მეგობრები როცა ასე მომელიან, ilia_elizbarashvili, poetry, qwelly, თანამედროვე_პოეტი, ილია ელიზბარაშვილის პოეზია, ილია_ელიზბარაშვილი, ილო, პოეზია, პოეტი, ქველი

უკვე რა ხანია გზები ამერია,

ძველი ჭრილობების მინდა განკურნება,

ახლა ირგვლივ უფრო მეტი ჰაერია

- ღმერთო რა კარგია სახლში დაბრუნება.

ძველი მეგობრები ის მომელიან,

ნამდვილ დღესასწაულს ახლა ვეზიარე,

წუთი განსაცდელის წუთი სოფელია,

ბნელის მანქანების თანამოზიარე.

შიშის ფანტელები ერთად გროვდებიან,

თვით მზეს აუმხედრდნენ თითქოს პლანეტები,

ბრილიანტებიც კი უბრალოვდებიან,

ზოგჯერ იმსხვრევიან მეფის კარეტებიც.

რაღა მიზეზია ჩემი განრიდების,

კიდევ ერთი დილა ზეცამ გაიმეტა,

და ყრუ მოლოდინში კარგი ამინდების

ჩემთვის სხვა სამყაროს კარი ჩაიკეტა.

სული მონატრებულ ქალაქს ექსოვება,

მასში პოეზიის ძველი ნაცარია.

სული მწუხარეა, როცა ეთხოვება,

და რომ ენატრება - წმინდა ტაძარია.

წმინდა ქალაქისთვის ცაა შესაფერი,

ჩემი სატირები გვერდით მომყვებიან

რაღა გამაჩერებს სხვაგან? - ვერაფერი!

როცა მეგობრები ასე მომელიან.

ილია ელიზბარაშვილი

ტეგები: Qwelly, ი.ელიზბარაშვილი, მეგობრობა, პოეზია, ქველი

ნახვა: 148

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 14, 2019.
საათი: 11:14pm 0 კომენტარი

      ერთ მნიშვნელოვნად დღის ყველა თემა ჯერ კიდევ ნიუსების მეინსტრიმია და ჯერ კიდევ აქციების მთავარი მიზეზია - პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩავარდა. ახლა პროტესტების დრო დადგა და ისევ კარვები, ისევ…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის დაპირისპირება, ბიუჯეტის დეტალები და დაბრუნებული მინისტრი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 13, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს მთელი კვირა მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საპარლამენტო განხილვები უნდა ვისმინოთ, ცხადია ერთმანეთის ლანძღვის, გინებისა და ცემა-ტყეპის ფონზე, როგორც პოზიცია-ოპოზიციაში, ასევე…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის ნაცვლად, პროპორციული გინება პარლამენტში და ომი აღმოსავლეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როცა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებაა, მაშინ დიდი ხმაური იქნებაო - ძველი ქართული, საპარლამენტო ანდაზაა. ხმაური კი იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ცემა-ტყებაში გადაიზარდა და საკანონმდებლო ორგანო…

გაგრძელება

გირჩის მავნებლობა ანუ ბოროტებამ თავი ვერ დამალა

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 10:17pm 3 კომენტარი

      მოდი ვნახოთ, რა იყო, ან თუ არ იყო, როგორ იყო, მაგრამ ერთი კია - ღვთის უკეთესი რა უნდა ყოფილიყო?!

      მაგრამ მაინც, ერთი გიორგიც იყო. გიორგი დაიბადა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, შედარებით…

გაგრძელება

Qwelly World

free counters