13 მაისს (ძვ. სტ. 30 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა იაკობს, ზებედეს ძეს!

მოციქული იაკობი, იაკობ ზებედესი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, მაისი, ქველი, qwelly, may

     12 მოციქულთაგან ერთ-ერთი გახლდათ წმიდა მოციქული იაკობ ზებედეს ძე, რომელიც თავის ძმასთან - მოციქულ იოანე ღვთისმეტყველთან ერთად იქნა მოწოდებული ქრისტეს მიერ.

     წმიდა იაკობი, სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ ქადაგებდა, როგორც ესპანეთში, ისე სხვა ქვეყნებში. თუმცა, შემდეგ კვლავ იერუსალიმს დაუბრუნდა. მოციქული დაუღალავად ქადაგებდა იესო ქრისტეზე, როგორც მაცხოვარზე და ამხელდა ფარისევლებს ურწუნოების გამო. ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ იუდევლები ქრისტეს მადლით მოსილ მოციქულს და რომ ვერაფერს გახდნენ, ფულით მოისყიდეს ფილოსოფოსი - მოგვი ჰერმოგენი, რათა კამათში გამოეწვია წმიდა იაკობი და გაეცამტვერებინა მისი შეხედულებები ქრისტეზე, როგორც აღთქმულ მესიაზე. მოგვმა თავდაპირველად მოციქულთან თავისი მოწაფე ფილიპე გაგზავნა, მაგრამ უფლის ნებით იგი ჩასწვდა ჭეშმარიტებას და ირწმუნა ქრისტე. შემდეგ თვით ჰერმოგენიც დარწმუნდა ღვთის ყოვლისშემძლეობაში, დაწვა ჯადოქრული წიგნები, ნათელ-იღო და ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრად იქცა.

     დაახლოებით 40-44 წლებში, ჰეროდე აგრიპამ ურწმუნო იუდეველების რჩევით შეიპყრო იაკობ მოციქული და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მოციქული იმდენად იყო ღვთის რწმენაში განმტკიცებული, რომ სრულიად მშვიდად შეხვდა სასიკვდილო განაჩენს.იგი უკანასკნელ წუთამდე განაგრძობდა ქრისტეს სჯულის ქადაგებას. ერთ-ერთი დამსმენი, სახელად იოსია, გაოცდა მოციქულის ვაჟკაცობით და ირწმუნა ქრისტე-მესიის განკაცება. სანამ მოციქულს სიკვდილით დასასჯელად წაიყვანდნენ, იოსია ფეხებში ჩაუვარდა მას, მოინანია თავისი ცოდვა და მიტევება ითხოვა. 44 წელს, იერუსალიმში წმიდა იაკობი და იოსია ერთად, მოწამეობრივად აღესრულნენ.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 13 მაისი, Qwellyland, may, ზებედე, თვენი, მაისი, ქველი

ნახვა: 2915

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters