პოეზია || პოსტები - Qwelly2024-03-28T15:22:08Zhttps://www.qwelly.com/group/poetry/forum?groupUrl=poetry&feed=yes&xn_auth=noთოვსtag:www.qwelly.com,2021-10-15:6506411:Topic:15020542021-10-15T21:38:37.729Zკონსტანტინე ჯაფარიძეhttps://www.qwelly.com/profile/137uick96z6xm

შეხედე.... გავიდეთ გარეთ.... თოვს გავიდეთ,

წავიდეთ შორს ისე რომ ვერ მოგვძებნოს დრომ

გავიპაროთ, რომ ვერ შეგვამჩნიოს ბრბომ

დღეს ახალი წელია

დღეს ჩვენი პაემანია

გათენდა დილა

ჩვენ კი ისევ ერთად ვართ

ზღაპარი მალე ახდება

ფიფქებით გზა განათდება

გამოდი გარეთ

დღეს ხომ ახალი წელია

ეს დღე ჩვენია

თოვლის ფანტელები ჩვენ კართად გველიან

გამოდი გარეთ გელიან

დღეს ხომ ახალი…

შეხედე.... გავიდეთ გარეთ.... თოვს გავიდეთ,

წავიდეთ შორს ისე რომ ვერ მოგვძებნოს დრომ

გავიპაროთ, რომ ვერ შეგვამჩნიოს ბრბომ

დღეს ახალი წელია

დღეს ჩვენი პაემანია

გათენდა დილა

ჩვენ კი ისევ ერთად ვართ

ზღაპარი მალე ახდება

ფიფქებით გზა განათდება

გამოდი გარეთ

დღეს ხომ ახალი წელია

ეს დღე ჩვენია

თოვლის ფანტელები ჩვენ კართად გველიან

გამოდი გარეთ გელიან

დღეს ხომ ახალი წელია

ახალი წლის ღამე ჩვენია....

ავტორი: კ. ჯაფარიძე
ოჰ ოკეანეtag:www.qwelly.com,2019-07-01:6506411:Topic:13933082019-07-01T01:17:02.650Zსრული სახელიhttps://www.qwelly.com/profile/02rp9at63i9gg

სავსეა ოკეანეები ძუძგით და დარდით,

იალქნიანი ნავებიდან გადაყრილი ნამწვით

ფსკერები ძველი ნაპირის ხავსით

ესპანელი მეზღვაურების გვამით

გაძარცვული აცტეკების ოქროთი

შტორმისგან აყირავებული გემით

ვეშაპების ქონით გავსებული კასრით

და მხოლოდ ერთი რამით არის ოკეანე ნამდვილად სავსე

დარდისგან მივიწყებული ხალხით.

სავსეა ოკეანეები ძუძგით და დარდით,

იალქნიანი ნავებიდან გადაყრილი ნამწვით

ფსკერები ძველი ნაპირის ხავსით

ესპანელი მეზღვაურების გვამით

გაძარცვული აცტეკების ოქროთი

შტორმისგან აყირავებული გემით

ვეშაპების ქონით გავსებული კასრით

და მხოლოდ ერთი რამით არის ოკეანე ნამდვილად სავსე

დარდისგან მივიწყებული ხალხით.
იასამანს უსველდება ფერდებიtag:www.qwelly.com,2019-05-12:6506411:Topic:13878582019-05-12T09:31:22.243ZA nn Ahttps://www.qwelly.com/profile/mikeladzeAnna

წვიმს... და იასამანს უსველდება ფერდები

წვიმს... და შორს ხარ ვერ გეფერები

წვიმს... და სევდა ჩემში იღვიძებს

და ყველაფერს ივიწყებს.

წვიმს... და შორიდან გევლები

ახლოს ხომ ვერ მოგევლინები

წვიმს... და იასამანს უსველდება ფერდები

შორს ხარ და ვერ გეფერები.

ავტორი: ანა მიქელაძე…

წვიმს... და იასამანს უსველდება ფერდები

წვიმს... და შორს ხარ ვერ გეფერები

წვიმს... და სევდა ჩემში იღვიძებს

და ყველაფერს ივიწყებს.

წვიმს... და შორიდან გევლები

ახლოს ხომ ვერ მოგევლინები

წვიმს... და იასამანს უსველდება ფერდები

შორს ხარ და ვერ გეფერები.

ავტორი: ანა მიქელაძე

ამწვანდება სამუხრანოtag:www.qwelly.com,2019-05-09:6506411:Topic:13877152019-05-09T14:36:09.760ZA nn Ahttps://www.qwelly.com/profile/mikeladzeAnna

სადაცაა გაზაფხული შემოგვიღებს კარს,

აყვავდება სამუხრანო გაახარებს ხალხს,

ყველაფერი ხდება ერთი

ყველაფერი ხდება ღმერთი

ერთი არის ჩვენი ღმერთი

ერთი არის ჩვენი ერი.

ერთხმად ყველა ღიღინებს და საგალობლებს გალობს

თეთრი ციდან ქეთევანი მუხრანისთვის გალობს,

ცაზე ნათლად როგორც სვეტი

გადმოეშვა სინათლე

ყველაფერი გაანათა დაგვანახა სიმართლე,

გაანათლა: ჩვენი სკოლა, ეზო,…

სადაცაა გაზაფხული შემოგვიღებს კარს,

აყვავდება სამუხრანო გაახარებს ხალხს,

ყველაფერი ხდება ერთი

ყველაფერი ხდება ღმერთი

ერთი არის ჩვენი ღმერთი

ერთი არის ჩვენი ერი.

ერთხმად ყველა ღიღინებს და საგალობლებს გალობს

თეთრი ციდან ქეთევანი მუხრანისთვის გალობს,

ცაზე ნათლად როგორც სვეტი

გადმოეშვა სინათლე

ყველაფერი გაანათა დაგვანახა სიმართლე,

გაანათლა: ჩვენი სკოლა, ეზო, მინდორ-ველები

და ტაძარში ქეთევანის ნაზ ხატებსაც ვევლებით.

23.01.2018 | ავტორი: ანა მიქელაძე

სიკვდილსtag:www.qwelly.com,2018-12-23:6506411:Topic:13495602018-12-23T16:05:17.988Zmartahttps://www.qwelly.com/profile/marta309

მოდი სიკვდილო! სანამ დრო არის,

ერთად დავთვალოთ დღეების ვალი,

შევასხათ ამ გულს წყვდიადის თვალი,

უკაცრიელის გავაღოთ კარი.

მოდი არ გესმის?! ჩემი გაქვს ვალი,

შენ შემაჩვიე შიმშილი ხარბი,

დავახრჩე სული მოხეტიალე

და სამუდამოდ დავხუჭე თვალი.

ამ მოღალატე…

მოდი სიკვდილო! სანამ დრო არის,

ერთად დავთვალოთ დღეების ვალი,

შევასხათ ამ გულს წყვდიადის თვალი,

უკაცრიელის გავაღოთ კარი.

მოდი არ გესმის?! ჩემი გაქვს ვალი,

შენ შემაჩვიე შიმშილი ხარბი,

დავახრჩე სული მოხეტიალე

და სამუდამოდ დავხუჭე თვალი.

ამ მოღალატე სხეულის გამო,

ჩემი სულიც კი სნეული არის.

ჩემი კარმული წარსულის გამო

გადავიხადო მინდა ეს ვალი.

მინდა დავძლიო ჩემი ფიქრები,

რომელიც შენგან მოვიდა მალვით

და არ ასვენებს არსებას ჩემსას,

უნდა ჩააქროს, გახადოს ლანდი.

დაღლილ სხეულში, დაღლილი სული,

გაქცევას ლამობს გაუღე კარი!

უნდა იბრძოლოს, მიეცი შანსი

და მოაშორე სხეულის ლანდი.

თითქოს მუმიად გადავიქეცი,

აკლდამაშიც კი არამაქვს ფასი,

უკვე დავბერდი დრო არის წასვლის,

დრო არის ხსოვნის, დრო გარდასახვის,

დრო სინანულის, დრო მოგონების,

დრო შენი მოსვლის, დრო ჩემი წასვლის.

მოდი დრო არის ახალი არსის

და დაბადების მომეცი შანსი.

საფლავი ჰერბარიუმშიtag:www.qwelly.com,2018-12-14:6506411:Topic:13483772018-12-14T17:02:20.179ZLubinhttps://www.qwelly.com/profile/Lubin

თეთრცხელებიანი,

სულალანძული

ცარიელ ფურცლებზე

ვკითხულობ სიტყვებს,

ვუმზერ ყვავილებს

იავარქმნილებს,…

თეთრცხელებიანი,
სულალანძული

ცარიელ ფურცლებზე

ვკითხულობ სიტყვებს,

ვუმზერ ყვავილებს

იავარქმნილებს,

შავფერს და დამჭკნარს

როგორც ჩემ ფიქრებს,

ბიამან ფურცლებზე

ვხატავ ყვავილებს

ხელშეურხევლად,

ჰერბარიუმად...

ფიქრსავსე ფურცლებზე

ვწერ უთავბოლოდ

ფერმიმქრალ სიტყვებს

საანდერძებლად,

ცრემლით დანამულ

კაბადონთ შორის

შესუდრულ ვარდში

ვლანდავ ოცნებას,

სიკვდილმა ჩემი

სულით მოქარგა

წიგნის ფურცლები

ჰერბარიუმად...
აქ, ნანგრევებთანtag:www.qwelly.com,2018-04-08:6506411:Topic:13207092018-04-08T13:11:38.599Zნინhttps://www.qwelly.com/profile/2x738wy99r9q7

ფაფარაშლილი მიტევების ლანდით ვივსებიtag:www.qwelly.com,2018-01-22:6506411:Topic:13074402018-01-22T22:22:30.966Zმაიმუნიhttps://www.qwelly.com/profile/0k9mbpoglsp36

ფაფარ აშლილი მიტევების ლანდით ვივსები,

ზამთრის სუსხივით კაეშანი სხეულს ედება,

გადავამღერებ ძველ რექვიემს ჩემი, ნოტებით

და ცას განჭოლავს ფრთებ შესხმული ჩემი ვედრება.

არ გადავხატავ, ფიროსმანის მარგარიტას და

ვერ ვუთანაგრძნობ, ამადეოს ფეხმძიმე ჟანას.

დუელში ვიწვევ ბარათაშვილის უიღბლო მერანს,

რითმების ომში, ვეღარ დავუშლი სისუსტეს ნარნარს.

უკვე სულს…

ფაფარ აშლილი მიტევების ლანდით ვივსები,

ზამთრის სუსხივით კაეშანი სხეულს ედება,

გადავამღერებ ძველ რექვიემს ჩემი, ნოტებით

და ცას განჭოლავს ფრთებ შესხმული ჩემი ვედრება.

არ გადავხატავ, ფიროსმანის მარგარიტას და

ვერ ვუთანაგრძნობ, ამადეოს ფეხმძიმე ჟანას.

დუელში ვიწვევ ბარათაშვილის უიღბლო მერანს,

რითმების ომში, ვეღარ დავუშლი სისუსტეს ნარნარს.

უკვე სულს ხუთავს მონატრების ჰეგემონია

თრობისკენ სწრაფვაც ჩვეულებად მექცა რატომღაც,

ვით უმწეო მსხვერპლს, უძილობა ჩამისაფრდა და

ამ დროს, ფიქრები, ედემიც არის და თან ,კატორღაც.

ყურს არ დავუგდებ მარტოობის ავბედით ჩურჩულს,

და დავხარბდრები ნიჰილიზმის სევდიან სონეტს.

მკრთალი გრძნობებით განსჭვალული ვინმე მეზღაპრე,

კვლავ მოიმარჯვებს ლურჯ ფერებს და ისევ იმ მოლბერტს

ფაფარ აშლილი მიტევების ლანდით ვივსები,

ზამთრის სუსხივით კაეშანი სხეულს ედება ,

ისევ ვიმღერებ ძველ რექვიემს ჩემი ნოტებით

და ცას განჭოლავს ფრთებ შესხმული, ჩემი ვედრება.
ელევზის დღესასწაულიtag:www.qwelly.com,2018-01-19:6506411:Topic:13066552018-01-19T18:00:01.390Zლაშაhttps://www.qwelly.com/profile/lshisa

მთის ნაპრალებში თავს იფარავდა

მხდალ ტროგლოდიტის მოდგმა საწყალი,

ველს აოხრებდა, ყველაფერს ნთქავდა

ნომადი - სისხლით გაუმაძღარი.

მხნე მონადირე შუბით და მშვილდით

დაძრწოდა ტყე-ტყე ვით მხეცი მძაფრი,

ვაი მას, ვისაც მძვინვარე ზვირთი

გამორიყავდა უდაბურ ნაპირს.

ტურფა ცერერა, შვილის მძებნელი.

სალამს უძღვნიდა რბეულ ქვეყანას.

გულს უღონებდა უდაბნო ვრცელი;

ვერსად ჰხედავდა ბაღს, მწვანე…

მთის ნაპრალებში თავს იფარავდა
მხდალ ტროგლოდიტის მოდგმა საწყალი,
ველს აოხრებდა, ყველაფერს ნთქავდა
ნომადი - სისხლით გაუმაძღარი.

მხნე მონადირე შუბით და მშვილდით
დაძრწოდა ტყე-ტყე ვით მხეცი მძაფრი,
ვაი მას, ვისაც მძვინვარე ზვირთი
გამორიყავდა უდაბურ ნაპირს.

ტურფა ცერერა, შვილის მძებნელი.
სალამს უძღვნიდა რბეულ ქვეყანას.
გულს უღონებდა უდაბნო ვრცელი;
ვერსად ჰხედავდა ბაღს, მწვანე ყანას.

არ იყო არსად თავშესაფარი,
გარდა ცისა და ღამის ბნელეთის,
აღარ ამხელდა სვეტი ტაძარის
ხალხში რწმენას და სიყვარულს ღმერთის.

მიწის დოვლათი, ნაყოფი უხვი,
არ ამშვენებდა ნადიმებს კვალად,
სამსხვერპლოებზე მოსჩანდა რუხი
ჩონჩხთა ნაშთები და თავის ქალა.

და ყველგან, სადაც მოავლო თვალი,
შეხვდა დაცემის სურათი ბნელი,
და აქვითინდა მწარედ ღმერთქალი,
ადამიანის გახრწნის მნახველი.

ფრიდრიხ შილერი

(ამონარიდი)

თარგმანი ხ. ვარდოშვილის
სექტემბერიtag:www.qwelly.com,2017-09-01:6506411:Topic:12862052017-09-01T04:52:36.684Zხათუნაhttps://www.qwelly.com/profile/16prvrfy2scff

ჩემს წინ დაეცა ჭადრის ფოთოლი

გამოფიტული და დაქანცული.

და ზოოპარკის ცისფერ სკამებზე

ანთია სიცხის ანაბეჭდები.

-გინდა? გაჩუქებ.

თუმცა ამ ფოთოლს

ვინ გააჩერებს შენს გალიაში,

ან ვინ იფიქრებს,რომ ეს ფოთოლი

მე შემოგიგდე და არა ქარმა.

ქარს მხოლოდ მიაქვს. ქარს სიტყვაც მიქვს.

მაგრამ ხანდახან განგებ ატანენ,

რომ მოიშორონ სიტყვის სიმძიმე

და ქარს დაბრალდეს ქარში ნათქვამი.

ქარი მოვარდა.

ქარმა…

ჩემს წინ დაეცა ჭადრის ფოთოლი
გამოფიტული და დაქანცული.
და ზოოპარკის ცისფერ სკამებზე
ანთია სიცხის ანაბეჭდები.
-გინდა? გაჩუქებ.
თუმცა ამ ფოთოლს
ვინ გააჩერებს შენს გალიაში,
ან ვინ იფიქრებს,რომ ეს ფოთოლი
მე შემოგიგდე და არა ქარმა.
ქარს მხოლოდ მიაქვს. ქარს სიტყვაც მიქვს.
მაგრამ ხანდახან განგებ ატანენ,
რომ მოიშორონ სიტყვის სიმძიმე
და ქარს დაბრალდეს ქარში ნათქვამი.
ქარი მოვარდა.
ქარმა მომაგნო.
ქარს გავეკიდე.
ქარის ბრალია.
ქარით დაღლილი
ქარად ვიქცევი.
ქარო,როდემდე ვიქნები ასე.
მე მთელი ღამე სიტყვას ვეძებდი,
რომელსაც უნდა გადავერჩინე.
ის ცალკე იჯდა და იცინოდა,
მე კი მიყვარდა და ვბრაზდებოდი,
და ვრწმუნდებოდი, რომ ვერასოდეს
ვერ მოვნახავდი საჭირო სიტყვას.
და ყველაფერი გადაწყდა უცებ:
მან გაისწორა ლამაზი თმები,
ლამაზი კაბა...
და შემომხედა,
როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.
გათავდა?
თუმცა ამ სიტყვის გარდა
მე მქონდა გული,
გულიც და ვნებაც.
მან გაისწორა ლამაზი თმები,
ლამაზი მხრები...და გაიცინა.
გესმის?- გაწვიმდა.
ხედავ?-გაწვიმდა.
მე მიყვარს წვიმა,
წვიმა და ფიქრი.
წვიმა და ფიქრი ჰგვანან ერთმანეთს,
წვიმა მოვიდა.
წვიმამ მომისწრო.
წვიმას წავყვები.
წვიმის წილი ვარ.
წვიმით ავივსე.
წვიმად ვიქცევი.
წვიმავ,
როდემდე ვიქნები ასე?
წვიმა კი მოდის.
ხმამაღლა მოდის
და ძირს ჩამოაქვს ხმელი ფოთლები,
ფოთლებს ჩამოაქვთ ხის ოცნებები,
ხის სურვილები და იმედები.
და ტოტებს შორის,
დიდი ხნის მერე,
ისევ გამოჩნდა თეთრი ქალაქი,
ადამიანთა თავშესაფარი,
თეთრი ქალაქი გამოჩნდა ისევ.
ამასობაში გადიღო კიდეც
და შემოდგომის მზე ამოვიდა,
და შემოდგომის მზე გალიებში
კვლავ შემოცვივდა ოქროს ფოთლებად.
შეინარჩუნე, თუ შეგიძლია,
ნაწილი მაინც შეინარჩუნე,
რადგან უმზეოდ გაგიჭირდება,
გაგიჭირდება,
გაგიჭირდება...
მზე ამოვიდა.
მზემ გამაბრუა.
მზეს შევეფარე.
მზის იმედი მაქვს.
მზით გავთამამდი.
მზედ მინდა ვიქცე.
მ ზ ე ო,
ნურასდროს ნუ წახვალ ჩემგან.
მზე ყველას უნდა და ყველას უჭირს
მისი გაყოფა და დარიგება,
რადგან ყველაფერს ადვილად ვიტანთ,
როცა სხეული მზითაა სავსე.
ქალმა,რომელიც მიყვარდა ძლიერ,
როგორც მებადურს უყვარს მდინარე,
მდინარეს - ფიქრი,
ფიქრს კი - დუმილი,
დუმილს - ხმაური
და ხმაურს - სივრცე...
დიდხანს უცდიდა იმ წყეულ სიტყვას,
უცადა დიდხანს და მოთმინებით,
მერე წამოდგა და შემომხედა,
როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.
და აი, უკვე მზეც ამოსულა
და შემოდგომის მზე გალიებში
ასემოცვენილა ოქროს ფოთლებად.
ზამთარი მოდის
და სანამ დროა,
შეინარჩუნე ოქროს ფოთლები:
ზამთარში გულზე დაიფენ ხოლმე,
თავქვეშ დაიდებ და განათდები.
მე კი მეყოფა , თუ შენს თვალებში
ვნახავ საოცრად პატარა მზეებს.
პატარა მზეებს ვნახავ თვალებში,
თვალებში ვნახავ უთვალავ მზეებს.
მ ზ ე ა მ ო ვ ი დ ა.
მ ზ ე მ გ ა გ ვ ა ბ რ უ ა.
მ ზ ე ს გ ა ვ ა ხ ს ე ნ დ ი თ.
მ ზ ი ს შ ვ ი ლ ე ბ ი ვ ა რ თ.
მ ზ ი თ მ ო რ თ უ ლ ე ბ ი
მ ზ ე დ უ ნ დ ა ვ ი ქ ც ე თ.
მ ზ ე ო , ნურასდროს ნუ წახვალ ჩვენგან.

ოთარ ჭილაძე