29 მაისი - Qwelly2024-03-29T13:18:39Zhttps://www.qwelly.com/group/may/forum/topic/listForTag?tag=29+%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98&feed=yes&xn_auth=noთეოდორე განწმენდილიtag:www.qwelly.com,2014-02-25:6506411:Topic:6218922014-02-25T19:43:03.501Zრ უ ს კ აhttps://www.qwelly.com/profile/rusudangelashvili

29 მაისს (ძვ. სტ. 16 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა თეოდორე განწმენდილს!

ქრისტეს შობიდან 368 წელს ეგვიპტეში დაიბადა ღირსი თეოდორე განწმენდილი. მისი მშობლები მდიდარი და ცნობილი ქრისტიანები იყვნენ, რამაც თეოდორეში სულ პატარაობიდანვე გააღვიძა ბერობის სურვილი. 14 წლის თეოდორე სახლიდან გაპარვის შემდეგ ერთ-ერთ მონასტერში განაგრძობს ცხოვრებას.…

29 მაისს (ძვ. სტ. 16 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა თეოდორე განწმენდილს!

ქრისტეს შობიდან 368 წელს ეგვიპტეში დაიბადა ღირსი თეოდორე განწმენდილი. მისი მშობლები მდიდარი და ცნობილი ქრისტიანები იყვნენ, რამაც თეოდორეში სულ პატარაობიდანვე გააღვიძა ბერობის სურვილი. 14 წლის თეოდორე სახლიდან გაპარვის შემდეგ ერთ-ერთ მონასტერში განაგრძობს ცხოვრებას. მოგვიანებით იგი ღირსი მამა პახუმის შესახებ შეიტყობს და მასთან წავა. ღირსი მამაც სიყვარულით მიიღებს მას, რადგან წინასწარ ჰქონდა უწყებული ყრმის მოსვლა თავისთან. წმინდა თეოდორეს დედა მალევე შეიტყობს თუ სად იმყოფებოდა მისი შვილი და მოინდომებს მასთან შეხვედრას, რაზედაც წმინდანი უარს განაცხადებს.

წმინდა თეოდორე გამოირჩეოდა საღმრთო გონიერებით და ღირსმა პახუმმა სწორედ მას დაავალა, ძმებისთვის წმიდა წერილის სწავლების ახსნა. მაშინ წმიდა თეოდორე მხოლოდ 20 წლისა იყო, რის გამოც ზოგიერთი ასაკოვანი ბერი შეურაცხყოფილი დარჩა. ღირსმა პახუმიმ მათ უთხრა, რომ ასეთი თვითდაჯერებით ამაოდ აქცევდნენ თავიანთ ღვაწლს და მიაღწევდნენ იმას, რომ მათ სულიწმინდის მადლი მოაკლდებოდათ. წმიდა თეოდორეს ძალიან უყვარდა თავისი მოძღვარი და მამაშვილური სიყვარულით უვლიდა სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვულს. ხოლო როდესაც აღესრულა, საკუთარი ხელებით დაუხუჭა თვალები.

მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ, წმინდა თეოდორე განაგებდა ტაბენისის მონასტერს, შემდეგ კი სათავეში ჩაუდგა თებოდის ყველა სავანეს. ღირს მამას სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. 368 წელს იგი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►