12 ოქტომბერს (ძვ. სტ. 29 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ონოფრე გარეჯელს

ონოფრე გარეჯელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ოქტომბერი, ქველი, qwelly, october

      ყოველი მონაგების, ამსოფლიური სიამის და სიმდიდრის დატოვება, არის ერთ-ერთი გზა, რომელსაც ქრისტემდე მივყავართ და ეკლესიის ისტორიაში, მრავალმა წმინდანმა სწორედ ეს გზა აირჩი საცხონებლად. ერთ-ერთი იყო ოთარ მაჭუტაძე, რომელმაც ერისკაცობაზე უარი თქვა, აღიკვეცა და ჩვენ მას ვიცნობთ როგორც ონოფრე გარეჯელს. ის ქართლელი აზნაური იყო. მდიდარი და სახელგანთქმული დიდებული საოცარი სტუმართმოყვარეობით, უცხოთშემწყნარებლობით, მოწყალებითა და გაჭირვებულთა ნუგეშინისცემით გამოირჩეოდა. ოთარს საღვთო შური ჰქონდა მონაზვნობისა, აზნაურის შესამოსლის ქვეშ ძაძა ემოსა და გამუდმებით ევედრებოდა უფალს, მიემადლებინა მისთვის მონაზვნური ცხოვრების ძალა. ერთხელ წმიდანმა თავის მეუღლეს უთხრა: „აწ მნებავს მე უარისყოფა სოფლისა და შედგომა ქრისტესი. ამის პირისათვის ვითხოვ კეთილ მორწმუნეობისაგან შენისა, რათა შენდობა მივიღო თქუენ ყოველთა მიერ და მიტევება ბრალთა ჩემთა ნებსითთა და უნებლიეთთა“. კეთილმოწმუნე ქალმა არ დააბრკოლა მეუღლე, შენდობა მისცა და მშვიდობით განუტევა.

      ცოლთან გამომშვიდობების შემდეგ, ჩავიდა თბილისში, შვილები მოინახულა, დალოცა და გამოეთხოვა. განეშროა შვილებს და მიაშურა გარეჯის მონასტერს, რომლის არქიმანდრიტიც იყო გერმანე, კაცი გულითადი ღმრთისა. წინამძღვარმა სიხაურულით შეიწყნარა მოსული და ძმათა კრებულს აუწყა: „კაცი ესე დიდსა საზომსა მიწევნად არს, რამეთუ აწვე გამოსვლით სოფლით აღუსრულებიეს სიტყვა წმიდისა სახარებისა, რომელსა ბრძანებს უფალი, „რომელმან დაუტეოს სახლი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკი სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს“. იმდენად მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ოთარს მონაზვნობა, რომ სულ მცირე ხნის შემდეგ გერმანემ ბერად აღკვეცა ის, უწოდა მას ონოფრე და ძმათა მწყობრს შერთო. ნეტარი ონოფრე მშვიდი, მდაბალი, მორჩილი და დაუცხრომელი მოღვაწე იყო. იგი ღამის მყუდროებაში მოუკლებლად ლოცულობდა, ცისკრის შემდგომ ხევში ჩადიოდა, სადაც არანაირი ხმაური არ აღწევდა და იქ აგრძელებდა ფსალმუნების კითხვას. საზრდელს - ისიც მხოლოდ წყალსა და პურს - მწუხრის ლოცვის შემდეგ იხმევდა ხოლმე.

      საზღვართან ახლოს მყოფი გარეჯას მონასტერი, არაერთგზის გამხდარა მტრებისა და შემოსევების მსხვერპლი. ერთხელ დავით-გარეჯის მონასტერს ლეკები შემოესივნენ, მოაოხრეს, იავარჰყვეს, რამდენიმე ბერი, მათ შორის მღვდელ-მონაზვნები - მაქსიმე და იოაკიმე, ბერი ონოფრე, და კიდევ ოთხი კერძოდიაკონი, ტყვედ წაიყვანეს. მოკვლა უნდოდათ, მაგრამ სახიერმა უფალმა დაიცვა იგი. ყოვლადმოწყალე ღვთის განგებულებით ბერები გაათავისუფლეს და მონასტერში დააბრუნეს. ლეკთა შემოსევებისგან მონასტერი ძალზე გაღარიბდა. ერთხელ არქმიანდრიტმა მოუწოდა ღირს ონოფრეს და უთხრა, „სიყვარულისათჳს ძმათასა, წარვედ ქუეყანად ქართლისა და იღვაწე საზრდო, რათა მიიღო გვირგვინი უოხჭნო მორჩილებისა და მეცა წარვიდე სხვით კერძო და რაოდენ ძალ მედვას, მოვირეწო“.

      ღირს ონოფრეს ეძნელებოდა მონასტრიდან გასვლა, მაგრამ წინამძღვრის ბრძანებას დაემორჩილა და ერთ დროს ქართლის უპირველესმა აზნაურმა კარდაკარ სიარული დაიწყო წყალობის სათხოვნელად. „ნამდვილვე ესე მიიტაცებს სასუფეველსა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა“, - ამბობდნენ მისი ნაცნობები. ცხინვალს მიახლოებული ღირსი მამის ყურადღება მიიპყრო მშფოთვარე ბრბომ: ვიღაც ჭაბუკი ეშმაკეულ ქმნილიყო და ურიებთან მიჰყავდათ, რომ მიზეზი შეეტყოთ. ღირსმა ონოფრემ ლმობიერად უთხრა შეკრებილებს: „შვილნო, არა არს საქმე ეგე ყოვლადვე წესი ქრისტეანთა, არამედ მომგვარეთ მე იგი აქა“. ავადმყოფის დედა ფეხებში ჩაუვარდა წმიდანს და შემწეობა სთხოვა. ონოფრემ წამოაყენა დედაკაცი და ანუგეშა: „მაქვს მე აქა წმიდის დავითის გარეჯელის საფლავისაგან მტვერი ევლოგიად“, წყალში გაურია წმიდანის საფლავიდან აღებული მიწა, ბოროტისაგან გვემულ ჭაბუკს დაალევინა და ავადმყოფიც განიკურნა.

      ერთხელ მონასტერში მივიდა ვიღაც არაბი, რომელსაც ცალი თვალი დაზიანებული ჰქონდა და რადგან არაბული ენა ონოფრეს გარდა არავინ იცოდა, მას გამოელაპარაკა. ღირსმა ონოფრემ წმიდა დავით გარეჯელის წყაროს წყლით მობანა მას სნეული თვალი. ორიოდე დღის შემდეგ მონასტერში მობრუნებულმა განკურნებულმა არაბმა მადლობა შესწირა უფალს და ღირს ონოფრეს.

      ღირს ონოფრეს დიდი სქემით შემოსვა სურდა. მონასტრის არქიმანდრიტი ყოყმანობდა, მაგრამ ოცდაათდღიანი ლოცვისა და მარხვის შემდეგ უფალმა მას გამოუცხადა, რომ ონოფრე ღირსი იყო ამისა.

      სქემით შემოსვის შემდეგ ღირსმა ონოფრემ მდუმარების ღვაწლი იტვირთა, დღენიადაგ ფსალმუნებს კითხულობდა და დაგლეჯილ ჭილოფზე ეძინა, შიშველ ტანზე რკინის ჯაჭვი ემოსა; სენაკიდან მხოდოდ წირვა-ლოცვის დროს გამოდიოდა.

      ბოლოს ნეტარი ონოფრე ისე დასნეულდა, რომ ფეხზე დგომა არ შეეძლო. ძმები ევედრებოდნენ მას, საწოლში ჩაწოლილიყო და თავი სასთუმალზე დაედო. მაშინ ნეტარმა პირველად აღაღო პირი და თქვა: „აღთქმა მიქმნიეს, რათა იყოს აღსასრული ჩემი ჭილსა ამას ზედა“.

      ღირსი ონოფრე მადლიერებით ითმენდა სნეულებას, ხელიდან ფსკვნილს არ იშორებდა და განუწყვეტლივ იმეორებდა იესოს ლოცვას. მასთან მიდიოდნენ თაყვანისსაცემად, მაგრამ თავმდაბალი ბერი მნახეველებს სთხოვდა: „მიბოძეთ ფესვი სამოსლისა თქუენისა, რათა ამბორს-უყო და ფერჴნი თქუენნი მომეცით, რათა დაგბანოთ ცრემლითა“.

      ღირსმა ონოფრემ წინასწარ იგრძნო სიკვდილის მოახლოება, თავის მოძღვარს, მაქსიმეს მოუწოდა და ზიარება ითხოვა. წმიდა ზიარების მიღების შემდეგ ონოფრემ გონება დაკარგა. არქიმანდრიტის ლოცვა-კურთხევით ძმებმა სულთმბრძოლის ლოცვის კითხვა დაიწყეს. ღირსი მამის გონება „აღტაცებული იყო და შექცეულ მაღალთა ხედვათა მიმართ“.

      ნათლისღების დღესასწაულზე, ლიტურგიის შემდეგ, წმიდანს მართალთა ძილით მიეძინა. წმიდა ონოფრეს ნეშტი დაკრძალეს წმიდა დავით გარეჯელის საფლავის სამხრეთით, საკურთხევლის სარკმელთან.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 12 ოქტომბერი, Qwellyland, გარეჯი, თვენი, ოქტომბერი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 473

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters