თავი1

სიზმარი 

თორნიკე:
"- ვახ, რა სიზმარი ვნახე მამიკო,
ვითომ, მოჰქროდა თეთრი ლაშქარი, 
მათი სიმრავლით მიწა იძვროდა,
სისწრაფეს სდევდა თან ქარიშხალი.
ვითომც ამ ლაშქარს წინ მოუძღოდა,
ბასრი ხმლით ხელში თეთრი მხედარი, 
ოქროს აბჯარით აღჭურვილი მთლად,
სახით პირ-ბადრი, მზისა სადარი.

და ვითომც მეც ამ ლაშქარს ვერიე,
ვიყავ ამ ლაშქრის მეომარი, 
ჩემს მარჯვენასაც ხმალი შვენოდა 
და წელზე მერტყა ოქროს ქამარი.

ვითომც ჩვენს თავზე შავი ღრუბელი
მზის სხივს გაეპო, გვედგა მეგზურად.
წინამძღვრის თავზე გვირგვინსა ჰკრავდა
და უნათებდა სამოსს მეფურად.

ლაშქრის გუგუნს და ცხენთა ფეხთ თქარუნს
შიში აღეძრა ყოველ შემხვედრში,
დამფრთხალი სახით მუხლზე დგებოდნენ
და მორჩილებით გვჭვრეტდნენ თვალებში.

და როცა მცხეთას მივუახლოვდით,
იქ, სადაც მტკვარსა ერთვის არაგვი,
„სვეტიცხოველმა” და მცხეთის „ჯვარმა”
ზარების რეკვით იწყეს ღაღადი,

ვითომც სად იყო?! „გელათიც” გაჩნდა
და წმინდა სახეც მეფე თამარის,
გაბრწყინებული სახით ვიხილე
მეფე გიორგიც და ფარნავაზიც.

- „ღმერთმა დაგლოცოთ!” - ქუხდნენ ზარები,
- „უკუნისიდან აწ და მარადის,
კურთხეულ იყოს თქვენი მარჯვენა, 
ჩამომშორებლად დარდთა ვარამის”.

ზეციდან ვითომ ხმალი დაეშვა,
ხმალი დავითის, აღმაშენებლის,
თეთრი დროშებიც აფრიალდა ცად,
სიმბოლოდ, ქვეყნის საზღვართ აღდგენის.

იქვე გორგასლის რაშმაც ისკუპა,
ჰაერში ფრენით შეკრა კამარა
და მუზარადი გმირი პატრონის
ლაშქარს დაადგა ბრძოლისთვის მყარად."

მამა:
"-  კარგი სიზმარი გინახავს, შვილო,
ცოტა არ იყოს, თუმც უცნაური...
ქვეყნის ტკივილი გიხილავს წუხელ,
იმედი, ოცნებებად ქცეული.
მაგრამ, რაც ნახე, მე ვერ დავარქმევ
ვერც სიზმარს და ვერც რაიმე ნაბოდვს,
შენ საქართველო დაგსიზმრებია,
მისი წარსული თითქოს გენახოს.
მისი ტკივილიც სიზმრად გიხილავს,
მისი იმედიც, მომავლის, ხვალის,
რაც მრავალს წლობით ვერ დაუნახავს,
შენ წუთში შეძელ შევლება თვალის."

თორნიკე:
"- ნეტავ, რა არის აქ საოცარი,
განა რა ვნახე, მამავ, ისეთი?
ან ეგრე შუბლი რატომ შეკარი,
რამ დაგაფიქრა, მითხარი ერთი?!"

მამა: 
"-  მაშ, ყური მიგდე, ჩემო ვაჟკაცო,
მომავლის არის ჩვენი სამშობლო,
და მინდა მიტომ მტკიცედ გახსოვდეს 
შენ აფხაზეთი და სამაჩაბლო!
ის ჩვენი ქვეყნის არის ნაწილი,
ჩვენი სამშობლოს მკვიდრი სახსრები,
იქ განისვენებს დღეს ჩვენი გული
და წინაპრების წმინდანი ძვლები."

თორნიკე:
"- მაშ, რაღა მოხდა, იქნებ ამიხსნა,
რატომ დავკარგეთ დღეს ჩვენ ისინი?"

მამა:                                                                                                                                    
"- რადგან მტრის სიტყვას ყური დავუგდეთ
და ჩავიბეჭდეთ მისი სისინი."  

თორნიკე: 
"- იქნება, უფრო ნათლად ამიხსნა,
მინდა ვიცოდე ყველა წვრილმანი,
მინდა ღრმად ჩავწვდე სამშობლოს ტკივილს,
მის გულის ძგერას, მამავ, ღმერთმანი!"

მამა: 
" -  მადლობა უფალს, რომ ასე გითრევს,
ჩემო თორნიკევ, ქვეყნის წარსული,
ისეთი სახით იძლევი კითხვებს,
თითქოსდა იყო უკვე ზრდასრული.
მე კი გიამბობ, ყური მომაპყარ,
საქართველოზე, მის დუხჭირ ბედზე,
მრავალჯერ ნათრევ, სისხლში გავლებულ,
დაცემულზე და კვლავ აღმდგარზე.



თავი II
დაცემული საქართველო


მამა:
"-  ერთი დრო იყო, ისე როგორც დღეს
(იქნება მეტიც, თუ არ ვამეტებ)
საქართველო მთლად დაკნინებული,
(თუმც სასიკვდილოდ მე ვერ ვიმეტებ,
მაგრამ) კვდებოდა, სულსა ღაფავდა,
თურქთა თარეშით, თუ - სტიქიებით,
ყველა გოდებდა, ყველა გლოვობდა,
ჩუმი ოხვრით თუ დატირებით.
მაშინ მეფობდა მეფე გიორგი,
გიორგი მეორედ წოდებული,
შვილი ბაგრატის, მამა - დავითის,
აღმაშენებლად წოდებულის.
მისი მეფობა არ იყო მტკიცე,
თუმც მეომარი იყო უბადლო,
მშვილდის მიშვერა ტახტზე ერჩივნა,
ვიდრე ქვეყნისთვის ზრუნვა უნაკლო.
სწორედ ამ დროში კახეთ-ჰერეთი,
განკვეთილიყვნენ საქართველოდან,
უდარდელ მეფეს კი ურჩევნია,
ნადირი ზვეროს სათვალთვალოდან.
თბილისს კი ისევ არაბნი ფლობდნენ,
დროს ატარებდნენ ქართულ ალაფით,
თბილისში ქრისტეს ტირილი იდგა, 
მოლა აღვიძებს ქალაქს "ალაჰით".
თურქთ შემოტევაც მაშინ დაიწყო
აჰმად ამირას მთავარსარდლობით,
დარტყმისგან დასცა ჩვენი სამეფო,
ჩვენივე თავის დაუდევრობით.
მაგრამ მომდევნო შემოტევა კი,
რომელიც მოხდა ერთი წლისთავზე,
ათას ოთხმოცსაწელს აღინიშნა
მომაკვდინებლად საქართველოზე.
თურქთა ლაშქარი კვლავ შემოიჭრა,
ქვეყანა მოსრა, იყო გნიასი,
დაუნდობელმა ცეცხლით გადაწვა
არტანუჯი და ქუთათისი.
ის შეიძლება ჩავთვალოთ ასე, 
ვით ტრაგედია, ვით გენოციდი,
ქვეყანა, როგორც მკვდარი დაეცა
და აღარა აქვს რამის იმედი.
ამ პერიოდში ჩვენს სასიკეთოდ,
მხოლოდ ორი რამ მოხდა ქვეყნისთვის,
ერთი - დავითის დაბადება და
მეორე - მეფედ კურთხევა მისი."

თორნიკე:
" - საინტერესოდ ჰყვები, მამიკო,
მითხარი კიდევ, კიდევ, რა მოხდა?"

მამა: 
"-  თითქოს ღვთის რისხვაც დაგვატყდა თავზე,
დიდი მიწისძვრით კვნესა აღმოხდა."

თორნიკე:
" - მართლაც მძვინვარე დღეები მდგარა,
თითქოს იმედი მართლაც არა ჩანს,
მას შემდეგ როგორღა დადგა ფეხზე,
როგორღა აღდგა, როგორ გადარჩა?"

მამა:
" - წეღან ვახსენე მეფე დავითი,
გიორგის ვაჟი, რომელიც იშვა,
მისმა მეფობამ გვიხსნა, თორნიკევ,
ვერ შეაჩერა ის მტრების შიშმა."

თორნიკე:
" - ვაჰ, ბარაქალა მაგის მეფობას,
გმირი ყოფილა მართლაც ეგ მეფე;
გთხოვ, დაწვრილებით მიამბე მასზე,
მიამბე, მამავ! გთხოვ, ვეღარ ვითმენ."


                                      თავი III

მეფე დავით IV


"-  ათას ოთხმოცდაცხრა წელი,
მისი გამეფების წელი,
ქართველთ აღმავლობის წელი,
აღშენების საძირკველი.

* * *
მამა:
"-თექვსმეტი წლისა გამეფდა დავით,
მაგრამ ბრძენ-კაცის ჰქონდა გონება,
ტანით ბრგეს, ვაჟკაცს, 
ერის ნამდვილ შვილს,
თვალს არ უბნელებს ფუჭი ქონება.

გვირგვინის ნაცვლად მუზარადს ირჩევს,
და ტახტის ნაცვლად მხედრულ უნაგირს,
გუთანის ერქვანს მიწას უბიძგებს,
ნიმუში ხდება ის მთელი ერის.

შემოიკრიბა ნაღდი ქართველნი,
ვისაც სიმართლით უძგერდა გული,
ვისაც უყვარდა წრფელად სამშობლო
და ვინც არ იყო ქვეყნის ორგული.
ააგუგუნეს სამჭედლოები,
საჭურველისთვის, ფიცხელ ბრძოლისთვის,
თვითონ დავითი იყო მჭედელად,
უპირველესად სხვისი გულისთვის.
თავადვე წვრთნიდა თავის მებრძოლებს,
და იწვრთნებოდა მათთან თვითონაც,
ნიმუშს აძლევდა ყველას გაწრთობის,
არ მომხდარიყოს არა ვითომაც.
ხმალში, ჯირითში, ისრის სროლაში,
მუშტის ძგერაში, შუბის ტყორცნაში,
ბადალი არ ჰყავს მეფეს არავინ,
თუნდ სირბილში და თუ გინდ სროლაში,
ვერც უძილობა აკლებდა რამეს,
ვერც შიმშილობა და ვერც წყურვილი,
სიცხე და ყინვაც ვერას ავნებდა,
ვერ გაუნელა ბრძოლის სურვილი.
და რა იხილეს ის ქართველებმა,
რომ თავად მეფე იბრძოდა კაჟად,
მეფეს ეახლნენ რაზმში მსახურად
და მცირე რაზმი გადიქცა ლაშქრად."







თავი IV

              ორი ერთგული

განთიადია, დილის ცისკარი,
მეფე ლოცვებად არის მიმწყდარი,
უფალს ავედრებს ქვეყნის ჭირ-ვარამს,
საქართველოსთვის ის გულდამწვარი.
ტირის და მოსთქვამს ამაყი მეფე,
სამშობლოსათვის მუხლზე დამდგარი;

მეფე: 
" -  უფალო, ჩემს სამშობლოს გავედრებ,
გთხოვ, არ გამიშვა შინ ნირწამხდარი.
გთხოვ, შეისმინო ჩემი ლოცვები
და ჩემს ქვეყანას უბოძო ძალა,
შენი წყალობით მტრისაგან გვიხსნა
და მტრის მახვილი არ დაგვრჩეს ვალად”.

ამ ლოცვებშია, რომ მის მახვილ ყურს
ხმა შემოესმა, ხმა - შორინდელი,
ბნელში თვალები დააკვესა და 
მან შეამჩნია იქ ჭყონდიდელი.

მეფე: 
-  გიორგი, შენა?..

გიორგი: 
- დიახ, მეფეო, შენი მონა ვარ, შენი გამზრდელი.

მეფე: 
-  აქ რას აკეთებ?

გიორგი: - ლოცვად ვარ შენთან, და ამ ლოცვებში თანამზრახველი,

მეფე:  -  გმადლობ, გამზრდელო, რომ არსად მტოვებ,
უყურადღებოდ გვერდს რომ არ მივლი...

გიორგი:
- ეგ რა თქმა არის, ჩემო ხელმწიფევ,
ჩემი მეფეც ხარ, მამაც და შვილიც.

მეფე: 
-  რა კარგად გესმის, ჩემო გიორგი,
მჭმუნვარე კაცის ოხვრა ყოველი,
მე მიხარია, რომ გვერდში მყავხარ,
და შენგან მხოლოდ კეთილს მოველი.

გიორგი:
- „რა ბრძანებაა, მეფევ ბატონო?!
მაშ, რად ვარგივარ მე ჭყონდიდელი,
თუკი ჩემს მეფეს თან არ ვახლდები,
ნუღარ ვყოფილვარ მაშინ ქართველი.
მაგრამ გაგიმხელ ერთ საიდუმლოს,
ჩემო მეფეო, ღვთით დადგენილო,
ათასჯერ მეტად მიყვარხარ კიდევ,
ასე რომ გიყვარს შენ საქართველო. 
ასე ბეჯითად რომ არ ზრუნავდე
შენს სამშობლოზე, ჩვენს დუხჭირ ბედზე,
მაშინ შენს ახლოს ვერ მიხილავდი,
თვალს ვერ მომკრავდი სასახლის კარზე”.

მეფე დავითი ფეხზე წამოდგა,
მიუახლოვდა მდუმარედ აღმზრდელს,
ერთხანს უყურა მას სიყვარულით,
მხარზე ამბორით პატივს სცემს გამზრდელს.

მეფე:
" - მეც მიხარია, რომ ეგრე ფიქრობ,
ჩემო გიორგი, ჩემო გამზრდელო,
ჯერ სამშობლოა, შემდეგ კი მეფე,
თანმიმდევრული გვაქვს სადღეგრძელო.

გიორგი:
- მაპატიე, თუ გული გატკინე,
მაგრამ სიმართლეს ვერ გაექცევი;

მეფე: 
-  არა, რას ბრძანებ, ვხარობ უზომოდ,
რომ ჩვენს სამშობლოს არ ჰყავს წამქცევი.

გიორგი: - რომ ვერ მიგიხვდი მაგ ქარაგმულ თქმას
მითხარ, რას ნიშნავს, მეფევ, ეგ სიტყვა?

მეფე: 
-  ეს ქარაგმები შენგან ვისწავლე,
რაო, გამზრდელო, შენ დაგავიწყდა?
ორი ერთგული თუ ჰყავს ქვეყანას,
მას ვერ დასცემენ, ვერვინ გაწყვეტავს!

გიორგი: 
- ახლა მიგიხვდი, ჩემო მეფეო, 
გთხოვ, მაპატიო უგუნურობა,
ერის შვილი ხარ, ბრძენი ხელმწიფე,
ღმერთს მოუცია შენთვის ეს გონება.

მეფე: 
-  ახლა კი საქმეზე გადავიდეთ!

გიორგი:
- კანონი არის მეფის ბრძანება!

მეფე: 
-  დღეს მოვუძახოთ სუყველა ვაზირს,
რომ გაიმართოს დარბაზობა!

გიორგი:
- მესმის, მეფეო, სხვას რას ინებებ,
იქნება კიდევ გაქვთ რამ წადილი?

მეფე: 
-  თუ პატივს დაგვდებ მე და დედოფალს,
გთხოვ, ვიზიაროთ ერთი სადილი.

გიორგი: 
- მადლობის მეტი რა მეთქმის, მეფევ,
იდიდოს შენმა სახელმა ლხენით,
მტერი მოგესპოს, ქვეყანა გეხსნას,
თავქუდმოგლეჯით გაბრუნდნენ, ღრენით...


თავი V

                ვაზირობა (მეფე მორჭმული, გამგებიანი)

დარბაზობაა. 
შვიდივ ვაზირი
გამოეცხადა უკლებლივ მეფეს,
რადგან გაეგოთ მეფის წადილი
რომ გეგმიურად შებმოდნენ მათ მტერს,
გამოეკვლიათ ქვეყნის წუხილი, 
ბოლოს რომ არა წყევლიდნენ თავ-ბედს 
და
ბნელი ჟამი ნათლად გაევლოთ, 
შეწევნას სთხოვდნენ მაღალ მამაღმერთს.

დაბრძანებულა მეფე მის ტახტზე,
ძლიერი კვერთხით, ბასრი მახვილით.
ლამაზ თავს მეფის გვირგვინი შვენის
ხმა კი გუგუნებს ლომის ძახილით.
გვერდით კი გურანდუხტ-დედოფალი
მოუსვამს მეფეს და იმშვენებს გვერდს,
მზისა სადარი ყივჩაყთ ასული
მეფის გულს ერთვის და იყოფს მის ბედს.
ვაზირნიც თანმიმდევრულად ზიან,
რადგან წესია იგი სასახლის,
პატივისცემის ნიშნის სიმბოლო,
მორიდების და უფროსის კრძალვის.

ჯერ მწიგნობართა უხუცესია
პირველ-ვაზირი, მეფის მარჯვენა,
სავაზიროში სიტყვა არ წყდება
და მის გარეშე რამის დადგენა.

შემდეგ კი მანდატურთუხუცესი;
მას ევალება წესრიგი ქვეყნად,
საპოლიციო სამსახური და
სამშობლოს მტრების მსტოვრებით ძებნა.

მას შემდეგ ამირსპასალარია -
სამხედრო საქმის მცოდნე ვაზირთა,
ჯარის სარდალი და წინამძღოლი,
თავადი სრულად მეფის ლაშქართა.

მას მოსდევს ფინანსთ გამგე ვაზირი,
იმის ხელშია ქვეყნის  ბალანსი,
მეფისა სალაროს განმგებელი,
წოდებით - მეჭურჭლეთუხუცესი.

შემდეგში მსახურთუხუცესია,
მეფის სასახლის წესრიგის მცველი,
შინამსახურთა განრიგის დამდე
და თადარიგის განმწესებელი.

მეექვსე ამილახვარი არის, 
ამირსპასალარის პირველი შემწე,
იგივე მეჯინიბეთუხუცესი,
სათათბირო ხმით: ვაზირი მცირე.

ბოლოს ჩუხჩარხი, მეფის სპასპეტი,
იგივე მეაბჯრეთუხუცესი,
მეფის „მონა სპის” („გვარდიის”) "თავი,"
სათათბირო ხმით: ვაზირ-უმცროსი.

რა მოიკრიბა ვაზირნი მეფემ,
წამოდგა თვითონ თათბირად სიტყვის,
გურანდუხტ დედოფალს გადახედა,
მისი თვალები მრავალსა იტყვის.
შემდეგ მწიგნობართუხუცესისკენ
შემოიბრუნა თვალები ბრძენი,
ცოტა ხანს ისე უხმოდ უყურა,
შემდეგ კი ჰკითხა კითხვა არც გრძელი:

მეფე:
რას ფიქრობ მწიგნობართუხუცესო,
კიდევ ვუხადოთ ოსმალოს ხარკი?

მწიგნობართუხუცესი:
დაფიქრებაა, მეფევ, საჭირო,
იქნება, ვერც კი დაგვაკლოს არკი,
მაგრამ გავთვალოთ, ავწონ-დავწონოთ,
რომ არ შევიქმნათ კერპთა ზვარაკი.

მეფე:
მეც გეთანხმები, ახლა სხვებს ვკითხოთ,
რასა ჰფიქრობენ დღეს ხარკის ხდაზე?
აბა! მანდატურთუხუცესო,
შენი სიტყვა თქვი, მოგვყევ განსჯაზე!

მთხრობელი(მამა):
ღრმად დაფიქრებულმა მანდატურმა
ჭკვიანი შუბლი თითით მოქექა,
შემდეგ თვალები მიაპყრო მეფეს
და წრფელი გულით ეს ამოხეთქა:

მანდატურთუხუცესი:
მიგიხვდით, მეფევ, რაცა გწადიან...
ჩვენი ოცნებაც ეგ არის მუდამ,
ხარკის შეწყვეტა განგიზრახავს შენ,
მაგრამ ფიქრი და განჭვრეტა უნდა.
რახან მე მკითხეთ, მეც გიპასუხებთ,
დღეს ოსმალეთი არის სუსტადა,
ჯვაროსნულ ომში ბევრი დაკარგა,
იერუსალიმი მაქვს ხედვადა.
შინა ქიშპობაც არის ცნობილი,
არეულობის არის დასტური,
ჩვენი მსტოვრები გვატყობინებენ,
მათგან მოსული ჩვენი უსტარით.

ამირსპასალარი:
თუ დამრთავთ ნებას, მეც ვიტყვი სიტყვას,
დიდო მეფეო თქვენთან თათბირში,
დღეს ჩვენი ჯარი რომ ძლიერია
ვთვლი არ ჩამითვლით ამას ტრაბახში.
ქართულ ლაშქარმა შენის წყალობით,
მიიღო დიდი გამოცდილება,
ვთვლი, რომ  მის ძალას, მტრისგან ზეწოლას 
უწინდებურად ვერ აღუდგება.
თუ განგიზრახავ ხარკის შეწყვეტა,
იმედი გქონდეს, მოვკვდები თქვენთვის,
თავს არ დავზოგავთ სამშობლოსთვის და
სწორუპოვარი ჩვენი მეფისთვის.

მეჭურჭლეთუხუცესი:
ოქროც, ასე თუ ისე, მოგვდგამს,
ბრძოლაში გამცვლელ ჩვენი ლაშქრისთვის,
შენის ბრძანებით რომ შევაგროვეთ,
ნატვრად ქცეული სამშობლოს ხსნისთვის.

მეფე:
ხელს რაღა გვიშლის?.. მაშ, შევუთვალოთ
პირმურდალ სულთანს ხარკის შეწყვეტა.

მანდატურთუხუცესი:
მხოლოდ ერთი რამ, დიდო მეფეო,
მოღალატეთა ფეხის აღკვეთა...

მეფე:
ისევ ღალატი?! წყეულიმც იყოს!
ვფიცავ მაღალ ღმერთს, არვის დავინდობ!
ამ ჩემ ხელებით ამოვთხრი თვალებს
და გამღვალ რკინას პირში ჩავადნობ!
ათი დღის ვადას გაძლევთ სუყველას,
შებოჭეთ, ჰგვემეთ ყველა გამცემი!
ღალატისათვის დილეგში ჩასვით,
ენა მოჰგლიჯეთ, ჰყავით ნაცემი!
თუ შეგებრძოლონ, გაანადგურეთ!
მათთვის დანდობას არ აქვს ადგილი!
თუგინდ ძმა იყოს, ჩემი ძუძუმტე,
ან გინდაც, უსაყვარლესი შვილი!



თავი VI
მეფე ბრძენი და ლომგული

მეფე:
ასეთი იყო, შვილო, დავითი,
მოსიყვარულეც, მკაცრიც და ბრძენიც,
ერთგული ყმისთვის თანდაყოლილი,
მოღალატისთვის კი - შხამის წვენი.
არ შეუნდობდა არავის ღალატს,
მკაცრი სასჯელით ჰკვეთდა ერიდან,
ქვეყანა მეფის მსტოვრით აივსო,
შიშით ვერ ძრავდნენ აუგს პირიდან.
სამიდან ორი მსტოვარი იყო,
თვითონ ჯაშუშნი ერთურთს ვერ ცნობდნენ,
თუ ვინმეს ავი თქმა დასცდებოდა,
მეფემ იცოდა, მას აცნობებდნენ.
და ასე შიშით დათესა ხალხში,
განსაკუთრებით მაღალ ფენებში,
შიშმა შეიპყრო ფეოდალები
და იჩოქებდნენ მეფის ფეხებში.
ის არ არჩევდა ღარიბს და მდიდარს,
გვერდში იკრებდა მხოლოდ ერთგულებს,
ჭკვიან ღარიბებს ჩინებს აძლევდა,
თავს ლაფს ასხამდა მდიდარ ორგულებს.

თორნიკე:
მერთლაც ძლიერი მეფე ყოფილა,
და საოცარი ქვეყნის ხელმწიფე,
მაგრამ ამ შიშით რას მიაღწია,
ნუთუ მიიღო ნაყოფი მწიფე?

მამა:
ამ გზებით, შვილო, ორგული მოსპო,
ღალატს მოუსპო საყრდენი მყიფე,
ერის შვილები შემოიკრიბა,
ქვეყნის ერთგულნი – ფოლადზე მტკიცე.
როცა შეიგრძნო, რომ მყარად იდგა
მჭრელი მახვილი მიმართა მტრისკენ,
ჩვენი სამშობლო რომ აღედგინა,
მიზნად: ერთ მთლიან საქართველოსკენ!

ასეც მოიქცა... ის ამოქმედდა,
სურდა დაეხსნა კახეთ-ჰერეთი,
ჯერ ერწუხს, შემდეგ სამშვილდოს დაჰკრა,
და უკან დაბრუნდა სიმღერებით.
კვლავაც მრავალჯერ გავიდა ბრძოლად;
და დაიბრუნა რუსთავი, გიში,
მრავალჯერ ატყდა დავითის ხმლის ქვეშ
აკნავებული მტრის ვაი-ვიში.
დღითიდღე სახელს იხვეჭს დავითი,
შიშის ზარსა სცემს თურქთა ურდოებს,
მცირე ლაშქრით მრავალს ამარცხებს,
მახვილით უპობს მომხვდურ მტერს გულებს.
შემდეგ ყივჩაღნიც ჩამოისახლა,
მის მუდმივ ლაშქრად მტერთან ბრძოლაში,
გააძლიერა ქვეყნის ლაშქარი,
ის არის საქართველოს ნუგეში.
ხარკზე ხომ სიტყვაც კი ზედმეტია,
გაფიქრებაც კი არ ღირს ამაზე,
ქვეყანამ იწყო ფეხზე დადგომა,
გაძლიერება დიდ მეფის გზაზე.

ზღაპრებში ნათქვამ მზეჭაბუკს ჰგავდა
ეს საოცნებო მეფე-ბატონი,
თითქოს განგებამ გამოგვიგზავნა
ამ დუხჭირ დროში მოგვცა პატრონი.

შუძლებელი შეძლო ხელმწიფემ,
ორთავა ურჩხულს მოჰკვეთა თავი,
პირველი თავი შინამტერია,
მეორე თავი კი - გარე არი.

მაგრამ ორივე მოსპო დავითმა
და მოაწონა მსოფლიოს თავი,
გვირგვინი მყარად მოირგო თავზე,
მტკიცედ გაშალა მეფური მკლავი.

მაგრამ არ მინდა არ გავიხსენო, 
დიდგორის ბრძოლა - მართლაც ზღაპარი,
ოთხასი ათას თურქს დააჩოქებს
მეფის სამოცი ათასი ჯარი.


* * *
მაშ ასე, ვიწყებ, ყური დამიგდე:
თურქეთის მხრიდან მოჰქრის ლაშქარი,
მათი სიმძიმით მიწა ირყევა,
შიში ცახცახებს ირგვლივ მთა-ბარი.
ოთხასი ათასი მეომარი
მოათქარუნებს ქართლისკენ ცხენებს,
ერთხელ და სამუდამოდ წახდენა
გადაუწყვეტიათ თურქთა ურდოებს.

ქართველთ მსტოვარი სასახლის კარზე
დაუზოგავად მიაგდებს შავ ცხენს,
ავი ამბავი მოაქვს მეფისთვის,
ოფლად დაღვრილი კიბეს აირბენს.

იმ ერთს მეორე მოჰყვა ფეხებში,
ისიც რბენისგან ნაგვემი გზაში,
რომ მეფეს მტრის გამოჩენა ამცნოს,
შემდეგ კი თუნდაც დაბრმავდეს თვალში.

* * *
მეფემ იმწამსვე იხმო ლაშქარი,
განაწყო ბრძოლად, მიმართა სიტყვით:

  მეფე:
- „ან სიკვდილი და ან გამარჯვება!
მტერს შევეგებოთ ბასრი მახვილით!

დღეს გადაწყდება ბედი ქვეყნისა,
გახსოვდეთ, ძმებო, ვინა ვართ რჯულით!
თუ თავგანწირვით მტერს ვეკვეთებით,
თვითონ ეშმაკსაც ვაბღავლებთ გულით.

მაშ, აღვავლინოთ ლოცვა ღმერთისა,
ვილოცოთ ღვთისთვის და სამშობლოსთვის!
ქრისტეს შეწევნით მტერს შევუტიოთ,
სამშობლო ვიხსნათ უფალ ქრისტესთვის!

შერცხვენილ იყოს, ვინაც მტერს ზურგი,
თუ შეაქციოს უკუსაქცევად!
არამი  იყოს მისთვის დედის რძე,
ხმალს თუ არ დასცემს მტერს წასაქცევად!"

მთხრობელი(მამა):
ამის მომსმენმა ლაშქარმა მყისვე
ომახიანად შესძახა მეფეს:
ჯარი:
- „დიდება მეფეს, ჩვენდა ნუგეშად!
ჩვენს დიდ ხელმწიფეს, მეფეთა მეფეს!"


თავი VII
მეფეთა მეფე დავით აღმაშენებელი


ათას ას ოცდაერთი წლის
ზაფხულია, აგვისტოს თვე,
თურქ-სელჩუკნი მანგლისს, დიდგორს,
შემორტყმიან, როგორც სალტე.
სწორედ აქედან სურს სულთანს
შეაღწიოს შიდა ქართლში,
„ცხვირიდან ძმარი ადინოს
„ურჩ” ქართველებს მკაცრ ბრძოლაში.
მაგრამ მეფე, გმირი--დავით,
რის ბრძენია, რის სარდალი,
თუ მტერი ვერ მოატყუა
და თუ მისცა გასაქანი.

დავით მეფე მის ლაშქარში
ამოარჩევს ორას ვაჟკაცს,
მტრის ბანაკში შეაგზავნის,
ვით „გაქცეულთ”, „ქვეყნის ლაჩარს”,
ლაშქარი კი ორად გაყო,
ხეობაში ღრმად ჩამალა,
ნაწილს თვითონ უწინამძღვრა,
ნაწილს დემეტრე უსარდლა.
„ორასნი” კი ვით „ჯაბანნი”,
„მიეკედლნენ” მტრების ბანაკს.
მტრის ჯარს გულში შეაღწიეს,
სიამაყით გეტყვით არაკს;
ორასივემ ბასრი ხმალი 
მტრის ორას კაცს ჩასცა გულში,
მომხვდურს თავგზა აუბნიეს
თავგანწირვით სიყვარულში.
აირია მტრის ბანაკი,
ვეღარ ცნობენ ერთურთს თითქმის,
ვიწრო ხეობას მიაწყდნენ
უთავბოლოდ, ასე თითქმის,
იქ კი ქართველთა ლაშქარი,
მათი მეფის, დავით დიდის,
თაოსნობით თავს დაესხნენ,
მტერი ამოჟუჟეს თითქმის.
გაიმარჯვეს ქართველებმა,
მეფე თავს ისწორებს გვირგვინს,
ნაღდი მეფის ნაღდი კვერთხით
სამშობლოს მტრებს მიჰგვრის ქვითინს.
თვით დაჭრილმა თურქ სარდალმა
ძლივს გაასწრო მოსულ სიკვდილს,
თუმცა ეს ჭრილობა იქცა
სიკვდილის მიზეზად მისთვის.

* * *
მეფის ძალით საქართველომ 
მოიშორა ყველა მტერი,
მეფის გარჯით და ღვთის რწმენით,
ფეხზე დადგა ჩვენი ერი.
თექვსმეტი წლის ნორჩი მეფე
იქცა მეფედ უძლევალთა,
რაც მეფეა, ის ერია,
სახელმწიფო მძლეთამძლეთა.
სადაც ფეხს დგამს გმირი მეფე,
იქ ია და ვარდი ჰყვავის,
საქართველო ბაღად იქცა,
თვითონ დაემსგავსა ყვავილს.
ხალხი წელში გამართული
ხოტბას ასხამს მეფეს ლხენით:
- „შენ მეფე ხარ, მეფეთ მეფე!
დავით აღმაშენებელი!”


თავი VIII
  ლოცვა

მამა:
რატომ დაფიქრდი, ჩემო თორნიკევ,
შუბლი ფიქრებმა რად გაგისერა?
იქნებ მოგწყინდა ამ ამბის თხრობა
და სურვილი გაქვს, რომ დაგესვენა?

თორნიკე:
პირიქით, მამავ, მეამა ძლიერ
აღმაშენებლის ამბის გაგება,
მაგრამ?! დაფიქრდი, იქნება დღესაც
კვლავ დაგვეხმაროს უფლის განგება?!
დავით მეფის დროს ვით დავიბრუნეთ
ქართლს განკვეთილი კახეთ-ჰერეთი,
იქნება დღესაც ღმერთმა მოგვხედოს 
და დავიბრუნოთ ჩვენ აფხაზეთი.

მამა:
მათ დავიბრუნებთ, თუკი მუდამდღე
გვემახსოვრება განკვეთილთა მზე,
თუკი ვიბრძოლებთ მათ აღსადგენად,
ვფიცავ მაღალ დღეს, დადგება ის დღე!
გახსოვს, ჭყონდიდელს რა უთხრა მეფემ?
მე მის სიტყვის წინ კრძალვით დავხრი თავს,
- „ორი ერთგული თუ ჰყავს სამშობლოს,
მას ვერ დასცემენ! ვერვინ გაწყვიტავს!

თორნიკე:
განა ერთგული ცოტაა ქვეყნად?
განა სამშობლოს არ ჰყავს ერთგული?
ნუთუ ქვეყანა ისე დაეცა,
გული გაუხდა ყველას ორგული?

მამა:
ერთგული განა ის არის, შვილო,
რომ ტრაბახით თქვას: „მე უფრო მიყვარს?!”
ორი ერთგული ნიშნავს: ორ ერთ კაცს!
ვისაც ქვეყანა ლხენისკენ მიჰყავს!
ახლა კი დროა ადგე, ჩაიცვა,
დედამ საუზმე უკვე გაგიწყო,
უფალს მოუხმე, გულით ილოცე!
და ეგ სიზმარიც არ დაივიწყო!

წამოხტა ბიჭი, მყისვე ჩაიცვა,
სახეზე წყალი შეისხა პეშვით,
თანაც ფიქრებში ფრთები შესხმია,
გულში ამაყობს ქართველთა მეფით.

ლოცვაში ჩადგა, მოუხმო უფალს,
ეტყვის:

(თორნიკე:)
„უფალო, იესო ქრისტევ!
შენი მონა ვარ შენს წინ მოსული,
გავედრებ ჩემს სამშობლოს და იხსენ!
შენს ხელში არის მთელი სამყარო.
შენ გაქვს მეფობა დასცე ბნელეთი,
გთხოვ, მოგვცე ძალა, რომ დავიბრუნოთ
ჩვენ სამაჩაბლო და აფხაზეთი.
უფალო გვიხსენ! გთხოვ, შეგვიბრალე,
გამოაჩინე ჩვენში ერთგულნი,
წრფელი ცრემლებით შეგთხოვ ვედრებას,
გვიხსენ მტრის ყბიდან, ცოდვად ბედკრულნი.
შენ ბატონი ხარ და განმგებელი,
მეფეთა-მეფე ყოველი მეფის!
მამა ღმერთი ხარ მქმნელი ქვეყნისა!
სულიწმიდაც და ძეც თვითონ ღმერთის!
და ამ დიდებულ „სამებას” შეგთხოვ,
ისმინო ჩემი ლოცვა, ვედრება,
უფალო ჩემო, იესო ქრისტევ,
გთხოვ, რომ გაიღო შენ მოწყალება!”

ასეთი ლოცვით თხოვდა უფალ ღმერთს,
რომ შემოესმა ჩუმი ჩურჩული,
მიხედა... ნახა, მისი მამიკოც
უფლის წინაშე დგას მუხლმოყრილი.

ორი ერთგული ღმერთთან წარმდგარი,
დგას ერთი თხოვნით, ვითარცა ერთი;
და წრფელი ცრემლით სთხოვს დაგვიბრუნდეს
ჩვენ სამაჩაბლო და აფხაზეთი.

ტეგები: Qwelly, პოეზია, პოემა, სამშობლო, საქართველო, ტეტუნაშვილი

ნახვა: 271

ბლოგ პოსტები

Exploring the Viridian Wildwood

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 23, 2024.
საათი: 4:33am 0 კომენტარი

Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood

Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to POE currency trade deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters