26 მაისს (ძვ. სტ. 13 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ექვთიმე ათონელს!

ექვთიმე ათონელი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, მაისი, ქველი, qwelly, may

     X საუკუნის სამოციან წლებში დაიბადა ღირსი მამა ექვთიმე მთაწმინდელი. მისი მამა ერისკაცობაში გახლდათ სამეფო კართან დაახლოებული პირი, კერძოდ, მეფე დავით კურაპალატის მხედართმთავარი. მაგრამ უფლის განსაკუთრებული სიყვარულის გამო, წმინდა იოანე მიატოვებს ოჯახს, ცოლ-შვილს და ოთხთა ეკლესიის ლავრაში განაგრძობს მოღვაწეობას, სადაც მონაზვნობის კურთხევასაც მიიღებს.

     მას შემდეგ, რაც იოანე ოჯახს მიატოვებს, მის ცოლ-შვილზე პასუხისმგებლობას სიმამრი აბუჰარბი და ცოლისძმები აიღებენ საკუთარ თავზე. იოანე კი საქართველოდან ულუმბოს მთაზე წავიდა და ერთ მონასტერში ჯორთა მომვლელად დადგა. ამავე ხანებში სიტუაცია იცვლება საქართველოშიც - ბერძენთა მეფემ ზემო ქვეყნები მისცა დავით კურაპალატს, სამაგიეროდ კი, ერთგულების დასამტკიცებლად, აზნაურთა შვილები მოითხოვა მძევლებად, რომელთა შორისაც აღმოჩნდება იოანეს მცირეწლოვანი შვილი, ექვთიმე.

     იოანემ, რომელიც ულუმბოს მთაზე იმყოფებოდა გვიან გაიგო შვილის კონსტანტინოპოლში ყოფნის ამბავი. ეახლა ბერძენთა მეფეს და შვილი გაათავისუფლებინა, სიმამრს კი საყვედური შეუთვალა იმის გამო, რომ საკუთარი შვილები ვერ გაიმეტა და ტყვედ ობოლი ექვთიმე გააგზაავნა. იოანემ ექვთიმე ულუმბოს მთაზე წაიყვანა, თუმცა პატარა ექვთიმეს ქართული ენა სრულიად დავიწყებული ჰქონდა.

     სულ მალე გავრცელდა ხმები ღირსი მამის, იოანეს შესახებ და უამრავი ადამიანი მოდიოდა მის სანახავად. წმინდა მამას ეს არ სურდა და თავის ძესათან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად ათონის მთაზე წავიდა, ღირსი ათანასე დიდის ლავრაში.

     სიყრმიდანვე იყო ექვთიმე სულიწმინდის მადლით დაჯილდოებული. ჯერ კიდევ ყმაწვილი ექვთიმე მძიმედ დაავადდება. მამამ შვილის გადარჩენის იმედი დაკარგა, მღვედლთან კაცი გაგზავნა და სთხოვა, მომაკვდავი ეზიარებინა, თვითონ კი ეკლესიაში წავიდა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ დაიწყო ლოცვა.

     ეკლესიიდან დაბრუნებულ იოანეს, შვილი სრულიად განკურნებული დახვდება. ყრმა ექვთიმემ მამას უამბობო, როგორ გამოცხადა მას დიდებული დედოფალი და ქართულად ჰკითხა: "რაჲ არს, რაჲ გელმის, ეფთჳმე?" - "მოვკუდები, დედოფალო", - მიუგია ექვთიმეს. მაშინ დედოფალს ხელი მოუხვევია მისთვის და უთქვამს: "არარაჲ არს ვნებაჲ შენ თანა, აღდეგ, ნუ გეშინინ და ქართულად ჴსნილად უბნობდი". ამ სასწაულებრივი განკურნების შემდეგ ექვთიმეს ქართული "აღმოუდიოდა პირითგან, ვითარცა წყაროჲ უწმიდეს ყოველ ქართველთასა".

     ღირსმა იოანემ მადლობა შესწირა უფალს და შვილს აუხსნა, რომ ეს ყველაფერი უფლის ნებით ხდებოდა და რომ უფალი ექვთიმეს უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებდა. მას წიგნების წერისათვის უნდა მოეკიდა ხელი, რაც ძალიან აკლდა იმ დროის საქართველოს.

     წმიდა ექვთიმე უდიდესი სიხარულით შეუდგა მამის ბრძანების შესრულებას და სულ მალე ყველა გააკვირვა თავისი დაუგალავი შრომით. წმინდა მამა უამრავ წიგნს აგზავნიდა კეთილმორწმუნე მეფე, დავით კურაპალატთან, რომელიც თავის მხრივ დრო და დრო შეკვეთასაც კი აძლევდა ათონელ მამას.

     წმინდა გიორგი მთაწმინდელი, რომელიც გახლდათ ექვთიმეს ცხოვრების აღმწერელი, ასახელებს წმინდა მამას ორმოცდაათზე მეტ თარგმანს.

     ღირსი ექვთიმე მამის გარდაცვალების შემდეგ, თვითონ წარუძღვება ათონის ივერთა მონასტერს. წინამძღვრობა ექვთიმეს ბევრ სხვა სახის საზრუნავსაც გაუჩენს და ამიტომ ნეტარ მამას წიგნებზე მუშაობა ძირითადად ღამით, სანთლის შუქზე უხდებოდა.

     ჯერ კიდევ მაშინ, როცა მამამისი ღირსი იოანე ცოცხალი იყო, საბერძნეთს საშინელი გვალვა დაატყდა თავს. ოთხი თვის უწვიმრად ყოფნის გამო ხე და ვენახი გახმა, ხოლო მიწა დასკდა. იოანემ შვილს უბრძანა, რომ რამდენიმე მამასთან ერთად წასულიყო წმინდა ელიას ეკლესიაში და ელოცათ. წირვაზე სახარების კითხვისას ცაზე ღრუბელი გამოჩნდა, წმიდა ზიარების დაწყებისას კი - წვიმა წამოვიდა.

     ფერისცვალების დღესასწაულზე კიდევ ერთი სასწაულის მომსწრე გახდება ათონის მთაზე სალოცავად ასული. ისინი იხილავენ ცეცხლის ალში გახვეულ მამა ექვთიმეს, რომელიც დაამშვიდებს მათ : "ნუ გეშინინ, ძმანო, რამეთუ მოხედვაჲ საღმრთოჲ იქმნა და ქრისტემან თჳსი დღესასწაული ადიდა".

     ღირსმა მამამ მონასტერში მკაცრი და სამართლიანი წესი დაადგინა, რომლის აღსრულებაც ყველასთვის სავალდებულო იყო.

     რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ წმინდა მთაზეც იპოვა ეშმაკმა თავისი ნების შემსრულებელი და ორჯერ მკვლელი მიუგზავნა წმიდა ექვთიმეს, მაგრამ უფლის ნებით სიცოცხლე და ორივეჯერ სასწაულებრივად გადაურჩა ექვთიმე სიკვდილს.

     წმიდა ექვთიმე თოთხმეტი წლის განმავლობში იყო ათონის ქართველთა მონასტრის წინამძღვარი, შემდეგ კი, მამის, ღირსი იოანეს ანდერძისამებრ, წინამძღვრობა მამა გიორგის გადააბარა, ხოლო თვითონ სენაკში ჩაიკეტა, რათა მთლიანად თარგმნისთვის მიეყო ხელი.

     ქრისტეს სარწმუნოების დიდმა მოყვარულმა იმპერატორმა კონსტანტინე VIII-მ წმიდა ექვთიმე სამეფო კარზე დაიბარა. გამგზავრებამდე ღირსმა მამამ ძმები შეკრიბა, ტრაპეზი განუმზადა და სთხოვა, ელოცათ მისთვის; შემდეგ თავის მეგობართან, თეოფანე ხუცესთან წავიდა, რომელთანაც სიყრმიდან იყო შეზრდილი. დამშვიდობებისას თეოფანე ხუცესი მოეხვია წმიდა ექვთიმეს და ცრემლით უთხრა, რომ ამის მეტად ვეღარ იხილავდნენ ერთმანეთს, ღირსმა ექვთიმემ კი დაუდასტურა წინასწართქმული.

     იმპერატორმა კონსტამტინემ დიდი პატივით მიიღო ღირსი მამა. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულის შემდეგ, მხატვართან მიბარებული ხატის სანახავად წასულ მამას, რომელიც ახლად ნაყიდ ჯორზე იჯდება, მოწყალებას სთხოვს შავებში მოსილი გლახაკი. ჩამოძონძილი გლახაკის დანახვაზე ჯორი შეშინდება, აიწყვეტს და წმიდანს ძირს ჩამოაგდებს.

     მთელი საბერძნეთი დასტიროდა მომაკვდავ მამა ექვთიმეს.

     1028 წელს აღესრულა ღირსი მამა ექვთიმე. იგი ათონის მთაზე დაკრძალეს, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 26 მაისი, Qwellyland, ათონელი, თვენი, მაისი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 1497

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ჩხუბი ამერიკის ტერიტორიაზე და ელჩობისგან გადადგომა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 1, 2022.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ეს ორი დღე ისევ აცივდებაო, წვიმებიც იქნება, სეტყვა-ქარბორბალაც, ჭექაც და ქუხილიც. მოკლედ, ზაფხული დაიწყო და ცხელი ივლისიც, „ამერიკაში“ ქართველების ჩხუბით გაიხსნა - გუშინ იჩხუბეს, დღეს განიხილეს. პარლამენტარი და ტელევიზიის დამფუძნებელი პირდაპირ საელჩოში დაეტაკნენ ერთმანეთს - კადრები ჯერ არ გასაჯაროვებულა. ცხადია, მთელი დღე ამ თემას დაეთმო. ასევე საფრანგეთის ელჩის განცხადებას წასვლაზე და ევროპული აგიტაციის დახვედრას რეგიონებში. ლარის ამბავი - 1…

გაგრძელება

ჩრდილოელები ნატოში და ჩვენ კვლავ ჭიშკართან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ნატომ მოსაწვევები დააგზავნა, მაგრამ არც კი უფიქრია ჩვენთვის გამოეგზავნა - შვედეთი და ფინეთი არიან მიწვეულები ჩახო-ში გასაწევრიანებლა. ნატოს სამიტზე ჩვენი პრემიერიც იმყოფებოდა და დღის ამბებში ეგეც აქტუალური იყო. ცხადია ოცნება ხმაურიანად დატოვო და მეორე დღეს მეინსტრიმი არ მიიღო, არ გამოდის - ასე მოხდა სამ დეპუტატსაც. დღეს ასევე აქტუალური იყო უკრაინაში ომი და მესა პეტრეს ტაძარში. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9289 ლარია.…

გაგრძელება

ისტორიები ბენგალის მასწავლებელთან

გამოაქვეყნა Mosely_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

C. J. Uzomah went toward Twitter toward chat in excess of the Cincinnati Bengals' Director of Rehabilitation and Efficiency, Nick Cosgray. "My gentleman acquired me again towards my Achilles problems in the direction of include the least difficult period of my occupation Isaiah Prince Jersey. "Uzomah was sidelined for 14 online games previous period with an Achilles harm, and disregarded highest of the year. Yet he arrived back again inside of 2021 towards background vocation highs within…

გაგრძელება

ცინცინატის მოგზაური

გამოაქვეყნა Mosely_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

The 2022 NFL offseason is made up of now been the craziest a single in just existing memory, quite possibly at any time. This offseason is made up of been total of the equilibrium of electrical power transforming, trades and currently unheard of monster contracts. Several franchises comprise devoted towards heading all-inside of, and the unforgiving pendulums of standards are within comprehensive swing. There seems to be towards contain been a recognizable transfer within just staff…

გაგრძელება

Qwelly World

free counters