qwelly | fsiqologia | shesavali fsiqologiashi | biheviorizmi | zogadi fsiqologia | fsiqologia rogorc mecniereba | mecniereba | fsiqologiis jgufi | ფსიქოლოგია | ფსიქოლოგიის ჯგუფი | ბიჰევიორიზმი | ზოგადი ფსიქოლოგია | შესავალი ფსიქოლოგიაში

შესავალი ფსიქოლოგიაში

   არსებობს კომუნიკაციის 3 სახე: ვერბალური, არავერბალური და პარავერბალური. პროცენტულად ეფექტური კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები შემდეგნაირად ნაწილდება: 7%-რა სიტყვებს ვიყენებთ, 30%- როგორ ვიყენებთ და 63% მოდის არავერბალურ ნაწილზე, რადგან 70%-ს ადამიანი თვალით აღიქვამს. ეს მონაცემები მიუთითებს არავერბალური ურთიერთობის, ჟესტის, მიმიკის დიდ მნიშვნელობაზე. მისი თავისებურება ისაა, რომ იგი ეყრდნობა არაცნობიერ იმპულსებს და მეტად სანდოა, ვიდრე ურთიერთობის ვერბალური არხები. სხეულის ენის სირთულეს ისიც წარმოადგენს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში და კულტურაში ჟესტები სხვადასხვაგვარად აღიქმება. ამიტომ, როდესაც ბიზნესით, ან სხვა ისეთი საქმიანობით ხართ დაკავებული, რაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ურთიერთობას მოითხოვს, უნდა იცოდეთ რამდენიმე ძირითადი ჩვეულება. მაგალითად:

• თვალით კონტაქტი იაპონიაში უხეშობად ითვლება.ისინი უმეტესად დაბლა- ფეხსაცმელზე ან ჰაერში იყურებიან, ამიტომ ეცადეთ მათ არ მიაშტერდეთ.

• ა.შ.შ-ში და სხვა ქვეყნებშიც ნული(მიღებული საჩვენებელი და ცერა თითით), მიუთითებს იმაზე, რომ ყველაფერი კარგადაა, იაპონიაში ფულს ნიშნავს, ხოლო პორტუგალიაში უკადრისი ჟესტია.

• თუ გერმანელი წარბებს ზევით წევს-იდეით არის აღფრთოვანებული, იგივე ჯესტი ინგლისში სკეპტიცისმს ნიშნავს.

• აფრიკაში სიცილი სულაც არ ნიშნავს მხიარულებას. იგი ზოგჯერ განცვიფრებას გამოხატავს და დაბნეულობასაც.

• ევროპაში ზეაწეულიცერა- ტაქსის მოხმობაა, ძველ რომში- გლადიატორის შეწყალებას ნიშნავდა, ხოლო დღეს მოწონების გამომხატველი ჟესტია.

• ჩერჩილის საყვარელი ჟესტი-საჩვენებელი და შუა თითის ზეაღმართვა( ბევრ ქვეყანაში “გამარჯვებას” ნიშნავს, ინგლისში გაგიბრაზდებიან, რადგან ასწლიანი ომის დროს ამ ორ ძირითად თითს აჭრიდნენ და ამ ჟესტის ჩვენებით დასცინოდნენ. სხვადასხვა ქვეყანაში ხელის ჩამორთმევაც თავისებურია:

• აზიაში პარტნიორების შეხვედრისას არ არის მიღებული ძლიერ და დიდხანს ხელის მოჭერა.

• დასავლეთ ევროპელები და ამერიკელები ვერ იტანენ უსიცოცხლო, მოდუნებულ, უხალისო ხელის ჩამორთმევას.

• კემბრიჯში ხელის ჩამორთმევა, სტუდენტებს შორის, წელიწადში მხოლოდ ორჯერაა მიღებული, სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების დროს. განასხვავებენ ხელის ჩამორთმევის 3 ძირითად ტიპს: 1. უპირატესობის დემონსტრირება,ძალაუფლების გამომხატველი(ხელისგული მიმართულია ქვევით); 2. დამთმობი, მორჩილი (ხელისგულებით ზევით); 3. თანასწორუფლებიანი (ხელისგულები-ვერტიკალურადაა). „ფაქტნიუსი“ გარკვეული დროის მანძილზე ქართვულ პოლიტიკურ სპეწტრს აკვიორდებოდა და მამათი ჯესტებ-მიმიკის საგულდაგულოდ შესწავლას ცდილობდა: . მიხეილ სააკაშვილის თითის ქნევა უნდა გავიგოთ როგორც მუქარა. ამ დროს იგი თავის სტატუსს უსვამს ხაზს და გვაშინებს პიჯაკის ილების გახსნა მიუთითებს, რომ გახსნილია და გაუხარდა შენი ნახვა. ირაკლი ალასანიას ახასიათებს საუბრისას წარბების აწევა, რითაც ის თავის სტატუსს უსვამს ხაზს, აფიქსირებს თავის პოზიციას და, თითქოს გაიძულებს,რომ ეს აუცილებლად უნდა დაიჯერო. ხოლო ჯიბეში ერთი ხელის ჩადება-ნახევრად დახურულობისკენ მიგვითითებს. ნინო ბურჯანაძის რკინის ლედობა, შეიძლება მხოლოდ ერთი ჟესტით დაიმსხვრეს, რადგან მას ახასიათებს ღიმილი მხოლოდ ტუჩებისა და პირის არეში,ხელოვნური ღიმილი ტყუილის ნიშანია, ანუ შენს მოტყუებას აპირებს. სკამზე მიწოლა იმას ნიშნავს, რომ რესპოდენტი საკმაოდ კარგად იცნობს იმ საკითხს, რაზეც უნდა ესაუბროთ და აპირებს პასუხი გაწელოს. ყველაზე საინტერესო მისი ხელის ჩამორთმევაა. თუ მისი ხელი თქვენს ხელზე ზევიდან მოექცა, ეს ნიშნავს, რომ თავიდანვე ხაზს უსვამს თქვენზე უფროსობას. თუ ორივე ხელით მოგესალმათ და თქვენი ხელი მოიქცია, არ გეგონოთ, რომ სითბოს გამოხატავს, პირიქით, გეუბნება, აღარაფერი გამოგივა, შენზე დიდი ვარ რანგით და რასაც გეტყვი უნდა დაიჯეროო. ხელის ნაწილობრივი ჩამორთმევა(თითებით) კი იმას მიანიშნებს, რომ მორიდებულია და თან ეშინია.

• ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე მიმნიშნებელი, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სხვები გვეთანხმებიან: ხელები მაგიდაზე უდევთ გაშლილ მდგომარეობაში; ხელისგულები ღიაა; თავი პირდაპირ აქვთ მიმართული; თავს გიქნევენ; ფეხები ერთმანეთისგან დაშორებული აქვთ; ხშირად იღიმიან; ჟაკეტის/ქურთუკის ღილებს შეიხსნიან. ეს მეგობრულობის ისე ქალბატონი ნინო უცხოელ კოლეგებს გამუდმებით ასე ესალმება და თქვენთან თანამშრომლობის სურვილის მაჩვენებელია; ხელები გაშლილია- ეს გულწრფელობის მანიშნებელია.

• ინტერესი: ინარჩუნებს თველებით კონტაქტს ურთიერთობის მთელი დროის 60%-ზე მეტხანს; რაც უფრო ფართოდ გახელილია თვალი, მით მეტია ანტერესი; ზოგადად, ადამიანი თვალებით კონტაქტს უფრო მეტხანს ინარჩუნებს, როდესაც უსმენს, ვიდრე, როდესაც ლაპარაკობს; თავი მიმართულია პირდაპირ; თანხმობის ნიშნად თავს იქნევენ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ყურადღებით ისმენენ; ფეხის წვერი მოსაუბრისკენაა მიშვერილი; ხშირად იღიმიან, მაგრამ, საყურადღებოა ის, რომ ყველა ღიმილი ინტერესს არ ნიშნავს. გახანგრძლივებული ღიმილი არაა ნამდვილი. ის გვიჩვენებს თავაზიანობას, მაგრამ არა მეგობრულობას.

• მიმნიშნებლები, რომელთა საშუალებითაც ვხვდებით, რომ ადამიანები ფიქრობენ: ნიკაპს ისრესენ-ეს ნიშნავს, რომ ისინი აანალიზებენ რაღაც საკითხის დადებით და უარყოფით მხარეებს; იხსნიან სათვალეს და წმენდენ, ან ჩარჩოს ნბოლოს პირში იდებენ (ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ მათ უფრო მეტი ინფორმაცია აინტერესებთ და მზად არიან მოსასმენად); ცხვირის ძვალს(კეხის ადგილს) ისრესენ; ხელის გული ნიკაპის ქვეშაა ამოდებული, ცერა თითი კი ლოყაზეა გადაჭიმული, დანარჩენი პირთანაა თავმოყრილი. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი უმეტესწილად რაღაცას ან ვიღაცას აკრიტიკებს დადის თავდახრილი,ხელები ზურგს უკან. ასე მოსიარულე ადამიანი სწუხს თავის პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებს ეძებენ. თუ ადამიანს საგნები სხეულის პირდაპირ უჭირავს, მაგ. ყავის ფინჯანი,ხელჩანთა და მსგავსი საგნები, ე.ი. ეს პიროვნება მორცხვი და თავშეკავებულია, მისი მოქმედება კი გამხატავს იმას,რომ იგი იმალება საგნების უკან. საათის ხშირ-ხშირი შემოწმება მობეზრების ნათელი ნიშანია, განსაკუთრებით თუ ვინმეს ესაუბრებით. ასევე ცუდი ჟესტია ფრჩხილების კვნეტა საუბრის დროს. თუ გსურთ, რომ ვინმეს აგრძნობინოთ, რომ იგი არ მოგწონთ(ან მისიიდეები), დაწვრილებული თვალებით უყურეთ საუბრის დროს. ეს მოღუშულ და გაღიზიანებულ გამომეტყველებას მოგცემთ. ასევე ცუდი ტონის მანიშნებელია თუ ადამიანებს ძალიან მიუახლოვდებით. ისინი თავს არაკომფორტულად იგრძნობენ და შესაბამისად მათ კეთილგანწყობასაც ვერ მოიპოვებთ. ყველა ადამიანს გააჩნია პერსონალური სივრცის შეგრძნება, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც გამოიწვევთ მათ გაღიზიანებას. როგორც წესი, ქედმაღლობასა და სიამაყეს გამოხატავს დოინჯშემორტყმული პოზა. ასეთი ჟესტი მხოლოდ სამეგობროში შეგიძლიათ გამოიყენოთ და არავითარ შემთხვევაში საქმიან შეხვედრაზე. როდესაც მოსაუბრეს არ უყურებთ პირდაპირ, ეს მიანიშნებს, რომ თქვენ ან არ გსიამოვნებთ მასთან ურთიერთობა, ან არ გაინტერესებთ რასაც გეუბნებათ. საინტერესო და სახალისო საუბრის დროს მოსაუბრეები ერთმანეთის მიმართ სწორ და პირდაპირ პოზიციაში დგანან. გამოცდილებით ცნობილია, რომმოლაპარაკებებისას წარმატებას აღწევენ გახსნილი პიჯაკებით მოსაუბრე პარტნიორები. ის, ვინც ცვლის გადაწყვეტილებას მოსაუბრის სასარგებლოდ, როგორც წესი, ავტომატურად იხსნის პიჯაკს. ტყულის მათელი ნიშანია ხელოვნური ღიმილი. ჭეშმარიტი ღიმილი თვალის კუთხეებამდე აღწევს და სახის გამომეტყველებას მთლიანად ცვლის. ხელოვნური ღიმილი კი მხოლოდ პირსა და ტუჩებს მოიცავს. ტყუილის პრობლემა ისაა, რომ ჩვენი არაცნობიერი მუშაობს ავტომატურად, ჩვენგან არაცნობიერ ჟესტებსა და მოძრაობებს შეუძლიათ გაგვცენ. ტყუილის დროს ჩვენი ქვეცნობიერი გამოყოფს ენერგიას, რომელიც მჟღავნდება ჟესტებში იმის საწინააღმდეგოდ რასაც ჩვენ ვამბობთ. საუბრის დროს სახეზე შეხება, განსაკუთრებით ცხვირზე, სიცრუის ფართოდაღიარებული გამოხატულებაა, ასევე, პირზე ხელის აფარების დროს, მოსაუბრე ყველაზე ხშირად ტყუის. როცა ადამიანი ხელებს იმტვრევს, ის შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს. როცა თითები თითქოს „ეთამაშებიან“ ერთმანეთს, ნერვიულობაზე, შებოჭილობაზე,მღელვარებაზე მიუთითებს. ხელების ფშვნეტა აგრესიულობის ნიშანია. საყელოს ხშირი სწორება- ეჭვიანობა, რომ მისი ტყუილი გაშიფრეს. სიგარეტის ხშირი ჩაქრობა-ნერვიული ბუნება. სიგარეტის კვამლის ზევით გაშვება- სიტუაციის დადებითად შეფასება. ბოლი ქვევით- სიტუაციის უარყოფითად შეფასება. თვალის ხშირი ხამხამი- ტყუილს. გადაჯვარედინებული ხელები თავდაცვის პოზაზე მიუთითებს. ჩამოყრილი მხრები- დაბალ თვითშეფასებაზე. ფეხის ფეხზე გადადება- გიმალავთ ინფორმაციას თუ ხელი ჯიბეშია, დიდი თითით გარათ, მიანიშნებს ძლიერ ხასიათზე. თუ პარტნიორი პირს იფარავს თითებით- ფრთხილობს ზედმეტი არ თქვას. თუ ხელები მუხლებზე უწყვია- მერყეობს. ხელებს ჯიბეებში მალავს-გულჩათხრობილია და ჯიუტი. მუშტებს კრავს-ბუნებით მიმთვისებელია. ხელებს გულზე იკრებს-იცავს თავის შინაგან სამყაროს. მიტყუპებული ხელისგულები-შინაგანი დაძაბულობის დაფარვა. მუდმივად გაშლილი ხელები კონტაქტურობისა და გულღიაობის მანიშნებელია. ხელის ხელზე დადება პასიურობის ნიშანია. ცერა თითის სხვა თითებით დაფარვა-პიროვნული სისუსტის. საინტერესოა თითების სიგრძე და ხელისგულის ფორმაც: თბილი და მშრალი ხელები, ოთხკუთხა ფორმის-ძლიერი და გაბრდული, დამოუკიდებელი და რეალისტი; ვიწრო ხელისგული, თითები-გრძელი -იდეალისთი, დასვენება მისთვის დისკომფორტია; პატარა და მრგვალი ხელები- ყოველი წუთით ცხოვრობს,ენერგიით სავსე, მხიარული და თავგადასავლების მოყვარე; ცივი და სველი ხელები, თითები- მოკლე- მშვიდი ცხოვრება ესაჭიროება, უყვარს, როცა მასზე ზრუნავენ და იცავენ. რაც უფრო გრძელია თითები, მით მეტად გამოხატავს სამყაროს შეცნობის, გაგების სურვილს. მოკლე თითები კი გვიჩვენებს აქტიური ცხოვრების აუცილებლობას; ნებისმიერ თითს ადამიანის ხასიათის რომელიმე თვისებას უკავშირებენ: საჩვენებელი- მბრძანებლობის სიყვარული; შუათითი- ბედი; არათითი- კულტურა, ხელოვნების სიყვარული; ნეკა-ინტუიცია; ცერი- ნებისყოფა. თუ საჩვენებლის და არათითის სიგრძე ტოლია, ადამიანი დიდებისმოყვარეა, ოცნებასაც ისრულებს; თუ საჩვენებელი არათითზე მოკლეა, ჯიუტი და პატივმოყვარეა, კამათისას ფეთქდება და გინება, ლანძღვა იცის. თუ საჩვენებელი შუათითის ტოლია, იგი ტირანია, თუმცა საუკეთესო ხელმძღვანელიც. თუ თითი სწორია, იგი დამოუკიდებელია, ამბიციური, ოღონდ ზომიერად. საჩვენებელი შუათითისკენ გადახრილი- ოჯახისა და ტრადიციების მოყვარული. შუათითი ძალიან გრძელია, აქვს მიდრეკილება მისტიკისადმი. ძალიან მოკლე შუათითი- უწესრიგო, მომთაბარე;. სწორი, ლამაზი არათითი ხელოვნების მიოყვარულებს აქვთ. მოკლე არათითი- პრაქტიკოსებს. ლამაზი და სწორი ნეკა-კარგი ინტუიცია, მჭერმეტყველი და ნიჭიერი. არათითი გადახრილი ნეკასკენ-სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ(მასწავლებლები, ექიმები). თითქმის არათითის სიგრძე ნეკის მქონე ადამიანები ძალზედ კარგი პიროვნებები არიან. მოკლე ნეკი- იმპულსური, სიცოცხლისუნარიანი. ცერი ადამიანის ნებისყოფას აღნიშნავს. თუ ცერი ძალზედ მოკლეა-უნებისყოფო, საკუთარი ვნებების მონაა. გრძელი- მტკიცე ნებისყოფის. ძალიან გრძელი-საკუთარ სისუსტეებს უმკლავდება და სხვებსაც ეხმარება. ნორმალური ცერი, საჩვენებელი თითის პირველი ფალანგის ნახევარს უნდა უტოლდებოდეს. თუ ცერი ხელისგულს თითქმის მიკრულია- სიძნელეებს ძლივს უმკლავდება. როცა ცერი სრულიად დამოუკიდებელია ხელისგულისგან- ყველაზე მწვავე პრობლემებს ადვლად ართმევს თავს. სხეულის ენა საყურადღებო ინფორმაციას შეიცავს თითოეული ჩვენგანის აზრებისა და გრძნობების შესახებ, ამიტომ მისი ცოდნა და დროული გამოყენება, ადამიანს, მოსაუბრის კეთილგანწყობის მოპოვებაში, ყურადღების მიქცევასა და ნათქვამის მკვეთრად გამოხატვაში ეხმარება.

ტეგები: blog, psychology, qwelly, ბიჰევიორიზმი, ზოგადი ფსიქოლოგია, მეცნიერება, მიმოხილვა, ფსიქოლოგიური მიმდინარეობა

ნახვა: 2480

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Op welke manier u dan ook beste schoonmaakdiensten vanwege zonnepanelen kiest

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 7:33am 0 კომენტარი





Wanneer u dan ook het maximale uit uw zonnepanelen wilt halen, kan zijn verzorging met zonnepanelen met omvangrijk betekenis om ze in topvorm te behouden en hun levensduur te garanderen. Daar ze worden blootgesteld aan een elementen, mag het schoonhouden van zonnepanelen een negatieve effecten betreffende stof en vuil op hun efficiëntie minimaliseren en de energieproductie van de systeem opweg helpen maximaliseren.



Maar op het gebied dit kiezen betreffende oudste…

გაგრძელება

Important Notes About Extract Portals

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:48am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the Dark And Darker Gold proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters