • საკუთარი უნარები რომელიც მსმენელს მოეთხოვება ემპათიურიმოსმენისათვის

      აქტიური ემპათიური მოსმენისათვის საჭირო ვერბალური უნარები:

  • კითხვების დასმის ხელოვნება :
    • გამოაშკარავების კლარიფიკაციის მიზნით
    • მეტი ინფორმაციის მოძიება- შეგროვებისათვის
    • ფსიქიკის უფრო ღრმა პლასტებზე გასვლისათვის
    • ემოციების განტვირთვისათვის და გაგების ატმოსფეროს შესაქმნელად
  • პასუხების გაცემის ტექნიკა :
    • მხარდამჭერი და გამამხნევებელი სიტყვების გამოყენების მიზნით;
    • პერეფრაზირება და განზოგადოება როდესაც მსმენელი პერეფრაზირებასა და განზოგადოებას ახდენს იმისა რაც ითქვა

      ემპათიური მოსმენისათვის საჭირო არავერბალური უნარები

  • მხარდამჭერი ჟესტები – ღიმილი, თავის დაქნევით დადასტურება
  • თვალების კონტაქტი – პირდაპირი მაგრამ არა დაჟინებული თვალჩიციებული ცქერა
  • ჩანაწერის გაკეთება იქ სადაც ეს ადექვატურია
  • დაინტერესებული პოზა - პირისპირ ყურება, ოდნავ წინ წამოწეული ჯდომა მშვიდი გამომეტყველება სახისა ღია გამომეტყველება და სხეულის სპონტანური ენა

გადატანა ტრასფერი და კონტრგადატანა კონტრტრანსფერი;

გადატანა ტრანსფერი

      ფროიდის მიერ ტრანსფერის აღმოჩენა ფსიქოანალიზის ძირითად მიღწევად ითვლება. გადატანა ფსიქოანალიტიკური მკურნალობის ალფა და ომეგაა

      გადატანა არის ურთიერთობის განსაკუთრებული ფორმა რომლის დროსაც პაციენტი აწმყოში იქცევა ისე თითქოს ის წარულში იყოს. ტრანსფერი არის გამეორება, ძველი ურთიერთობების ახალი გამოცემა.

      ამ დროს პაციენტის იმპულსები, გრძნობები, ფანტაზიები, ლტოლვები, სურვილები და დაცვითი მექანიზმები რომლებიც მას წარსულში, მისთვის ემოციურად მნიშვნელოვან პიროვნებების მიმართ, ჰქონდა გადმოინაცვლებს აწმყოში და წარიმართება აწმყოში არსებულ პიროვნებაზე ძირითადად ანალიტიკოსზე. ამ დროს ადგილი აქვს გადანაცვლებას.

      ტრანსფერი აწმყო სიტუაციისადმი არადაექვატურია, თუმცა წარსულის მოვლენებთან

      შესაბამისობაშია. თრანსფერს ადგილი აქვს როგორც ანალიზის პროცესში ასევე მის გარეთ. იგი გვხდება ნევროზით და ფსიქოზით დაავადებულ პირებში და ჯანმრთელ ადამიანებშიც.

      მნიშვნელოვანია რომ ტრასფერის დროს გახსენებისა და მოგონების ნაცვლად მაგივრად პაციენტი ქცევაში იმეორებს წარსულს და ამაში ხელს უწყობს წინააღმდეგობა რომელიც გახსენების მოგონების აქტს ხელს უშლის.. გარკვეულ წილად ყველა ადამიანური ურთიერთობა შესაძლებელია განვიხილოთ როგორც რეალისტური და ტრასფერული რეაქციების ნარევი. გადატანა არის ყოველთვის არაადექვატური, რადგანაც პაციენტი ანალიტიკოს ყოველთვის მცდარად აღიქვამს და მას მიაწერს იმ თვისებებს რომელიც სხვა ადამიანების კუთვნილებას წარმოადგენდა.

      გადატანა შეიძლება იყოს დადებითი და უარყოფითი. დადებითის დროს ხდება დადებითი სასიყვარულო იდეალიზირებული ფსიქიკური შინაარსის მიწერა ანალიტიკოსზე ანუ ადგილი აქვს პროექციის ფენომენს.

      უარყოფითის დროს კი ბავშვობაში განცდილი უარყოფითი განცდების (გარიყვის სიძულვილის უგულვებელყოფის) გადმოტანა ხდება კონსულტანტზე.

      ტრანსფერი არაცნობიერ პროცესს წარმოადგენს.იგი უფრო ხშირად წარმოიშვება იქ სადაც ბავშვობის გადაუწყვეტელ კონფლიქტებთან გვაქვს საქმე

კონტრგადატანა

      რადგანაც საკონსულტაციო პროცესი და კონტაქტი ქუჩაში მანქანების ორმხრივ მოძრაობას ჰგავს, აშკარაა, რომ ამ დროს კონსულტანტიც პაციენტთან ურთიერთობისას თავის ცხოვრებისეულ სიძნელეებს რთავს. კონტრგადატანა ისეთივე უნივერსალური მოვლენაა ფსიქოთერაპიაში, როგორც გადატანა და კონსულტანტის პიროვნების განვითარებისა და ჩამოყალიბების დონეზე არ არის დამოკიდებული, რადგანაც კონსულტანტიც ადამიანია, რომელსაც აქვს გადაუწყვეტელი პრობლემები და შინაგანი კონფლიქტები. ეს შინაგანი მტკივნეული თემები წარმოშობენ კონტრგადატანას თუ პაციენტი უნებლიედ შეეხო მათ.

      განასხვავებენ გადატანის კლასიკურ და უფრო ფართე განმარტებას.

      უფრო ფართე განმარტება მოიცავს კონსულტანტის ყველა ემოციურ რეაქციის გადატანას პაციენტზე, ამიტომ კონტრგადატანაში, ამ დროს, იგულისხმება სრულიად ბუნებრივი რეაქციები, რომლებიც ფსიქოკონსულტანტის შინაგან კონფლიქტებზე არ არის დამოკიდებული.

      კლასიკური განმარტებით კი, კონტრგადატანა არის პაციენტის გადატანაზე საპასუხო რეაქცია.

      შუალედური კონტრგადატანას განმარტავს, როგორც, კონსულნანტის საკუთარი პრობლემების პროეცირებას პაციენტის მიერ მიწოდებულ მასალაზე, რომელიც დაკავშირებულია გადატანასთან.

      კონტრგადატანის ყველაზე ხშირი მიზეზები არის :

  1. კონსულტანტის სურვილი, პაციენტის მხრიდან მოწონების, კარგად შეფასების და აღიარების.
  2. კონსულტანტის შიში, რომ პაციენტი მასზე ცუდად იფიქრებს და არ მოვა შემდეგ შეხვედრაზე.
  3. ეროტიკული და სექსუალური გრძნობების პროეცირება პაციენტზე + ფანტაზიები.
  4. უკიდურესი რეაქცია პაციენტზე, რომელიც კონსულტანტში იწვევს იმ გრძნობებს, რომელიც დაკავშირებულია მის საკუთარ კონფლიკტებზე.
  5. წინასწარმეტყველური პოზიციის დაკავების მცდელობა და პაციენტის აკვიატებული, იძულებითი რჩევების მიცემა, ე.ი. როგორ უნდა იცხოვროს.

      კონსულტაციის პროცესში დგება საკითხი თერაპიულია თუ ანტითერაპიული კონტრგადატანა? ხელს უშლის თუ ეხმარება კონსულტირების პროცესს? კარგია თუ ცუდია ? ამ კითხვებზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე ვლინდება თუ არა კონტრგადატანა ქცევის გარეგანი ფორმით, თუ ის კონსულტანტის განცდების ფარგლებში რჩება.

      პირველ შემთხვევაში იგულისხმება კონსულტანტის მოქმედება საკუთარი კონფლიქტების საფუძველზე და ასეთი კონტრგადატანა განხილულ უნდა იქნას კოლეგებთან, რადგან არაკონტროლირებადი და ცუდად გაცნობიერებული გადატანა ხელს უშლის კონსულტანტის ობიექტურობას. შინაგანი განცდების დონეზე არსებული კონტრგადატანა, შესაძლებელია, ძალიან ფასეული იყოს, რადგანაც ეხმარება კონსულტანტს უფრო კარგად ჩაწვდეს თუ რა ზეგავლენა აქვს პაციენტის ქცევას კონსულტანტზე და სხვებზე.

ტეგები: Qwelly, ადლერი, თეორიები, თერაპია, კომუნიკაცია, ფსიქოანალიტიკა, ფსიქოკონსულტირება, ფსიქოლოგია

ნახვა: 3652

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters