ინფორმაცია

პოეზია

პოეზია

პოეზიით გამოვკვებოთ სულები!

საიტი: http://www.qwelly.com/
ადგილი: Qwelly
წევრები: 357
უკანასკნელი აქტიურობა: ნოე. 2, 2023

ერთად ავკინძოთ სულის სიტყვები

უმორჩილესად გთხოვთ! წერეთ ფორუმში და არა კომენტარებში!

+ ახალი ლექსი

კომენტარებში გამოქვეყნებული ლექსები წაიშლება!

ფორუმი

თოვს

ავტორი კონსტანტინე ჯაფარიძე, ოქტომბერი 16, 2021. 0 გამოხმაურება

შეხედე.... გავიდეთ გარეთ.... თოვს გავიდეთ,წავიდეთ შორს ისე რომ ვერ მოგვძებნოს დრომგავიპაროთ, რომ ვერ შეგვამჩნიოს ბრბომდღეს ახალი წელიადღეს ჩვენი პაემანიაგათენდა დილაჩვენ კი ისევ ერთად ვართზღაპარი მალე ახდებაფიფქებით გზა განათდებაგამოდი გარეთდღეს ხომ ახალი წელიაეს დღე ჩვენიათოვლის ფანტელები ჩვენ კართად გველიანგამოდი გარეთ გელიანდღეს ხომ ახალი წელიაახალი წლის ღამე ჩვენია....ავტორი: კ. ჯაფარიძეგაგრძელება

ტეგები: კ.ჯაფარიძე, თოვლი, ბლოგი, პოეზია, Qwelly

ოჰ ოკეანე

ავტორი სრული სახელი, ივლ. 1, 2019. 0 გამოხმაურება

სავსეა ოკეანეები ძუძგით და დარდით,იალქნიანი ნავებიდან გადაყრილი ნამწვითფსკერები ძველი ნაპირის ხავსითესპანელი მეზღვაურების გვამითგაძარცვული აცტეკების ოქროთიშტორმისგან აყირავებული გემითვეშაპების ქონით გავსებული კასრით და მხოლოდ ერთი რამით არის ოკეანე ნამდვილად სავსედარდისგან მივიწყებული ხალხით.გაგრძელება

ტეგები: Qwelly, პოეზია, ლექსი

იასამანს უსველდება ფერდები

ავტორი A nn A. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, აპრილი 18, 2021. 1 გამოხმაურება

წვიმს... და იასამანს უსველდება ფერდებიწვიმს... და შორს ხარ ვერ გეფერებიწვიმს... და სევდა ჩემში იღვიძებსდა ყველაფერს ივიწყებს.წვიმს... და შორიდან გევლებიახლოს ხომ ვერ მოგევლინებიწვიმს... და იასამანს უსველდება ფერდებიშორს ხარ და ვერ გეფერები.ავტორი: ანა მიქელაძეგაგრძელება

ტეგები: Qwelly, ლექსი, პოეზია, ყვავილი, იასამანი

ამწვანდება სამუხრანო

ავტორი A nn A, მაისი 9, 2019. 0 გამოხმაურება

სადაცაა გაზაფხული შემოგვიღებს კარს,აყვავდება სამუხრანო გაახარებს ხალხს,ყველაფერი ხდება ერთიყველაფერი ხდება ღმერთიერთი არის ჩვენი ღმერთიერთი არის ჩვენი ერი.ერთხმად ყველა ღიღინებს და საგალობლებს გალობსთეთრი ციდან ქეთევანი მუხრანისთვის გალობს,ცაზე ნათლად როგორც სვეტიგადმოეშვა სინათლეყველაფერი გაანათა დაგვანახა სიმართლე,გაანათლა: ჩვენი სკოლა, ეზო, მინდორ-ველებიდა ტაძარში ქეთევანის ნაზ ხატებსაც ვევლებით.23.01.2018 | ავტორი: ანა მიქელაძეგაგრძელება

ტეგები: დედოფალი, გაზაფხული, მიქელაძე, პოეზია, მუხრანი

სიკვდილს

ავტორი marta. ბოლოს გამოეხმაურა: marta, მარტი 20, 2021. 2 გამოხმაურება

მოდი სიკვდილო! სანამ დრო არის,ერთად დავთვალოთ დღეების ვალი,შევასხათ ამ გულს წყვდიადის თვალი,უკაცრიელის გავაღოთ კარი.მოდი არ გესმის?! ჩემი გაქვს ვალი,შენ შემაჩვიე შიმშილი ხარბი,დავახრჩე სული მოხეტიალედა სამუდამოდ დავხუჭე თვალი.ამ მოღალატე სხეულის გამო,ჩემი სულიც კი სნეული არის.ჩემი კარმული წარსულის გამოგადავიხადო მინდა ეს ვალი.მინდა დავძლიო ჩემი ფიქრები,რომელიც შენგან მოვიდა მალვითდა არ ასვენებს არსებას ჩემსას,უნდა ჩააქროს, გახადოს ლანდი.დაღლილ სხეულში, დაღლილი სული,გაქცევას ლამობს გაუღე კარი!უნდა იბრძოლოს, მიეცი შანსიდა მოაშორე სხეულის ლანდი.თითქოს მუმიად გადავიქეცი,აკლდამაშიც კი არამაქვს ფასი,უკვე დავბერდი დრო არის წასვლის,დრო არის ხსოვნის, დრო გარდასახვის,დრო სინანულის, დრო მოგონების,დრო შენი მოსვლის, დრო ჩემი წასვლის.მოდი დრო არის ახალი არსისდა დაბადების მომეცი შანსი.გაგრძელება

ტეგები: Qwelly, სიცოცხლე, სიკვდილი, პოეზია

საფლავი ჰერბარიუმში

ავტორი Lubin, დეკემბერი 14, 2018. 0 გამოხმაურება

თეთრცხელებიანი, სულალანძული ცარიელ ფურცლებზევკითხულობ სიტყვებს, ვუმზერ ყვავილებს იავარქმნილებს,შავფერს და დამჭკნარსროგორც ჩემ ფიქრებს, ბიამან ფურცლებზე ვხატავ ყვავილებს ხელშეურხევლად, ჰერბარიუმად... ფიქრსავსე ფურცლებზე ვწერ უთავბოლოდფერმიმქრალ სიტყვებსსაანდერძებლად,ცრემლით დანამულკაბადონთ შორისშესუდრულ ვარდშივლანდავ ოცნებას,სიკვდილმა ჩემისულით მოქარგაწიგნის ფურცლებიჰერბარიუმად...გაგრძელება

ტეგები: ჰერბარიუმი, პოეზია

ფაფარაშლილი მიტევების ლანდით ვივსები

ავტორი მაიმუნი, იანვარი 23, 2018. 0 გამოხმაურება

ფაფარ აშლილი მიტევების ლანდით ვივსები,ზამთრის სუსხივით კაეშანი სხეულს ედება,გადავამღერებ ძველ რექვიემს ჩემი, ნოტებითდა ცას განჭოლავს ფრთებ შესხმული ჩემი ვედრება.არ გადავხატავ, ფიროსმანის მარგარიტას დავერ ვუთანაგრძნობ, ამადეოს ფეხმძიმე ჟანას.დუელში ვიწვევ ბარათაშვილის უიღბლო მერანს,რითმების ომში, ვეღარ დავუშლი სისუსტეს ნარნარს.უკვე სულს ხუთავს მონატრების ჰეგემონიათრობისკენ სწრაფვაც ჩვეულებად მექცა რატომღაც,ვით უმწეო მსხვერპლს, უძილობა ჩამისაფრდა დაამ დროს, ფიქრები, ედემიც არის და თან ,კატორღაც.ყურს არ დავუგდებ მარტოობის ავბედით ჩურჩულს,და დავხარბდრები ნიჰილიზმის სევდიან სონეტს.მკრთალი გრძნობებით განსჭვალული ვინმე მეზღაპრე,კვლავ მოიმარჯვებს ლურჯ ფერებს და ისევ იმ მოლბერტსფაფარ აშლილი მიტევების ლანდით ვივსები,ზამთრის სუსხივით კაეშანი სხეულს ედება ,ისევ ვიმღერებ ძველ რექვიემს ჩემი ნოტებითდა ცას განჭოლავს ფრთებ შესხმული, ჩემი ვედრება.გაგრძელება

ტეგები: ომი, ფიროსმანი, ფაფარი, ლექსი, პოეზია

ელევზის დღესასწაული

ავტორი ლაშა, იანვარი 19, 2018. 0 გამოხმაურება

მთის ნაპრალებში თავს იფარავდა მხდალ ტროგლოდიტის მოდგმა საწყალი, ველს აოხრებდა, ყველაფერს ნთქავდა ნომადი - სისხლით გაუმაძღარი.მხნე მონადირე შუბით და მშვილდით დაძრწოდა ტყე-ტყე ვით მხეცი მძაფრი, ვაი მას, ვისაც მძვინვარე ზვირთი გამორიყავდა უდაბურ ნაპირს.ტურფა ცერერა, შვილის მძებნელი. სალამს უძღვნიდა რბეულ ქვეყანას. გულს უღონებდა უდაბნო ვრცელი; ვერსად ჰხედავდა ბაღს, მწვანე ყანას.არ იყო არსად თავშესაფარი, გარდა ცისა და ღამის ბნელეთის, აღარ ამხელდა სვეტი ტაძარის ხალხში რწმენას და სიყვარულს ღმერთის.მიწის დოვლათი, ნაყოფი უხვი, არ ამშვენებდა ნადიმებს კვალად, სამსხვერპლოებზე მოსჩანდა რუხი ჩონჩხთა ნაშთები და თავის ქალა.და ყველგან, სადაც მოავლო თვალი, შეხვდა დაცემის სურათი ბნელი, და აქვითინდა მწარედ ღმერთქალი, ადამიანის გახრწნის მნახველი.ფრიდრიხ შილერი(ამონარიდი)თარგმანი ხ. ვარდოშვილისგაგრძელება

ტეგები: პოემა, ამონარიდი, შილერი, პოეზია, Qwelly

სექტემბერი

ავტორი ხათუნა. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, იანვარი 22, 2019. 1 გამოხმაურება

ჩემს წინ დაეცა ჭადრის ფოთოლი გამოფიტული და დაქანცული. და ზოოპარკის ცისფერ სკამებზე ანთია სიცხის ანაბეჭდები. -გინდა? გაჩუქებ. თუმცა ამ ფოთოლს ვინ გააჩერებს შენს გალიაში, ან ვინ იფიქრებს,რომ ეს ფოთოლი მე შემოგიგდე და არა ქარმა. ქარს მხოლოდ მიაქვს. ქარს სიტყვაც მიქვს. მაგრამ ხანდახან განგებ ატანენ, რომ მოიშორონ სიტყვის სიმძიმე და ქარს დაბრალდეს ქარში ნათქვამი. ქარი მოვარდა. ქარმა მომაგნო. ქარს გავეკიდე. ქარის ბრალია. ქარით დაღლილი ქარად ვიქცევი. ქარო,როდემდე ვიქნები ასე. მე მთელი ღამე სიტყვას ვეძებდი, რომელსაც უნდა გადავერჩინე. ის ცალკე იჯდა და იცინოდა, მე კი მიყვარდა და ვბრაზდებოდი, და ვრწმუნდებოდი, რომ ვერასოდეს ვერ მოვნახავდი საჭირო სიტყვას. და ყველაფერი გადაწყდა უცებ: მან გაისწორა ლამაზი თმები, ლამაზი კაბა... და შემომხედა, როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს. გათავდა? თუმცა ამ სიტყვის გარდა მე მქონდა გული, გულიც და ვნებაც. მან გაისწორა ლამაზი თმები, ლამაზი მხრები...და გაიცინა. გესმის?- გაწვიმდა. ხედავ?-გაწვიმდა. მე მიყვარს წვიმა, წვიმა და ფიქრი. წვიმა და ფიქრი ჰგვანან ერთმანეთს, წვიმა მოვიდა. წვიმამ მომისწრო. წვიმას წავყვები. წვიმის წილი ვარ. წვიმით ავივსე. წვიმად ვიქცევი. წვიმავ, როდემდე ვიქნები ასე? წვიმა კი მოდის. ხმამაღლა მოდის და ძირს ჩამოაქვს ხმელი ფოთლები, ფოთლებს ჩამოაქვთ ხის ოცნებები, ხის სურვილები და იმედები. და ტოტებს შორის, დიდი ხნის მერე, ისევ გამოჩნდა თეთრი ქალაქი, ადამიანთა თავშესაფარი, თეთრი ქალაქი გამოჩნდა ისევ. ამასობაში გადიღო კიდეც და შემოდგომის მზე ამოვიდა, და შემოდგომის მზე გალიებში კვლავ შემოცვივდა ოქროს ფოთლებად. შეინარჩუნე, თუ შეგიძლია, ნაწილი მაინც შეინარჩუნე, რადგან უმზეოდ გაგიჭირდება, გაგიჭირდება, გაგიჭირდება... მზე ამოვიდა. მზემ გამაბრუა. მზეს შევეფარე. მზის იმედი მაქვს. მზით გავთამამდი. მზედ მინდა ვიქცე. მ ზ ე ო, ნურასდროს ნუ წახვალ ჩემგან. მზე ყველას უნდა და ყველას უჭირს მისი გაყოფა და დარიგება, რადგან ყველაფერს ადვილად ვიტანთ, როცა სხეული მზითაა სავსე. ქალმა,რომელიც მიყვარდა ძლიერ, როგორც მებადურს უყვარს მდინარე, მდინარეს - ფიქრი, ფიქრს კი - დუმილი, დუმილს - ხმაური და ხმაურს - სივრცე... დიდხანს უცდიდა იმ წყეულ სიტყვას, უცადა დიდხანს და…გაგრძელება

ტეგები: სექტემბერი, პოეზია, Qwelly, ჭილაძე, შემოდგომა

კომენტარების დაფა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ პოეზია_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (357)

გვერდი (1)

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters