ჩემს წინ დაეცა ჭადრის ფოთოლი
გამოფიტული და დაქანცული.
და ზოოპარკის ცისფერ სკამებზე
ანთია სიცხის ანაბეჭდები.
-გინდა? გაჩუქებ.
თუმცა ამ ფოთოლს
ვინ გააჩერებს შენს გალიაში,
ან ვინ იფიქრებს,რომ ეს ფოთოლი
მე შემოგიგდე და არა ქარმა.
ქარს მხოლოდ მიაქვს. ქარს სიტყვაც მიქვს.
მაგრამ ხანდახან განგებ ატანენ,
რომ მოიშორონ სიტყვის სიმძიმე
და ქარს დაბრალდეს ქარში ნათქვამი.
ქარი მოვარდა.
ქარმა მომაგნო.
ქარს გავეკიდე.
ქარის ბრალია.
ქარით დაღლილი
ქარად ვიქცევი.
ქარო,როდემდე ვიქნები ასე.
მე მთელი ღამე სიტყვას ვეძებდი,
რომელსაც უნდა გადავერჩინე.
ის ცალკე იჯდა და იცინოდა,
მე კი მიყვარდა და ვბრაზდებოდი,
და ვრწმუნდებოდი, რომ ვერასოდეს
ვერ მოვნახავდი საჭირო სიტყვას.
და ყველაფერი გადაწყდა უცებ:
მან გაისწორა ლამაზი თმები,
ლამაზი კაბა...
და შემომხედა,
როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.
გათავდა?
თუმცა ამ სიტყვის გარდა
მე მქონდა გული,
გულიც და ვნებაც.
მან გაისწორა ლამაზი თმები,
ლამაზი მხრები...და გაიცინა.
გესმის?- გაწვიმდა.
ხედავ?-გაწვიმდა.
მე მიყვარს წვიმა,
წვიმა და ფიქრი.
წვიმა და ფიქრი ჰგვანან ერთმანეთს,
წვიმა მოვიდა.
წვიმამ მომისწრო.
წვიმას წავყვები.
წვიმის წილი ვარ.
წვიმით ავივსე.
წვიმად ვიქცევი.
წვიმავ,
როდემდე ვიქნები ასე?
წვიმა კი მოდის.
ხმამაღლა მოდის
და ძირს ჩამოაქვს ხმელი ფოთლები,
ფოთლებს ჩამოაქვთ ხის ოცნებები,
ხის სურვილები და იმედები.
და ტოტებს შორის,
დიდი ხნის მერე,
ისევ გამოჩნდა თეთრი ქალაქი,
ადამიანთა თავშესაფარი,
თეთრი ქალაქი გამოჩნდა ისევ.
ამასობაში გადიღო კიდეც
და შემოდგომის მზე ამოვიდა,
და შემოდგომის მზე გალიებში
კვლავ შემოცვივდა ოქროს ფოთლებად.
შეინარჩუნე, თუ შეგიძლია,
ნაწილი მაინც შეინარჩუნე,
რადგან უმზეოდ გაგიჭირდება,
გაგიჭირდება,
გაგიჭირდება...
მზე ამოვიდა.
მზემ გამაბრუა.
მზეს შევეფარე.
მზის იმედი მაქვს.
მზით გავთამამდი.
მზედ მინდა ვიქცე.
მ ზ ე ო,
ნურასდროს ნუ წახვალ ჩემგან.
მზე ყველას უნდა და ყველას უჭირს
მისი გაყოფა და დარიგება,
რადგან ყველაფერს ადვილად ვიტანთ,
როცა სხეული მზითაა სავსე.
ქალმა,რომელიც მიყვარდა ძლიერ,
როგორც მებადურს უყვარს მდინარე,
მდინარეს - ფიქრი,
ფიქრს კი - დუმილი,
დუმილს - ხმაური
და ხმაურს - სივრცე...
დიდხანს უცდიდა იმ წყეულ სიტყვას,
უცადა დიდხანს და მოთმინებით,
მერე წამოდგა და შემომხედა,
როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.
და აი, უკვე მზეც ამოსულა
და შემოდგომის მზე გალიებში
ასემოცვენილა ოქროს ფოთლებად.
ზამთარი მოდის
და სანამ დროა,
შეინარჩუნე ოქროს ფოთლები:
ზამთარში გულზე დაიფენ ხოლმე,
თავქვეშ დაიდებ და განათდები.
მე კი მეყოფა , თუ შენს თვალებში
ვნახავ საოცრად პატარა მზეებს.
პატარა მზეებს ვნახავ თვალებში,
თვალებში ვნახავ უთვალავ მზეებს.
მ ზ ე      ა მ ო ვ ი დ ა.
მ ზ ე მ    გ ა გ ვ ა ბ რ უ ა.
მ ზ ე ს    გ ა ვ ა ხ ს ე ნ დ ი თ.
მ ზ ი ს    შ ვ ი ლ ე ბ ი ვ ა რ თ.
მ ზ ი თ   მ ო რ თ უ ლ ე ბ ი
მ ზ ე დ   უ ნ დ ა     ვ ი ქ ც ე თ.
მ ზ ე ო ,  ნურასდროს ნუ წახვალ ჩვენგან.

ოთარ ჭილაძე

ტეგები: Qwelly, პოეზია, სექტემბერი, შემოდგომა, ჭილაძე

ნახვა: 276

გამოხმაურებები!

სადღაა ჭადრები, მოჭრეს, გაპუტეს ((

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ომის გმირების და ომის „ბრალდებების“ დღე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 8, 2022.
საათი: 11:08pm 0 კომენტარი

      ტრადიციად ქცეული კითხვის დღე - 08.08.08 - ვინ დაიწყო ომი? და დაუსრულებელი ბრალდებები ერთმანეთის რუსეთუმეობაზე, ასეთია აგვისტოს პირველი დღეების პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში. დღესაც 08.08.22-ში, კვლავ გმირების საფლავები შეამკეს, დაგმეს ოკუპაცია და პარალელურად ქსენოფობიაც, ასევე განიხილებოდა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7141 ლარია.…

გაგრძელება

ბრენდებით უკმაყოფილება

გამოაქვეყნა Muxia_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2022.
საათი: 10:00am 0 კომენტარი



The Shattered League is running from today through March 3. If you've been wanting to get back into Old School RuneScape, this might be the right time to take the plunge. If you're planning on jumping into let us know your reasons below!

Runescape And Outriders aren't two games that people consider in tandem so the sight of a Runescape player address r/Outriders may be a shock. This led to an interesting discussion and post between fans of both games. The whole thing boils down…

გაგრძელება

კოსმოსური ემბლემები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 31, 2022.
საათი: 11:25pm 0 კომენტარი

      მას შემდეგ რაც, ჯეიმს ვებმა სამყარო ახალი თვალით გვაჩვენა, რა გასაკვირია რომ გაიზარდა მისი პოპულარობა მარკეტინგულ სამყაროშიც. ჯერ კიდევ გაფრენის წინ დამზადდა მოვლენის აღმნიშვნელი პატჩი (ჩვენებურად ალბათ უფრო ემბლემა, იარლიყი, სიმბოლო, რომელიც როგორც წესი ამოქარგულია გარკვეულ მატერიაზე და შემდეგ მაგრდება ტანისამოსზე ან სპეც ტანსაცმელზე. შეიძლება ბეიჯიც ეწოდოს და ა.შ.). ტიმ განიონის (Tim Gagnon) ემბლემებს თითქმის ყველა კოსმოსური მიღწევა ახსოვთ…

გაგრძელება

აღდგა, ვითარცა ერთადერთი

გამოაქვეყნა Nfkjasfas_მ.
თარიღი: ივლისი 29, 2022.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

The show is likely to follow the plot of the games fairly close, however, it could contain new features that contain flashbacks and characters that were mentioned, but were not featured on the screen. The show isn't set with a exact release date, however it is expected to launch sometime in 2023.

According to reports, the series may still filming, though it's likely to be close to wrapping the photography as of the moment.Twisted Metal will also be getting a small-screen debut and is…

გაგრძელება

Qwelly World

free counters