შვეიცარიაში მოღვაწე ფოტოგრაფის, John Wilhelm_ის მუზა საკუთარი ქალიშვილები და ხანდახან მეუღლეც გახლავთ. რა თქმა უნდა ჯონის ფოტოგრაფია უფრო ფართო სპექტრისაა, მაგრამ დღევანდელ პოსტში სწორედ ამ უმხიარულეს ფოტოსესიას წარმოგიდგენთ, რომელსაც ავტორმა "ოჯახი" უწოდა.

       ფოტოგრაფი დაიბადა 1970 წელს, ციურიხში (შვეიცარია). სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ტელე-რადიო ელექტრიკოსად. სამუშაოს პარალელურად, 2 წლის შემდეგ სწავლას აგრძელებს უმაღლეს სკოლაში გამოყენებითი მეცნიერებების მიმართულებით. შემდეგ IT სპეციალირსტი ხდება და დღეს, 44 წლის ასაკში უკვე ციურიხის უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების დირექტორია.

       ფოტოგრაფიით გატაცება ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში აღმოაჩნდა. თუმცა ალბათ მანამდეც, როგორც თავად იხსენებს - ის დაიბადა ფოტოგრაფთა ოჯახში. მამამისი ფოტოგრაფრა კლუბის დამფუძნებელი იყო.

"მაშინ სულ სხვა ტექნოლოგიებით იღებდნენ ფოტოებს, ახლა ფოტოშოფი გვაქვს, რომელიც ჩემი ფოტოების უმნიშვნელოვანესი "ხელსაწყოა" - წერს ჯონი. 

       ახლა მას ოჯახი ჰყავს, რომელთან ერთადაც მხიარულად ატარებს. ამ ფოტოსესიის ჩატარება ინტერნეტმა და იქ ფოტოების გავრცელებული ბავშვების ფოტოების სიმრავლემ უკარნახა. ქალიშვილების ასაკის მიუხედავათ (Lou - 5,5 წლის, Mila -2,8 წლის და Yuna -6 თვის) კამერასთან პოზიორობაზე პრობლემა არ შექმნილა. მეტიც, მათი აქტიურობა უფრო მეტ სტიმილს ბადებდა.

       ფოტომანიპულაციაც სახალისო, ზღაპრული და ჯადოსნური გამოვიდა! თავად იხილეთ რა შეუძლია ჯონს!

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, ვილჰელმი, იუმორი, კომპგრაფიკა, კრეატივი

ნახვა: 633

გამოხმაურებები!

ყველაფერი თავდაყირა აქვთ დაყენებული :DD

ჯონს არც ის დაუმალავს თუ რისი დახმარებით გამოსდის ასეთი ფოტოები :) ფოტოაპარატი, დამხმარე პროგრამები...

• Nikon D600 & D800E, Sony RX1

• Nikkors 14-24, 24-70 (my fav lens), 70-200, 105 macro

• 3 SB 900, 4 Yongnuo remote triggers

• 3 Elinchrom Studio flashes with div. softboxes

• Gitzo Traveler tripod with Manrotto 498RC4 ballhead

• Wacom Cintiq 24 HD

• MacPro 32 GB Memory

• Adobe Photoshop CC (It seems I’m alone with the opinion but I love the cloud approach)

• Adobe Lightroom

• Nik filtersuite (new by Google)

• Nik HDR Effex 2 for HDRs

• Filterforge

• Terragen 2 (landscape generator)

• ZBrush 4.6

• ZereneStacker (great focus-stacking software)

ასეთი საყვარელი შვილები რომ ეყოლება კაცს, ფოტოაპარატს არ გაუშვებს ხელს :D :D ყოჩაღ მამას

საყვარლები ^_^ ^_^

სასაცილო, მხიარული, იუმორნარევი და დადებითი განწყობის მატარებელი ფოტოებია! ♥

nikon.ით არის გადაღებული ერთი შეხედვით ასე ჩანს :D


ხოოო ოხუნჯები ესენი :D
Kakha_მ თქვა:

ყველაფერი თავდაყირა აქვთ დაყენებული :DD

მეც კარგად ვიხალისე :) გიჟები :D

რა საყვარლები არიან))))

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

You believe I am saying they pressured them into it?

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2020.
საათი: 5:00am 0 კომენტარი



You believe I am saying they pressured them into it? They came up with this anti-competition strategy because 2K was looking fantastic and Mut 20 coins threatened their cash cow by also offering their match cheaper so that they offered the NFL a boatload of cash to perform it. Sure blame the NFL, they probably realized they'd get more royalties out of it also but that doesn't make your narrative true that they arrived into EA or that it was their idea.I was not commenting on who's idea…

გაგრძელება

ხარების დღესასწაულზე კორონას ამბები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 7, 2020.
საათი: 10:45pm 3 კომენტარი

      დღეს, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, საქართველოში, ხარების დღესასწაული იზეიმა (იხ. ხარების დღის შესახებ). ზეიმის პარალელურად კი კორონა ამბები კვლავ მეინსტრიმულია. რიცხვები საქართველოდან: დადასტურებული - 196, გამოჯანმრთელებული - 46, გარდაცვლილი- 3. ანალოგიური მონაცემები მთელი…

გაგრძელება

კოსმოსური (არა კვანტური) დაბნეულობა

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: აპრილი 6, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ისე მყისიერად შედგა, თითქოს რაღაც უხილავ დაბრკოლებას გადააწყდაო.... არა, ეს უკვე მეტისმეტი იყო, სიზმარს თუ ჯადოქრობას ჰგავდა, საკუთარ (თუ საოცრად მსგავს ) ქუჩაზე ამოეყო თავი.

      დაერჭო შუა ტროტუარზე... კარგა დიდი ადგილი მონიშნა ჩამრგვალებულ- ჩაპუტკუნებული სხეულით. ირგვლივ ისე ევლებოდა მოსიარულე ხალხის ნაკადები, როგორც ჭორომს ევლება მდინარის ტალღები. მუჯლუგუნებსაც ბლომად ღებულობდა ყოველი მხრიდან, მაგრამ თითქოს ვერც კი აღიქვამდა…

გაგრძელება

სახლიდან ლოცვა, კორონა და განათლება, ინსტრუქციები და ავტობუსები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 6, 2020.
საათი: 10:00pm 0 კომენტარი

      კორონავირუსის რიცხვები საქართველოსა და მსოფლიოსთვიტს. ამ დროისთვის, საქართველოში აღრირცხული კორონავირუსიანების საერთო რაოდენობაა - 188, აქედან 39 გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა. იგივე სტატისტიკა მთელი მსოფლიოსთვის - 1323641 ინფიცირებული, აქედან ~277 გამოჯანმრთელებული და ~ 74k გარდაცვლილი. მკურნალობის რეჟიმში რჩება ~ 973K მსოფლიო მოქალაქე. სინოპტიკოსები ცუდ ამინდს გვპირდებიან, ხოლო ვალუტის ჯიხურები 1 დოლარს, 3.1740 ლარად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters