დემონოლოგია - Qwelly2024-03-29T00:27:11Zhttps://www.qwelly.com/group/patrologia/forum/topic/listForTag?tag=%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90&feed=yes&xn_auth=noწმინდა იუსტინე მარტვილი (ანგელოლოგია და დემონოლოგია)tag:www.qwelly.com,2013-05-28:6506411:Topic:2587312013-05-28T00:17:03.461ZGeorgehttps://www.qwelly.com/profile/qwelly

ანგელოლოგია და დემონოლოგია

წმინდა იუსტინე მარტვილი

გარდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ სწავლებისა, იუსტინე მარტვილთან გამოკვეთილია ანგელოზთა და დემონთა, ეშმაკთა შესახებ სწავლება, ანუ ცალკეა განსახილველი, ცალკე რუბრიკად, ცალკე თემატიკად იუსტინე მარტვილის ანგელოლოგია და…

ანგელოლოგია და დემონოლოგია

წმინდა იუსტინე მარტვილი

გარდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ სწავლებისა, იუსტინე მარტვილთან გამოკვეთილია ანგელოზთა და დემონთა, ეშმაკთა შესახებ სწავლება, ანუ ცალკეა განსახილველი, ცალკე რუბრიკად, ცალკე თემატიკად იუსტინე მარტვილის ანგელოლოგია და დემონოლოგია.

მკვლევართაგან ეს აღიარებულია, დადასტურებულია და დამტკიცებულია, რომ ისევე როგორც ზემოთ განხილულ შემთხვევებში, ამჯერადაც იუსტინე გახლავთ პირველი ქრისტიანი ავტორი, რომელიც ხაზგასმით, მოძღვრებითად, ჩამოყალიბებული სწავლებისა და კომენტირების სახით გვაუწყებს ანგელოზთა თაყვანისცემის შესახებ, კერძოდ იგი აღნიშნავს: "ამიტომაც უღმერთოებს გვიწოდებენ (აქ ხაზგასმაა და გახსენება იმ ბრალდებისა, რაზეც ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ ქრისტიანთა მიმართ წარმართთაგან გამოთქმული ერთ-ერთი ცილისწამება გულისხმობდა ქრისტიანთა წარმოდგენას საზოგადოების წინაშე, როგორც უღმერთოებისა, რომ თითქოს ისინი ღმერთობას და ღმერთებს უარყოფდნენ. სინამდვილეში, როგორც ყველა ღვთისმეტყველი და აპოლოგეტიც განმარტავს, ისინი მართლაც ჭეშმარიტად უარყოფდნენ (უარყოფენ) ანტიკურ ღმერთებს, მაგრამ სწამთ ერთი, უზენაესი და ყოვლისმპყრობელი ღვთისა. აი ამ ცილისწამების ალუზიაა ამ შემთხვევაში იუსტინე მარტვილის ამ სიტყვებში). ვაღიარებთ, რომ მართლაც უღმერთონი ვართ ამგვარ ცრუ ღმერთთა მიმართ, მაგრამ არა უჭეშმარიტესისადმი, სიმართლის, სიწმინდისა და ყველა სათნოების მამისადმი, ბოროტისაგან შეუზავებელი ღვთისადმი. ვეთაყვანებით და თაყვანს ვსცემთ მას (უზენაეს ღმერთს. ამ შემთხვევაში ჰიპოსტასურად ჯერ მამა ღმერთზეა მსჯელობა) და მისგან გამოსულ ძეს (ძე ღმერთს), რომელმაც გვასწავლა ეს ყოველივე. აგრეთვე ღვთის თანმხლებ და მისდამი მიმსგავსებულ კეთილ ანგელოზთა მხედრობას (თეოლოგიურ ტრადიციაში (საღვთო წერილში ეს სახეზეა) ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა ზეციურ ძალთა მხედრობად (ბერძ. ტოსტრატონ) სახელდება) სიტყვითა და ჭეშმარიტებით პატივს მივაგებთ". ავღნიშნავთ, რომ იუსტინე მარტვილის ტექსტი არ არის გამორიცხული მცირედით ხარვეზიანი იყოს. გარკვეული გადანაცვლებანია მონაკვეთებისა, იმიტომ, რომ როდესაც ის ჰიპოსტასურად მამისა და ძის შესახებ სწავლებას გვაწვდის, თავისთავად ცხადია იქ იგულისხმება სულიც, მაგრამ ეს ფრაზა რატომღაც დღევანდელ ჩვენს მიერ ხელმისაწვდომ ხელნაწერში გადანაცვლებულია ადგილით, რაც შეიძლება მექანიკური გადამწერისეული ცდომილება იყოს, იმიტომ, რომ ის ხაზგასმით ამბობს "და ვეთაყვანებით წინასწარმეტყველურ სულს" (პროფეტიკონ პნევმა), იგივე სულიწმინდას. შემდგომ იუსტინე მარტვილი ასკვნის: "ყველას ვისაც სურს სწავლა, რაც თვით ვისწავლე უშურველად გადავცემ". აქაც მკვეთრი ხაზგასმაა იმაზე, რომ იუსტინე მარტვილი თავის საკუთარ პიროვნულ მოძღვრებას, თავის მოძიებულს, თავის აღმოჩენილს თუ მოგონებულს კი არ გადმოგვცემს, არამედ რაც მან ისწავლა, რაც მას გადაეცა, იგივე გადმოიცემა მისგან. საღვთო ტრადიციის ერთი უცდომელი, ნოვატორობისა და სიახლეთა, შემატებათა, აგრეთვე დაკლებათა გარეშე, ერთ სისავსედ არსებული მოძღვრების მიმღებია იუსტინე მარტვილი და ჩვენამდე გადმომცემი. რაც შეეხება საკუთრივ ანგელოზებს, მათთან დაკავშირებით იუსტინე მარტვილი ასევე მკვეთრად უსვამს ხაზს იმას, რომ (რაც ასევე უადრესი უწყებაა თეოლოგიურ ტრადიციაში) ანგელოზები ზეციდან ზრუნავენ კაცთათვის. მისი თქმით "ღმერთმა, რომელმაც შექმნა მთელი სოფელი და დედამიწაზე კაცთ დაუმორჩილა ყოველივე, ხოლო ზეციური განწესებანი (იგულისხმება ცის მნათობები) ნაყოფთა აღმოცენებისა და ჟამთა ცვლისათვის შეამკო და ისინიც კაცთათვის შექმნა, მანვე განაჩინა ამგვარი საღვთო რჯულდება, რომლის ძალითაც ადამიანთა და საერთოდ ცისქვეშეთის გამგებლობა მათთვის განწესებულ ანგელოზებს ებოძა". აქ უკვე მკვეთრი ხაზგასმაა ანგელოზებზე, როგორც ადამიანთა მფარველებზე, ქალაქთა მფარველებზე, ქვეყნების მფარველებზე ანუ ერთა მფარველებზე. ეს მოძღვრება შემდგომში სხვა ღვთისმეტყველებთანაც კიდევ უფრო მეტი კომენტირებით იჩენს თავს, მათ შორის, ჩვენ შეგვიძლია მკვეთრად გამომხატველი ამ მოძღვრებისა წმ. გრიგოლ ნოსელი მოვიხსენოთ, უფრო მოგვიანებით მაქსიმე აღმსარებელი, რომლის ანგელოლოგია ამ შემთხვევაში უფრო კომენტარებში წარმოჩნდა, როდესაც მან განმარტა წმ. დიონისე არეოპაგელის ნაშრომი "ზეციური იერარქიის შესახებ". ასე რომ ეს მოძღვრება მხოლოდ I-II საუკუნეებით არ იფარგლება, არამედ თანამდევია და თანამგზავრია საერთოდ საეკლესიო ღვთისმეტყველების ისტორიისა ბოლო საუკუნეებამდე.

აქვე საგულისხმოა, რა თქმა უნდა, ისიც, რომ წმ. იუსტინე ანგელოზებს მათი სულიერების მიუხედავად, გარკვეული რამ სხეულის მქონედ წარმოგვიდგენს, ის კერძოდ ამბობს: "ისინი, რომლებიც ანგელოზები იყვნენ, ჭეშმარიტად ზეცაშიც იღებდნენ საზრდელს, თუმცა არა იმგვარივეს, როგორსაც ჩვენ ადამიანები. მანანას შესახებ, რომლითაც თქვენი (იუსტინე ეპაექრება ებრალ ტრიფონს) მამები გამოიკვებნენ უდაბნოში, წერილი ამბობს, რომ მათ ანგელოზთა პური ჭამეს. მე კი ვიტყოდი, რომ როდესაც სიტყვა (ბიბლიის სიტყვა) ამბობს ჭამეს, იმგვარად ამბობს ამას, როგორც ჩვენც შეგვეძლო ცეცხლის შესახებ, რომ იგი ყოველივეს ჭამს (იუსტინე გულისხმობს, რომ სიტყვა "ჭამს" არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ სიმბოლურად, გადატანითი აზრით), თუმცა ამით იმას როდი ვგულისხმობთ, რომ კბილებითა და ყბებით ჭამენ ისინი (ანგელოზები), არამედ სულ სხვაგვარი წესით. ასე რომ აქაც არაფერი იქნება გაუგებარი, თუკი მცირედ მაინც განვისწავლებით სახისმეტყველებაში". ეს ციტატა მრავალი კუთხით გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი. პირველი იმიტომ, რომ იუსტინე მარტვილის მსჯელობა, რომ ანგელოზები გარკვეულწილად რაღაც სხეულით არიან შემოსილნი, ეს მხოლოდ და მხოლოდ იუსტინე მარტვილთან არ გვხვდება, ღვთისმეტყველთა შორის ამ სწავლებას მრავალი გამოთქვამს. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ერთ-ერთი მათგანის შრომა, სადაც ანალოგიური სწავლება შედის, გამოგვექვეყნებინა, კერძოდ ეს გახლავთ IV საუკუნის უდდიდესი მოძღვარის, წმ. მაკარი ეგვიპტრელის ერთ-ერთი კითხვა-მიგებითი ჰომილია, სადაც ავტორი ანგელოზებს ეთერულ სხეულს განუკუთვნებს. თვით წმ. იოანე დამასკელთანაც ეს სავსებით გამჭვირვალეა. როგორც იუსტინე მარტვილი გვეუბნება სხეულებრიობა, ისევე როგორც სხეულებრიობასთან დაკავშირებული სხვა გამონათქვამები საღვთო წერილისა თუ ეკლესიის მამებისა, სიმბოლურად არის გასაგები. სიმბოლურად არის გასაგები ძველი აღთქმის სიტყვებიც, რომ ებრაელებმა ანგელოზთა პური ჭამეს. ეს პირდაპირ არ შეიძლება გავიგოთ, არამედ მას სიმბოლური, გადატანითი მნიშვბნელობა აქვს. პურის ჭამა მას შეუძლია ვისაც ფიზიკური სხეული აქვს, მაგრამ სიმბოლურად თუ გავიგებთ პურის ჭამას, საზრდოობას, მაშინ სხეულებრიობაც სიმბოლურად უნდა გავიგოთ და ამიტომ ამბობს იუსტინე მარტვილი, რომ სახისმეტყველებაში განსწავლა აუცილებელია მსმენელისა და მკითხველისა. ეს სახისმეტყველებითი სწავლება კი ჩვენ გვაუწყებს, რომ ანგელოზებს სხეულებრიობა აქვთ არა ფიზიკური, არა ნივთიერი, არა შედგენილობითი გაგებით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმ აზრით, რომ მათ აქვთ ფორმა, მათ აქვთ განსაზღვრულობა, ისინი არ არიან უსასრულოდ განფენილნი, როგორც ღმერთი, ანუ შემოსაზღვრულნი არიან. შეუძლებელია, რომ ანგელოზი ერთდროულად ორ ადგილას იყოს, ის უსწრაფესი გადაადგილებით, რა თქმა უნდა, შემძლეა იმისა, რომ მყისიერად ადამიანებს მოევლინოს, დახშულ კარში გავიდეს და სხვა, მაგრამ ორ ადგილას ერთდროულად ყოფნა ანუ, თუ ამას უფრო განვაზოგადებთ, ყველგან მყოფობა ყოვლად შეუძლებელია რომ ანგელოზს ჰქონდეს, ხოლო ვისაც ყველგანმყოფობა ანდა ორ ადგილას ერთდროულად მყოფობა არა აქვს, რა თქმა უნდა, ის შემოსაზღვრულია ფორმით და მას გარკვეული დასაზღვრულობა აქვს. სწორედ ამას გულისხმობს იუსტინე მარტვილი როდესაც ის ანგელოზთა სხეულებრიობაზე საუბრობს, და თუ ამ შემთხვევაში პარალელის გავლება და იუსტინე მარტვილის სწავლების, უხეშად რომ ვთქვათ, შემაგრებაა საჭირო სხვა დიდ ღვთისმეტყველთაგან, დავიმოწმებთ ერთ-ერთ უდიდეს ავტორიტეტს, წმ. იოანე დამასკელს, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ "ანგელოზები უსხეულონი არიან ჩვენთან, ფიზიკურ ანუ ნივთიერ სამყაროში მყოფებთან, შედარებით, მაგრამ ჭეშმარიტ და ბუნებით უსხეულოსთან შედარებით, ერთადერთ უსხეულოსთან ანუ ღმერთთან შედარებით, ისინიც სხეულიანნი წარმოჩნდებიან". ეს იმიტომ, რომ ფორმა ყველა ქმნილებას აქვს, ქმნადობა თავისთავად ფორმაა, ქმნილებითობა თავისთავად ფორმობრიობაა, საზღვრებში ყოფნაა და გარკვეული განსაზღვრულობა, გარკვეული ფორმა, სულიერი ფორმა, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ანგელოზიც მარადიულად განეყოფა და ემიჯნება საღვთო ბუნებას. ერთადერთი ჭეშმარიტი უსხეულობა მხოლოდ საღვთო ბუნების თვისებაა და ჭეშმარიტი და აბსოლუტური უსხეულობა იმას ნიშნავს, რომ უსხეულობის მქონე არანაირი საზღვრით არაა შემოზღუდული და რასაც არანაირი საზღვარი არა აქვს დადებული ის ყველგან მყოფია. საზღვრის მქონე გარკვეული აზრით, უზენაეს უსხეულობასთან შედარებით, სხეულებრივად ითქმის. აი ამ გაგებითაა საუბარი ეკლესიის მამებთან ანგელოზთა სხეულობრიობაზე საუბარი და არანაირად იმ გაგებით, რომ თითქოს მათ, ოდნავ მაინც რაიმე აზრით, ხორციელება ჰქონდეთ, მატერიაში მყოფობა ჰქონდეთ, ანდა მატერიათა შორის თუნდაც ყველაზე უფაქიზესი მატერიის მქონენი იყვნენ. ეთერი პირდაპირი მნიშვნელობით მატერიის ერთ-ერთი სახეობაა, კერძოდ როგორც ეკლესიის მამები გვასწავლიან ესაა ცეცხლის ყველაზე წმინდა ნაწილი, ე.ი. უწმინდესი ცეცხლი, რითაც სხვადასხვა ღვთისმეტყველის სწავლებით ციური მნათობები არიან აგებულნი და თუკი ჩვენ ზოგ ღვთისმეტყველთან, მათ შორის მაკარი ეგვიპტელთან, ამ ტერმინს ვპოვებთ ანგელოზების სხეულებრიობასთან დაკავშირებით, აქაც სახისმეტყველები-თი კუთხითაა იგი შემოტანილი, ანუ ხაზგასმაა იმაზე, რომ ანგელოზების სხეულებრიობა იმდენად განშორებულია ჩვენი სხეულებრიობისგან, რომ თუ რაღაც სიმბოლოს შემოვიტანთ ყველაზე მეტად, მხოლოდ სახისმეტყველებითი კუთხით, ეთერი შეიძლება მას მიესადაგოს. აი ამ გაგებით საუბრობს იუსტინე მარტვილიც ანგელოზთა სხეულებრიობაზე.

ეს სწავლება, ანგელოზთა სხეულებრიობის შესახებ, რა თქმა უნდა განსხვავდება დაცემულ, იგივე ყოფილ ანგელოზთა, ძალთა სხეულებრიობასთან. ეს ცალკე საკითხი გახლავთ უკვე და ამ საკითხს ჩვენ შევეხებით შემდგომ საუბარში. წინასწარ კი იმას ავღნიშნავთ, რომ დაცემულ ძალთა, ყოფილ ანგელოზთა, უკეთურ ანგელოზთა, დემონთა სხეულებრიობა ემსგავსება იმ კეთილ, დაუცემელ ძალთა, სხეულებრიობას იმით, რომ არც მათ აქვთ არანაირი ნივთიერება, ნივთში მყოფობა, ხორციელება შედგენილობითი გაგებით, მაგრამ მათი სხეულებრიობა იმიტომ იმიჯნება დიამეტრულად დაუცემელ ძალთა სხეულობისგან, რომ სხეულებრიობაში იგულისხმება გარკვეული აზრით ვნებებით შემოზღუდვაც. თუ ვამბობთ, რომ სხეულებრიობა ეს გარკვეული შემოზღუდვაა, გარკვეული ზღვარია, ერთ-ერთი ზღუდე, რა თქმა უნდა, ვნებები გახლავთ, ვნებანი, რითაც შეპყრობილია ესა თუ ის ქმნილებითი არსი, ხოლო უკეთური ძალები, როგორც უკიდურესი ვნებებით შეპყრობილნი და ვნებათა დასაბამით, ამპარტავნებით, შემოზღუდულნი, ყველა სულიერი სახისმეტყველებითი გაგებით ყველაზე უფრო მეტად უხეში სხეულით არიან პყრობილნი. უხეში სხეულებრიობა არ ნიშნავს უხეშ ნივთიერებას, ხელმოსაკიდ და შესახებ მატერიას. უხეშობაში ამ შემთხვევაში იგულისხმება მათი სულიერი მდგომარეობის მაქსიმალური გაუხეშება იმ ვნებების გამო, რომელთა დასაბამიც ამპარტავნებაა და რომლებითაც უკეთური ძალები მთლიანად შებოჭილნი არიან, როგორც უმტკიცესი რამ ქსელით, უმტკიცესი რამ ხლართებით, ბადით, რასაც ისინი ნებაყოფლობითად შემოირტყამენ საკუთარ თავზე და ამიტომ ითქმის ცალკეულ შემთხვევებში სხვადასხვა ღვთისმეტყველის მიერ, რომ ყველაზე უფრო უხეში სხეული სწორედ მათ აქვთ, კვლავ ავღნიშნავთ, უხეში არა ხორციელების, ნივითიერების, მატერიალურობის და შედგენილობის გაგებით, არამედ ვნებადობის გაგებით. აი ამ ნიშნით მკვეთრი გამიჯვნაა კეთილ ანგელოზთა სხეულებრიობისგან, რამდენადაც კეთილ ანგელოზთა შორის ვნებადობა არ არსებობს, იქ არის უვნებობა ანუ აპათეია, ხოლო ეშმაკეულ ძალებში არის ყოვლადი ვნებადობა, ვნებადობის მაქსიმალური გამოვლინება და შესაბამისად იმ აპათეიას ანუ უვნებობის საპირისპიროდ მათი სხეულებრიობა ყოვლადი ვნებადობაა და ვნებებით გამსჭვალულობაა.

ტერმინი "სახისმეტყველება" თვით იუსტინესგან არის შემოთავაზებული და სხვათაშორის გვინდა ავღნიშნოთ, რომ ტერმინ "სახისმეტყველების" ერთ-ერთი უადრესი დამოწმება საეკლესიო ტრადიციაში სწორედ იუსტინე მარტვილთან გვაქვს. ტერმინი, რომელიც ქართულად ითქმის როგორც სახისმეტყველება (ძველ ქართულად სახისმეტყუელებაი), გახლავთ უაღრესად წარმარტებული კალკი ბერძნული სიტყვისა "ტროპოლოგია", ტროპოს ბერძნულად გახლავთ სახე (აქედანაა სხვათაშორის დღევანდელ ლიტერატურადმცოდნეობაშიც კვლავ მყარად ფეხმოკიდებული ტერმინი "ტროპი", "ტროპიკა", ანუ იგივე სახე სიმბოლო), ხოლო ლოგია მოგეხსენებათ არის მეტყველება. ასე რომ ტერმინი "ტროპოლოგია", რაც ჩვენ ანტიკურ პერიოდშიც გვხვდება, საეკლესიო გამოყენებაში პირველად როგორც ვხედავთ წმ. იუსტინე მარტვილთან დასტურდება. სხვათაშორის შემდეგ ამ ტერმინს ძალიან ხშირად იყენებს ორიგენე. ჩვენ გვქონდა კიდეც ერთი ასეთი ვარაუდი თავის დროზე, რომ გამომდინარე უცილობელი ფაქტიდან, რაც გულისხმობს ტერმინ "სახისმეტყველების" უაღრეს გავრცელებას ქართულ ტრადიციაში, დაწყებული განსაკუთრებით X საუკუნიდან, შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ ბერძენ სახისმეტყველთა ანუ ბერძენ ტროპოლოგთა, იმ მოღვაწეთა შრომები სადაც ტერმინი ტროპოლოგია ხშირად იყო გამოყენებული, შესაძლოა ქართულად თარგმნილი ყოფილიყო, იმიტომ, რომ ეს აშკარად კალკია ბერძნული სიტყვისა, დამოუკიდებელი შენაქმნი არ გახლავთ და თუ ბერძნული სიტყვის კალკია, ეს უკანასკნელი მხოლოდ მაშინ იქმნება ხოლმე როდესაც ესა თუ ის ძეგლი ითარგმნება მეორე ენაზე და ამა თუ იმ ტერმინის კალკირებული თარგმნის აუცილებლობა დგება დღის წესრიგში. იუსტინე მარტვილი იგულისხმება ამ შემთხვევაში, ორიგენე თუ რომელიმე სხვა ბერძენი სახისმეტყველი და მისი შრომები ძნელი სათქმელია, მაგრამ ალბათ რამდენიმე ისეთი შრომა უნდა ყოფილიყო ქართულად თარგმნილი ადრეულ პერიოდში, სადაც ეს ტერმინი "ტროპოლოგია" ბერძნულში გამოყენებული იყო და მათი თარგმნის შესაბამისად ქართულში ტერმინი "სახისმეტყველება" უნდა აღმოცენებულიყო. ნამდვილი დამამკვიდრებელი ქართულ ენაში ამ სიტყვისა გახლავთ წმ. გიორგი მთაწმინდელი, ყველაზე ხშირად ჩვენ მასთან გვხვდება აღნიშნული ტერმინი. რამდენადაც აქ ეს მხარეც შეიძლება იყოს ყურადსაღები, სიტყვის სულიერი გრძნობა გიორგი მთაწმინდელთან არის აბსოლუტურად თვალსაჩინო, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ (ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, ხაზგასმა სხვა მოღვაწეთა უფრო დაკნინებულობაზე და უდარესობაზე), რომ გიორგი მთაწმინდელის მიმართება სიტყვისადმი არის აბსოლუტურად განსაკუთრებული. ის ისე გრძნობს სიტყვას, ისეთი სულიერი გრძნობადობა აქვს სიტყვისადმი, რომ ყოველ ლექსიკურ მონაცემს ქართული ენისას უდიდესი სიყვარულით მოუხმობს და ცდილობს რაც შეიძლება მეტი უფრო ადრინდელი, უკვე დავიწყებას მიცემული, ტერმინი გადაურჩინოს მომავალ თაობებს. რადგან ამ მხარეს შევეხეთ, შეიძლება ეს უინტერესო არ იყოს, ორი სიტყვით ავღნიშნავთ მხოლოდ, რომ როდესაც კი გიორგი მთაწმინდელი რაიმე შრომას მეროე გზის თარგმნიდა, უკვე არსებულ თარგმანს კვლავ თარგმნიდა ხელახლა, ძველი თარგმანის მთელ ტერმინოლოგიურ და ლექსიკურ მონაცემებს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც უკვე ჟამგადასული იყო და აღარ იხმარებოდა მის დროინდელ მეტყველებაში, კი არ კარგავდა, არამედ კვლავ მოუხმობდა, მაგრამ ეს მოხმობა რომ მკითხველისთვის ტექსტის აღქმის გამაძნელებელი არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ახალ შესატყვისსაც იქვე ურთავდა. მაგალითად ტერმინი "არძანიგი" საკმაოდ არქაული გახლავთ და იგი ნიშნავს პატიოსანს, როდესაც გიორგი მთაწმინდელმა ხელმეორედ თარგმნა ბასილი დიდის "ექვსთა დღეთა", უფრო ადრინდელ თარგმანში დადასტურებული ტერმინი "უარძანიგესი" ანუ უპატიოსნესი მან ის არ უგულებელყო, დატოვა და ერთი ბერძნული ტერმინი ორი შესატყვისით გადმოსცა, როგორც უარძანიგეს და უპატიოსნეს, ისევე როგორც მსგავსი სიტუაციაა მრავალ სხვა შემთხვევაშიც. ამიტომაა, რომ გიორგი მთაწმინდელთან ჩვეულებრივი მოვლენაა ერთი ბერძნული სიტყვის ორი, სამი, ზოგჯერ ოთხი შესატყვისით გადმოტანაც კი, რომ მთელი ლექსიკური სიმდიდრე ქართული ენისა, მთელი ველი, დიაპაზონი ლექსიკური განფენილობისა, მთელივე სისავსით წარმოჩნდეს მის თარგმანში. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ ტერმინი სახისმეტყველება მან სხვაგვარი გრძნობით აღიქვა, ეს სიტყვა მისთვის იმდენად გამომსახველია, იმდენად მრავლისმეტყველია, რომ თითქმის ყოველ ნაბიჯზე აურაცხელი სხვადასხვა ბერძნული ტერმინის შესატყვისად იყენებს მას, იქნება ეს "ჰიპოდეიგმა", რაც ჩვეულებრივ სახეს ნიშნავს, "პარადეიგმა", რაც ასევე სახეს ნიშნავს, "ტროპოს" ცალკე აღებული, "სიმბოლონ" თვითონ სიმბოლო, თუნდაც "პნევმატიკოს ლოგოს" (სულიერი სიტყვა), რის შესატყვისადაც შეიძლება მას ქართულად ასევე სახისმეტყველება ქონდეს მოხმობილი და მრავალი სხვა. შესაბამისად ტერმინ "სახისმეტყველების" ქართულ ტრადიციაში ნამდვილი დამამკვიდრებელი უეჭველად წმ. გიორგი მთაწმინდელია, ხოლო ბიზანტიურ ტრადიციაში, როგორც ვნახეთ, მისი შემომტანი უეჭველად იუსტინე მარტვილი ჩანს.

მაგრამ როგორც იტყვიან "პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ" და დავუბრუნდეთ დემონთა შესახებ წმ. იუსტინე მარტვილის სწავლებას, რაზეც ჩვენ წინა საუბარში შევჩერდით. ამჯერად ხაზს გავუსვამთ იმას, რომ იუსტინე მარტვილის მკვეთრი მითითებით დემონები მარადიულ ცეცხლში დაისჯებიან ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს. უკვე ეს სამომავლო ხვედრი უკეთურებისა, უკეთური ძალებისა, იუსტინე მარტვილთან ღვთისმეტყველურად განმარტებულია და გადმოცემულია, იუსტინე აღნიშნავს: "ჩვენ შორის ბოროტ დემონთა პირველ სათავედ გველი ითვლება, იგივე სატანა და ეშმაკი, რომელსაც მოელის ცეცხლში შთანთქმა მის ლეგიონთან და თანმხლებ ადამიანებთან ერთად. მათი დაუსრულებელი და საუკუნო სასჯელის შესახებ წინდაწინ გვაუწყა ქრისტემ" (სახარებაში სიტყვებით "წარვედით ცეცხლსა მას საუკუნესა"). აქ ძალიან საყურადღებოა, რომ იუსტინე მარტვილი ამ სასჯელის მიმართ, ე.ი. მეორედ მოსვლის შემდეგ უკეთურთა სასჯელის მიმართ, იყენებს არა მხოლოდ ტერმინს "საუკუნო" (საუკუნო სასჯელი), არამედ აგრეთვე მეორე ტერმინს "დაუსრულებელი", რითაც იუსტინე მარტვილი უკვე პატრისტიკის დასაბამშივე, თეოლოგიური ხაზის დასაბამშივე მკვეთრად წარმოაჩენს მართლმადიდებლურ სწავლებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასჯელი, ჯოჯოხეთი არის მარადიული და რომ ის არასოდეს არ დაბოლოვდება. რატომ სჭირდება ტერმინ "საუკუნოს" ამგვარი გაძლიერება მეორე ტერმინით "დაუსრულებელი"? შესაძლოა თვით იუსტინე მარტვილის დროს ამის საჭიროება არ ყოფილიყო, მაგრამ ყოველი ქრისტიანი მოღვაწე, დიდი ღვთისმეტყველი, წინასწარმჭვრეტიცაა მოგეხსენებათ და როგორც ხშირ შემთხვევაშია ამა თუ იმ მოღვაწეზე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოციქულებზე და შემდგომ მათ კვალს მიდევნებულ ეკლესიის მამებზე, გვიანდელ მამათაგან თქმული, ჩვენ შეგვიძლია ასეთი ახსნაც მივცეთ, რომ იუსტინე მარტვილმა წინდაწინ განჭვრიტა სამომავლოდ აღმოცენებადი ერესი, ცრუ სწავლება ჯოჯოხეთისეული ტანჯვის დაბოლოებისა და თვით ჯოჯოხეთის დროებითობის შესახებ. მოგეხსენებათ მთელი სიმკვეთრით ამ ცრუ სწავლებას ასაბუთებდა ორიგენე და ის ამას აკეთებდა, როგორც ეს საერთოდ ხდება მწვალებელთა შორის, საღვთო წერილის მრუდი განმარტების საფუძველზე. მას რა თქმა უნდა ეუბნებოდნენ თუ როგორ შეიძლება ჯოჯოხეთისეული ტანჯვა დაბოლოებადი იყოს, როდესაც მაცხოვარი პირდაპირ ამბობს "წარვედით ცეცხლსა მას საუკუნესა". აქ ორიგენემ ასეთი გამოსავალი მოძებნა (ის რაც ქართულად ტერმინი "საუკუნოა" ბერძნულში გახლავთ ასეთი ტერმინით გადმოცემული "აიონიოს". ქართული ტერმინი სავსებით იფარავს იმ აზრს, რასაც ბერძნული ტერმინი გულისხმობს და ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ქართულ ტერმინზე ავაგოთ ორიგენეს მსჯელობა), იგი ამბობს "საიდან მომდინარეობს ტერმინი "საუკუნო"? რა თქმა უნდა ტერმინისგან "საუკუნე", მაგრამ რა არის საუკუნე? საუკუნე არის გარკვეული დროით შემოსაზღვრული ჟამიერი ხანგრძლივობა". ისევე როგორც ბერძნული "აიონ", ქართული "საუკუნე", თუნდაც რუსული "ვეკ" მართლაც გარკვეულ მონაკვეთს გულისხმობს ჟამისას და არა მარადიულობას და უსასრულობას. შეიძლება ტერმინი "საუკუნე" დღეს გამოკვეთილად 100 წელია, მაგრამ ძველად ის შეიძლება ყოფილიყო 100 ან 1000 წელიც. ქართულ ენაში სხვათაშორის მეორე ტერმინიც არსებობდა ამგვარი მნიშვნელობისა, ეს გახლავთ ტერმინი "დარი", რომელიც ნიშნავდა გარკვეულ ციკლს წლებისას, ისევე როგორც საუკუნე, ეს ციკლი შეიძლებოდა ყოფილიყო 100 წელი და შეიძლება ყოფილიყო 1000 წელი. სხვათაშორის როდესაც იოანე საბანისძე წერს "წმ. აბო თბილელის მარტვილობაში", რომ "ჩვენ მეშვიდესა დარსა ზედა ვდგავართ", აქ მეშვიდე დარში იგულისხმება მეშვიდე ათასწლეული. მას შეეძლო ეთქვა ჩვეულებრივ, რომ "მეშვიდესა საუკუნესა ზედა ვდგავართო", იმიტომ, რომ საუკუნესაც ქონდა ათასწლეულობის გაგება, მაგრამ ამ შემთხვევაში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა საუკუნეში ას წელს ვიგულისხმებთ თუ ათასს, ორივე შემთხვევაში დაბოლოებადი ციკლი წლებისა მოიაზრება და ორიგენეც ამბობდა, რომ თუ საუკუნე გარკვეულ ციკლს ნიშნავს წლებისას, საუკუნოვანიც დაუსრულებელს და მარადიულს კი არ ნიშნავს, არამედ გარკვეულ ციკლს წლებისას, რომელიც დაბოლოვდება. მაშინ როცა საეკლესიო ტრადიციაში მართალია არსებითი სახელი საუკუნე, ბერძნულად აიონ, მართლაც დაბოლოებადი ციკლის აღმნიშვნელი იყო, მაგრამ მისგან ნაწარმოები ზედსართავი "საუკუნოვანი" (აიონიოს) მარადიულობის მნიშვნელობითაა ჩვეულებრივ. ისევე როგორც რუსულშიც მკვეთრია ეს სხვაობა, სხვა არის "ვეკ" და სხვა არის "ვეჩნი", რაც ასევე მარადიულს ნიშნავს. მაგრამ თუ ადამიანს ნახელოვნები და მზაკვრულად თხზული მსჯელობის აგება სწადია, ორიგენე კი ცალკეულ შემთხვევებში ამის დიდოსტატი გახლდათ, რა თქმა უნდა მას შეეძლო ეს არგუმენტად გამოეყენებინა. მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ თვით წმ. იუსტინე მარტვილი ორიგენეზე უწინარეს არა მხოლოდ საუკუნოს უწოდებს ჯოჯოხეთისეულ ტანსჯვას, არამედ აგრეთვე პირდაპირ დაუსრულებელს, დაუსრულებელი ხომ უეჭველად მარადიულია და მართლაც არასოდეს არ დამთავრდება.+ დასრულებადი არ შეიძლება ჩვენ დაუსრულებლად წარმოვაჩინოთ. ამიტომ გავუსვით ხაზი ამ სიტყვებს, ამითაა ეს სიტყვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ უკეთურთა დაუსრულებელი და საუკუნო სასჯელის შესახებ წინდაწინ გვაუწყა იუსტინემ, უკეთურებში კი იგულისხმებიან პირველ რიგში დაცემული ანგელოზები და შემდგომ მათ მიდევნებული ადამიანები.

"ხოლო ამგვარი რამ (მათი საუკუნო სასჯელში ყოფნა) ახლავე იმიტომ არ იქმნება, - განაგრძობს იუსტინე, რომ აყოვნებს ღმერთი ადამიანთა გამო, რადგანაც წინდაწინ უწყის, რომ ზოგიერთები უნდა ცხონდნენ სინანულის გზით, ხოლო ზოგიერთები ჯერ კიდევ უნდა იშვნენ". აქ უკვე ჩვენ ვხედავთ თეოდიცეურ ანუ ღვთის მართლმსაჯულებითი ხედვით კაცობრიობის ისტორიის განჭვრეტას. ეს საკითხი ყოველთვის დასმულა ეკლესიის ისტორიაში, თუ რატომ არ ხდება მაცხოვრის მოვლინება კვლავ და რატომ არ განისჯებიან მყისიერად უკეთურნი, ანუ რატომ გახანგრძლივდა დრო მაცხოვრის პირველი მოსვლიდან მეორედ მოსვლამდე. ეკლესიის მამებს, როგორც ვხედავთ, თვით იუსტინე მარტვილის დროიდან ამ კითხვაზე პასუხი გაცემული აქვთ, რომ ეს ხდება კვლავ ადამიანთა გამო, კვლავ ადამიანთა ცხონებისათვის. უფლისმიერი მსჯავრი აყოვნებს, მაგრამ აყოვნებს არა იმიტომ, რომ უფალი არ არის შემძლე მსჯავრისა და დასჯის აღსრულებისა, რა თქმა უნდა, მყისიერად ძალუძს ეს ყოვლის მპყრობელს, არამედ ადამიანთა გამო, რამდენადაც ისინი, რომლებიც ჯერაც ცოცხალნი არიან შემძლენი არიან ამავე დროს იმისა, რომ მოინანიონ, ვიდრე ხორცში მყოფობენ სინანულის ჟამი აქვთ და აგრეთვე, როგორც იუსტინე ამბობს "სამომავლოდ კვლავაც სხვებიც უნდა იშვნენ, რომლებიც ცხონებას ეზიარებიან". ასე რომ მეორედ მოსვლამდე იუსტინე მარტვილის მითითებით დემონებს კვლავ ძალუძთ აცთუნონ ადამიანები, მაგრამ მაცხოვარი აყოვნებს მეორედ მოსვლას არა იმის გამო, რომ დემონებს ცდუნების შესაძლებლობა აქვთ და რაც შეიძლება მეტი ცდუნდნენ, არამედ პირუკუ დემონებთან დაპირისპირებით კვლავაც მრავალნი გამოიცადნონ ღვაწლში და მრავალნი ცხონდნენ. შემდეგში წმ. გრიგოლ ნოსელი უფრო მეტყველ სახეს მოძებნის ამ მოძღვრების გამოსათქმელად, ის შემოიტანს სიმბოლოს ქვეწარმავლისას, ქვეწარმავალს როდესაც თავი შეემუსრება, როდესაც მას თავი გაეჭეჭყება, მისი კუდი კიდევ უფრო მეტად ბორგავს, თუმცა ის არსობრივად უკვე მკვდარია, იმიტომ, რომ სიცოცხლის ძალა და სიცოცხლის მომცემი ძალა შემუსვრილია მასში. მაცხოვრის პირველმა მოვლიინებამ თავი განუგმირა ბოროტებას, ბოროტების ბუნება განგმირა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოფით გამოვლინებაში ის არ ბორგავს, პირიქით უფრო მეტად ბორგავს, როგორც უკვე კვდომით გამსჭვალული, მომაკვდინებელი ისრით გამსჭვალული ქვეწარმავალი, რომელიც მკვდარია თავით, რომლის თავი, არსება ანუ ბუნება მკვდარია, მაგრამ რომლის კუდიც კვლავაც ბორგავს და უფრო მეტად აგონიაშია იგი. ამიტომ ამბობს იუსტინე მარტვილი, რომ "მეორედ მოსვლამდე დემონები უფრო მეტად გულმოდგინეობენ, რომ დააბრკოლონ ადამიანების ღვთისკენ მიქცევა. მათი იარაღია ერეტიკული სწავლებანი და მწვალებლები ქადაგებენ არა მამასა და ძეს, არამედ სხვა ღმერთს, სწორედ დემონთაგან ნასწავლებს. დემონებმა ანუ ეშმაკებმა დააბრმავეს ებრაელები და აღძრეს ისინი ლოგოსის, იესო ქრისტეს ჯვარზე საცმელად, მაგრამ რადგანაც უწყიან, რომ მაცხოვარმა მოწაფეები მოავლინა წარმართებთან, რომ მოექციათ ეს წარმართები. ეს უკეთურნი და მათ დაქვემდებარებული ადამიანები (მაშინაც, შემდგომაც და შეგვიძლია ვთქვათ დღესაც), მთელი ძალით წინ აღუდგებიან ჭეშმარიტების გავრცელებას, თუმცა სახელი იესო ქრისტესი თრგუნავს და იმორჩილებს მათ". აი ეს სწავლება ასე მეტყველად გადმოცემული გახლავთ იმავე ზემოთ ხსენებული სიტყვისგების 30-ე თავში.

ეს უკეთურება, რა თქმა უნდა, მჭიდროდ უკავშირდება დასაბამიერი ცოდვის საკითხს, ცოდვის დაძლევის საკითხს, რადგანაც ცოდვის დაძლევა გზა არის განღმრთობისკენ, ეს სხვა თემა გახლავთ და მას შემდგომ საუბარში განვიხილავთ.

ტატიანე სირიელი დემონოლოგია და სულის შესახებ მოძღვრებაtag:www.qwelly.com,2013-04-06:6506411:Topic:2090222013-04-06T10:27:40.456Znika granihttps://www.qwelly.com/profile/nika

ჩვენ კვლავ განვიხილავთ, შესაბამისად მსმენელთა მოთხოვნისა, ტატიანეს თეოლოგიურ მხარეს აღნიშნული შრომისას და შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრისას ჩვენი განხილვა დავაბოლოვეთ ტატიანე სირიელის სწავლებით იმის შესახებ, რომ ღვთის სიტყვამ ადამიანთა შექმნამდე შექმნა ანგელოზები.

ალბათ საყურადღებოა აღინიშნოს, რომ ტატიანესთვის თავისუფალი ნება თანაბრად განეკუთვნება ადამაინებსაც და ანგელოზებსაც, ე.ი. ანგელოზური და ადამიანური შესაქმე რაღაცით ერთმთლიანია,…

ჩვენ კვლავ განვიხილავთ, შესაბამისად მსმენელთა მოთხოვნისა, ტატიანეს თეოლოგიურ მხარეს აღნიშნული შრომისას და შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრისას ჩვენი განხილვა დავაბოლოვეთ ტატიანე სირიელის სწავლებით იმის შესახებ, რომ ღვთის სიტყვამ ადამიანთა შექმნამდე შექმნა ანგელოზები.

ალბათ საყურადღებოა აღინიშნოს, რომ ტატიანესთვის თავისუფალი ნება თანაბრად განეკუთვნება ადამაინებსაც და ანგელოზებსაც, ე.ი. ანგელოზური და ადამიანური შესაქმე რაღაცით ერთმთლიანია, რამდენადაც ორივე ეს ქმნილება ღვთივ მომადლებული მოაზროვნეობითა და შესაბამისად თავისუფალი ნებით არის დაჯილდოებული. აქვე ტატიანე იმასაც უსვამს ხაზს, რომ როგორც მოაზროვნეობა და თავისუფალი ნება მიენიჭათ მათ, ასევე სიკეთის თვისება, კეთილობა, ღვთივბოძებულია მათდამი, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ ანგელოზთა და ადამიანთა ბუნებითი თვისებების და ამ ბუნებითი თვისებების ყველაზე უფრო ღვთიური გამოხატულება - სიკეთე, კეთილობა, მათ ღვთისგან აქვთ ბოძებული. ტატიანე კერძოდ ამბობს: "შესაქმის ორივე სახეობა (ანგელოზური და ადამიანური) დაიბადა როგორც თვით გამგებელი (საკუთარი თავის პატრონი გარკვეულ არჩევით საკითხებთან დაკავშირებით), რომელთაც არა აქვთ სიკეთის ბუნება, რაც მხოლოდ ღვთის თვისებაა, ადამიანთა მიერ კი აღსრულდება ნების თავისუფლებით". აქ თვითონ გამონათქვამი, რომ "არა აქვთ სიკეთის ბუნება", რა თქმა უნდა, მართებული არ გახლავთ, მართლმადიდებლურ სწავლებასთან თანხმობაში არ არის. შეიძლება ჩვენ უფრო ვისაუბროთ მაინც დაუხვეწელობაზე გამოთქმისა. ალბათ ტატიანეს იმის თქმა უნდოდა, რომ სიკეთე თუ ნებისმიერი სხვა ღირსეული თვისება ადამიანური ბუნებისა ღვთივმომადლებულია და არა თავისთავადი, თვითარსებული, ღვთის გარეშე თვით მდგომი.

აღნიშნულის შემდეგ ტატიანე ეხება უკვე დაცემულ ანგელოზებს და ალბათ ეს მხარე მის ხსენებულ შრომაში ყველაზე უფრო საყურადღებო გახლავთ. ამ მხრივ იგი, პირდაპირ შეიძლება ითქვას, გვერდით უდგას, ხშირ შემთხვევაში სწავლების უმეტეს, ნაწილში სხვა აპოლოგეტებს, იქნებიან ესენი წმ. იუსტინე მარტვილი, ათენაგორა ათენელი, ირინეოს ლიონელი, აგრეთვე თეოფილე ანტიოქიელი თუ სხვები და შესაბამისად, ისევე როგორც ამ უკანასკნლეთა, ტატიანეს ე.წ. დემონოლოგიაც განხილვის ღირსია. ტატიანე განსაკუთრებით აანალიზებს დემონთა მიერ ქმნილ და განხორციელებულ ბედისწერას, ბედისწერას, რომელიც ბერძნულად გამოითქმის ტერმინით "ჰეიმარმენე" (სხვათაშორის ეს ტერმინი რამდენჯერმე ძველ ქართულად უთარგმნელადაცაა დადასტურებული, როგორც "იმარმენი"), რომელიც ძველ ქართულად ითარგმნებოდა სიტყვით "სვე", რაც ლათინურად გამოითქმის ტერმინით "ფატუმ" და რასაც საეკლესიო მოძღვრება, რა თქმა უნდა, კატეგორიულად უარყოფს. საყურადღებოა ისიც, რომ ტატიანე სატანას უწოდებს პირველქმნილს. ტატიანეს მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამგვარი ეპითეტი შესაძლოა სათავეს იღებდეს იობის წიგნიდან, სადაც ეშმაკს ეწოდება დასაბამი უფლის შესაქმისა (ძველ ქართულად თუ მოვიტანთ ამ ადგილის შესატყვის სიტყვებს, კერძოდ ესაა იობის მე-40 თავის მე-14 მუხლი, "დასაბამი დაბადებისა უფლისაი"). ალბათ აქ იგულისხმება ის, რომ ანგელოზები პირველქმნილნი არიან ჭეშმარიტად ღვთისგან, ვიდრე სხვა ქმნილებანი უზენაესი ძალისგან დაბადებულ იქმნებოდნენ, ვიდრე ისინი გამოჩნდებოდნენ. ტატიანე ამბობს: "მას შემდეგ, რაც ადამიანები მიჰყვნენ მას, ვინც პირველქმნილობის გამო სხვებზე უფრო ბრძენი იყო"... ამ ციტატაში ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ტატიანე სატანას პირველ ქმნილობას მარტოდენ იმ აზრით არ უწოდებს, რომ ანგელოზები ყველა სხვა შესაქმეზე უწინარესნი არიან, არამედ თვით ანგელოზთა შორის პირველ ქმნილად მიიჩნევს იგი სატანას. ეს აზრი, რა თქმა უნდა არანაირად არ შეიძლება მართლმადიდებლურ მოძღვრებას თანხვდებოდეს, იმიტომ, რომ ეკლესიური სწავლებით ანგელოზები მყისიერად დაიბადნენ ღვთისგან, მეყსეულად, წამში, ყოველგვარი დროითი შუალედის გარეშე და ისინი იმ სიმრავლედ დაიბადნენ პირველწამშივე ღვთის ნებით, რა სიმრავლედაც მარადიულად არიან დღესაც და სამომავლოდაც იქნებიან. სატანას დაწინაურებულობა ანგელოზთა შორის, ვიდრე ის სატანა გახდებოდა, ეკლესიის მამათა მიერ ხშირად არის ხაზგასმული და ამიტომ ეწოდება მას უფრო დამკვიდრებული ლათინური ტერმინი "ლიციფერი" ანუ სინათლის მატარებელი, ბერძნულად "ჰეოსფოროსი", ძველ ქართულად კი "მთიები", და თუ ამ აზრის გამოხატულებაა ტატიანეს ეს არამართებული ტერმინით გადმოცემული აზრი, რომ უპირატესობის წამოჩენა უნდა იმ ანგელოზისა, რომელიც სატანა გახდა, რა თქმა უნდა ტერმინი პირველქმნილობა ამ შემთხვევაში სრულიად გამოუსადეგარი გახლავთ. ტატიანე შემდგომ განაგრძობს: "მას შემდეგ, რაც ადამიანები მიჰყვნენ მას, ვინც პირველქმნილობის გამო სხვებზე უფრო ბრძენი იყო და ღმერთად დასახეს ღვთის რჯულის მოწინააღმდეგე (იგულისხმება, რომ ღმერთად დასახეს ადამიანებმა, ამ უკანაკნელთა დაცემული მდგომარეობის ჟამს), მაშინ ღვთის სიტყვის ძალმა უარყო უგუნურების მოთავე (სატანა) და ყველა ისინი, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესით შეუდგნენ მას. ამგვარად ის ვინც ღვთის ხატად იქმნა (ადამიანი) მოკვდავი ხდება, რაჟამს უფრო ძალმოსილი სული ტოვებს მას (აქ ტატიანესთან, რა თქმა უნდა, სრულიად მოუწესრიგებელად კვლავ შემოდის აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს ადამიანის ბუნებაში ერთი-მეორეს ემიჯნება "პნევმა" და "ფსიხე" ანუ სული და სამშვინევლი, რომ სული შეიძლება ადამიანისგან განცალკევებული იყოს, თუკი ადამიანი სამშვინველისეული გახდება, რა დროსაც სულისმიერი აღმატებული მდგოამრეობა მისგან განშორებულია. და აი ეს სული ტატიანეს აზრით ტოვებს ადამიანს მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი ეშმაკის მიმდევარი ხდება), ხოლო ამ სულის ნაცვლად, ურჩობისა და უგუნურების მიზეზით, პირველქმნილი დემონი იჩენს თავს (ე.ი. დემონი ჩაენაცვლება თითქოს სულს), რომლის ცრუ ზმანებათა მბაძველნი დემონთა ლეგიონს ქმნიან და თავისუფალი ნების გამო საკუთარ სიშლეგეს მიეცემიან".

ჩვენ ამ სწავლებაში და უფრო მომდევნო ნაწილშიც, სადაც ტატიანე კვლავ დემონებს ანუ ეშმაკებს ეხება, შეიძლებოდა გამოგვეყო და უფრო მეტად ყურადღება გაგვემახვილებინა იმ ნაწილზე, სადაც დემონთა მაცთუნებლობა არის უფრო გულმოდგინეთ წარმოჩენილი, რომ ადამიანები გაფრთხილდნენ და არ მიენდონ უკეთურ ზრახვებს, კერძოდ ტატიანე მკვეთრად ამბობს, რომ დემონები ესწრაფვიან საკუთარი ცთომილების ანუ ღვთისგან მათეული განდგომის წიაღში შეიტყუონ ადამიანები. შესაბამისად ეს ხორციელდება მათ მიერ მცდარი მოძღვრების თავზე მოხვევით, კერძოდ კი იმის შთანერგვით, რომ არსებობს ბედისწერა. ბედისწერისადმი რწმენა, რაც აბსოლუტურად მართებული სწავლება გახლავთ ტატიანესგან, იგივე უკეთურების და დემონურ წიაღში ადამიანის დამკვიდრებას გულისხმობს. ტატიანე კერძოდ აღნიშნავს: "დემონთა განდგომის სამიზნე არიან ადამიანები, ე.ი. დემონები განიზრახავენ, რომ მათ განდგომას შეუერთდნენ ადამაინები. დემონებმა წარმოუდგინეს ადამიანებს ნახაზი (ამ სიტყვას ჩვენ ვუსადაგებთ თვით ტატიანესეულ ტერმინს "დიაგრამმა", რაც შეიძლებოდა უთარგმნელადაც გამოგვეყენებინა) და ვარსკვლავთ განლაგებისა და კამათლის მოთამაშეთა მსგავსად ფრიად უსარგებლო ბედისწერა შემოიტანეს". ვფიქრობთ შესანიშნავი დახასიათებაა ასტროლოგიის აბსოლუტური ცდომილებისა და ეშმაკეული წარმომავლობისა. მართლაც მთელი ეს ვარსკვლავთ განლაგებანი, რაც თითქოს ადამიანის მომავალს წინასწარმეტყველებს, როგორც ვხედავთ უკეთური ხიბლისა და ზმანების დიაგრამაა და სხვა არაფერია. ტატიანე განაგრძობს: "მსაჯულიცა და დასჯილიც ბედისწერით არიან ამგვარნი (ანუ თითქოს მსაჯულობა თუ ვინმეს აქვს ამ ქვეყნად ეს ბედისწერითაა, თუ დასჯილია ვინმე ესეც ბედისწერითაა, თუ ვინმე კეთილია ესეც ბედისწერითაა და თუ ვინმე გაუკუღმართდება ესეც, რა თქმა უნდა, ბედისწერის ბრალია), ასევე მკვლელიცა და მოკლულიც, მდიდარიცა და ღარიბიც იმავე ბედისწერის ნაშობნი არიან. მთელი შესაქმე თეატრის მსგავსად გასართობია მათთვის". აი ასე ზედმიწევნითი ქროტესკულობით არის წარმოჩენილი მკითხველის წინაშე ტატიანეს მიერ ბედისწერულობის და ბედისწერის ეშმაკეული არსი.

ამის შემდეგ ტატიანე ეხება ელინ ღმერთებს, რომლებსაც იგი, რა თქმა უნდა, დემონებად რაცხს და გაკვირვებით სვამს ასეთ კითხვას: "ნუთუ თვით დემონებიც კი მათ წინამძღოლ ზევსთან ერთად ბედისწერას არ ემორჩილებიან? და განა იმავე ვნებებით არ არიან შეპყრობილნი, რითაც ადამიანები?" აი ეს მხარე, რომ ელინური ღმერთებიც იგივე დემონები არიან და რომ მათთვისაც ბედისწერულობა არის განმსაზღვრელი, ეს ელინიზმის განქიქების ერთ-ერთი არსებითი ელემენტი იყო ამ დროისთვისაც და შემდგომშიც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი წამყვანი მხარე გახლავთ. თვით ტატიანე კი ელინურ ღმერთთა განქიქების შემდეგ ასკვნის: "ამგვარნი არიან დემონები". და როგორც წინარე მონაკვეთებშიც აშკარად გამოჩნდა, რომ ასტროლოგია და დემონურობა ერთი და იგივეა, შესაბამისად შემდგომად იმისა, რაც ტატიანე დემონოლოგიას გადმოგვცემს, უკვე ასტროლოგიასაც ამასთან ერთობაში სპეციალურად ეხება, განაქიქებს რა ზოდიაქოთა შესახებ ელინურ წარმოდგენებს, ამბობს: "დემონებმა განაწესეს ბედისწერა, ხოლო მიწაზე მძვრომი ქვეწარმავლები, წყლის ცხოველები და მთების მკვიდრი ოთხფეხები, რომელთა შორისაც ისინი ცხოვრობენ, ზეციური ცხოვრებიდან გამოძევების შემდეგ, ყველა მათგანი ზეციური პატივის ღირსად განაჩინეს, რომ ამ გზით ერთი მხრივ თავიანთი თავისთვის შეექმნათ წარმოდგენა თითქოს კვლავ ცაში ცხოვრობდნენ, მეორე მხრივ კი ამ ქვეყნიური ვარსკვლავთ განლაგების მიერ კეთილგონივრულად წარმოესახათ მათი მყოფობა". ე.ი. ეს არსებითი მხარეები ასტროლოგიის, როგორც ე.წ. მოძღვრების არსებითი შტრიხები, ასე სიღრმისეულად არის ტატიანესგან დახასიათებული და უარყოფილი, და ამ განქიქებას ბედისწერისას და ზოდიაქური წრისას ტატიანე ასე აბოლოვებს: "ჩვენ კი, ქრისტიანები, ბედისწერაზე მაღლა ვდგავართ, ხოლო ცთომილ დემონთა ნაცვლად ერთი უცთომელი უფალი გვისწავლია და რადგანაც ბედისწერას არ მივყვებით, ბედისწერის რჯულმდებლებსაც ვუარყოფთ".

აი ასეთი ცალკეული უარყოფების შემდეგ და მომდევნო ნაწილში მითოლოგიური გადმოცემების განქიქების შემდგომაც და მათ საფუძველზე, ტატიანე ამხილებს ბედისწერის შესახებ მოძღვრების სიყალბეს. დღეისათვის ჩვენ შეიძლება ეს არ გვეჩვენებოდეს მთლად იმდენად აქტუალური, იმიტომ, რომ თითქოსდა ამაში რა არის მისაღები და თავისთავად ის უარსაყოფია, მაგრამ დღესაც კი ჩვენ კარგად ვხედავთ თუ როგორ არის ასტროლოგია, ბედისწერაზე დაყრდნობილი, წინასწარმეტყველებანი საზოგადოებაში ღრმად შეჭრილი და ვფიქრობთ, რომ ტატიანეს ამ შრომის ყველაზე ღირსეული ნაწილი, ყველაზე მართლმადიდებლური ნაწილი, დემონოლოგიისა და ასტროლოგიის უარყოფა დღეისათვისაც უაღრესად საყურადღებო უნდა ჩანდეს. ტატიანე აღნიშნავს: "როგორ შეიძლება, რომ კრონოსი (ზევსის მამა), რომელიც შეჰკრეს და მეფობისგან გააძევეს, ბედისწერის განმგებელი გამხდარიყო?" მოგეხსენებათ კრონოსი ითვლება ბედისწერის განმგებლად და ტატიანეს გაკვირევბული შენიშნვით თუ მართლაც თვითვეა ბედისწერის განმგებელი, ბედისწერულად როგორ მოხდა მისი დასჯა და მეფობისგან მისი ჩამოშორება. ამის შემდეგ ავტორის თვალსაზრისი ასეა გადმოცემული: "ვხედავ მზეს, ყველასთვის იგივეს, ერთია სიკვდილი ყველას წინაშე, შვებულთათვისაც და ჭირვეულთათვისაც. მოკვდი სამყაროს წინაშე და განაგდე მისი სიცოფე, ხოლო იცოცხლე ღმერთთან და მისი შემეცნების გზით უარჰყავი თავდაპირველი დაბადება (ხორციელი დაბადება). არათუ იმისთვის დავიბადეთ, რომ მოვკვდეთ, არამედ ჩვენვე ვიკლავთ ჩვენ თავს (ვფიქრობთ შესანიშნავი სიტყვებია). წარგვწყმიდა ჩვენ თავისუფალმა ნებამ (რა თქმა უნდა ეს არ ნიშნასვ რომ თვითონ თავისუფალი ნებაა წარმწყმედელობა. თავისუფალი ნების უკეთურად მოხმარებამ წარგვწყმიდა ჩვენ, თორემ იგივე თავისუფალი ნება, როგორც ეკელსიის მამათა ერთსულოვანი სწავლება ამ საკითხზე გვაქვს, არის სწორედ ადამიანის მარადმაცხოვნებელი და მარადგანმაღმრთობელი და ყველაზე უფრო ღვთიური თვისება მასში. ასე რომ აქ ტატიანეს მართებდა უფრო კონკრეტულად გამოეთქვა აზრი და დაემატებინა სიტყვა "ბოროტმა გამოყენებამ", რომ წარგვწყმიდა ჩვენ თავისუფალი ნების ბოროტმა გამოყენებამ), მონებად ვიქეცით მანამდე თავისუფალნი, განვიყიდეთ ცოდვისა გამო. ღმერთს არაფერი უქმნია ცუდი, ჩვენვე წარმოვშვით უკეთურებანი. ამიტომ, რადგანაც ჩვენ გავაჩინეთ იგი, ძალგვიძს კიდეც უარყოფა მისი". აი ასეა წარმოდგენილი ტატიანესთან, როგორც ავღნიშნეთ, დემონოლოგიური მოძღვრება.

მომდევნო ნაწილი ალბათ უფრო სულთმეტყველების, სულის შესახებ ტატიანესეული მოძღვრების თვალსაზრისით არის უფრო მნიშვნელოვანი, თუმცა ამ ნაწილში, ისევე როგორც ეს ადრეც ავღნიშნეთ, საკმადო მრავალი გახლავთ ბუნდოვანი, ერთი მეორესთან ნაკლებ დაკავშირებული ცალკეული აზრები, თავმოყრა, კონგლომერატი, სხვადასხვა წარმოშობის დებულებებისა და ამიტომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ გარკვეულობას ვერ ვაწყდებით. კვლავ მსჯელობს ტატიანე სამშვინველზე და პნევმაზე ანუ სულზე და მისი მოძღვრება თუ როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით, ქვემორე ციტატიდან უფრო ცხადად შევიცნობთ იმ ციტატებთან ერთად, რომლებიც ჩვენ აქამდე უკვე მოვიტანეთ და განვიხილეთ, ტატიანე კერძოდ ამბობს: "სულთა ორ სახესხვაობას ვიცნობ, ერთს ეწოდება სამშვინველი (ბერძნ, ფსიხე), ხოლო მეორე, უმჯობესი სამშვინველზე, არის ღვთის ხატი და მსგავსება. ორივე მათგანი არსებობდა პირველ ადამიანებთან, რადგანაც ზოგიერეთები ნივთიერნი იყვნენ, ზოგნი კი ნივთზე აღმატებულნი. საკითხის არსი ასეთია: ჩანს, რომ მთელი სამყაროული აღნაგობა და მთელი შესაქმე ნივთიერებისგან დაიბადა, ხოლო თვით ნივთიერება ღმერთმა წარმოქმნა (უმჯობესია ვიხმაროთ ტერმინს წინადააფუძნა (ბერძნ. პრო ბებლემენენ), უწინარეს ვიდრე ყოველივეს აღაგებდა მისგან). ასე რომ ნივთიერების რაღაც ნაწილი, ვიდრე იგი დანაწევრებას შეიწყნარებდა, უბადრუკად და უშვერად მოიაზრება, ხოლო ნაწილი, მისი დანაწევრების შემდეგ, შეიმკვება და მოწესრიგდება. ცაც და ვარსკვლავებიც ნივთისგან არიან, მიწასაც და ყოველსავე მიწიერსაც მსგავსი აღნაგობა აქვს, რადგანაც ერთია ყველაფრის დასაბამი. თუმცა ეს ყოველივე ასეა, თავად ნივთისგან ქმნილი საგნები სხვაობენ ერთმანეთისგან, მაგალითად ერთი უფრო მშვენიერია, მეორე კი, თუმცა ისიც მშვენიერია, რომელიმე უკეთეს საგანთან შედარებით უფრო ნაკლებია. ისევე როგორც სხეულის აგებულება ერთ გამგებლობას ემორჩილება და თვითვეა ქმნადობის მიზეზი, რამეთუ სხეულის შიგნით არსებობს სხვაობა ღირსებათა მიხედვით, ერთია თვალი, მეორეა ყური, სხვაა თმათა გამშვენება და შიგნეულთა გამგებლობა, აგრეთვე ტვნის ძვლებისა და სისხლძარღვების შემტკიცება, რომელთაგან თითოეული მეორისგან სხვაობს, მაგრამ თანხმობის განგებულება მათ ჰარმონიას ქმნის. მსგავსადვე სამყარო, რომელიც შემოქმედის ძალით შეიცავს უბრწყინვალესსაც და უდარესსაც, დამბადებლის ნებისამებრ ზიარებულია ნივთიერ სულთან (ნივთიერი სულის აღმნიშვნელად ტატიანესთან გვხვდება ასეთი ფრაზა "პნევმა ჰილიკონ", საიდანაც "ჰილიკონ" გახლავთ ნივთიერი, მატერიალური, ხოლო "პნევმა" სული. ლათინურად ეს ფრაზა ასე გამოითქმის "სპირიტუს მატერიალე"). ვინც ცუდმედიდობის გამო არ მოიძაგებს უსაღვთოეს განმარტებებს და გულისყურს მიაპყრობს მას, რაც ჟამითი-ჟამად გაგვიცხადა წერილმა, მაშინ მისთვისაც შესაძლებელი იქნება ცალკეულად შეიმეცნოს ყოველივე და ფრიად ღვთის მოყვარედ გარდაიქმნას. ამასთან დემონები, როგორც თქვენ უწოდებთ მათ (ელინებს მიმართავს) ნივთისაგან არიან შემტკიცებულნი". ეს გახლავთ უაღრესად საყურადღებო სწავლება, რომელსაც ჩვენ შემდეგ, გვიანდელ ავტორებთან კვლავ გავიხსენებთ. დემონთა აგებულება ნივთიერებისგან, ეს იყო აზრი II-III ს-ში ხშირად გამოთქმული მრავალი ღვთისმეტყველის მიერ, რაც თუ ჩვენ არ გავიგეთ გარკვეული კომენტარითა და დაზუსტებით, შეიძლება ცთომილებაში ჩავვარდეთ. როგორც უნდა ვიფიქროთ აქ ტატიანე და სხვა მისი მიმდგომნი და მიმყოლნიც არ გულისხმობენ მატერიალურ აღნაგობას დემონებისას, ისინი გულისხმობენ მატერიისკენ მიდრეკილი ვნებადი სურვილებით მათ შემტკიცებულობას, რომ ვნებების ხორცშესხმა ანუ განსახიერება არიან სწორედ ისინი. და პირდაპირი გაგებით, რომ ნივთისაგან არიან შემტკიცებულნი, რა თქმა უნდა, თავისთავად მცდარი აზრია თუ ჩვენ ამ აზრს აი ამგვარი დაზუსტებით არ მივიღებთ. ტატიანე კი განაგრძობს: "და მიიღეს რა მათ აგრეთვე ნივთისგან სულიც, ავხორცნი და ხარბნი გახდნენ, რომელთაგან ზოგი უფრო ნაკლებ მატერიალური ნივთიერებისკენ მიიქცა, ზოგმა კი უდარესი ირჩია და შეთვისებული ნივთიერების მსგავსად იწყეს მათ ცხოვრება. და თქვენ ელინები ეთაყვანებით იმათ, რომლებიც ნივთისაგან არიან ქმნილნი". აქ უკვე მეორე აზრი შემოდის ტატიანესთან, რომ ყველა ელინური ღმერთი, როგორც კერპში განცხადებული, რა თქმა უნდა, ნივთიერებას უკვე შეერთვის, იმიტომ, რომ ნებისმიერი კერპი ნივთისგან კეთდება და ეს კერპები ელინთა მიერ რაღაც სიმბოლოებად კი არ მოიაზრებოდა, არამედ ნამდვილ ღმერთებად, საკუთარი ნების, მოქმედების და ძალის მქონე არსებებად. აი ამ გაგებით უკვე ჩვენ შეგვიძლია ტატიანეს დავეთანხმოთ, რომ კერპები როგორც დემონური ძალის სხეულებრივად ამამოქმედებელნი, რა თქმა უნდა, ნივთისაგან არიან ქმნილნი. და საყვედური ელინებისადმი ტატიანესგან სწორედ ამ მხრივ არის, რომ ელინები ეთაყვანებიან იმათ, რომლებიც ნივთისაგან არიან ქმნილნი. "ისინი, - განაგრძობს ტატიანე, ავაზაკები, რომლებიც მათივე სიშლეგის მიზეზით ამპარტავნებას მიეცნენ და თავი აიშვეს, თქვენს მიერ ღვთიურ ქმნილებებად შეირაცხნენ. ხოლო ყოველთა უფალმა ნება დართო მათ (აქ ტატიანეს მიერ ღვთიური იკონომიაა გამოკვეთილი) იხორხოცონ, ვიდრე არ დასრულდება და არ დაირღვევა ეს სამყარო, რაჟამს მსაჯული მოვა და ყველა კაცი, ვინც კი დემონთაგან შეურვებული სრული ღმერთის ცოდნას ეწაფებოდა, განკითხვის დღეს ღვაწლთა დარად უფრო უსრულეს თანადგომას მიიღებს ღვთისგან". შემდგომ ტატიანე განავრცობს აზრს სულის შესახებ და მას ყველაფერი განსულიერებულად ესახება, რაც მისი კერძოობითი, მართლმადიდებლობისგან დაშორებული, თვალსაზრისი გახლავთ. შეიძლება ჩვენ ასე ჩავთვალოთ, რომ ტატიანე ძიების პროცესში იყო და ამის ნაყოფი უნდა იყოს ის აზრი, რომლის შესაბამის ციტატასაც ეხლა წავიკითხავთ: "სული არსებობს მნათობთა შორის, სულია ანგელოზებში, მცენარეებში, წყლებში (ეს უკვე აშკარა მითიზებული, არაეკლესიური აზრი გახლავთ), ადამიანებში, ცხოველებში, რომელიც ერთიდაიგივეა ყველგან". მნათობთა შორის სულის არსებობას ეკლესია უარყოფს, მაგრამ მეორე აზრი, რა თქმა უნდა, სწორია, რომ სულია ანგელოზებში. რაც შეეხება იმას, რომ როგორც ტატიანე ამბობს სულია მცენარეებში, ამას სულს არ უწოდებს ეკლესია. მცენარეს აქვს ორი თვისება სიცოცხლისა, როგორც ეკლესიის მამები ამბობენ, ეს გახლავთ საზრდოობითი, ე.ი. საზრდოს მიღების უნარი და ზრდადობითი და ორივე ამ თვისებას ერთობლიობაში ეკლესიის მამები უწოდებენ ცოხლობით ძალას. აი ამ კუთხით თუ მოუხმობს სულს ტატიანე, ჩვენ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ამ ნაწილში ის მართალია, მაგრამ რამდენადაც აქ ჩამონათვალი ისეა გავრცობილი, რომ ეკლესიის მიერ ყოვლად უსულოდ აღიარებულ სხვადასხვა სტიქიონებზეც ავრცელებს ტატიანე სულს, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა ეკლესიურ მოძღვრებასთან აშკარაა. რაც შეეხება ფრაზას "რომელიც ერთიდაიგივეა ყველგან", ეს ე.წ. მსოფლიო სულის შესახებ მოძღვრებაა, რაც პლატონისგან მოდის და ნეოპლატონიზმში, კერძოდ პლოტინთან გვხვდება, და რასაც ეკლესიურ მოძღვრებასთან კავშირი არა აქვს. "თუმცა კი, - ამბობს ტატიანე, ეს ერთიდაიგივე სული თავის თავში შეიცავს ნაირგვარობას", მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ე.წ. დაზუსტება საქმეს ვერ შველის.

მომზადებულია ედიშერ ჭელიძის ლექციების მიხედვით

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►