მიყვარდი... როგორც ჩუმი ოცნება,
მიყვარდა... შენი ცქერა შორიდან,
მე სხვანაირი არც მქონდა ნება,
ჩვენს სამწუხარო განშორებიდან.

ჰო... ეს სიტყვები ცივია ისე
ვით მკაცრი ზამთრის ციება, სუსხი,
შენი სიტყვები ცრემლით ამივსებს
თვალებს; და მტანჯველს ვეძლევი წუხილს.

ვერ გამიქარვა დრომ ულმობელმა,
ჩემს გულში შენზე ოცნების კვდომა,
პერიფერიამ საწყალობელმა,
ვერ შეძლო ჩემი გონების წვდომა.

მე აღარ ვეძებ ჩემს ძველ ოცნებას,
განქარდა, ფიქრმა შეჰყარა ნაპირს,
ვეღარ შეიპყრობს ჩემს გულს, გონებას,
დღეს ვშლი მე შენზე სულ ბოლო ნაფიქრს.

ილო

ტეგები: Qwelly, ი.ელიზბარაშვილი, ნატვრა, ოცნება, პოეზია, ქველი

ნახვა: 272

გამოხმაურებები!

ასე ადვილად ვერ დათმობ! მთვარის დაბნელება საინტერესოა ფოტოშოპით არის გაკეთებული? ))

დავთმე კახა, დავთმე :)

Kakha_მ თქვა:

ასე ადვილად ვერ დათმობ! მთვარის დაბნელება საინტერესოა ფოტოშოპით არის გაკეთებული? ))

ილო დათმობებზე მიდიხარ მაშინ მხოლოდ, როცა აღარ ხარ ცოცხალი )) მანამდე შეგიძლია გაიხსენო და არ დათმო, სურვილისამებრ!

Ilia Elizbarashvili_მ თქვა:

დავთმე კახა, დავთმე :)

Kakha_მ თქვა:

ასე ადვილად ვერ დათმობ! მთვარის დაბნელება საინტერესოა ფოტოშოპით არის გაკეთებული? ))

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

My reward is a rusted hunting rifle that proves especially

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ივნისი 5, 2020.
საათი: 6:51am 0 კომენტარი

My reward is a rusted hunting rifle that proves especially beneficial in coping with other supervisors. It cosmetic, although I was tempted to …

გაგრძელება

საერთო კანდიდატის გამონახვა და ცვლილებების დამტკიცების პრობლემა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 3, 2020.
საათი: 11:11pm 1 კომენტარი

      ივნისის სითბო ქარმა და წვიმა-გრიგალმა გადაფარა, მაგრამ ხვალ ისევ გამოიდარებს. პოლიტიკური ასპარეზი და ნიუსები სრულად ეთმობა არჩევნებისთვის სამზადისს და კანონპროექტის დამტკიცებას. ოპოზიციას კანდიდატის პრობლემები აქვს, მთავრობას კანონპროექტის მიღების, რურუას თორაძეების საქმის და ჯანდაცვის მინისტრის დროის გამონახვის.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 ივნისი, 2020

      კოვიდ-ამბები - მარინა ეზუგბაია - ინფექციურ…

გაგრძელება

ტყის კოდექსის დამტკიცება, რურუა კონსტიტუციის მეტერი, კორონას ახალი კლასტერები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ყველაზე თბილი სეზონი ქრისტიანული ზეიმით და ბავშვთა დღით დაიწყო და ალბათ ყველაზე ლოგიკური გადასვლაა ზაფხულის სეზონზე. ცხადია დღი მთავარი ამბები ასეთი ხალისიანი და ბედნიერი არ ყოფილა. დავიწყოთ საამინდო ამბებით - ივნისის პირველი ხუთეული წვიმიანი, თუმცა ცხელ-თბილი იქნებაო. ჩვენთან კორონას ახალი კლასტერები ვლინდება, მაგრამ აკრძალვები მაინც მცირდება - მეტიც, რესტორნები ამუშავდნენ. ტყის კოდექსიც დაამტკიცეს და რურუას პატიმრობა წყვეტს ახლა…

გაგრძელება

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

Qwelly World

free counters