სვეტიცხოვლის დღესასწაული უკავშირდება განკაცებული მაცხოვრის ჯვარცმისა და ფსალმუნში გამოხატული წინასწარმეტყველების აღსრულების ეპიზოდს - „განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი!“ - წერს დავით მეფე, წინასწარმეტყველი და მეფსალმუნე. იმ წილისყრას კი მცხეთელი ელიოზი და კარსნელი ლონგინოზი ესწრებოდნენ, რომლებიც, ჯერ კიდევ ნაბუქოდონოსორ მეფისგან დევნილი და მცხეთაში გადმოსახლებული ებრაელების შთამომავალნი იყვნენ და იუდაური რჯულისამბერ, წელიწადში სამჯერ იერუსალიმში აღსვლა ევალებოდათ. მაცხოვარი პასექზე გაეკრო ჯვარს, როგორც ჭეშმარიტი ტარიგი და სწორედ, პასიქის გამო იყვნენ იერუსალიმში ჩასულები ელიოზი და ლონგინოზი. „იუდეველთა მეფის“ ჯვართან, მაცხოვრის ფეხებთან რომაელმა ჯარისკაცებმა მიმოაბნიეს და გაინაწილეს იესოს ტანისამოსი. როცა ჯერი კვართზე მიდგა, ნაკერი ვერ უპოვეს - დედა ღმრთისას ისე მოექსოვა, ერთი ხელის დაკარება და მთელი პერანგი დაიშლებოდა, ამიტომ გადაწყვიტეს კენჭი ეყარათ - თუ ვის შეხვდებოდა. ჯარისკაცების გარდა, წილისყრაში, როგორც ჩანს, ებრაელი მსურველებიც მონაწილეობდნენ. სწორედ, მაშინ ერგოთ მცხეთელ მწირებს უფლის უკერველი კვართი და დედისგან დანაბარები - არ ჰქონოდათ წილი იესოს სისხლის დაღვრაში - პირმართლად აღასრულეს და უფლის კვართიც თავიანთ სამშობლოში, მცხეთაში ჩამოაბრძანეს.
მცხეთაში შემოსულ ელიოზს გზად თავისი და, სიდონია გამოეგება, სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა გეთსემანიის მონასტერი მდებარეობს. გულში ჩაიკრა რა სიდონიამ მაცხოვრის კვართი, მსხვერპლად შესწირა უფალს „სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული“ და ღმერთმაც არა შეურაცხ-ჰყო, მიიღო შესაწირავი და მიიღო სული მართალი სიდონიასი. ასე შეემატა, პირველმოწამე, პირველაღსრულებულ წმინდანებს ქართველი სიდონია. ძმამ, სიდონია კვართთან ერთად დაფლა სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა სვეტიცხოვლის ძელი საკვირველი და ცხოველსმყოფელი აღმართულა.
მრავალი წლის შემდეგ, ღმრთისაგან მოხმობილი, უფლის ნებას დამორჩილებული დედა ნინო, კაბადოკიიდან ფეხით შემოვდა მცხეთაში. ათასი ჭირი და ვაება განვლო მან, მხოლოდ იმისთვის, რომ უფლის უკერველი კვართი და მისი ადგილსამყოფელი ენახა. უფლის განგებამ, ჭეშმარიტების ძიებამ და დაუცხრომელმა სურვილმა, წმინდა ქალწული აბიათარ მღვდელს შეახვედრა, რომელიც სწორედ ელიოზის შთამომავალი იყო. დედა ნინომ, აბიათარისგან შეიტყო კვართის სამყოფელი - იმ ადგილას, იმ ხანად სამეფო ბაღი ერქვა, კერპთაყვანისმცემელი მეფე მირიანის ბაღი.
„შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ“ - თქვა მაცხოვარმა და უკუნისამდე ასე იქნება. სასწაულებრივი დაბრმავების და თვალთა ზე-აღხილვის შემდეგ, მეფე მირიანმა ქრისტიანობა მიიღო. წმინდა ნინომ მისიის ერთი ნაწილი აღასრულა - ერის გაქრისტიანების გზა დაიწყო, რადგან თუკი თავია წმინდა, ადვილი განსაცმენდია დანარჩენი სხეულიც, ხოლო „განბანილსა მას არა უჴმს, გარნა ფერჴნი ხოლო დაბანად, რამეთუ ყოვლად წმიდა არს იგი“. ახლა უფლის კვართის თაყვანისცემის დრო იყო. მეფე მირიანის თანხმობით, დედა ნინომ ტაძრის აგება იმ ადგილას გადაწყვიტა, სადაც წმინდა სიდონიას უფალი ჰყავდა გულში ჩაკრული და ასე განისვენებდა. საფლავზე სასწაულმოქმედი კვიპაროსის ხე ამოსულიყო. როდესაც კვართის სამყოფელის ადგილას ხის ტაძრი აგება დაიწყეს და სამეფო ბაღი მოასუფთავეს, მხოლოდ ამ ხეს ვერ შეეხო ადამიანის ხელი. მუხლმოდრეკით ლოცულობდა სამეფო ბაღში შეკრებილი მცხეთელი მრევლი, ერთობით ლოცვას ხომ დიდი ძალა აქვს, ერთობით სინანულს და ლოცვას მოჰყავდა მსაჯული. ასე იყო ახლაც. ანგელოზი გარდამოვიდა ზეციდან, აღამაღლა კვიპაროსის ხის სვეტი, უკან დააბრუნა, მტკიცედ დადგა და სწორედ იქ აიგო ტაძარი - სვეტიცხოველი, რომელიც ... ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი. ამის შემდეგ, მეფე მირიანმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, საბერძნეთიდან ეპისკოპოსები მოიხმო, რათა ანდრიას დაწყებულ სამოციქულო გზას გაგრძელება ჰქონოდა.
ასე, მცხეთაში, მაცხოვრის კვართის მადლის ქვეშ იშვა საქართველო, როგორც ქრისტეს ერთგული და მიმდევარი, რომელზეც მოგვიანებით წმინდა ილია მართალი იტყვის - ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესათვისო! იშვა საქართველო, როგორც მსოფლიო საქრისტიანოს აღმოსავლეთ ციხესიმაგრე; იშვა საქართველო როგორც კლდე, რომელ კლდესაც ვერ მოერევიან ბჭენი ჯოჯოხეთისანი!
მოგვიანებით, მეფე გიორგის დროს, სვეტიცხოვლის ადგილას წმინდა თორმეტი მოციქულის სახელობის ქვის ტაძარი აიგო. სწორედ, მოციქულთა ხსენების დღეს იზეიმება სვეტიცხოვლობა მეორედ. (იხ. 13 ივლისის საკითხავებში).
ტეგები: 14 ოქტომბერი, Qwellyland, თვენი, ოქტომბერი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
მარტი 4, 2023 6pm_დან მარტი 31, 2023 7pm_მდე – New York City
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა alicesandra_მ.
თარიღი: მარტი 27, 2023.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Das Spiel wird auf Paramount+ gestreamt und wird auch im lokalen Fernsehen in Portland auf FOX 12 PLUS ausgestrahlt Fussball Trikots online kaufen . Nach ihrer Teilnahme an einem Vorbereitungsturnier, bei dem Cheftrainer Mike Norris die Möglichkeit hatte, in drei verschiedenen Spielen mehrere Spieler einzusetzen, ist das Portland-Team nun gut auf die kommende reguläre Saison vorbereitet. Die Siege des Teams gegen Louisville und die USWNT U-23 sowie ihre Niederlage gegen OL Reign haben…
გაგრძელება
გამოაქვეყნა dakunlee_მ.
თარიღი: მარტი 26, 2023.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When Rocket League is taking part with Formula 1 or James Bond, it makes sense because the focal point (as a minimum partly) is on Rocket League Items cars. However, whilst Psyonix pronounces a new partnership with the WWE, you surely have to take a more in-depth appearance.
Sure, with Knockout, we have at the least one mode in Rocket League in which you can grab your warring parties and knock them out of the arena. But I can not think about any more parallels to wrestling. Anyway,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 24, 2023.
საათი: 11:24pm
0 კომენტარი
2 მოწონება
მძიმე კვირის მძიმე დასასრული პოლიტიკურ ველზეც. მძიმე სანიკიძემ ჯერ იყოდა მძიმე გინება გამოუწერა პრემიერს, შემდეგ კი თავადაც არანაკლები გინება და ცემა-ტყეპა იგემა. ასეთია ჩვენი პოლიტიკური ელიტის სახე უმაღლესი ტრიბუნებიდან. დღის მთავარი თემაც ეს იყო - პრემიერის საპარლამენტო გამოსვლა და პასუხებით კინკლაობა, მერე ჩხუბები, მერე საგარე საქმეთა მინისტრების ბლოკები - ჩვენის პარლამენტში და გერმანიისა უმაღლეს შეხვედრებში და ა.შ. დღეს 1 აშშ დოლარის…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 23, 2023.
საათი: 4:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
© 2023 George.
•