ბიოგრაფია და შრომა - "მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა" (მოკლე მიმოხილვა)

       ჩვენ კვლავ წმ. ირინეოსის შესახებ წარმოვადგენთ განხილვას. ეს ცენტრალური ღვთისმეტყველი II საუკუნისა და საერთოდ ეკლესიის ისტორიაში, რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად დაწვრილებით შესწავლას მოითხოვს და პასუხისმგებლობაც დიდია, იმიტომ, რომ ჭეშმარიტად განსაკუთრებულ მოღვაწესთან გვაქვს საქმე. ჩვენ ზოგადად ავღნიშნავდით მისი ცხოვრების შესახებ, იმ განსაკუთრებული მოვლენის შესახებ, რომ ირინეოსი იყო მოწაფე წმ. პოლიკარპე სმირნელისა, ხოლო თავად პოლიკარპეს გზით, რამდენადაც იგი იოანე ღვთისმეტყველის უშუალო მოწაფე გახლდათ, ხიდი გაიდებოდა ირინეოსის თაობის ქრისტიანებსა და სამოციქულო ეპოქას შორის, რასაც თვით ირინეოსი ანიჭებდა ძალიან დიდ მნიშვნელობას. ამ ფაქტზე ჩვენ ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ რამდენადაც გამოითქვა გარკვეული სურვილი მსმენელთაგან, რომ თვით ის ტექსტი, რომელიც მაშინ ვახსენეთ, ანუ ირინეოსის ეპისტოლის ფრაგმენტი მიმართული ფლორინუსისადმი, მისი სიყრმის მეგობრისადმი, უფრო ტექსტობრივად წარმოგვედგინა, ამჯერად ვრცელ და ამომწურავ ციტატას მოვიტანთ, სადაც ირინეოსი ფლორინუსს სწორედ იმ სიჭაბუკის წლების შესახებ ახსენებს, როდესაც ორივენი დამოწაფებულნი იყვნენ პოლიკარპეს. ეს ციტატა ეყრდნობა ხშირად ხსენებული ევსები კესარიელის შრომის “საეკლესიო ისტორია” მე-5 წიგნის მე-20 ქვეთავის 5-7 მუხლებს, სადაც ვკითხულობთ: “მე გიცნობდით თქვენ (ირინეოსი მიმართავს ფლორინუსს) ჯერ კიდევ ბავშვი მცირე აზიაში, პოლიკარპეს ახლოს. თქვენ მაშინ უკვე ღისშესანიშნავი პირი იყავით საიმპერიო კარზე. მე უკეთ მახსოვს მაშინდელი მოვლენები, ვიდრე ეხლანდელი ამბები. შემიძლია ვთქვა თუ სად ჯდებოდა ნეტარი პოლიკარპე, რომ ექადაგა ჩვენთვის, ანდა როგორ შემოდიოდა და გადიოდა იგი, როგორი იყო წესი მისი ცხოვრებისა, სახე მისი სხეულისა, საუბრები ხალხის წინაშე, ან თუ როგორ მოგვითხრობდა იგი იოანესთან (იოანე ღვთისმეტყველი) და უფლის სხვა თვითმხილველებთან თავის საკუთარ თანამყოფობაზე. როგორ წარმოთქვამდა იგი მათ სიტყვებს, ანდა როგორ გადმოგვცემდა ყველაფერს იმას, რაც მას ესწავლა მათი პირიდან უფლის შესახებ, უფლის სასწაულთა და სწავლებთა თაობაზე, ან კიდევ როგორ უთანხმებდა პოლიკარპე ყველაფერს მთლიანად საღვთო წერილს, რომელიც ესწავლა მას მისი ცხოვრების სიტყვის თვითმხილველთაგან. იმ დროიდან უფლისმიერი წყალობით ხარბად ვისმენდი ამგვარ ამბებს დავიწერდი მათ არა ქაღალდზე, არამედ ჩემს გულში, რომლებსაც ღვთის მადლით მადაჟამს ერთგულად ვიმეცნებ”.

      როდესაც ამ წერილს გზავნიდა ირინეოსი, ფლორინუსი უკვე მღვდელი იყო და შესაბამისად ეს პიროვნებაც, როგორც ირინეოს ლიონელის ბიოგრაფიის შემადგენელი ნაწილი, თუნდაც ამ ეპისტოლით ჩვენთვის ცნობილი, რა თქმა უნდა, აღნიშვნის ღირსი გახლავთ. ამ ეპისტოლეზე და ამ ფაქტზე, რომ ირინეოსი დამოწაფებული იყო პოლიკარპე სმირნელთან, რაიმე უფრო ხელშესახები ისტორიული სხვა წყარო ჩვენ არ მოგვეპოვება და ამიტომ აღნიშნულ საკითხზე ამჯერად ამით დავკმაყოფილდებით. თუმცა დავძენთ ირინეოსის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით იმასაც, რომ წმ. ირინეოსი, რომელიც 177-178 წლებში, როგორც ეს კარგადაა ცნობილი პატროლოგიის მკვლევართათვის, გაიგზავნა რომში პაპ ელევთერიუსთან, უფრო სწორად წარგზავნილი იქნა ლიონის ქალაქის მართლმადიდებელ მოღვაწეთა მიერ. ეს ისტორიული ფაქტიც თვით ირინეოსის პიროვნების, უკვე ამ სიჭაბუკეში, განსაკუთრებულობის შესახებ ვფიქრობთ მრავლის მეტყველია. თვით ეს ხსოვნაში შემონახული მონაცემი ძალიან ძვირფასი ფაქტი გახლავთ, რომ ლიონის მოღვაწეები სხვათაგან მარტვილებად იწოდებოდნენ, მუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით მარტვილი ეს უკვე აღსრულებული, მაცხოვრისათვის თავდადებული, მსხვერპლშეწირვითი გზით მოწამეობრივად აღსრულებული პირია. უძველეს პერიოდში მარტვილსა და აღმსარებელს ხშირად აიგივებდნენ. აღმსარებელს ჩვენ ვუწოდებთ იმ პირს, რომელიც იტანჯა მაცხოვრის სარწმუნოებისთვის, მაგრამ უშუალოდ ტანჯვის ჟამს არ აღსრულებულა. მრავალი ტანჯვა-განსაცდელი ვინც დაითმინა ისაა აღმსარებელი, მაგრამ ვინც უშუალოდ აღესრულა ტანჯვისას, ვინც ეწამა და ამ წამების ჟამს, რა თქმა უნდა, უფლის დამადასტურებელი, დამმოწმებელი ანუ მარტვილი გახდა საკუთარი ამქვეყნიური აღსასრულის ჟამს, ისინი არიან საეკლესიო ტრადიციით მარტვილებად წოდებულნი. თუმცა უადრეს პერიოდში, როგორც ეს იმავე ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორიიდან ხდება ცნობილი, მარტვილებს იმათაც უწოდებდნენ, რომელნიც ჯერ კიდევ ხორცში მყოფნი მრავალგანსაცდელ გავლილნი იყვნენ, ანუ იმ პირებს, რომლებსაც ჩვენ ჩვეულებრივ აღმსარებლებს ვეძახით. აი ამგვარნი მოღვაწენი, გამორჩეულნი, ირჩევენ სწორედ წმ. ირინეოსს დაახლოებით 177-178 წლებში და გზავნიან მას ლიონიდან რომში პაპ ელევთერიუსთან. ეს მივლინება ირინეოსისა კონკრეტულ მიზანდასახულობას გულისხმობს და ამავე დროს კონკრეტულ საკითხსაც ეხება, ეს გახლავთ კერძოდ მონტანიზმის საკითხი. ჩვენ მოგვიანებით ამ საკითხს უფრო ვრცლად შევეხებით, განსაკუთრებით როცა ტერტულიანეზე გვექნება საუბარი, ამჯერად კი მხოლოდ მოკლედ ავღნიშნავთ, რომ ეს ერთ-ერთი გვიანდელი (გვიანდელი იმ გაგებით, რომ იგი სამოციქულო ეპოქის ერთ-ერთი გვიანდელი გამოვლინებაა ერესისა II ს-ის II ნახევრიდან წარმოჩენილი და III ს-ის I ნახევარში აქტივიზებული, რომლის ლიდერი გახლდათ სწორედ მონტანი, რის გამოც ეს ერესი მონტანის სახელსაც ატარებს, თუმცა ამავე დროს ჩვენ მას შეგვიძლია ე.წ. ქარიზმატული ანუ ფსევდოქარიზმატული ცთომილება და მწვალებლობა ვუწოდოთ, რაც სხვათაშორის დღესაც არაიშვიათია) ერეტიკოსი მიიჩნევდა, რომ თვით გახლდათ სულიწმინდის ინკარნაცია, რომ სულიწმინდა იყო თვით განკაცებული. ისევე როგორც მაცხოვარი განკაცდა ადამიანად, ასევე თითქოს სულიწმინდა განკაცდა მონტანად. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გაიგზავნა ირინეოსი რომში და მან თან წაიღო ზემოთ ხსენებულ მარტვილთა ეპისტოლე (რაც სხვათაშორის მთლიანადაა მოტანილი ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორიაში), სადაც მარტვილნი რომის პაპთან გარკვეულ წარდგინებას უკეთებენ ირინეოსს და ასეთი სიტყვებით მიმართავან ზემოთ ხსენებულ ელევთერიუსს: “ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს ძმასა და თანამდგომს ირინეოსს გადმოგცეთ თქვენ ეს წერილი. გევედრებით, რომ ღირსეულად მიიღოთ იგი, რამეთუ ეშურება იგი ქრისტეს აღთქმას. ყოველთა უწინარეს სწორედ მას წარმოგიდგენთ ლიონის ეკლესიისათვის მღვდლად”. იგულისხმება, რომ ამ დროისათვის წინა მღვდელი უკვე აღსრულებულია მარტვილურად და რომის პაპისგან ნებართვასა და კურთხევას მღვდლობაზე სწორედ ირინეოსი იღებს. ჩვენ სხვაგვარადაც შეგვიძლია ეს მომენტი წარმოვაჩინოთ. კონკრეტულად იმ მომენტში როდესაც ირინეოსი რომში იგზავნება, ის მღვდელი ლიონისა, რომელსაც შემდეგ შეცვლის ირინეოსი, ჯერ კიდევ ცოცხალი ჩანს, მაგრამ მარტვილთა წინა ჭვრეტით, როგორც ჩანს ღვთის განგებით, განისაზღვრებოდა და  შეიცნობოდა ის, რომ ირინეოსის დაბრუნების ჟამს ეს მღვდელი უკვე აღსრულებული იქნებოდა და ამიტომ არის, რომ ეპისტოლეში თითქოსდა წინდაწინაა გაცხადებული რომის პაპის წინაშე თხოვნა, რომ მისი კურთხევაც იყოს ირინეოსის მღვდლობისა ქალაქ ლიონისათვის. მართლაც, როდესაც ირინეოსი რომიდან გამოემგზავრა, ლიონის მღვდელი მოწამეობრივად უკვე აღსრულებული გახლდათ და სწორედ ირინეოსმა შეცვალა იგი. ირინეოსს შემდეგშიც ქონდა რომის პაპებთან ურთიერთობა, აქ იგულისხმება კერძოდ პაპი ვიქტორ I, რომელმაც განკვეთა ე.წ. აზიატები პასკალური დაპირისპირების, ე.წ. პასქალური კონტროვერსიების მიზეზით, აღდგომის აღნიშვნასთან დაკავშირებული გარკვეული უთანხმოებების საფუძველზე. ირინეოსი ამჯერად რომში არ წასულა, მაგრამ მან ეპისტოლეები გაუგზავნა ზოგ ეპისკოპოსს, თვით ვიქტორ პირველსაც, სადაც ყველა მათგანს სიმშვიდისა და თანხმობისკენ მოუწოდებდა. ამიტომ ევსები გვაუწყებს და საფიქრებელია, რომ ეს ევსების უშუალო აზრი არ არის, არამედ საერთოდ ეკლესიის აზრია, რომელიც ევსებიმ გაიმეორა. ყოველშემთხვევაში ამ უკანასკნელის უწყებით ირინეოსმა სწორედ მაშინ გაამართლა თავისი სახელი, ანუ როდესაც მშვიდობისმოყვარეობა დათესა განხეთქილთა შორის, რადგანაც მისი სახელი ბერძნული ფორმით ეირენაიოს, ანდა ეირენოპოიოს ნიშნავს შესაბამისად მშვიდობიანს და მშვიდობისმყოფელს. ეკლესიურ ტრადიციაში, რამდენადაც სახელს ყოველთვის ყურადღება ექცეოდა, ცხადია, რომ ირინეოსის ეს სახელწოდება მისი მოღვაწეობის მიზანდასახულობა გახდა და მან თავის ღვაწლში ჭეშმარიტად სწამა, რომ ამ სახელის ღირსი იყო, რამდენადაც მშვიდობისმყოფელობის მისია იტვირთა დაპისირპირებულთა შორის.

      აღნიშნული მოვლენების შემდეგ ირინეოსის შესახებ ჩვენ არაფერი არ ვიცით. მოგვიანო ცნობით იგი მოწამეობრივად აღესრულა და შესაბამისად მღვდელმოწამე გახლავთ. თუმცა აქ ალბათ რაღაც უცნაურობაა, რომ ამ მოვლენის და ამ ფაქტის შესახებ (მისი მოწამეობრივად აღსრულების შესახებ) არაფერია თქმული ზემოხსენებული ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორიაში.

      აი ამ მონაცემებით შეგვიძლია ის ბიოგრაფიული მხარე ირინეოსისა შევავსოთ, რაზეც ჩვენ ნაწილობრივ წინა საუბრებშიც ავღნიშნავდით და ყოველივე ამის შემდეგ დავუბრუნდებით იმ შრომას, რომელიც არსებითია ჩვენთვის ირინეოსის შესახებ გარკვეული დასკვნების გაკეთებისას, ირინეოსის მოძღვრების შეფასებისას. ეს გახლავთ მისი ცენტრალური თხზულება სახელწოდებით “მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა”. ჩვენ ამ ძეგლის შესახებაც ასევე გავაკეთეთ მინიშნებანი, მაგრამ რამდენადაც გამოითქვა დაინტერესება, რომ ამ წიგნის მთლიანი მოცულობა შესავალის სახით, ცალკეული წიგნების მიხედვით, შედარებით უფრო დეტალურად აღგვეწერა და გადმოგვეცა, შესაბამისად ვიდრე საკუთრივ მოძღვრებას დავუბრუნდებოდეთ, მოძღვრებას შემოკრების შესახებ, რაც გახლავთ სწორედ ცენტრალური თეოლოგიური სწავლება ირინეოსისა, რამდენიმე სიტყვით ამ წიგნის შედგენილობას და ცალკეულ წიგნებში გამოხატულ და განხილულ თემატიკას შევეხებით.

      ეს შრომა, კვლავ გავიმეორებთ, გახლავთ ხუთწიგნედი და იგი ორ მიზანს ისახავს: 1) მწვალებლურ მოძღვრებათა არსის გამოაშკარავებას და მათი შინაარსის წარმოჩენას და 2) მათ უარყოფას. თვით ეს ფორმა, ეს ორნაწილედობა და ამ ნაწილთა ამგვარი მიმდევრობა მკვეთრად ასაჩინოებს, რომ წმ. ირინეოსი ჭეშმარიტად აპოლოგეტია თავისი წერილობითი მოღვაწეობით მისი ამ შრომის ჟანრობრივი სახით, იმიტომ, რომ როგორც ავღნიშნავდით, აპოლოგეტიკის ურყევი პრინციპი იყო აპოლოგეტურ შრომაში პირველ ნაწილად ჯერ იმის უარყოფა, რასთანაც დაპირისპირება არსებობდა, იმ მოძღვრების უარყოფა რომელსაც ფლობდა ესა თუ ის ადრესატი აპოლოგეტური შრომისა და როდესაც ამოიძირკვებოდა და გაცხადდებოდა ცთომილება ამა თუ იმ წინასწარ უკვე თითქოსდა მიღებული და გამყარებული რაიმე მოძღვრებისა, რომელსაც ესა თუ ის პირი ფლობდა და რომელთანაც იყო სწორედ პაექრობა, აი ამის მხილების შემდეგ უკვე იწყებოდა მოძღვრების სისტემური წესით (რამდენადაც ეს მაშინ შესაძლებელი იყო) გადმოცემა. ამიტომ ირინეოსის შრომის ეს ორი ნაწილი ამ ძეგლის ჟანრობრივად აპოლოგეტურობას მკვეთრად უსვამს ხაზს.

      ირინეოსი განხილვას იწყებს ვალენტინელთა მოძღვრების დეტალური გადმოცემით, როგორც ეს ხშირად არის სპეციალურ ლიტერატურაში აღნიშნული. თუმცა ამ ბოლო დროს გამოიკვეთა, რომ ამგვარი შეფასება მთლად სწორი არ უნდა იყოს, რადგან თვით ირინეოსი თავისი ამ წიგნის პირველი თავის მეორე პარაგრაფში ხაზგასმით მიუთითებს, რომ იგი უპირველესად შეეხება და განიხილავს არა საკუთრივ ვალენტინუსის და ვალენტინელთა სწავლებას, არამედ ვალენტინელთა სექტისგან აღმოცენებულ, ანუ როგორც თვით ირინეოსი ამბობს, თუ მის სიტყვა-სიტყვით გადმოვიტანთ ქართულად, ვალენტინოსის სექტის გამოყვავილებას (ბერძნ. “აპანთისმა”), ანუ პტოლემაიოსის, სხვა გნოსტიკოსის, და მისი მიმდევრების, ე.წ. პტოლემეელების, ერეტიკულ სწავლებას. პირდაპირი მითითებით ირინეოსი ამბობს, რომ იგი განიხილავს სწორედ პტოლემაიოსის მიმდევართა გნოსტიკურ მოძღვრებას. ასე რომ შრომა იწყება არა საკუთრივ ვალენტინელთა მოძღვრების, არამედ პტოლემაიოსის მოძღვრების განხილვით.

      ვალენტინუსი ყველაზე ცნობილი გახლდათ II ს-ის გნოსტიკოსთა შორის, თუმცა პტოლემაიოსიც საკმაოდ ცნობილი პიროვნება უნდა ყოფილიყო. ყოველშემთხვევაში მისი შრომა “ეპისტოლე ფლორასადმი” ჩვენამდე თითქმის მთლიანად გახლავთ მოღწეული (მისი ბერძნული ტექსტი დიდი ხნის წინ გამოიცა კიდეც. ჩვენ ხელთ გვქონდა მეორე გამოცემა ამ ეპისტოლისა 1966 წელს განხორციელებული, გნოსტიკური ტექსტების ცნობილი მკვლევრის ქვისპელის მიერ), სადაც ცხადად გახლავთ ნაჩვენები, რომ მართლაც ირინეოსი რასაც განიხილავს თავისი წიგნის პირველ ნაწილში, ეს საკუთრივ გნოსტიკოს პტოლემაიოსის მოძღვრება უნდა იყოს. მაგრამ აქ ჩვენ, რა თქმა უნდა, ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ რამდენადაც პტოლემაიოსის სწავლება ვალენტინუსის მოძღვრებიდან არის აღმოცენებული, მათ შორის ცხადია მკვეთრი სხვაობა არ არის, ეს არსებითად ერთი და იგივე მოძღვრებაა, და ამ კუთხით შეიძლება ითქვას, რომ ვალენტინელთა მოძღვრებას განიხილავს ირინეოსი. მხოლოდ შემდეგ ეხება იგი გნოსტიციზმის სათავეებს და გვაუწყებს ვთქვათ სვიმეონ მოგვის შესახებ (რომელიც ახალ აღთქმაშიც გამჟღავნებულია, თუ რა დაპირისპირება ქონდა მას პეტრე მოციქულთან), აგრეთვე მენანდრეს შესახებ, რომელმაც დააფუძნა მენადრიტების სექტა და სხვა.

      ეს ყოველივე ხდება პირველ წიგნში, მაგრამ პირველი წიგნი ამით არ ბოლოვდება და ზემორე საკითხთა შემდეგ ირინეოსს მოაქვს ციტატები სხვადასხვა გნოსტიკური სკოლების წინამძღვართა შრომებიდან და ეს ციტირებანი არის გარკვეული თანამიმდევრობით დალაგებული. იმ გნოსტიკოსთა თანამიმდევრობა კი, რომელთა სიტყვების ციტირებასაც ახდენს ირინეოსი, ამგვარი გახლავთ, რომ პირველად არის დასახელებული სატორნილი, თავისი დროის საკმაოდ ცნობილი გნოსტიკოსი, ბასილიდე, კარპოკრატე, რომელსაც უკავშირდება კარპოკრატელთა სექტის დაფუძნება და რომელთან დაკავშირებითაც ყურადღებას იქცევს ერთი ფაქტი (რასაც შემდეგ ჩვენ ალბათ უფრო ვრცლად განვიხილავთ, როდესაც აპოკრიფებზე გვექნება მსჯელობა), რომ ბოლო ხანებში (70-იანი წლები) იერუსალიმის საპატრიარქო ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა ერთი ფურცელი ერთ-ერთი აპოკრიფისა, რომელსაც ეწოდება “მარკოზის საიდუმლო სახარება”. ინგლისელმა მეცნიერმა სმიტმა ვრცლად შეისწავლა ეს ფრაგმენტი და დიდი (დაახლ. 500 გვ.) მონოგრაფია მიუძღვნა ამ საკითხს, სადაც განხილულია ე.წ. საიდუმლო სახარების რაობა, თუ რა ძეგლი უნდა ყოფილიყო იგი, და თვით იმ შემორჩენილი ტექსტის, რომელშიც სწორედ ამის შესახებაა უწყება, ფრაგმენტი. ამ წიგნის გამოსვლით უფრო ცნობილი გახდა კარპოკრატე და კარპოკრატიანელები, იმიტომ, რომ სწორედ მათ სექტას დაუკავშირდა ეს აპოკრიფი, ანუ მოღწეული და გადარჩენილი ფრაგმენტიდან ცხადი გახდა, რომ კარპოკრატელთა სექტას ხელთ ჰქონია ხსენებული აპოკრიფი, რაც მათ ალექსანდრიის ბიბლიოთეკიდან, ამ ბიბლიოთეკის მცველის, ერთ-ერთი მღვდლის, მოსყიდვის შედეგად, მიუტაციათ და დაუმახინჯებიათ, როგორც ამას დასძენს ჩვენამდე მოღწეული პატარა ფრაგმენტის უცნობი ავტორი. თუმცა თვით მკვლევარი სმიტი ვარაუდობს, რომ ავტორი ამ ეპისტოლისა ნამდვილად კლიმენტი ალექსანდრიელი უნდა ყოფილიყო. თუმცა ეს სხვა საკითხია და როდესაც ჩვენ აპოკრიფების შესახებ გვექნება მსჯელობა ამ საკითხს ალბათ კვლავ დავუბრუნდებით და იმ შემორჩენილი ფრაგმენტის ტექსტსაც დეტალურად მოვიტანთ, იმიტომ, რომ ფილოლოგიური კუთხით ძალიან საყურადღებოა, მაგრამ ამჯერად დავუბრუნდებით იმ მიმდევრობას გნოსტიკოსებისას, როგორადაც ისინი წარმოდგენილნი არიან ირინეოს ლიონელის შრომაში, ესენი გახლავთ, კვლავ ავღნიშნავთ, სატორნილი, ბასილიდე, კარპოკრატე, კერინთუსი, რომელმაც ცნობილი ერეტიკული სახარება დაწერა და ასევე კერინთელების სექტა დააფუძნა, ებიონიტები, ებიონის მიმდევრები, ნიკოლაიტები, ახალ აღთქმაში მოხსენიებული შვიდი დიაკონიდან ერთ-ერთის - ნიკოლას მიმდევრები, შემდეგ კერდონი, მარკიონი, ძალიან ცნობილი გნოსტიკოსი, ტატიანე სირიელი (რომლის განხილვასაც ჩვენ არაერთი საუბარი მივუძღვენით) და ენკრატიტები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ტატიანესთან ერთიანდებიან, იმიტომ, რომ მათი მოძღვრებით ხორცის მჭამელობა ეს ცოდვა და ღვთის გმობაა. აი ეს გნოსტიკოსებია ჩამოთვლილი, განხილული და ციტირებული ირინეოსის მიერ, თუმცა იგივე ირინეოსი აღნიშნავს იმასაც, რომ მხოლოდ ეს სახელები არ ამოწურავს ჭეშმარიტების მოწინააღმდეგეთა სიას.

      აი ესაა ის ძირითადი პრობლემატიკა და განხილული საკითხები, რაც შეადგენს ირინეოსის ხსენებული შრომის პირველ წიგნს. ჩვენ დროებით აქ შევჩერდებით და დანარჩენი ოთხი წიგნის შესახებ ცნობებს შემდგომ საუბარში მოგაწვდით.

გაგრძელება →

← სარჩევი

ტეგები: Qwelly, ირინეოსი, ლიონელი, პატროლოგია

ნახვა: 430

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters