8 ოქტომბერს (ძვ. სტ. 25 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ევფროსინე ალექსანდრიელს.

ევფროსინე ალექსანდრიელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ოქტომბერი, ქველი, qwelly, october

      მეხუთე საუკუნის დასაწყისში, ალექსანდრიაში დაიბადა ღირსი ევფროსინე (შემდეგში, ნეტარი ევფროსინე ალექსანდრიელი). იგი დიდგვაროვანი და მდიდარი მშობლების ერთადერთი ასული იყო. ქალწულს დედა ადრე გარდაეცვალა და მისი აღზრდის მთელი სიმძიმე მამას - პაფნუტის დააწვა. ღრმადმორწმუნე, კეთილმსახური ქრისტიანი - პაფნუტი ხშირად დადიოდა ხოლმე მონასტერში და სულიერებაში მეტად წარმატებულ მის იღუმენს რჩევა-დარიგებებს ეკითხებოდა. როცა ევფროსინეს თვრამეტი წელი შეუსრულდა, მამამ მისი გათხოვება გადაწყვიტა და კვლავ სავანეს მიაშურა, რომ წმიდა ბერისგან კურთხევა ეთხოვა ასულის ქორწინებაზე. წინასწარცნობის მადლით დაჯილდოებული მოსაგრე გაესაუბრა ევფროსინეს და ასე დალოცა: „ღმერთმან უმჯობესი სულისა შენისაჲ ყავნ, შვილო, და შიშისა მისისა მიმართ განგამტკიცენ და ღირს-გყვენ განმზადებულთა კეთილთა სათნოთა მისთათჳს“. ქალწულმა ღვთის განგებულებით უდაბნოდან ალექსანდრიაში ჩასული ერთი ბერის მიერ ფარულად შეიმოსა მონაზვნური სქიმა, მაგრამ შიშობდა, რომ დედათა მონასტერში მამა მიაგნებდა, ამიტომ ბერ იზმარაგდის სახელით მამათა სავანეს მიაშურა. იღუმენმა ახალმოსული „საღმრთოთა შინა ბრძენ“ და უვნებლობას მიწევნულ მამა აღაპის მორჩილებაში განაწესა. მოძღვარმა ევფროსინეს უბრძანა, სენაკში დაყუდებით ეღვაწა. მასთან მისვლის ნება მხოლოდ მამა აღაპის ჰქონდა. წმიდანი კიდევ უფრო ფიცხელ ღვაწლს შეუდგა: „შრომათა შრომანი და მარხვასა მარხვაჲ და პირველთა მღჳძარებათა უმეტესნი მღჳძარებანი დასძინნა“.

      პაფნუტი დიდი მწუხარებით, დიდხანს თუმცა ამაოდე ეძებდა შვილს. მწუხარებით შეპყრობილმა, მოუხშირა მონასტერში სიარულს. აქ იგი იღუმენთან და ბერებთან საუბარში პოულობდა ნუგეშს. წმიდანმა საიდუმლო მშობელს მხოლოდ მიცვალების წინ გაუმჟღავნა. წმიდა დედა პატივით დაფლეს მამათა სასაფლაოზე. მის სენაკში კი დამკვიდრდა მამამისი - პაფნუტი, რომელმაც მთელი ქონება გლახაკებსა და ეკლესიებს დაურიგა და დიდხანს მოსაგრეობდა საცხოვნებელი მადლის მოსაგებად.

      წმინდა ევფროსინე იხსენიება ასევე 28 თებერვალს მამასთან - წმიდა პაფნუტისთან ერთად.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 8 ოქტომბერი, VideoQwelly, თვენი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 87

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სამეფო გვირგვინის მტრედი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2019.
საათი: 10:21pm 1 კომენტარი

      როგორც წესი, ჩემი ბლოგი, ხელოვანებს, შემოქმედებს და მისთანათ ეძღვნება ხოლმე (რა თქმა უნდა, გამონაკლისი პოსტებიც არსებობს). დღეს არ დავარღვევ ამ ტრადიციას და ამჯერად უზენაეს შემოქმედს და…

გაგრძელება

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 5 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

Qwelly World

free counters