ჩვენ კვლავ განვიხილავთ, შესაბამისად მსმენელთა მოთხოვნისა, ტატიანეს თეოლოგიურ მხარეს აღნიშნული შრომისას და შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრისას ჩვენი განხილვა დავაბოლოვეთ ტატიანე სირიელის სწავლებით იმის შესახებ, რომ ღვთის სიტყვამ ადამიანთა შექმნამდე შექმნა ანგელოზები.

ალბათ საყურადღებოა აღინიშნოს, რომ ტატიანესთვის თავისუფალი ნება თანაბრად განეკუთვნება ადამაინებსაც და ანგელოზებსაც, ე.ი. ანგელოზური და ადამიანური შესაქმე რაღაცით ერთმთლიანია, რამდენადაც ორივე ეს ქმნილება ღვთივ მომადლებული მოაზროვნეობითა და შესაბამისად თავისუფალი ნებით არის დაჯილდოებული. აქვე ტატიანე იმასაც უსვამს ხაზს, რომ როგორც მოაზროვნეობა და თავისუფალი ნება მიენიჭათ მათ, ასევე სიკეთის თვისება, კეთილობა, ღვთივბოძებულია მათდამი, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ ანგელოზთა და ადამიანთა ბუნებითი თვისებების და ამ ბუნებითი თვისებების ყველაზე უფრო ღვთიური გამოხატულება - სიკეთე, კეთილობა, მათ ღვთისგან აქვთ ბოძებული. ტატიანე კერძოდ ამბობს: "შესაქმის ორივე სახეობა (ანგელოზური და ადამიანური) დაიბადა როგორც თვით გამგებელი (საკუთარი თავის პატრონი გარკვეულ არჩევით საკითხებთან დაკავშირებით), რომელთაც არა აქვთ სიკეთის ბუნება, რაც მხოლოდ ღვთის თვისებაა, ადამიანთა მიერ კი აღსრულდება ნების თავისუფლებით". აქ თვითონ გამონათქვამი, რომ "არა აქვთ სიკეთის ბუნება", რა თქმა უნდა, მართებული არ გახლავთ, მართლმადიდებლურ სწავლებასთან თანხმობაში არ არის. შეიძლება ჩვენ უფრო ვისაუბროთ მაინც დაუხვეწელობაზე გამოთქმისა. ალბათ ტატიანეს იმის თქმა უნდოდა, რომ სიკეთე თუ ნებისმიერი სხვა ღირსეული თვისება ადამიანური ბუნებისა ღვთივმომადლებულია და არა თავისთავადი, თვითარსებული, ღვთის გარეშე თვით მდგომი.

      აღნიშნულის შემდეგ ტატიანე ეხება უკვე დაცემულ ანგელოზებს და ალბათ ეს მხარე მის ხსენებულ შრომაში ყველაზე უფრო საყურადღებო გახლავთ. ამ მხრივ იგი, პირდაპირ შეიძლება ითქვას, გვერდით უდგას, ხშირ შემთხვევაში სწავლების უმეტეს, ნაწილში სხვა აპოლოგეტებს, იქნებიან ესენი წმ. იუსტინე მარტვილი, ათენაგორა ათენელი, ირინეოს ლიონელი, აგრეთვე თეოფილე ანტიოქიელი თუ სხვები და შესაბამისად, ისევე როგორც ამ უკანასკნლეთა, ტატიანეს ე.წ. დემონოლოგიაც განხილვის ღირსია. ტატიანე განსაკუთრებით აანალიზებს დემონთა მიერ ქმნილ და განხორციელებულ ბედისწერას, ბედისწერას, რომელიც ბერძნულად გამოითქმის ტერმინით "ჰეიმარმენე" (სხვათაშორის ეს ტერმინი რამდენჯერმე ძველ ქართულად უთარგმნელადაცაა დადასტურებული, როგორც "იმარმენი"), რომელიც ძველ ქართულად ითარგმნებოდა სიტყვით "სვე", რაც ლათინურად გამოითქმის ტერმინით "ფატუმ" და რასაც საეკლესიო მოძღვრება, რა თქმა უნდა, კატეგორიულად უარყოფს. საყურადღებოა ისიც, რომ ტატიანე სატანას უწოდებს პირველქმნილს. ტატიანეს მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამგვარი ეპითეტი შესაძლოა სათავეს იღებდეს იობის წიგნიდან, სადაც ეშმაკს ეწოდება დასაბამი უფლის შესაქმისა (ძველ ქართულად თუ მოვიტანთ ამ ადგილის შესატყვის სიტყვებს, კერძოდ ესაა იობის მე-40 თავის მე-14 მუხლი, "დასაბამი დაბადებისა უფლისაი"). ალბათ აქ იგულისხმება ის, რომ ანგელოზები პირველქმნილნი არიან ჭეშმარიტად ღვთისგან, ვიდრე სხვა ქმნილებანი უზენაესი ძალისგან დაბადებულ იქმნებოდნენ, ვიდრე ისინი გამოჩნდებოდნენ. ტატიანე ამბობს: "მას შემდეგ, რაც ადამიანები მიჰყვნენ მას, ვინც პირველქმნილობის გამო სხვებზე უფრო ბრძენი იყო"... ამ ციტატაში ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ტატიანე სატანას პირველ ქმნილობას მარტოდენ იმ აზრით არ უწოდებს, რომ ანგელოზები ყველა სხვა შესაქმეზე უწინარესნი არიან, არამედ თვით ანგელოზთა შორის პირველ ქმნილად მიიჩნევს იგი სატანას. ეს აზრი, რა თქმა უნდა არანაირად არ შეიძლება მართლმადიდებლურ მოძღვრებას თანხვდებოდეს, იმიტომ, რომ ეკლესიური სწავლებით ანგელოზები მყისიერად დაიბადნენ ღვთისგან, მეყსეულად, წამში, ყოველგვარი დროითი შუალედის გარეშე და ისინი იმ სიმრავლედ დაიბადნენ პირველწამშივე ღვთის ნებით, რა სიმრავლედაც მარადიულად არიან დღესაც და სამომავლოდაც იქნებიან. სატანას დაწინაურებულობა ანგელოზთა შორის, ვიდრე ის სატანა გახდებოდა, ეკლესიის მამათა მიერ ხშირად არის ხაზგასმული და ამიტომ ეწოდება მას უფრო დამკვიდრებული ლათინური ტერმინი "ლიციფერი" ანუ სინათლის მატარებელი, ბერძნულად "ჰეოსფოროსი", ძველ ქართულად კი "მთიები", და თუ ამ აზრის გამოხატულებაა ტატიანეს ეს არამართებული ტერმინით გადმოცემული აზრი, რომ უპირატესობის წამოჩენა უნდა იმ ანგელოზისა, რომელიც სატანა გახდა, რა თქმა უნდა ტერმინი პირველქმნილობა ამ შემთხვევაში სრულიად გამოუსადეგარი გახლავთ. ტატიანე შემდგომ განაგრძობს: "მას შემდეგ, რაც ადამიანები მიჰყვნენ მას, ვინც პირველქმნილობის გამო სხვებზე უფრო ბრძენი იყო და ღმერთად დასახეს ღვთის რჯულის მოწინააღმდეგე (იგულისხმება, რომ ღმერთად დასახეს ადამიანებმა, ამ უკანაკნელთა დაცემული მდგომარეობის ჟამს), მაშინ ღვთის სიტყვის ძალმა უარყო უგუნურების მოთავე (სატანა) და ყველა ისინი, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესით შეუდგნენ მას. ამგვარად ის ვინც ღვთის ხატად იქმნა (ადამიანი) მოკვდავი ხდება, რაჟამს უფრო ძალმოსილი სული ტოვებს მას (აქ ტატიანესთან, რა თქმა უნდა, სრულიად მოუწესრიგებელად კვლავ შემოდის აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს ადამიანის ბუნებაში ერთი-მეორეს ემიჯნება "პნევმა" და "ფსიხე" ანუ სული და სამშვინევლი, რომ სული შეიძლება ადამიანისგან განცალკევებული იყოს, თუკი ადამიანი სამშვინველისეული გახდება, რა დროსაც სულისმიერი აღმატებული მდგოამრეობა მისგან განშორებულია. და აი ეს სული ტატიანეს აზრით ტოვებს ადამიანს მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი ეშმაკის მიმდევარი ხდება), ხოლო ამ სულის ნაცვლად, ურჩობისა და უგუნურების მიზეზით, პირველქმნილი დემონი იჩენს თავს (ე.ი. დემონი ჩაენაცვლება თითქოს სულს), რომლის ცრუ ზმანებათა მბაძველნი დემონთა ლეგიონს ქმნიან და თავისუფალი ნების გამო საკუთარ სიშლეგეს მიეცემიან".

      ჩვენ ამ სწავლებაში და უფრო მომდევნო ნაწილშიც, სადაც ტატიანე კვლავ დემონებს ანუ ეშმაკებს ეხება, შეიძლებოდა გამოგვეყო და უფრო მეტად ყურადღება გაგვემახვილებინა იმ ნაწილზე, სადაც დემონთა მაცთუნებლობა არის უფრო გულმოდგინეთ წარმოჩენილი, რომ ადამიანები გაფრთხილდნენ და არ მიენდონ უკეთურ ზრახვებს, კერძოდ ტატიანე მკვეთრად ამბობს, რომ დემონები ესწრაფვიან საკუთარი ცთომილების ანუ ღვთისგან მათეული განდგომის წიაღში შეიტყუონ ადამიანები. შესაბამისად ეს ხორციელდება მათ მიერ მცდარი მოძღვრების თავზე მოხვევით, კერძოდ კი იმის შთანერგვით, რომ არსებობს ბედისწერა. ბედისწერისადმი რწმენა, რაც აბსოლუტურად მართებული სწავლება გახლავთ ტატიანესგან, იგივე უკეთურების და დემონურ წიაღში ადამიანის დამკვიდრებას გულისხმობს. ტატიანე კერძოდ აღნიშნავს: "დემონთა განდგომის სამიზნე არიან ადამიანები, ე.ი. დემონები განიზრახავენ, რომ მათ განდგომას შეუერთდნენ ადამაინები. დემონებმა წარმოუდგინეს ადამიანებს ნახაზი (ამ სიტყვას ჩვენ ვუსადაგებთ თვით ტატიანესეულ ტერმინს "დიაგრამმა", რაც შეიძლებოდა უთარგმნელადაც გამოგვეყენებინა) და ვარსკვლავთ განლაგებისა და კამათლის მოთამაშეთა მსგავსად ფრიად უსარგებლო ბედისწერა შემოიტანეს". ვფიქრობთ შესანიშნავი დახასიათებაა ასტროლოგიის აბსოლუტური ცდომილებისა და ეშმაკეული წარმომავლობისა. მართლაც მთელი ეს ვარსკვლავთ განლაგებანი, რაც თითქოს ადამიანის მომავალს წინასწარმეტყველებს, როგორც ვხედავთ უკეთური ხიბლისა და ზმანების დიაგრამაა და სხვა არაფერია. ტატიანე განაგრძობს: "მსაჯულიცა და დასჯილიც ბედისწერით არიან ამგვარნი (ანუ თითქოს მსაჯულობა თუ ვინმეს აქვს ამ ქვეყნად ეს ბედისწერითაა, თუ დასჯილია ვინმე ესეც ბედისწერითაა, თუ ვინმე კეთილია ესეც ბედისწერითაა და თუ ვინმე გაუკუღმართდება ესეც, რა თქმა უნდა, ბედისწერის ბრალია), ასევე მკვლელიცა და მოკლულიც, მდიდარიცა და ღარიბიც იმავე ბედისწერის ნაშობნი არიან. მთელი შესაქმე თეატრის მსგავსად გასართობია მათთვის". აი ასე ზედმიწევნითი ქროტესკულობით არის წარმოჩენილი მკითხველის წინაშე ტატიანეს მიერ ბედისწერულობის და ბედისწერის ეშმაკეული არსი.

      ამის შემდეგ ტატიანე ეხება ელინ ღმერთებს, რომლებსაც იგი, რა თქმა უნდა, დემონებად რაცხს და გაკვირვებით სვამს ასეთ კითხვას: "ნუთუ თვით დემონებიც კი მათ წინამძღოლ ზევსთან ერთად ბედისწერას არ ემორჩილებიან? და განა იმავე ვნებებით არ არიან შეპყრობილნი, რითაც ადამიანები?" აი ეს მხარე, რომ ელინური ღმერთებიც იგივე დემონები არიან და რომ მათთვისაც ბედისწერულობა არის განმსაზღვრელი, ეს ელინიზმის განქიქების ერთ-ერთი არსებითი ელემენტი იყო ამ დროისთვისაც და შემდგომშიც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი წამყვანი მხარე გახლავთ. თვით ტატიანე კი ელინურ ღმერთთა განქიქების შემდეგ ასკვნის: "ამგვარნი არიან დემონები". და როგორც წინარე მონაკვეთებშიც აშკარად გამოჩნდა, რომ ასტროლოგია და დემონურობა ერთი და იგივეა, შესაბამისად შემდგომად იმისა, რაც ტატიანე დემონოლოგიას გადმოგვცემს, უკვე ასტროლოგიასაც ამასთან ერთობაში სპეციალურად ეხება, განაქიქებს რა ზოდიაქოთა შესახებ ელინურ წარმოდგენებს, ამბობს: "დემონებმა განაწესეს ბედისწერა, ხოლო მიწაზე მძვრომი ქვეწარმავლები, წყლის ცხოველები და მთების მკვიდრი ოთხფეხები, რომელთა შორისაც ისინი ცხოვრობენ, ზეციური ცხოვრებიდან გამოძევების შემდეგ, ყველა მათგანი ზეციური პატივის ღირსად განაჩინეს, რომ ამ გზით ერთი მხრივ თავიანთი თავისთვის შეექმნათ წარმოდგენა თითქოს კვლავ ცაში ცხოვრობდნენ, მეორე მხრივ კი ამ ქვეყნიური ვარსკვლავთ განლაგების მიერ კეთილგონივრულად წარმოესახათ მათი მყოფობა". ე.ი. ეს არსებითი მხარეები ასტროლოგიის, როგორც ე.წ. მოძღვრების არსებითი შტრიხები, ასე სიღრმისეულად არის ტატიანესგან დახასიათებული და უარყოფილი, და ამ განქიქებას ბედისწერისას და ზოდიაქური წრისას ტატიანე ასე აბოლოვებს: "ჩვენ კი, ქრისტიანები, ბედისწერაზე მაღლა ვდგავართ, ხოლო ცთომილ დემონთა ნაცვლად ერთი უცთომელი უფალი გვისწავლია და რადგანაც ბედისწერას არ მივყვებით, ბედისწერის რჯულმდებლებსაც ვუარყოფთ".

      აი ასეთი ცალკეული უარყოფების შემდეგ და მომდევნო ნაწილში მითოლოგიური გადმოცემების განქიქების შემდგომაც და მათ საფუძველზე, ტატიანე ამხილებს ბედისწერის შესახებ მოძღვრების სიყალბეს. დღეისათვის ჩვენ შეიძლება ეს არ გვეჩვენებოდეს მთლად იმდენად აქტუალური, იმიტომ, რომ თითქოსდა ამაში რა არის მისაღები და თავისთავად ის უარსაყოფია, მაგრამ დღესაც კი ჩვენ კარგად ვხედავთ თუ როგორ არის ასტროლოგია, ბედისწერაზე დაყრდნობილი, წინასწარმეტყველებანი საზოგადოებაში ღრმად შეჭრილი და ვფიქრობთ, რომ ტატიანეს ამ შრომის ყველაზე ღირსეული ნაწილი, ყველაზე მართლმადიდებლური ნაწილი, დემონოლოგიისა და ასტროლოგიის უარყოფა დღეისათვისაც უაღრესად საყურადღებო უნდა ჩანდეს. ტატიანე აღნიშნავს: "როგორ შეიძლება, რომ კრონოსი (ზევსის მამა), რომელიც შეჰკრეს და მეფობისგან გააძევეს, ბედისწერის განმგებელი გამხდარიყო?" მოგეხსენებათ კრონოსი ითვლება ბედისწერის განმგებლად და ტატიანეს გაკვირევბული შენიშნვით თუ მართლაც თვითვეა ბედისწერის განმგებელი, ბედისწერულად როგორ მოხდა მისი დასჯა და მეფობისგან მისი ჩამოშორება. ამის შემდეგ ავტორის თვალსაზრისი ასეა გადმოცემული: "ვხედავ მზეს, ყველასთვის იგივეს, ერთია სიკვდილი ყველას წინაშე, შვებულთათვისაც და ჭირვეულთათვისაც. მოკვდი სამყაროს წინაშე და განაგდე მისი სიცოფე, ხოლო იცოცხლე ღმერთთან და მისი შემეცნების გზით უარჰყავი თავდაპირველი დაბადება (ხორციელი დაბადება). არათუ იმისთვის დავიბადეთ, რომ მოვკვდეთ, არამედ ჩვენვე ვიკლავთ ჩვენ თავს (ვფიქრობთ შესანიშნავი სიტყვებია). წარგვწყმიდა ჩვენ თავისუფალმა ნებამ (რა თქმა უნდა ეს არ ნიშნასვ რომ თვითონ თავისუფალი ნებაა წარმწყმედელობა. თავისუფალი ნების უკეთურად მოხმარებამ წარგვწყმიდა ჩვენ, თორემ იგივე თავისუფალი ნება, როგორც ეკელსიის მამათა ერთსულოვანი სწავლება ამ საკითხზე გვაქვს, არის სწორედ ადამიანის მარადმაცხოვნებელი და მარადგანმაღმრთობელი და ყველაზე უფრო ღვთიური თვისება მასში. ასე რომ აქ ტატიანეს მართებდა უფრო კონკრეტულად გამოეთქვა აზრი და დაემატებინა სიტყვა "ბოროტმა გამოყენებამ", რომ წარგვწყმიდა ჩვენ თავისუფალი ნების ბოროტმა გამოყენებამ), მონებად ვიქეცით მანამდე თავისუფალნი, განვიყიდეთ ცოდვისა გამო. ღმერთს არაფერი უქმნია ცუდი, ჩვენვე წარმოვშვით უკეთურებანი. ამიტომ, რადგანაც ჩვენ გავაჩინეთ იგი, ძალგვიძს კიდეც უარყოფა მისი". აი ასეა წარმოდგენილი ტატიანესთან, როგორც ავღნიშნეთ, დემონოლოგიური მოძღვრება.

      მომდევნო ნაწილი ალბათ უფრო სულთმეტყველების, სულის შესახებ ტატიანესეული მოძღვრების თვალსაზრისით არის უფრო მნიშვნელოვანი, თუმცა ამ ნაწილში, ისევე როგორც ეს ადრეც ავღნიშნეთ, საკმადო მრავალი გახლავთ ბუნდოვანი, ერთი მეორესთან ნაკლებ დაკავშირებული ცალკეული აზრები, თავმოყრა, კონგლომერატი, სხვადასხვა წარმოშობის დებულებებისა და ამიტომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ გარკვეულობას ვერ ვაწყდებით. კვლავ მსჯელობს ტატიანე სამშვინველზე და პნევმაზე ანუ სულზე და მისი მოძღვრება თუ როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით, ქვემორე ციტატიდან უფრო ცხადად შევიცნობთ იმ ციტატებთან ერთად, რომლებიც ჩვენ აქამდე უკვე მოვიტანეთ და განვიხილეთ, ტატიანე კერძოდ ამბობს: "სულთა ორ სახესხვაობას ვიცნობ, ერთს ეწოდება სამშვინველი (ბერძნ, ფსიხე), ხოლო მეორე, უმჯობესი სამშვინველზე, არის ღვთის ხატი და მსგავსება. ორივე მათგანი არსებობდა პირველ ადამიანებთან, რადგანაც ზოგიერეთები ნივთიერნი იყვნენ, ზოგნი კი ნივთზე აღმატებულნი. საკითხის არსი ასეთია: ჩანს, რომ მთელი სამყაროული აღნაგობა და მთელი შესაქმე ნივთიერებისგან დაიბადა, ხოლო თვით ნივთიერება ღმერთმა წარმოქმნა (უმჯობესია ვიხმაროთ ტერმინს წინადააფუძნა (ბერძნ. პრო ბებლემენენ), უწინარეს ვიდრე ყოველივეს აღაგებდა მისგან). ასე რომ ნივთიერების რაღაც ნაწილი, ვიდრე იგი დანაწევრებას შეიწყნარებდა, უბადრუკად და უშვერად მოიაზრება, ხოლო ნაწილი, მისი დანაწევრების შემდეგ, შეიმკვება და მოწესრიგდება. ცაც და ვარსკვლავებიც ნივთისგან არიან, მიწასაც და ყოველსავე მიწიერსაც მსგავსი აღნაგობა აქვს, რადგანაც ერთია ყველაფრის დასაბამი. თუმცა ეს ყოველივე ასეა, თავად ნივთისგან ქმნილი საგნები სხვაობენ ერთმანეთისგან, მაგალითად ერთი უფრო მშვენიერია, მეორე კი, თუმცა ისიც მშვენიერია, რომელიმე უკეთეს საგანთან შედარებით უფრო ნაკლებია. ისევე როგორც სხეულის აგებულება ერთ გამგებლობას ემორჩილება და თვითვეა ქმნადობის მიზეზი, რამეთუ სხეულის შიგნით არსებობს სხვაობა ღირსებათა მიხედვით, ერთია თვალი, მეორეა ყური, სხვაა თმათა გამშვენება და შიგნეულთა გამგებლობა, აგრეთვე ტვნის ძვლებისა და სისხლძარღვების შემტკიცება, რომელთაგან თითოეული მეორისგან სხვაობს, მაგრამ თანხმობის განგებულება მათ ჰარმონიას ქმნის. მსგავსადვე სამყარო, რომელიც შემოქმედის ძალით შეიცავს უბრწყინვალესსაც და უდარესსაც, დამბადებლის ნებისამებრ ზიარებულია ნივთიერ სულთან (ნივთიერი სულის აღმნიშვნელად ტატიანესთან გვხვდება ასეთი ფრაზა "პნევმა ჰილიკონ", საიდანაც "ჰილიკონ" გახლავთ ნივთიერი, მატერიალური, ხოლო "პნევმა" სული. ლათინურად ეს ფრაზა ასე გამოითქმის "სპირიტუს მატერიალე"). ვინც ცუდმედიდობის გამო არ მოიძაგებს უსაღვთოეს განმარტებებს და გულისყურს მიაპყრობს მას, რაც ჟამითი-ჟამად გაგვიცხადა წერილმა, მაშინ მისთვისაც შესაძლებელი იქნება ცალკეულად შეიმეცნოს ყოველივე და ფრიად ღვთის მოყვარედ გარდაიქმნას. ამასთან დემონები, როგორც თქვენ უწოდებთ მათ (ელინებს მიმართავს) ნივთისაგან არიან შემტკიცებულნი". ეს გახლავთ უაღრესად საყურადღებო სწავლება, რომელსაც ჩვენ შემდეგ, გვიანდელ ავტორებთან კვლავ გავიხსენებთ. დემონთა აგებულება ნივთიერებისგან, ეს იყო აზრი II-III ს-ში ხშირად გამოთქმული მრავალი ღვთისმეტყველის მიერ, რაც თუ ჩვენ არ გავიგეთ გარკვეული კომენტარითა და დაზუსტებით, შეიძლება ცთომილებაში ჩავვარდეთ. როგორც უნდა ვიფიქროთ აქ ტატიანე და სხვა მისი მიმდგომნი და მიმყოლნიც არ გულისხმობენ მატერიალურ აღნაგობას დემონებისას, ისინი გულისხმობენ მატერიისკენ მიდრეკილი ვნებადი სურვილებით მათ შემტკიცებულობას, რომ ვნებების ხორცშესხმა ანუ განსახიერება არიან სწორედ ისინი. და პირდაპირი გაგებით, რომ ნივთისაგან არიან შემტკიცებულნი, რა თქმა უნდა, თავისთავად მცდარი აზრია თუ ჩვენ ამ აზრს აი ამგვარი დაზუსტებით არ მივიღებთ. ტატიანე კი განაგრძობს: "და მიიღეს რა მათ აგრეთვე ნივთისგან სულიც, ავხორცნი და ხარბნი გახდნენ, რომელთაგან ზოგი უფრო ნაკლებ მატერიალური ნივთიერებისკენ მიიქცა, ზოგმა კი უდარესი ირჩია და შეთვისებული ნივთიერების მსგავსად იწყეს მათ ცხოვრება. და თქვენ ელინები ეთაყვანებით იმათ, რომლებიც ნივთისაგან არიან ქმნილნი". აქ უკვე მეორე აზრი შემოდის ტატიანესთან, რომ ყველა ელინური ღმერთი, როგორც კერპში განცხადებული, რა თქმა უნდა, ნივთიერებას უკვე შეერთვის, იმიტომ, რომ ნებისმიერი კერპი ნივთისგან კეთდება და ეს კერპები ელინთა მიერ რაღაც სიმბოლოებად კი არ მოიაზრებოდა, არამედ ნამდვილ ღმერთებად, საკუთარი ნების, მოქმედების და ძალის მქონე არსებებად. აი ამ გაგებით უკვე ჩვენ შეგვიძლია ტატიანეს დავეთანხმოთ, რომ კერპები როგორც დემონური ძალის სხეულებრივად ამამოქმედებელნი, რა თქმა უნდა, ნივთისაგან არიან ქმნილნი. და საყვედური ელინებისადმი ტატიანესგან სწორედ ამ მხრივ არის, რომ ელინები ეთაყვანებიან იმათ, რომლებიც ნივთისაგან არიან ქმნილნი. "ისინი, - განაგრძობს ტატიანე, ავაზაკები, რომლებიც მათივე სიშლეგის მიზეზით ამპარტავნებას მიეცნენ და თავი აიშვეს, თქვენს მიერ ღვთიურ ქმნილებებად შეირაცხნენ. ხოლო ყოველთა უფალმა ნება დართო მათ (აქ ტატიანეს მიერ ღვთიური იკონომიაა გამოკვეთილი) იხორხოცონ, ვიდრე არ დასრულდება და არ დაირღვევა ეს სამყარო, რაჟამს მსაჯული მოვა და ყველა კაცი, ვინც კი დემონთაგან შეურვებული სრული ღმერთის ცოდნას ეწაფებოდა, განკითხვის დღეს ღვაწლთა დარად უფრო უსრულეს თანადგომას მიიღებს ღვთისგან". შემდგომ ტატიანე განავრცობს აზრს სულის შესახებ და მას ყველაფერი განსულიერებულად ესახება, რაც მისი კერძოობითი, მართლმადიდებლობისგან დაშორებული, თვალსაზრისი გახლავთ. შეიძლება ჩვენ ასე ჩავთვალოთ, რომ ტატიანე ძიების პროცესში იყო და ამის ნაყოფი უნდა იყოს ის აზრი, რომლის შესაბამის ციტატასაც ეხლა წავიკითხავთ: "სული არსებობს მნათობთა შორის, სულია ანგელოზებში, მცენარეებში, წყლებში (ეს უკვე აშკარა მითიზებული, არაეკლესიური აზრი გახლავთ), ადამიანებში, ცხოველებში, რომელიც ერთიდაიგივეა ყველგან". მნათობთა შორის სულის არსებობას ეკლესია უარყოფს, მაგრამ მეორე აზრი, რა თქმა უნდა, სწორია, რომ სულია ანგელოზებში. რაც შეეხება იმას, რომ როგორც ტატიანე ამბობს სულია მცენარეებში, ამას სულს არ უწოდებს ეკლესია. მცენარეს აქვს ორი თვისება სიცოცხლისა, როგორც ეკლესიის მამები ამბობენ, ეს გახლავთ საზრდოობითი, ე.ი. საზრდოს მიღების უნარი და ზრდადობითი და ორივე ამ თვისებას ერთობლიობაში ეკლესიის მამები უწოდებენ ცოხლობით ძალას. აი ამ კუთხით თუ მოუხმობს სულს ტატიანე, ჩვენ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ამ ნაწილში ის მართალია, მაგრამ რამდენადაც აქ ჩამონათვალი ისეა გავრცობილი, რომ ეკლესიის მიერ ყოვლად უსულოდ აღიარებულ სხვადასხვა სტიქიონებზეც ავრცელებს ტატიანე სულს, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა ეკლესიურ მოძღვრებასთან აშკარაა. რაც შეეხება ფრაზას "რომელიც ერთიდაიგივეა ყველგან", ეს ე.წ.  მსოფლიო სულის შესახებ მოძღვრებაა, რაც პლატონისგან მოდის და ნეოპლატონიზმში, კერძოდ პლოტინთან გვხვდება, და რასაც ეკლესიურ მოძღვრებასთან კავშირი არა აქვს. "თუმცა კი, - ამბობს ტატიანე, ეს ერთიდაიგივე სული თავის თავში შეიცავს ნაირგვარობას", მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ე.წ. დაზუსტება საქმეს ვერ შველის.

მომზადებულია ედიშერ ჭელიძის ლექციების მიხედვით

ტეგები: Qwelly, დემონოლოგია, პატროლოგია, სული, ტატიანე

ნახვა: 452

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Unveiling The Flexibility of Nycodenz: An important Resource in Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:38am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification protocols.…

გაგრძელება

How to become one of the most talented players

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:20am 0 კომენტარი



Best Choice: Eden Hazard. Since his arrival at Madrid at the end of 2022. The Belgian star has been constantly criticised for his frequent injury and bad performances. Fortunately, his inability to get regular games played was not a factor in EA Sports EAFC 24 Coins. He has maintained his high overall score of 88. He can cause chaos among defenders, just as the way he did during his peak at Chelsea.

Budget Alternative:…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Qwelly World

free counters