21 მაისს (ძვ. სტ. 18 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა იოანე ღვთისმეტყველს!

იოანე ღმრთისმეტყველი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, მაისი, ქველი, qwelly, may

     მოციქული და მახარებელი იოანე გახლდათ გალილეველი მეთევზის ზებედეს შვილი და ძმა წმიდისა მოციქულისა იაკობისი. შესაძლებელია, რომ იოანე იყო მოწაფე იოანე ნათლისმცემლისა და მან დაუკავშირა შემდგომში იგი იესო ქრისტეს. იესო ქრისტეს იგი განსაკუთრებით უყვარდა და თავდადებული მსახურებისა და სულიერი სიძლიერისათვის „ძე ქუხილისა“ უწოდა. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ იოანე პეტრესთან ერთად გულმოდგინედ ქადაგებდა სახარებას იერუსალიმში, მოღვაწეობდა სამარიაშიც, თუმცა მოციქულებრივი საქმიანობის ცენტრად აირჩია ქალაქი ეფესო. ღვთისმშობელი სწორედ მას მიანდო ჯვარზე გაკრულმა ქრისტემ და მარიამიც მასთან იმყოფებოდა მიძინებამდე. დომიციანეს მეფობის დროს იოანე ხმელთაშუა ზღვის კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს, რომელიც მან გაანათლა. კუნძულზე დღემდე არსებობს მონასტერი, რომელიც აგებულია წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე.

     უფლმა სწორედ კუნძულ პატმოსზე მოუვლინა მთელი რიგი საიდუმლო გამოცხადებანი წმიდა მოციქულ იოანეს. უბრძანა ნანახი აღეწერა და გაეგზავნა ის ასიის შვიდი ეკლესიისათვის ქრისტიანთა სანუგეშოდ და სახელმძღვანელოდ. აპოკალიფსი - გამოცხადება, ეკლესიისა და სამყაროს მომავალსა და დასასრულს გვიცხადებს.

     რომის სამეფო ტახტზე ასულმა იმპერატორმა ტრაიანემ, კუნძულზე დატყვევებული იოანე გაათავისუფლა, რის შემდეგაც მოციქული კვლავ ეფესოში დაბრუნდა განაგრძო მოღვაწეობა.

     უფლის ნებითა და მორწმუნეთა დაბეჯითებული თხოვნით, მან ჩაწერა ყველაფერი, რასაც სიტყვიერად ქადაგებდა და, ამრიგად, სამი უკვე ცნობილი სახარება მეოთხე სახარებით შეავსო.

     წმინდა მოციქულის სწავლებით, მორწმუნემ უფალს მთლიანად უნდა მიუძღვნას თავი ანუ სადაც არ არის სრული ერთგულება, იქ არაფერი არ არსებობს. მახარებელი ცოდვას, როგორც ბოროტებას ისე განიხილავს, მისი აზრით ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს ქრისტე, მით უფრო სძულს ანტიქრისტე.

     როგორც ცნობილია, მოციქულთაგან იოანემ ყველაზე მეტ ხანს იცოცხლა. იგი დაახლოებით 110 წლის 26 სექტემბერს მიიცვალა ეფესოში. არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც, როდესაც იოანემ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, თვითონ გაათხრევინა საფლავი, ჩაწვა შიგ, ვითარცა სარეცელში და მშვიდად განუტევა სული.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 21 მაისი, Qwellyland, ზებედე, თვენი, მაისი, მოციქული

ნახვა: 408

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

საერთო კანდიდატის გამონახვა და ცვლილებების დამტკიცების პრობლემა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 3, 2020.
საათი: 11:11pm 1 კომენტარი

      ივნისის სითბო ქარმა და წვიმა-გრიგალმა გადაფარა, მაგრამ ხვალ ისევ გამოიდარებს. პოლიტიკური ასპარეზი და ნიუსები სრულად ეთმობა არჩევნებისთვის სამზადისს და კანონპროექტის დამტკიცებას. ოპოზიციას კანდიდატის პრობლემები აქვს, მთავრობას კანონპროექტის მიღების, რურუას თორაძეების საქმის და ჯანდაცვის მინისტრის დროის გამონახვის.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 ივნისი, 2020

      კოვიდ-ამბები - მარინა ეზუგბაია - ინფექციურ…

გაგრძელება

ტყის კოდექსის დამტკიცება, რურუა კონსტიტუციის მეტერი, კორონას ახალი კლასტერები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ყველაზე თბილი სეზონი ქრისტიანული ზეიმით და ბავშვთა დღით დაიწყო და ალბათ ყველაზე ლოგიკური გადასვლაა ზაფხულის სეზონზე. ცხადია დღი მთავარი ამბები ასეთი ხალისიანი და ბედნიერი არ ყოფილა. დავიწყოთ საამინდო ამბებით - ივნისის პირველი ხუთეული წვიმიანი, თუმცა ცხელ-თბილი იქნებაო. ჩვენთან კორონას ახალი კლასტერები ვლინდება, მაგრამ აკრძალვები მაინც მცირდება - მეტიც, რესტორნები ამუშავდნენ. ტყის კოდექსიც დაამტკიცეს და რურუას პატიმრობა წყვეტს ახლა…

გაგრძელება

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

Qwelly World

free counters