ჩოხელი - Qwelly2024-03-29T14:45:42Zhttps://www.qwelly.com/group/poetry/forum/topic/listForTag?tag=%E1%83%A9%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98&feed=yes&xn_auth=noმოვა თოვლიtag:www.qwelly.com,2015-01-04:6506411:Topic:8919552015-01-04T10:33:30.174Zთათიაhttps://www.qwelly.com/profile/tatiailura

მოვა თოვლი და სხვაგან წაიღებს

ამ მიწის დარდს და მიწის საფიქრალს,

რისთვის მოვედით? ე, რას გაიგებ -

მოვა თოვლი და სხვაგან წაგვიყვანს,

მოვა თოვლი და სხვაგან წაიღებს

ამ მიწის დარდს და მიწის საფიქრალს,

რისთვის მოვედით? ე, რას გაიგებ -

მოვა თოვლი და სხვაგან წაგვიყვანს,

მოვა თოვლი და ისე სხვაგვარად,

ისე სხვაგვარად შემიყვარდები,

მოვა ზამთარი, შენ სანახავად

ზეციდან მოვა თეთრი ვარდებით.

მოვა თოვლი და თრთოლვით, სინაზით

მიწაზე თეთრად დაეფინება

და სანამ მოვა - ო, ნურაფერი,

ო, ნურაფერი ნუ გეწყინება..

გოდერძი ჩოხელი (ნინოს)
ისევ მიწა ვარtag:www.qwelly.com,2014-02-28:6506411:Topic:6267432014-02-28T17:11:11.460Zთათიაhttps://www.qwelly.com/profile/tatiailura

ია რომ სუნთქავს

ისა ვარ,

ზღვა რომ ბობოქრობს

ისა ვარ,

სამზეოს მოვალ

მზისა ვარ,…

ია რომ სუნთქავს

ისა ვარ,

ზღვა რომ ბობოქრობს

ისა ვარ,

სამზეოს მოვალ

მზისა ვარ,

მიწაში? -

ისევ მიწა ვარ!

გოდერძი ჩოხელი
შენს წინ ცოდვიანი გზააtag:www.qwelly.com,2014-02-28:6506411:Topic:6264492014-02-28T16:34:44.755Zთათიაhttps://www.qwelly.com/profile/tatiailura

სული უსასრულოდ ღრმაა

ღამის წყვდიადივით ბნელი,

სული საწუთროზე ბრმაა

ზოგჯერ მზეზე უფრო მწველი.

შენს წინ ცოდვიანი გზაა,…

სული უსასრულოდ ღრმაა

ღამის წყვდიადივით ბნელი,

სული საწუთროზე ბრმაა

ზოგჯერ მზეზე უფრო მწველი.

შენს წინ ცოდვიანი გზაა,

არის ბოროტება, შური...

სული შეინახე წმინდად,

შენი უცოდველი სულით

გახდი სრულქმნილება სრული.

გოდერძი ჩოხელი
მე და მეtag:www.qwelly.com,2014-02-18:6506411:Topic:6132342014-02-18T18:50:30.311Zთათიაhttps://www.qwelly.com/profile/tatiailura

მარტო ვარ, მარტო დავდივარ,

მარტოდ ვაწუხებ საწუთროს,

ხან დარდი ამეწეწება,

ხან ვეძებ სულის სამყუდროს.

როცა ვარ შაწუხებული

ვხედავ, უფალი არ მკუთვნობს,

დავდივარ დაფიქრებული,

ჟამს ჟამიანს და ჟამს…

მარტო ვარ, მარტო დავდივარ,
მარტოდ ვაწუხებ საწუთროს,
ხან დარდი ამეწეწება,
ხან ვეძებ სულის სამყუდროს.
როცა ვარ შაწუხებული
ვხედავ, უფალი არ მკუთვნობს,
დავდივარ დაფიქრებული,
ჟამს ჟამიანს და ჟამს უდროს,
ხან ხთიშვილებთან ვსაუბრობ,
ხანაც მაცილი მერევა,
ასეთ დროს ხელად მყოფს ვგავარ,
გული გონებას ერევა;
ვეღარ ვგებულობ, ვინა ვარ,
ამ ჟამის ვარ, თუ `მერე ვარ~,
რად არ ჩამაქრობს უფალი,
ალბათ მამა, _ შვილს მერევა...
არ გამყრის სააქაოსა,
უნდა მასმიოს ფიალა,
მანამდის, სანამ არ მიგრძნობს,
ჩემში ხვთის არა ყრია რა...
მინდობილი ვარ მაცილებს
განა ერთსა და ცოტასა,
მოხარული ვარ იმათთან:
ლხინსა, ქეიფსა, ყოფასა.
ღვთის რჯული დამვიწყებია,
აღარ დაგიდევთ შობასა,
ბნელს ვეფარები, არ დავდევ
საუფლო ნათელყოფასა.
მტერს დავემოყვრე ურჯულოს,
აღარ მადარდებს მამული,
გულს ნუ მთხოვ, გავხდი უგულო,
სულით ვარ, სულმოწამლული.
მოვწყდი წინაპართ საფლავებს,
ხავსმოდებულებს, ძველებსა,
ჩემს მამიდებს და დეიდებს,
იმათ გულ-ბროლის ყელებსა;
ჩემს ბატარიებს ბიძებსა,
ომებში ნასახელებსა,
ჩემს პაპებსა და ბებოებს,
იმათ ძვლებს ძველთა-ძველებსა,
სულმუდამ ჩემ შავ არაგვსა,
ჟამით-ჟამს მოსიმღერესა,
კრწანისის ომში ალალად
ჩაჩეხილ არაგველებსა...
ყველას ერთიან ვფიცავარ,
ყვავილებს ყელმოღერეთა,
ვარსკვლავებს, ცაში მგალობელთ,
ზეცას მიბჯენილ სერებსა,
გორზე გადმომდგარ მთვარესა,
მთის ყინულიან ყელებსა,
თუ აღარ გინდათ ქართველებს
ყვავილად მოსხმა ველებსა,
ღვთის მადლმა, ვერას დაგაკლებთ,
რა ძალგვიძს ჩემსა ფერებსა;
რაც დავიყბედე, ვერ ვიზამ,
განა ეგეთად მზრდიდნენა,
მონად დავუდგე მაცილებს,
`შინაურებს და ფლიდებსა~.
რას ვაქნევ იმათ ქეიფსა,
იმათ ლხინსა და ყოფასა,
რჯული არ დამავიწყდება:
ვფიცავ იესოს შობასა.
ბნელს ნუ მანახვებთ, ვესწრაფვი,
საუფლო ნათელყოფასა!
არ დავემოყვრო ურჯულოს,
შორს, კუდიანთა არული,
გულს მასვენია სამშობლოს
ღრუბელი ფერ-მეწამული.
ვკოცნი წინაპართ საფლავებს
ხავსმოდებულებს, ძველებსა,
ჩემს მამიდებს და დეიდებს,
იმათ გულ-ბროლის ყელებსა;
ჩემს ბატარიებს ბიძებსა,
ომებში ნასახელებსა,
ჩემს პაპებსა და ბებოებს,
იმათ ძვლებს ძველთა-ძველებსა.
სულმუდამ ჩემ შავ არაგვსა,
ჟამით-ჟამს მოსიმღერესა,
კრწანისის ომში ალალად
ჩაჩეხილ არაგველებსა...
ყველას ერთიან ვფიცავარ,
ჩემთა სალოცავთ წყებასა;
აღდგომას, ამაღლებასა,
შობას და ნათლისღებასა...
მწამდა,
ახლაც მწამს,
ვიწამებ,
ქართველთა გამარჯვებასა!..

გოდერძი ჩოხელი
მეც მინდა დედამიწას ლურჯი თვალები ქონდეესს :))))tag:www.qwelly.com,2012-11-24:6506411:Topic:909482012-11-24T17:44:31.948Zdiik kartoziahttps://www.qwelly.com/profile/diikkartozia

ხომ უნდა ჰქონდეს დედამიწას ლურჯი თვალები - ცასავით ლურჯი... ხომ უნდა ჰქონდეს დედამიწას თეთრი მკლავები - ნისლივით თეთრი... ხომ უნდა ჰქონდეს ბედნიერი წუთების განცდა, იცოდეს ტრფობა, სინანული და სიმწუხარე; თავს შავი ნისლით იმოსავდეს, ავ ფიქრს იხვევდეს, ხან წუხდებოდეს, როგორც კაცი, რაღაცის გამო გულქვაობდეს, მოუსვენრობდეს; ხან უხაროდეს, ხან ადარდებდეს, ხან სიმშვიდე იპყრობდეს მის გულს. სურვილი... სწრაფვა... მოუსვენრობა... ეს ყველაფერი დედამიწას…

ხომ უნდა ჰქონდეს დედამიწას ლურჯი თვალები - ცასავით ლურჯი... ხომ უნდა ჰქონდეს დედამიწას თეთრი მკლავები - ნისლივით თეთრი... ხომ უნდა ჰქონდეს ბედნიერი წუთების განცდა, იცოდეს ტრფობა, სინანული და სიმწუხარე; თავს შავი ნისლით იმოსავდეს, ავ ფიქრს იხვევდეს, ხან წუხდებოდეს, როგორც კაცი, რაღაცის გამო გულქვაობდეს, მოუსვენრობდეს; ხან უხაროდეს, ხან ადარდებდეს, ხან სიმშვიდე იპყრობდეს მის გულს. სურვილი... სწრაფვა... მოუსვენრობა... ეს ყველაფერი დედამიწას ხომ უნდა ჰქონდეს. ხომ უნდა გრძნობდეს, რომ დავდივარ მე მის ბეჭებზე, მინდობილი ვარ ცის სიღრმეში მიწის სიმყარეს, რომ ჩემი ძვლებიც მიწად უნდა მოიქცეს ბოლოს, სხვა უნდა შედგეს ჩემს სხეულზე - როგორც მიწაზე; ხომ უნდა გრძნობდეს დედამიწა, ხომ უნდა გრძნობდეს... თავის თავის და ჩემი განცდა ხომ უნდა ჰქონდეს. ხომ უნდა გრძნობდეს ჩემს მარტოობას, ჩემი სიმღერით გალობდეს ცაში... ჩემი სიხარული უხაროდეს, ჩემი სიმარტოვით მარტოობდეს, ჩემი სადარდელი ადარდებდეს, ჩემი სატკივარი აღონებდეს, თავი მუდამ ჩემს თავს აგონებდეს, ეს განცდა არასდროს აღონებდეს. * დაიშრიტება ჩემს თვალებში ზეცის ნათელი, წამიერია მისი ნათება. ჩადგება სისხლის მიმოქცევა ჩემს წვრილ ძარღვებში, თეთრ ძვლებზე ხორცის სამოსელი შემომაცვდება; გული გაჩერდება, სუნთქვა შემიწყდება თვალებში ყველაფერი ერთად გაბაცდება... ჩემთვის განკუთვნილ სამანს გადავივლი, ერთხელ მოსახდენი, არა, არ ამცდება. წავალ და იმედით მიწად მოვიქცევი, ვიცი, ჩემ მაგიერ მიწა აყვავდება, მიწა დაინახავს ამ ზეცის სილურჯეს, მიწას ჩემი მზერა არ დაეკარგება. მიწა ისუნთქავს ჩემ მაგიერ ამ წმინდა ჰაერს, მიწა ილივლივებს ამ ზეცის ნათელში, მიწის სისხლძარღვებში სისხლი იჩუხჩუხებს - იდენენ წმინდა მდინარეები. მიწა უყურებს ჩემ მაგიერ ვარსკვლავთა ჟივჟივს, დილაადრიან პირს ჩამოჰბანს ზეცის ცვარ-ნამი... ო, მიხარია, მეც რომ ერთ დროს მიწად ვიქცევი და ამ თეთრ ნისლებს, როგორც მკლავებს, გულზე დავიწყობ! და რადგან შემოქმედმა მიწად მომაქცია, და რადგან ჩემი ბედი მის ბედს დაამთხვია, და რადგან ჩემეული მიწას აურია, მიწაც ხომ როდისმე სამანს გადაივლის და სხვად მოიქცევა... სხვა სახით უყურებს ამ ზეცის სილურჯეს, მის ცისფერ თვალებში სხვა მზერა ჩადგება... და გთხოვ, შემოქმედო, მანამ ეს მოხდება, მანამდის თავისი ჟამი არ მოუვა: მე მინდა ჰქონდეს დედამიწას ლურჯი თვალები! მე მინდა ჰქონდეს ბედნიერი წუთების განცდა!