ადამიანის გამოხსნის შესახებ (გაგრძელება) / სწავლება ყოვლადწმინდა ღმრთისმშბლის შესახებ

       ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ წმ. ირინეოსის უაღრესად ღრმა და უმნიშვნელოვანესი საღვთისმეტყველო სწავლებების განხილვას. წინა საუბარში ვეხებოდით მის ციტატებს ძე ღმერთის განკაცებასთან დაკავშირებით, განკაცების საიდუმლოს ირინეოსისეულ განმარტებას და განკაცების ჟამს ძე ღმერთისგან აღსრულებულ ყველაზე უფრო ხაზგასასმელ მოვლენას, შედეგს მისი განკაცებისას, რასაც გამომხსნელობითი, ანუ მაცხოვნებლობითი, ანუ როგორც სპეციალურ ლიტერატურაში ითქმის, სოტერიოლოგიური დანიშნულება ჰქონდა, როდესაც მან განკაცებისას თავის კაცობრივ ბუნებაში შემოკრიბა მთელი კაცობრიობა. აი სწორედ ამგვარი შემოკრებით აღასრულა ძე ღმერთმა კაცობრივი ბუნების ანუ იგივე კაცობრიობის განახლება, ღვთისადმი ხატებისა და მსგავსების მასში აღდგინება.

       აქ შევჩერდით ჩვენ წინა საუბარში და ამჯერად ამავე საკითხიდან განვაგრძობთ მსჯელობას და პირველ რიგში მოვიტანთ ირინეოსის ციტატას, რაც განგვიმარტავს იმას, თუ რა იყო შედეგი მაცხოვრის განკაცებისა, რა აღასრულა მან. ირინეოსი გვაუწყებს: “ასე რომ რა მოიტანა მოვლენილმა უფალმა? უწყოდეთ, რომ მან მოიტანა ყოველი სიახლე”. თვით ეს გამონათქვამი “ყოველი სიახლე” იმდენად ღრმად სულიერია, იმდენად ღრმად საღვთისმეტყველოა, რომ თავად ამ გამოთქმასთან დაკავშირებით შეიძლებოდა სპეციალურ მსჯელობათა წარმოება, მისი შინაარსის სხვადასხვა პლასტის გამოსავლენად, თუმცა ამ საშუელებას ამჯერად ჩვენ მოკლებულნი ვართ. ჩვენ ადრე ავღნიშნავდით, რომ ეკლესიური სწავლებით ერთადერთი სიახლე არის მხოლოდ ძე ღმერთის განკაცება, ხოლო ერთადერთი სიახლე სწორედ იმიტომაა ეს მოვლენა, რომ ის ყველა საღვთო სიახლეს და ყველა არსობრივ და მნიშვნელობის მქონე სიახლეს თავის თავში მოიცავს. სხვა სიახლე ბუნებაში და ყოვლიერების ისტორიაში არ არსებობს და შესაბამისად ერთადერთი სიახლე ასეთ შემთხვევაში იგივე ყოველი სიახლეა. ირინეოსის ეს სიტყვები ლათინურადაა მოღწეული და შესაბამისი სიტყვები “ყოველი სიახლე” ლათინურში ასეა: “ომნემ ნოვიტადემ”, საიდანაც “ნოვიტას” ნიშნავს სიახლეს და ეჭვი არაა რომ ბერძნულ ორიგინალში მის ადგილზე უნდა ყოფილიყო ტერმინი “კაინოტეს”, ანდა “ნეოტეს”, რადგან ორი ტერმინია ბერძნულში, რომლებიც სიახლეს გადმოსცემენ. თუმცა განახლებულობის საღვთისმეტყველო აზრი გაცილებით ხშირად ბერძნულში გამოითქმის ტერმინით “კაინოტეს”, ან “კაინოს”, რომელიც ახალს ნიშნავს.

       "ასე რომ უწყოდეთ, - ამბობს ირინეოსი, მან მოიტანა ყოველი სიახლე, რომელმაც მოიტანა თავისი თავი”. მართლაც უძლიერესი და უღრმესი გამონათქვამებია ირინეოსისგან მოწოდებული. შესაძლოა ამ გამონათქვამთა სულიერი გრძნობადობის ინტენსივობა არც საჭიროებდეს რაღაც სპეციალურ დაზუსტებებს, იმდენად საგრძნობია მსმენელისთვის მათი სულიერი ტევადობა და შთამბეჭდავობა, იმიტომ, რომ მაცხოვრისგან თავისი თავის მოტანა ყველაფერს გულისხმობს, რომ მან მაცხოვნებელი მოძღვრება მოიტანა და თვითონაა ცხონება, გამომხსნელობითი მსხვერპლი მოიტანა და თვითონაა ეს გამომხსნელობითი მსხვერპლი, გამოიხსნა ადამიანი ცოდვის ბორკილებისგან და მსხვერპლი შესწირა უფალს და თვითონაა გამომხსნელიც და მსხვერპლის შემწირველიც, უფალმა მიიღო ეს კეთილი მსხვერპლი და ყოვლადწმინდა სამებაა ამ მსხვერპლის მიმღები და შესაბამისად თვითვეა მსხვერპლის მიმღები.

       ჩვენ ადრე ავღნიშნავდით ერთ-ერთ ბიზანტიურ ხატზე, სადაც ზიარების საიდუმლო ყველა თავისი კომპონენტით სწორედ მაცხოვრის მოღვაწეობას უკავშირდება. მახოვარი დგას ყველგან ტაძარში და მაცხოვარია ყველგან ზიარების საიდუმლოს აღსრულების ჟამს. ვინც მაშინ უსმენდა ჩვენ საუბარს ალბათ ემახსოვრება, ვიც არ უსმენდა შევახსენებთ, რომ ამ ხატზე გამოსახულია ადამიანის შესვლა ტაძარში საზიარებლად. ტაძარში მას ხვდება ფარგალიტი ანუ მეკარე, რომელიც გზას უჩვენებს საზიარებლად მოსულ პირს თუ საით უნდა წარემართოს. ამის შემდეგ ეს პირი წარემართება, რა თქმა უნდა, წმ. ზიარებისკენ. ბარძიმი წარმოგვიდგენს ჩვენ მსხვერლად შეწირულ მაცხოვარს, მღვდელს ხელთ უპყრია ბარძიმი და აზიარებს მაზიარებლებს, შემდგომ ტაკუკის მიმწოდებლად საკურთხევლიდან მარჯვენა მხარეს დგას პიროვნება, შემოსილი, რომელიც ზიარებულს სწორედ ამ ტაკუკს აწვდის. ზიარებული პირი შემდეგ იღებს ევლოგიას, ასევე შემოსილი პირისგან მიწოდებულს, მედავითნე კითხულობს საკითხავებს და გალობა აღესრულება, ბოლოს კი ეს პიროვნება გამოდის ტაძრიდან. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველა ის პირი, ვინც საზიარებლად მისულ ადამიანს ეხმარება ზიარებაში,  გამოსახულია ერთი და იმავე პირით - მაცხოვრით, იესო ქრისტეთი, რომ ის პირველი ფარგალიტიც მაცხოვარია, რა თქმა უნდა, დაკლული მსხვერპლიც მაცხოვარია, მღვდელიც, რომელსაც ბარძიმი უჭირავს, აგრეთვე ტაკუკის მიმწოდებელი, სეფისკვერის ანუ ევლოგიის მიმწოდებელიც და გამომცილებელი ფარგალიტიც კვლავ მაცხოვარია, რომ მაცხოვარია ყველგან. ასე რომ ვინც ამ შემთხვევაში მაცხოვრის ღვაწლს თავის თავზე იღებს, თუნდაც მაზიარებელი მღვდელი ან ტაკუკის მიმწოდებელი, ის უნდა აცნობიერებდეს რა პასუხისმგებლობას და რა სიმძიმეს იტევს თავის სულიერ მხრებზე.

       ამას ხაზს ვუსვამთ, რადგან ირინეოსის გამონათქვამი, რომ ყველაფერი რაც მაცხოვარმა მოიტანა ეს იგივე მაცხოვარია, მან თავისი თავი მოიტანა და ეს თავისი თავი, მაცხოვარი, თვითონ შეიცავს ყოველივეს. მან ცხონება მოიტანა, კვლავ ავღნიშნავთ, და თვითვეა ცხონება, მან გამომსყიდველი მსხვერპლი მოიტანა და თვითვეა ეს მსხვერპლი, მან შესწირა ეს მსხვერპლი და თვითვეა მსხვერპლის შემწირველი, უფალმა მიიღო ეს მსხვერპლი და ის თვითვეა ამ მსხვერპლის მიმღები, ანუ ყოვლის აღმასრულებელი. ამის შემდგომ ირინეოსი აგრძელებს: “რამეთუ ნაწინასწარმეტყველები იყო სწორედ ეს, რომ მოვიდოდა სიახლე კაცის განმაახლებელი და ცხოველმყოფელი”. აქ უკვე სიახლეს აღარ ახლავს როგორც ვხედავთ დაკონკრეტება და როდესაც რაიმე ტერმინს დაკონკრეტება არ ახლავს ეს ტერმინი აბსოლუტურ მნიშვნელობას ითავსებს და ამ მოვლენის ერთადერთობას გულისხმობს, და ეს ერთადერთობა კვლავ იმას ნიშნავს, რასაც ვამბობდით, რომ სიახლე რაც მაცხოვრის განკაცებას მოაქვს და თვით ეს განკაცება რა სიახლეცაა, ესაა ერთადერთი სიახლე მზისქვეშეთში და არც მანამდე, არც მაშინ და არც იმის შემდეგ არანაირი სხვა სიახლე არ მომხდარა და არ მოხდება. ხოლო რაც შეეხება მაცხოვრის მიერ თავის თავში პირველქმნილი კაცის კვლავ შემოკრებას, რაზეც რამდენჯერმე მივუთითეთ, აი ეს სწავლება უაღრესად ცხადად არის უწყებული შემდეგ სიტყვებში: “თუ პირველ ადამს ეყოლებოდა მამად კაცი და თუკი ადამიანის თესლისგან იქნებოდა იგი ნაშობი, მაშინ მართებული იქნებოდა იმის თქმაც, რომ მეორე ადამი იშვა იოსებისგან. მაგრამ თუკი პირველი ადამი მიწიდან იქნა აღებული, ხოლო თუკი მისი შემძერწველი თავად ღმერთი იყო, შესაბამისად ისიც ვინც (მაცხოვარი) თავისი თავის მიმართ შემოკრიბა ღვთის მიერ შეძერწილი კაცი (კვლავ ავღნიშნავთ, რომ აქ შეძერწილობას მხოლოდ სიმბოლური გაგება აქვს და მსმენელმა ყველგან უნდა იგულისხმოს შექმნილი), მისეული შობით მსგავსი უნდა ყოფილიყო პირველისა (იმიტომ, რომ მაცხოვარი ანტიპარალელიზმით მეორე ადამია). რატომ არ აიღო ღმერთმა კვლავ მიწა და რატომ განაგო მან, რომ მარიამისგან შექმნილიყო აგებულება? (ანუ მაცხოვრის კაცობრივი ბუნება) იმიტომ, რომ არ მომხდარიყო შექმნა სხვა ბუნებისა, არცთუ სხვა გამოსახსნელისა, არამედ შემოკრებილ იქნა თვით იგივე და დაცულ იქნა მსგავსება”. ყველა სიტყვა და ყველა ფრაზა, როგორც იტყვიან უზედმიწევნითესი და უმკაცრესი თეოლოგიური სიმართლით არის ნაჭედი. თქმა იმისა, რომ მაცხოვრის კაცობრივი ბუნება არაა ადამიანური გენეტიკისა, რომ ადამიანური მოდგმისგან არ მიუღია მას თავისი კაცობრივი ბუნება, რომ თავისის სხეული მან თითქოს ზეციდან ჩამოიოტანა, რასაც უფრო გვიანდელი ეპოქის მანიქეიზმი აშკარად გამოთქვამდა, ისევე როგორც ირინეოსის დროსაც ამას გნოსტიკოსთა ცალკეული მიმდინარეობანიც მოძღვრობდნენ, არის აშკარა მწვალებლობა და ამიტომაა ირინეოსისგან ასეთი მკვეთრი ხაზგასმა, რომ თუ მაცხოვრის სხეული ადამიანური არ იყო მაშ როგორ აღასრულა მან გამოხსნა, მან რაც მიიღო ის გამოიხსნა. დაკანონებული თეოლოგიური დებულებითა და დოგმატით გამოხსნილია მხოლოდ ის რაც მიღებულია და მიუღებელი გამოუხსნელია. ამიტომ, არათუ იმას არ ასწავლის ეკლესია, რომ მაცხოვრის კაცობრივი ბუნება არ იყო ჩვენი გენეტიკისა და ჩვენი თვისებებისა, არამედ იმასაც კი არ უშვებს, რომ თუნდაც ერთი თვისება მაინც ჩვენეული ბუნებისა მაცხოვრის კაცობრივ ბუნებაში არ ყოფილიყო, რადგან ერთი თვისებაც რომ მას გამოეტოვებინა და ენება და არ მიეღო და შესაბამისად არ ეცხოვნებინა, იმ ერთი ბუნებითი თვისების ძალით ჩვენ მაინც ჯოჯოხეთში და გამოუხსნელობაში ვიქნებოდით, რადგანაც სასუფეველში და სამოთხეში მცირედი ბიწიც კი ვერ შეაღწევს. ადამიანი ყოვლითურთ რომ იყოს განწმენდილი, მაგრამ მცირედი ბიწიერება მაინც ქონდეს მას, ის, რა თქმა უნდა, კვლავ ბიწიერებაში რჩება იმ ერთი მცირე ნაწილითაც კი და უცოდველობა და სასუფეველი მისთვის მიუღწეველი რჩება. ამიტომ ასაბუთებს ირინეოსი, რომ მაცხოვარმა სწორედ ჩვენი სხეულის მემკვიდრეობა მიიღო, ჩვენი ხორციელი მემკვიდრეობა მიიღო, ჩვენი დაცემული კაცობრივი ბუნება მიიღო სწორედ და არა რაღაც სხვა, ხელახლა შექმნილი ღვთისგან, რაც არ იქნებოდა დაცემული და ცოდვის შემცველი, ცოდვის შედეგი და შესაბამისად არც აღდგინება დასჭირდებოდა მას.

       ჩვენ ადრე ავღნიშნავდით, რომ ირინეოსის სწავლება შემოკრების შესახებ გულისხმობს არა მხოლოდ ქრისტოლოგიას, ანუ მოძღვრებას იესო ქრისტეს შესახებ, კონკრეტულად კი ღვთის განკაცების შესახებ, არამედ ამ მოძღვრების წიაღში ნაგულისხმევ ყველა სხვა თემატურ საკითხსაც. ყველა სხვა თემატურ საკითხშიც მკვეთრად იჩენს თავს ირინეოსის მოძღვრება შემოკრების შესახებ, იქნება ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან დაკავშირებული სწავლება, ანუ მარიოლოგია, ეკლესიასთან დაკავშირებული ანუ ეკლესიოლოგია, მეორედ მოსვლასთან დაკავშირებული ანუ ესქატოლოგია და სხვა. შესაბამისად როდესაც ჩვენ ამ თემატიკას განვიხილავთ, შევეცდებით, რომ ყველგან სწორედ ეს სწავლება გამოვყოთ და ამას გავუსვათ ხაზი. კონკრეტულად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან დაკავშირებით რეკაპიტულაციის ანუ შემოკრების შესახებ ირინეოსისეული მოძღვრება, რა თქმა უნდა, თავს ავლენს. იმ ანტიპარალელიზმის მსგავსად, რაც ირინეოსმა კონკრეტულად ადამსა და მაცხოვარს შორის პავლე მოციქულისეული მოძღვრების საფუძველზე კიდევ უფრო განავითარა და მრავალი ახალი შტრიხი შესძინა მას, ამგვარადვე მან შემოკრების შესახებ მოძღვრებით, დაკავშირებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ ღვთისმეტყველებასთან, განავითარა და სრულყო წმ. იუსტინე მარტვილისგან შემოტანილი ანტიპარალელიზმი ევასა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შორის. ირინეოსმა ეს უკანასკნელი ანტიპარაელიზმი ევასა და ღვთისმშობელის შეპირისპირ-შედარება უაღრესად მწყობრად შემდეგი მოძღვრების სახით გამოთქვა, იგი ამბობს: “შემდეგ ქალწული მარიამიც მორჩილი წარმოჩნდა, როდესაც თქვა (მსმენელი ალბათ ატყობს, რომ ირინეოსი ყველგან ხაზს უსვამს ტერმინ მორჩილებას, რაც არ გახლავთ, რა თქმა უნდა, შემთხვევითი, იმიტომ, რომ ნებისმიერი ცოდვისმიერი დაცემულობის წყაროდ სწორედ ურჩობა მიიჩნევა. ურჩობა იგივე საკუთარ თავზე დანდობაა, იგივე ამპარტავნებაა, ის დასაბამიერი პირველ გველია და დასაბამიერი სენია, რომლისგანაც გამომდინარეობს ნებისმიერი დაცემულობა. და თუ ურჩობა და ამპარტავნება დაცემისა და წარწყმედის სათავეა, როგორც ადრეც გვითქვამს და კვლავ ავღნიშნავთ, წმ. იოანე სინელის უაღრესად მართებული და ზედმოწევნით შთამბეჭდავი ფორმულირებით, თუ ერთადერთი მხოლოდ ურჩება და ამპარტავნებაა წარმწყმედელი, რატომ არ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ერთადერთი სწორედ მორჩილება და თავმდაბლობა შეიძლება გახდეს ადამიანის მაცხოვნებელი. სწორედ ეს ანტიპარალელი და გამომსყიდველი და გამაუქმებელი იმ ცოდვისა და მისი დამძლევი ირინეოს სწორედ მორჩილება ესახება ყველგან და ამიტომაა, რომ ზემოთაც და ამჯერადაც იგი ამას ყოველთვის ხაზს უსვამს): “აჰა მხევალი უფლისაი, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა”. ევა იყო ურჩი, ის ურჩ-იქმნა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქალწული იყო. თუკი ევა, რომელსაც ქმრად ჰყავდა ადამი და რომელიც ჯერაც ქალწული იყო, რამეთუ შიშვლები იყვნენ ორივენი სამოთხეში და არა რცხვენოდათ, რადგან ისინი, როგორც სულ ახლახანს ქმნილნი უმეცარნი იყვნენ შვილთა დაბადებისა, მართებდათ რა მათ ჯერ გაზრდა და შემდეგ კი ამგვარად გამრავლება”... ეს ჩანართია ციტატაში და არ შეგვეძლო ეს არ წაგვეკითხა. ყველა სიტყვაში აქ სწავლებაა გადმოცემული, რომ სულიერად ჩვილნი იყვნენ ადამი და ევა და ისინი, მართალია ღვთის კურთხევას აღასრულებდნენ გამრავლებისას, მაგრამ რა წესით აღსრულდებოდა ეს ამას ეკლესიის მამები არ აკონკრეტებენ. რომ არ დაცემულიყო ადამი და ევა საღვთო კურთხევა უეჭველად აღსრულდებოდა, მაგრამ რა ფორმით ეს საიდუმლოებითია, როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი ამბობს ანგელოზებრივი რამ წესით. მაგრამ ამჯერად ეს ჩანართი რომ გამოვტოვოთ და ძირითად მხარეზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ “ევა რომელსაც ქმრად ჰყავდა ადამი და რომელიც ჯერაც ქალწული იყო, ურჩობის გამო, როგორც თავის თავს, ასევე კაცობრიობის მოდგმას, სიკვდილის მიზეზად გაუხდა. მარიამი, რომელსაც მსგავსადვე ჰყავდა დაწინდული ქმარი (კვლავ შევახსენებთ ჩვენს მსმენელს, რომ ანტიპარალელიზმი ესაა ის შემთხვევა, როცა ორი სხვადასხვა მოვლენის გარეგანი თვისებები მსგავსია, მაგრამ რაობა და შედეგი არის დიამეტრულად საწინააღმდეგო. ამ შემთხვევაში გარკვეული გარეგანი მსგავსებანი სახეზეა, მარიამიც ქმრად იგულვებს იოსებს, მაგრამ ისიც ისევე ქალწულია, როგორც ევა) და რომელიც ასევე ქალწული იყო, მორჩილების გზით თავის თავსაც და კაცობრიობის მთელ მოდგმასაც ხსნის მიზეზად ექმნა”. ანუ თუკი ევა ურჩების გამო თავის თავსაც და მთელ კაცობრიობას წარწყმედის მიზეზად გაუხდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მორჩილების გზით თავის თავსაც და მეთელ კაცობრიობასაც ხსნის მიზეზად ექმნა. შემდგომ ირინეოსი განაგრძობს: “სწორედ ამიტომ მას, ვინც შეერთებული იყო ქმართან, იმის ცოლად უწოდებს რჯული ვინც შეიერთა იგი. თუმცა ასე უწოდებს მას (ევას) ჯერ კიდევ ქალწულს და ამით მოასწავებს მარიამისგან ევასკენ უკუწრებრუნვას, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია იმის გამოხსნა რაც შეიკრა, თუკი კვანძების ხვეულა არ დაირღვევა უკუმიქცევით”. აქ საუბარია იმის შესახებ, რომ ევასგან განასკვული პირველი ცოდვისმიერი ნასკვი შემდგომ, კაცობრიობის ისტორიაში, მრავალი სხვა ცოდვისმიერი ნასკვით დაიხუნძლა და ეს ცოდვისმიერი ნასკვების ასეთი ასხმულობა, რა თქმა უნდა, უფრო და უფრო დამამძიმებელს ხდიდა ადამიანის ყოფას, უფრო და უფრო მეტად ატყვევებდა მას ცოდვის ბორკილებით, რაც აუცილებლად უნდა გახსნილიყო. მიზანი ამ ცოდვათა ნასკვების გახსნისა იყო პირველნასკვის გახსნა, რომ თუ ის არ გაიხსნებოდა ცოდვისმიერი შეკრულობა და დაწყევლილობა კვლავ შენარჩუნებული იქნებოდა, მაგრამ ნებისმიერი მეორე ნასკვის გახსნა მხოლოდ მაშინ შეიძლება თუ ქვვემორე გაიხსნა, აი ამიტომ ამბობს ირინეოსი, რომ ევადან მარიამამდე მხოლოდ ის გზაა, რომ ეს ცოდვისმიერი ნასკვები მრავლდება, მარიამისგან იწყება შემობრუნება ანუ უკუწრებრუნვა ევასკენ, რომ ყველაზე გვიანდელი და ბოლოდროინდელი ნასკვების გახსნით, თანდათანიბით, იმ დასაბამიერი, პირველნასკვის გახსნა აღსრულდეს, ანუ ცოდვისმიერი არქაული გველის თავი შეიმუსროს ნასკვების გამხსნელისგან. ეს ციტატა ეხლა უფრო გასაგები იქნება მსმენელისთვის, რომელსაც კვლავ წავიკითხავთ: “და ამით (ამ სწავლებით), - ამბობს ირინეოსი, საღვთო წერილი მოასწავებს მარიამისგან ევასკენ უკუწრებრუნვას (ლათ. “რეცირკურაციო”), რადგან სხვაგვარად შეუძლებელია იმის გამოხსნა, რაც შეიკრა, თუკი კვანძების ხვეულა არ დაირღვევა უკუმიქცევით. წინარე ნასკვები სწორედ მომდევნოთა გზით გაიხსნება, ანუ პირიქით, რომლებიც მეორენი არიან თავისუფალ-ჰყოფენ პირველთ. ასე რომ პირველი ნასკვი მეორე ნასკვის გზით გაიხსნება, ანუ მეორე ნასკვი არის საშუალება პირველის გახსნისა. სწორედ ამიტომ ამბობდა უფალი: “წინანი უკანა და უკანანი წინა”. ამასვე მოასწავებდა წინასწარმეტყველი, როდესაც ამბობდა: “მამათა შენთა წილ იქმნეს შვილნი შენნი” (ფს. 44,17), რადგანაც უფალი არის პირმშო მკვდართა, რომელიც იშვა და რომელმაც თავის წიაღში შეიწყნარა წინარე მამანი, ახლად შვა ისინი ღვთის ცხოვრებაში და გახდა დასაბამი ცოცხალთა. ისევე როგორც ადამი გახდა დასაბამი მკვდართა. სწორედ ამიტომ ლუკამაც (ლუკა მახარებელთან მოგეხსენებათ შთამომავლობითი ხაზი ზემოდან ქვემოთ კი არაა, არამედ ქვემოდან ზემოთაა წარმოდგენილი, რომ სწორედ ეს უკუშემობრუნება კაცობრიობის ისტორიაში და იმ დასაბამიერ მდგოამრეობამდე, ადამ და ევამდე მისვლა და იმ დასაბამიერი კვანძის გახსნა ამით მოასწავოს) შთამომავლობითი დასაბამი უფლისგან დაიწყო და ადამამდე ავიდა, რითაც ცხადყო, რომ არათუ მათ შვეს იგი, არამედ ამან შვა ისინი ახლად ცხოვრების სახარებაში. ასევე ევამაც ურჩობის ნასკვის გამოხსნა მარიამის მორჩილების გზით მიიღო, ანუ რაც შეჰკრა ქალწულმა ევამ ურწმუნოებით, ის ქალწულმა მარიამმა გამოიხსნა სარწმუნოებით”. ვფიქრობთ, რომ ეს უაღრესად შთამბეჭდავი ციტატა ბევრს დააფიქრებს, ბევრისთვის გახდება იმდენად შთამბეჭდავი, რომ ალბათ ირინეოსის სხვა სწავლებათა, სხვა სიტყვათა წაკითხვის დაუძლეველ სურვილს აღუძრავს.

გაგრძელება →

← სარჩევი

ტეგები: Qwelly, ირინეოსი, ლიონელი, პატროლოგია

ნახვა: 807

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters