I. ფსიქოკონსულტირების განმარტება. ფსიქოკონსულტირებასა და ფსიქოთერაპიას შორის განსხვავება. ფსიქოკონსულტირების სპეციფიკური ნიშნები და თავისებურებები

ფსიქოკონსულტირება

      ფსიქოკონსულტირება არის ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი დარგი. როგორც პროფესია, ის არის შედარებით ახალი დისციპლინა. ფსიქოთერაპიის ეს დარგი წარმოიქმნა იმ პიროვნებების ფსიქოლოგიური დახმარებისთვის, რომელთაც აქვთ პრობლემები ფსიქოპათოლოგიური დარღვევების გარეშე და რომელთაც ესაჭიროებოდათ ფსიქოთერაპიული ჩარევა . ამ პრობლემების სპექტრი მოიცავს მაგ: სამსახურის პრობლემებს (სამსახურით დაუკმაყოფილებლობა, თანამშრომლებთან კონფლიქტი...), პირადი ცხოვრების მოუწესრიგებლობას (ოჯახური კონფლიქტი, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, ურთიერთობის პრობლემები...) და ა.შ. რადგანაც ეს სპექტრი ძალიან დიდია, ამიტომ ფსიქოკონსულტირებას მკვეთრად განსაზღვრული ჩარჩოები არ აქვს.

ფსიქოლოგიური კონსულტირების განმარტებები

  1. კონსულტირება წარმოადგენს ფსიქოლოგიური პროცედურების ერთობლიობას, რომელიც ეხმარება ადამიანს ოჯახური, სამსახურებრივი, პიროვნული ზრდის და ინტერპერსონალური ურთიერთობების სფეროში არსებული პრობლემების გადალახვაში; აგრეთვე მ ის მიერ ადექვატური გადაწყვეტილებების მიღებაში Pპროფესიის არჩევისას, დაქორწინებისას და პროფესიული კარიერის სწორად წარმართვაში.
  2. ფსიქოკონსულტირება წარმოადგენს ორი ან ზოგჯერ მეტი პიროვნებების ურთერთობის ისეთ ტიპს რომელიც ემყარება ფსიქოკონსულტანტის კლიენტისადმი პროფესიონალი ურთიერთობას.
  3. კონსულტირება _ კლიენტთან კვალიფიციური კონსულტანტის პროფესიული დამოკიდებულება და ურთიერთობა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს, კლიენტის მიერ საკუთარი პრობლემების გაცნობიერება და მათი გადაწყვეტის საშალებების დადგენა;

      არსებობს სხვა განმარტებებიც მაგრამ ყველა მათგანი ემყარება შემდეგ დებულებებს:

  • ფსიქოკონსულტირება ეხმარება ადამიანს გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარი ინიციატივით მოქმედებაში;
  • ფსიქოკონსულტირება ქცევის ახალი ფორმების დასწავლაში ეხმარება
  • იგი ხელს უწყობს პიროვნების განვითარებას;
  • კონსულტირების პროცესში აქცენტი კეთდება კლიენტის პასუხისმგებლობაზე ანუ იმის აღიარებაზე რომ დამოუკიდებელ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ინდივიდს უნარი შესწევს მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვიტებელი ; ხოლო კონსულტანტი ქმნის ამისთვის ხელსაყრელ პირობებს
  • ფსიქოკონსულტირების პროცესი ემყარება კონსულტაციურ ურთიერთობას რომელიც ძირითადად კლიენტზე ცენტრირებულ თერაპიის ფილოსოფიას ეყრდნობა;

ძნელია ზუსტი განმარტება მივცეთ ფსიქოკონსულტირებას და ერთმნიშვნელოვნად მიუთითოდ მისი გამოყენების სფეროებზე. რადგანაც ადამიანის მოქმედების ნებისმიერ სფერო სადაც კი ფსიქოლოგიური ცოდნა გამოიყენება ამა თუ იმ ხარისხში ფსიქოლოგიური კონსულტირების გამოიყენებას მოითხოვს

      ამერიკელი ფსიქოთერაპევტის როლო მეის თანახმად კარგი ფსიქოკონსულტანტის მიდგომაში მთავარს წარმოადგენს ადამიანისადმი კეთილგანწყობა და მისი გაგების უნარი; საკუთარი თავის კარგი მხრიდან დანახვასა და მისი როგორც პიროვნების ფასეულობის გაცნობიერებაში დახმარება . ამგვარი გაგება ადამიანთა შორის არსებულ ბარიერებს სპობს და ადამიანს ეხმარება დროებით დააღწიოს თავი თავის ცხოვრებაში მარტოობის განცდას და უადვილებს მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

      კონსულტაციისას ადამიანს ისევე როგორც თოვლსა და სიცივეში ფეხით ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ მგზავრს ერთი საათით სთავაზობენ ბუხართან ადგილს. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას რონ ამგვარი გაგება ობიექტურად ადამიანის სიყვარულის ტოლფასია . ამის გამო ადამინი ყოველთვის მიისწრაფის კონსულტანტისკენ და მისადმი თბილი და სათუთი გრძნობები ამოძრავებს. როგორც ადამიანისადმი რომელსაც მისი ესმის.

      კლიენტზე ცენტრირებულ თერაპიის ფუძემდებელმა კარლ როჯერსმა ამ მიმართულების სამი ძირითადი პრინციპი გამოყო:

  1. ყველა ადამიანი, პიროვნება არის უპირობოდ ფასეული და იმსახურებს პატივისცემას;
  2. ყველა ადამიანს ძალუძს პასუხისმგებელი იყოს საკუთარ თავზე აღება;
  3. ყველა ადამიანს უფლება აქვს აირჩიოს ღირებულებები, დაისახოს მიზნები და მიიღოს დამოუკდებელი გადაწყვეტილებები კონსულტანტი მასთან კონსულტაციაზე მოსულ ყველა ადამიანს უნიკალურ, განუმეორებელ და დამოუკიდებელ არსებად უნდა განიხილავდეს აღიქვავდეს, ხოლო მის თავისუფალ არჩევანს, თვითგამორკვრევასა და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების გადაწყვეტილებას ფსიქოკონსულტანტი პატივს უნდა სცემდეს ფსიქოკონსულტირება და ფსიქოთერაპია.

ფსიქოკონსულტირება და ფსიქოთერაპია

      ამ ფსიქოლოგიური ზემოქმედების ორი სფეროს, მეთოდის გამიჯვნა რიგ შემთხვევებში ადვილი არ არის რადგანც ხშირად ისინი ერთმანეთში გადადიან და ერთმანეთს მოიცავენ . ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირებისას გამოიყენება მსგავსი ზემოქმედების საშუალებები, მეთოდები და ტექნიკები. ფსიქოთერაპიის და ფსიქოკუნსულტირების პროცედურა არის მსგავსი. იდენტურია აგრეთვე მოთხოვნები ფსიქოთერაპევტისაა და ფსიქოკონსულტანტის მიმართ. ამ ორ მომიჯნავე დარგს ზოგი ავტორი აიგივებს ერთმანეთთან და ფსიქოთერაპიასა და ფსიქოკონსულტირებას იყენებს როგორც სინონიმებს. Mმაგრამ რადგანაც ბევრს ქვეყანაში ისინი არსებობენ როგორც ცალკე პროფესიები ამის გამო მათ შორის განსხვავების ხაზს გასმა აუცილებელია.

      მათ შორის მსგავსებისა და განსხვავების საილუსტრაციოდ შესაძლებელია გამოვიყენოთ ორ პოლუსიანი კონტინუუმის ცნება,, რომლის ერთ პოლუსზე განლაგებულია ფსიქოკონსულტირება ანუ პროფესიული ფსიქოლოგიური ზემოქმედება რომელიც მიმართული კლინიკურად ჯანმრთელ სიტუაციური პრობლემების მქონე პირებზე, ხოლო მეორე პოლუსზე კი ფსიქოთერაპია, უფრო ღრმა ანალიზი, რომელიც მიმართული ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკის აღმოფხვრასა და პიროვნების სიღრმისეულ შეცვლაზე. ამ პოლუსებს შორის არსებულ სივრცეს შესაძლებელია როგორც ფსიქოთერაპია ასევე ფსიქოკონსულტირება დაერქვას.

      ამგვარად ფსიქოკონსულტირება ორიენტირებულია კლინიკურად ჯანმრთელ ადამინებზე, რომელთაც აღენიშნება ცხოვრებისეული პრობლემები, ნევროზული დონის ჩივილები კერძოდ პრენევროტული რეაქციები; აგრეთვე იმათზე ვინც სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ სურს საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესება ან საკუთარი პიროვნული ზრდა. იგი მიმართულია პიროვნების ჯანმრთელ ნაწილზე და ხანგრძლივი ფსიქოთერაპიისაგან განსხვავებით ხანმოკლეა 20 სეანსი.

      ფსიქოკონსულტირების განვითარებაში წამყვანი როლი ითამაშა ფსიქოთერაპიის შემდეგმა მიმართულებებმა Fფსიქოდინამიკურმა ბიჰევიორიზმა ჰუმანისტურმა ფსიქოლოგიამ.

II. ფსიქოკონსულტირების მოკლე ისტორია და თანამედროვე ფსიქოკონსულტირების თეორიული პრინციპები

ფსიქოკონსულტირების მოკლე ისტორია

      1500 წელს ბერნარდინო ალვარესი ხსნის ამერიკაში კერძოდ ქ. მეხიკოში წმ. იპოლიტეს საავადმყოფოს სადაც პაციენტების მკურნალობისას პირველად გამოიყენებოდა ფსიქოლოგიური მეთოდები .

      1660 ფრენსის ბეკონი აქვეყნებს წიგნს დასწავლის სარგებლობისა და პროგრესის შესახებ;

      ჯონ ლოკი ავითარებს თავის სწავლებას ადამიანის ბუნების შესახებ რითაც თანამედროვე ემპირიზმის პრინციპების წინამორბედად გვევლინება;

      ქრისტიან ფონ ვოლფი აქვეყნებს თავის შრომას ემპირიული და რაციონალური ფსიქოლოგიის შესახებ;

      ამავე წლებში იმანუელ კანტი თავის წმინდა გონების კრიტიკაში ქმნის პრეცედენტ ემპირიულსა და ტრანცენდენტურ შორის საზღვრის გავლებისათვის;

      1800-1850 ჰერბერტ სპენსერი აქვეყნებს ორ ტომეულ ნაშრომს ფსიქოლოგიის პრინციპების შესახებ, ხოლო გერმანიაში ლაიპციგში ვილჰელმ ვუნდტი პირველ ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიურ ლაბორატორიას ქმნის.

      1851-1889 უილიამ ჯეიმსი ატარებს ლექციების კურს ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიას შორის მიმართებების შესახებ.

      მაქს ფრიდრიხი ხდება პირველი დოქტორი ფსიქოლგიაში;

      ფრანსის გალტონი იწყებს კითხვარების ფართე გამოყენებას. ამ წლებში იხსნება პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში;

      უილიამ ჯემსის აქვეყნებს ნაშრომებს : "რა არის ემოცია" და "ფსიქოლოგიის პრინციპები";

      გ.სტენლი ჰოლის მიერ ხდება ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის დაფუძვნება;

      ჰიუგო მიუნსტერბერგი ჩამოდის ჰარვარდში და ხდება აფა-ს არჩეული პრეზიდენდი.

1900-1940

      ვოტსონი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში ახალი მიმართულების -ბიჰვიორიზმის შექმნელად გვევლინება;

      ფროიდი აქვეყნებს თავის ნაშრომს -სიზმრების ინტერპრეტაცია;

      უილიამ სტერნი აქვეყნებს ნაშრომს ინდივიდუალური განსხვავებების შესახებ;

      სპემანი აქვეყნებს თავის ნაშრომს ზოგადი ინტელექტის უნარების შესახებ;

      კარნეგის უნივერსიტეტისში გამოყენებითი ფსიქოლოგიის განყოფილება იხსნება და ჯარში ინტელექტის დონის განმსაზღვრელ ტესტს ფართოდ იყენებენ;

      ა. ადლერი აქვეყნებს თავის ნაშრომს ცხოვრების საზრისის შესახებ და ბავშვთა განყოფილებას ხსნის child Guidence Center-ს, ვენაში;

      XX საუკუნის დასაწყისში კონსულტირების პროფესიაზე დიდი ზემოქმედება იქონია მენტალური ჰიგიენის მხარდამჭერმა მოძრაობამ, I მსოფლიო ომმა და ქალების არჩევნებში მონაწილეობამ, მათი ხმების უფლების დაცვა.

      1909 ბეერსებმა დაიწყო მოძრაობა ფსიქიკური ჯანმრთელობის ჰიგიენისათვის, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ფსიქიკური დაავადებების გადალახვა და ფსიქიკური საავადმყოფოოებისადმი უფრო მეტი ყურადღების მიქცევა.

      1913 შეიქმნა პროფესიისა და მოწოდების შემსწავლელი და მართვის ნაციონალური ასოციაცია რომელიც ცნობილი იყო როგორც კარიერის განვითარების ასოციაცია;

      1917 ალფა და ბეტა ტესტების შემოღება ამერიკის არმიაში;

      1920 ფრანსის სესილ სომნერი გახდა პირველი აფრო ამერიკელი დოქტორი ფსიქოლოგიაში

      1923 გამოდის ზ. ფროიდის წიგნი "მე და იგი";

      1933 ინეზ პროსერ ხოლო 1937 ალბერტა ბანერი გახდნენ პირველი აფროამერიკელი ქალები ED.D. და PH.D. ფსიქოლოგიაში;

      1938 სკინერი აქვეყნებს თავის წიგნს "ორგანიზმთა ქცევა" (Behavior of Organisms);

      XX საუკუნის ნახევარში ფსიქოკონსულტირებაზე იმოქმედა II მსოფლიო და კორეიის ომმებმა აგრეთვე ადამიანის უფლებების დამცველმა მოძრობაობამ;

      1942 კარლ როჯერსი აქვეყნებს წიგნს "კონსულტირება და ფსიქოთერაპია" Counseling and Psychotherapy.

      1943 ამერიკის ფსიქოლოგიურ ასოციაციაში იხნება კონსულტაციის მე-17 განყოფილება რომელიც დღეისათვის კონსულტაციური ფსიქოლოგიის სახელწოდებითაა ცნობილი;

      1946 წელს აშშ ყალიბდება სამხედრო ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონულტირების სამსახური;

      1949 წელს ბოულდერის კონფრენციამ ტრეინინგის სამეცნიერო პრაქტიკული მოდელი მიიღო, რომელიც ეფუძვნებოდა იმ პრინციპს, რომ მეცნიერება მისი აღმოჩენებით ამდიდრებს პრაქტუკულ საქმიანობას, ხოლო პრაქტიკა თავის მხრივ ამდიდრებს მეცნიერული კვლევას.

      1951 ჩრდილოდასავლეთის კონფერენციაზე ჯ.ჯილბერ ვერენმა გამოიყენა დასახელება კონსულტაციური ფსიქოლოგია, რომელიც განასხვავებს მას სხვა მისი მოსაზღვრე დისციპლინებებისაგან და რომელიც მიმართულია პიროვნების არა პათოლოგიური ნაწილზე არამედ ხაზს უსვამს ადამიანურ შესაძლებლობებს, მის პოტენციურ რესურსებს.

      კ. როჯერსი აქვეყნებს თავის წიგნს "კლიენტზე ცენტრირებული თერაპია მისი მნიშვნელობა პრაქტიკა და თეორია";

      1953 ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ ხდება ფსიქოლოგის ეთიკური სტანდარტების ჩამოყალიბება;

      1954 ვერენი აყალიბებს კონსულტაციური ფსიქოლოგიის ჟურნალს;

      1955 სტანდფორდში ტარდება კონფერენცია ტრენინგზე;

      1940 წლებში დიდ გავლენას იძენს ფსიქოანალიზი კერძოდ რეპრესიის და შფოთის ცნებები და მათ მნიშვნელობა ადამიანის ქცევის ასახსნელად;

      აფა-ს მე-17 განყოფილება 4 ქვეჯგუფად იყოფა: პერსონალური ფსიქოლოგიის განყოფილება, პერსონალური და მართვის გაიდანცე ფსიქოლოგიის განყოფილება, კონსულტანტ ფსიქოლოგიისა და მართვის ფსიქოლოგების და ბოლოს კონსულტაციიის და მართვის გიუდანცის განყოფილება;

      1940-195-0 აფა ქმნის მეცნიერებისა და პრაქტიკოსი ფსიქოლოგების ალიანს ფსიქოთერაპიის განვითარებისათვის;

      1942 MMPI მზადდება Hathaway and Mckinley_ს მიერ;

      ფსიქოკონსულტირების განვითარებაში წამყვანი როლი ითამაშა ფსიქოთერაპიის მიმართულებებმა - ფსიქოდინამიკურმა ბიჰევიორიზმა და ჰუმანისტურმა ფსიქოლოგიამ.

III. ფსიქოკონსულტირების ძირითადი მიმართულებები

  • ბიჰევიორული ქცევითი;
  • რაციონალურ ემოციური;
  • ფსქოდინამიკური ფროიდის კლასიკური ფსიქოანალიზი;
  • ადლერის ინდივიდუალური ფსიქოლოგია;
  • იუნგის ანალიტიკური ფსიქოლოგია;
  • ფსიქოსინთეზი;
  • ეგზისტენციალურ-ჰუმანისტური

1. ფსიქოანალიტიკური ფსიქოდინამიკური

2. რაციონალურ-ემოციური ფსიქოლოგიური თერაპია

      ადამიანი იბადება რაციონალური აზროვნებისადმი მიდრეკილებით, მაგრამ ამავე დროს, იგი შეიძლება, ირაციონალური რწმენის, იდეების მსხვერპლი გახდეს. ცხოვრებისეული პრობლემები წარმოიქმნება მცდარი შეხედულებისა და დაყენებების გამო. ნორმალურ ქცევას, საფუძვლად უდევს, რაციონალური აზროვნება და მიღებული გადაწყვეტილების დროული კორექცია. მკურნალობა არის ირაციონალური რწმენის გაცნობიერება და მისი კორეგირება (შეცვლა). ემოციის წარმოშობას წინ უსწრებს იდეა.

3. ქცევითი თერაპია ქცევითი ბიჰევიორისტული მიმართულება

      ადამიანი არის, როგორც გარემოს პროდუქტი, ასევე მისი შემოქმედიც. ქცევა არ ვლინდება დასწავლის პროცესში. ნორმალური ქცევა ისწავლება იმიტაციის და ფიქსაციის დამყარების საშულებით, ხოლო პრობლემა წარმოიქმნება ცუდი დასწავლის გამო. მქონე კონსულტანტი ცდილობს შეასწოროს არაადაქვატური ქცევის ფორმები და ისინი ახალი ეფექტური ადექვატური ფორმებით შეცვალოს. Mმან კონსულტანტმა თვითონვე უნდა აირჩიოს თუ რომელი "სვლა" უფრო ადეკვატური იქნება, მაგრამ არც ერთი თეორიული ორიენტაცია არ ასახავს კლიენტისა და კონსულტანტი ურთიერთობის შესაძლებელ სიტუაციას.

4. კლიენტზე ორიენტირებული თერაპია

      ამ თეორიის თანახმად აქცენტი კეთდება პოზიტიურ ბუნებაზე, ანუ მასში თანდაყოლილ მისწრაფებაზე თვითრეალიზებისაკენ. ზოგიერთი გრძნობების ცნობიერების ველიდან განდევნილია განცდების და გამოცდილების შეფასების გაუკუღმართების შედეგად. ფსიქიკური ჯანმრთელობის საფუძველს შეადგენს იდეალური "მე"-ს რეალურ მესთან შესაბამისობა, რომელიც მიიღწევა პიროვნების საკუთარი პოტენციალის განხორციელების, თვითრეალიზაციისა და თვითშემეცნების, სპონტანურობისა და საკუთარ თავში დარწმუნების გზით.

      ეგზისტენციალური ფსიქოკონსულტირება მიმართულია ადამიანის საკუთარი თავისუფლების, და ამ თავისუფლების ხელისშემსლელი ფაქტორების აღმოჩენაზე; მისი შესაძლებლობების გაცნობიერებაზე და მის ცხოვრებასა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაზე.

IV. ფსიქოკონსულტაციის მიზნები და ამოცანები

ფსიქოკონსულტაციის მიზანია:

  • დაეხმაროს ინდივიდს ქცევის ახალი ფორმების ათვისებაში იმისათვის რომ მან შეძლოს უფრო პროდუქტიულად და შემოქმედებითად იცხოვროს და ცხოვრებისეული სიძნელეებისა და სოციალური შეზღუდვების მიუხედავად განიცადოს ცხოვრებით დაკმაყოფილების გრძნობა;
  • განავითაროს, უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს ადამიანში საერთოდ, განსაკუთრებით კი ცხოვრების გადამწყვეტ და რთულ მომენტებში, სასიცოცხლო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • განავითაროს ახალ ცხოვრებისეულ სიძნელეებთან შეხვედრისას ამ უკანასკნელთა ეფექტურად გადალახვის უნარი;
  • ინტერპერსონალური ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების უნარის განვითარებაში ხელის შეწყობა;

პიროვნების თვითრეალიზაციაში ხელის შეწყობა და მისი პოტენციალის გამოვლენასა და ამაღლებაში დახმარება.

ამგვარად ფსიქოკუნსულტირება ერთის მხრივ ეხმარება ადამიანს უნივერსალური, გლობალური პერსპექტიული მიზნების (თვითრეალიზაცია თვითექსპლორაცია) განხორციელებაში და მეორეს მხრივ აქვს სპეციფიკური კონკრეტული მოკლევადიანი მიზნები (კონკრეტული ქცევის შეცვლა, გარემო პირობებთან შეგუება ადაპტაცია და დისტრესების გადალახვა).

      უნივერსალური მიზნები, რომლებიც კონსულტირების სხვადასხვა თეორიული სკოლის ავტორების მიერაა გაზიარებული:

  1. ქცევის შეცვლაში ხელშეწყობა. ანუ ისეთ ქცევაში ხელშეწყობა, რომელიც ადამიანს ეხმარება, უფრო ნეიტრალურად იცხოვროს, ცხოვრებით უფრო კმაყოფილი იყოს, მიუხედავად ზოგიერთი გარდაუვალი თუ გადაუჭრელი პრობლემებისა.
  2. ისეთი უნარ_ჩვევების განვითარება, რომელიც ხელს უწყობს ცხოვრებისეული პრობლემების გადალახვას.
  3. ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარება.
  4. ინტერპერსონალური ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების უნარის განვითარება.
  5. პიროვნების პოტენციალის ზრდა და მისი თვითრეალიზაცია.

ფსიქოკონსულტაციის მიზნები და ამოცანები

  1. ემოციური მხარდაჭერა და პიროვნების განცდებისადმი სათანადო ყურადღების დათმობა;
  2. ცნობიერების გაფართოება და ფსიქოლოგიური კომპეტენტურობის ზრდა;
  3. პრობლემისადმი დამოკიდებულების შეცვლა;
  4. დისსტრესისა და კრიზისისადმი ტოლერანტობის ზრდა;
  5. რეალისტური და პლურალისტური თვალსაზრისის ჩამოყალიბება;
  6. პიროვნების პასუხისმგებლობის ზრდა;
  7. სამყაროს შემოქმედებითი ათვისების მზაობის ჩამოყალიბება.

      კონსულტირების თეორიეული სკოლების მიხედვით, კონსულტირების მიზნები განსხვავებულია.

      1. ფსიქოანალიტიკური მიმართულება: ფსიქოანალიტიკური მიმართულების თანახმად, კონსულტირების მიზანია, განდევნილი, არაცნობიერი მასალის გაცნობიერება. იგი ეხმარება, პრობლემის მქონე პიროვნებას, რეპროდუცირება მოახდინოს ადრეულ ბავშვობაში განცდილის და გაანალიზოს განდევნილი კონფლიქტები და მოახდინოს პიროვნების რეკონსტრუირება;

      2. ადლერის ინდივიდუალური ფსიქოლოგიის თანახმად, კონსულტირების მიზანია, პრობლემის მქონე პიროვნების ცხოვრებისეული მისწრაფებებისა და მიზნების ტრანსფორმაცია, სოციალურად მნიშვნელოვანი და ღირებული მიზნების ფორმირებაში დახმარება, მოახდინოს მცდარი მოტივებისა და აპერცეპციის სქემების კორეგირება სხვა ადამიანებთან თანასწორობის განცდის გზით სოციალური, საზოგადოებრივი გრძნობის აღმოჩენა განვითარება.

      3. ქცევითი კონსულტირების მიზანია, არაადეკვატური ქცევა შეცვალოს ეფექტური ადეკვატური ქცევით. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, კონსულტანტი ცდილობს, დასწავლის გზით გამოასწოროს არაადეკვატური ქცევა და ჩამოუყალიბოს ადეკვატური ეფექტური ქცევის ფორმები;

      4. რაციონალურ-ემოციური; ა. ელისი თვლის, რომ სტიმულსა და რეაქციას შორის ადამიანის რწმენა-შეხედულებაა განთავსებული, რომელიც შეიძლება რაციონალური ან ირაციონალური იყოს. ამ უკანასკნელს ავადმყოფობამდე მივყავართ. რაციონალურ-ემოციური ფსიქოთერაპიის თანახმად, კონსულტირების მიზანია, პრობლემის მქონე პიროვნების, ცხოვრებისადმი დამანგრეველი არაადექვატური მიდგომის მოსპობა და ტოლერანტული მიდგომის ჩამოყალიბება. ფსიქოკონსულტირების მთავარ მიზანს წარმოადგენს ადამიანის მისი ცხოვრებისადმი აუტოაგრესიული ირაციონალური რწმენა შეხედულებების შემცირება- მოსპობა და ახალი რაციონალური ტოლერანტული მიდგომის გამომუშავებაში დახმარება და ქცევითი და ემოციური პრობლემების გადაწყვეტისას რაციონალური მიდგომის გამოყენების ათვისებაში ხელისშეწყობა.

      5. კლიენტზე ცენტრირებული პიროვნებაზე ორიენტირებული, როჯერსის თერაპიის თანახმად, კონსულტირების მიზანია, ისეთი თერაპიული კლიმატის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს უწყობს, თვითშემეცნებას, თვითექსპლორაციას და პიროვნების ზრდის ხელისშემსლელი ფაქტორების დროულ გამოვლენას. მისი მიზანია აგრეთვე ადამიანის სპონტარობის, განცდებისადმი გახსნილობისა და საკუთარ თავში დარწმუნების გრძნობის განვითარება;

      6. ეგზისტენციალური თერაპიის თანახმად, კონსულტაციის მიზანია, დაეხამაროს პრობლემის მქონე პაციენტს, საკუთარი შესაძლებლობების, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში.

      7. ფსიქოსინთეზი; ასაჯოლი ასხვავებდა პერსონალურ და სულიერი ფსიქოთეზს . პირველი გულისხმობს პიროვნული მე-ს განვითარებასა და სრულყოფას, ხოლო მეორე ამ პიროვნული მე-ს ტრანსპერსონალურ მე-სთან გაიგევებასა და მასთან ჰარმონიულ კოორდინაციას; ფსიქოსინთეზი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც :

  • პიროვნების ფსიქოლოგიური განვითარებისა და მისი ტრანსპერსონალური მე-ს რეალიზაციისა მეთოდი იმათვის ვისაც აღარ სურს თავისი შინაგანი ფანტაზიებისა და გარემოს ზეგავლენის მონობაში ყოფნა; ვინც უარს ამბობს ფსიქიკაში ფსიქიკური ძალების თამაშისადმი პასიურ მორჩილებაზე და ვისაც სურს საკუთარი თავის ბატონ პატრონი იყოს;

      ინტეგრალური აღზრდის პედაგოგიური მეთოდი, რომელიც მიმართულია ბავშვის ან მოზარდის ლატენტური შესაძლებლობების გამოვლენა-განვითარებასა და მათში რეალური, ჭეშმარიტად სულიერი ბუნების აღმოჩენისაკენ, ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბების მიზნით;

  • ფსიქიკური და ფსიქოსომატური აშლილობების მკურნალობის მეთოდი. დაავადებას ფსიქოსინთეზი განიხილავს როგორც თვითრეალიზაციის გზაზე არსებულ კრიზისს. იგი განასხვავებს: 1. სულიერი გამოღვიძების წინარე კრიზისს; 2. სულიერი გამოღვიძებით გამოწვეულ კრიზისს, 3. სულიერ გამოღვიძებაზე რეაქციებსა და 4.ტრანსფორმაციის ფაზებს;

      8. კ. გ. იუნგის ანალიტიკური ფსიქოლოგია; კ.გ. იუნგი დაავადებას განიხილავდა როგორც თვითრეალიზაციის საშუალებას. მისი მიდგომა დაავადებისადმი სცილდება ვიწრო სამედიცინო მოდელს იგი ფსიქიკურ დაავადებას განიხილავს არა მარტო როგორც დარღვევვებს, დაზიანებას უუნარობასა და დეფიციტს, არამედ, როგორც თვითრეალიზაციის შესაზლებლობას. იუნგის ანალიზი ანუ ანალიტიკური ფსიქოლოგია განიხილება როგორც არა მარტო სიმპტომზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია, არამედ პიროვნების ზრდაზე, მის ინტეგრაციასა და თვითრეალიზაციაზე მიმართული პროცესი. ეს რთული ფსიქოთერაპიული პროცესი დიალექტიკურია და განიხილავს ადამიანის არსებობას მთლიანობაში, ხოლო მისი მის პიროვნებას არასტატიკურად, მუდმივ მოძრაობასა და განვითარებაში. მიტომ ის რაც რედუქციურ-ანალიტიკურ მიდგომისას შესაძლოა შეფასებულ იქნას როგორც მხოლოდ უარყოფითი, შეიძლება წარმოჩინდეს, როგორც სავსებით დადებითი. ავადმოყოფობა განიხილება არა როგორც მხოლოდ ნეგატიური რამ. კ.გ. იუნგის მიხედვით, ფსიქიკური დაავადება ფარულად მოიცავს პიროვნების ჯერ კიდევ განუვითარებელ ნაწილს, ფსიქიკის ძვირფას ფრრაგმენტს, რომლის გაუთვალისწინებლად ადამიანი ვერ აღწევს ჯანმრთელობისა და სრულყოფის მდგომარეობას. კ.გ. იუნგის თვალსაზრისით, ფსიქოლოგიური სისტემა, რომელიც ავადმყოფობაში მხოლოდ უარყოფითს ხედავს "ნაბან წყალს ბავშს აყოლებს", რადგანაც უარყოფს, უგულვებელყოფს და ვერ ამჩნევს დაავადების პოზიტიურ მხარეს, მის მნიშვნელობასა და ღირებულებას. კ.გ. იუნგი განასხვავებს დიდ და მცირე ფსიქოთერაპიას, თანამედროვე ტერმინოლოგიით – დინამიკურს და მხარდამჭერს (Supportive) პირველი გულისხმობს ხანგრძლივ და ინტენსიურ სამკურნალო ფსიქოთერაპიულ ზემოქმედებას, რომელსიც საკუთრივ ანალიზი იგულისხმება, ხოლო მცირე ფსიქოთერაპია ნაკლებად ინტენსიური და ხანმოკლეა, რომლის დროსაც ფსიქოთერაპიული ეფექტის მისარებად ზოგჯერ პაციენტისათვის სასარგებლო რჩევაც კი არის საკმარისი

V. ფსიქოკონსულტირების ძირითადი მიდგომები

  1. პრობლემაზე ორიენტირებული;
  2. პიროვნებაზე მიმართული;
  3. პრობლემის გადაწყვეტაზე მიმართული კონსულტირება

გაგრძელება →

ტეგები: Qwelly, ანალიტიკური_ფსიქოლოგია, კონსულტაცია, კონსულტირება, ფსიქოთერაპია, ფსიქოკონსულტირება, ფსიქოლოგია

ნახვა: 7207

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters