წმინდა ირინეოს ლიონელის პატროლოგია
ნაწილი I
(სალეციო კურსის ტრანსკრიპტი)

      ჩვენ დღეისათვის შევეხებით წინა საუბრებში არაერთგზის ხსენებულ მოღვაწეს, არა მხოლოდ თავისი დროის, არამედ ყველა დროის უდიდეს ღვთისმეტყველს - წმ. ირინეოს ლიონელს, იგივე წმ. ირინეოს ლუგდუნელს, რომლის საღვთისმეტყველო სწავლებანი და საღვთისმეტყველო მიღწევები, შემდგომი ეპოქებისთვის ჭეშმარიტად უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა, რასაც შთამბეჭდავად ადასტურებს ის აურაცხელი ციტირებანი გვიანდელ ღვთისმეტყველთა შრომებში, რაც სრულიად აშკარაა და სახეზეა.

      მთავარი ფაქტი წმ. ირინეოს ლიონელის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით გახლავთ ის, რომ იგი იყო ჩვენს მიერ ადრე ხსენებული, სამოციქულო ეპოქის მოღვაწის წმ. პოლიკარპე სმირნელის მოწაფე, ისტორიული მნიშვნელობით ნამდვილად დამოწაფებული მასთან, მის მოძღვრებას, მის ქადაგებას დაწაფებული, შედგომილი მის კვალს. ამ ფაქტს თვით ირინეოსიც ერთ-ერთ თავის გვიანდელ, თავისი სიჭაბუკის მეგობრისადმი გაგზავნილ, ეპისტოლეში, რომლის ფრაგმენტი ჩვენამდე მოღწეულია, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარი ცხოვრებისათვის. იგი მიმართავს თავისი სიყრმის მეგობარს, რომელიც ასევე თანამოწაფე იყო მასთან პოლიკარპესი, ახსენებს მას იმ ჟამს და ეუბნება: “რაც კი დრო გადის უფრო და უფრო ხშირად ვიხსენებ გარდასულ დღეებს და კვლავ და კვლავ ვიცოცხლებ ხსოვნაში ყოველ მოვლენას, აღვიდგენ რა თუ როგორ შემოდიოდა პოლიკარპე ჩვენთან, როგორი იყო მოძრაობა მისი ხელისა, რა ხმით გადმოგვცემდა იგი მოძღვრებას და კვლავ და კვლავ მეორდება რა ჩემში ეს ყოველივე, უფრო და უფრო მეტად შევემეცნები იმას, რაც სიჭაბუკეში მომენიჭა”. ე.ი. პოლიკარპესადმი მისი მოწაფეობა, კვლავ ავღნიშნავთ, წმ. ირინეოსს წარმოუჩნდება ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მოვლენად თავის ცხოვრებაში, არა მხოლოდ იმიტომ, რომ თვით პოლიკარპე უაღრესად ღირსეული მწყემსი იყო სმირნის ეკლესიისა და მოძღვრების სამოციქულო წესით და სამოციქულო სულიერებით გადმომცემი, არამედ იმ მეორე უმნიშვნელოვანესი ასპექტითაც, რაც თვით ირინეოსისგანაა ხაზგასმული, რომ პოლიკარპე საკუთრივ, თავის მხრივ, როგორც ეს ადრე აღგვინიშნავს, გახლდათ ისტორიული მოწაფე იოანე ღვთისმტყველისა. ეს ფაქტი დასაბუთებულია და ნებისმიერ მეცნიერულ გამოკვლევაში პოლიკარპეს შესახებ აღნიშნული მონაცემი მკვეთრადაა ხაზგასმული, რომ პოლიკარპე იყო იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე. ამას ადასტურებს თვით ირინეოსიც ზემოთ ხსენებული ეპისტოლის ფრაგმენტში, სადაც ის ფლორინუსს ახსენებს პოლიკარპეს მოძღვრობას მათდამი, თუ როგორ ესაუბრებოდა მათ პოლიკარპე და განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმას თუ როგორ გადასცემდა პოლიკარპე მათ საკუთარ ხსოვნაში შემონახულ ხატებას იოანე ღვთისმეტყველისას. სხვაგვარად რომ ვთქვათ ირინეოსისთვის პოლიკარპე ერთი მხრივ უშუალოდ მოძღვარი იყო, მაგრამ მეორე მხრივ გამტარი, დამაკავშირებელი ხიდი და ჭეშმარიტად, ღვთივსულიერად და ცხოველსმყოფელობითად მართლაც დამაკავშირებელი ხიდი სამოციქულო ეპოქასთან, მოციქულთა ჟამთან და კონკრეტულად იოანე ღვთისმეტყველთან. აი ეს გახლავთ ყველაზე არსებითი იმ მოღვაწის ცხოვრებაში, რომელიც ირინეოს ლიონელის სახელითაა ცნობილი, რომელიც III ს-ის დამდეგს აღესრულა (202-203 წლებში) და რომელიც ბერძნულენოვანი აპოლოგეტიკის გვირგვინად მიიჩნევა.

      რა თქმა უნდა, ამგვარი შეფასება ირინეოსის ღვაწლისა დღესაც არაერთგზის შეგვიძლია დავადასტუროთ, თუ მის შრომას, ყველაზე მნიშვნელოვანს მის თხზულებათა შორის, კვლავაც გადავიკითხავთ, კვლავაც შევისწავლით. და თუ ირინეოსისთვის პოლიკარპე იყო საშუალება და ღვთივსულიერი ხიდი სამოციქულო ეპოქასთან დაკავშირებისა, ჩვენ უკვე საკუთრივ ირინეოსის შესახებ შეგვიძლია ვთქვათ იგივე, რომ ირინეოსი დღეისათვის ჩვენთვის არის მართლაც ცხოველმყოფელობითი, ღვთივმიმადლებული თვისებებით შემკული ხიდი, გადამყვანი პირველ რიგში პოლიკარპესკენ, ხოლო პოლიკარპეს გზით სამოციქულო ეპოქისაკენ, დამაკავშირებელი სამოციქულო ჟამთან. დამაკავშირებელი არა მხოლოდ განწყობილებით, არა მხოლოდ იმით, რომ ცხოვლადაა მის შრომაში შემონახული და ჯერ კიდევ არ გარდასულა ჟამთა მდინარების შესაბამისად ის ცოცხალი, სამოციქულო მახარებლური განწყობილება, მოციქულთა სუნთქვა აშკარად შეიგრძნობა მის ყოველ სიტყვასა თუ ფრაზაში, ე.ი. არა მხოლოდ ამ განწყობილებით, არამედ საკუთრივ საღვთისმეტყველო მოძღვრების, საღვთისმეტყველო მეცნიერების, ღვთისმცოდნეობის ანუ როგორც ბერძნულად მას ეწოდება თეოგნოსიის უღრმესი და უზუსტესი გადმოცემის მხრივაც.

      ეს მხარე და ეს სიღრმე სამოციქულო მოძღვრების გადმოცემისა მკვეთრად გახლავთ წარმოდგენილი მის ცნობილ და ცენტრალურ შრომაში სახელწოდებით “მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა”. ეს თხზულება ხუთ წიგნად დაიწერა ირინეოსის მიერ. ჩვენ თავის დროზე, როდესაც წმ. იუსტინე მარტვილის მოძღვრებას და მის შრომებს განვიხილავდით, ავღნიშნავდით, რომ ერთ-ერთი დიდი დანაკარგი და დანაკლისი ჩვენთვის იუსტინეს შრომებიდან გახლავთ ის, რომ არ შემონახულა მისი უმთავრესი, კაპიტალური და მონუმენტური ანტიერეტიკული თხზულება სახელწოდებით “ერესების წინააღმდეგ”. მაგრამ მაშინვე ავღნიშნავდით, რომ მნიშვნელოვანი სწავლებანი ამ ძეგლისა, რა თქმა უნდა, დაკარგული არ არის, გვიანდელ საეკლესიო ტრადიიაში ან უშუალოდ ციტირებებით და იუსტინეზე მითითებით, ანდა მითითების გარეშე, მთლიანად განფენილია უდიდეს მოძღვართა ანტიერეტიკულ შრომებში და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ იუსტინე მარტვილის ხსენებული ძეგლი დაკარგულია. ამასთან ამ გვიანდელ ავტორთა შორის პირველ რიგში მაშინვე მივუთითებდით წმ. ირინეოს ლიონელზე. მართლაც ირინეოსის ხსენებული ანტიერეტიკული შრომა ეფუძნება იუსტინეს ზემო ხსენებულ ძეგლს და ამავე დროს უშუალო მოპაექრეა რა ერეტიკოსებთან, უშუალოდ განმაქიქებელია რა ერეტიკული მოძღვრებებისა, იუსტინეს შრომებიდან მიღებულ სიკეთესთან ერთად, საკუთრივ თავისეული, პიროვნული გამოცდილებიდან გამომდინარე, ირინეოსი ჭეშმარიტად განუკიცხველად და შემოუპასუხებლად ამხობს ერეტიკულ სწავლებათა სიცრუეს და ეს მხარე და მძლეობა მწვალებლობებზე მას, როგორც ვხედავთ, სათაურშივე აქვს გატანილი, სათაურშივე უკვე მოცემულია მიმართულება წიგნისა, რომ იგი დამამხობელია ცრუ ცოდნისა.

      ჩვენ ადრე განვიხილავდით გნოსტიციზმს, რომლის წიაღში შემავალი სექტებიც სწორედ ჭეშმარიტ ცოდნაზე აცხადებდნენ პრეტენზიას, მაგრამ ეკლესიამ, მართლმადიდებლობამ მათი ეს პრეტენზიები უარყო, მათი ე.წ. ცოდნა ნატყუარ ცოდნად ანუ ცრუ ცოდნად შერაცხა, მათი თითქოსდა ქრისტიანული მოძღვრება ცრუ ქრისტიანულ ანუ, ძველ ქართულ ტერმინს თუ მოვიშველიებთ, ქრისტე მტყუარ მოძღვრებად შერაცხა და ამ უარყოფის ჟამს, რა თქმა უნდა, თუ რომელია ჭეშმარიტი ცოდნა, რა არის ქრისტიანობა, როგორც მართლმადიდებლური გნოზისი, მართლმადიდებლური მცოდნეობა, მართლმადიდებლური მეცნიერება, ეს ჩამოაყალიბა და ეს დაგვისაბუთა. და ამ დამსაბუთებელთა შორის ერთ-ერთი უდიდესი სწორედ წმ. ირინეოსი გახლავთ.

      მაგრამ ვმსჯელობთ რა ირინეოსზე, ამ ზოგადი შთაბეჭდილების შემდეგ, რა თქმა უნდა, გამართლებული იქნება კონკრეტულად შევეხოთ აღნიშნული შრომის ყველაზე არსებით თეოლოგიურ საკითხს. რა თქმა უნდა, ეს შრომა, როგორც მოცულობითაც ძალიან დიდი, ასეთ საუბრებში დეტალურად ვერ წარმოჩნდება, მაგრამ არსებითი რაც არის შეძლებისდაგვარად შემოკლებულად, მაგრამ იმ წესით, რომ რაობა ირინეოსის უძირითადესი საღვთისმეტყველო სწავლებისა ცხადად გამოჩნდეს, აი ეს მოსახერხებელი უნდა იყოს და ჩვენს წინამდებარე საუბარში და ალბათ მომდევნოშიც შევეცდებით, რომ ირინეოსის საღვთისმეტყველო სწავლების შეჯამება წარმოვადგინოთ ყველაზე უფრო მთავარ საკითხზე. მაგრამ ჯერ ის გვინდა ავღნიშნოთ, რომ როდესაც საეკლესიო ტრადიციაში გამოვყოფთ ღვთისმეტყველთა დიდ კრებულს ხოლო ამ კრებულში შემავალნი დიდი ღვთისმეტყველნი არიან, რა თქმა უნდა, მათი სიდიდე ღვთისმეტყველებაში აუცილებელი ნაყოფით, მათი მოღვაწეობის სრულიად გამჭირვალე შედეგით არის განპირობებული და ნაკარნახევი. ყველა ღვთისმეტყველი რაღაც კუთხით, მოძღვრებაში რომელიმე ასპექტის, რომელიმე საკითხის განსაკუთრებით გაღრმავებული განმარტებით არის ცნობილი და ამით არის ის დიდი ღვთისმეტყველი. ათანასე ალექსანდრიელმა მოგეხსენებათ არიანული ერესის საპირისპიროდ ძე ღმერთის, ბუნებითი ძეობის შესაბამისად, ნამდვილი ღმერთობის, ბუნებითი ღმერთობის დოგმატი დაასაბუთა და ამით არის ის განსაკუთრებულად ცნობილი საეკლესიო ტრადიციაში. კირილე ალექსანდრიელმა განკაცებული ღმერთის ერთპიროვნულობა დაასაბუთა, რომ ერთი პირი და ერთი გვამოვნებაა იესო ქრისტე და ეს ერთი პირი და ერთი გვამოვნება არის ღმერთ ჰიპოსტასი, კაცობრივ ბუნება მიღებული, და არა ისე, როგორც ნესტორი მოძღვრობდა, რომ თითქოს ღმერთი პიროვენაბა ადამიან პიროვნებას შეუერთდა, რისი უარმყოფელიც კირილეს მთელი საღვთისმეტყველო მოღვაწეობაა და რითაც არის კიდეც იგი ცნობილი, როგორც დიდი ღვთისმეტყველი. ისევე როგორც თუნდაც თეოდორიტე კვირელი, რომელიც განსაკუთრებით იმით გამოირჩევა, რომ განკაცებული ღვთის ორ ბუნებითობა დაასაბუთა მონოფიზიტთა წინაშე, ვთქვათ მაქსიმე აღმსარებელი გამოკვეთილად იმით არის ცნობილი, რომ ერთნებიანთა ერესი უარყო და განკაცებული ღვთის - იესო ქრისტეს ორნებიანობა და ორი მოქმედება დაასაბუთა. უფრო მოგვიანო ავტორები, იქნება ეს წმ. იოანე დამასკელი, წმ. თეოდორე სტუდიელი, წმ. ნიკიფორე აღმსარებელი, რომელნიც განსაკუთრებით იმით არიან ცნობილნი, რომ ხატმებრძოლთა უსჯულო ერესი დაამხეს და ხატთაყვანისცემის საღვთო სწავლება დაასაბუთეს და დააფუძნეს, კვლავაც განამტკიცეს, და ასე შემდეგ.

      ამრიგად ყველა ღვთისმეტყველს, რომელსაც ეპითეტი დიდი მიემართება, გამოარჩევს ამა თუ იმ საღვთისმეტყველო საკითხის გაღრმავებულად განხილვა და გაღრმავებულად შესწავლა. აქვე ისიც უნდა დავაზუსტოთ, რომ თუკი ვამბობთ ამა თუ იმ ღვთისმეტყველმა ესა თუ ის საკითხი შეისწავლა განსაკუთრებით ღრმად, ეს არ ნიშნავს ცხადია იმას, რომ იგივე ღვთისმეტყველი სხვა საკითხს ვერ შეისწავლიდა. განაწილება იმისა თუ რომელმა ღვთისმეტყველმა რომელი საკითხი, რომელი სამოძღვრო ნაწილი დაამუშავა, რომელი დოგმატი დაასაბუთა, ღვთივდადგენილია, ღვთის განგების ქვეშაა და აქ იგულისხმება შემდეგი: რომელ ღვთისმეტყველსაც რომელი დოგმატის გაუკუღმართების ჟამსაც მოუხდა ცხოვრება, შესაბამისად იმ დოგმატის დასაბუთება და იმ დოგმატის განმტკიცება და გაღრმავებული განმარტება ითავა. სხვა დოგმატს რომ შექმნოდა საფრთხე თუნდაც იმავე ეპოქაში, უთუოდ იმ სხვა დოგმატის დამსაბუთებლად მოგვევლინებოდა იგი. ათანასეს დროს საფრთხე შეეხო სწორედ ძე ღმერთის ბუნებითი ღმერთობის დოგმატს და ამიტომ აღნიშნული დოგმატის დასაბუთება და გაღრმავებული განმარტება გახდა საჭირო. კირილეს დროს პირუკუ ნესტორიანობა გამოვლინდა, რომელიც განკაცებული ღვთის ორპიროვნულობას მოძღვრობდა და შესაბამისად კირილეს ვალიდ ხვდა, რომ განკაცებული ღვთის ერთპიროვნულობა, ღმერთპიროვნულობა დაესაბუთებინა და ასე შემდეგ ყველა სხვა შემთხვევაში.

      როდესაც ჩვენ წმ. ირინეოს ლიონელზე ვმსჯელობთ, რა თქმა უნდა, აქაც გამოიკვეთება საღვთისმეტყველო საკითხი, რომელიც ხსენებულმა მოღვაწემ განსაკუთრებით ღრმად დაამუშავა და სწორედ ამ კუთხით არის ირინეოსი შერაცხილი დიდ ღვთისმეტყველთა შორის. ეს გახლავთ საღვთისმეტყველო საკითხი განკაცებული ღვთის მიერ თავის კაცობრივ ბუნებაში მთელი კაცობრიობის შემოკრების შესახებ. მოძღვრება შემოკრების შესახებ არის ის ცენტრალური საღვთისმეტყველო სწავლება, რაც წითელ ზოლად გასდევს ირინეოსის ყოველ საღვთისმეტყველო სწავლებას, ყოველ გამონათქვამს, ყოველ ფრაზას და ყოველ თემას. ამიტომ ვამბობთ, რომ ამ კუთხით არის გამორჩეული ირინეოსის ღვთისმეტყველება და ეს კუთხე, ეს თემა და ეს საკითხი გახლავთ მოძღვრება შემოკკრების შესახებ. შესაბამისად ვსაუბრობთ რა ირინეოსზე, ვფიქრობთ სწორედ ამ მოძღვრების ყველაზე უფრო არსებითი ელემენტები, უმთავრესი თვისებები უნდა გადმოვცეთ და წარმოვადგინოთ, რითაც ირინეოსის საღვთისმეტყველო პროფილი ჩვენს წინაშე კიდევ უფრო ნათლად წარმოჩნდება. აქ უმთავრესი გახლავთ შემდეგი: ირინეოსის შრომის დიდი ნაწილი ბერძნულ ორიგინალში არ შემონახულა, დაკარგული გახლავთ, მაგრამ საბედნიეროდ ეს შრომა ზედმიწევნითი, პირდაპირ კალკირებული თარგმანით შემონახული გახლავთ ლათინურში. ლათინურს ბერძნული ტექსტი გადააქვს იმდენად ერთგულად, რომ არ ტოვებს არც სუფიქსებს, არც პრეფიქსებს, არც ცალკეულ კავშირ ნაწილაკებსაც და ალბათ ამით გახდა შესაძლებელი, რომ უკანასკნელ ხანებში განხორციელდა ლათინურის საშუელბით ბერძნული ტექსტის უკუ აღდგენა, რეკონსტრუქცია და ამგვარად აღდგენილი ბერძნული ტექსტი გამოცემული გახლავთ, მაგრამ საკუთრივ თვით ავტორის კალმით დაწერილი ტექსტიდან ორიგინალი ბერძნული მცირედით შემორჩა ჩვენამდე. ამ ფაქტზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ მოძღვრება შემოკრების შესახებ დადასტურებულია უდიდესწილად იმ ნაწილებში, რომლებიც ბერძნულ ორიგინალში თითქმის არ შემონახულა, ამიტომ ისმის რა კითხვა თუ რა ტერმინით აღნიშნავდა ირინეოსი თავის ამ მოძღვრებას, პირველ რიგში ყურადღებას მივაქცევთ ლათინურს, სადაც არაერთგზის აღნიშნული მოძღვრების გადმოსაცემად გამოყენებული გახლავთ ლათინური ტერმინი “რე კაპიტულაციო”, რაც ნიშნავს თავმოყრას, შეჯამებას. რამდენიმე შემთხვევაა, სადაც ლათინურის პარალელურად ჩვენადმე ბერძნული ტექსტიცაა შემონახული და ლათინური “რე კაპიტულაციო” ორიგინალში წარმოდგენილია ბერძნული ტერმინით “ანაკეფალაიოსის”, რაც ზედმიწევნით იმავე შინაარსისაა ლათინურ ტერმინთან დაკავშირებით რომ ავღნიშნეთ, კერძოდ ბერძნულში თავი გახლავთ “კეფალე” და “ანაკეფალაიოსის” იმავეს ნიშნავს, რასაც ლათინური “რე კაპიტულაციო”, ანუ შეჯამებას, თავმოყრას. როდესაც მიზნად ვისახავთ ირინეოსის მოძღვრების განხილვას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჯერ მოძღვრების განმსაზღვრელი ტერმინი უნდა შევიმუშაოთ საკუთრივ ქართულ ენაზე. ჩვენ ცხადია “რე კაპიტულაციო”-ს და “ანაკეფალაიოსი”-ს ვერ ვთარგმნით როგორც შეჯამება, როგორც თავმოყრა, ერთად მოგროვება და სხვა, იმიტომ, რომ აქ საკითხი ეხება მაცხოვრის კაცობრივ ბუნებაში მთელი კაცობრიობის გამთლიანებას. ამიტომ ერთადერთ მართებულ შესატყვისად გვესახება ქართული ტერმინი შემოკრება და შესაბამისად ირინეოსის სწავლებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განვსაზღვრავთ როგორც მოძღვრებას შემოკრების შესახებ. აქედან გამომდინარე გამოვიყენებთ რა ამ ტერმინს მსმენელმა ყოველთვის უნდა იგულვოს მასში სწორედ ის შინაარსი, რაც ზემორე ლათინურ-ბერძნულ ტერმინებს აქვთ, ანუ გამამთლიანებელი თავმოყრა, რომ მაცხოვარმა განკაცებისას თავის კაცობრივ ბუნებაში შემოკრიბა მთელი კაცობრიობა. ხოლო უფრო გაშლითად თუ რა უნდა ვიგულისხმოთ ამგვარ შემოკრებაში და რას გულისხმობს საკუთრივ ირინეოსი, ამას ჩვენს შემდგომ საუბრებში შევეხებით.

B. სარჩევი →

გაგრძელება ►

ტეგები: Qwelly, ირინეოსი, ლიონელი, მიმოხილვა, პატროლოგია

ნახვა: 388

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters