ზიგმუნდ ფროიდის ხელოვნების ფსიქოლოგია

Carl_Jung, Sigmund_Freud, art_psychology, libido, psychoanalys, psychology, psychology_of_art, Тотем_и_Табу, Фрейд, Юнг, основное_инстинкт, აკრძალვა, განდევნა, დოსტოევსკი, ეროსი, ვენერა, ვენერა_მილოსელი, ზიგმუნდ ფროიდი, ზიგმუნდ_ფროიდი, თავისუფლება, თვალთმაქცობა, იუნგი, ლიბიდო, მამისმკვლელობა, მხატვრულობა, ოლიმპია, რეფლექსია, სუგესთიურობა, ტოტემი_და_ტაბუ, ფროიდი, ფსიქოანალიზი, ფსიქოლოგია, ქველი, შეზღუდვა, ცნობიერი, ხელოვნება, ხელოვნების ფსიქოლოგია, ხელოვნების_ფსიქოლოგია

ზიგმუნდ ფროიდი, როგორც ხელოვნების ფსიქოლოგი

      ფროიდის ხელოვნების თეორიის განხილვამდე მოკლედ უნდაითქვას ავტორის ზოგად-ფსიქოლოგიურ შეხედულებათა შესახებ, მით უფრო, რომ XX საუკუნის ფსიქოლოგებს შორის ავსტრიელფსიქიატრსა და ფსიქოლოგს, ზიგმუნდ ფროიდს, განსაკუთრებულიადგილი განეკუთვნება; მისმა თეორიამ, ფაქტობრივად, განსაზღვრამთელი XX საუკუნის ფსიქოლოგიური აზროვნება.

      ზ. ფროიდმა, როგორც ფსიქიატრმა მიაკვლია ცნობიერებისმიღმა, ფსიქიკის სიღრმეებში არსებულ ირაციონალურ ფენასა თუპლასტს; მან როგორც კლინიცისტმა-ექიმმა, აღმოაჩინა არაცნობიერიგანცდები (ლტოლვები, მოთხოვნილებები) და საზოგადოდ, ცნობიერისზღურბლს მიღმა არსებული ფსიქიკური სფერო (არაცნობიერიფსიქიკა), რომელსაც ეფუძნება ფროიდის მიერ ჩამოყალიბებულიახალი ფსიქოლოგიური მიმდინარეობა "ფსიქოანალიზი", "სიღრმის ფსიქოლოგია" ან "ფსიქოდინამიკა".

      ახალ თეორიას გამორჩეულ (და, უფრო ზუსტად, უნიკალურ)მნიშვნელობას თავად მისი ავტორიც ანიჭებდა. ფროიდის მიხედვით,"საკაცობრიო თავმოყვარეობას" ან ადამიანის გამორჩეულობისგანცდას სამჯერ შეერყა საფუძველი. პირველად ეს მაშინ მოხდა,როდესაც კოპერნიკმა სამყაროს გეოცენტრული მოდელიჰელიოცენტრული მოდელით შეცვალა; თუკი უწინ ადამიანი თავსსამყაროს "ცენტრად" თვლიდა, რომლის გარშემოც მთელი სამყარობრუნავს და ტრიალებს, ახლა იგი მზის გარშემო მოტრიალერიგითი პლანეტის მკვიდრად იქცა. მეორე "ლახვარი" ჩარლზდარვინის თეორიას უკავშირდება, რომელმაც ადამიანის წინაპრადარა ღვთაებრივი, არამედ ზედმიწევნით ცხოველური წარმომავლობის,მაიმუნისმაგვარი არსება აღიარა. და ბოლოს, მესამე ლახვარსფროიდი სწორედ საკუთარ თეორიას უკავშირებს. იმ თეორიას, რომელმაც კერძო ადამიანის მოქმედების, მთელი საკაცობრიოისტორიისა და კულტურის საფუძვლად არა მაღალი იდეალები (როგორიცაა: ჭეშმარიტება, სამართალი თუ მშვენიერება), არამედ არაცნობიერი ძალები, ბიოლოგიური ინსტინქტები სცნო.

      ზ. ფროიდის თეორიის განსაკუთრებულ პოპულარობას არაერთიფაქტორი განსაზღვრავს. მათ შორისაა თეორიის მიერ გაშუქებულითემების პიკანტურობა, სკანდალურობა და თავისებური "აკრძალულიხილის" ეფექტიც. ასევე ავტორის ენის სპეციფიკა _ მისი"მხატვრულობა" და "სუგესთიურობა" (შთაგონებადობა დაარტისტულობა). მაგრამ ძირითად მიზეზად უნდა ვიგულისხმოთ"ეპოქის ფაქტორი"; ფროიდის თეორიამ სრულად და მთელი სისავსითასახა ეპოქის ზოგადი სულისკვეთება; იგი XX საუკუნის I ნახევრისძირეულ განწყობებსა თუ დისპოზიციებს შეეხმიანა.

      ეს ის ეპოქაა, როდესაც ტრიუმფატორ ინტელექტზერევანშისთვის ემზადებიან არაცნობიერი ძალები, _ დათრგუნულისურვილები, განდევნილი აფექტები, შეკავებული გრძნობები,აკრძალული აზრები თუ ანომალიური ხილვები. როდესაც ისახება"სექსუალური რევოლუციის" საფუძვლები და ავანსცენაზეგამოსვლისთვის თანდათან ძალებს იკრებენ უარმყოფელი სულითაღსავსე "დიდი სამოციანელები". შესაბამისად, ხელოვნებისლაითმოტივად იქცევა ემოციის დომინანტი აზროვნებაზე,არაცნობიერისა _ ცნობიერზე, თავისუფლებისა _ შეზღუდვაზე.ხელოვნებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო ადამიანისქვეცნობიერი და მასში მიმდინარე კოლიზიები ხდება.

      ფილოსოფიურმა ირაციონალიზმმა და ვოლუნტარიზმმა ასახვაროგორც ფსიქოლოგიურ თეორიაში, ასევე კულტურასა დახელოვნებაში პოვა. XX საუკუნის ხელოვნებისთვისგანსაკუთრებულად პროდუქტიული "ფსიქოანალიზი" გამოდგა. ესუკანასკნელი მხატვრული შემოქმედების მძლავრ სტიმულად, ბიძგადიქცა და ხელოვნების თითქმის ყველა დარგში თავისებურადაირეკლა[31]. ხელოვნებისთვის დამახასიათებელი გახდაფსიქოანალიზური თემების არა უბრალო ასახვა, არამედ ამუკანასკნელთა ჰიპერბოლიზება-უტრირებაც კი. შეიქმნა ფროიდისადა მისი მიმდევრების მოსაზრებათა ერთგვარი მხატვრულიილუსტრაციები. შემოქმედის თვითმიზნად ფარულ, არაცნობიერ (ანაზროვნების მიღმა არსებულ) ფსიქოლოგიურ ფენომენთა წარმოჩენა,ცნობიერების ზედაპირზე მათი ამოტივტივება იქცა. ამ პერიოდისხელოვნება გიგანტური მასშტაბის ფსიქოლოგიური ლაბორატორიისანდა ფსიქოანალიზური კაბინეტის ასოციაციას იწვევს, რომლის ცენტრალურ პრობლემად თუ ძირითად მოტივად რჩება ადამიანი,თითქოს ხელახლა აღმოჩენილი და ამიტომაც ასე განსაკუთრებულადსაინტერესო; ადამიანი _ ბურუსით მოცული, დაუსრულებელი,იდუმალი, ბნელი სიღრმეებისა და ამავე დროს ცნობიერების შუქითგაცისკროვნებული სიმაღლის მფლობელი.

      ფსიქოანალიზს უკავშირდება კულტუროლოგიურ დისციპლინათაარა უბრალოდ გამდიდრება ახალი და პროდუქტიული ტერმინებით(როგორიცაა: ლიბიდო, ეროსი, თანატოსი, სუბლიმაცია, პროექცია,ჩანაცვლება, ოიდი პოს-კომპლექსი და სხვა), არამედ ახალიმიმართულების _ ფსიქოანალიზური კულტუროლოგიისჩამოყალიბებაც, რომელიც კრეატულსა თუ რეცეპციულ პროცესებშიგანმსაზღვრელ როლსა და მნიშვნელობას აზროვნებისა დანებისყოფის მიღმა არსებულ, არაცნობიერ ძალებსა და მოტივებსმიაკუთვნებს, რომელიც გამორჩეულ მნიშვნელობას შემოქმედისინფანტილურ საწყისს (შემოქმედში არსებულ "ბავშვს"), ადრეულასაკში ფორმირებულ კომპლექსებს, ტაბუდადებულ, აკრძალულმოთხოვნილებებსა და არარეალიზებულ, განუხორციელებელლტოლვებს მიაწერს[32].

      შემოქმედების, კულტურისა და ხელოვნების საფუძვლადფსიქოანალიზმა დაუკმაყოფილებელი ან არარეალიზებულიმოთხოვნილებები იგულისხმა. მხატვრული შემოქმედებისადა ხელოვნების საფუძვლად სწორედ "აკრძალული", საზოგადოებისთვის და ამიტომაც თავად პიროვნებისთვისაც მიუღებელი ანდა დაკმაყოფილების გარეშე დარჩენილი ლტოლვებიდა მოთხოვნილებები იქნა მიჩნეული.

      ფროიდის თეორიის მიხედვით, არარეალიზებული(დაკმაყოფილების გარეშე დარჩენილი) ბიოლოგიურიმოთხოვნილებები ფსიქოლოგიური ტრავმის ჩამოყალიბების მიზეზადიქცევა; ფსიქოლოგიური ტრავმა მოთხოვნილების ბლოკირების, მისირეალიზირების აკრძალვის ("აუსრულებელი ნატვრის") შედეგია.შემოქმედება ფსიქოლოგიურ ტრავმათაგან განთავისუფლებასგულისხმობს. კრეატორი-შემოქმედი მხატვრული მოქმედებითსაკუთარი მოთხოვნილებების რეალიზებას ან დაკმაყოფილებასახდენს; ნატვრის ასრულება ხდება არა პირდაპირი, არამედ შემოვლითიგზით. შესაბამისად, მხატვრული პროდუქტი არა მხოლოდ ეფუძნება არარეალიზებულ (და თანაც, ბიოლოგიურ) მოთხოვნილებებს, არამედგარკვეულ წილად, ასახავს კიდეც მათ[33]!

      ფსიქოანალიზის მიხედვით, შემოქმედების მასტიმულირებელიბიოლოგიური მოთხოვნილებები არაცნობიერია , ცნობიერებისზღურბლს მიღმა არსებულია; ისინი, ჩვეულებრივ, არ ცნობიერდება.მათ შესახებ ადამიანმა არაფერი იცის. მოთხოვნილებებისცნობიერებიდან "განდევნის" (ან, მარტივად რომ ვთქვათ, "დავიწყების")მიზეზად სოციალური, კულტურული თუ ეთიკური თვალსაზრისითმათი მიუღებლობა იქცევა. ეს უკანასკნელნი შოკის ეფექტს იწვევენ(შიშს, ზიზღს, სასოწარკვეთას, სირცხვილს) თავიანთი ბიოლოგიური,ბუნებრივი პირველყოფილების გამო. ეს ველური, სტიქიური ძალებია,რომელთა მართვა-კონტროლზეც ბევრად ხდება დამოკიდებულიადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა და სოციალურ გარემოსთანურთიერთობის უნარი.

      ადამიანის არაცნობიერში განდევნილი ბიოლოგიური ძალებიფროიდმა ორ კატეგორიად დააჯგუფა და მითოლოგიური სახელებითაღნიშნა; ეროსი და თანატოსი. ძველბერძნულ მითოლოგიაშიეროსი სიყვარულისა და აღმშენებლობის კოსმიური ძალაა.პირველყოფილი ქაოსი წესრიგად (კოსმოსად) სწორედ ეროსმაგარდაქმნა. თანატოსი კი სიკვდილის ღვთაება და მიწისქვეშეთისმეუფის, ჰადესის, თანაშემწეა[34].

      ფსიქოანალიზში ეროსი სიცოცხლის შენარჩუნებასა დაგამრავლებასთან დაკავშირებულ მოთხოვნილებათა ერთიანობასგულისხმობს. ესაა სექსუალურ მოთხოვნილებათა სპექტრი, რომელიცსიცოცხლის შენარჩუნება-გაგრძელებისა და ფიზიკურისიამოვნებისადმი ისწრაფვის. თანატოსი, ეროსისგან საპირისპიროდ,დესტრუქციული საწყისია და აგრესიას, როგორც სიცოცხლისგანადგურების იმპულსს, უკავშირდება. ფსიქიკაში არსებულ ურთიერთსაპირისპირო ძალებს ფროიდი ასევე სიცოცხლისა და სიკვდილისინსტინქტებსაც უწოდებს.

      ფროიდის თეორიაში ხელოვნების საფუძველად ეროტულთანატური ინსტინქტების (სექსუალობისა და აგრესიის) ერთიანობამოიაზრება, რომელთა რეალიზება-დაკმაყოფოლებასაც ისახავს მიზნადროგორც მხატვარ-კრეატორის, ასევე მისი აღმქმელ-რეციპიენტისმოქმედებაც. ასე მაგალითად, ფროიდიანელ კულტუროლოგ მიულერფრეინფელსის შეხედულებით, შექსპირი და დოსტოევსკი მხოლოდ იმიტომ არ იქცნენ დამნაშავეებად, რომ ტიტანური აგრესიისა დადამანგრეველი იმპულსებისგან განმუხტვა შემოქმედებისა დამხატვრული აქტივობის დახმარებით შეძლეს.

      ფსიქოანალიზის მიხედვით, არაცნობიერ ძალთა რეალიზებას(მათ გამოვლენასა და ამით განეიტრალება-დაკმაყოფილებას) ახდენსარა მხოლოდ შემოქმედება, არამედ ასევე სიზმარი და უკიდურესიფორმით _ სულიერი აშლილობა.

      სიზმარი _ არაცნობიერ ფსიქიკურ ფენომენთა გამოვლენისყველაზე ტი პიური და "იოლი" გზაა, რომელიც დაკმაყოფილებისგარეშე დარჩენილი ლტოლვების (მოთხოვნილებების)დაკმაყოფილებას ემსახურება. მაგალითად, თუკი ცხადშიშეუძლებელია მარწყვის დაგემოვნება შეუსაბამო სეზონისა თუალერგიის გამო, სიზმარში _ არა თუ მარწყვი, არამედ სხვაყოველივეც ნებადართულია; სურვილების გზა ხსნილია, მათ წინაღარაფერი ეღობება. უფრო მეტიც, სიზმარი სწორედ ფარული,ბლოკირებული, აკრძალული (სამარცხვინო, საშიში) სურვილებისახდენის "ასპარეზია".

      "ფსიქოანალიზში" საგანგებო განხილვას იმსახურებსსიმბოლოს ფენომენი. ეს უკანასკნელი მხოლოდ მხატვრულშემოქმედებასა და სიზმართან მიმართებაში როდი შეისწავლება. ფროიდი, საზოგადოდ, ცნობიერებასა და ქცევას მათ საფუძვლადმდებარე ფუნდამენტური ფენომენების სიმბოლოებად მიიჩნევდა;ცნობიერი განცდა და ქცევა არაცნობიერი იმპულსის(მოთხოვნილების) სიმბოლოა, ხოლო სიმბოლიზაცია _ ფსიქიკისმოქმედების ზოგადი პრინციპი. პრინციპი, რომელიც ადამიანის"შინაგანი ცენზორის" ანუ ფსიქიკის ავტონომიური თავდაცვითიმექანიზმების მუშაობას უკავშირდება; ფსიქიკური მექანიზმი _"შინაგანი ცენზორი" _ ნიღბავს, სახეს უცვლის ცივილური,კულტურული ადამიანისთვის მიუღებელ არაცნობიერ ძალებს (ეროსსადა თანატოსს), რაც პერმანენტული, უწყვეტი სიმბოლოთწარმოქმნისმიზეზად იქცევა; ცნობიერება არა პირდაპირ, არამედ სიმბოლოთასახით ასახავს არაცნობიერში არსებულ ლატენტურ, ფარულ, მაგრამრეალურ და ფუნდამენტურ ძალებს. აღნიშნული თვალსაზრისით,კულტურა და საკუთრივ ხელოვნება "ორმაგად" სიმბოლური ბუნებისაა,ერთგვარად ნიშანთა ნიშანია, რომლის მეცნიერული კვლევაცუცილობლად უკავშირდება სიმბოლური ენის წვდომას, ნიშანთა დეკოდირებას და მათ მიღმა არსებულ, არაცნობიერ ფენომენთაშესწავლას.

      სიზმრისეული სიმბოლო ასევე არაცნობიერი მოთხოვნილებისასახვაა, ფარული სურვილებისა და ტენდენციების არა პირდაპირი,არამედ შეფარვითი, "ვუალირებით" წარმოჩენაა. მაგალითად, ადამიანსესიზმრება, რომ სეკატორით გაზონს ასწორებს ანდა ვარდის ბუჩქსგამოხშირავს. ფროიდის გაგებით, ეს სიზმრისეული ქმედება არაპირდაპირ, არამედ სიმბოლურად უნდა გავიგოთ; ბაღზე ზრუნვისმიღმა აგრესიული მოთხოვნილების გამოვლენა და დაკმაყოფილებაიმალება; კერძოდ,აგრესიული ჭრა-კვეთა (სეკატორით მანიპულირება)ბაღზე და მცენარეებზე ზრუნვით ინიღბება.

      ფსიქოანალიზი მიუთითებს ორი ტიპის სიზმარზე; პირველისიმბოლიზების გარეშე (პირდაპირ) ახდენს გარკვეული ტენდენციებისრეალიზებას (მაგალითად, ბავშვი სიზმრად აკრძალულ ნუგბარსმიირთმევს). მეორე სიმბოლოთა გამოყენებით მოთხოვნილების"მეტაფორულ" (არაპირდაპირ) დაკმაყოფილებას უკავშირდება.(მაგალითად, აგრესიული მოთხოვნილება სეკატორის დახმარებითბაღის გამოხშირვით ინიღბება). პირველი ტიპის სიზმარი იშვიათიადა მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი, მაშინ როდესაცმეორე _ უნივერსალურ ხასიათს ატარებს.

      მხატვრული შემოქმედება, სიზმრის მსგავსად, სიმბოლოთაგამოყენებას უკავშირდება და ძირითადში არაცნობიერი ძალების,ეროტულ-თანატური მოთხოვნილებებით (სექსუალობითა დააგრესიით), კომპლექსებით, ტრავმებითა და ინფანტილური მოგონებებითწარიმართება. შემოქმედების საფუძველსაც დაუკმაყოფილებელილტოლვები შეადგენენ.Mმაგრამ, სიზმრისგან განსხვავებით,შემოქმედების (ხელოვნებისა და კულტურის) საფუძველში უფროინტენსიური ფსიქოლოგიურო პრობლემა თუ კონფლიქტიიგულისხმება, რომლის გადაწყვეტა და განეიტრალებაც სიზმრისშესაძლებლობათა საზღვრებს სცილდება. ამიტომაც ამ შემთხვევაშისიზმართან შედარებით უფრო ქმედითი და ინტენსიურიფსიქოლოგიური მექანიზმი ჩაერთვის.

      მხატვრული აქტივობა ფროიდს სიზმრისეული აქტივობისერთგვარ გაგრძელებად, მის ინტენსიურ ფორმად ესახება; თავისებური"ცხადში ზმანების" სახით. შინაგანი კონფლიქტისა თუ პრობლემისინტენსივობის ზრდამ და არარეალიზებული მოთხოვნილების სიჭარბემ შეიძლება ფსიქიურ დარღვევამდეც მიიყვანოს ადამიანი,რომლის სიმპტომებიც (და, საზოგადოდ, მთელი სინდრომი) ფროიდსასევე ფსიქოლოგიური პრობლემისა და ტრავმის სიმბოლურ ასახვადდა მის პათოლოგიურ რეალიზებად ესახება.

      მხატვრულ-კრეატული მოქმედება სიზმრისა და სულიერიაშლილობის ერთგვარ მაკავშირებელ, შუალედურ რგოლადააწარმოდგენილი ფსიქოანალიზში. სხვაობა მათ შორის, ფაქტობრივად,რაოდენობრივია და არა თვისობრივი; სუსტი შინაგანი კონფლიქტითუ პრობლემა (მოთხოვნილებათა სისუსტე) სიზმრის აქტივაციასიწვევს. პრობლემის ინტენსივობის მატება _ მხატვრული შემოქმედებისსტიმულს იძლევა და ბოლოს, პრობლემის განსაკუთრებული "სიმძიმე"სულიერი აშლილობის საფუძველს ქმნის.

      ფროიდის ხელოვნების თეორიაში ცენტრალური ადგილილიბიდოს (ტერმინი ითარგმნება, როგორც ლტოლვა) და მასთანდაკავშირებულ პროექცია-სუბლიმაციის პროცესებს ეთმობა.საინტერესოა, რომ ლიბიდოს პირველი ანალიზი ციცერონსუკავშირდება. ციცერონი ერთმანეთს უდარებს ლიბიდოს (ანულტოლვა-სურვილს) და სიხარულს; თუკი სიხარული (ლაეცტიტია)რეალურ, აქტუალურ კეთილდღეობასთანაა მიმართებაში, ლიბიდო(ლტოლვა) მომავალი სიამის განჭვრეტაა. ფიზიკოსმა რ. მაიერმატერმინი "ლიბიდო" ენერგიის მნიშვნელობით ფიზიკაშიშემოიტანა. ფროიდმა კი ფსიქოლოგიური და სამედიცინომნიშვნელობით დატვირთა; ფსიქოანალიზში ლიბიდო _ სექსუალურილტოლვაა, სექსუალური ლტოლვის ენერგიაა , რომელსაცმდინარის ნაკადის მსგავსად დაყოფა, ავსება, ნაპირებიდან გადმოსვლა,კლება, მიმართულების შეცვლა და ა.შ. შეუძლია.

      ლიბიდო, როგორც სექსუალურ-აგრესიული ენერგიათანდაყოლილი და უნივერსალურია ცოცხალ არსებათათვის. ამტერმინით უნივერსალური და თანდაყოლილი ფსიქიკური ენერგიააღინიშნება. ის ენერგია, რომელსაც მოქმედებაში მოყავს ორგანიზმიდა რომელიც მისი ცხოველქმედების, განვითარებისა და ზრდისსაფუძველს წარმოადგენს.

      ფროიდის ხელოვნების თეორიას შემოქმედების ფუნდამენტადლიბიდო, როგორც ეროტულ-თანატურ იმპულსთა (სიცოცხლისადა სიკვდილის ინსტინქტთა) ერთიანობა ესახება. ხატვის, ცეკვის,სიმღერისა თუ სასცენო მოქმედების წყაროდ და "პირველმიზეზად" კრეატორის არაცნობიერში არსებული ლიბიდონალური ენერგიაამიჩნეული. ენერგია, რომელიც დაგროვილი ბიოლოგიურიმოთხოვნილებებით საზრდოობს და გამოვლენას, განმუხტვას, დაცლასესწრაფვის. ფართო მნიშვნელობით გაგებული შემოქმედება და,კონკრეტულად, ხელოვნებაც ლიბიდონალური ენერგიის გამოვლენასადა განმუხტვას წარმოადგენს[36].

      ლიბიდონალური ენერგიის განმუხტვის პირდაპირი გზა, მისიდანიშნულების შესაბამისად, გამრავლების პროცესსუკავშირდება.Mმაგრამ ადამიანის ფსიქიკური ენერგია ყოველთვის"პირდაპირ" გზას არ ირჩევს და არაბიოლოგიური, წმინდა ადამიანურიან "მაღალი" მიზნებისადმი მიიმართება, რაც კულტურისა დახელოვნების ფენომენთა აღმოცენება-განვითარების ფსიქოლოგიურსაფუძველს იძლევა.

      ზემოთ განხილული თვალსაზრისს უკავშირდება ოტო რანკისსახელგანთქმული ფრაზა: _ ხელოვანი ლიდერია, რომელიც სათავეშიუდგას კაცობრიობას კულტურისადმი მტრულად განწყობილიინსტინქტების მოთვინიერებისა და გაკეთილშობილებისთვის უწყვეტიბრძოლის პროცესში. ინსტინქტთა ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაესთეტიკური განცდების საწინდარად იქცევა[31].

      ლიბიდოს, როგორც სიცოცხლისა და აქტივობისპირველსაწყისისა თუ პირველმიზეზის, სიცოცხლის უნივერსალურიპრინცი პის ცნება ფილოსოფიური "სიცოცხლის ნების"ფსიქოლოგიური ანალოგია; ფროიდმა "სიცოცხლის ნების"ფილოსოფიური ტერმინი ფსიქოლოგიური შინაარსით დატვირთადა გაამდიდრა.

      მხატვრული შემოქმედების ეროსთან (ეროტიკასთან) კავშირისიდეა ახალი არაა. ბერძნული მითოსი ეროსს შემოქმედებით ძალად,კოსმიურ აღმშენებლობით საწყისად, მიიჩნევს; სიყვარული დაშემოქმედება არქეტიპულად განუყოფელია და ერთ მთელს, ერთმთლიანობას ქმნის.

      არსებობს თვალსაზრისი, რომელიც ლიბიდოს, ეროსისა და დათანატოსის ფენომენებში მხოლოდ ბიოლოგიურ მნიშვნელობას არგულისხმობს და მათ მეტაფორულ დატვირთვას ანიჭებს; ეროსიდა თანატოსი მეტაფიზიკური სტიქიების (კოსმიური სიყვარულისადა სიძულვილის) სახით განიხილება.

      უნდა აღინიშნოს ეროსის მიმართ ხელოვნების განსაკუთრებული და გამორჩეული ინტერესი. იგულისხმება როგორც ადამიანისსხეულისადმი გამძაფრებული ყურადღება, ასევე ეროტული თემებისფართო და ამოუწურავი გაშუქება. ანტიკური ხელოვნების (რომელიცდღემდე ითვლება მიუღწეველ ეტალონად) და ასევე აღორძინებისეპოქის მხატვრული შემოქმედების (რომელიც სწორედ ანტიკურიიდეალების აღორძინებას ითვალისწინებდა) მთავარ ობიექტსსაფარველისგან თავისუფალი ადამიანის სხეული წარმოადგენდა.შემოქმედების უმძლავრეს სტიმულად შემთხვევით როდი იქცააფროდიტე (ვენერა) _ სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი,რომლის დაუსრულებელი ინტერპრეტაციების მაგალითებიაპირველყოფილი კერპები, პირობითად "ვენერად" წოდებულნი, ანტიკური"ვენერა მილოსელი", ბოტიჩელის "ვენერას დაბადება", ველასკესის"ვენერა სარკესთან", მანეს "ოლიმპია" და ა. შ.

      მაგრამ ფსიქოანალიზი ასე ცალსახად როდი აშუქებს ეროსისთემას. თავისი პირველადი ფორმით, ეროსი თანატურია ანუსექსუალობა აგრესიასთანაა შეზრდილ-შესისხლხორცებული;სყვარული და სიძულვილი ერთი მონეტის ორიმხარეა.Lლიბიდონალური ენერგია, ფაქტობრივად, ორპოლუსიანია,ამბივალენტურია, რადგანაც სიყვარულ-სიძულვილის ერთ ძლევამოსილვნებად შერწყმას გულისხმობს.

      კ. იუნგმა ერთ-ერთი პირველი მონოგრაფია სწორედ ლიბიდოსთემას უძღვნა. ("ლიბიდო და მისი მეტამორფოზები"). ავტორილიბიდოს ფართო გაგებას გვთავაზობს; მასში გულისხმობს არამხოლოდ სექსუალურ, არამედ, საზოგადოდ, ფსიქიკურ ენერგიას;ლიბიდო სწრაფვათა კონაა, სისტემაა, რომელშიც სქესობრივილტოლვა მხოლოდ შემადგენელ ნაწილად იქცევა. კ. იუნგს უფრომართებულად მიაჩნია "ფსიქიკური ენერგიის" ტერმინის გამოყენება. "დე, არ არსებობდეს არავითარი ეჭვი მუსიკის სექსუალური ძირებისა,მაგრამ უაზრობა და უგემოვნობაა ხელოვნების შეყვანა სექსუალობისკატეგორიაში. ეს იგივეა კიოლნის ტაძარი მინერალოგიის ტერმინებშიგანვიხილოთ, რადგანაც იგი ქვებისგან, მინერალებისგან აიგო"[48].

      ხელოვნება და კულტურა ფსიქოანალიზს ბიოლოგიური,თანდაყოლილი (ზოგჯერ ველური და დაუმორჩილებელი) ძალებისგანთავდაცვის სახით ესმის. კულტურა ადამიანის გარშემო დამცავკედლად აღიმართება და მას სტიქიური, ველური, პირველყოფილიძალებისგან იცავს ზუსტად ისე, როგორც პრეისტორიულ ხანაში ჩვენმა წინაპრებმა პირველი დასახლებები შექმნეს და მაღალი,დამცავი ზღუდით მკვეთრად გამიჯნეს თავი ბუნებისაგან. სოფლებისადა ქალაქების გალავნები დაცვას არა მხოლოდ მტრული ტომებისგან,არამედ მტრული ბუნებისგანაც გულისხმობდა. სამოსახლოს გარშემოაღმართული კედელი სიმბოლურად ადამიანის გარე და მისთვისუცხო სამყაროსაგან გამიჯვნას, გამოყოფას გამოხატავდა.

      ეს დამცავი და კომფორტის მომტანი ზღუდე ადამიანისფსიქიკაშიც აღიმართა, რომლის მიღმაც ცივილური ადამიანისთვისმიუღებელი და მოუთვინიერებელი ბიოლოგიური ან ბუნებრივი საწყისიაღმოჩნდა. ადამიანის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად ბუნებისაგან(როგორც გარეშე ბუნების ასევე საკუთრ თავში არსებულიბიოლოგიური ძალებისაგან) მუდმივი თავდაცვა და თავდაცვისახალი, დახვეწილი სტრატეგიების შემუშავება იქცა. ბუნებისა თუინსტინქტთაგან თავდაცვის, მათი მოთვინიერების ყველაზე ეფექტურიარაღად ფსიქოანალიზს კულტურა ესახება!

      ფსიქოანალიზი პიროვნების ფორმირებაში განმსაზღვრელმნიშვნელობას ანიჭებს ორი ძალის _ თანდაყოლილი ბიოლოგიისადა შეძენილი სოციალობის (ან სოციო-კულტურულის) ჭიდილსადა შეპირისპირებას; ერთმანეთს უპირისპირდება ინსტინქტური დასოციო-კულტურული სფეროები; ბუნებისა და საკუთრივ ადამიანურიძალები. ამ ჭიდილში განსაკუთრებული ადგილი სწორედ ხელოვნებასეკუთვნის, ვინაიდან სწორედ იგია ინსტინქტთა და, საზოგადოდ,ბუნების "დიდი მომთვინიერებელი" . ხელოვნება, რომელიცბუნებრივ ძალებს წმინდა ადამიანურ, "კეთილშობილ" ან "მაღალ"მიზნებსა თუ ამოცანებს უქვემდებარებს. ბუნების მოთვინიერებაადამიანის მიერ საკუთარი თავის, ბიოლოგიური და სოციოკულტურული ძალების (ან საკუთარ ფსიქიკაში არსებული ძალების)მართვას, რეგულირებასა და კონტროლს უკავშირდება, რისფუნქციასაც ფსიქიკის ე. წ. "თავდაცვითი მექანიზმები" ტვირთულობენ.

      ფსიქიკის თავდაცვითი მექანიზმები არა მხოლოდ ფსიქიკისშინაგანი ბალანსისა და ეფექტური გარეგანი მოქმედების ამოცანებსემსახურება, არამედ ასევე კავშირშია ხელოვნებისა და საზოგადოდკულტურის ფენომენებთანაც. ხელოვნების თეორიაში მათიგანსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, აქ პროექციისა დასუბლიმაციის თავდაცვით მექანიზმებზე შევჩერდებით.

      პროექცია, როგორც ფსიქიკის თავდაცვითი მექანიზმი, ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნული თვისების, საზოგადოდსაკუთარი პიროვნების (შიდა ფსიქიკური ფენომენების) "გარეთგატანას" და გარეშე მოვლენად თუ ობიექტად "ქცევას" გულისხმობს;პიროვნების შინაგანი თავისებურება გარე სამყაროს მიეწერება("გარეთ გადაიტანება") და ამით პიროვნებისგან დამოუკიდებელარსებობას იწყებს. როგორც ფსიქოანალიზი მიუთითებს, აღნიშნულიმექანიზმი პიროვნებისთვის მიუღებელი და ამიტომაც საშიში,სამარცხვინო თვისებების, სურვილებისა თუ აზრების "გარეთგატანას" (ეს უკანასკნელნი მიეწერება სხვა პიროვნებას ან სულაცრაღაც ობიექტს) და ამით მათგან განთავისუფლებას ემსახურება. ესერთგვარი ფსიქოლოგიური "თვალთმაქცობის" ფორმაა, როდესაც"ჩემი" თვისება (იმიტომ, რომ არ შეესაბამება საზოგადოებრივსათუ ზნეობრივ ნორმებს) "სხვას" მიეწერება. პროექციის გამოყენებითადამიანი მტანჯველი განცდებისგან თავისუფლდება დაფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას მოიპოვებს. მაგალითად,აგრესიულიიმპულსები, როგორც წესი, მიეწერება "ვიღაც სხვას", მტერს, როგორცაგრესიის მაპროვოცირებელ გარეშე ძალას. ამით ადამიანი არამხოლოდ ამართლებს საკუთარ "საპასუხო" აგრესიულობას, არამედმტრის ხატსაც ქმნის, რომლის მიმართ აგრესიის გამოყენებაგამართლებულია და "სავალდებულოც" კი. პროექციის ნიმუშებიაისეთი გამონათქვამები, როგორიცაა: "შემომელახა", "შემომაკვდა","შემომეჭამა". ამ ფრაზების ავტორი მთელს პასუხისმგებლობასსხვა ადამიანებს (ნივთებსაც კი) გადააბარებს და თავადპასუხისმგებლობის ტვირთისგან თავისუფლდება. უნდა აღინიშნოს,რომ პროექცია ემსახურება "დადებითი" თვისებებისა და განცდებისგადატანასაც. მაგალითად, ხშირია სიყვარულის პროეცირებისშემთხვევები; პროექციის შედეგად, ცალმხრივად შეყვარებულისიყვარულის ობიექტში "საპასუხო" და რეალურად კი, საკუთარსავეგრძნობას ხედავს.

      ფსიქოანალიზს ხელოვნება ფსიქოლოგიური პროექციის სახითესმის; ავტორი-შემოქმედი შემოქმედების დახმარებით საკუთარიპიროვნების გარე სამყაროში პროეცირებას ახდენს. ხელოვნება,როგორც ფსიქიკის ობიექტივირება, ობიექტად ქმნა, მისი ავტორისფსიქოლოგიური ანარეკლია და ასახვა. ხელოვანის პროეცირების(ხელოვნების პროდუქტში ასახვის) მიზეზად მისი შინაგანიპრობლემები, ფსიქოლოგიური დისბალანსი და კონფლიქტები, სოციალური და კულტურული თვალსაზრისით მიუღებელი სურვილებიდა მოთხოვნილებები იქცევა.

      ხელოვნების შესწავლით მისი ავტორი შეისწავლება! _ ასეთიაფროიდის შემოქმედების თეორიის ძირითადი პოსტულატი. ხელოვნებამისი ავტორის რეალურ ვინაობას გასაგებს ხდის. უფრო მეტიც,ფსიქოანალიზს ხელოვნება ავტორის საკუთარი თავისგან(ფსიქოლოგიური პრობლემებისგან) განთავისუფლების მისტერიადესახება; ავტორი საკუთარ თავს (ან საკუთარ პრობლემებს) "ტოვებს"მხატვრულ ქმნილებაში და ამით თავისუფლებას აღწევს.

      პლატონი კათარზისს მიწიერი საწყისისგან მოწყვეტად, მიწიერისდავიწყებად მიიჩნევდა. ფროიდის ხელოვნების თეორიაშიც,მხატვრული შემოქმედება ჩვეული, მატერიალური საწყისისგან დაასევე ჩვეული პიროვნული საწყისისგან განთავისუფლებასგულისხმობს, რის მიღწევაშიც მნიშვნელოვან როლს პროექციისფსიქოლოგიური მექანიზმი ასრულებს. ხელოვნების სიმბოლურენაში არეკლილი ავტორი ხელახლა აღმოაჩენს და იღებს, იგუებსდა მიუტევებს საკუთარ თავს.

      კინოეკრანზე ფილმის ვიზუალირება პროექტორით წარმოებს;ტერმინთა ეს თანხვედრა შემთხვევითი როდია; ფსიქოანალიზისმეტაფორული ენით, ხელოვნება (და არა მხოლოდ კინო) პიროვნებისეკრანიზება-პროეცირებაა საზოგადოებისა და მთელი კაცობრიობის,როგორც მაყურებელთა დარბაზის, წინაშე.

      ზ. ფროიდის ხელოვნების თეორიაში მნიშვნელოვანი როლიენიჭება სუბლიმაციას, როგორც კერძო თავდაცვით მექანიზმს.აღნიშნული ტერმინი ფროიდმა ქიმიურ ლექსიკონში მოიძია, სადაცსუბლიმაციაში გარკვეული ქიმიური პროცესი და კერძოდ, მყარინივთიერების აიროვან მდგომარეობაში გადასვლა (აქროლვა)იგულისხმება. ფსიქოანალიზი სუბლიმაციით "ფსიქოლოგიურიაქროლვის" ფენომენს კერძოდ კი, ბიოლოგიური ენერგიის (ლიბიდოს) არაბიოლოგიური მიზნებისა და ამოცანებისკენ მიმართვასაღნიშნავს. იმ ფსიქოლოგიურ პროცესს, რომლის მეშვეობითაცბიოლოგიური (თავისი არსით "მიწიერი") ენერგია ერთგვარგარდაქმნას განიცდის და არა "ხორციელი", არა ბიოლოგიური,არამედ სოციო-კულტურული მიზნებისადმი წარიმართება.;სუბლიმაციის ძალით ადამიანი ისეთი "წმინდა ადამიანური"ამოცანების დასახვას ახერხებს, როგორიცაა შემეცნება, ბრძოლა სამართლიანობისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის,მშვენიერების ჭვრეტა და მისი ქმნადობა და სხვა. ხელოვნება,როგორც ადამიანის კულტურული მოღვაწეობის კერძოგამოვლინება, სუბლიმაციის ფენომენთან არსობრივად კავშირდება.

      ფსიქოანალიზი გვთავაზობს კათარზისის ფენომენის საინტერესოინტერპრეტაციას. ფროიდმა და ბრეიერმა მათ მიერ მიგნებულთერაპიულ მეთოდს "კათარზისი" უწოდეს, რომელსაც ფსიქოთერაპიადღემდე აქტიურად მიმართავს და იყენებს.

      მეთოდი მოკლედ ასე შეიძლება დახასიათდეს: პაციენტი იხსენებსდა ხელახლა განიცდის იმ წარსულ ტრავმას, რომელიც ფსიქიკურიდარღვევის (დაავადების) მიზეზად იქცა. ტრავმის განცდაშიგაცოცხლება მისგან განთავისუფლების, განწმენდის ან კათარზისისსაფუძველი ხდება. ასე შემოაბიჯა კათარზისმა ესთეტიკიდანმედიცინაში და აქ მყარად დამკვიდრდა.

      ფსიქოანალიზის მიხედვით, ხელოვნებას მნიშვნელოვანითერაპიული პოტენციალი ახასიათებს, რაც, უპირველეს ყოვლისა,სწორედ კათარზისის ფენომენს უკავშირდება. ფროიდის მოწაფეებმახელოვნების დარგები აქტიურად ჩართეს ფსიქოთერაპიულ მეთოდთაარსენალში და სპეციფიკურ მეთოდს, არტთერაპიას, ჩაუყარესსაფუძველი.

      ხელოვნების ფსიქოანალიზურ თეორიაში ცენტრალურ ადგილსიკავებს ოიდიპოს-კომპლექსის ცნება[39,40]. აღნიშნულიტერმინით ფროიდმა როგორც კერძო ადამიანის, ასევე მთელიკაცობრიობის განვითარების პროცესში აქტიურად მონაწილე,ფსიქოლოგიური ფენომენი აღნიშნა. ტერმინი ძველბერძნულ მითსუკავშირდება, რომელშიც ფროიდის განმარტებით, ზოგჯერ ფარული,მაგრამ უნივერსალური და ქმედითი ფსიქოლოგიური ფენომენიაასახული. მითში და სოფოკლეს ტრაგედიაში "ოიდიპოს მეფე" _ოიდი პოსი კლავს მამას და საკუთარი დედის ქმარი ხდება, თუმცასისხლის შერევას იგი გაუცნობიერებლად, ბედისწერის ბრმა დასასტიკი კანონების ძალით ახდენს. ოიდიპოსი ბედისწერის პასიურისათამაშოა, რომლის მიწიერ ძალებსაც აღემატება ოლიმპიელ ღმერთთანებისა თუ ორაკულის წინასწარმეტყველების შეცვლა და საკუთარიცხოვრების ცნობიერი წარმართვა. სიბრძნით დაჯილდოვებულიოიდი პოსი, სფინქსის გამოცანის და, შესაბამისად, საკაცობრიოპრობლემის ამომხსნელი, ბრმასავით სუსტი და უმწეო აღმოჩნდება ბედისწერასთან მიმართებაში. ამიტომაც ითხრის იგი თვალებსპროტესტის ნიშნად, რათა ღმერთებსვე მიუგდოს მათი ყალბი ჯილდო_ ხედვისა და გაგების ნიჭი[35]!

      ფროიდი განსაკუთრებულ მნიშვნელობას მითის (და სოფოკლესტრილოგიის) პირველ ნაწილს ანიჭებს, სადაც ცენტრალურ ადგილსადამიანის უმწეობისა და გარეშე ძალთა მიმართ იძულებითიმორჩილების თემა იკავებს. თუკი ძველი ბერძნებისთვის გარეშეუძლეველ ძალებში ოლიმპიელი ღმერთები იგულისხმებოდა, ფროიდისთეორიაში ასეთად თვით ადამიანში არსებული არაცნობიერი ძალებიგვესახება; არაცნობიერი ძალები, რომლებიც როგორც კერძო ადამიანის,ასევე საზოგადოების მოქმედებას განსაზღვრავენ. ფსიქოანალიზისგანმარტებით, ოიდიპოსი მისივე ფსიქიკურ, არაცნობიერ (ბნელითმოცულ და ამიტომაც რთულად სამართავ) ძალთა მსხვერპლიხდება!

      მითოლოგია და სოფოკლეს ტრილოგია არა მხოლოდ ოიდიპოსისტრაგიკული ბედის შესახებ მოგვითხრობს, არამედ ასევე ასახავსადამიანის ბედისწერის მიმართ პროტესტსა და შემდგომ კათარზისსაც,რაც საბოლოოდ, მადლთან და ღმერთების მოულოდნელ ჯილდოსთანკავშირდება (იხ. სოფოკლე "ოიდიპოსი კოლონოსში"). და ესააადამიანის ტრიუმფი არა იმდენად გარეშე, რამდენადაც საკუთარსავეშინაგან ძალებზე; ადამიანის გონებისა და ნებისყოფის ტრიუმფიმისივე არაცნობიერ, ინსტინქტურ საწყისზე!

      ფსიქოანალიზის მიხედვით, მითი ფსიქოლოგიური პარადიგმაა("ფორმულაა"), რომელშიც ადამიანის ფსიქიკური ფენომენებიაისახება. შესაბამისად, მითი ადამიანის ფსიქიკის შესწავლის ეფექტურიინსტრუმენტია. და მით უფრო, რომ მითში სოციალურად თუეთიკურად მიუღებელი, აკრძალული, ტაბუირებული ზრახვები დატენდენციები ვლინდება, თანაც პირველადი, "ინფანტილური", უშუალოფორმითა და სახით. მითი ხომ კაცობრიობის ბავშვობის, ბუნებასთანიდილიისა და შეუფარავი პირდაპირობის სამყაროა! ფსიქოანალიზისდამოკიდებულებას მითოლოგიისადმი ნათლად ასახავს კ. იუნგისსიტყვები: "მითი გაჩნდა, როგორც პრიმიტივის მიერ სამყაროსასიმილირების შედეგი. მითია სამყაროს ჩართვა ჩემს სულიერსამყაროში, ანუ სამყაროს განსულიერება. ჩემი სულიერი ცხოვრებაამით დაკვირვების ობიექტად იქცევა, გადის გარეთ და მე უკეთშევიმეცნებ საკუთარ თავს. ფსიქიკა შეიცავს ყველა იმ ხატ-წარმოდგენას, რომლებისგანაც მითია ნაგები!" (თარგმანი ჩემია _რ. მ.)[37].

      ფროიდის გაგებით, სოფოკლეს ტრაგედია ასახავს, თუ გამოძიებით(ანდა შემეცნებით) როგორ იხსნება ოიდიპოსის მიერ წარსულშიჩადენილი დანაშაული; ამით ტრაგედიას აქვს აშკარა ანალოგიაფსიქოანალიზის პროცესთან, ფროიდის მიერ შემუშავებულ,სპეციფიკურ ფსიქოთერაპიულ მეთოდთან. ფროიდისეული მეთოდიპიროვნების მიერ საკუთარი არაცნობიერის თანდათანობით შემეცნებასადა წვდომას გულისხმობს და საკუთარ პიროვნებაში ახალი,მოულოდნელი და ზოგჯერ შოკთან, ძლიერ უარყოფით ემოციებთანდაკავშირებული ქვეცნობიერი ფენომენების მოძიებასუკავშირდება. ესაა საკუთარი პიროვნული სიღრმეებისადმიმიმართული "გამოძიება". გამოძიება, რომელმაც შესაძლოა, სრულიადშეცვალოს საკუთარი თავისა და მთელი სამყაროს გაგებაც. ფროიდისშეხედულებით, სოფოკლეს ტრაგედია ადამიანის თვითანალიზისმეტაფორაა! თვითანალიზისა, რომელშიც პროტაგონისტთან ერთად,მაყურებელიც ჩაერთვის და საკუთარ თავში აღმოაჩენს ოიდიპოსისვნებებსა და ბედისწერას ანდა _ ოიდი პოს კომპლექსს. დამიუხედავად იმისა, რომ ღმერთებისა და ბედისწერის დადანაშაულებასაკუთარივე არაცნობიერი ძალების შენიღბვას (შესაბამისად, საკუთარპასუხისმგებლობაზე უარის თქმას) ემსახურება, ტრაგედიისმაყურებელს სინდისი მაინც უკიჟინებს: "შენ დამნაშავე ხარ! შენვერ შეძელი საკუთარი სურვილების განადგურება! ისინი შენშიარაცნობიერად არსებობენ!"[36].

      ფსიქოანალიზი მიიჩნევს,რომ ოიდიპოს-კომპლექსი უნივერსალურიფსიქოლოგიური ფენომენია და საპირისპირო სქესის მშობლის მიმართლტოლვასა და საკუთარი სქესის მშობლისადმი დაპირისპირებასგულისხმობს. აღნიშნული კომპლექსი ადამიანის განვითარებისპროცესში გარდამავალი ასაკის დასრულებასთან ერთად დაიძლევა.მისი ძლევა ინფანტილიზმის დასასრულის, საკუთარი სქესისმშობელთან ფსიქოლოგიური გაიგივებისა (იდენტიფიკაციისა) დაფსიქოლოგიური სიმწიფის მანიშნებელი ხდება. გადაულახავიოიდი პოს კომპლექსი ფსიქოლოგიური მოუმწიფებლობის ანინფანტილიზმის მაჩვენებელია (მშობლებთან მიჯაჭვულობა, მათდამიდაქვემდებარება ან მწვავე კონფლიქტური მიმართება, დამოუკიდებლადარსებობის უუნარობა და ა. შ.)[39].

      ფროიდის თეორიაში ოიდოპოს-კომპლექსი შემოქმედების მძლავრსტიმულად მოიაზრება; კრეაციულ პროცესებში ოიდიპოს კომპლექსსუმნიშვნელოვანესი ადგილი ეთმობა. უფრო მეტიც, ფროიდისფსიქოლოგიური სკოლა მიიჩნევს, რომ მხატვრული შემოქმედებისფუნდამენტში სწორედ ოიდიპოს კომპლექსი ან მშობლებისადმიგადაულახავი ამბივალენტური მიმართება, მიჯაჭვულობა დაიდენტიფიკაციის (მშობლის როლის ათვისების, მშობელთანგაიგივების) სირთულეები უნდა ვიგულისხმოთ! ფროიდისსახელგანთქმული გამონათქვამის მიხედვით, კაცობრიობის მიერშექმნილი სამი, ყველაზე დიდი ტრაგედია, როგორიცაა: სოფოკლეს"ოიდიპოს მეფე", შექსპირის "ჰამლეტი" და დოსტოევსკის "ძმებიკარამაზოვები" _ სწორედ ოიდიპოს-კომპლექსს უკავშირდება; მათშიასახული მოვლენები თაობათა შორის მტკივნეული და ტრაგიკულიმიმართების, მათ შორის ჭიდილისა და ბრძოლის, ამბივალენტურივნების _ სიძულვილნარევი სიყვარულის თემას უკავშირდება.

      ფროიდიანული ხელოვნების ფსიქოლოგიის ერთგვარი"კულმინაციაა" ო. რანკის თხზულება "გმირის დაბადება", რომელშიცსაზოგადოდ გმირის უმთავრეს თავისებურებად მამათა თაობასთან(ტრადიციულ ღირებულებებთან, სტერეოტიპებთან და ფიქსირებულგანწყობებთან) შეპირისპირებაა აღიარებული. გმირი, როგორც ახლისშემომტანი, უპირისპირდება ძველს, როგორც მამათა ავტორიტეტსდა ამ ჭიდილში საკუთარი თავის დამკვიდრებას ცდილობს. თაობათაშორის ამბივალენტური მიმართება (სიძულვილნარევი სიყვარული)კი არა მხოლოდ შვილთა თვითრეალიზების, არამედ ასევე საერთოსაკაცობრიო წინსვლის, განვითარებისა თუ ევოლუციის პირობადიქცევა.

      ინფანტილური მიჯაჭვულობა მშობელთან და გადაულახავიოიდიპოს-კომპლექსი, ფროიდის გაგებით, შემოქმედებითი ძალების,როგორც ფსიქიკის თავდაცვითი მექანიზმის, ამოქმედებისა და ამუშავებისსტიმული ხდება; მხატვრული აქტივობა აუტო-თერაპიულიზემოქმედებისაა და მისი სუბიექტის (შემოქმედის) თვითრეგულირებისერთერთ ყველაზე ქმედითსა და ეფექტურ იარაღს წარმოადგენს:შემოქმედების დახმარებით ხელოვანი საკუთარ ფსიქიკას "მკურნალობს",ახდენს რთული ფსიქოლოგიური პრობლემებისგან განთავისუფლებასდა ფსიქიკური, შინაგანი წონასწორობისა თუ ბალანსის დამკვიდრებას.

      მხატვრული მოქმედებისა და მისი პროდუქტის კონკრეტულ პიროვნებასთან, შემოქმედთან მიმართების საკითხი ფროიდისა დაიუნგის ხელოვნების თეორიათა განსხვავების ძირითად მიზეზადიქცა. თუკი ფრიოდის კლასიკურ სკოლაში, შემოქმედება და პიროვნებასაკმაოდ ერთმნიშვნელოვნად კავშირდება ერთმანეთთან; პიროვნება"ხსნის", "გასაგებს ხდის" მისი შემოქმედების პროდუქტს, იუნგისხელოვნების თეორიაში ხელოვნება, ფაქტობრივად, "ანონიმური"ხდება, სცილდება კერძო და კონკრეტული ავტორის ფსიქოლოგიისსაზღვრებს.

      ფროიდის შეხედულებებმა მისივე ფსიქოლოგიურ სკოლაშიგამოიწვია დებატები და პროტესტიც კი. გაჩნდა და თანდათანჩამოყალიბდა თვალსაზრისი, რომ შემოქმედება და მისი პროდუქტიგაცილებით მეტია, ვიდრე ავტორის (როგორც კერძო, კონკრეტული ადამიანის) ფსიქიკა და რომ ფსიქოლოგია (ტრადიციული ფსიქოლოგია) საზოგადოდ უძლურია გაიგოს და ახსნასშემოქმედებითი პროცესები (იხ. იუნგის ხელოვნების თეორია).


ზ. ფროიდი - "დოსტოევსკი და მამათამკვლელობა"

      ხელოვნების ფსიქოანალიზური "წაკითხვის" ერთ-ერთ პირველმაგალითს წარმოადგენს ზ. ფროიდის ნარკვევი "დოსტოევსკი დამამათა მკვლელობა"[44]. თხზულებაში წარმოდგენილიადოსტოევსკის შემოქმედებით თავისებურებათა გაგება თავადდოსტოევსკის ფსიქოლოგიურ თავისებურებათა საფუძველზე[43].აღნიშნულმა მიდგომამ შემდგომ ფართო გავრცელება ჰპოვა დასიმბოლოთა მიღმა კომპლექსების მოძიების ტრადიციას ჩაუყარასაფუძველი. ნარკვევში რუსი მწერლისთვის არსებითი მამათამკვლელობის მოტივი (რომლის თითქმის ყველა ნაწარმოებში აისახებაბრძოლა, როგორც თაობათა შორის, ასევე ავტორიტეტთა,სტერეოტიპთა მიმართაც), დოსტოევსკის ბიოგრაფიით და კერძოდ,საკუთარი მამისადმი რთული, დრამატული დამოკიდებულებითაიხსნება. მამის მძიმე ხასიათი, მის მიმართ შეკავებული აგრესიადა ბოლოს, მამის ბურუსით მოსილი მკვლელობა _ აი, რა გახდა,ფროიდის განმარტებით, დოსტოევსკის როგორც შემოქმედების, ასევემისი პიროვნების თავისებურებათა განმსაზღვრელი.

      ფროიდი მიუთითებს დოსტოევსკისთვის დამახასიათებელ არსებითნიშანზე _ თვითგვემის მაზოხისტურ ტენდენციაზე. ფსიქოანალიზის ავტორი მიიჩნევს, რომ თვითგვემის, საკუთარი თავის დასჯისგამოხატულება იყო მწერლის სენიც _ ეპილეფსიაც, რომელსაც კონკრეტული ფსიქოლოგიური(!) მიზეზი გააჩნდა. ფროიდი გამოთქვამს ვარაუდს (რასაც, რა თქმა უნდა, თავისიარგუმენტაცია გააჩნია), რომ დოსტოევსკის ავადმყოფობა ორგანულდარღვევას, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას, არუკავშირდებოდა და მას "ფსევდო-ეპილეფსიის" ან ისტერიის სახითმოიხსენიებს. ისტერია, როგორც ფსიქიკური დაავადება,ფსიქოლოგიური ბუნების დარღვევებთან (ფსიქოლოგიურპრობლემებთან) კავშირდება.

      ისტერიის მიზეზად ფროიდი მწერლის მამასთან დრამატულურთიერთობას მიიჩნევს; მისი სიკვდილის აკვიატებულ სურვილსადა იმ დანაშაულის გრძნობას, რომელიც მამის მკვლელობის შედეგადაღმოცენდა. ანონიმმა მკვლელმა აასრულა მწერლის ფარული ზრახვადა ამით ისიც მკვლელად, დამნაშავედ, ბოროტმოქმედად აქცია.სწორედ ეს გარემოება იქცა დოსტოევსკის შემოქმედებისლაიტმოტივად და მის ბედისწერადაც!

      "ძმებ კარამაზოვებში" ავტორი მკაფოიდ გამოხატავს საკუთარპოზიციას: დამნაშავეა არა მხოლოდ დანაშაულის ჩამდენი, არამედდანაშაულის მსურველიც. (ცოდვა ქმედებითა თუ ფიქრით, მაინცცოდვაა). რომანში მამას ერთი ძმა, უკანონოდ შობილი სმერდიაკოვიკლავს, მაგრამ უდანაშაულო არავინაა!

      დოსტოევსკისთვის დამახასიათებელი თვითგვემა (რომლისგამოვლენის ერთერთ სახესაც წარმოადგენდა ფსევდო-ეპილეფსიაან ისტერია) უკავშირდება მწერლის ფიქსირებასაც დანაშაულისთემაზე. ავტორი დანაშაულის თემას ერთგვარი დაჟინებით უბრუნდებადა ამით საკუთარი ფსიქოლოგიური პრობლემის საიდუმლოსაცგაამხელს. უფრო მეტიც, შემოქმედება არა მხოლოდ "შინაგანი"თუ "ფარული" დანაშაულის ასახვად, არამედ მისგან განწმენდისადა კათარზისის პირობადაც იქცევა! დამნაშავე თავადვე სჯისსაკუთარ თავს _ მწერალისთვის თხზულება სასჯელად იქცევა!სახეზეა საკუთარი პიროვნების მხატვრულ ქმნილებაში არა მხოლოდპროეცირება, არამედ ასევე კათარზისიც; ცოდვათაგან განწმენდამათივე აღიარებით!

      დოსტოევსკისთვის დამნაშავე (ბოროტმოქმედი) იმავდროულად"წმინდანია", რადგანაც სხვათა ფარულ სურვილებს, ზრახვებს ასრულებს და ახორციელებს, სხვათა ცოდვებს ტვირთულობს დაამით ცოდვათაგან გვათავისუფლებს. დამნაშავისადმი ასეთიაღმატებითი დამოკიდებულება "ძმები კარამაზოვების" პირველივეგვერდებიდან იგრძნობა; წმინდა ზოსიმა მუხლებზე ვარდებამამისმკვლელ დიმიტრის წინაშე!

რუსუდან მირცხულავა
გამომცემლობა "კენტავრი", თბილისი, 2010


31. ასე მაგალითად, ალფრედ ჰიჩკოკის კინოხელოვნებაში "ფსიქოლოგიური დეტექტივი" (ე. წ. "სასპენსი") გულისხმობს ერთგვარ ჩაძირვას, შთასვლას ადამიანის არაცნობიერ სიღრმეებში; ეს ერთგვარად სახიფათო ფსიქოლოგიური მოგზაურობაა, სადაც დეტექტიური ძიების (გამოძიების) მიზნად ადამიანის ფარული მხარეების ამოცნობა და მოკვლევა იქცევა. ეს მართლაც და, კინოს ენით ამეტყველებული "ფსიქოანალიზია"; ქვეცნობიერი სწრაფვებითა და კომპლექსებით, პიკანტური თრთოლითა და შიშნარევი ინტერესით (ფილმები "ფსიქო", "თავბრუსხვევა" და სხვ.).

32. საინტერესოა, რომ სტრესის მკვლევარი, ჰ. სელიე შემოქმედებას (როგორც მხატვრულ, ასევე მეცნიერულ შემოქმედებას) გამრავლების პროცესის ეტაპებს უფარდებს და შეუსაბამებს: 1. სიყვარული ან სურვილი _ ანუ ცოცხალი დაინტერესება, ენთუზიაზმი, სწრაფვა შემეცნებისა და შემოქმედებისკენ. 2. განაყოფიერება _ შემოქმედის ტვინი ცხოვრებისეული გამოცდილებით "განაყოფიერდება". 3. ორსულობა _ მეცნიერი ან ხელოვანი იდეათა მატარებელი ხდება და თანაც ზოგჯერ ისე, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. 4. მშობიარობის წინა ტკივილები _ ამ დროს იდეა ან მხატვრული ხატი მომწიფებულია, რაც დისკომფორტის, "შემოქმედებითი ტანჯვის" სახით განიცდება. 5. მშობიარობა _ ახალი იდეა ან მხატვრული ხატის დაბადება. 6. ახალშობილის შემოწმება _ მეცნიერი ლოგიკურად და ექსპერიმენრულად ამოწმებს იდეას, ხოლო ხელოვანი _ მხატვრული ხატის დამუშავებასა და კორექციას მიმართავს. 7. სიცოცხლე _ იდეა ან მხატვრული ხატი დამოუკიდებელ არსებობას იწყებენ. შემოქმედების ბიოლოგიურ პროცესებთან დაკავშირება და შემოქმედების რედუცირება-დაყვანა უფრო დაბალ, ბიოლოგიურ საფეხურზე, როგორც ვხედავთ, არა მხოლოდ ფროიდის სკოლისთვისაა დამახასიათებელი, რის მიზეზთა შორის უნდა დასახელდეს ბიოლოგიური მოდელის აღქმისა და გაგების სიიოლე, მისი "სიცხადე"; ეს ის პირველადი და ყველასათვის გასაგები ფუნდამენტია, რომელიც თითქოს დამატებით ახსნა_განმარტებებს აღარ საჭიროებს

33. არაცნობიერის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაზე ზემოქმედება იქონია "ნევროზთა ნაპოლეონის", შარკოს კლინიკაში ჩატარებულმა ექსპერიმენტმაც. სახელგანთქმულმა "ექსპერიმენტმა ქოლგით" ახალგაზრდა ფროიდს ახალი რაკურსიდან დაანახა ადამიანის ფსიქიკა. შარკომ ჰიპნოზურ ტრანსში მყოფ ცდისპირს ჰიპნოზიდან გამოსვლის შემდეგ ქოლგის პოვნა და ოთახში გაშლილი ქოლგით სიარული უბრძანა.Mმიუხედავად იმისა, რომ ცდაში მონაწილეს არ ახსოვდა (და არც შეიძლება ხსომებოდა) არაცნობიერ მდგომარეობაში მიღებული ბრძანება-რაპორტი, იგი ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდა ნაბრძანებს. კერძოდ, პოულობდა ქოლგას, ხსნიდა და ოთახში ასე "დასეირნობდა". საინტერესოა, რომ "შარკოს ზომბი" უჩვეულო მოქმედების ახსნასაც ცდილობდა. რა თქმა უნდა, მან არაფერი იცოდა ალოგიკური ქცევის რეალური მიზეზის და კერძოდ, ჰიპნოზური შთაგონების შეახებ. შესაბამისად, ქცევის "ნაპოვნ" ფსევდო მიზეზებს არაფერი ჰქონდა საერთო რეალობასთან. შარკოს ექსპერიმენტმა არა მხოლოდ გამოავლინა ფსიქიკაში არსებული და ქცევაზე ზემომქმედი არაცნობიერი ძალები, არამედ ასევე ცნობიერების მიერ "ხელოვნური" მოტივების გამომუშავის ტენდენციაც ასახა, რომლითაც ცნობიერი ფსიქიკა ქცევის ახსნა-გაგებას ცდილობს და რომელიც ფაქტობრივად, საკუთარი თავის მოტყუების ფორმას ატარებს.

34. ფროიდის თეორიული მოდელი კავშირშია ანტიკურ მოდელთან: ემპედოკლესთან ანტიპოდური ფუნდამენტური ძალების სახით წარმოდგენილია ფილეა _ სიყვარული და ნეიკოსი _ სიკვდილი.

35. საინტერესოა,რომ სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე" კლასიკური დეტექტივის პრინციპზეა აგებული.Oოიდიპოსი იძიებს დიდი ხნის წინათ ჩადენილ დანაშაულს, დაკითხავს მოწმეებსა და თვითმხილველებს და საბოლოოდ მიდის დასკვნამდე, რომ დანაშაული სწორედ მას უკავშირდება. "დეტექტიური ჟანრი" აქ ფსიქოლოგიურ წიაღსვლისა და თვითშემეცნების ანალოგად იქცევა. ჩვენ წინაშეა, ფაქტობრივად, ოიდი პოსის მიერ საკუთარი თავის შეცნობის პროცესი.Aასევე დეტექტიური ჟანრის ფორმატში იკითხება ფ. დოსტოევსკის ფსიქოლოგიური რომანებიც ("დანაშაული და სასჯელი", "ძმები კარამაზოვები"), რაც პერსონაჟთა თვითშეცნობისა და თვითანალიზის მეტაფორად შეიძლება გავიგოთ.

36. შემოქმედების ტრადიციული მოაზრების ნიმუშები: 1. შემოქმედება ადამიანისგან გარეშე არსებული და ადამიანზე აღმატებული ძალების მოქმედების შედეგია; ადამიანს ზებუნებრივი, შემოქმედებითი ძალების მხოლოდ "გამტარის" (მედიუმის მსგავსი) ფუნქცია აკისრია. ასეთი შეხედულების ერთერთი პირველი და თანაც პოეტური თვალსაჩინოებებია _ მუზა, მუზათა სავანე პარნასი, პეგასი, აპოლონი, რომელნიც არა მხოლოდ მფარველობენ ხელოვნებას, არამედ მათ მომლოდინე ადამიანს შემოქმედების ბიძგად და სტიმულად ევლინებიან. 2. შემოქმედება კავშირდება ფსიქოლოგიურ ავტომატურ მექანიზმთან (პოეტურ შთაგონებასთან), რომელიც თავისით, ადამიანის (ადამიანის ცნობიერების) აქტიური ჩარევის გარეშე მოდის მოქმედებაში. მეორე შეხედულების თანამედროვე ვარიაციად უნდა იქნეს მიჩნეული ზ. ფროიდის ხელოვნების თეორიაც.

37. Юнг К. "К пониманию психологии архетипа младенца" в сборнике "Божественный ребенок", М., 1997

39. უნდა ითქვას, რომ მამათა წინაშე "საყოველთაო" დანაშაულის თემა გამორჩეული თემაა ფსიქოანალიზში.

40. მონოგრაფიაში "ტოტემი და ტაბუ". ფროიდი არაცნობიერი განცდების ცნობიერების ზედაპირზე ამოსვლის, მათი გაცნობიერების შემთხვევაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინვერსიის (საპირისპიროთი ჩანაცვლების ან "შეტრიალების") ფსიქოლოგიურ მექანიზმს ანიჭებს; არაცნობიერი განცდა მისი საპირისპირო ცნობიერი განცდით (და ცნობიერებისათვის მისაღები განცდით) ინიღბება!Aასე მაგალითად, რასაც ცნობიერად მთელი ძალებით ვებრძვით და არ ვიღებთ, არაცნობიერად ძლიერ პოზიტიური მუხტის მქონე ტკბობა-თრობის აღმძვრელია.

43. Фрейд З. "Леонардо да Винчи" в сборнике "Тотем и Табу", М., 1997

44. Фрейд З. "Достоевский и отцеубийство" в сборнике "основное инстинкт", М., 1997

48. Юнг К. "Письма об стетоскоп воспитании" в сборнике "Психологические типы", М., 1996

წიგნიდან: "ხელოვნების ფსიქოლოგია"

ტეგები: Qwelly, მირცხულავა, ფროიდი, ფსიქოლოგია, ქველი, ხელოვნება

ნახვა: 3065

გამოხმაურებები!

კახა ))))))))))))))))))

contributorSaid

ხანდახან რას ვფიქრობ ხოლმე იცი? ფროიდი უფრო ტაქსისტი იყო ვიდრე ფსიქოანალიტიკოსი :DD

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters