ინფორმაცია

ფილოსოფია

ფილოსოფია

საზოგადოების სიბრძნის მოყვარე და ცხოვრების წესით მოაზროვნე ნაწილის მეცნიერება. ანტიკური, შუა საუკუნეების და თანამედროვე ეპოქის ფილოსოფია.

საიტი: http://www.qwelly.com/
ადგილი: მეცნიერება
წევრები: 222
უკანასკნელი აქტიურობა: ივლ. 13, 2023

რას ვაკეთებთ აქ...

დაწერე შენი ან სხვისი ფილოსოფია.

ახალი პოსტი

შეკითხვები დააკომენტარეთ.

ფორუმი

არსთა დასაბამისათვის

ავტორი ლაშა, ოქტომბერი 29, 2022. 0 გამოხმაურება

      ყოველთა მყოფთა დასაბამი და მიზეზი უპირატესი კეთილობაჲ არს. ვინაჲ უკუეთუ ერთისა მიზეზისა მიერ იწარმოებიან მყოფნი, ამის უკუე მიზეზისა ანუ კეთილად ხამს თქუმაჲ ანუ უმჯობეს კეთილობისა. ხოლო უკუეთუ უმჯობეს კეთილობისა, რაჲ უკუე წარმოვლოს რამანმეა პირველისა მისგან მიზეზისა მყოფთადმი ანუ არა? და თუ არა, იყოს უჯერო; რამეთუ არა დაუცავთ მას წესსა მიზეზისასა, რამეთუ სათანადო არს, რაჲთა წარმოვლიდეს რაჲმე მიზეზისგან მიზეზოანთადმი, და უფროჲს ხოლო მის უპირატესისგან, რომლისადმი ყოველი აღკრულ არს და რომლისა მიერ იარსებს თითოეული მყოფთაჲ. ხოლო თუ არს თანმიარსებაჲ მისი მყოფთადმი ვითარ და კეთილობისაჲ, იყოს ვიდრემე უმჯობეს კეთილობასა შორის მყოფთასა, წარმომვლელი პირველისა მიზეზისგან; რამეთუ უმჯობესი კეთილობისაჲ და უზესთაესი არ თან მისცემს თჳს-გამო მიზეზოანთა უდარეს კეთილობისა რათავე შემდგომთა თჳს-გამოთადმი. მაგრა რაჲმც იყო უმჯობეს კეთილობისა? ვინაჲ და თჳთ მას უმჯობესობასა უმეტესისა კეთილობისა ვიტყჳ თანმიმღებელად და მზიარებელად, რომლისათჳსცა არცა თუ უმჯობეს ითქუა არ კეთილობაჲ კეთილობისა. უკუანაჲსკნელ უკუე და შემდგომ კეთილობისა არ კეთილობაჲ. ხოლო თუ მყოფნი ყოველნი კეთილობისა არიან მეტრფე რამეთუ უკუეთუ იწადებს მას, რად უფრო ეტრფობის კეთილობასა? ხოლო თუ არ ეტრფობის, ვითარ ყოველთა მიზეზსა არ ეტრფოს წარმოჩენილი მისგან? ხოლო თუ კეთილობაჲ არს, რომლისადმი ყოველნი მყოფნი აღკრულ არიან, იყოს დასაბამი და მიზეზი უპირატესი ყოველთაჲ კეთილობაჲ.იოანე პეტრიწიწიგნიდან: კავშირნი« წინა ნაწილი|…გაგრძელება

ტეგები: პროკლე, ფილოსოფია, პეტრიწი, კავშირნი, თეოლოგია

არსთა მიზეზისათვის

ავტორი ლაშა, სექტემბერი 12, 2021. 0 გამოხმაურება

      ყოველნი მყოფნი იწარმოებვიან ერთისა მიზეზისგან, პირველისა. რამეთუ ანუ არა რომლისაჲ არს მიზეზი მყოფთაჲსა, ანუ მრგულივ იყვნენ მიზეზნი და განსაზღვრებულ ყოველნი, ანუ ვიდრე უსაზღვროობამდე იყოს აღსავალი და სხუაჲ სხჳსა მიზეზ და არ სადა დაეყენოს გუამოვნებით მდგომარეობაჲ მიზეზისაჲ. ხოლო თუ არ იყოს მყოფთა მიზეზი, არ ვინაჲ იყოს წესი პირველთა და შემდგომთაჲ, და მასრულებელთა და გასრულებადთაჲ, და მამკობთა და მკობილთაჲ, და მშობელთა და შობადთაჲ, და მქმნელთა და ვნებადთაჲ; და არცა ჴელოვნებაჲ და ზედმიწევნაჲ რაჲთავე მყოფთაგანისაჲ. რამეთუ უკუეთუ ცნობაჲ მიზეზთაჲ საქმე და აღსასრული არს ზედმიწევნულებისა და ჴელოვნებისაჲ, და მაშინღა ვიტყჳთ ზედმიწევნად ჴვლოვნებასა, რაჟამს მიზეზნი ვცნნეთ მყოფთანი. და კუალად უკუეთუ მრგულივ მოვლიან მიზეზნი, იგივე იყვნენ პირველცა და შემდგომ ერთმანერთისადმი, და უძლიერეს და უუძლურეს; რამეთუ ყოველი წარმომჩენელი უმჯობეს წარმოჩენილისა ბუნებასა. რამეთუ არა რაჲთ განეყოფვიან ერთმანერთისგან, ანუ უმრავლესთა ანუ უმცროჲს საშუალთა მიერ ეზიარებოდის და ეხებოდის მიზეზოანი თჳსსა მიზეზსა და წარმომჩენელსა; და რამეთუ საშუალთაცა ყოველთა უმჯობეს იყოს რომელთა და მიზეზცა არს, და რაჲზომცა უმრავლე იყვნენ საშუალნი, ეგზომცა უფროჲს და უძლიერეს მიზეზნი. ხოლო თუ ვიდრე უსაზგვროობამდე იყოს აღსავალი მიზეზისაჲ, და სხუაჲ სხჳსა მიერ იყოს მარადის მიზეზ, კუალად არ რომლისაჲ იყოს ზედმიწევნულებაჲ და ჴელოვნებაჲ. რამეთუ უსაზღვროთა არ რომელთა იყოს ცნობაჲ. ხოლო თუ მიზეზნი ეოცნებოდინ, არცა შემდგომთა იყოს ჴელოვნებაჲ და ზედმიწევნულებაჲ. და უკუეთუ ჯერ არს, რაჲთა იყოს მიზეზი მყოფთაჲ, და განსაზღვრებულ და განყოფილ არიან მიზეზნი მიზეზოანთაგან, და არა ვიდრე უსაზღვროობამდე იყოს აღსავალი მყოფთაჲ, იყოს ვიდრემე პირველი მიზეზი მყოფთაჲ, რომლისა გამო ვითარ ძირისგან იწარმოებოდინ თითოეულნი, და რომელნიმე იყვნენ უმახლობელეს მისსა, ხოლო რომელნიმე უშორიელეს. ვინაჲ აღმოიჩინა, ვითარმედ ერთ არს მიზეზი პირველი, ამისთჳს რომელ ყოველი სიმრავლე შემდგომად წარმოდგა პირველისა.იოანე პეტრიწიწიგნიდან:…გაგრძელება

ტეგები: პროკლე, ფილოსოფია, პეტრიწი, კავშირნი, თეოლოგია

უმოქენოჲსა და მოქენისათჳს

ავტორი ლაშა, აგვ. 28, 2021. 0 გამოხმაურება

      ყოველი უმოქენოჲ ანუ არსებით ანუ მოქმედებით უმჯობეს არს მოქენესა და სხჳსა მიზეზისადმი აღმკრველსა მიზეზსა თჳსისა სისრულისასა. რამეთუ უკუეთუ ყოველნი მყოფნი ბუნებით ეტრფვიან კეთილობასა, და რომლისადმი თან წარმოდგომილა კეთილობაჲ, ხოლო რომელიმე მოქენე არს სხჳსადა და რომელსამე თან მოაქუს მიზეზი კეთილობისაჲ, ხოლო რომლისადამე კიდე არს. რამეთუ რაჲზომითა უმახლობელეს იყოს მომცემსა საწადოჲსასა, ეგზომცა იყოს უმჯობეს მისსა, რომელსა ჰქონდის თჳსი მიზეზი უშორეს, და სხუაჲგნით მიითუალვიდეს სისრულესა თჳსისა მყოფობისასა ანუ მოქმედებისასა. რამეთუ ვინაჲთგან შორს მყოფსა მსგავსსა და დაკლებულსა უფროჲს არს მსგავსი და უმახლობელესი კეთილობისაჲ და არ მოქენე. ხოლო დაკლებული არს რომელი არა თჳთ პირველი იყოს კეთილობაჲ, არამედ ეზიარებოდის. ვინაჲ რაჲთავე თჳს და თანმეტომე არს პირველსა კეთილობასა, რაჲზომითა იყოს შემძლე დატევნად თჳს შორის კეთილობასა. ხოლო მზიარებელი მესაშუვლეობითა სხჳსაჲთა უფრო განშორებულ პირველისა კეთილობისგან და რომელი არა არს სხუა თჳნიერ კეთილობაჲ. ყოველი უმოქენოჲ და სრული პირველსა და მარტივსა კეთილობასა უდარეს არს. რამეთუ რაჲმცა იყო სხუაჲ უმოქენეობაჲ და სისრულე თჳნიერ რომელ თჳს შორის კეთილობაჲ მოეგოს? ვინაჲცა ესე სავსე არს ზიარებისა მიერ კეთილობითა, მაგრა არა არს მარტივ თჳთკეთილობაჲ, რომელი იგი ზიარებასა და სისრულესა ზესთა ძეს, ვითარ აღმოიჩინა. რამეთუ უკუეთუ უმოქენეობამან და სრულმან აღავსო თავი თჳსი, იყოს ვიდრემე აღმავსებელი და სრულ მყოფელი ზესთა სისრულისა. არა მოქენე სხჳსა ვისდავე პირველი კეთილობაჲ. რამეთუ არა არს მეტრფე სხუასა თჳსსა უპირველესსა, რაჲთამცა იყო ნაკლულ და არა სრულ, და გულმთქუმელ კეთილობისადმი; და არცა სრულ არს, რამეთუ სრული სავსე ოდენ კეთილობითა არს, და არა თუ პირველი კეთილობაჲ.იოანე პეტრიწიწიგნიდან: კავშირნი…გაგრძელება

ტეგები: პროკლე, ფილოსოფია, პეტრიწი, კავშირნი, თეოლოგია

პირველისა კეთილობისათჳს

ავტორი ლაშა, აგვ. 22, 2021. 0 გამოხმაურება

      ყოველთა რაჲთავე კეთილისა მზიარებელთა ეწინაების პირველი კეთილობაჲ, და რომელი არა არს სხუაჲ თჳნიერ კეთილობაჲ. რამეთუ უკუეთუ ყოველნი მყოფნი კეთილობასა მწადე არიან, საცნაურ, რომელ პირველი კეთილობაჲ იმრ არს და ზესთ მყოფთა. რამეთუ უკუეთუ ანუ ვითარ ნაწილი იყოს მყოფთაჲ, ანუ ერთ და იგივე მყოფი და კეთილობაჲ, არცა ვიდრემე იყოს მყოფი მოწადე და ტრფიალ კეთილობისა, ამისთჳს რომელ თჳთ იყოს კეთილობა. არამედ ტრფიალი და მწადი მოქენე არს სატრფოჲსა და საწადოჲსა თჳსისად და სხუაჲ სატრფოჲსა და საწადოჲსგან. და თუ სხუა და სხუა, იყოს კეთილობაჲ ზიარებული მყოფისგან ვითარ მყოფი. ხოლო ზიარებული კეთილობისად იყოს ერთ, რამეთუ ესე არს კეთილობაჲ ერთ ქმნაჲ. არს უკუე რაჲვე კეთილობაჲ მზიარებელსა შორის მისსა ვითარ მყოფი, რომელსა ზიარებული შეეტრფვის; არამედ არა თუ მარტივი და საყოველთაოჲ არს კეთილობაჲ, რომლისად ყოველნი მყოფნი შეეტრფვიან, რამეთუ ესე ყოველთა მყოფთა საზიაროდ არს შესატრფოჲ. ხოლო რასავე ნაწილსა შორის მყოფთასა წარმოდგომილი მისი ოდენ არს მხოლოდ მზიარებელისა. რომლისათჳსცა პირველი კეთილობაჲ არა არს სხუა რაჲვე თჳნიერ კეთილობისა. რამეთუ რაჲცაღა დაჰრთო და ჰმატო, დაგიმცვრია და დაგიკნინებია დართვითა კეთილობაჲ, და ნაწილ და რაჲვე გიქმნია ნაცვლად საყოველთაოჲსა და მარტივისა კეთილობისა. რამეთუ დართული არა არს თჳთკეთილობა, არამედ უდარეს მისსა, რამეთუ თჳსითა თანაწარმოდგომითა კეთილობაჲ ამცრო და აკნინა.იოანე პეტრიწიწიგნიდან: კავშირნი…გაგრძელება

ტეგები: პროკლე, ფილოსოფია, პეტრიწი, კავშირნი, თეოლოგია

წარმომჩენელისა და წარმოჩენილისათჳს

ავტორი ლაშა, აგვ. 18, 2021. 0 გამოხმაურება

      ყოველი წარმომჩენელი სხჳსაჲ უმჯობეს არს წარმოჩენილისა ბუნებასა. ანუ უმჯობეს არს, ანუ უდარეს, ანუ სწორ. ვინაჲცა ამისგან წარმოჩენილსა ანუ და მასცა აქუს ძალი, სხჳსა რომლისამე წარმომჩენელი, ანუ ყოვლითურთ უშვ და უნაყოფო არს ხოლო თუ უშვ და უნაყოფო იყოს, მართ თჳთ ამით დაკლებულ არს თჳსისა წარმომაჩენელისგან, და არა არს სწორ მისსა; რამეთუ არა აქუს ძალი ნაყოფიერებისაჲ წარმომჩენელ, რომლისგან უქმა და მოკლებულ. ხოლო თუ წარმოჩენილიცა იყოს და წარმომაჩენელ სხუათა, ანუ სწორთა იყოს წარმომაჩენელ, და ესრეთ ყოველთა ზედა მყოფთა. ვინაჲ იყვნენ ყოველნი მყოფნი სწორ ერთმანერთისა და არ იყოს სხუაჲ სხჳსა უმჯობეს, უკუეთუ წარმომაჩენელი სამარადისოდ შემდგომითი შემდგომად სწორსა თჳსსა წარმოაჩენდეს. არამედ არ ვიდრემე იყოს წარმოჩინებული სწორ წარმომჩენელისა, რამეთუ სწორისა ძალისა მიერ იქმნების წარმოჩენაჲ სწორთაჲ. ხოლო ესე არა სწორ ერთმანერთისა, არა ვიდრემე სწორ წარმოჩინებული წარმომჩინებელსა. და უფროჲს ხოლო არც ოდეს უდარეს. რამეთუ არსებასა თუ მისცემს წარმოჩინებულსა, და ძალსაცა შესაბამსა არსებისასა წარმოუყენებს. ხოლო თუ თჳთ იგი წარმომაყენებელი არს ძალსა ყოველთა მის შემდგომთასა, თჳთ თავი თჳსი ყოს უძლიერეს ყოველთასა; რამეთუ არცა უძალოობისგან დაიცილების, რომლისად წარმოდგომილ არს ძალი შემოქმედებითი; და არცა არა წადილისგან. რამეთუ ყოველივე კეთილისა მიმართ მოწადე გულმთქუმიერ არს ბუნებით; ვინაჲ სხუათა თჳსთა შემდგომთა სრულ მქმნელი პირველ მათსა თჳთ თჳსისა თავისა არს სრულ მყოფ. ვინაჲ არცა სწორ წარმომჩენელი წარმოჩენილსა და არცა უდარე. ყოვლითურთ უკუე უმჯობეს წარმომჩენელი წარმოჩენილისა ბუნებასა.იოანე პეტრიწიწიგნიდან: კავშირნი« წინა…გაგრძელება

ტეგები: პროკლე, ფილოსოფია, პეტრიწი, კავშირნი, თეოლოგია

ერთთათჳს

ავტორი ლაშა, აგვ. 15, 2021. 0 გამოხმაურება

      ყოველი სიმრავლე ანუ შეერთებულთაგან არს ანუ ერთთაგან. რამეთუ თითოეული სიმრავლისაჲ აღმოიჩინა, ვითარმედ არა არს მხოლოდ მრავალ ოდენ, რაჲთამცა იყო თითოეული კუალად მრავალ. ხოლო თუ არა არს მარტოდ ოდენ სიმრავლე, ანუ შეერთებული იყოს ანუ ერთნი. ხოლო თუ ეზიარების ერთსა, იყოს პირველ შეერთებული. და სადაჲთ გამო იწყო პირველ შეერთებულმან, მუნით და ერთთაცა. ხოლო თუ არს თჳთერთი, იყოს და პირველ მზიარებელიცა მისი და პირველ შეერთებული. ხოლო ესე პირველ შეერთებული ერთთაგან. და თუ შეერთებულთაგან, კუალად შეერთებულნი იყვნენ სხუათა ვიეთგანმე; და ესე ვიდრე უსაზღუროობამდე. ჯერ არს უკუე, რაჲთა იყოს პირველი შეერთებული ერთთაგან, და ვპოოთ დასაბამით-გამოჲ.იოანე პეტრიწიწიგნიდან: კავშირნი« წინა ნაწილი|გაგრძელება »გაგრძელება

ტეგები: პროკლე, ფილოსოფია, პეტრიწი, კავშირნი, თეოლოგია

ქმნულისა ერთისათჳს

ავტორი ლაშა, აგვ. 11, 2021. 0 გამოხმაურება

      ყოველი ქმნილი ერთი ზიარებითა ერთისაჲთა იქმნების ერთ. ვითარ დაუდგნა ზიარებასა ერთისასა, არს ერთი. რამეთუ ყოველი ქმნილი ერთი, და რომელი არა იყოს ერთი, ურთიერთას ზიარებითა იქმნების ერთ და დაუდგამს წარმოდგომასა ერთისასა, არა იყო იგი ვითარ ერთი. ეზიარების ვიდრემე ერთსა ერთ ქმნითა და ივნებს ერთ ქმნასა. ხოლო თუ არს იგი ერთ, არ იქმნას ერთ; რამეთუ მყოფი არა იქმნების, რომელი გუარითა არს და წარმოდგომილ არს. ხოლო თუ იქმნების არ ერთობისგან, იყოს პირველ მისსა ერთი, რომლისგან იქმნა იგი ერთ და დაუდგნა თჳსსა შორის წარმოდგომასა ვინაჲსავე ერთისასა. ყოველი შეერთებული სხუა არს თჳთერთისა. არამედ არს თუ შეერთებული, ეზიარების იგი რაჲთავე ერთსა, ვინაცა ითქუმის იგი შეერთებულად. ხოლო მზიარებელი ერთისაჲ ერთ იყოს და არა ერთი. ხოლო თჳთერთი არა არს ერთ და არა ერთი. ხოლო თუ ესეცა ერთ იყოს და არა ერთი, და კუალად მის შორისსაცა ერთსა მრჩობლ ორივე ჰქონდის, და ესე ვიდრე უსაზღვროობამდე, არ ვინაჲ იყოს თჳთერთი, რომლისად დადგმად შესაძლებელ იყოს, არამედ ყოველივე ერთ და არა ერთ იყოს. არამედ არს ვიდრემე შეერთებული სხუა ერთისგან. ხოლო თუ ერთ და იგივე ერთი და შეერთებული შეემთხჳოს, უსაზღვროჲ სიმრავლე თითოეულსა მხოლოსა შეერთებულისასა რომელთაგან შეერთებული. ყოველი სიმრავლე მეორე და შემდგომი არს ერთისა. ხოლო თუ არს სიმრავლე პირველ ერთისა [. .] არა ეზიაროს ერთსა, ვინაჲთგან პირველ წარმოჩინებადმდე ერთისა იყოს სიმრავლე. ხოლო არა არსსა არ ეზიაროს; ამისთჳს რომელ ყოველი მზიარებელი ერთისაჲ ერთბამად ერთ არს და არა ერთი, ვინაჲ პირველ თუ ერთისა არს სიმრავლე, არცა წარმოდგომილ არს ერთი. არამედ შეუძლებელ არს ყოფად რაჲსავე სიმრავლისა არ თუ ეზიაროს ერთსა. არცა ვიდრემე პირველ ერთისა სიმრავლე. ხოლო თუ ერთბამ და სწორ ერთი ერთისა, ბუნებით ერთი და სიმრავლე (მაშა ჟამითა არ დაიცილოს), და იყოს ერთი მრავალ და მრავალი ერთ, ვითარცა სწორგანყოფილნი ერთბამად ბუნებით, ვინაჲთგან ერთი მეორესა არცა უპირველეს, არცა უშემდგომეს იყოს. მაგრა სიმრავლე თჳს შორის არ იყოს ერთ, და არცა თითოეული იყოს ერთ შორის სიმრავლესა, და ესე ვიდრე უსაზღვროობადმდე; რომელი შეუძლებელ. ეზიაროს ვიდრემე სიმრავლე ერთსა თჳსითა ბუნებითა. და არა რაჲ არს ნაწილთა მისთაჲ,…გაგრძელება

ტეგები: პროკლე, ფილოსოფია, პეტრიწი, კავშირნი, თეოლოგია

ნაწილთა მიერ შედგმულისა ერთისათჳს

ავტორი ლაშა, აგვ. 9, 2021. 0 გამოხმაურება

      ყოველი მზიარებელი ერთისაჲ ერთიცა არს და არა ერთი. ხოლო თუ არა არს იგი თჳთერთ და ეზიარების ერთსა, იყო სხუაჲ თჳნივრ ერთისა, და ივნო ერთ ქმნაჲ ერთისა მიმართ ზიარებითა და დაუდგნა ერთ ქმნასა. ხოლო თუ არა არს სხუაჲ თჳნიერ ერთისა, მხოლოდ იყოს ერთი, და არა ეზიაროს ერთსა, არამედ იყოს თჳთერთ. ხოლო თუ არს რაჲვე მისი, რომლითა არ იყოს იგი თჳთერთ, ვინაჲ ყოველი მზიარებელი ერთისაჲ ერთი არს და არა ერთი, არ ვითარ მარტივად ერთი, არამედ ვითარ ერთ არს მზიარებელი ერთისაჲ. ვინაჲცა არა არს ესე თჳთერთ და არცა ვითარ თჳთერთ, არამედ იყოს ორივე ერთბამად, ვითარცა ერთი და მზიარებელი ერთისაჲ, და ამისთჳს არ იყოს იგი თჳთერთ, ვინაჲ ერთცა იყო და არა ერთი, და იყოს სხუაჲც რაჲვე თჳნიერ ერთისა; ვინაჲცა რომლითა იმრავლა, არა ერთ; ხოლო რომლითა ივნო და დაუდგნა ერთ ქმნასა, ერთ. ყოველი უკუე მზიარებელი ერთისაჲ ერთიცა არს და არა ერთი.იოანე პეტრიწიწიგნიდან: კავშირნი« წინა ნაწილი|გაგრძელება »გაგრძელება

ტეგები: პროკლე, ფილოსოფია, პეტრიწი, კავშირნი, თეოლოგია

ერთისა და სიმრავლისათჳს

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, აგვ. 8, 2021. 1 გამოხმაურება

      ყოველი სიმრავლე ეზიარების რაჲთავე ერთსა. ხოლო თუ არ ეზიარების, არცა ყოველი ერთ იყოს, არცა თითოეული მრავალთაჲ, რომელთაგან სიმრავლე, არამედ იყოს თითოეულიცა მათი მრავალ, და ესე ვიდრე უსაზღვროობამდე, და თითოეულთა ამათ უსაზღვროობათაჲ იყოს კუალად სიმრავლე უსაზღვროჲ. არცა ერთსა არ თანმზიარებელი, არცა თჳსისა საყოვლოჲსადმი და არცა თჳს შორის თითოეულისადმი, ვინაჲ ყოვლად ყოვლითურთ იყოს უსაზღვრო. რამეთუ თითოეული, რომელიცა შეიპყრა, ანუ ერთი იყოს ანუ არა ერთი; და თუ არა ერთი, ანუ მრავალ ანუ არა რაჲ. ხოლო თუ და თითოეული არა რაჲ, და არა რაჲთგან არა რაჲ. და კუალად უკუეთუ თითოეული მრავალ იყოს, უსაზღვროობით უსაზღვრო თითოეული. არამედ ესე შეუძლებელ. რამეთუ არ ეგების რაჲვე მყოფთაჲ უსაზღვროობით უსაზღვროჲ (რამეთუ უსაზღვროობასა არა რაჲ უფროჲს არს, ხოლო ყოვლობასა შორის თითოეულისა უფრო) და არცა არარაობისგან რაჲ შესაძლებელ არს წარმოდგენად. ვინაჲ ყოველი სიმრავლე ეზიარების რაჲთავე ერთსა.იოანე პეტრიწიწიგნიდან: კავშირნიგაგრძელება »გაგრძელება

ტეგები: კავშირნი, პროკლე, პეტრიწი, თეოლოგია, ფილოსოფია

დეკარტის მეთოდური სკეპტიციზმი

ავტორი ლაშა, აგვ. 14, 2020. 0 გამოხმაურება

      დეკარტი, ეჭვის გააბსოლუტურებით, ადამიანური ცოდნის რადიკალურ შემოწმებას მიმართავს. მკვლევარი ამ დროს უკიდურესი სკეპტიკოსია, მაგრამ რადგან ეჭვი მისთვის უეჭველის დასადგენი საშუალებაა მხოლოდ და არა მიზანი, შემოწმების ამ პროცესს მეთოდური სკეპტიციზმი ეწოდება. დეკარტის აზრით, ამგვარ ყოვლისმომცველ და უკიდურეს ეჭვს ვერ უძლებს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი გრძნობადი ცოდნა, რომელიც გამოცდილებისაგანაა მიღებული. მე ერთ დროს მეგონა, გვაუწყებს დეკარტი, რომ ჩვენს ცნობიერებაში არც ერთი იდეა არაა ისეთი, რომელსაც შეგრძნებებში არ გაევლოს და ისე მოხვედრილიყოს ჩვენს ცნობიერებაში (6,82). როგორც ცნობილია, ეს დებულება ყოველგვარი ემპირიზმისა და სკეპტიციზმის ძირითადი დებულებაა. ეს დებულება არისტოტელემ მიიღო, როგორც ჩვენს ცნობიერებაში იდეის შინაარსის მოხვედრის გენეტიკური გზის აღწერა. ამასთანავე, არისტოტელე თვლიდა, რომ ამგვარი ახსნა ხელს არ უშლის იდეის შინაარსის რაციონალისტურ გაგებას. ასე ესმოდა ეს პრინციპი იოანე პეტრიწს (XI-XII სს.) და სხვა ნეოპლატონიკოსებს. დეკარტი თავისი განვითარების იმ პერიოდზე მიგვითითებს, როცა მას არისტოტელეს კვალად სწამდა, რომ იდეები ჩვენს სულში (ცნობიერებაში) მხოლოდ გამოცდილებიდან ხვდება. შემდეგ იგი გაიზიარებს პლატონის პოზიციას იმის თაობაზე, რომ გამოცდილება მხოლოდ აღვიძებს ჩვენი ცნობიერების (სულის) თანშობილ, მაგრამ მატერიალურში მისი მოქცევის შემდეგ დავიწყებულ შინაარსს.      რაციონალისტი დეკარტი მიმართავს მეთოდურ ეჭვს. იგი ამტკიცებს, რომ არავითარ ემპირიულ ცოდნას არა აქვს აუცილებლობა, ე.ი. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ საგნისათვის ჩვენ მიერ მიწერილი რაიმე ნიშანი (რაიმე მახასიათებელი, რაიმე პრედიკატი) უდავოა და მუდმივი. მაგალითად, როგორია სანთლის ცვილი? მაგარი, რბილი, თუ თხევადი? ჩვენ ამას ემპირიულად ვერ დავადგენთ, რადგან სხვადასხვა ტემპერატურაზე იგი სხვადასხვა სახეს იღებს. მეტიც, ჩვენ ისიც კი არ ვიცით, უეჭველია თუ არა თავად ჩვენი სხეულებრივი არსებობა. კერძოდ ის, რომ მე ახლა ბუხრის წინ ვზივარ. თითქოს სასაცილოა ამაში შეეჭვება, მაგრამ მე ხომ ხშირად დამსიზმებია ამგვარი რამ? ზოგჯერ გამოფხიზლების შემდეგ, უცებ ძნელია გაერკვე ეს სიზმარი იყო თუ ცხადი. თუ დავუკვირდებით, გავაცნობიერებთ,…გაგრძელება

ტეგები: თევზაძე, დეკარტი, განხილვა, ფილოსოფია, Qwelly

კომენტარების დაფა

makuna: დეკემბერი 11, 2014||12:57pm

ფილოსოფია არის სულის მეცნიერება,ანუ მეცნიერება მეცნიერებათა შესახებ.სიბრძნის სიყვარული ჰქვია მას და ნიშნავს ღმერთის სივარულს,სიბრძნის სიყვარულს. :)

ლაშა: მაისი 3, 2015||6:02pm

3 მაისს, ნიკოლო მაკიაველის დაბადების დღეა! მას დღეს 546 წელი შეუსრულდა ჩვენს ფილოსოფიურ გულებში. მივულოცოთ ♥ 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ ფილოსოფია_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (222)

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters