ინფორმაცია

ოქტომბერი

ოქტომბერი

თვენი

ოქტომბერის თვის წმინდათა ცხოვრება

საიტი: http://www.qwelly.com/group/tveni
ადგილი: თვენი
წევრები: 8
უკანასკნელი აქტიურობა: ოქტომბერი 7

ფორუმი

წმინდა აბრაამი და ლოტი

ავტორი taSha, ოქტომბერი 22, 2018. 0 გამოხმაურება

22 ოქტომბერს (ძვ. სტ. 9 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მამამთავარ აბრაამს და მის ძმისწულს, ლოტს      წმინდა პავლე მოციქული, რწმენის შესახებ საუბრისას, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში სწორედ წმინდა აბრამიის რწმენის მაგალითს მოიყვანს და იტყვის, რომ აბრაამს რწმენა შეერაცხა სიმართლეს. მართალი აბრაამი, ქრისტიანული რელიგიის მამამთავართა შორის ერთ-ერთი უპირველესია და იგი სამი რელიგიის საწყისებთან მოიაზრება - იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის. დაბადების წიგნში მოთხრობილია წმინდა აბრაამის და მისი ძმისწულის, ლოთის (სხვაგან, ლოტის) ისტორიაც. მართალი აბრაამ მამამთავარი და ძმისწული მისი ლოთი ქრისტეს შობამდე ორი ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ. აბრამი, თარას ძე, დაიბადა ქალდეველთა ქვეყანაში, სადაც გავრცელებული იყო კერპთმსახურება. ღმერთმა იგი გამოარჩია ჭეშმარიტ მორწმუნეთა მამად, წინაპრად იმ ერისა, რომლისგანაც უნდა დაბადებულიყო ქრისტე და უთხრა: „გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ და გყო შენ ნათესავად დიდად და…გაგრძელება

ტეგები: მამამთავარი, 22 ოქტომბერი, წმინდათა_ცხოვრება, თვენი, Qwelly

წმინდა იოანე ქოზიბელი

ავტორი taSha, ოქტომბერი 16, 2018. 0 გამოხმაურება

16 ოქტომბერს (ძვ. სტ. 3 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს კესარიელ ეპისკოპოსს, წმინდა იოანე ქოზიბელს      ეგვიპტის ჩრდილოეთში, ქალაქ თებეში, მეექვსე საუკუნეში დაიბადა წმინდა იოანე ქოზიბელი, მოგვიანებით კესარიელი ეპისკოპოსი. სიჭაბუკეშივე პაპასთან ერთად უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. როცა იოანეს წმიდა ცხოვრების ამბავი შეიტყვეს, ნეტარი კესარიის ეპისკოპოსად დაადგინეს. წმიდა იოანე ბრძნულად და სიყვარულით განაგებდა სამწყსოს, წინასწარჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილ-დოებული მღვდელმთავარი შინაგანად ყოველთვის უბრალო ბერად რჩებოდა. მას უწევდა ბრძოლა იმ დროს გავრცელებული ნესტორის ერესის წინააღმდეგ, დაუცხრომლად იღვწოდა მართლმადიდებლური მოძღვრების განსამტკიცებლად და სამწყსოში არსებული მანკიერებების ამოსაფხვრელად. მას, ერთი ცნობით, 536 წლამდე ეპყრა მღვდელმთავრის კათედრა, სხვა ცნობით კი - 587-596 წლებში. ამის შემდეგ განმარტოების ტრფიალმა მამამ ქოზიბის უდაბნოს მიაშურა და აღსასრულამდე აქ მოსაგრეობდა.…გაგრძელება

ტეგები: 16 ოქტომბერი, წმინდათა_ცხოვრება, თვენი, ეპისკოპოსი, Qwelly

წმინდა მოწამე კვირიაკე

ავტორი taSha, ოქტომბერი 12, 2018. 0 გამოხმაურება

12 ოქტომბერს (ძვ. სტ. 29 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა კვირიაკე განდეგილს      ღირსი კვირიაკე განდეგილი კორინთოში დაიბადა საკათედრო ტაძრის ხუცესის, იოანესა და მისი მეუღლის, ევდოქსიას ოჯახში. წმიდანის ბიძამ - კორინთელმა ეპისკოპოსმა პეტრემ იგი წიგნისმკითხველად დაადგინა ეკლესიაში. წმიდა წერილის გამუდმებულმა კითხვამ ნეტარის სულში უფლის სიყვარული და უბიწო, ღვთივსათნო ცხოვრებისაკენ სწრაფვა გააღვივა. წმიდანი ჯერ კიდევ თვრამეტი წლის იყო, როცა ფარულად მიაშურა ნავსადგურს, ხომალდზე ავიდა და იერუსალიმში გაემგზავრა. წმიდა ადგილების მოლოცვის შემდეგ კვირიაკე სიონის მახლობლად მდებარე სავანეს ესტუმრა და რამდენიმე თვე იღუმენ ამბა ევსტორგიოსის მორჩილებაში გაატარა. აქ მან „უმრავლესისა დაყუდებისა სურვილი აღიღო“, იღუმენს კურთხევა გამოსთხოვა და ექვთიმე დიდის (იხსენიება…გაგრძელება

ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, 12 ოქტომბერი, ოქტომბერი, თვენი, განდეგილი

წმინდა ბარუქი, წინასწარმეტყველი

ავტორი taSha, ოქტომბერი 11, 2018. 0 გამოხმაურება

11 ოქტომბერს (ძვ. სტ. 28 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა წინასწარმეტყველ ბარუქს      ისრაელში, იოსიას მეფობის პერიოდში გამოჩნდა სამღრთო წინასწარმეტყველების ნიჭით აღვსილი იერემია (იხსენიება 14 მაისს), რომელის თანამედროვე და თანამგზავრიც იყო წმინდა ბარუქ წინასწარმეტყველი განუყრელი თანამგზავრი, მოწაფე, მეგობარი და მწერალი იყო. მან თავისი მოძღვრის წინასწარმეტყველებების მთელი გრაგნილი ჩაწერა და იერუსალიმის ტაძარში შეკრებილ ხალხს წაუკითხა. წმიდა ბარუქი იერემიასთან ერთად მწარედ გოდებდა ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დანგრევის გამო, მოძღვრავდა და ამხელდა იუდეველებს და მოთმინებით იტანდა მათ სიძულვილსა და დევნას. ნეტარმა საკუთარი თვალებით იხილა იერემიას ჩაქოლვა და მისი წმიდა ცხედარი მიწას მიაბარა. წინასწარმეტყველ…გაგრძელება

ტეგები: 11 ოქტომბერი, წმინდათა_ცხოვრება, წინასწარმეტყველი, თვენი, Qwellyland

წმინდა მახარებელი მარკოზი

ავტორი taSha, ოქტომბერი 10, 2018. 0 გამოხმაურება

10 ოქტომბერს (ძვ. სტ. 27 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მახარებელსა და სამოცდაათაგან მოციქულს, მარკოზს      მაცხოვრის გამორჩეულ სამოცდაათ მოციქულ შორის, ერთ-ერთი იყო წმინდა მოციქული მარკოზი, რომელიც მოგვიანებით საღმრთო წერილის ერთ-ერთი ავტორი გახდა. მარკოზს, იოანესაც უწოდებენ. ლუკა მახარებელი მარკოზს ახსენებს „საქმე მოციქულთაში“ (12, 25; 15, 37-39), პავლე მოციქული კი კოლასელთა (4, 10) და ფილიმონის (1, 23) მიმართ ეპისტოლეებში. წმიდა მოციქული პავლესა და ბარნაბასთან ერთად ქადაგებდა ღვთის სიტყვას და ქალაქ ბიბლის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ნეტარმა ისეთი კადნიერება მოიპოვა უფლის წინაშე, რომ მისი ჩრდილიც კი კურნავდა სნეულებს (მის შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ 8 მაისის საკითხავში).…გაგრძელება

ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwelly, სამოცდაათთაგანი, მახარებელი, თვენი

ღირსი სერგი რადონეჟელი

ავტორი taSha, ოქტომბერი 9, 2018. 0 გამოხმაურება

8 ოქტომბერს (ძვ. სტ. 25 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა სერგი რადონეჟელს.      მეთოთხმეტე საუკუნის უდიდეს მოღვაწეთა შორის იყო წმინდა სერგი რადონეჟელი. ღირსი სერგი რადონეჟელი როსტოვის მახლობლად, სოფელ ვარნიცაში მცხოვრები კეთილმსახური ბოიარების, კირილესა და მარიამის ოჯახში დაიბადა 1314 წლის 3 მაისს. მისი ღვთივრჩეულობა ადრევე გაცხადდა: ჯერ კიდევ შვილის შობამდე საღვთო ლიტურგიის დროს დედამ და მთელმა ერმა ცხადად გაიგონეს ჩვილის სამგზისი წამოძახილი მშობლის საშოში. ახალშობილს ბართლომე დაარქვეს. ყრმამ სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ყველა გააოცა თავისი მარხვით: ოთხშაბათს და პარასკევს დედის რძეს არ ეკარებოდა. ბავშვი არც მაშინ იღებდა დედისგან საკვებს, თუ მას ხორცი ჰქონდა ნაჭამი. როცა ეს შეამჩნია, მარიამმა საერთოდ აღიკვეთა ხორცეულის მიღება. წმიდანი შვიდი წლის იყო, როცა სასწავლებლად მიაბარეს. მას მთელი არსებით სწყუროდა სწავლა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა: შეწუხებული ყრმა დაუცხრომლად ევედრებოდა უფალს, გონება გაეხსნა მისთვის. ერთხელ მამამ ბართლომე ცხენების საძებნელად მინდორში გაგზავნა.…გაგრძელება

ტეგები: 8 ოქტომბერი, წმინდათა_ცხოვრება, რადონეჟელი, თვენი, Qwelly

კომენტარების დაფა

Kakha: ოქტომბერი 5, 2019||8:44am

ცივი ოქტომბერი მოვიდა რაღაც ( 

ლაშა: ოქტომბერი 5, 2019||11:56pm

დავამატებ - კომუნალურად გაუმართავი! 

Kakha: ოქტომბერი 7, 2019||11:32am

ეგ ისეთი რამეა, არ გასწორდება დიდი ხანი (

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ ოქტომბერი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (8)

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სამეფო გვირგვინის მტრედი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2019.
საათი: 10:21pm 1 კომენტარი

      როგორც წესი, ჩემი ბლოგი, ხელოვანებს, შემოქმედებს და მისთანათ ეძღვნება ხოლმე (რა თქმა უნდა, გამონაკლისი პოსტებიც არსებობს). დღეს არ დავარღვევ ამ ტრადიციას და ამჯერად უზენაეს შემოქმედს და…

გაგრძელება

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 5 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

Qwelly World

free counters