17 ნოემბერს (ძვ. 4 ნოემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა იოანიკე დიდს

იოანიკე დიდი, ioanike didi, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ნოემბერი, ქველი, qwelly, november

      ბინთვისის სოფელ მარიკატში დაიბადა ღირსი იოანიკე დიდი, 752 წელს. იოანიკეს მშობლებმა უკიდურესი სიღარიბის გამო ვერ შეძლებს რომ იოანიკეს განათლება მიეღო. იგი ბავშვობიდანვე იძულებული იყო ნახირი ემწყემსა, რომელიც მათი ოჯახის მთელ ავლა-დიდებას შეადგენდა. იგი ხშირად ჯვარს გადასახავდა ხოლმე საქონელს და განკრძალულ ადგილას განმარტოებული მთელი დღე ლოცულობდა. ამ დროს ნახირს არც მხეცი ეკარებოდა და არც მპარავი.

      იმპერატორ ლეონ IV-ის (775-780) ბრძანებით, სოფლებსა და ქალაქებში დაგნზავნილი იყვნენ ელჩები, რომლებიც ჯარისთვის ახალგაზრდებს არჩევდნენ. იოანიკეც მათ სიაში მოყვა და ჩირიცხა იმპერატორის ჯარში. მტრები ახოვანი მხედრის შიშით ძრწოდნენ, თანამოსაგრეებს კი გულწრფელად უყვარდათ იგი სიმშვიდისა და სიმდაბლის გამო. ამ ხანებში წმიდანი მკრეხელური ქადაგების გავლენით წმიდა ხატებისა და მათი თაყვანისმცემლების წინააღმდეგ აღმდგარ ხატმბრძოლ მწვალებლებს მიემხრო.

      ერტხელ როდესაც ის ოლიმპოს მთიდან უკან ბრუნდებოდა მას უცნობმა ბერმა სახელით უხმო: "შვილო იოანიკე, როგორ შეგიძლია ქრისტიანად იწოდებოდე და ქრისტე მაცხოვრის გამოსახულებები გძულდეს?" იოანიკე მიხვდა თავის შეცდომას და მას მერე გახდა სარწმუნოების დამცველი. წმიდანმა ექვსი წელი იმსახურა არმიაში, ზემდგომებმა და თავად იმპერატორმაც მისი მხედრული დამსახურება არაერთი ჯილდოთი აღნიშნეს, მაგრამ მისი სული ამქვეყნიურ პატივს ვერ ჰგუობდა - სულ სხვა სარბიელს ითხოვდა და უფალმაც თავისი მსახურებისკენ მოუწოდა.

      24 წლის იყო იოანიკე როცა გადაწყვიტა უდაბნოში დამკვიდრება მაგრამ ერთმა მოსაგრემ მას უთხრა რომ ჯერ გევლო მონასტრული სკოლა. წმინდანი დაეუფლა წერა კითხვას ისწავლა დავითის 30 ფსალმუნი ზეპირა და ამის შემდეგ დამკვიდრდა უდაბნოში. აქ ნეტარი საკუთარი ხელით გათხრილ მიწურში ცხოვრობდა. ვინმე მწყემსს თვეში მხოლოდ ერთხელ მიჰქონდა მასთან ცოტაოდენი პური და წყალი. უფლის რჩეული დღე და ღამ ლოცულობდა და ფსალმუნებს გალობდა; ყოველი ფსალმუნის შემდეგ აღავლენდა ლოცვას, რომელიც ოდნავი სახეცვლილებით დღემდე შემოინახა ეკლესიამ: "სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელ ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა" მას შემდეგ, რაც იოანიკე შემთხვევით გადაეყარა თავის ყოფილ თანამებრძოლებს, მან დატოვა უდაბნო და კონტურიის მთებს მიაშურა. აქ უამრავი მხეცი და ქვეწარმავალი ბუდობდა, მაგრამ, ღვთის შეწევნით, წმიდანს ისინი არაფერს ვნებდნენ. ერთხელ, ზამთრის პირს, იოანიკე მაღლა, მთებში ღრმა გამოქვაბულს გადააწყდა და შიგ შევიდა. სიბნელეში მან რაღაც მანათობელი შენიშნა, მიუახლოვდა და დაინახა მიწაზე გაწოლილი უზარმაზარი გველი, რომელსაც თვალები გავარვარებული მუგუზლებივით უელავდა. წმიდა იოანიკე არ შეუშინდა ქვეწარმავალს, მღვიმის მარჯვენა მხარეს მიიდრიკა და მთელი ზამთარი აქ გაატარა, გველის სიახლოვეს.

      იოანიკე 12 წლის მოსაგრეობის შემდეგ აღიკვეცა ბერად. სამი წელი მან სრულ დაყუდებაში გაატარა და ამის შემდეგ ქალკედონიაში გაემგზავრა დიდ მმარხველ გიორგისთან ერთად სადაც თანაცხოვრობით სამი წელი დაჰყვეს. ამ ხნის მანძილზე ღირსმა იოანიკემ მთელი ფსალმუნი ზეპირად შეისწავლა. ღრმად მოხუცებული წმიდანი ბოლოს ანტიდიევის სავანეში დამკვიდრდა და სიცოცხლის ბოლომდე დაყუდებაში იმყოფებოდა.

      მოღვაწეობის სამოცდაათი წლის მანძილზე ღირსმა იოანიკემ სულიერი სრულყოფის მაღალ საფეხურს მიაღწია. წმიდანის მოწაფის, პახუმის მოწმობით, მან წინასწარცნობის მადლი მოიგო. ნეტარი იანიკე ლოცვის დროს ჰაერში მაღლდებოდა. ნეტარმა ერთხელ ადიდებული მდინარე პეხით გადაიარა. მას შეეძლო ადამინისათვი უხილავი გამხდარიყო და სხვებიც გაეხადა მასთან ერთათ. ექმნა: ასე მაგალითად, ერთხელ პყრობილი ბერძნები მრავალრიცხოვანი მცველების თვალწინ გამოიყვანა სატუსაღოდან. შხამი და ცეცხლი, რომლითაც მოშურნეები წმიდანთან ანგარიშის გასწორებას ცდილობდნენ, მას ვერაფერს ვნებდა. ცნობილია, რომ უფლის რჩეულმა კუნძული თასოსი ურიცხვი გველისგან გაათავისუფლა.

      იოანიკემ წინასწარ განსჭვრითა თავისი გარდაცვალება, ერთი ცნობით - ოთხმოცდათოთხმეტი, სხვა წყაროს მოწმობით კი - ასთხუთმეტი წლის ასაკში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 17 ნოემბერი, Qwelly, თვენი, ნოემბერი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 184

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2019.
საათი: 2:36pm 1 კომენტარი

                                                            აუტანელი ადამი

    ადამი სულ მთლად…

გაგრძელება

შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2019.
საათი: 9:43pm 0 კომენტარი

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების…

გაგრძელება

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters