ჩემს წინ დაეცა ჭადრის ფოთოლი
გამოფიტული და დაქანცული.
და ზოოპარკის ცისფერ სკამებზე
ანთია სიცხის ანაბეჭდები.
-გინდა? გაჩუქებ.
თუმცა ამ ფოთოლს
ვინ გააჩერებს შენს გალიაში,
ან ვინ იფიქრებს,რომ ეს ფოთოლი
მე შემოგიგდე და არა ქარმა.
ქარს მხოლოდ მიაქვს. ქარს სიტყვაც მიქვს.
მაგრამ ხანდახან განგებ ატანენ,
რომ მოიშორონ სიტყვის სიმძიმე
და ქარს დაბრალდეს ქარში ნათქვამი.
ქარი მოვარდა.
ქარმა მომაგნო.
ქარს გავეკიდე.
ქარის ბრალია.
ქარით დაღლილი
ქარად ვიქცევი.
ქარო,როდემდე ვიქნები ასე.
მე მთელი ღამე სიტყვას ვეძებდი,
რომელსაც უნდა გადავერჩინე.
ის ცალკე იჯდა და იცინოდა,
მე კი მიყვარდა და ვბრაზდებოდი,
და ვრწმუნდებოდი, რომ ვერასოდეს
ვერ მოვნახავდი საჭირო სიტყვას.
და ყველაფერი გადაწყდა უცებ:
მან გაისწორა ლამაზი თმები,
ლამაზი კაბა...
და შემომხედა,
როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.
გათავდა?
თუმცა ამ სიტყვის გარდა
მე მქონდა გული,
გულიც და ვნებაც.
მან გაისწორა ლამაზი თმები,
ლამაზი მხრები...და გაიცინა.
გესმის?- გაწვიმდა.
ხედავ?-გაწვიმდა.
მე მიყვარს წვიმა,
წვიმა და ფიქრი.
წვიმა და ფიქრი ჰგვანან ერთმანეთს,
წვიმა მოვიდა.
წვიმამ მომისწრო.
წვიმას წავყვები.
წვიმის წილი ვარ.
წვიმით ავივსე.
წვიმად ვიქცევი.
წვიმავ,
როდემდე ვიქნები ასე?
წვიმა კი მოდის.
ხმამაღლა მოდის
და ძირს ჩამოაქვს ხმელი ფოთლები,
ფოთლებს ჩამოაქვთ ხის ოცნებები,
ხის სურვილები და იმედები.
და ტოტებს შორის,
დიდი ხნის მერე,
ისევ გამოჩნდა თეთრი ქალაქი,
ადამიანთა თავშესაფარი,
თეთრი ქალაქი გამოჩნდა ისევ.
ამასობაში გადიღო კიდეც
და შემოდგომის მზე ამოვიდა,
და შემოდგომის მზე გალიებში
კვლავ შემოცვივდა ოქროს ფოთლებად.
შეინარჩუნე, თუ შეგიძლია,
ნაწილი მაინც შეინარჩუნე,
რადგან უმზეოდ გაგიჭირდება,
გაგიჭირდება,
გაგიჭირდება...
მზე ამოვიდა.
მზემ გამაბრუა.
მზეს შევეფარე.
მზის იმედი მაქვს.
მზით გავთამამდი.
მზედ მინდა ვიქცე.
მ ზ ე ო,
ნურასდროს ნუ წახვალ ჩემგან.
მზე ყველას უნდა და ყველას უჭირს
მისი გაყოფა და დარიგება,
რადგან ყველაფერს ადვილად ვიტანთ,
როცა სხეული მზითაა სავსე.
ქალმა,რომელიც მიყვარდა ძლიერ,
როგორც მებადურს უყვარს მდინარე,
მდინარეს - ფიქრი,
ფიქრს კი - დუმილი,
დუმილს - ხმაური
და ხმაურს - სივრცე...
დიდხანს უცდიდა იმ წყეულ სიტყვას,
უცადა დიდხანს და მოთმინებით,
მერე წამოდგა და შემომხედა,
როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.
და აი, უკვე მზეც ამოსულა
და შემოდგომის მზე გალიებში
ასემოცვენილა ოქროს ფოთლებად.
ზამთარი მოდის
და სანამ დროა,
შეინარჩუნე ოქროს ფოთლები:
ზამთარში გულზე დაიფენ ხოლმე,
თავქვეშ დაიდებ და განათდები.
მე კი მეყოფა , თუ შენს თვალებში
ვნახავ საოცრად პატარა მზეებს.
პატარა მზეებს ვნახავ თვალებში,
თვალებში ვნახავ უთვალავ მზეებს.
მ ზ ე      ა მ ო ვ ი დ ა.
მ ზ ე მ    გ ა გ ვ ა ბ რ უ ა.
მ ზ ე ს    გ ა ვ ა ხ ს ე ნ დ ი თ.
მ ზ ი ს    შ ვ ი ლ ე ბ ი ვ ა რ თ.
მ ზ ი თ   მ ო რ თ უ ლ ე ბ ი
მ ზ ე დ   უ ნ დ ა     ვ ი ქ ც ე თ.
მ ზ ე ო ,  ნურასდროს ნუ წახვალ ჩვენგან.

ოთარ ჭილაძე

ტეგები: Qwelly, პოეზია, სექტემბერი, შემოდგომა, ჭილაძე

ნახვა: 132

გამოხმაურებები!

სადღაა ჭადრები, მოჭრეს, გაპუტეს ((

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მრავალფეროვანი qwellynews - კვლევები, ჯანდაცვა, პენიტენცია, სამთავრობო ცვლილებები, იმპიჩმენტი, ელჩობა, პროკურატურა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2020.
საათი: 11:40pm 4 კომენტარი

      ქველინიუსის მთავარი აბავი - ქართული სოციალური ქსელი, მილიონიანი მკითხველით - დიახ, www.qwelly.com-ის მკითხველთა რაოდენობა მილიონზე მეტია. დღის სხვა ამბებში, NDI-ის კვლევის შედეგებია,…

გაგრძელება

იღბლიანი მოვლენები

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2020.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

   21 ოქტომბერით თარიღდება. როგორია ანარეკლი არაფრის? სწორად გამიგეთ, ეს მომენტია როცა დგახარ და ხედავ დაუსრულებელ სივრცეს, ეს ძლიერი ემოციის მქონე მომენტია, და თუ ზიხარ მაშინ წარმოსახის დიდი ძალის მქონე ხარ, მაგრამ ეს უნდა დაინახო, თუ რა მასშტაბისაა სივრცე, რომელიც დაუსრულებელია და სივრცე რომელიც შენი გონებაა, ის ასეთივეა დაუსრულებელი და ემოციური, პირველად ეს ნისლიან შემოდგომის დღეს ჩანს (ემთხვევა მოვლენას, როცა ადამიანის გონი მუდმივ ხეტიალშია და ნისლზე…

გაგრძელება

ძვირი წამლები ვადის გარეშე, არჩევნები აფხაზეთში და შოთაძე გენპროკურორად

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 16, 2020.
საათი: 7:00pm 1 კომენტარი

      როდესაც NDI კვლევას აქვეყნებს, მაშინვე დღის მთავარი ამბავი სწორედ კვლევის შედეგები ხდება, კვლევის პროცესის, კითხვარის, შერჩევის და მთელი წინარე პროცესის გამოუკვლეველად. დღესაც ასე იყო - შედეგების განხილვას, მოწონება-დაწუნებას დაეთმო მთელი დღე. ასევე დღის მთავარი თემა იყო აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, შოთაძის სავარაუდო დაბრუნება პროკურატურაში - გენერალურ პროკურორად, ასევე სერგეენკოს მინისტრობისას მედიკამენტების ვადაგასულობის…

გაგრძელება

ადამიანის უფლებებზე მორიგი შენიშვნები, უსაქმური შენობა, სემეკის ტარიფოლოგია და გადამდგარი რუსეთი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 15, 2020.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

      ზამთარი კუდის ქნევას თავს არ ანებებს და ამ შუა ღამისას წვიმა-თოვლი წამოაყარა, ალბათ ნალექი იქნება, მაგრამ სითბო შენარჩუნდება - თოვლს არავინ ელის. ამას გარდა, ქვეყანაში მთავარი თემა, ამჯერად, მორიგი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა-რეკომენდაციებია - ადამიანის უფლებები. დღის მეორე თემა, პარლამენტარების თავშეყრის ქუთაისურ შენობას ეხებოდა, ასევე რუსეთის გადამდგარ მთავრობასა და სემეკის ტარიფებს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 15…

გაგრძელება

Qwelly World

free counters