ისე დავბერდი,
ვეღარ ვნახე ტბეთი, შატბერდი...
ვერც არტანუჯი, ოშკი, ხახული...
როდის მოუვა მათ გაზაფხული?

ვეღარ ვემთვიე მესხეთის მიწას,
სადაც გმინავენ ძველი ლოდები,
სადაც აჩრდილნი მამა-პაპათა
შემოგვძახებენ: თქვენ გელოდებით!

იქ ხე არა დგას, რომ არ ოხრავდეს:
- გაზაფხულია, რად არ აყვავდი!
იქ თვალი მხოლოდ ნანგრევებს ერთვის,
ჭოროხის კვნესას - ქვათა ღაღადი...

შავშეთის მთებზე ნისლი გადადის,
კარჩხალის მთებზე ვხედავ არწივებს.
და მათ ანგრეულ, აშლილ ბუდეებს,
ქარი უბერავს, ქარი აციებს...

მაგრამ გუგუნებს ქართულად მიწა,
და თუ გამხდარან დასანაცრები! -
ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით
მესხეთის მთებზე დიდი ტაძრები.

რუსთველის მამულს, მერჩულეს მამულს,
ვერ მიგვტაცებენ შავ ზღვის ქურდები;
თუ ნაგუბარში წყალი ჩამდგარა,
მე ჩემს მამულში ჩავსადგურდები!

გიორგი ლეონიძე

ტეგები: Giorgi_Leonidze, Qwelly, poetry, გიორგი ლეონიძე, მამული, ოშკი, ოცნება, პოეზია, სუნთქვა, ტაძრები, მეტი...ტბეთი, ქართველი_პოეტი, ქართული, შატბერდი, ცნობილი_პოეტი

ნახვა: 190

გამოხმაურებები!

მათ გაზაფხული კიდევ დიდი ხანი არ მოუვათ :((

სამწუხააროდ(((

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სოციალური დისტანცია ალბომებზე

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მარტი 29, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      სოციალური დისტანცია ყველას შეეხო. სამწუხაროა, რომ ძველი პერიოდის ეპიდემიების - გიგანტების მძვინვარები დროს, ხალხის გართობის საშუალებებზე ძალიან ცოტა ვიცით, მაგრამ ახლა ინტერნეტის, ტექნოლოგიების და ფოტოშოპის ხანაში რამდენიმე საინტერესო კოლაჟი გვაქვს. დღეისთვის კი ლოს-ანჯელესში მოღვაწე ჯგუფის, აქტივისტას (Activista) ერთი პროექტი უნდა წარმოგიდგინოთ. 6 ფუტის დისტანცია, ან ჩვენებურად, 2 მეტრიანი დისტანცია ცნობილი ალბომების ქოვერების…

გაგრძელება

უეინ დრედსკი და კორონავირუსი კანადაში

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2020.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Rapper Wayne Dreadski is A Viral Sensation on Spotify in Canada During Coronavirus Outbreak

Truth is Wayne Dreadski’s name echoes Canadian-bon hockey player Wayne Gretzky’s name thanks to which his music has been topping the Canadian charts.

Toronto, Canada (March 26, 2020) - Many know when it comes to the genre of rapping, there’s one name that has been making news for a while. Wayne Dreadski, thanks to his great work, has become…

გაგრძელება

კორონას რიცხვები, მსოფლიო ვირუსული ომიანობა და ერთობლივი ლოცვა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 27, 2020.
საათი: 11:36pm 0 კომენტარი

      კორონას ამბები, საერთო ლოცვა და დოლარის მაღალი ნიშნული - 3.2896. ნატოს მდივნის პოზიტიური შეფასებები ჩვენი ბრძოლის მეთოდებისა და კერძო ტესტები ან პირბადეები. კარგი ამბავიც არის - ორ კვირაში, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირებულია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 27 მარტი, 2020

      შიდა კორონა - ამ დროის მონაცემებით: საქართველოში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 83 და მათ შორის…

გაგრძელება

კახური მეტსახელების სახალისო კრებული

გამოაქვეყნა თამარი_მ.
თარიღი: მარტი 26, 2020.
საათი: 1:42am 1 კომენტარი

გაერთეთ )

1) რონალდო კოტე - ცოლი გაშორდა, ირინა ერქვა.

2) დიკაპრიო თამაზა - ტყეში დათვს გადაეყარა, გადარჩა.

3) გასხლული პეტრე - ცალი თვალი­, ცალი თირკმელი და ცალი ფილტვი არა აქვს.

4) ბარსელონა ქეთო - მაგისი ძროხა ყოველ წელს ხბოს იგებს.

5) მაესტრო ლევანა - მეზობელი ნაკვეთს ედავება სასამართლოში.

6) ჭორვილა გოგია - ვირი თეთრი ზოლებით შეუღებეს.

7) პრეზიდენტი ლეილა - ლამაზ წინდებს ქსოვს.

8) ჩურჩხელა გია - ბავშვობაში თეთრი ძაფი გადაეყლაპა.

9)…

გაგრძელება

Qwelly World

free counters