განვითარება - Qwelly2024-03-29T10:10:07Zhttps://www.qwelly.com/group/psychology/forum/topic/listForTag?tag=%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90&feed=yes&xn_auth=noგანვითარების პრინციპი და არაცნობიერის პრობლემაtag:www.qwelly.com,2019-03-30:6506411:Topic:13807432019-03-30T10:41:25.744Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

განვითარების პრინციპი და არაცნობიერის პრობლემა ლ. ვიგოტსკის, ს. რუბინშტეინის, დ. უზნაძისა და ზ. ფროიდის ნაშრომებში

ცნობიერების გაშლილი თეორია გულისხმობს შეხედულებათა სისტემას არაცნობიერ ფსიქიკურზე. ამ თვალსაზრისით ლ. ვიგოტსკის, ს. რუბინშტეინისა და დ. უზნაძის თეორიები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ის, რაც მათ მართლაც აერთიანებს, არის რწმენა ასეთი…

განვითარების პრინციპი და არაცნობიერის პრობლემა ლ. ვიგოტსკის, ს. რუბინშტეინის, დ. უზნაძისა და ზ. ფროიდის ნაშრომებში

ცნობიერების გაშლილი თეორია გულისხმობს შეხედულებათა სისტემას არაცნობიერ ფსიქიკურზე. ამ თვალსაზრისით ლ. ვიგოტსკის, ს. რუბინშტეინისა და დ. უზნაძის თეორიები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ის, რაც მათ მართლაც აერთიანებს, არის რწმენა ასეთი რეალობის არსებობის შესახებ. მაგრამ როგორია ამ რეალობის ბუნება, როგორია მისი სტრუქტურული და ფუნქციური მახასიათებლები – აი, რა უნდა აჩვენოს არაცნობიერის კონცეფციამ.

ვიგოტსკის თეორია, ჩვენი აზრით, არ შეიცავს რეფლექსირებულ შეხედულებათა სისტემას არაცნობიერი ფსიქურის შესახებ. იგი შეიცავს რამდენიმე ზოგადი ხასიათის დებულებას, რომლებზეც უეჭველად მოაწერდნენ ხელს უზნაძე და რუბინშტეინიც. მაგალითად: «სანამ დავიწყებთ ქვეცნობიერი ფსიქიკური მოვლენების აღწერას და კლასიფიკაციას ... საჭიროა ვიცოდეთ, რითი ვოპერირებთ ამ დროს – რაიმე ფიზიოლოგიურით თუ ფსიქიკურით, აუცილებელია დავამტკიცოთ, რომ არაცნობიერი საზოგადოდ ფსიქიკურ რეალობას მიეკუთვნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სანამ გადაწყდება არაცნობიერის პრობლემა როგორც ფსიქოლოგიური საკითხი, უნდა გადაწყდეს იგი როგორც საკუთრივ ფსიქოლოგიის საკითხი» [8; 339-340]. ეს საკითხი ვიგოტსკისთან განიხილება იმ კუთხით, რომ ფსიქოლოგია შეისწავლის ფსიქიკას, როგორც რთულ, მთლიანობით ფსიქოფიზიოლოგიურ პროცესს, «რომელიც სრულებით არ იფარება მისი ცნობიერი ნაწილით და, ამდენად ... ფსიქოლოგიაში სავსებით კანონიერია ვილაპარაკოთ ფსიქოლოგიურად არაცნობიერზე: არაცნობიერი არის პოტენციურადცნობიერი» [7; 146]. ამის მერე დგება საკითხი, შეუძლია თუ არა მოვლენას, რომელსაც აქვს ფსიქიკურის ყველა თვისება, იმის გარდა, რომ არ არის ცნობიერი განცდა, უშუალოდ გამოიწვიოს მოქმედება, როგორც ამას ფროიდი ამტკიცებდა? ვიგოტსკის პასუხი უარყოფითია, რამდენადაც ეს არც ცნობიერ ფსიქიკურ მოვლენას ძალუძს. «ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ფსიქიკურ მოვლენებს მიეწერება მოქმედება, საუბარია იმაზე, რომ მოქმედება გამოიწვია მთლიანმა ფსიქოფიზიკურად ერთიანმა პროცესმა და არა მისმა ერთმა მხარემ. ამგვარად, უკვე თვით არაცნობიერის ხასიათი, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ იგი გავლენას ახდენს ცნობიერ პროცესებზე და ქცევაზე, მოითხოვს მის აღიარებას ფსიქოფიზიკურ მოვლენად» [იქვე].

უზნაძე აუცილებლად დაადასტურებდა, რომ არაცნობიერი არის ფსიქოფიზიკური მთლიანობა (განწყობის მთლიანობითი ბუნება) და, როგორც ასეთი, განაპირობებს ცნობიერ პროცესებსა და ქცევას (განწყობა როგორც განცდისა და აქტივობის საფუძველი). მაგრამ უზნაძესთან ეს დებულებები ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციის შემადგენელი ნაწილებია, რომლის «სისტემამაწარმოებელი ფაქტორი» არის «განწყობის» ტერმინით აღნიშნული არაცნობიერი მოვლენა. შეხედულებათა ეს სისტემა მოიცავს არაცნობიერის (განწყობის) ონტოლოგიურ და ფუნქციონალურ მახასიათებლებთან დაკავშირებული საკითხების ფართო წრეს. მასში დამუშავებულია კონკრეტული საკითხები მოცემული კატეგორიის მიმართებათა შესახებ ცნობიერების (ობიექტივაციის), ქცევისა და პიროვნების (სუბიექტის) კატეგორიებთან. ერთი სიტყვით, განწყობის თეორიაში მოცემულია არაცნობიერის ზოგადფსიქოლოგიური კონცეფცია. არაფერი მსგავსი ვიგოტსკისთან არ გვხვდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი შეხედულებათა სისტემა არ შეიცავს არაცნობიერის თეორიას.

რუბინშტეინის შეხედულებები არაცნობიერის შესახებ უფრო კონკრეტულია, ვიდრე ვიგოტსკისა, მაგრამ არც ისინი ადიან სპეციალური თეორიის დონემდე. აფიქსირებს რა თავის პრინციპულ პოზიციას, რომ «ფსიქიკურის არსებობა არ შემოიფარგლება მისი მოცემულობით ცნობიერებაში» [12; 9], რუბინშტეინი პირდაპირ მითითებს იმ რეალობაზე, რომელიც, მისი აზრით, აისახება არაცნობიერის ცნებაში: ესაა «განცდა, რომელშიც არ არის გაცნობიერებული მისი გამომწვევი საგანი» [12; 8]. სხვანაირად რომ ვთქვათ, ვითარება ისე კი არ უნდა წამოვიდგინოთ, თითქოს ჩვენ «არ ვიცით», «არ ვგრძნობთ» განცდას (რაც, ავტორის შეხედულებით, წინააღმდეგობრივი და უაზრო რამაა); გაუცნობიერებელია არა თვით განცდა, როგორც ასეთი, არამედ ის, რასაც იგი მიეკუთვნება. მაგალითად, ემოციის არაცნობიერობა გამოვლინდება მიკუთვნების არარსებობაში იმ საგნისა თუ პირის მიმართ, რომელმაც იგი გამოიწვია. აქვე კეთდება პირდაპირი მითითება განწყობილებაზე, რომელიც ხშირად წარმოიქმნება ცნობიერების კონტროლის გარეშე, ანუ არაცნობიერად. მოკლედ, თუ მე თავს ცუდ ხასიათზე ვგრძნობ, მაგრამ არ ვიცი, რითაა იგი გამოწვეული, მოცემული მდგომარეობა, კვალიფიცირდება როგორც არაცნობიერი. ამგვარი არაცნობიერი განცდის არსებობის რეალურობა «როგორც ფსიქიკური ფაქტისა მის ქმედითობაში, ქცევის პროცესში რეალურ მონაწილეობაში მდგომარეობს» [13; 277].

ის, რომ ასეთი განცდები მართლაც არსებობს, ეჭვს არ იწვევს, მაგრამ შეიძლება თუ არა მათი მიჩნევა არაცნობიერად – ეს კიდევ საკითხავია. ყოველ შემთხვევაში, სპეციალისტების უმრავლესობა ასეთ მოსაზრებას არ გაიზიარებდა. ასე მოიქცეოდნენ, მაგალითად, ფსიქოანალიტიკოსები თავად ფროიდის მეთაურობით. იგი არაცნობიერის ასეთ გაგებას ცნობიერებაში არაცნობიერის ძიების უნაყოფო მცდელობად მიიჩნევდა. ასეთებია ყველა მითითება ცნობიერების დაბალ საფეხურებზე, სუსტ ან ბუნდოვან წარმოდგენებსა და განცდებზე, როგორც არაცნობიერ ფენომენებზე. თავის მიზეზში გარკვეულობას მოკლებული ემოცია სწორედ ცნობიერების სფეროში მყოფი განცდის მაგალითია. იგი არ არის არაცნობიერი, რამდენადაც მის შესახებ ადამიანმა «იცის» თავისი უშუალო გამოცდილებიდან, «გრძნობს» მას. ფროიდის თანახმად «არაცნობიერი წარმოდგენა არის ისეთი წარმოდგენა, რომელსაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ რომლის არსებობა უნდა დაუშვათ გარეშე ნიშანთვისებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე» [15; 43]. ჩვენს მიერ შემჩნეული წარმოდგენა (ანუ განცდა), თუნდაც უმიზეზო, ცნობიერების ფენომენია.

საფიქრებელია, რომ უზნაძის კომენტარი რუბინშტეინის მსჯელობაზე მსგავსი იქნებოდა. მაგრამ მის და ფროიდის პოზიციებს შორის არსებითი განსხვავებაა, რომელიც თვით განწყობის თეორიის ავტორის მიერ იქნა რეფლექსირებული. არაცნობიერი – ეს არის რაღაც ფსიქიკური, რომელიც განცდას არ წარმოადგენს. უზნაძისთვის, ისევე როგორც რუბინშტეინისთვის, სიტყვათშეთანხმება «არაცნობიერი განცდა» წინააღმდეგობრივია და უაზრო, მაშინ როდესაც ფროიდი დარწმუნებით ლაპარაკობს არაცნობიერ წარმოდგენებზე, აზრებზე, გრძნობებზე, მისწრაფებებზე, მიზნებზე, განზრახვებზე, ერთი სიტყვით – განცდებზე. მისთვის არაცნობიერი ჩვეულებრივი განცდაა ცნობიერების ფარგლებს გარეთ განდევნილი, სხვაგვარად ესაა განცდა მინუს ცნობიერება – ასე ახასიათებს ფროიდის თვალსაზრისს უზნაძე და მიიჩნევს მას მიუღებლად, ვინაიდან «ჩვენი წარმოდგენები და აზრები, ჩვენი გრძნობები და ემოციები, ჩვენი ნებელობის აქტები ფსიქიკური ცხოვრების შინაარსს წარმოადგენენ და, ჩვეულებრივ, როდესაც ადამიანთან ეს ფსიქიკური პროცესები იჩენს თავს, მათ როგორც წესი ცნობიერება ახლავთ თან ... და ამდაგვარ განცდათა გარდა სხვა შინაარსი ცნობიერებას არ გააჩნია» [3; 45].

განწყობის თეორიის ავტორმა რამდენიმე ნაშრომში გამოხატა თავისი დამოკიდებულება არაცნობიერის ფროიდისეული გაგების მიმართ. მისი აზრით, არაცნობიერის ცნება ფსიქოანალიზში მოიცავს მხოლოდ რეპრესირებულ შინაარსებს, რომელთა ბუნება და სტრუქტურა ცნობიერების ანალოგიური შინაარსების იდენტურია. ეს იგივე განცდებია, რომელთა შესახებ ინდივიდმა არაფერი უწყის. რამდენადაც განცდა იმიტომაცაა განცდა, რომ თავის შესახებ გვამცნობს (ე.ი. ცნობიერდება), ამდენად არაცნობიერი ფსიქიკური შინაარსები შეუძლებელი რამაა. მაგრამ ისინი რომც შესაძლებელი იყვნენ, არაცნობიერის ასეთი გაგება უსარგებლოა უზნაძისთვის ყველაზე საინტერესო საკითხის გადასაჭრელად, კერძოდ ფსიქიკის განვითარების საკითხისა. განწყობის თეორიისთვის ამ საკვანძო საკითხის გადაწყვეტისას «ჩვენ უნდა დავუშვათ ფსიქიკის რაღაცნაირი ფორმის არსებობა, რომელიც არ ემთხვევა მისი არსებობის ცნობიერ ფორმას და, საფიქრებელია, წინ უსწრებს მას» [14; 6]. გასაგებია, რომ რაკი რეპრესირებული არაცნობიერის პირველწყარო ცნობიერებაა, ფსიქიკური ორგანიზაციის საძიებელ პირველად ფორმად იგი ვერც ლოგიკურად გამოდგება და ვერც ფაქტობრივად.

უზნაძე არაცნობიერს განწყობასთან აიგივებს და იმასაც კი ამბობს, რომ არაცნობიერი ზედმეტი ცნებაა და რომ იგი სავსებით შეიძლება ჩაინაცვლოს მეტი გარკვეულობის მქონე განწყობის ცნებით. ამასთან, თავისი თეორია უზნაძეს მოჰყავს მიმართებაში მხოლოდ ფსიქოანალიზთან, ვინაიდან ვერ ხედავს უფრო სერიოზულ სწავლებას მსოფლიო მეცნიერებაში არაცნობიერის შესახებ. მიუხედავად ამისა, ფროიდის მიერ არაცნობიერის გაგება არ შეიძლება გავიზიაროთ, რამდენადაც 1. გაიგივებულია რა რეპრესირებულ ფსიქიკასთან იგი მეორადია ცნობიერების მიმართ და ვერ გამოდგება ფსიქიკის განვითარების ფაქტის დასაბუთებისთვის და 2. იგი გულისხმობს ისეთ განცდებს, რომლებიც არსებობენ და მოქმედებენ ცნობიერების ველის მიღმა, რაც უზნაძის გაგებით ნონსენსია.

ორივე ეს დებულება შეიძლება დავის საგანი გახდეს. საქმე ისაა, რომ ფსიქოანალიზში არაცნობიერის სფერო არ შემოიფარგლება ცნობიერებიდან განდევნილი ფსიქიკით. ბოლო ნაშრომებში ფროიდი მიუთითებს კიდეც არაცნობიერის სხვადასხვა ფუნქციონალურ გამოვლინებაზე, ესენია: წინაცნობიერი, განდევნილი არაცნობიერი, არქაული მემკვიდრეობა და საკუთრივ არაცნობიერი [10]. ფსიქიკის უკანასკნელი ფორმა ყოველთვის და აუცილებლად არაცნობიერია. დანარჩენები ცნობიერებასთან სხვადასხვაგვარ ურთიერთობაში იმყოფებიან. მათი გენეზისის თავისებურება ისაა, რომ ისინი ოდესღაც ცნობიერების შინაარსები იყვნენ და მასში უკან დაბრუნების თვისებას ინარჩუნებენ. სწორედ ამგვარი არაცნობიერის მიმართ არის მართებული უზნაძის კრიტიკა, რომლის მიხედვით ფროიდის არაცნობიერის ცნება არ გამოდგება ფსიქიკის გენეზისის საკითხის გადასაწყვეტად. მართლაც, ცნობიერებიდან წარმოქმნილი არაცნობიერი ფსიქიკა ვერ იქნება ცნობიერების წარმოქმნის პირობა. სამაგიეროდ ე.წ. «საკუთრივ არაცნობიერზე» ეს შენიშვნა არ ვრცელდება – იგი «იმთავითვე არაცნობიერია». მის მიმართ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ იგი ჩვეულებრივი ფსიქიკური ცხოვრებაა, რომელიც უბრალოდ არ არის განათებული ცნობიერების შუქით. «იდ»-ის ფორმით არაცნობიერი პრინციპულად უპირისპირდება «ეგო»-ს ფსიქიკას. განსხვავება ეხება როგორც გენეზისს («იგი» ფსიქიკის უძველესი ფორმაა და წინ უსწრებს ცნობიერებას და «მე»-ს, რომლებიც მისგან გამოიზრდებიან), ისე ბუნებას (შინაარსი, მოქმედების პრინციპები და ა.შ.). ამ უკანასკნელი თვალსაზრისით ისინი სრული ანტიპოდები არიან. საკმარისია გავიხსენოთ, რომ არაცნობიერი «იდ»-ის მთავარი პრინციპი შეგუება კი არა, სიამოვნებაა. თუ ასეთი ფსიქიკა, ფსიქოანალიზის მტკიცებისა არ იყოს, მართლაც არსებობს, იგი პრინციპულად განსხვავდება ფსიქიკური ცხოვრების ყველა სხვა სახისაგან. ჩვენი ანალიზისთვის საკმარისია აღინიშნოს, რომ ფროიდი უშვებდა არაცნობიერი ფსიქიკის ამგვარი ნაირსახეობის არსებობას და რომ იგი, სინამდვილეში, შეუძლებელია აღიწეროს, როგორც ჩვეულებრივი ფსიქიკური პროცესი ან ცნობიერების ნიშანს მოკლებული განცდა. არაცნობიერის სფერო ამ ფსიქიკური შინაარსებით არ შემოიფარგლება, მაგრამ მათი არსებობა ფსიქოანალიზში დაშვებულია.

სწორედ ეს ვერ შეიწყნარა უზნაძემ. განწყობის თეორიის ავტორი ამოდიოდა იქიდან, რომ «ყოველი ცალკე განცდის ფაქტი უკვე იმით, რომ იგი განცდაა, სუბიექტისთვის იმთავითვე ცნობადია: იგი არა მარტო ობიექტურად არსებობს, როგორც ფაქტი, არამედ სუბიექტმაც იცის, რომ ის არსებობს. უფრო მარტივად რომ გამოვთქვათ: განცდა არა მარტო ფაქტია, არამედ იგი უთუოდ ცნობიერების ფაქტიცაა» [2; 21]. ამ თვალსაზრისის გაშლილი კრიტიკული ანალიზი ჩვენ სხვაგან გავაკეთეთ [1]. იგი მოცემულია ამავე წიგნში. აქ მხოლოდ ყველაზე ძირითად მომენტებს აღვნიშნავთ.

განწყობის თეორიამ განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა. ბოლო ეტაპზე თეორიის ავტორმა საფუძვლიანად დაიწყო ფსიქიკური ცხოვრების ცნობიერი და არაცნობიერი დონეების ურთიერთმიმართების საკითხის კვლევა ე.წ. «ობიექტივაციის კონცეფციის» ფარგლებში. უზნაძე შემოქმედებითი ცხოვრების ზენიტში გარდაიცვალა და ვერ მოასწრო ამ თეორიული მოდელის დამუშავების დასრულება. მოცემული ანალიზის კონტექსტში საკვანძო მომენტია განწყობის არაცნობიერ ფსიქიკურ რეალობად აღიარება. მანამდე განწყობა განიხილებოდა ფიზიკურისა და ფსიქიკურის გაშუალების მეთოდოლოგიური ამოცანიდან გამომდინარე (ე.წ. «უშუალობის პოსტულატი») და მიიჩნეოდა არაცნობიერ, მაგრამ ფსიქოფიზიკურად ნეიტრალურ სინამდვილედ.

განხილული განვითარების პრინციპის თვალსაზრისით იგი გაგებულ იქნა ფსიქიკის განვითარების პირველ საფეხურად, რომელიც წინ უსწრებს და განსაზღვრავს ყოველგვარ ფსიქიკურ აქტივობას, ქცევას და განცდას. ამასთან, რადგანაც «თუ განწყობა სუბიექტის, როგორც მთელის, მდგომარეობაა, მაშინ საფიქრებელია, რომ იგი რაიმე გარკვეული, განცდადი, კერძოული ფსიქიკური შინაარსის სახით არ გვეძლევა, რომ იგი ცნობიერებაში მოცემულობის გარეშე მოქმედებს, რომ ამ აზრით იგი არაფენომენალურ პროცესად შეიძლება ჩაითვალოს» [2; 104]. კიდევ უფრო გარკვევით: «თავისთავად ცხადია, რომ მთლიან-პიროვნული მდგომარეობა არ აისახება სუბიექტის ცნობიერებაში მისი ცალკეული დამოუკიდებელი განცდის სახით» [4; 285]. ეს ეხება ყველა პროცესსა და განცდებს, ისეთ «მთლიანობითსაც», როგორიც ემოციებია. ამრიგად, უზნაძესთვის განწყობის არაცნობიერობა უბრალოდ რეფლესიური ცნობიერების გარეშე (ე.ი. არაობიექტივირებულ) არსებობას კი არ ნიშნავს, არამედ იმასაც, რომ იგი არ არის კოგნიტური, ემოციური ან ვოლიტური «კერძოული ფსიქიკური ფაქტი».

იმისთვის, რომ გავიგოთ ამ ცნობილი პროცესებისა და განცდების კავშირი ცნობიერებასთან, საჭიროა მივმართოთ უზნაძის შეხედულებებს ფსიქიკური ცხოვრების ორი დონის შესახებ. მეორე დონე – ესაა ე.წ. «ობიექტივაციის პლანი», ანუ პიროვნების ცნობიერი კოგნიტური და ნებელობითი აქტივობა. ამ ტიპურ ადამიანურ დონეზე აქტივობა მაშინ ადის, როცა პირველი დონის იმპულსური ქცევის რეალიზაციის პროცესში წინააღმდეგობები და სირთულეები წარმოიქმნება. მათ გარეშე პრაქტიკული ქცევის ცალკეული აქტები და მათთან დაკავშირებული პერცეპტული, მოტივაციური, ემოციური და სხვა განცდები გამუდმებით ცვლის ერთმანეთს ავტომატურად, სუბიექტის რაიმე ჩარევის გარეშე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი არ ცნობიერდება.

ფსიქიკის აქტივობა ობიექტივაციის დროს პირველ რიგში იმაში მდგომარეობს, რომ «თავს ძალა დაატანოს და ხელახლა განიცადოს ისევ ის, რაზედაც იგი შეჩერდება» [4; 303]. ობიექტივაცია, როგორც შეჩერება განმეორებითი განცდისთვის, საჭიროა იმისთვის, რათა თვით განცდა და მისი ობიექტი ჩვენი მე-ს კუთვნილება გახდეს, ანუ გახდეს რეფლექსირებული, გაცნობიერებული. აქტივობის სპეციფიკურად ადამიანურ დონეზე ხდება საკუთარი მე-ს და ქცევის ობიექტივაცია. ფსიქიკის მუშაობის პირველი დონე სპეციფიკურია ცხოველისთვის, თუმცა ადამიანიც ხშირად მოქმედებს იმპულსური ქცევის პლანში, ანუ გაუცნობიერებლად.

უზნაძის თანახმად, ქცევის ორივე დონეს საფუძვლად უდევს სპეციალური მარეგულირებელი მექანიზმი – განწყობა, რომელიც განაპირობებს მათ მიზანშეწონილ განხორციელებას. განწყობა არაცნობიერი ფსიქიკის სფეროს მიეკუთვნება. მაგრამ არის არსებითი განსხვავება განწყობასა და არაცნობიერ ფსიქიკას შორის, რომლის ფორმაშიც მიმდინარეობს იმპულსური ქცევა. ისინი არც შეიძლება ლოგიკურად იყვნენ იდენტური, რადგანაც განწყობა წინ უსწრებს და განსაზღვრავს ყოველგვარ ქცევას (ფსიქიკურ აქტივობას), მათ შორის ისეთსაც, რომელიც ცნობიერების სინათლის გარეშე ხორციელდება. არსებითად კი განწყობის შემთხვევაში საქმე გვაქვს არაფენომენალურ არაცნობიერთან, ხოლო იმპულსური დონის ფსიქიკური აქტივობის შემთხვევაში – არარეფლექსირებულ, არაცნობიერ განცდებთან. ამ განცდების თავისებურებანი და კონკრეტული მახასიათებლები შესამჩნევად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან იმისდა მიხედვით, თუ ვინ არის ქცევის სუბიექტი (ცხოველი, ბავშვი, ზრდასრული ადამიანი ჯანსაღი თუ ავადმყოფი ფსიქიკით). მაგრამ ყველა შემთხვევაში ესაა არაცნობიერი განცდების ნაირსახეობა.

მაშასადამე, არაცნობიერ განცდებზე ლაპარაკი არა თუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც. ცხოველთა ფსიქიკური ცხოვრება მხოლოდ ასეთი განცდებისაგან შედგება. ადამიანის ფსიქიკური ცხოვრებაც ხშირად ასეთ ფორმაში წარიმართება. იმპულსური აქტივობა მოიცავს განზრახული კონტროლის გარეშე ან ავტომატურად მიმდინარე უნებლიე ფსიქიკურ პროცესებს. იგი არ გამორიცხავს პარალელურად განხორციელებულ ცნობიერ აქტივობას. ქუჩაში სიარულისას გარემოში ორიენტაციას ვახდენთ აღქმის ხატების მეშვეობით და ვმოქმედებთ მიზანშეწონილად, მიუხედავად იმისა, რომ ცნობიერება ამ დროს, შესაძლოა, დაკავებული იყოს სულ სხვა შინაარსებით – ჩვენ შეიძლება რაიმეზე ვფიქრობდეთ ან რაიმეს ვიხსენებდეთ. ამ შემთხვევაში აღქმის ხატები ცნობიერების გარეშე აკეთებს თავის საქმეს. მაგრამ საკმარისია გაჩნდეს საჭიროება, აღქმის პროცესი გადაინაცვლებს ცნობიერების ველში და დაკვირვების ხასიათს მიიღებს, ხოლო თუ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, სიტუაციის სათანადო მონაკვეთების ასახვაში ჩაერთვება უმაღლესი კოგნიტური ფუნქციები. როგორც კი ცნობიერდება თავად განცდები და მათი შინაარსი აქტივობა გადადის მეორე, ობიექტივაციის თუ ნებელობითი აქტივობის დონეზე. საქმეში ერთვება ისეთი ფსიქიკური პროცესები, როგორიცაა ყურადღება და აზროვნება, რომლებიც მხოლოდ ცნობიერების პლანში ხორციელდება. ობიექტივაციით ინიცირებული თეორიული აქტივობა მოწოდებულია გამოავლინოს შეფერხების მიზეზები იმპულსურ ქცევაში, ხოლო ნებელობა პრაქტიკული ქცევის შემდგომ განხორციელებას უზრუნველყოფს. მოცემულ კონტექსტში მთავარი მაინც ისაა, რომ ყოველივე ეს ცნობიერების შუქით არის განათებული.

ამგვარად, განცდილი ფსიქიკა შეიძლება იყოს როგორც ცნობიერი, ისე არაცნობიერი. ცნობიერების მქონე ცოცხალ არსებას შეუძლია თავისი განცდების და მათი შინაარსის გაცნობიერება. აქედან გამომდინარე, ფსიქიკური ცხოვრება წარმოგვიდგება სამი ფორმისა თუ საფეხურის სახით: 1) არაფენომენალური ფსიქიკა (განწყობა); 2) გაუცნობიერებელი განცდები და ფსიქიკური პროცესები; 3) ცნობიერება. მაშასადამე, უზნაძის თეორიაში, თუ მისი ლოგიკური განვითარების პერსპექტივაში ვიმსჯელებთ, შეიძლება ვილაპარაკოთ არაცნობიერის ორ სახეობაზე: განწყობა და მის საფუძველზე აღმოცენებული არაცნობიერი ფსიქიკა. განწყობა არ ფარავს არაცნობიერის მთელ არეს. განწყობის ცნება მთლიანად არ ენაცვლება არაცნობიერის ცნებას. ამიტომ, მიუხედავად უზნაძის მტკიცებისა, არაცნობიერის ცნება არ არის ზედმეტი ცნება.

განწყობის თეორიის შეფასებისას რუბინშტეინის სკოლის წარმომადგენლები მიუთითებენ იმაზე, რომ «განწყობის თეორიის დამუშავების დროს გამოყენებულ იქნა იგივე მეთოდოლოგიური პრინციპები, რომლებიც საბჭოთა ფსიქოლოგიაში მიიჩნევა წამყვანად, – ესაა განვითარების პრინციპი და ფსიქიკისა და ქცევის კავშირის პრინციპი» [6; 178]. მართლაც, განწყობა უმჭიდროეს კავშირშია ქცევასთან. მეტიც, უზნაძის თანახმად, «განწყობა ადამიანის ქცევაში უთუოდ უმნიშვნელოვანესი მომენტია, რომელზეც ეს ქცევა აიგება» [3; 190]. ფსიქიკისა და ქცევის კავშირის პრინციპი რუბინშტეინთან ცნობიერებისა და ქცევის ერთიანობის სახეს იღებს. ასეთივე წარმატებით უზნაძეს შეეძლო ჩამოეყალიბებინა არაცნობიერისა და ქცევის კავშირის, უფრო მეტიც – ერთიანობის პრინციპი, რადგანაც ქცევის ფსიქიკური რეგულაციის საბოლოო და ძირეულ მექანიზმად განწყობას, ანუ არაცნობიერ მოვლენას მიიჩნევდა. აქედან, ამ ძირიდან, რომელშიც არსებითად აქტივობის გარეგანი და შინაგანი პირობებია გაერთიანებული, აღმოცენდება კონკრეტული ქცევა, თავისი ცნობიერი კომპონენტით. ცნობიერება და ქცევა მეორადია არაცნობიერი ფსიქიკურის (განწყობის) მიმართ. ასე მიაჩნდა უზნაძეს. ამიტომ მისი კონცეფცია არის ზოგადფსიქოლოგიური თეორია, რომელიც აგებულია შემდეგი თანმიმდევრობით განლაგებულ ოთხ ფუძემდებლურ კატეგორიაზე: არაცნობიერი-ქცევა-ცნობიერება-პიროვნება. ვიგოტსკისა და რუბინშტეინის სისტემები, არსებითად, სამი უკანასკნელით შემოიფარგლება. ამიტომ, როცა უზნაძე საუბრობს იმაზე, რომ «ცნობიერი პროცესები სრულიადაც არ ამოწურავენ ფსიქიკის მთელ შინაარსს. მაშასადამე, აუცილებელი ხდება ვცნოთ არსებობა ისეთი პროცესებისაც, რომელნიც, ასე ვთქვათ, ცნობიერების გარეშე მიმდინარეობენ» [3; 46], ეს იმავეს არ ნიშნავს, რასაც ვიგოტსკისა და რუბინშტეინის ზემომოყვანილი მსგავსი გამონათქვამები. საქმე ისაა, რომ უზნაძე ამ ცნობიერების გარეშე მიმდინარე პროცესების კონცეპტუალიზაციას ახდენს განწყობის ცნებით და ამტკიცებს, რომ ქცევისა და ცნობიერების ყოველი აქტი შემზადებულია და გაპირობებული არაცნობიერი განწყობით.

არაფერ მსგავსს არ გულისხმობს ვიგოტსკის სისტემა, რომელშიც განწყობის ცნება სულ არაა ნახსენები. საკითხი ქცევისა და განწყობის კატეგორიათა ურთიერთმიმართების შესახებ სერიოზულად განიხილება ა. ლეონტიევის სკოლაში. აქ ჩამოყალიბებულია შეხედულება ქცევის მიმართ განწყობის მეორადობის თაობაზე [5] და სხვ. რამდენადმე სხვაგვარად არის საქმე რუბინშტეინის შემთხვევაში. საკითხს განწყობის შესახებ იგი განიხილავს მის მიერ დამუშავებული მეთოდოლოგიური პრინციპის კონტექსტში, რომლის მიხედვით ქცევის დეტერმინაცია გარეგანი მიზეზებით შინაგანი პირობებითაა გაშუალებული. სწორედ ამ შინაგან პირობებს განეკუთვნება განწყობაც. ამიტომ განწყობის მიმართ ქცევის პრიმატი «არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც რაიმე აბსოლუტური», რადგანაც «მაინც ყოველი ქცევის მიმდინარეობისას ... ყოველი მოქმედება ხვდება უკვე ჩამოყალიბებულ განწყობას, ისე რომ ფუნქციონალურად განწყობა არის ხოლმე პირველადი, ხოლო ქცევა მეორადი. და ეს მართალია. მაგრამ, მაინც, გენეტიკურად და პრინციპულად, მოქმედება, ურთიერთობა და გამოცდილება პირველადია, განწყობა კი – მეორადი. გარეგანი მოქმედებს შინაგანის მეშვეობით, თუმცა თვით შინაგანი ყალიბდება გარეგანი ზემოქმედებების შედეგად, გარეგან სამყაროსთან ურთიერთობის პროცესში» [11; 92].

განწყობის თეორიის თვალსაზრისით მოცემული პოზიცია მეტწილად მისაღებია, თუმცა საჭიროა სიცხადის შეტანა ქცევის მიმართ განწყობის მეორადობის თეზისში. იგი სავსებით მართებულია განწყობის ფაქტორების მიმართ. მართლაც, ადამიანის მოთხოვნილებები (განსაკუთრებით ე.წ. «მაღალი») და საცხოვრებელი გარემო (სიტუაცია) «კულტურული წარმოშობისაა», და მაშასადამე, ადამიანის ქცევის შედეგს წარმოადგენს. ამდენად, განწყობა შეიძლება მივიჩნიოთ მეორადად ქცევის მიმართ, თუ მხედველობაში გვექნება ანთროპოგენეზი, სოციოგენეზი და ონტოგენეზი. მაგრამ ფილოგენეტიკურად, თუკი განწყობა სიცოცხლის პრინციპია, ქცევის ფუძემდებლური მექანიზმია, როგორც ამტკიცებდა უზნაძე, იგი არ შეიძლება იყოს ერთმნიშვნელოვნად მეორადი მოვლენა. საქმე ისაა, რომ შეუძლებელია ჯერ წარმოქმნას მოვლენა, პროცესი (ქცევა) და მხოლოდ ამის მერე აღმოცენდეს მისი განხორციელების მექანიზმი. განწყობა ქცევის არსებითი მხარეა. ყველაზე პრიმიტიული ქცევაც კი იმთავითვე გულისხმობს განწყობისეულ მექანიზმს. აქედან გამომდინარე, ადვილია დავრწმუნდეთ, რომ განწყობისა და ქცევის ურთიერთმიმართების საკითხის განხილვა ფილოგენეტიკური განვითარების კუთხით, კვერცხისა და ქათმის დილემის იერს იძენს. აქვე საჭიროა აღინიშნოს, რომ ნათქვამი ეხება მხოლოდ ე.წ. «პირველად განწყობას». რაც შეეხება ე.წ. «ფიქსირებულ განწყობას», ფართო გაგებით იგი განმეორებათა შედეგია, ანუ გარკვეული აქტივობის შედეგი, და ამდენად, პრინციპულად მეორადი. საზოგადოდ კი სრულიად მისაღებად გამოიყურება ვ. ზინჩენკოს შემდეგი ფორმულირება: «საგნობრივი ქმედება ისევე არის განწყობის პროდუქტი, როგორც მისი ფორმირების პირობა» [9; 145].

იცავენ რა განწყობის პირველადობის თეზისს, უზნაძე და მისი მიმდევრები, არსებითად, ამტკიცებენ იმას, რომ ფსიქიკური მოქმედება მისი არაცნობიერი ფორმით იწყება. ალბათ ძნელი უარსაყოფია მოსაზრება, რომ არაცნობიერი ფსიქიკა წინ უძღვის მის ცნობიერ ნაირსახეობას. განვითარების პრინციპი და გენეტიკური მეთოდი, როგორც ვიგოტსკის და რუბინშტეინის სისტემების მეთოდოლოგიური საფუძველი, მოითხოვს ყურადღება მიექცეს ფსიქიკური ცხოვრების ყველაზე ადრეულ საფეხურს, რომელიც არაფრით არ შეიძლება იყოს ცნობიერი. სწორედ ასე მოიქცა უზნაძე, როცა განწყობა განჭვრიტა ფსიქიკური მოქმედების ორგანიზაციის პირველად ფორმად, რომელიც წინ უსწრებს და ამზადებს ცნობიერ ფსიქიკურ ქმედებას. ეს მართებულია არა მარტო ფილოგენეტიკური, ისტორიული და ონტოგენეტიკური განვითარების მიმართ, არამედ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ე.წ. აქტუალგენეზის მიმართაც. აქტუალგენეზის დონეზე ცნობიერი ფსიქიკა უერთდება ქცევის ფსიქიკურ რეგულაციას იმ პრობლემათა დასაძლევად, რომელთაც ვერ გაუმკლავდა პირველადი განწყობისეული მექანიზმი. ამაშია ობიექტივაციის მოდელის დედააზრი. ცნობიერება ავსებს ამ მექანიზმს მიზანშეწონილი ქცევის განხორციელებისთვის აუცილებელი ახალი, მანამდე ასახვის გარეშე დარჩენილი შინაარსით.

ამრიგად, ფსიქიკისა და ქცევის კავშირის პრინციპს და განვითარების პრინციპს არა მხოლოდ არაცნობიერი ფსიქიკის კონსტატაციამდე მივყავართ, არამედ არაცნობიერის გაშლილი თეორიის შექმნამდეც, რომელშიც გახსნილია ფსიქიკის ამ სფეროს ბუნება და ფუნქციები.

თავი რომ მოვუყაროთ ძირითადს, შეიძლება ითქვას, რომ ცნობიერების სრული თეორია გულისხმობს შეხედულებათა სისტემის არსებობას არაცნობიერი ფსიქიკურის შესახებ. ვიგოტსკისა და რუბინშტეინის თეორიებში მხოლოდ აღიარებულია ასეთი რეალობის არსებობა, მაგრამ არ არის რეფლექსირებული მისი ბუნება, სტრუქტურული და ფუნქციონალური მახასიათებლები. მათგან განსხვავებით ზ. ფროიდისა და დ. უზნაძის ფსიქოლოგიური სისტემები არაცნობიერის სპეციალური თეორიების სტატუსს იმსახურებენ. უზნაძე ფიქრობდა, რომ არაცნობიერი ფსიქიკურის სფერო ამოიწურება განწყობის მოვლენებით. ამასთან, იგი ადარებდა თავის თვალსაზრისს ფროიდის არაცნობიერის კონცეფციას. ეს უკანასკნელი მიუღებლად მიაჩნდა, ვინაიდან მასში მხოლოდ ცნობიერებიდან განდევნილი არაცნობიერი განცდებზეა ლაპარაკი. ეს შეფასება არ არის ზუსტი, რამდენადაც ფროიდი რეპრესირებულ არაცნობიერთან ერთად ე.წ. «საკუთრივ არაცნობიერს» უშვებდა, რომელიც წინ უსწრებს და აპირობებს ცნობიერებასა და ქცევას, და ამ თვალსაზრისით, ემსგავსება განწყობას. გარდა ამისა, არ არის გამართლებული არაცნობიერი განცდის კატეგორიული უარყოფა. ამ უკანასკნელის არსებობა ფაქტია; ცხოველისა და პატარა ბავშვის ფსიქიკური ცხოვრება მთლიანად არაცნობიერი განცდებითაა წარმოდგენილი. მოზრდილი ადამიანის იმპულსური ქცევებიც არაცნობიერი განცდებით წარიმართება, რომელთაც, თავის მხრივ, არაგანცდადი განწყობა უდევს საფუძვლად. ამრიგად, ფსიქიკის სრული მოდელი განწყობის თეორიაში ასეთ სახეს იღებს: არაფენომენალური განწყობა – არაცნობიერი განცდა – ცნობიერება. ხოლო, როგორც ჭეშმარიტად ზოგადფსიქოლოგიური თეორია იგი ოთხ ფუნდამენტურ კატეგორიაზეა აგებული: არაცნობიერი, ქცევა, ცნობიერება და პიროვნება, მაშინ როდესაც ვიგოტსკისა და რუბინშტეინის კონცეფციები, არსებითად, ბოლო სამით შემოიფარგლება.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: გამოკვლევები თეორიულ ფსიქოლოგიაში

განვითარების დარღვევის მოდელები და კლასიფიკაციაtag:www.qwelly.com,2019-01-04:6506411:Topic:13511652019-01-04T15:35:10.903Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

ბავშვთა ფსიქოპათოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ბავშვის ნორმალური განვითარებიდან გადახრის ფსიქოლოგიური კვალიფიკაცია წარმოადგენს. მოზრდილებისაგან განსხვავებით, ბავშვის შემეცნებითი და ემოციური სფერო მუდმივი ცვლილებებისა და ჩამოყალიბების პროცესშია, ეს პროცესი ასაკობრივი თავისებურებებით ხასიათდება. ამავე დროს, ბავშვის განვითარებაში მეტად მნიშვნელოვანია ის სენზიტიური ასაკობრივი პერიოდები, როდესაც მიმდინარეობს თვისობრივად ახალი გამოცდილების…

ბავშვთა ფსიქოპათოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ბავშვის ნორმალური განვითარებიდან გადახრის ფსიქოლოგიური კვალიფიკაცია წარმოადგენს. მოზრდილებისაგან განსხვავებით, ბავშვის შემეცნებითი და ემოციური სფერო მუდმივი ცვლილებებისა და ჩამოყალიბების პროცესშია, ეს პროცესი ასაკობრივი თავისებურებებით ხასიათდება. ამავე დროს, ბავშვის განვითარებაში მეტად მნიშვნელოვანია ის სენზიტიური ასაკობრივი პერიოდები, როდესაც მიმდინარეობს თვისობრივად ახალი გამოცდილების ათვისება და ახალი უნარების განვითარება. ამიტომ, ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევის დიაგნოსტირებისას აუცილებელია ნორმალური განვითარებისა და ასაკობრივი ფაქტორების გათვალისწინება, რადგან აღნიშნულის გარეშე, შეუძლებელია, როგორც განვითარების ანომალიის კანონზომიერების ზუსტი შეფასება, კლასიფიცირება და დიაგნოსტიკა, ისე რეაბილიტაციისა და სწავლების სტრატეგიის სწორად შერჩევა.

ნორმალური განვითარებიდან გადახრა ხშირად განიმარტება როგორც ანომალური განვითარება, ანუ დიზონტოგენეზი (ნორმალური ონტოგენეზური განვითარების დარღვევა).

პრობლემურ განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები

ცნობილია, რომ ბავშვის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე როგორც ბიოლოგიური, ისე ფსიქო-სოციალური ფაქტორების ხანგრძლივი პათოლოგიური ზემოქმედება იწვევს ნორმალური განვითარებიდან გადახრას. განვითარების დარღვევები განსხვავდება გამომწვევი ფაქტორების ანუ ეტიოლოგიის, პათოგენეზური მექანიზმების, ფაქტორების ზემოქმედების პერიოდისა და ხანგრძლივობის მიხედვით. ამიტომ, განვითარების დარღვევების კლასიფიცირება და დიაგნოსტიკა შეუძლებელია განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების ანალიზის გარეშე.

განვითარების დარღვევების ცნობილ კლასიფიკაციებში ზოგადადაა გამოყოფილი ბავშვის განვითარებაზე მოქმედი ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორები. ეს კლასიფიკაციები უფრო სამედიცინო ხასიათისაა და მათში, ძირითადად, განხილულია პრენატალური, პოსტნატალური და პერინატალური მიზეზები (Handbook of Psychiatry, 1969; ვ. ლებედინსკი, 1985; Developmental Disorders ed. S. Hooper, 1992). ა. კარის მიერ მოწოდებულ ორიგინალურ კლასიფიკაციაში (1999) ბავშვის განვითარებაზე მოქმედ ბიოლოგიურ მიზეზებთან ერთად აქცენტი გამახვილებულია მრავალ ფსიქოლოგიურ ფაქტორზე.

ბავშვისა და მოზარდის ფსიქოლოგიური პრობლემების განვითარებაში ა. კარი გამოყოფს შემდეგ ფაქტორებს:

ფსიქოლოგიური პრობლემების წარმომშობი პრედისპოზიციური ანუ რისკ-ფაქტორები;

დამაჩქარებელი ანუ ბიძგის მიმცემი (ტრიგერები), ან ფსიქოლოგიური სირთულეების გამაძლიერებელი ფაქტორები;

ხელშემწყობი (შემანარჩუნებელი) მიზეზები ანუ ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს უკვე აღმოცენებული ფსიქოლოგიური პრობლემების გახანგრძლივებასა და განმტკიცებას;

დამცავი ფაქტორები, რომლებიც ამუხრუჭებს აღმოცენებული პრობლემების შემდგომ გაღრმავებას და გავლენას ახდენს პროგნოზსა თუ მკურნალობაზე.

ეს ფაქტორები ორ ზოგად სფეროდ ნაწილდება: პერსონალურად და კონტექსტუალურად. პერსონალური ფაქტორების ქვეშ იგულისხმება ბავშვის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური, ხოლო კონტექსტუალურში - ბავშვის ფსიქო-სოციალური გარემოს მახასიათებლები (ოჯახური, სკოლის, თანატოლების, დამხმარე ორგანიზაციების).

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური პრობლემების განმაპირობებელი ფაქტორების სტრუქტურა, შეიძლება, შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ:

ბავშვთა ფსიქოლოგიური პრობლემების პრედისპოზიციური, დამაჩქარებელი, შემანარჩუნებელი და დამცავი ფაქტორები ა. კარის მიხედვით (1998)

პრედისპოზიციური ფაქტორები

პერსონალური პრედისპოზიციური ფაქტორები

ბიოლოგიური:

გენეტიკური მოწყვლადობა;

პრედა პოსტნატალური გართულებები;

ადრეული ასაკის ინსულტები, ტრავმები და ავადმყოფობა.

ფსიქოლოგიური:

დაბალი ინტელექტი;

რთული ტემპერამენტი;

დაბალი თვითშეფასება;

კონტროლის გარეგანი ლოკუსი.

კონტექსტუალური პრედისპოზიციური ფაქტორები

ადრეულ ბავშვობაში ბავშვი-მშობლის ურთიერთობის ფაქტორები:

მიჯაჭვულობის პრობლემები;

ინტელექტუალური განვითარების სტიმულირების ნაკლებობა;

ავტორიტარული მშობლები;

გულგრილი მშობლები;

ყველაფრის ნებადამრთველი მშობლები;

არათანმიმდევრული დისციპლინა;

ბავშვის ადრეულ ასაკში ოჯახური პრობლემების არსებობა:

მშობლების ფსიქოლოგიური პრობლემები;

მშობლების ალკოჰოლოზმი და ნარკომანია;

მშობლების კრიმინალურობა;

ცოლ-ქმრული უთანხმოებანი და ძალადობა;

ოჯახური დეზორგანიზაცია;

დელიქვანტური და-ძმა.

ადრეული ბავშვობის სტრესი:

განშორება;

ახლობლის დაკარგვა;

ძალადობა;

ინსტიტუციონალური აღზრდა;

არახელსაყრელი სოციალური პირობები.

დამაჩქარებელი ფაქტორები

მწვავე ცხოვრებისეული სტრესი;

ტრავმა, ავადმყოფობა;

ძალადობა;

ცემა;

ახლობლის დაბადება ან დაკარგვა;

ცხოვრებისეული ციკლის გარდამავალი პერიოდები;

სკოლის გამოცვლა;

თანატოლების ან მეგობრების დაკარგვა;

ახლობლებთან განშორება ან მშობლების გაყრა;

მშობლების უმუშევრობა;

საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა;

ეკონომიკური სირთულეები.

შემანარჩუნებელი ფაქტორები

პერსონალური შემანარჩუნებელი ფაქტორები

ბიოლოგიური ფაქტორები

ფსიქოფიზიოლოგიური სისტემების დეზინტეგრაცია

ფსიქოლოგიური ფაქტორები

დაბალი თვით-ეფექტურობა;

დისფუნქციური ატრიბუციული სტილი;

დაცვის მოუმწიფებელი მექანიზმები;

დისფუნქციური დაძლევის სტრატეგიები.

კონტექსტუალური შემანარჩუნებელი ფაქტორები

მკურნალობის სისტემის ფაქტორები:

ოჯახის მიერ პრობლემის იგნორირება;

პრობლემის გადაწყვეტისადმი ამბივალენტურობა;

პრობლემასთან გამკლავებაში ოჯახის გამოუცდელობა;

ოჯახის მიერ დიაგნოზისა და მკურნალობის დაგეგმვის უარყოფა;

მკურნალობაში ჩართულ პროფესიონალებს შორის კოორდინაციის არარსებობა.

ოჯახის სისტემის ფაქტორები:

პრობლემური ქცევის უნებლიე განმტკიცება;

არამდგრადი მიჯაჭვულობა;

ძალადობრივი ურთიერთობა და ავტორიტარული აღზრდა;

ოჯახის გათიშულობა და პრობლემისადმი გულგრილი დამოკიდებულება;

ჭარბი მზრუნველობა და ყველაფრის ნებადამრთველი აღზრდა;

არათანმიმდევრული დისციპლინა;

ბუნდოვანი კომუნიკაცია ოჯახის წევრებს შორის;

ტრიანგულაცია;

ქაოტური ოჯახი;

ცოლ-ქმრული უთანხმოებანი;

არასრული ოჯახი, მშობლების განქორწინება.

მშობლების ფაქტორები:

მშობლებს მსგავსი პრობლემა აქვთ;

მშობლების ფსიქოლოგიური პრობლემები ან კრიმინალურობა;

ბავშვის განვითარებისადმი არაადეკვატური მოლოდინები;

მშობლების დაბალი თვითშეფასება;

მშობლების კონტროლის გარეგანი ლოკუსი;

მშობლების დაბალი თვით-ეფექტურობა;

დეპრესიული ან ნეგატიური ატრიბუციული სტილი;

მოუმწიფებელი დაცვის მექანიზმები;

დისფუნქციური დაძლევის სტრატეგიები;

სოციალური კავშირების ფაქტორები:

მწირი სოციალური მხარდაჭერა;

ძლიერი ოჯახური სტრესი;

სოციალური წარუმატებლობა;

ბავშვისათვის არაადეკვატური საგანმანათლებლო სივრცე;

დასაქმების მცირე შესაძლებლობა;

ძალადობა საინფორმაციო საშუალებებში.

დამცავი ფაქტორები

პერსონალური დამცავი ფაქტორები

ბიოლოგიური ფაქტორები:

კარგი ფიზიკური ჯანმრთელობა;

ფსიქოლოგიური ფაქტორები:

ინტელექტის მაღალი კოეფიციენტი;

ახალ გარემოსთან იოლი ადაპტაცია;

მაღალი თვითშეფასება;

კონტროლის შინაგანი ლოკუსი;

მაღალი თვით-ეფექტურობა;

ოპტიმისტური ატრიბუციული სტილი;

დაცვის მომწიფებული მექანიზმები;

დაძლევის ფუნქციური სტრატეგიები.

კონტექსტუალური დამცავი ფაქტორები

მკურნალობის სისტემის ფაქტორები:

ოჯახის მიერ პრობლემის მიმღებლობა;

ოჯახის მიერ პრობლემის გადაწყვეტაზე ვალდებულების აღება;

ოჯახის მსგავს პრობლემასთან გამკლავების გამოცდილება;

ოჯახის მიერ დიაგნოზისა და მკურნალობის გეგმის მიმღებლობა;

ოჯახსა და პროფესიონალებს შორის კარგი კოორდინაცია.

ოჯახის სისტემის ფაქტორები:

უსაფრთხო მიჯაჭვულობა;

ავტორიტარული აღზრდა;

მკაფიო, ცხადი ოჯახური კომუნიკაცია;

მოქნილი ოჯახური ორგანიზაცია;

მამის ჩართულობა;

ცოლ-ქმრული თანხმობისა და კმაყოფილების მაღალი ხარისხი.

მშობლების ფაქტორები:

ბავშვის განვითარებისადმი ადეკვატური მოლოდინები;

მშობლების ადეკვატური თვითშეფასება;

მშობლების კონტროლის შინაგანი ლოკუსი;

მშობლების მაღალი თვით-ეფექტურობა;

ოპტიმისტური ატრიბუციული სტილი;

მომწიფებელი დაცვის მექანიზმები;

ფუნქციური დაძლევის სტრატეგიები.

სოციალური კავშირების ფაქტორები:

ძლიერი სოციალური მხარდაჭერა;

ბავშვისათვის ადეკვატური საგანმანათლებლო სივრცე;

მაღალი სოციო-ეკონომიკური სტატუსი.

ასაკობრივი განვითარების მახასიათებლებისა და განვითარების დარღვევის სიმპტომების მიმართება

განვითარების დარღვევის დიაგნოსტირებისას დიდი მნიშვნელობა აქვს დიზონტოგენეზის სიმპტომებისა და ნორმალური განვითარების ასაკობრივი ნიშნების დიფერენცირებას. ნორმალური განვითარების სხვადასხვა პერიოდში ბავშვი განსხვავებულად რეაგირებს გარემოს მავნე ზემოქმედებაზე. ბუნებრივია, განვითარების დარღვევის შემთხვევაშიც, დიზონტოგენეზის სიმპტომებთან ერთად, სახეზეა ბავშვის ასაკობრივი განვითარებისათვის დამახასიათებელი ნიშნებიც.

განასხვავებენ ნერვულ-ფსიქიკური რეაგირების ოთხ ტიპს (ვ. კოვალიოვი, (1979):

რეაგირების სომატო-ვეგეტატური დონე (0-3 წელი) - ხასიათდება ვეგეტატური სიმპტომებით, როგორიცაა ძილის, მადის, კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირების დარღვევები, სხეულის ტემპერატურის მატება;

რეაგირების ფსიქომოტორული დონე (4-10 წელი) - ხასიათდება სხვადასხვა წარმოშობის ჰიპერდინამიკური ტიპის დარღვევებით, როგორიცაა ფსიქომოტორული აგზნება, ტიკები, ენაბორძიკობა, ენურეზი;

რეაგირების აფექტური დონე (7-11 წელი) - ხასიათდება სხვადასხვა სახის შიშებით, იოლი აფექტური აგზნებადობით, ნეგატივიზმისა და აგრესიის გამოვლინებებით;

რეაგირების ემოციურ-იდეატორული დონე (11-16 წელი) - ხასიათდება პუბერტატის ასაკისათვის ჩვეული თავისებურებებით.

რეაგირების აღნიშნული დონეები, როგორც წესი, კონკრეტულ ასაკობრივ პერიოდებს შეესაბამება, თუმცა, ყოველ ასაკობრივ ჯგუფში, შესაძლებელია, მეტ-ნაკლები ხარისხით გამოვლინდეს რეაგირების ოთხივე დონე. ამიტომ გარემოს მავნე ზემოქმედებაზე რეაგირების ზემოაღნიშნული ტიპით დაყოფა პირობითია, რადგან ასეთ შემთხვევებში ასაკის შესაბამისი რეაგირების ტიპის უპირატესობაზეა საუბარი. განვითარების დარღვევების შეფასებისას, ასევე, მნიშვნელოვანია კრიტიკული ასაკობრივი პერიოდებისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებაც; კრიტიკული, კრიზისული ანუ სენზიტიური პერიოდი წარმოადგენს განვითარების ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლის შუალედურ სტადიას. ამ დროს ჩნდება ბავშვის უკვე შეძენილ, დაუფლებულ უნარებსა და გარემოს გაზრდილ მოთხოვნებს შორის კონფლიქტი. გარემოსთან ბავშვი უკვე ვეღარ ურთიერთობს ძველი საშუალებებით, ახალი უნარები კი ჯერ ისევ ჩამოყალიბების პროცესშია. ასეთ შემთხვევებში, შეიძლება, რეგრესი, ანუ წინა ასაკობრივ საფეხურზე დროებითი ჩამოცურების ფენომენი განვითარდეს. ნორმალური განვითარების ეს კანონზომიერება აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ანომალური განვითარების შეფასების დროს.

ბავშვის ფსიქიკური ფუნქციების და უნარების ნორმალური განვითარების კანონზომიერება და დარღვევა

ფუნქციის და განვითარების შეფასებისას დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქიკური უნარის ჩამოყალიბების პროცესის რომელ ეტაპზე მოხდა მავნე ზემოქმედება. ამის მიხედვით შესაძლებელია იმის დადგენა, თუ განვითარების რა სახის ანომალიასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. ფსიქიკური ფუნქციის და უნარის მომწიფების სამი ძირითადი ეტაპი გამოიყოფა: აღმოცენება, ჩამოყალიბება და განმტკიცება (Dennis, Burnes, 1994). უნარის მომწიფებაში შესაძლებელია გამოდიფერენცირდეს შემდეგი ასპექტები:

აღმოცენება:

აღმოცენების დრო – განვითარების ის ეტაპი, როდესაც პირველად ვლინდება კონკრეტული უნარი. ის შეიძლება იყოს დროული ან დაგვიანებული.

თანმიმდევრობა – უნარის აღმოცენების დრო სხვა უნარებთან მიმართებაში: რა თანმიმდევრობით ხდება კონკრეტული უნარის პირველი გამოვლინება. ის შეიძლება იყოს ნორმალური ან დარღვეული, რაც გულისხმობს უნარის აღმოცენების თანმიმდევრობის არევას სხვა უნარებთან მიმართებაში.

განვითარება:

ჩამოყალიბების ტემპი – უნარის განვითარების სისწრაფეა. ის შეიძლება იყოს ნორმალური, ან დროში გახანგრძლივებული.

სტრატეგია – უნარის გამოყენების გზა და საშუალებები. ის შეიძლება იყოს ჩვეული, ნორმალური ან შემოვლითი, რაც გულისხმობს უნარის გამოყენების ატიპურ, არაეფექტურ გზას.

გავარჯიშება – გულისხმობს საბოლოო კომპეტენციის მიღწევას, როდესაც უნარის ფუნქციონირება შედეგიანია და დიდ ძალისხმევას აღარ მოითხოვს. ის შეიძლება იყოს ნორმალური ან დეფიციტური – ამ დროს არ ხდება უნარის სრული ჩამოყალიბება და მის განხორციელებას დიდი ძალისხმევა ესაჭიროება.

განმტკიცება:

კონტროლი – უნარის კონტროლი გულისხმობს მის სრულად გამოყენების შესაძლებლობას მოკლე დროში შეფერხების გარეშე. კონტროლი შეიძლება იყოს ნორმალური ან სიმპტომური, რაც მიუთითებს უნარის დროებით დაქვეითებასა და დარღვევაზე.

შენარჩუნება – გულისხმობს უნარის ხანგრძლივად შენახვასა და გამოყენებას. ის შეიძლება იყოს ნორმალური ან დარღვეული, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვერ ხერხდება განვითარებული უნარის ხანგრძლივად შენახვა.

განვითარების დარღვევის დიაგნოსტიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა პერიოდში აღინიშნა ამა თუ იმ უნარის ასაკისათვის შეუსაბამო განვითარება და რა იყო მისი ქცევითი გამოვლინებები. ეს გვაძლევს ინფორმაციას ბავშვის არა მხოლოდ დეფიციტის, არამედ მისი შესაძლებლობების შესახებ და მეორეს მხრივ გვეხმარება დიაგნოსტიკური კრიტერიუმების ადეკვატურად გამოყენებაში.

განვითარების ფსიქოპათოლოგიის მოდელები

განვითარების ფსიქოპათოლოგიის მრავალფეროვანი თეორიებიდან სამი ძირითადი პროტოტიპული მოდელია გამოყოფილი: ნიშნების მოდელი, გარემოს მოდელი და ინტერაქციული მოდელი.

განვითარების დარღვევების ეტიოლოგიისა და პათოგენეზის მიხედვით ეს მოდელები მრავალი ვარიაციის სახით გვხვდება.

ნიშნების ანუ სტატუსის მოდელს სამედიცინო მოდელსაც უწოდებენ. მისი ძირითადი დებულება შემდგომში მდგომარეობს: დროის კონკრეტული პერიოდისათვის არსებული ნიშნებითა და სტატუსით შესაძლებელია ბავშვის შემდგომი პერიოდის სტატუსის წინასწარმეტყველება. ეს მოდელი არ არის ინტერაქციული ტიპის და, აქედან გამომდინარე, გარემოს გავლენის ეფექტს არ განიხილავს. ამ მოდელში განიხილება ისეთი შემთხვევები, როდესაც გარკვეული ნიშანი შეიძლება კიდეც ურთიერთქმედებდეს გარემოსთან, მაგრამ იგი გარემოს გავლენით არ იცვლებოდეს. ნიშნების ტრანსფორმაცია რთული ფენომენია. ნიშნები, შეიძლება, მოიცავდეს პროცესებს, დაძლევის უნარებს, რეაგირების ტენდენციებს, ტემპერამენტს, გენეტიკურ კოდებს და ა.შ. ამასთან, ნიშნები, შეიძლება, სწავლის პროცესში იქნას შეძენილი ინტერაქციის შედეგად. შეძენის შემდეგ იგი შედარებით უცვლელად რჩება და შემდეგი ინტერაქციის მერე არ ხდება მისი ტრანსფორმაცია.

გენეტიკური და ბიოლოგიური მიზეზების შედეგად აღმოცენებული ფსიქოპათოლოგიური პრობლემების გასარკვევად ეფექტურია ნიშნების მოდელი და მას ხშირად იყენებენ ფსიქიკური დაავადებების გენეტიკური მიზეზების კვლევისას. კონკრეტული ნიშანი პათოლოგიის კონკრეტული ტიპის გამომწვევია. ბავშვს, რომელიც ერთი ან რამდენიმე გენის ცვლილებითაა დაბადებული, ფსიქოპათოლოგიის ნიშნები მოგვიანებით უვლინდება. ამ შემთხვევაში პოტენციურ შედეგებზე გარემოს ზეგავლენის როლი უმნიშვნელოა. ამ მოდელს ნაკლიც გააჩნია:

ფსიქოპათოლოგია შეიძლება არ გამოვლინდეს იმ პირებში, რომლებიც კონკრეტული სტატუსის, ან ნიშნის მატარებელნი არიან. მაგ.: შიზოფრენიით დაავადებული მშობლების შვილს შიზოფრენია, შეიძლება, არ განუვითარდეს; მყიფე X სინდრომის მქონე ქალებს, შეიძლება, არ გამოუვლინდეთ დარღვევები, ისევე, როგორც ფენილკეტონურიის გენური მუტაციის მქონე ყველა პირს, შეიძლება, არ აღენიშნოს ფსიქოპათოლოგია ან განვითარების პრობლემები.

გარემოს მოდელი. ქცევაზე გავლენას ახდენს წარსული გამოცდილებაც. დროის კონკრეტულ მომენტში ზოგიერთი გარემო ფაქტორი მნიშვნელოვნად მოქმედებს ქცევაზე. მაგალითად, ადრეული ასაკის პერიოდში გარემოს ნეგატიური გავლენა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე მოგვიანებით ასაკში. ასევე, ბავშვის განვითარებაზე მასტიმულირებელი და ყურადღებიანი გარემო დაბადებიდან პირველ წელს უფრო დადებითად მოქმედებს, ვიდრე მეორე წელს. ბავშვის კონკრეტული გამოცდილება შემდგომში ახდენს გავლენას მის ქცევასა და გარემოსადმი რეაგირებაზე.

ინტერაქციული მოდელი. ამ მოდელის მიხედვით (Lewis, 1972; Sameroff, Chandler, 1975) ბავშვის განვითარებაზე გავლენას ახდენს როგორც გარემო, ასევე ბავშვისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ბავშვის განვითარებაში ცვლილება ამ ორი ფაქტორის ფუნქციაა. განვითარების აღნიშნული მოდელის ცენტრალური საკითხია ტრანსფორმაცია. განარჩევენ ინტერაქციული მოდელის ორ ვარიანტს. პირველ შემთხვევაში ახალ ქცევებს ნიშნისა და გარემოს ურთიერთქმედება იწვევს და ამ ურთიერთქმედების შედეგად არ იცვლება არც ნიშანი, არც გარემო. ამ მოდელის მიხედვით ახა ლი ქცევები აღმოცენდება ძველი ქცევებისა და გარემოსთან მათი ინტერაქციის საფუძველზე; მაგრამ, ეს მხოლოდ ახალი ქცევების ძველ რეპერტუარზე დამატებაა. მეორე შემთხვევაში ახალი ქცევები აღმოცენდება გარემოსა და ნიშნის ურთიერთქმედებით, რის შედეგადაც იცვლება როგორც გარემო, ისე ნიშანი. ამ უკანასკნელ მიდგომას ლ. ვიგოტსკის მოდელი (1982) ეკუთვნის.

მორგების მოდელი (Thomas, Chess, 1977; Lerner, 1984). ამ მოდელის ძირითადი დებულების საფუძველია ბავშვის პრობლემების მახასიათებლებსა და გარემოს მოთხოვნებს შორის შეუთავსებლობა. შეგუების პრობლემები არა ბავშვის ბუნებაში, ან გარემოს მოთხოვნებშია, არამედ მათ შეუთავსებლობაში. მორგების მოდელის მიხედვით ფსიქოპათოლოგია ბავშვის ნიშნებისა და გარემოს შეუსაბამობის შედეგს წარმოადგენს.

ლ. ვიგოტსკის მოდელი. ანომალური ონტოგენეზური განვითარების შესასწავლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განვითარების ორი ფაქტორის - ბიოლოგიურისა და სოციალურ-ფსიქოლოგიურის ურთიერთმოქმედების გათვალისწინებას. განვითარების პროცესში იცვლება ფსიქიკური აქტივობის უზრუნველყოფის ნერვული მექანიზმები, ხოლო ბიოლოგიური და სოციალურფსიქოლოგიური ფაქტორების ურთიერთქმედება ცვლის ბავშვის ქცევას; ბავშვის გამოცდილება იცვლება გარემოსთან აქტიური ურთიერთმოქმედების პროცესში.

ვ. ლებედინსკიმ ლ. ვიგოტსკის დებულებებზე დაყრდნობით გამოყო ფსიქიკური განვითარების დარღვევის განმსაზღვრელი შემდეგი პარამეტრები:

• დარღვევის ფუნქციური ლოკალიზაცია. ლოკალიზაციის მი- ხედვით გამოიყოფა კერძო და ზოგადი დეფიციტი. კერძო დეფიციტი ფსიქიკური ფუნქციების (გნოზისის, პრაქსისის, მეტყველების), ხოლო ზოგადი დეფიციტი რეგულატორული სისტემების დარღვევას გულისხმობს, რაც ფსიქიკური აქტივაციის დონის, ყურადღების კონცენტრაციის, ემოციური სფეროს რეგულაციის, მოქმედების დაგეგმვისა და კონტროლის დარღვევებში ვლინდება.

• დაზიანების დრო. განვითარების დარღვევის ტიპი დამოკიდე- ბულია ნერვული სისტემის დაზიანების პერიოდზე. დროითი ფაქტორის ქვეშ არა მხოლოდ დაზიანების მომენტი, არამედ ონტოგენეზში მოცემული ფუნქციის განვითარების პერიოდის ხანგრძლივობაც იგულისხმება. ბავშვის განვითარების პროცესში ფსიქიკური ფუნქციების ჩამოყალიბებისათვის განსხვავებული დროა საჭირო. ზოგიერთ ფუნქციას განვითარების ხანმოკლე ციკლი აქვს, ზოგს კი - ხანგრძლივი. ასე რომ, ონტოგენეზში ფსიქიკური ფუნქციები ჰეტეროქრონულად ვითარდება ანუ ფუნქციათა ჩამოყალიბება ერთდროულად კი არ ხდება, არამედ, თითოეულ მათგანს განვითარების მისთვის დამახასიათბელი დროითი ციკლი აქვს. მაგალითად, მოტორული ფუნქციის ჩამოყალიბებას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება - დაბადებიდან 7 წლამდე, მაშინ, როცა მხედველობითი და ტაქტილური აღქმის ჩამოყალიბების ციკლი უფრო ხანმოკლეა - 3 წლამდე. ამავე დროს, განვითარების ყოველ ეტაპზე რომელიმე ფსიქიკური ფუნქციის ჩამოყალიბება დროში წინ უსწრებს სხვა ფუნქციების განვითარებას. მაგ.: ონტოგენეზის ადრეული პერიოდის წამყვანი ფუნქციაა აღქმისა და მეტყველების განვითარება და ამ ფუნქციების ჩამოყალიბება წინ უსწრებს პრაქსისის განვითარებას. განვითარების ადრეულ საფეხურზე აღქმის წამყვანი როლი პიაჟეს ცნობილ ფენომენებში ვლინდება. შემდგომში მიმდინარეობს საგნობრივი მოქმედებების უნარისა და პრაქსისის განვითარება. მოტორულ აქტივობაში სიტყვის მარეგულირებელი როლის გაზრდა იწვევს აღქმის, მეტყველების, ნებით მოტორულ ქმედებათა შორის ფუნქციური ურთიერთობის მნიშნვნელოვან ცვლილებას.

დროის პარამეტრში, ასევე, იგულისხმება განვითარების სენზიტიური პერიოდებიც. გარემოს მავნე ზემოქმედების მიმართ ზღურბლი განსაკუთრებით დაბალია 0-3 წლამდე და 11-15 წლის ასაკში. ამ პერიოდებში განსაკუთრებით ხშირია რეგრესის მოვლენა. რეგრესი შეიძლება განიცადოს არა მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესში მყოფმა, არამედ უკვე ჩამოყალიბებულმა ფუნქციებმაც. აუცილებელია რეგრესის მოვლენისა და განვითარების დარღვევის განსხვავება, რადგანაც პირველ შემთხვევაში ფუნქციის განვითარების წინა დონეზე გადასვლა ხდება, ხოლო მეორე შემთხვევაში - ფუნქციის უხეში, ან ნაწილობრივი დარღვევა.

განვითარებაში ჩამორჩენა არასდროს არაა ერთნაირი. ნერვული სისტემის დაზიანება, პირველ რიგში, იმ ფსიქიკური ფუნქციების განვითარების დარღვევას იწვევს, რომლებიც ამ კონკრეტულ მომენტში იმყოფება ჩამოყალიბების სენზიტიურ პერიოდში და განსაკუთრებულად მოწყვლადია.

• ურთიერთმიმართება პირველად და მეორად დეფექტებს შორის. ლ. ვიგოტსკის მიხედვით დეფექტს სისტემური აგებულება აქვს. პირველადი დეფექტი უშუალოდ უკავშირდება ანომალური განვითარების ბიოლოგიურ ფაქტორებს (მაგ. სმენის და მხედველობის დაზიანება, ბავშვთა ცერებრული დამბლა, გენეტიკური დარღვევები, თავის ტვინის დაზიანება და ა.შ.); მეორადი დეფექტი კი პირველადი დეფექტით განპირობებული ანომალური განვითარების პროცესის შედეგია. მაგ.: სმენის დაქვეითება შეიძლება იყოს პირველადი დეფექტი, ხოლო მეორადი დეფექტის სახით წარმოჩინდება მეტყველების განვითარების პრობლემები და კომუნიკაციური ფუნქციის დარღვევა. მეორადად შეიძლება დაირღვეს ის ფსიქიკური ფუნქციებიც, რომლებიც დაზიანების მომენტში განვითარების სენზიტიურ პერიოდში იმყოფება. მაგ.: სკოლამდელ ასაკში განსაკუთრებით მოწყვლადია ნებითი მოტორიკა და მეტყველება, ამიტომ სხვადასხვა დაზიანებისა და განსხვავებული პირველადი დეფექტების შემთხვევაში ხშირია მათი განვითარების დარღვევა.

• ფუნქციათაშორისი კავშირების დარღვევა. ონტოგენეზში ფუნ- ქციები არა იზოლირებულად, არამედ ერთმანეთთან ურთიერთკავშირში ვითარდება. ნორმალური განვითარების პროცესში ფუნქციას, შეიძლება, რამდენიმე სახის კავშირი ჰქონდეს სხვა ფუნქციებთან:

ფუნქციის დროებითი დამოუკიდებლობით ხასიათდება ონტოგენეზის ადრეული ეტაპი. მაგალითად, ლ. ვიგოტსკის მიხედვით, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მეტყველებისა და აზროვნების განვითარება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს, ასევე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია მეტყველების ფონეტიკური და აზრობრივი მხარეების განვითარების პროცესებიც.

ფუნქციის ასოციაციური კავშირებიც განვითარების ადრეულ ეტაპებს ახასიათებს. დროსა და სივრცეში სიახლოვის მიხედვით, სხვადასხვა მოდალობის შთაბეჭდილებები ერთ მთლიან ასოციაციურ კომპლექსებად ერთიანდება. შეიძლება, ეს ასოციაციური კომპლექსები სხვადახვა სირთულის იყოს, თუმცა, ასეთი სახის კავშირები ფსიქიკური ფუნქციების სუსტ დიფერენციაციაზე მიუთითებს.

ფუნქციათა შორის იერარქიული კავშირები ყალიბდება საგნობრივი მოქმედებების დაუფლებისა და სოციალური ურთიერთობის პროცესში. ფუნქციათა შორის იერარქიული და მრავალდონიანი კავშირები გულისხმობს ფუნქციის წამყვანი, მარეგულირებელი და ფონური, ტექნიკური დონეების გამოდიფერენცირებას; ფუნქციის განხორციელებაში ყოველ მათგანს შესატყვისი დანიშნულება გააჩნია.

ნორმალური სისტემოგენეზის პირობებში სახეზეა ყველა ტიპის კავშირი, რომლებიც ასახავენ ფსიქიკური ფუნქციების ფუნქციური ორგანიზაციის სხვადასხვა დონეებს. ფსიქიკური ფუნქციების გართულება თუ ფუნქციური სტრუქტურის შეცვლა გარკვეული ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მიმდინარეობს და ჰეტეროქრონიის კანონს ემორჩილება.

განვითარების დაღვევისას ადგილი აქვს ფუნქციათა შორის კავშირების დარღვევას. მაგ.: როდესაც ფუნქცია მოწყვეტილია სხვა ფსიქიკურ ფუნქციებს და დამოუკიდებლად ვითარდება, ფუნქციის დროებით დამოუკიდებლობას მისი იზოლირებული განვითარება ცვლის. განვითარების დარღვევის დროს ასოციაციური კავშირები მაღალი ინერტულობით ხასიათდება, რის შედეგადაც ხდება მათი პათოლოგიური ფიქსაცია, ვეღარ ხერხდება ფუნქციის გართულება და მისი იერარქიულ კავშირებში ჩართვა. ირღვევა ფუნქციათა განვითარების ჰეტეროქრონულობის კანონი და ადგილი აქვს ასინქრონიას, ანუ განვითარების დისპროპორციას; ერთი ფუნქციის განვითარების ციკლის დარღვევა იწვევს სხვა ფსიქიკური ფუნქციების განვითარების დეფიციტს. შეიძლება, ადგილი ჰქონდეს განვითარების ცალკეული პერიოდის ჩამორჩენას ანუ რეტარდაციას; ან ცალკეული ფუნქციების ნაადრევ, იზოლირებულ განვითარებას - აქსელერაციას.

აღნიშნული მექანიზმები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხვადასხვა სახის განვითარების დარღვევის ჩამოყალიბებაში.

განვითარების ფსიქოპათოლოგიის შეფასება

განვითარების დარღვევების დიაგნოსტიკაში ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს ბავშვთა პრობლემებისა და შესაძლებლობების შეფასება. შეფასების პროცედურის დროს ხდება დარღვევის ტიპის განსაზღვრა, ბავშვის ინდივიდური პრობლემის იდენტიფიკაცია, ინტერვენციის (ჩარევის) შერჩევა და შედეგების განჭვრეტა.

იმის მიხედვით, თუ ვისთან ურთიერთობს, ბავშვის ქცევა იცვლება სიტუაციურად. ამიტომ, შეფასებისათვის მხოლოდ ერთი პროცედურის გამოყენება არ იქნება მართებული; ბავშვის შეფასებისას ასევე მიზანშეუწონელია ინფორმაციის მხოლოდ ერთი წყაროს გამოყენება. ინფორმაციის მიღება მეტად მნიშვნელოვანია იმ პირებისგან, ვინც სხვადასხვა სიტუაციაში და პირობებში ურთიერთობს ბავშვთან. ამავე დროს, აუცილებელია, შეფასების, როგორც მრავალგანზომილებიანი სისტემის განსაზღვრა, რომლის მიზანია სხვადასხვა სფეროში და პირობებში ბავშვის სუსტი და ძლიერი მხარეების იდენტიფიკაცია. ასეთი მრავალმხრივი შეფასება საშუალებას იძლევა დავინახოთ თუ ინტერვენციის როგორი სახეა საჭირო მოცემულ კონტექსტში. ერთსა და იმავე ბავშვთან ინტერვენციის ტიპის შერჩევა კონტექსტის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ბ. აშენბახი ბავშვის დამაკმაყოფილებელი შეფასების მიზნით გამოყოფს 5 განზომილებას. თითოეული განზომილების ფარგლებში გამოიყენება შესაბამისი ინსტრუმენტები. აღსანიშნავია, რომ განვითარების სხვადასხვა პერიოდისათვის ყველა განზომილება თანაბრად მნიშვნელოვანი არ არის.

მრავალგანზომილებიანი შეფასების მოდელი გულისხმობს: მშობლის ანგარიშს, მასწავლებლის ანგარიშს, კოგნიტურ შეფასებას, ფიზიკურ შეფასებასა და უშუალოდ ბავშვზე დაკვირვებას.

ბავშვის შეფასების მიზანია მისი სირთულეებისა თუ პოტენციური შესაძლებლობების იდენტიფიკაცია და დახმარების სტრატეგიის განსაზღვრა. რაიმე სისტემის მიხედვით იდენტიფიკაციის ნებისმიერი ფორმა სხვადასხვა მდგომარეობის ერთმანეთისაგან განსხვავების მიზნით კატეგორიზაციასა და კლასიფიკაციას ეფუძნება. ამიტომ, ბავშვის მდგომარეობის იდენტიფიკაცია და მისი სხვა ბავშვის მდგომარეობისაგან განსხვავება შეუძლებელია კლასიფიკაციის გარეშე. კლასიფიკაცია კი მხოლოდ კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზეა შესაძლებელი და ტაქსონომიას გულისხმობს.

ტაქსონომია კლასიფიკაციის მეცნიერებაა, რომელიც გარკვეული წესით ჯგუფის ელემენტების (ტაქსონების) ქვეჯგუფებად (ტაქსებად) გამოყოფას გულისხმობს ისე, რომ ამ ქვეჯგუფებს მკაფიო საზღვრები ჰქონდეს და სხვადასხვა ქვეჯგუფში შემავალი ელემენტები არ ფარავდნენ ერთმანეთს. პრაქტიკაში ტაქსონომია უნდა იყოს მარტივი და ადვილად გამოსაყენებელი.

კლასიფიკაციის ფუნქცია

ადამიანის განვითარების დარღვევების კლასიფიკაციას შემდეგი დანიშნულება აქვს:

უზრუნველყოფს თეორიის, გაგებისა და ახსნის საფუძვლებს;

აღწერს მდგომარეობას და ხელს უწყობს მის შესახებ ინფორმაციის შეკრებას;

უზრუნველყოფს სტანდარტულ ლექსიკონს, სახელდების საერთო სისტემას მოვლენების, ნიშნებისა და სიმპტომების აღსანიშნავად;

განსაზღვრავს ცხოვრებისეულ მოვლენებსა და დარღვეულ მდგომარეობებს შორის კავშირს;

ახდენს მდგომარეობის წინმსწრები და შემდგომი მოვლენების იდენტიფიკაციასა და ხელს უწყობს მკურნალობის ტიპის განსაზღვრას;

იძლევა პროგნოზისა და მდგომარეობის კონტროლის საშუალებას.

მიდგომები შეფასებისადმი

განასხვავებენ კლასიფიკაციის აღწერით, დიაგნოსტიკურ და მულტივარიაციულ მიდგომებს. მათ შესაფასებლად ყველა შემთხვევაშია აუცილებელი იმ კრიტერიუმების გათვალისწინება, რომელთა საფუძველზეც ფასდება აღნიშნული მიდგომა.

დიაგნოსტიკა ხორციელდება სიმპტომების, ნიშნების აღწერით და ამ სიმპტომების კონკრეტულ სინდრომში გაერთიანებით. ეს პროცესი საკმაოდ რთულია, რადგან მსგავსი სიმპტომები ახასიათებს განსხვავებულ სინდრომებს. დიაგნოსტირებისათვის საჭიროა იმ საერთო ფაქტორის მოძიება, რომელიც სიმპტომებს სინდრომში გააერთიანებს და კონკრეტული დიაგნოზის ფარგლებში მოაქცევს. დიაგნოზი წარმოადგენს მდგომარეობის შესახებ დასკვნას სისწორის გარკვეული ალბათობის ხარისხით, რაც დამოკიდებულია აღნიშნული მდგომარეობის შესახებ ცოდნასა და ემპირიულ ფაქტებზე. სიტყვა „დიაგნოზი“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „განსხვავებას“ ან „ორს შორის გარჩევას“.

დიაგნოსტიკური დასკვნები ვალიდური, ანუ ვარგისიანი უნდა იყოს, შესაბამისად უნდა არსებობდეს მათი ვალიდობის დადგენის გზები. როდესაც დიაგნოზის დადგენა საფეხურებრივად ხდება და მკურნალობა ინიშნება, აუცილებელია, რომ იგი მოიცავდეს მისი წინმსწრები მოვლენებისა და გამოწვეული შედეგების აღწერას; შესაბამისად, დიაგნოსტიკური პროცესი შემდეგ ნაბიჯებს გულისხმობს:

მდგომარეობის „პათოგენეზის“ ან ეტიოლოგიის აღწერა - იდენტიფიკაცია, თუ როგორ და რა მიზეზით აღმოცენდა მდგომარეობა;

მდგომარეობის განვითარების შესაძლებელი მიმართულების განსაზღვრა;

დიაგნოზი - დასკვნა მოცემული მდგომარეობის შესახებ, იმის განსაზღვრა, თუ რა დაავადება აქვს პაციენტს;

მკურნალობის განსაზღვრა კონკრეტული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

პროგნოზი - როგორ განვითარდება მდგომარეობა მკურნალობის ფონზე და მისი შეწყვეტის შემდეგ;

ადეკვატური მკურნალობის გაგრძელება;

დიაგნოზის შემოწმება შედეგების შეფასებით.

აღწერითი მიდგომა

ამჟამად გავრცელებულია ორი საერთაშორისო სადიაგნოსტიკო სისტემა - DSM-IV, ამერიკული და ICD-10, საერთაშორისო, შემუშავებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. DSM-IV მრავალგანზომილებიანი კატეგორიალური სისტემაა. სხვადასხვა მდგომარეობის განმასხვავებელი სიმპტომები და ნიშნები 5 განზომილებაზეა აღწერილი.

I განზომილება - კლინიკური სინდრომები. ამ განზომილებაზე აღწერილია სხვადასხვა ფსიქიური აშლილობები და მათი დიაგნოსტიკური კრიტერიუმები გარდა პიროვნული აშლილობებისა და გონებრივი ჩამორჩენილობისა.

II განზომილება - პიროვნული აშლილობები; გონებრივი ჩამორჩენილობა. ამ განზომილებაზე აღწერილია პიროვნული აშლილობები და გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ხარისხების მიხედვით.

III განზომილება - ზოგადი სამედიცინო მდგომარეობა. ამ განზომილებაზე მოცემულია სხვადასხვა დაავადებები, რომლებიც არ კლასიფიცირდება როგორც ფსიქიური აშლილობა. ამავე დროს, მრავალი სომატური თუ ნერვული დაავადება შეიძლება მნიშვნელოვან კავშირში იყოს სხვადასხვა სახის ფსიქიურ აშლილობასთან.

IV განზომილება - გარემოს და ფსიქოსოციალური პრობლემები. ამ განზომილებაზე აღწერილია ის ფსიქოსოციალური პრობლემები, რაც შეიძლება კავშირში იყოს ფსიქიურ აშლილობასთან ან გავლენა მოახდინოს მის მკურნალობასა და პროგნოზზე.

V განზომილება - ფუნქციონირების გლობალური შეფასება (ადაპტაციის ხარისხი). ამ განზომილებაზე ფასდება ინდივიდის ზოგადი ფუნქციონირების დონე, რაც მოიცავს ფსიქოლოგიურ, სოციალურ და დასაქმების ასპექტებს. ბავშვთა და მოზარდთა დარღვევები, ისევე როგორც სხვა ძირითადი დიაგნოზები გარდა გონებრივი ჩამორჩენილობისა აღწერილია I განზომილებაზე.

ჩვილობის, ბავშვობისა და მოზარდობის ასაკის ძირითადი დარღვევები DSM-IV-ის მიხედვით:

გონებრივი ჩამორჩენილობა:

(მოთავსებულია II განზომილებაზე)

317. მსუბუქი - საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი ინტელექტი IQ-50-70, თუმცა შეუძლია გარემოს სოციალურ მოთხოვნებთან გამკლავება.

318.0 საშუალო - საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი ინტელექტი IQ-35-55, ესაჭიროება პერიოდული დახმარება.

318.1 ძლიერი - საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი ინტელექტი IQ-20-35, ესაჭიროება მუდმივი დახმარება, შეუძლია ელემენტარული ჩვევების დასწავლა;

318.2 მძიმე - 20-ზე დაბალი IQ; ესაჭიროება მოვლა და მუდმივი ზედამხედველობა.

319. გონებრივი ჩამორჩენილობა, სიმძიმის დადგენა შეუძლებელია

განვითარების პერვესიული დარღვევები

299.00 აუტიზმი - კომუნიკაციური ჩვევების დარღვევა, სოციალური ურთიერთობებისა და ქცევის დარღვევა, აფექტური სფეროს დარღვევა და გარემოს მიმართ გულგრილობა, რაც ვლინდება დაბადებიდან 30 თვემდე;

299.80 რეტის სინდრომი;

299.10 ბავშვობის დეზინტეგრაციული აშლილობა;

299.80 ასპერგერის სინდრომი;

299.80 განვითარების პერვესიული დარღვევა (დაუზუსტებელი), რომელიც არ თავსდება აუტიზმის კრიტერიუმებში.

დასწავლის უნარის დარღვევები

315.0 კითხვის უნარის განვითარების დარღვევები - კითხვის მწირი ჩვევები, რაც არ არის გამოწვეული გონებრივი ჩამორჩენილობით; კითხვის ჩვევების ათვისების გაძნელება, ენობრივი და მეტყველების დარღვევები;

315.1 მათემატიკური უნარის განვითარების დარღვევა - მწირი არითმეტიკული ჩვევები, რაც არ არის გამოწვეული გონებრივი ჩამორჩენილობით ან სხვა ფაქტორებით; არითმეტიკის ათვისების გაძნელება;

315.2 წერის უნარის განვითარების დარღვევები - მწირი წერითი ჩვევები, რაც არ არის გამოწვეული გონებრივი ჩამორჩენილობით; წერის ათვისების გაძნელება;

315.9 დასწავლის უნარის დაქვეითება - ყველა სხვა, დაუზუსტებელი.

კომუნიკაციის დარღვევები

315.31 ექსპრესიული მეტყველების დარღვევა - აზრის გამოთქმის გაძნელება და სიტყვების სიმწირე;

315.32 შერეული იმპრესიული (რეცეპტული)-ექსპრესიული მეტყველების დარღვევა - მეტყველების გაგების და აზრის სიტყვებში ჩამოყალიბების სიმწირე;

315.39 ფონოლოგიური დარღვევა (არტიკულაციის განვითარების დარღვევა) - არტიკულაციის გაძნელება, ბგერების მწირი არტიკულაცია, რაც არ არის დაკავშირებული სხვა კლინიკურ მდგომარეობებთან;

307 ენაბორძიკობა

307.9 კომუნიკაციის სხვა, დაუზუსტებელი დარღვევები.

მოტორული ჩვევების დარღვევა

315.4 კოორდინაციის განვითარების დარღვევა - მოძრაობათა კოორდინაციის სიმწირე;

ყურადღების დეფიციტისა და ქცევითი აშლილობა

314.XX ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი - ასაკთან შეუსაბამო უყურადღებობა, იმპულსურობა, ჰიპერაქტივობა;

314.01 კომბინირებული ტიპი;

314.0 უპირატესად უყურადღებო ტიპი;

314.1 უპირატესად იმპულსური ტიპი;

314.9 ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის დარღვევა - ყველა სხვა, დაუზუსტებელი.

312. XX ქცევითი აშლილობა - ქცევის დარღვევის მუდმივი გამოვლინება, როდესაც სხვების უფლებები და სოციალური ნორმები სისტემატურად ირღვევა; ვლინდება აგრესიის სახით ჯგუფებში და ინდივიდურად;

312.81 დასაწყისი ბავშვობაში

312.82 დასაწყისი ყმაწვილობაში

312.89 დასაწყისის განსაზღვრა შეუძლებლია

313.81 ოპოზიციური დევიანტური აშლილობა - ნეგატიური და მავნე ქცევის გამოვლინება სოციალური ნორმების დარღვევის გარეშე.

312.9 ქცევის სხვა, დაუზუსტებელი აშლილობა

კვებითი აშლილობა

52.52 პიკა - არასაკვები ნივთიერებების მუდმივად საკვებად გამოყენება;

307.53 ჩვილობის ღეჭვის დარღვევა;

307.59 ჩვილობის და ბავშვობის კვების სხვა, დაუზუსტებელი აშლილობები.

სქესობრივი იდენტიფიკაციის აშლილობა

302.6 ბავშვობის სქესობრივი იდენტიფიკაციის აშლილობა - სქესთან დაკავშირებული ინტენსიური დისტრესი და მისი შეცვლის სურვილი;

302.6 სქესობრივი იდენტიფიკაციის სხვა დარღვევები

ტიკური აშლილობა

307.23 ჟილ დე ლა ტურეტის დაავადება - მრავლობითი მოტორული და ვოკალური ტიკები;

307.22 ქრონიკული მოტორული და ვოკალური ტიკური აშლილობა - ან მოტორული, ან ვოკალური ტიკები;

307.21 გარდამავალი ტიკური აშლილობა - ზემოაღნიშნული ტიკები, მაგრამ არა უმეტეს 12 თვის ხანგრძლივობით;

307.20 სხვა ტიკური აშლილობა.

გამოყოფის აშლილობა

787.6 ენკოპრეზი - უნებლიე დეფეკაცია შეკრულობით;

307.7 შეკრულობის გარეშე

307.6 ენურეზი - უნებლიე შარდვა.

ჩვილობის, ბავშვობისა და ყმაწვილობის სხვა აშლილობა

309.21 დაშორებით გამოწვეული შფოთვითი აშლილობა;

313.23 ელექტიური მუტიზმი - ერთ ან რამდენიმე სოციალურ სიტუაციაში ურთიერთობისათვის ენის გამოყენების აკრძალვა;

313.89 მიჯაჭვულობის რეაქტიული დარღვევა ჩვილობის და ადრეული ბავშვობის ასაკში - სხვებთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი გაძნელება 5 წლამდე, რაც არ არის დაკავშირებული სხვა კლინიკურ მდგომარეობებთან;

307.3 სტერეოტიპული მოძრაობების აშლილობა;

313.9 ჩვილობის, ბავშვობისა და ყმაწვილობის სხვა, დაუზუსტებელი აშლილობა

ICD-10 დაავადებათა საერთაშორისო საკლასიფიკაციო სისტემაა, რომელიც ასევე კატეგორიალურია და მრავალგანზომილებიანი. სხვადასხვა დაავადებებისა და მდგომარეობების სიმპტომები და განმასხვავებელი კრიტერიუმები 6 განზომილებაზეა აღწერილი.

I განზომილება – კლინიკური ფსიქოპათოლოგიური სინდრომები. ამ განზომილებაზე მოთავსებულია ფსიქიური და ქცევითი აშლილობები გარდა ფსიქიკური განვითარების სპეციფიკური დარღვევებისა, რომლებიც II განზომილებაზეა წარმოდგენილი და გონებრივი ჩამორჩენილობისა, რომელიც III განზომილებაზეა მოთავსებული. ბავშვობისა და მოზარდობის განვითარების, ქცევითი და ემოციური აშლილობების კლინიკური სინდრომებიც ამ განზომილებაზეა წარმოდგენილი.

II განზომილება - ფსიქიკური განვითარების სპეციფიკური დარღვევები. ამ განზომილებაზე წარმოდგენილი მდგომარეობების კოდირება აღწერითი ხასიათისაა. ფსიქიკურ განვითარებაში სპეციფიკური შეფერხებების დიაგნოსტირება და კოდირება მათი ეტიოლოგიისგან დამოუკიდებლად ხდება ამ განზომილებაზე. გამონაკლისს წარმოადგენს პედაგოგიური მიშვებულობა და არასრულფასოვანი სწავლება.

III განზომილება - ინტელექტის დონე. ამ განზომილებაზე აღიწერება ინდივიდის აქტუალური ინტელექტუალური ფუნქციონირების დონე. ამ შემთხვევაშიც, კოდირება აღნიშნულ განზომილებაზე ხდება მიუხედავად ეტიოლოგიური ფაქტორისა და პროგნოზისა. კერძოდ, მიუხედავად სოციალურ-კულტურული დეპრივაციისა, სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირისა, დაავადებისა (მაგ. დაუნის სინდრომი), გონებრივი ჩამორჩენილობის დიაგნოსტირება III განზომილებაზე ხდება და აღწერითი ხასიათისაა. განმსაზღვრელი ფაქტორებისა და პროგნოზის კოდირება კი დამატებით IV, V, და VI განზომილებაზე ხდება.

IV განზომილება - სომატური მდგომარეობა. ამ განზომილებაზე კლასიფიცირდება სომატური და ნერვული სნეულებები და მოცემულია მათი სინდრომების სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები.

V განზომილება - თანმხლები ანომალური ფსიქოსოციალური სიტუაციები. ამ განზომილებაზე აღწერილია ანომალური ფსიქოსოციალური სიტუაციები, რომელთაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ ფსიქიური აშლილობის აღმოცენებაზე ან შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს მკურნალობისა და დახმარების დაგეგმვისას.

VI განზომილება - ფსიქოსოციალური პროდუქტულობის დარღვევის ზოგადი შეფასება. ამ განზომილებაზე აღიწერება ინდივიდის ფსიქიკური, სოციალური და შრომითი ფუნქციონირების ხარისხი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ფსიქიური აშლილობით, ფსიქიკური განვითარების სპეციფიკური დარღვევით და გონებრივი ჩამორჩენილობით.

ჩვილობის, ბავშვობისა და მოზარდობის ასაკის ძირითადი დარღვევები ICD-10-ის მიხედვით:

I განზომილება: კლინიკური ფსიქოპათოლოგიური სინდრომები

F84 განვითარების ზოგადი დარღვევები

F84.0 ბავშვთა აუტიზმი F84.1 ატიპური აუტიზმი F84.2 რეტის სინდრომი

F84.3 ბავშვთა ასაკის სხვა დეზინტეგრაციული აშლილობები

F84.4 ჰიპერაქტიური დარღვევა გონებრივ ჩამორჩენილობასა და სტრეოტიპულ მოძრაობებთან ერთად

F84.5 ასპერგერის სინდრომი

F84.8 განვითარების სხვა ზოგადი დარღვევები

F84.9 განვითარების ზოგადი დარღვევები,დაუზუსტებელი

F90-F98 ქცევითი და ემოციური აშლილობები, რომლებიც ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში იწყება:

F90 ჰიპერკინეტიკური აშლილობა

F90.0 აქტივობისა და ყურადღების დარღვევა

F90.1 ქცევის ჰიპერკინეტიკური აშლილობა F90.8 სხვა ჰიპერკინეტიკური აშლილობა

F90.9 დაუზუსტებელი ჰიპერკინეტიკური აშლილობა

F91 ქცევითი აშლილობა

F91.0 ქცევითი აშლილობა მხოლოდ ოჯახურ გარემოში

F91.1 არასოციალიზებული ქცევითი აშლილობა

F91.2 სოციალიზებული ქცევითი აშლილობა

F91.3 ოპოზიციური-გამომწვევი ქცევითი აშლილობა

F91.8 სხვა ქცევითი აშლილობა

F91.9 დაუზუსტებელი ქცევითი აშლილობა

F92 შერეული ქცევითი და ემოციური აშლილობა

F92.0 დეპრესიული ქცევითი აშლილობა

F92.8 სხვა შერეული ქცევითი და ემოციური აშლილობა

F92.9 დაუზუსტებელი შერეული ქცევითი და ემოციური აშლილობა

F93 ბავშვობის ასაკის ემოციური აშლილობა

F93.0 ბავშვთა ასაკის შფოთვითი აშლილობა, დაკავშირებული განშორების შიშთან

F93.1 ბავშვთა ასაკის შფოთვით-ფობიური აშლილობა

F93.2 ბავშვთა ასაკის სოციალური შფოთვითი აშლილობა

F93.3 და-ძმასთან კონკურენციის აშლილობა

F93.8 ბავშვთა ასაკის სხვა ემოციური აშლილობა

F93.9 ბავშვთა ასაკის დაუზუსტებელი ემოციური აშლილობა

F94 სოციალური ფუნქციონირების დარღვევა, რომელიც ბავშვობის ასაკში იწყება

F94.0 ელექტიური მუტიზმი

F94.1 ბავშვთა ასაკის მიჯაჭვულობის რეაქტიული აშლილობა

94.8 ბავშვთა ასაკის სხვა სოციალური ფუნქციონირების დარღვევა

94.9 დაუზუსტებელი ბავშვთა ასაკის სოციალური ფუნქციონირების დარღვევა

F95 ტიკური აშლილობა

F95.0 ტრანზიტორული ტიკური აშლილობა

F95.1 ქრონიკული მოტორული და ვოკალური ტიკური აშლილობა

F95.2 დე ლა ტურეტის სინდრომი

F95.8 ტიკური სხვა აშლილობები

F95.9 დაუზუსტებელი ტიკური აშლილობა

F98 ქცევითი და ემოციური სხვა აშლილობები ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში დასაწყისით

F98.0 არაორგანული წარმოშობის ენურეზი

F98.00 პირველადი ენურეზი, დაუზუსტებელი

F98.01 პირველადი ღამის ენურეზი

F98.02 პირველადი დღის (და ღამის) ენურეზი

F98.03 მეორადი ენურეზი, დაუზუსტებელი

F98.04 მეორადი ღამის ენურეზი

F98.05 მეორადი დღის (და ღამის) ენურეზი

F98.1 არაორგანული წარმოშობის ენკოპრეზი

F98.2 ბავშვობისა და მოზარდობის კვების აშლილობა

F98.3 ბავშვობისა და მოზარდობის არასაკვები ნივთიერებების მიღების აშლილობა (პიკა)

F98.4 სტერეოტიპული მოძრაობის აშლილობა

F98.5 ენაბორძიკობა

F98.6 უწესრიგო მეტყველება

F98.8 ბავშვობისა და მოზარდობის სხვა დაზუტებული ქცევითი და ემოციური აშლილობები (მასტურბაცია, ფრჩხილების კვნეტა, ცხვირში თითით ჩიჩქნა; თითის წოვა).

F98.9 ბავშვობისა და მოზარდობის დაუზუსტებელი ქცევითი და ემოციური აშლილობები

II განზომილება: ფსიქიკური განვითარების სპეციფიკური დარღვევები XX ფსიქიკური აშლილობის გარეშე

F80 მეტყველების განვითარების სპეციფიკური დარღვევები

DSM-ის და ICD-ის დადებითი მხარეები:

კომპლექსურობა - აღწერილია მდგომარეობათა ფართო სპექტრი, რომლებიც დეტალურადაა დიფერენცირებული და გაერთიანებულია კატეგორიებში;

საერთო ლექსიკონი - კლასიფიკაცია უზრუნველყოფს სტანდარტულ ლექსიკონს, რომლის საშუალებითაც ხდება ბავშვთა მდგომარეობის იდენტიფიკაცია;

სანდოობა - სხვადასხვა მდგომარეობის ერთმანეთისაგან გარჩევა მაღალი სანდოობის დონითაა შესაძლებელი;

კროს-კულტურული გამოყენების შესაძლებლობა - შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყნის კლინიცისტების მონაცემებისა და დაკვირვებების ერთმანეთთან შედარება.

DSM-IV-ის ICD-10-ის უარყოფითი მხარეები:

ორივე სისტემა კატეგორიალურია. კატეგორიალური ტიპის კლასიფიკაცია ზუსტი და სანდოა მაშინ, როდესაც სადიაგნოსტიკო კლასი ჰომოგენურია, კლასებს შორის მკაფიო საზღვრებია და სხვადასხვა კლასი გამორიცხავს ერთმანეთს. DSM-IVსა და ICD-10 –ში ფსიქიკური აშლილობების კატეგორიები არ არის დისკრეტული, არა აქვს მკაფიო საზღვრები და სხვადასხვა კატეგორიის წევრები მკვეთრად შეიძლება არ გამორიცხავდნენ ერთმანეთს. ასევე, ერთი დიაგნოსტიკური კატეგორიის წევრები ჰეტეროგენული ჯგუფია; მიუხედავად მსგავსი დიაგნოსტიკური ნიშნებისა, მასში შემავალი ინდივიდები განსხვავდებიან და მათი დიაგნოსტირება გარკვეული ხარისხის ალბათობით ხდება;

როდესაც მდგომარეობა აშკარა და გარკვეულია (მაგ. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის დროს), სანდოობა მაღალია, მაგრამ, თუ მდგომარეობა ნაკლებად აშკარაა ( მაგ. ყურადღების დეფიციტი ჰიპერაქტივობის გარეშე), სანდოობის ხარისხი ბევრად მცირდება. იგივე შეიძლება ითქვას სხვა მდგომარეობების, მაგ. დასწავლის უნარის დარღვევების შესახებაც;

ბავშვობისა და ყმაწვილობის ასაკის დიაგნოზებში დროში სტაბილურობის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ არის;

დიაგნოსტიკურ სისტემებს მდგომარეობის დიაგნოსტიკურ კატეგორიაში, მდგომარეობის პათოლოგიზაციაში მოქცე ვის უხეში ტენდენცია აქვს. ბავშვების უმეტესობას შერეული მდგომარეობები აქვს და სახელმძღვანელოში აღწერილი კლასტერები სუფთა სახით მათ მცირე ნაწილს უვლინდება; შერეული მდგომარეობების გამო დიაგნოზი სხვადასხვა დიაგნოსტიკურ კატეგორიებს შორის თავსდება. კლინიცისტებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ კატეგორიალური შეფასებები ზუსტი არ არის;

დიაგნოზები, ნაწილობრივ, სქემატურ ხასიათს ატარებს. აქცენტი ძირითად „კლინიკურ სინდრომზე“ კეთდება და, მიუხედავად სხვა განზომილებების არსებობისა, არ ხდება ბავშვის ყოველმხრივი შეფასება;

დიაგნოზი ნაკლებად ითვალისწინებს განვითარების პერსპექტივას, კულტურულ და სოციალურ განსხვავებებს. (A.Carr, 1997; Harris, 1995). ამ პრობლემის დასაძლევად DSM-IV-თღში ნაცადია კულტურული და ეთნიკური განსხვავებების გათვალისწინება დიაგნოსტირებისას. სპეციალურ დამატებაში მოცემულია სპეციფიკური სინდრომები, დამახასიათებელი განსხვავებული კულტურებისთვის, ასევე გავრცელებული სინდრომების შესაძლო კულტურული ვარიაციები.

მულტივარიაციული მიდგომა

ეს მიდგომა, მდგომარეობების ძირითადი კლასტერებისა და მათთვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნების იდენტიფიკაციის მიზნით იყენებს სტატისტიკურ ანალიზს. იგი მთლიანად ეფუძნება სტატისტიკურ პროცედურას და ნაკლებად ეყრდნობა პროფესიულ ექსპერტულ მოსაზრებას. აღნიშნულმა მიდგომამ ბავშვთა დარღვევების ორი ფართო განზომილება მოგვცა (კლასტერების ჯგუფები). პირველი მოიცავს „ქცევით“ პრობლემებს და განისაზღვრება როგორც „ექსტერნალიზებული“, დაკავშირებულია აგრესიასთან და მის გამოვლინებებთან: მაგ. ჩხუბი, ურჩობა, ბანდიტურ დაჯგუფებაში გაერთიანება. მეორე განზომილებით პიროვნების პრობლემები განისაზღვრება როგორც “ინტერნალიზებული”, რომელიც დაკავშირებულია შფოთვასთან, ჩაკეტილობასთან და ვლინდება მაგ. ტირილში, წუხილში, სევდასა და დეპრესიაში. ეს მიდგომა ჩამოყალიბდა Achenbach, Hewith-ის, Jenkins-ის, Quay-სა და Werry-ის კვლევების საფუძველზე (Cullinan, 1983). მათ გამოყვეს მდგომარეობათა კლასტერები. მდგომარეობა აღწერილია ყოველი კლასტერის ფარგლებში და ეთანხმება ემპირიულ მონაცემებსა და დაკვირვებებს:

არასოციალიზებული აგრესიული ქცევითი აშლილობა: ჩხუბობს, ურტყამს, სცემს, ძალადობს, აშინებს, დასცინის, ურჩევნია უმცროსებთან ურთიერთობა, გამომწვევია, ურჩი, თავხედი, გაუფრთხილებელი, აქვს სიბრაზისა და სიჯიუტის შეტევები, გულგრილია, ხმაურიანი, ნეგატიური, მოუსვენარი, იტყუება, არაკეთილსინდისიერია, ჭირვეული, ზედმეტად აქტიური.

სოციალიზებული აგრესიული ქცევითი აშლილობა: აცდენს სკოლას, სახლიდან გარბის, იპარავს სხვებთან ერთად, იპარავს სახლიდან, თაღლითობს, იტყუება, ერთიანდება ბანდიტურ დაჯგუფებაში, შენიშნულია სამართალდამცავი ორგანოების მიერ.

ყურადღების დეფიციტი: ყურადღების მწირი კონცენტრაცია, ყურადღების მცირე მოცულობა, ცუდი კოორდინაცია, მეოცნებე, მოუხერხებელი, პასიური, უინიციატივო, მოუსვენარი, ცქმუტავს, სწრაფად გადაერთვება, არ ამთავრებს საქმეს, იმპულსურია, ადვილად წყინდება, ჰიპერაქტიურია, ინერტულია.

შფოთვა, განმარტოება (ჩაკეტვა): დაძაბულია, მორცხვი, დეპრესიული, გამოირჩევა ძლიერი შფოთვით, მშიშარაა, სევდიანი, გაუბედავი, მგრძნობიარე, წუხს, ხშირად ტირის, ნაკლებად თვითდარწმუნებულია, ადვილად უცრუვდება იმედი, აქვს უმაქნისობისა და უვარგისობის განცდა.

„შიზოიდი“ (გულცივი): ჩაკეტილია, ცივი, არაგულისხმიერი, გაუბედავი, სევდიანი, მორცხვი, გულჩათხრობილი, არეული, დახურული, არ საუბრობს, აქვს ინტერესის ნაკლებობა.

სოციალური შეუსაბამობა: მწირი ურთიერთობა აქვს თანატოლებთან, განმარტოებულია, მორცხვი, გაუბედავი, იგნორირებულია ტოლების მიერ, ურთიერთობს უფროსებთან.

ფსიქოტური აშლილობა: აბნეულია, უცნაური, აქვს განმეორებადი მეტყველება, მხედველობითი ან სმენითი ჰალუცინაციები, უცნაური იდეები და ქცევები.

მოტორული ზეაქტიურობა: მოუსვენარია, იმპულსური, ჰიპერაქტიური, აგზნებული, არ შეუძლია დაცდა, ბევრს ლაპარაკობს, უცნაურ ხმებს უშვებს.

მულტივარიაციული მიდგომის დადებითი მხარეები:

ეს მიდგომა აღწერს იმ მდგომარეობებს, რომლებიც იდენტიფიცირებულია კლინიცისტების მიერ, ე.ი. ეყრდნობა რეალურ გამოვლინებებს და არა ჰიპოთეტურ კონსტრუქტებს;

ის რანჟირების ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც იზომება ბავშვის ნორმიდან გადახრა;

ის იძლევა დარღვევის სხვადასხვა კონტექსტში განხილვის საშუალებას.

მულტივარიაციული მიდგომის უარყოფითი მხარეები:

ვინაიდან ეს მიდგომა აღწერით კვლევებს ეყრდნობა, დგება მათი სანდოობისა და ვალიდობის პრობლემა;

აღნიშნული სკალებით ინდივიდის მთლიანი მდგომარეობის განსაზღვრა ძნელია, მაგ. ც.ნ.ს.-ის დაზიანების მქონე, დასწავლის უნარის დაქვეითების თუ დისლექსიის მქონე ბავშვის იდენტიფიცირება შეუძლებელია;

დარღვეული ქცევა დამოკიდებულია იმ სპეციფიკურ პირობებზე, რომელშიც ხდება მისი განსაზღვრა. მიუხედავად მსგავსებისა, ერთ სიტუაციაში მიღებული მონაცემი, შეიძლება, არათავსებადი იყოს სხვა სიტუაციაში მიღებულ მონაცემთან.

თუ ერთმანეთს შევადარებთ მულტივარიაციულ და კატეგორიალურ მიდგომებს, დავინახავთ, რომ ექსტერნალიზებუ ლი და ინტერნალიზებული განზომილებები Achenbach-ის Child Behavioral Cheklist-ში ეთანხმება ICD-ისა და DSM-ის დიაგნოზებს. ამავე დროს, ის ბავშვები, რომლებიც ამ განზომილებათა კიდეებში ხვდებიან, DSM და ICD კატეგორიალური სისტემებით ვერ კლასიფიცირდებიან. ექსტერნალური და ინტერნალური მახასიათებლები პოპულაციაში ნორმალურად ნაწილდება, ამიტომ ბავშვთა უმრავლესობას პრობლემები ორივე განზომილებაში აქვს. მულტივარიაციული მიდგომებით იოლია ხშირი, გავრცელებული სინდრომების იდენტიფიკაცია, მაგრამ ძნელად ხერხდება შედარებით იშვიათი სინდრომების განსაზღვრა; ეს უკანასკნელნი უკეთესად განისაზღვრება კატეგორიალური სისტემით (მაგ. როგორიცაა აუტიზმი, ან ენკოპრეზი). კატეგორიალური სისტემები, რომელთა რიცხვსაც მიეკუთვნება DSM და ICD, სასარგებლოა ისეთი სინდრომების დიაგნოსტირებისათვის, როგორიცაა განვითარების პერვესიული აშლილობები, ტიკები და ერთეული სიმპტომების გამოვლინება - პიკა, ღამის პანიკური შიშები.

კლინიკურ პრაქტიკაში, ბავშვის სტატუსის დასადგენად, ქცევისა და სწავლის პრობლემების მრავალგანზომილებიანი შეფასება აუცილებელია. სანდო და ვალიდური მონაცემების მიღების მიზნით წარმატებით იყენებენ ქცევის შესაფასებელ კითხვარებს, უნარების თუ განვითარების შესაფასებელ ტესტებს, ნეიროფსიქოლოგიურ ტესტირებას.

ემპირიული მიდგომა

ეს მიდგომა მულტივარიაციული მიდგომის ვარიანტია და Edelbrock-ის, Achenbach-ისა და McConaughy-ის სახელებს უკავშირდება. იგი ეყრდნობა შემდეგ ფსიქომეტრულ პრინციპებს:

შეფასება უნდა ეყრდნობოდეს სტანდარტულ პროცედურას;

ბავშვის ყოველი ასპექტის შესაფასებლად გამოყენებული უნდა იყოს ინფორმაციის მრავალი წყარო;

ტესტირების შედეგები რაოდენობრივ მონაცემებს უნდა იძლეოდეს;

ქულები უნდა გვიჩვენებდეს მოცემული ინდივიდის ადგილს მის შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში;

გათვალისწინებულ უნდა იქნეს განვითარების ფაქტორები;

შეფასება უნდა იყოს ვალიდური და სანდო.

აღნიშნული კრიტერიუმები, ზოგადად, შეფასების ყველა სისტემისთვისაა მოწოდებული. ეს მრავალგანზომილებიანი მიდგომა 5 განზომილებას მოიცავს: 1 - მშობლები, 2 - მასწავლებლები, 3 - კოგნიტური შეფასება, 4 - ფიზიკური შეფასება, 5 - ბავშვის პირდაპირი შეფასება.

სამივე საკლასიფიკაციო სისტემას გააჩნია სუსტი და ძლიერი მხარეები. ბავშვებს ხშირად აქვთ კომპლექსური პრობლემები, რის გამოც ვერ ხერხდება ვერც მულტივარიაციული და ვერც კატეგორიალური შეფასების გამოყენება. DSM და ICD კლასიფიკაცია შეიძლება, მოსახერხებელი იყოს კვლევისა და კლინიკური პრაქტიკისათვის, მაგრამ მათ არ გააჩნიათ ისეთი სანდოობა და ვალიდობა, რომელიც მათი საყოველთაოდ გამოყენების გარანტი იქნებოდა. აღნიშნული სისტემები პიროვნების სტიგმატიზაციას უწყობს ხელს; ისინი, შეიძლება, გამოყენებულ იქნას მხოლოდ შესაბამისად მომზადებული ფსიქიატრებისა და კლინიკური ფსიქოლოგების მიერ.

აქედან გამომდინარე:

ორივე მიდგომა - კატეგორიალური და მულტივარიაციული - გამოიყენება ბავშვის ქცევისა და განვითარების შეფასებისას;

კატეგორიალური მიდგომები უფრო სანდო და ეფექტურია კვლევითი მიზნებისათვის;

მულტივარიაციული მიდგომები უფრო ეფექტურია ბავშვის სირთულეების თავის ასკობრივ ჯგუფთან მიმართებაში განსასაზღვრად.

ეთიკური თვალსაზრისით გასათვალისწინებელია, რომ დიაგნოზი იწვევს ბავშვების პათოლოგიზაციას. დიაგნოზში ყურადღება მახვილდება უარყოფით მხარეებზე, დარღვევებზე და არ მოიცავს ბავშვის დადებით, ძლიერ მხარეებს. ტრადიციული დიაგნოსტიკის პროცესი ბავშვში იწვევს დეფექტურობის აღქმას და სტიგმატიზაციას, რადგანაც ძირითადი აქცენტი მის პათოლოგიასა და დეფიციტზე კეთდება. დიაგნოზი უნდა მოერგოს მხოლოდ მდგომარეობის აღწერას, შესაბამის მკურნალობას, ან სტრატეგიის დაგეგმვას. იგი არ უნდა წარმოადგენდეს ბავშვისა და მისი ოჯახისათვის „იარლიყის მიწებების“ საბაბს. მდგომარეობა მაქსიმალურად ფრთხილად უნდა განისაზღვროს და მოიცავდეს არა მხოლოდ ბავშვის დეფიციტის აღწერას, არამედ მის ძლიერ მხარეებსა და შესაძლებლობებსაც.

ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოების გამოყენება დიაგნოსტირებისათვის შესაძლებელია მხოლოდ გავარჯიშებული და კლინიკურად გამოცდილი სპეციალისტებისათვის. DSM-IV-სა და ICD-10-ს გამოყენება დაუშვებელია მექანიკურად არაპროფესიონალების მიერ. ეს სისტემები შეიძლება განვიხილოთ როგორც სახელმძღვანელო (გაიდლაინი) კლინიკური დასკვნების გასაკეთებლად და კონკრეტული ფსიქიკური მდგომარეობის ინტერპრეტაციისათვის.

განვითარების დარღვევების კლასიფიკაცია

განვითარების დარღვევების, კერძოდ კი აუტიზმისა და გონებრივი ჩამორჩენილობისადმი აქტიურ ინტერესს დიდი ხნის ისტორია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „დასწავლის უნარის დაქვეითება“ მხოლოდ 1960-იან წლებში იქნა შემოღებული, ლიტერატურაში სწავლის სპეციფიკური პროფილის მქონე ბავშვები უკვე 1800-იანი წლებიდანაა აღწერილი; უკვე 1700-იანი წლებიდან გვხვდება გონებრივი ჩამორჩენილობის სულით ავადმყოფებისაგან განსხვავების მცდელობა; ასევე, მრავალი მცდელობა არსებობდა განვითარების დარღვევების სხვადასხვა ფსიქიატრიულ ნომენკლატურაში ჩართვისა და პირველადი ფსიქიკური აშლილობებისგან მათ გამოსაცალკევებლად. დღეისათვის, DSM-ში, განვითარების დარღვევები I განზომილებაზეა მოთავსებული.

Achenbach-ი (1985) აღნიშნავდა, რომ კლასიფიკაცია გულისხმობს დაკვირვებადი მდგომარეობების ჯგუფებად და ტიპებად სისტემურ მოწესრიგებას. იგი განასხვავებს ზოგად კლასიფიკაციას და ტაქსონომიას. ეს უკანასკნელი სხვადასხვა კლასებს შორის შინაგანი განსხვავებების ასახვას ნიშნავს. ცხადია, რომ ეს შინაგანი განსხვავებები განისაზღვრება სხვადასხვა რაოდენობის პარამეტრებითა და მათი კომბინაციით. ასეთ პარამეტრებს მიეკუთვნება ეტიოლოგია, სპეციფიკური ქცევები, ფიზიკური მახასიათებლები.

მიუხედავად მრავალი ხარვეზისა, კლასიფიკაციის სისტემას ბევრი დადებითი მხარე აქვს. Blashfield-ი (1984) თვლიდა, რომ კლასიფიკაციის ადეკვატური სისტემა უზრუნველყოფს რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს სიმპტომების სახესა და რაოდენობას, პროგნოზს, მკურნალობას, მკურნალობის შედეგებს, კომორბიდულ მდგომარეობებს, ეტიოლოგიურ ვარაუდებს. სხვადასხვა მკვლევრები კლასიფიკაციის სისტემისთვის შემდეგი მახასიათებლების აუცილებლობას აღნიშნავენ:

უნდა იყოს მარტივი;

უნდა ეყრდნობოდეს ფართო გამოყენების განსაზღვრებებს და ფართო სპექტრის ცვლადებს;

ასახავდეს მოცემულ სფეროში უპირატესად გავრცელებულ კლინიკურ და თეორიულ შეხედულებებს;

მისი გამოყენება უნდა იყოს ადვილი.

ამავე დროს, ზოგიერთი მკვლევარი ეჭვს გამოთქვამდა კლასიფიკაციის სისტემის გამოყენების სარგებლიანობასთან დაკავშირებით. Huschka (1941) იცავდა იდეოგრაფიულ მიდგომას და თვლიდა, რომ კლასიფიკაციის სისტემაში ინდივიდური განსხვავებების იგნორირება ხდება, რის გამოც ბრკოლდება განვითარების დარღვევების გაგება. Szasz-ი (1978) თვლიდა რომ დიაგნოზი პიროვნების მნიშვნელოვან სოციალურ სტიგმატიზაციას იწვევს.

ამრიგად, კლასიფიკაციის დადებითი და უარყოფითი მხარეების გათვალისწინება მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელია. კლასიფიკაციის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს სანდოობის, ვალიდობისა და კლინიკური ვარგისიანობის კრიტერიუმებს. Cantwell-მა (1988) აღნიშნა, რომ სანდოობისა და ვალიდობის საკითხები უპირველესი მნიშვნელობისაა ნებისმიერი კლასიფიკაციის სისტემისათვის. კლასიფიკაციისას გასათვალისწინებელია:

გამოყენებული განსაზღვრებების სიზუსტე;

შესასწავლი შერჩევითი ერთობლიობის ბუნება;

რამდენადაა გათვალისწინებული შერჩევითი ერთობლიობის ცვლადები - სქესი, ასაკი, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და ა.შ.;

განვითარების კანონზომიერება.

საკლასიფიკაციო მოდელები

განვითარების დარღვევების მქონე ბავშვების კლასიფიკაცია ორ ძირითად მიდგომას ეყრდნობა:

1. კლინიკური დასკვნის მიდგომის საფუძველს წარმოადგენს სფეროს სპეციალისტების კლინიკური დაკვირვებები და დასკვნები; ბავშვთა ფსიქოპათოლოგიის კლასიფიკაციაში სწორედ აღნიშნული მიდგომა დომინირებს და მასვე ეფუძნება DSM და ICD. აღნიშნული მიდგომა ნაკლებად სისტემატიზებულია; კლასიფიკაციური სქემა ჰიპოთეზების წამოყენებას გულისხმობს, მათი შემოწმება კი პირდაპირი გზით ვერ ხერხდება. კლინიკური დასკვნის მიდგომის ნაკლი მისი მეთოდოლოგიური სისუსტე, დაბალი ვალიდობა და სანდოობაა. მიდგომის საკლასიფიკაციო სქემების კლინიკური ვარგისიანობა საკმაოდ შეზღუდულია, რადგან განვითარების ფსიქოპათოლოგია არა რომელიმე, არამედ მრავალ ურთიერთმოქმედ ცვლადთანაა დაკავშირებული.

2. ემპირიული კლასიფიკაციის ტექნიკა. ეს მიდგომა ეფუძნება ქცევის რაოდენობრივ მახასიათებლებს და, „სულ ან არაფრის“ კატეგორიების საწინააღმდეგოდ, ფსიქოპათოლოგიის „პროტოტიპული“ პროფილების შექმნას ცდილობს. აღნიშნული საკლასიფიკაციო სისტემის გამოყენებამ გამოავლინა განვითარების სპეციფიკური დარღვევების ჰეტეროგენულობა. კლინიკური დასკვნის მიდგომასთან შედარებით მისი უპირატრესობის მიუხედავად, ემპირიულ მიდგომასაც გააჩნია ნაკლი. მულტივარიაციული კლასიფიკაციის ტექნიკის სიმარტივე ძალზე მიმზიდველია, რის გამოც მკვლევრებს „გულუბრყვილო ემპირიზმისაკენ“ უბიძგებს. ემპირიული კლასიფიკაციის მეთოდზე დაფუძნებული მოდელის ადეკვატურობა და სიძლიერე დამოკიდებულია თეორიულ ორიენტაციაზე, პოპულაციისა და ცვლადების შერჩევაზე. მაგ. თუ პოპულაციის შერჩევითი ერთობლიობა კარგად არ არის განსაზღვრული, ნაკლებად კონტროლდება დამოუკიდებელი ცვლადები, ხოლო დამოკიდებული ცვლადები თეორიული საფუძვლის მიხედვით არაა შერჩეული, მაშინ ემპირიული ანალიზის საფუძველზე მიღებული განზომილებები და ჯგუფები სხვა პოპულაციაში, ან სხვა სიტუაციაში გამოსაყენებლად არ გამოდგება.

ვ. ლებედინსკის კლასიფიკაცია

ეს კლასიფიკაცია ეფუძნება ფსიქიკური განვითარების კანონზომიერების დარღვევის მახასიათებლებს. კერძოდ, აღნიშნული კლასიფიკაციის საშუალებით ხდება განვითარების ანომალიის ტიპის დიფერენცირება არა ნოზოლოგიური პრინციპით, არამედ დარღვევის ეტიო-პათოგენეზისა და ფსიქოლოგიური სტრუქტურის საფუძველზე. ვ. ლებედინსკი გამოყოფს ფსიქიკური დიზონტოგენეზის შემდეგ ვარიანტებს: განუვითარებლობა, შეფერხებული განვითარება, დაზიანებული განვითარება, დეფიციტური განვითარება, დამახინჯებული განვითარება, დისჰარმონიული განვითარება.

• განუვითარებლობის ტიპის დიზონტოგენეზისათვის დამახასიათებელია დაზიანების ადრეული - პრეან პოსტნატალური პერიოდი, რაც განაპირობებს თავის ტვინის სისტემების ტოტალურ ჩამოუყალიბებლობას. განვითარების ამ ტიპის დარღვევას ახასიათებს, ერთის მხრივ, ელემენტარული ფსიქიკური ფუნქციების გარკვეული ხარისხით ჩამოყალიბება, მეორეს მხრივ, უმაღლესი, სიმბოლური ფუნქციების განვითარების დარღვევის გამო სათანადოდ ვეღარ ვითარდება ელემენტარული ფსიქიკური ფუნქციებიც (მეტყველების და აზროვნების განვითარების დარღვევა იწვევს ასაკის შესაბამისი განვითარების დეფიციტს აღქმასა და მოტორიკიაში). განუვითარებლობა ორი ძირითადი ნიშნით ხასიათდება: ნერვულ-ფსიქიკური განუვითარებლობის ტოტალურობით და ფსიქიკური დეფექტის იერარქიულობით. ტოტალურობა გულისხმობს მოუმწიფებელ სომატურ ფუნქციებსა და ჩამოუყალიბებელ მეტყველებას, მეხსიერებას, აზროვნებას, სენსომოტორულ და პიროვნულ-ემოციურ სფეროებს. იერარქიულობის ქვეშ იგულისხმება შედარებით ჩამოყალიბებული ელემენტარული ფსიქიკური ფუნქციების ფონზე მეტყველებისა და აზროვნების განვითარების დარღვევა და ინტელექტუალური ფუნქციების განსაკუთრებული მოშლა. ამასთან, ეს ორივე ნიშანი შეუქცევადია.

განუვითარებლობის ტიპურ მოდელს გონებრივი ჩამორჩენილობა წარმოადგენს.

• შეფერხების ტიპის დიზონტოგენეზისათვის დამახასიათებელია შემეცნებითი და ემოციური სფეროს განვითარების შენელება, ფუნქციათა განვითარების ციკლის დროში გაწელვა. განვითარების შეფერხება შეიძლება გამოწვეული იყოს გენეტიკური, ფსიქოგენური, რეზიდუალური ხასიათის ცერებრულორგანული ფაქტორებით.

განვითარების შეფერხებისათვის დამახასიათებელია ორი ნიშანი: დაზიანების მოზაიკურობა - ზოგიერთი ფსიქიკური ფუნქციის განვითარება დეფიციტურია, ხოლო ზოგიერთი ფუნქცია კი შენახულია. ძირითადად, შენელებულია ელემენტარული, ბაზისური უნარების მომზადება (მაგ. ნატიფი მოტორიკა, ფონოლოგიური ანალიზი, ვიზუალურ-სივრცითი გარჩევა).

შეფერხების ტიპს შეიძლება განსაზღვრავდეს შემდეგი სახის დარღვევები: 1. ფსიქიკური ფუნქციების დინამიკური პარამეტრების დეფიციტი (აქტივაციის დონე, ნერვული პროცესების აგზნება-შეკავების მოქნილობა, მდგრადობა); 2. ფსიქიკური ფუნქციების პარციალური დეფიციტი (მეტყველების, გნოზისის, პრაქსისის); 3. აღმასრულებელი ფუნქციების დეფიციტი, რომლებიც უზრუნველყოფს მოქმედების დაწყებას, დაგეგმვას, კონტროლს, გადართვას.

შეფერხების ტიპურ მოდელს მიეკუთვნება და სწავლის უნარის დარღვევა, დისლექსია.

• დეფიციტური განვითარება დაკავშირებულია ანალიზატორული სისტემების - სმენის, მხედველობის, მამოძრავებელი სისტემის პირველად დარღვევებთან. ანალიზატორის პირველადი დეფექტი იწვევს იმ ფუნქციების განვითარების დარღვევას, რომლებიც მასთან უშუალოდაა დაკავშირებული და ამავე დროს, აფერხებს იმ ფუნქციების განვითარებასაც, რომლებიც ამ დარღვეულ ფუნქციასთან არის დაკავშირებული. დეფიციტური განვითარების ტიპური მოდელია ცერებრული დამბლა, სიბრმავე, სმენის დაქვეითება.

• დაზიანებული განვითარების პათოგენეზის დროს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მავნე ზემოქმედება ხდება სიცოცხლის უფრო გვიანდელ პერიოდში (2-3 წელი), როდესაც თავის ტვინის სისტემების უმეტესობა უკვე ჩამოყალიბებულია. დიზონტოგენეზის ამ ტიპის მოდელია დემენცია, როდესაც ხდება ფუნქციათა შორის რთული იერარქიული კავშირების რღვევა, ინტელექტისა და ქცევის შეუქცევადი რეგრესი.

• დამახინჯებულ განვითარებას ერთდროულად ახასიათებს განუვითარებლობის, ცალკეული ფუნქციების შეფერხებული და აქსელერირებული განვითარების ნიშნები. ასეთი ტიპის დიზონტოგენეზის მოდელია პერვესიული აშლილობა, კერძოდ, აუტიზმი.

• დისჰარმონიული განვითარებისათვის დამახასიათებელია ზოგიერთი ფუნქციური სისტემის განვითარების შეფერხება და ზოგის პარციალური აქსელერაცია. დარღვევის საფუძველია კონსტიტუციური, მემკვიდრეობით მიღებული, ან ადრე შეძენილი ემოციურ-ნებელობითი სფეროს განვითარების დისპროპორციული განვითარება. აღნიშნული ტიპის დიზონტოგენეზის მოდელია პიროვნების აშლილობები და ფსიქოპათია.

თამარ გაგოშიძე
წიგნიდან: ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები
თბილისი, 2007

ნაყოფის ფსიქოლოგიაtag:www.qwelly.com,2015-03-11:6506411:Topic:9335042015-03-11T11:39:35.911Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

ნაყოფის ფსიქოლოგია

მე-20 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს გაჩნდა ფსიქოლოგიის და მედიცინის ახალი დარგი -…

ნაყოფის ფსიქოლოგია

მე-20 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს გაჩნდა ფსიქოლოგიის და მედიცინის ახალი დარგი - პრენატალური განვითარება. შეიქმნა ახალი სამედიცინო აპარატურა, გაჩნდა ნაყოფის ქცევასა და მდგომარეობაზე დაკვირვების შესაძლებლობა.

თანამედროვე აპარატურის გამოყენებით ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა დი პიეტრომ და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ორსულობის 32-ე კვირაზე (დაბადებამდე 2 თვით ადრე) ბავშვი იქცევა ზუსტად ისე, როგორც ახალშობილი. ეს გრძელდება შემდგომი 12 კვირის მანძილზე.

ფსიქოლოგებმა დიდი ხანია დაადგინეს, რომ ემოციური კავშირი, რომელიც არსებობს დედასა და შვილს შორის, გავლენას ახდენს ნაყოფის ფსიქიკის, უჯრედული მეხსიერების და პიროვნული მახასიათებლების განვითარებაზე. ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული ფიქრები, სასიამოვნო მოლიდინი და სიყვარული, დადებითად მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე. ჩატარდა კვლევა, სადაც გამოკითხულ ქალთა მესამედმა განაცხადა, რომ ორსულობისას არ ფიქრობდა ნაყოფზე. დაბადების შემდეგ მათ შვილებს აღმოაჩნდათ საშუალო კოგნიტური მაჩვენებლები, საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემის დარღვევები, გამოირჩეოდნენ ჭირვეულობით და გარემოსთან ადაპტაციის სირთულეებით.

როცა ჩვენ განვიცდით სიხარულს, ტვინი გამოიმუშავებს ”სიხარულის ჰორმონებს” (ენდორფინებს). მათ შეუძლიათ ნაყოფს აგრძნობინონ სიმშვიდე და სიხარულის შეგრძნება. თუ ნატოფი ამ გრძნობას ხშირად განიცდის, ეს განცდა ამახსოვრდება, რაც გავლენას ახდენს მისი ხასიათის ჩამოყალებებაზე.

ნაყოფის სმენა:

მეორე ტრიმესტრის ბოლოს ნაყოფს უკვე უვითარდება სმენა. ის ფაქტი, რომ ნაყოფს ესმის, ეჭვს არ იწვევს. 24-25-ე კვირაზე გაჩენილი ბავშვი რეაგირებს მის გარშემო მყოფ ბგერებზე, რაც ნიშნავს, რომ მისი სმენითი აპარატი უნდა ფუნქციონირებდეს მუცლადყოფნის პერიოდშიც. ბევრი ორსული ქალი გრძნობს უეცარ ბიძგებს მას შემდეგ, რაც კარები დაიხურა ან მანქანის ძრავა ამუშავდა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ როდესაც დედა ლაპარაკობს, ნაყოფის გულის რიტმი ნელდება, ის ამ დროს წყნარდება. ბავშვი უკვე მუცლადყოფნის პერიოდში არჩევს როგორც ხმის ტემბრს, ასევე მეტყველების ელემენტებს.

თუ მამა ხშირად ესაუბრება ნაყოფს, მაშინ დაბადების შემდეგ ბავშვი ცნობს მის ხმას. ასევე აღმოჩნდა, რომ ბავშვი ცნობს იმ მუსიკას, რომელსაც დედა უსმენდა ორსულობისას და ეს მუსიკა ბავშვზე დამამშვიდებლად მოქმედებს. ის მშვიდდება ნაცნობი ზღაპრის, ნაცნობი ხმით მოყოლის დროსაც.

შეხება:

ნაყოფის კანი განიცდის დედის ორგანიზმის კუნთების მუდმივ ზეწოლას. მუცელზე შეხება საშუალებას იძლევა გამყარდეს კავშირი მამას, დედას და ნაყოფს შორის.

გემო:

ყოველდღიურად ნაყოფი შთანთქავს ამნიონურ სიტხეს, რომელზეც გავლენას ახდენს დედის მიერ მიღებული საკვები და სასმელი. ეს ხელს უწყობს ნაყოფის მიჩვევას ამა თუ იმ საკვებთან და განაპირობებს განწყობას გარკვეული საკვების მიმართ დაბადების შემდეგ.

ყნოსვა:

ნაყოფს არ აღენიშნება ყნოსვა, რადგან იგი შესაძლებელია მხოლოდ ჰაერის არსებობისას.

ნაყოფის მხედველობა:

პრენატალური განვითარების პერიოდში, მხედველობა ყველაზე ბოლოს ვითარდება. ნაადრევად შობილ ბავშვს შეუძლია სინათლის და ფორმის გარჩევა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნაყოფსაც იგივე შეუძლია. ისევე, როგორც საშოში არ არსებობს აბსოლუტური სიჩუმე, ასევე არ არსებობს აბსოლუტური სიბნელე. იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედის მუცელთან სინათლის წყაროს მიტანისას, ნაყოფი თავისებურ რეაქცისს იძლევა.

ნაყოფის პიროვნება:

საიდუმლო არ არის, რომ ბავშვები იბადებიან ხასიათის გარკვეული, განმასხვავებელი თავისებურებებით. თუ რა სახით და რა ეტაპზე ეყრება საფუძველი ნაყოფის ქცევის თავისებურებებს, მომავალი გამოკვლევების საგანს შეადგენს.

ნაყოფის ტემპერამენტის პირველი ოფიციალური გამოკვლევა ჩატარდა დი პიეტროსა და მისი კოლეგების მიერ 1996 წელს. მათ დააფიქსირეს ნაყოფის გულისცემა და მოძრაობითი აქტივობა და შემდეგ შეადარეს მიღებული შედეგები დაბადების შემდგომი პერიოდის მონაცემებს (ექსპერიმენტში გამოიკვლიეს 100-მდე ბავშვი). აღმოჩნდა, რომ მუცლადყოფნის პერიოდში აქტიური ბავშვები, დაბადების მერეც გამოირჩეოდნენ უფრო მეტი აქტიობით. ის ბავშვები, რომელთაც ჰქონდათ ძილის და სიფხიზლის არარეგულარული რეჟიმი მუცლადყოფნის პერიოდში, დაბადების მერეც არარეგულარული რეჟიმი ახასიათებდათ.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს განვითარებაზე, არის ცხოვრების პირობები, რომლებშიც უწევს ნაყოფს არსებობა. ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერის ალსის აზრით, ნაყოფი დედისგან იღებს უდიდესი რაოდენობის ჰორმონებს. ამიტომ მის ბიოლოგიურ რიტმზე გავლენას ახდენს - დედის ძილის და სიფხიზლის ციკლი, საკვების მიღების განრიგი, აქტიობა. დედის მიერ სტრესის ზემოქმედების ქვეშ გამომუშავებულმა ჰორმონებმაც შეიძლება იქონიონ დიდი გავლენა ნაყოფის განვითარებაზე. დი პიეტრომ აღმოაჩინა, რომ რაც უფრო მეტად იმყოფება მომავალი დედა სტრესულ მდგომარეობაში, მით უფრო აქტიურია ნაყოფი და მით უფრო ადვილად აღგზნებადი.

დი პიეტროს გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნაკლებად უზრუნველყოფილი ქალის ნაყოფი ნაკლებად აქტიურია, გამოირჩევა უფრო სუსტი გულისცემით, ვიდრე საშუალო ფენის ქალის ნაყოფი. დი პიეტრო გამოთქვამს ვარაუდს, რომ არაბალანსირებულმა საკვებმა და არასახარბიელო ეკოლოგიურმა პირობებმა, შეიძლება მოახდინონ ზემოქმედება ნაყოფის გონებრივ განვითარებაზე.

ბერნი დევლინის მიერ პიტსბურგის უნივერსიტეტში ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ გენები, შესაძლოა უფრო ნაკლებად ახდენენ ზეგავლენას გონებრივი განვითარების კოეფიციენტზე, ვიდრე ეს აქამდე იყო მიჩნეული.

მომავალმა მშობლებმა, რომელთაც სურთ დაეხმარონ თავის მომავალ შვილს ფსიქიკური განვითარების პროცესში, უნდა გაითავისონ, რომ პრენატალური განვითარების პერიოდში ნაყოფი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმალური კვებით და მშვიდი გარემოთი. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ნაყოფს ყველაფერი ესმის, გრძნობს და იმახსოვრებს ინფორმაციას.

მ. მელიქიშვილი

იხილეთ: თემის დასაწისი

ფსიქოსოციალური იდენტობა, განვითარების სტადიებიtag:www.qwelly.com,2014-05-29:6506411:Topic:7228582014-05-29T16:22:47.762ZAnnhttps://www.qwelly.com/profile/anamzarelua

ერიკ ერიკსონი ცნობილი დანიელ-გერმანელ-ამერიკელი ფსიქოლოგი და ფსიქოანალიტიკოსი იყო, რომელმაც შექმნა თეორია ადამიანის ფსიქოსოციალური განვითარების ეტაპების შესახებ. მისი შეხედულებით ახალშობილობიდან მოყოლებული არსებობს რვა ეტაპი, რომელსაც ადამიანი გადის ცხოვრების მანძილზე. ყოველ ეტაპზე ადამიანის წინ დგას ახალი გამოწვევები და ახალი…

ერიკ ერიკსონი ცნობილი დანიელ-გერმანელ-ამერიკელი ფსიქოლოგი და ფსიქოანალიტიკოსი იყო, რომელმაც შექმნა თეორია ადამიანის ფსიქოსოციალური განვითარების ეტაპების შესახებ. მისი შეხედულებით ახალშობილობიდან მოყოლებული არსებობს რვა ეტაპი, რომელსაც ადამიანი გადის ცხოვრების მანძილზე. ყოველ ეტაპზე ადამიანის წინ დგას ახალი გამოწვევები და ახალი ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაა საჭირო. ყოველი ეტაპი დაშენებულია წინა ეტაპის წარმატებულ შესრულებაზე. თუ ეტაპი წარმატებით არ შესრულდა, მაშინ შესაძლებელია წინა ეტაპზე გადაუწყვეტელი პრობლემები მომავალში ხელახლა დადგეს ადამიანის ცხოვრების წინაშე.

პირველი ეტაპი: იმედი (hope) – ნდობა - უნდობლობის წინააღმდეგ (გრძელდება დაბადებიდან 12-18 თვემდე)

ფსიქოსოციალური კრიზისი: ნდობა vs უნდობლობა (Trust vs. Mistrust)

მთავარი შეკითხვა: სანდოა თუ არა ჩემი გარემო?
წყალობა (ჯილდო): იმედი

ერიკსონის პირველი ეტაპის ცენტრშია ახალშობილის ძირითადი ინსტიქტები, ძირეული მოთხოვნები და საჭიროებები. ახალშობილი დამოკიდებულია მშობლებზე, განსაკუთრებით დედაზე. მისგან იღებს საკვებს, განსაკუთრებულ ნუგეშს, ალერსს და სითბოს. თუ შვილი იღებს მშობლისგან გამუდმებით სითბოს, სიყვარულს და თავს საიმედოდ გრძნობს მასთან, ახალშობილის ხედვა სამყაროსადმი იქნება ნდობით და რწმენით აღსავსე, რადგან ახალშობილი სამყაროს, პირველად მშობლების სახით ეცნობა. თუკი ახალშობილს მოაკლდება მშობლის სითბო და ის ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, მაშინ მას გაუჩნდება სამყაროსადმი უნდობლობის გრძნობა და ვერ მოხდეს ამ ეტაპის წარმატებით შესრულება. ერიკ ერიკსონისს მიხედვით, თუ ახალშობილს ძირითადი მზრუნველი (ხშირ შემთხვევაში დედა) მისცემს საკვებს, კომფორტს და სიყვარულს მაშინ ახალშობილი ისწავლის ნდობას. თუ ჩვილს განუვითარდა უნდობლობა, ის მიიჩნევს, რომ სამყარო არასაიმედოა, არაპროგნოზირებადი და შესაძლოა იყოს საშიში.

მეორე ეტაპი: ნდომა,ნებისყოფის ძალა (Will) ავტონომია vs სირცხვილი (მოიცავს 18 თვიდან 3 წლამდე პერიოდს)

მთავარი შეკითხვა: შემიძლია თავად გავაკეთო რაიმე თუ ყოველთვის სხვის იმედზე უნდა ვიყო?
წყალობა: ნდომა.

როდესაც ბავშვი ისწავლის საკუთარი სხეულის შესაძლებლობების კონტროლს, ისინი იწყებენ გარე სამყაროს შესწავლას. ბავშვები ამ ასაკისთვის გამუდმებით იკვლევენ და სწავლობენ გარემოს, ანუ იმას, რაც მათ გარშემოა. ამ დროს სიფრთხილეა საჭირო, რადგან ბავშვმა შეიძლება დააზარალოს საკუთარი თავი, ამიტომ სიფრთხილის ნორმების დაცვა აუცილებელია. ამ ასაკისთვის ბავშვები ავლენენ საკუთარ ინტერესებს მაგ, შეიძლება ბავშვს განსაკუთრებით მოსწონდეს სიმღერა, ცეკვა, ან ხატვა. ბავშვები, რომლებიც ხშირად არიან გარეთ შეიძლება დაინტერესდნენ მცენარეებით ან ცხოველებით. ბავშვები ამ დროს სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების მართვას, კუნთების კოორდინაცია უუმჯობესდებათ, თუ ამ დროისთვის მზრუნველი (მშობელი) წაახალისებს მათ და ბავშვი ისწავლის თავისი თავის მოვლის ძირითად კომპონენტებს, მაგ, ჩაცმა, ჭამა და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ბავშვს უვითარდება დამოუკიდებლობის, ავტონომიურობის განცდა, ის ფიქრობს, რომ მას შეუძლია პრობლემების თვითონ გადაწყვეტა.,მაგრამ თუ მშობელი ბავშვისგან მოითხოვს ძალიან ბევრს, ან ძალიან ცოტას და ყველაფერს თვითონ გააკეთებს, მაშინ ბავშვს უყალიბდება სირცხვილის განცდა და ეჭვი, რომ მას პრობლემების მოგვარება საკუთარი ძალებით არ შეუძლია.

მესამე ეტაპი

მიზანი: ინიციატივა vs დანაშაული (სკოლამდელი 3-დან -6 წლამდე)

ფსიქოსოციალური კრიზისი: ინიციატივა vs დანაშაულის გრძნობა

ძირითადი შეკითხვა: "კარგი ვარ თუ ცუდი?"

ჯილდო: მიზანი

სოციალურ ელემენტებთან კავშირშია: იდეალური პროტოტიპი/როლი

ამ ეტაპისთვის ბავშვის ავტონომიურობას ემატება ინიციატივა. ბავშვები იწყებენ მცირე ამოცანების დაგეგმვას, შესრულებას, სწავლობენ მათ გარშემო არსებული პროფესიების/ხელობების ძირითად ელემენტებს. სწავლობენ და ეცნობიან ფიზიკის ძირითად პრინციპებს. მაგ, ნივთები ძირს ეცემა და არა პირიქით, მრგვალი ნივთები დაგორავენ და ა.შ. სწავლობენ ზონრის შეკვრას, თვლას, საუბარს თავისუფლად. ამ ეტაპზე ბავშვები იწყებენ მოქმედებებს მათი მიზნების შესასრულებლად. დანაშაულის განცდა მათთვის ახალი, გაუგებარი ემოციაა. შეიძლება იგრძნონ თავი დამნაშავედ ისეთი მოვლენების ან რამის გამო, რომელიც ლოგიკურად არ იწვევს დანაშაულის გრძნობას. მათ შეიძლება გაუჩნდეთ დანაშაულის გრძნობა, თუ მათი ინიციატივა ვარ გამოიღებს სასურველ შედეგს.

აპ პერიოდში ბავშვებს ნელ-ნელა უვითარდებათ სამართლიანობის გრძნობა. ამ ასაკში ბავშვი სწავლობს მოირგოს ლიდერის როლი, გამოიჩინოს ინიციატივა მიზნის მისაღწევად.

ბავშვმა ამ ასაკშიც შეიძლება ჩაიდინოს რისკის მატარებელი ქცევები, მაგ, გადაკვეთოს გზჯვარედინი ან ქუჩა მარტომ. ბავშვმა შეიძლება გამოავლინოს აგრესიული ქცევა იმედგაცრუების საპასუხოდ, იმედგაცრუება კი შეიძლება მოჰყვეს მის ნებისმიერ წამოწყებას, რომელსაც ვერ მოყვება სასურველი შედეგი. ზოგჯერ ბავშვები იწყებენ ისეთ საქმეს და ისახავენ ისეთ მიზნებს რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის სხვა ადამიანის ინტერესებთან. კარგია თუ მშობლები შვილებს განუვითარებენ ამ პერიოდისთვის დამოუკიდებლობის და ორგანიზების უნარ-ჩვევებს, მათ ხელი უნდა შეუწყონ ბავშვბის ინიციატივას, მიაჩვიონ რეალისტური გეგმების განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ბავშვის წამოწყებას შეხედავენ, როგორც სისულელეს და აბეზარი არსების საქციელს, მაშინ ბავშვს განუვითარდება დანაშაულის გრძნობა საკუთარი საქციელის და იდეების გამო.

მეოთხე ეტაპი

კომპეტენტურობა: ინდუსტრიულობა vs ქვემდგომობა (ბავშვობა 6-დან 12 წლამდე)

ფსიქოსოციალური კრიზისი: ინდუსტრიულობა vs ქვემდგომობა

ძირითადი შეკითხვა: "როგორ შეიძლება ვიყო კარგი"?

ჯილდო – კომპეტენტურობა (Competence)

საზოგადოებაში უკავშირდება ელემენტით: შრომის განაწილება

ამ დროს ბავშვის მოქმედების ტექნოლოგიები უფრო ვითარდება, მისი პროდუქტიულობა იზრდება საქმესთან მიმართებაში. ამ ეტაპისთვის ბავშვები უფრო შეგნებული ხდებიან, უფრო მეტად აცნობიერებენ სერიოზულ და აბსტრატულ საკითხებს. შეუძლიათ იშრომონ ბევრი, ბეჯითად, იმისთვის, რომ დაიმსახურონ პატივისცემა და იმისთვის, რომ გააკეთონ საკუთარი საქმე კარგად და სწორად. მათ უკვე შეუძლიათ გაინაწილონ, იმუშაონ ერთად და ძირითადი გუნდური მუშაობის პრინციპები დააკმაყოფილონ. ამ პერიოდისთვის იგებენ დროის და სივრცის კონცეფციებს, არიან უფრო ლოგიკური აზროვნებაშიც და ქცევებშიც და უფრო პრაქტიკულები ამოცანების შესრულებისას. უკეთ ესმით მიზეზ-შედეგობრივი კავშირების არსებობის. ეცნობიან კალენდარს, სწავლობენ კომპლექსურ უნარ-ჩვევებს: წერას, კითხვას. უყალიბდებათ გარკვეული მორალური ღირებულებები.

თუკი ბავშვებს ექნებათ წახალისება კარგი საქციელის ჩადენისას, გარვეული უნარ-ჩვევების შეძენისას და გაუმჯობესებისას, მაშინ მათი მოტივაცია გაიზრდება და ისინი უფრო პროდუქტიულები იქნებიან, უფრო ბეჯითად და მეტ დროს დაუთმობენ იმ საქმიანობას, რაც კარგად გამოსდით. მაგ, სწავლა. თუკი ბავშვების ძალისხმევას მოჰყვება უარყოფითი პასუხი, მაგ, თუ ეტყვიან, რომ უნიჭოა, ან არ გამოსდით, ან დასჯილები იქნებიან საკუთარი წარუმატებლობების გამო, ასეთ ბავშვებს უყალიბდებათ ქვემდგომობის განცდა და ფიქრობენ, რომ ისინი არ არიან ინდუსტრიულები, არ შეუძლიათ ეფექტურად საქმის კეთება.

ბავშვებისთვის ასაკის ამ დიაპაზონში ამ დროისთვის ვითარდება სივრცული აღქმები, ეცნობიან ხელოვნების, სპორტის, მეცნიერების სხვადასხვა დარგებს, ავითარებენ იმ შესაძლებლობებს რაც უკეთესი აქვთ. ხოლო თუ მოხდება მათი ხედვის არეალის შეზღუდვა, არ ექნებათ საშუალება გაეცნონ სხვადასხვა პროფესიებს და სახეობებს, მათი მოტივაცია ქვეითდება, თვითშეფასება კი მცირდება და პროდუქტიულობის მხრივ ლეთარგიულები ხდებიან. ასეთი ადამიანები დუნე ცხოვრების სტილს ირჩევენ, ამიტომ აუცილებელია ბავშვის ინტერესების სფეროს განვითარებადა ხელშეწყობა.

მეხუთე ეტაპი – ერთგულება: პიროვნების იდენტურობა VS გაურკვევლობა (საკუთარ ადგილთან და როლთან მიმართებაში (გარდატეხის ასაკი 12-18 წელი)

ძირითადი შეკითხვა: "ვინ ვარ და საით მივდივარ?"

მსგავსი ელემენტი სოციუმში: იდეოლოგია.

წყალობა: ერთგულება

ამ ასაკისთვის ბავშვებში იზრდება იმის განცდა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი და ფასულია სხვების აზრი მათ შესახებ. ამ ასაკში ყალიბდება სექსუალური იდენტურობა, რომელიც მოიცავს სექსუალურ ორიენტაციას. ამ ასაკში მოზარდები ხშირად განიცდიან იმედგაცრუებას, აქვთ ერთმანეთში არეული გრძნობების და ემოციების ნაზავი. ამ პერიოდისთვის, ზოგ ბავშვს განსაკუთრებით უყვარს მანქანები, მუსიკა, ზოგი სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებში ერთიანდება. ერიკსონის ხედვით ამ პერიოდისთვის მოზარდების უმეტესობას უჩნდება საკუთარი იდენტურობის განცდა. თუკი მოზარდმა ვერ შეძლო საკუთარი იდენტურობის განსაზღვრა, უვითარდება იდენტურობის კრიზისი.

ამ რვა ეტაპიდან, რომელსაც ადამიანი გადის ცხოვრების გზაზე მეხუთე ეტაპი მნიშვნელოვანია და ერთგვარი გზაჯვარედინის ხასიათს ატარებს.

ცხოვრების ამ ეტაპზე ხდება დიდი ბოლოგიური და ფიზიკური ძვრები ადამიანის ორგანიზმში, ხდება სქესობრივი მომწიფება და ეს ეტაპი ემსგავსება ხიდს ბავშვობიდან დიდობისკენ.

ერიკსონი მიიჩნევდა, რომ ამ პერიოდში მოზარდსა აქვს საკმარისი დრო, რათა მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების და ინტერესების კომბინირება და გააცნობიეროს ვინ არის და რა უნდა. ამ დროისთვის ადამიანი თვითონ ირჩევს საკუთარ იდეოლოგიას და ამიტომ ხშირად ხდება კონფლიქტი მოზარდებს და დიდებს შორის.

ერიკსონი აღნიშნავდა, რომ ზოგჯერ ადამიანებში იდენტურობის პერიოდი გაცილებით იზრდება და არ შემოიფარგლება 12-18 წლით.

მეექვსე ეტაპი

სიყვარული: ინტიმურობა VS იზოლაცია (ახალგაზრდა ზრდასრულობის ასაკში, 19-40 წელი)

ფსიქოლოგიური კრიზისი: ინტიმურობა VS იზოლაცია

ძირითადი შეკითხვა: "ვუყვარვარ და ვუნდივარ?" ან, "მე მყავს ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, თუ ვცხოვრობ მარტო?"

ჯილდო: სიყვარული

მოდელები სოციუმში: კოოპერაციის მოდელი (ხშირად ქორწინება)

ადამიანის ცხოვრების იმ ეტაპის შემდეგ, როცა არკვევს ვინ არის და "საით მიდის" შემდეგ იწყება მისი ინტიმური ცხოვრების გადაწყვეტის პერიოდი, ეს ეტაპი მრავალ ადამიანში 30 წლისთვის უკვე გადაწყვეტილია, ამ დროისთვის ან უკვე უყვარდებათ და ქმნიან ოჯახს ან მარტო რჩებიან. თუმცა პოპულაციის ნაწილი 30 წლის ასაკის შემდგომ გადაწყვეტილი აქვს, ცხოვრებას მარტო გააგრძელებს, თუ თანამგზავრის თანხლებით.

ამ პერიოდისთვის ადამიანები მზად არიან ჩამოაყალიბონ და შეინარჩუნონ ახლო ინტიმური ურთიერთობები, იგრძნონ და შეასრულონ ვალდებულებები სხვების მიმართ. აყალიბებენ რეციპროკულ (თანაზიარ) ურთიერთობებს (მეგობრობის ან ქორწინების სახით).

თუ პიროვნება ვერ აყალიბებს ინტიმურ ურთიერთობას (ხშირად ეს საკუთარი არჩევნით ხდება) ხდება მისი იზოლაციაში მოქცევა.

მეშვიდე ეტაპი

ზრუნვა: გენერაციულობა vs სტაგნაცია ( შუა ხნის ასაკი 40-65 წლებში)

ფსიქოსოციალური კრიზისი: გენერაციულობა vs სტაგნაცია

ძირითადი შეკითხვა: "რაიმე ღირებულს შევქმნი?"

ჯილდო: ზრუნვა

სოციუმში მოდელები: მშობლობა, განათლება, ან სხვა პროდუქტიული სოციალური ჩართულობა.

გენერაციულობა მოიცავს შემდეგი თაობების წარმოქმნას, დახმარებას, მართვას (ნაწილობრივ). სოციალურად ღირებული საქმის შესრულებას.

ამ ასაკისთვის ძირეულ სურვილს და იდეას წარმოადგენს ადამიანმა "აწარმოოს" მომავალი თაობა და დაეხმაროს მათაც გენერაციაში.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის გამოკვეთილად ეგოცენტრული, და მას არ სურს საზოგადოებას მოუტანოს სარგებლობა, უვითარდება სტაგნაციის განცდა.

შუა ხნის ასაკის ცენტრალური ამოცანები:

გამოხატოს სიყვარული, მეტად ვიდრე მხოლოდ სექსუალური გამოხატვა;

შეინარჩუნოს ჯანსღი ცხოვრების მოდელი;

განუვითარდეს საკუთარ წყვილთან (მეუღლესთან) ერთიანობის განცდა;

დაეხმაროს ბავშვებს გაზრდაში და აღზარდოს პასუხისმგებლობის გრძნ;ბის მქონე ზრდასრულებად.

ცხოვრების მნიშვნელოვან მიზნად დაისახოს ბავშვების გაზრდა/აღზრდა;

მიიღოს შვილის მეგობარი/მეუღლე;

შექმნას კომფორტული ოჯახი (კერა);

იყოს ამაყი, საკუთარი და მეუღლის ცოდნით/პროფესიონალიზმით;

გაცვალოს როლები თავის მოხუცებულ მშობლებს (მოუაროს მათ);

მიაღწიოს და შეასრულოს მოწიფული სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობები;

შეეგუოს შუახნის ასაკის ფიზიკურ ცვლილებებს;

გამოიყენოს თავისუფალი დრო კრეატიულად.

მერვე ეტაპი

სიბრძნე: ეგოს ინტეგრულობა vs სასოწარკვეთილება (ხანდაზმული ასაკი, 65 წელი და მეტი)

ფსიქოსოციალური კრიზისი: ეგოს ინტეგრულობა vs სასოწარკვეთილება

ძირითადი შეკითხვა: "ვიცხოვრე სრულფასოვანი ცხოვრებით?"

ჯილდო: სიბრძნე

როდესაც ადამიანი 65 წლის ასაკს სცილდება, ქვეითდება მისი პრდუქტიულობა და ეს ეტაპი ხშირად პენიაში გასვლის პერიოდს ემთხვევა. ამ დროს ადამიანი ხედავს საკუთარ განვლილ ცხოვრებას და აფასებს მას, ან ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება წარმატებული იყო, ან წარუმატებელი და არაპროდუქტიული. თუ ადამიანმა ვერ შეასრულა ის ძირითადი მიზნები, რაც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იყო, შესაძლოა განუვითარდეს დაუკმაყოფილებლობის და იმედგაცრუების განცდა.

თუ ადამიანი ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება პროდუქტიული, წარმატებული და ბედნიერი იყო, უყალიბდება, ეგოს ინტეგრულობა, ანუ საკუთარ ეგოსთან ექმნება ჰარმონიული ურთიერთობა, როცა ხდება ამ ყველაფრის საპირისპირო ადამიანს მოიცავს იმედგაცრუება.

ერიკ ერიკსონი იყო ფროიდის მოსწავლე, მისი რვა ეტაპიანი ფსიქოსოციალური განვითარების თეორია ნაწილობრივ ესადაგება ფროიდის განვითარების ეტაპებს. პირველი ოთხი ეტაპი შეესაბამება ფროიდის ორალურ, ანალურ, ფალოსურ და ლატენტურ სტადიებს.

მეხუთე ეტაპი, შეესაბამება ფროიდის ფსიქოანალიზის თეორიის გენიტალურ ეტაპს.

ერიკსონი არ შეჩერდა გარდატეხის ასაკის დასასრულთან და მან დინამიური ფსიქოსოციალური განვითარება განიხილა შემდეგ სტადიებშიც. მან ადამიანის ცხოვრების ეტაპები ერთ ციკლში გააერთიანა, სადაც ყველა ეტაპი ურთიერთდამოკიდებულია და ერთი ეტაპის წარმატებით შესრულება წინაპირობაა მომდევნო ეტაპზე წარმატებისა. საბოოოდ კი ადამიანი ცხოვრებისგან იღებს ჯილდოდ სიბრძნეს, ხოლო განვლილი ცხოვრებისგან თვითკმაყოფილების და სრულფასოვნების განცდას.