მცხეთა - ქართველთა იერუსალიმი

      "ზედაზნის ძირში, მთების შუაგულში ჩამჯდარა მცხეთა – ივერიის თვალი პატიოსანი. ძველი დიდების ცოცხალ მოწმეებად დასცქერიან ჯვარი, არმაზი და ციხე კოშკების ხავსიანი კედლები... ყოველი მტკაველი მიწისა წმიდაა აქ...", - ასე მოიხსენიებენ საქართველოს უძველეს სატახტო ქალაქს, რომლის წიაღში იერუსალიმიდან ჩამობრძანებული, ზეცით ქსოვილი ქრისტეს უკერველი კვართია დაბრძანებული.

მცხეთა, ზედაზენი, ხედი ზედაზნიდა, ქველი, ფოტო, ქველიგრაფი, ფოტოგრაფი, qwellygraphy, photography, zedazeni, mcxeta, mtskheta
მცხეთა, ხედი ზედაზნიდან, (წყარო)

      მცხეთა ქრისტეს შობიდან პირველივე საუკუნეებში იყო დაკავშირებული იერუსალიმთან. ჯერ კიდევ უფლის ჯვარცმამდე იცოდნენ მცხეთაში იესო ქრისტეს არსებობის და მისი სასწაულების შესახებ. "და ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესო, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად... ხოლო კუართი იგი, რომელი იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად, თქუეს უკუე ურთიერთას: "არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, ვისაცა იყოს." (იოანე, 19. 23-25). ასე წერია იოანეს სახარებაში. ქართლის ცხოვრება გვამცნობს იმის შესახებ თუ წილის ყრის შემდეგ რა ბედი ეწია უფლის უკერველ კვართს. ქრისტეს ჯვარცმასაც ხომ მცხეთელი ებრაელები – ლონგინოზ კარსნელი და ელიოზ მცხეთელი ესწრებოდნენ. სწორედ მათ ჩამოაბრძანეს ქრისტიანობის მთავარი სიწმინდე - უფლის კვართი, რომელმაც ქართველი ერი ღირსყო ქრისტიანული მოძღვრების ზიარებას, წმიდა მიწა იერუსალიმი აქცია იმ ნათელ წერტილად, საიდანაც რწმენის პირველი ნაკადი წამოვიდა ქრისტიანობის გავრცელების მიჯნაზე.

      მცხეთას ქართველთა იერუსალიმსაც უწოდებენ. ეს უპირველესად საქართველოს ეკლესიის წარმომავლობასა და იერუსალიმური ტიპიკონის განხორციელებას მოიაზრებს.

      ჩვენამდე მოღწეული საბუთებით, ქართულ ეკლესიას "მცხეთის სამოციქულო ეკლესია" ანდა სიმარტივისთვის ზოგჯერ "სვეტიცხოვლის სამოციქულო ეკლესიაც" ეწოდებოდა. საქართველოს ეკლესიის წარმოშობის საკითხი დღემდე აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ერთნი ქართული ეკლესიის საწყისებს საბერძნეთში ხედავენ, სხვანი პალესტინაში, მაგრამ ფაქტი ერთია ქართლში ქრისტიანობა სწორედ იერუსალიმიდან შემოვიდა. ქართველთა განმანათლებელი წმიდა ნინო ხომ იერუსალიმში აღიზარდა და იქიდან გამოემართა საქართველოსკენ.

      წმიდა მიწისადმი უდიდეს ერთგულებას და მზრუნველობას იჩენდნენ პირველი ქართველი ქრისტიანი მეფეები, რისი დასტურიცაა მემატიანეთა მიერ გადმოცემული ამბავი, ვახტანგ მეფის იერუსალიმში მოგზაურობის შესახებ და ამასთან დაკავშირებული ისტორია უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილის საქართველოში ჩამოტანისა. ესეც ხომ უტყუარია:

"იერუსალიმს შევდიოდით გაშლილ დროშებით,
ქრისტეს საფლავის ვფლობდით წმიდა კლიტე-გასაღებს"

      VI ს-ის ბოლოს იერუსალიმის საპატრიარქოს სამჯავროზე წარდგენილი კათალიკოსი კირიონი პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოში ქრისტიანობა იერუსალიმიდანაა დანერგილი – შეთვისებულიო.

      ჩვენი ქვეყნის და იერუსალიმის ეკლესიების გენეტიკურ სიახლოვეზე შემდეგი ფაქტებიც მეტყველებენ:

  1. სისხლიანი მსხვერპლშეწირვის წესი, რომელიც ძველი აღთქმისეულია, ებრაული ტრადიციების ერთგვარი გადმონაშთია;
  2. საქართველოში საყოველთაოდაა გავრცელებული თითქმის ყველა ძველაღთქმისეული სახელები როგორც მამაკაცთა, ასევე დედაკაცთა.
  3. წმიდა მირონს საქართველოს ეკლესია IX ს-ის შუა წლებამდე იერუსალიმიდან იღებდა. (აი, IX საუკუნის ბოლოს კი, აწყურის ეპისკოპოსის ეფრემის ძალისხმევით მირონს უკვე საქართველოში ამზადებდნენ და "ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვოდა და ლოცვაჲ ყოველი აღესრულებოდა!")
  4. ლიტურგიკული მსგავსებანი, კერძოდ, "თთუენის" იერუსალიმური ტიპი, X საუკუნემდე არსებობდა საქართველოში.

      და, რაც მთავარია, ძველი ქართული ეკლესია, თავისი სულიერების გულში - მცხეთასა მის შემოგარენში - იმეორებს იერუსალიმის დედა ეკლესიას. ბეთლემი, ბეთანია, გეთსამანია, თაბორის მთა, გოლგოთა - ეს იმ ადგილთა სახელებია, რომელთაც იესო ქრისტეს ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინეს და რომლებიც ტოპოგრაფიული სიზუსტითაა განმეორებული მცხეთაში.

      მცხეთა - ქართველთა იერუსალიმი - მტკვრისა და არაგვის შესართავთანაა განლაგებული. იქვე, მტკვრის სანაპიროზე, სადაც ოდითგან ინათლებოდნენ ქართველნი, იყო მღვიმე, რომელიც ბეთლემის სახელს ატარებდა.

ბეთლემის გამოქვაბული, mcxeta, betlebi, gamoqvabuli, qwelly, photos
ბეთლემის გამოქვაბული, (წყარო)

      მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ზუსტათ მცხეთის პირდაპირ აღმართულია მთა თაბორი, სადაც ფერისცვალების ტაძარი იდგა.

      მცხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე კილომეტრ მანძილზე მდებარეობს ბეთანია.

      ქართველებს შექმნილი ჰქონდათ ყველა ის წმიდა, სათაყვანებელი ადგილი, რომელიც დაკავშირებული იყო ვნების შვიდეულში მომხდარ მოვლენებთან.

      არაგვის მარცხენა სანაპიროზე, მცხეთის მოპირდაპირე მთაზე აღმართულია მაღალი მთა - გოლგოთა. რომლის მცხეთისკენ მომართული ფერდობი გეთსამანიად იწოდება.

მცხეთის გოლგოთა, მცხეთის ჯვარი, golgota, jvari, mcxeta, qwelly, qwellygraphy, photography მცხეთის გოლგოთა, (წყარო)

      იოანეს სახარების მიხედვით, იესო ქრისტე გამოვიდა იერუსალიმიდან მოწაფეებთან ერთად კედრონის ხევის გაღმა, სადაც იყო გეთსამანიის ბაღი. მცხეთასაც აქვს თავისი "კედრონის ხევი" - მდინარე არაგვის ხეობა, რომელიც ჩრდილო-დასავლეთით უვლის მცხეთას.

      როგორც ჩანს, გეთსამანია მდინარე არაგვის ორივე მხარეს იყო განლაგებული, ვინაიდან თავად მცხეთაშიც არსებობს გეთსამანიის ცნობილი ადგილი. სწორედ მცხეთის გესამანიაზე უნდა მივაპყროთ თქვენი ყურადღება.

გეთსემანია


გეთსემანიის ტაძარი, ჩრდილოეთი ფასადი

      უძველესი ისტორიული წყაროების მიხედვით, მცხეთას სამი კარი ჰქონდა. ერთ-ერთი მცხეთის დასავლეთ კარიბჭეა. კარიბჭის სიახლოვეს, მტკვრის ნაპირას მცხეთელი ჰურიების ველზე, იყო მცირე სამლოცველო - ბაგინი. იქვე ცხოვრობდა უფლის კვართის მცხეთაში ჩამომტანი - ელიოზი.

      ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით ელიოზს თავისი და, სიდონია სწორედ დღევანდელი გეთსამანიის ტაძრის ადგილას შეგებებია და ქრისტეს გულმხურვალედ მომლოდინეს გულში ჩაუკრავს უფლის კვართი და ისე გარდაცვლილა.

      "მოქცევაჲ ქართლისაჲ" მოგვითხრობს: "ხოლო სახლი ელიოზისი იყო ქალაქსა შინა დასავლითსა, იყო კარსა მოგუეთისასა, მტკვარსა ზედა და იყო მცირე ბაგინ - სამარხვოჲ, რომელსა ზედა აღჰმართნა წმიდამან ნინომ ჯვარი ქრისტესი... და ფრიად დიდებული იყო ადგილი იგი დღეთა ჩუენთა, რამეთუ დგა იგი ველსა თვინიერ ნაშენებსა..." ამ წყაროს მიხედვით, ებრაელთა ბაგინთან, "მოგვთას"-ს მომიჯნავედ წმიდა ნინოს ჯვარი აღუმართავს, შემდეგ ქალაქ იერუსალიმის გეთსამანიის ბაღის ანალოგიურად – მცხეთის ამ დასავლეთ ნაწილს გეთსამანია ეწოდა. მაგრამ ამის მიუხედავად, წმიდა ნინოს გარდაცვალების შემდგომაც, კარგა ხნის განმავლობაში, თითქმის V საუკუნის 30-იან წლებამდე, "მოგვთა" ჩვეული ძალით ფუნქციონირებდა. და - "მოგუნი მოგუეთას მოგობდეს ცეცხლისა მსახურებისა ზედა"-ო. მცხეთაში ჩაგდებულმა ქრისტიანობის მარცვალმა ნაყოფი გამოიღო და ცეცხლის თაყვანისცემის ადგილას აიგო ქრისტიანული ტაძარი, რომელიც XVII საუკუნემდე იდგა, ვიდრე შაჰ-აბასმა არ იავარ-ჰყო და გადაწვა იგი.

      მცხეთის გეთსამანიის შესახებ ძალზედ მწირი ცნობებია დაცული საცნობარო ლიტერატურაში.

      ა. ნატორვის 1900 წლის გამოცემაში "მცხეთა და მისი ტაძარი სვეტიცხოველი" ვკითხულობთ: "შაჰ-აბასმა, ისევე როგორც თემურ-ლენგმა, დააქცია და დაანგრია მცხეთის ტაძარი სვეტიცხოველი, მხოლოდ ცხოველსმყოფელ სვეტთან შეხება ვერ გაბედა. ამავე დროს დაინგრა მცხეთის გეთსამანიის ტაძარი, რომლისგანაც მხოლოდ კედლებიღაა შემორჩენილი. ტაძარი მტკვრის მარცხენა სანაპიროზეა – მცხეთის რკინიგზის სადგურსა და სვეტიცხოველს შორის". ხოლო მცხეთის მუზეუმის ფონდების სააღრიცხვო ბარათი გვამცნობს: "ამ ტაძარს ადრე ქრისტეს ჯვარს უწოდებდნენ, ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ კედლის ნაწილი, რომელშიც საკმაოდ დიდი ფანჯარაა გაჭრილი. სარკმლის ხელმარცხნივ პატარა ნიშია.

გეთსემანიის ტაძარი და ეზო
გეთსემანიის ტაძარი და ეზო

      2004 წელს შედგენილ მცირე ისტორიულ ცნობებში ვკითხულობთ:

      "გეთსამანიის ნანგრევები მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ქ. მცხეთის დასაწყისში, თბილისი-მცხეთის სამანქანო გზის მარცხენა მხარეს, გზისპირა შემაღლებაზე. იგი საშუალო ზომის დარბაზული ეკლესია უნდა ყოფილიყო. შემორჩენილია მხოლოდ კონქის გარეშე დარჩენილი ნახევარწრიული აბსიდა. ნაგებობის შიგნით და გარეთ მიწის დონე აწეულია და ფარავს ეკლესიის გრძივი კედლების ნაშთებს. გაირჩევა მხოლოდ შესასვლელის წირთხლები სამხრეთი ფასადის ცენტრში. ეკლესიის ირგვლივ გვიანი შუა საუკუნეების საფლავის ქვებია. აბსიდის შემორჩენილი კედლები, შიგნით და გარეთ, შემოსილია უხეში გათლილი ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებით. ქვის პერანგებს შორის არე შევსებულია ქვა-ღორღიანი კირხსნარით. ფასადის ქვედა ნაწილში გაირჩევა განსხვავებული ხასიათის წყობა, რომელიც მიწით არის დაფარული.

      აბსიდის ცენტრში დატანებულია მოზრდილი თაღოვანი სარკმელი, ჩრდილო ნაწილში კი - მართკურთხა ნიშა. შემორჩენილია მხოლოდ აბსიდის სამხრეთი მხარე, ჩრდიოეთის მოპირდაპირე არე მორღვეულია.

      ეკლესია ძეგლთა აღწერილობის V ტომში დათარიღებულია შუა საუკუნეებით. ეს თარიღი საეჭვო უნდა იყოს, რადგან ნაგებობის შემორჩენილი ნაწილების ზოგი სტილისტური ნიშა უფორ გვიან ეპოქაზე უნდა მიუთითებდეს. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ აქ აღმოჩნდეს ამჟამად მიწით დაფარული ადრეული სამშენებლო ფენები.

      აშკარაა, რომ საუკუნეების განმავლობაში სული ვეღარ მოითქვა ნატაძრალმა და ჩვენს დრომდე მცირე ცალნავიანი ეკლესიის ნაშთებიღა იყო შემორჩენილი.

      მცხეთის წმინდა ათორმეტმოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის, ადრე გიმნაზიის დირექტორის - არქიმანდრიტ ილია ნასიძის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მსახურების პერიოდში (2002-03წწ.) გაჩნდა სურვილი, რომ ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ სკოლას ეთავა ამ ტაძრის აღდგენა (ისევე როგორც, ჩვენი საუკუნის დასაწყისში, მცხეთის ანტიოქიის ეკლესია იქნა აღდგენილი).


გეთსემანიის მონასტრის კელიები

      2004 წელს, უწმინდესასა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწყო გეთსამანიის ტაძრის ჯერ არქეოლოგიურ-კვლევითი, ხოლო შემდგომ კი აღდგენითი სამუშაოები. 2007 წლის აპრილის ერთ წვიმიან დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, მცხეთის ათორმეტ მოციქულთა სახელობის გიმნაზიას ეწვია, მანამდე კი გეთსამანია დაათვალიერა. მოიწონა დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოები, დალოცა და აკურთხა ტაძრის აღდგენაში მონაწილე ადამიანები. ერთ წელს შენდებოდა და პირვანდელ სახეს იბრუნებდა უძველესი ტაძარი. ნანგრევებად შემორჩენილი, კონქმორღვეული, ნახევარწრიული აბსიდა ახლა ტაძრის საკურთხევლის კედელია. მშენებლებმა ნიჩბისის (სოფ. მცხეთის რნ-ში) თლილ ქვასთან ერთად ტაძრის ირგვლივ მიმოფანტული ქვებიც გამოიყენეს. ძველს ახალი შეერწყა და ტაძარმაც დასრულებული სახე მიიღო. შემოევლო გალავანი ნატეხი ქვიშაქვით დაიგო ფილაქანი. გაკეთდა ცენტრალური გზიდან ასასვლელი საფეხურები. მიმდებარე ფერდობზე აიგო კელიები მამათა მონასტრისათვის. აშენდა სამრეკლო, რომლის პირველი სართული საეკლესიო ნივთებს დაეთმო. 2007 წელს იკურთხა ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის სახელზე. ამჟამად მოქმედი ეკლესიაა.


ღმრთისმშობლის ფრესკა საკურთხევლის თავზე

      გარდა იმისა რომ ტაძარი მოხატულია, მისი ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე იერუსალიმის ღვისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლია, რომელიც გეთსამანიის ეკლესიის სახელზე დაიწერა. სანამ ხატი გეთსამანიის ტაძარში დაიდებდა ბინას იგი იერუსალიმში ჩააბრძანა ქართველ პილიგრიმთა ჯგუფმა, მიტროპოლიტ გერასიმე შარაშენიძე და არქიმანდრიტ ილია ნასიძესთან ერთად. ხატი დაბრძანებული იყო ღვთისმშობლის და მაცხოვრის საფლავებზე. მოძღვრები მომლოცველებთან ერთად აღავლენდნენ წმიდა მიწაზე პარაკლისებს და უფალს ავედრებდნენ ქართველ ერს და სრულიად საქართველოს. სამშობლოში ჩამობრძანებულმა ღმრთისმშობლის ხატმა, თბილისიდან საზეიმო მსვლელობით, გეთსამანიის ღვთისმშობლისვე სახელობის ტაძარში დაიდო ბინა.

გეთსემანიის ღმრთისმშობლის ხატი, გეთსემანიის ღმრთისმშობელი, გეთსამანია, გეთსემანია, getsemaniis gmrtismshobeli, getsamaniis gmrtismshobeli, xati, qwelly, mtskheta
გეთსემანიის ღმრთისმშობლის ხატი

      გეთსამანიის ტაძარში ხშირად ნახავთ მცხეთის მართლმადიდებლური გიმნაზიის მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს. ისინი გალობენ, მსახურებენ, მზრუნველი თვალით დასტრიალებენ ტაძარს და მის შემოგარენს. უვლიან, უფრთხილდებიან, ეძვირფასებათ აქაურობა. სხვა კეთილმორწმუნე ადამიანებთან ერთად ხომ მათი წვლილიც არის მცხეთა-თბილისის ეპარქიას რომ კიდევ ერთი უძველესი ტაძარი დაუბრუნდა.

      აქ აღვლენილი წირვა-ლოცვის მადლი ეწეოდეს ჩვენს ქვეყანას. ამინ!

ადიდე, შენ ქრისტე ქართლი,
სამითა დიდებითა
კვართითა მით შენითა,
ფერხთა შენთა სამსჭვალითა,
ქვეყანაი დავიწყებული,
სპარსთა დაბნელებული
კვალად მოხსენებული,
ღმრთისა შეწყნარებული,
ნინოჲს განახლებული!

იხილეთ ალბომი:

ძველი მცხეთა

ტეგები: Qwelly, გიმნაზია, დედაქალაქი, იერუსალიმი, ისტორია, მცხეთა

ნახვა: 2759

გამოხმაურებები!

რა სილამაზეააააა.. მოდი ზედაზენზე წავიდეთ :)

იერუსალიმური )) 

თათია_მ თქვა:

რა სილამაზეააააა.. მოდი ზედაზენზე წავიდეთ :)

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Glimpse into a World of Epic Battles

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:36am 0 კომენტარი

Throne and Liberty: A Glimpse into a World of Epic Battles, Transformative Gameplay, and Environmental Mastery

The realm of Solisium, crafted by NCSoft and destined for Western shores with Amazon Game Studios, has unveiled its wonders in a captivating new trailer Throne and Liberty Lucent showcased at Summer Game Fest. This marks a significant step towards the game's Western release, offering English narration and a…

გაგრძელება

The latest and the greatest of the football video amateur

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Franchise Madden NFL Platform(s) PC , PS5 , PS4 , Xbox Alternation X , Xbox Alternation S , Xbox One Arise August 18, 2023 Developer(s) EA Tiburon Publisher(s) EA Cardinal of Players 1-4 Local Co-Op Abutment 1-4 Players See at Playstation Store $30 at Amazon $30 at Best Buy $33 at GameStopMadden NFL 24 for Madden 24 coins Has Never Been Cheaper on Amazon

Madden NFL 24 $30 $70 Save $40

The latest and the greatest of…

გაგრძელება

Unveiling The Flexibility of Nycodenz: An important Resource in Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:38am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification protocols.…

გაგრძელება

How to become one of the most talented players

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:20am 0 კომენტარი



Best Choice: Eden Hazard. Since his arrival at Madrid at the end of 2022. The Belgian star has been constantly criticised for his frequent injury and bad performances. Fortunately, his inability to get regular games played was not a factor in EA Sports EAFC 24 Coins. He has maintained his high overall score of 88. He can cause chaos among defenders, just as the way he did during his peak at Chelsea.

Budget Alternative:…

გაგრძელება

Qwelly World

free counters